Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

• რუსების სისხლიანი ბოროტმოქმედებანი ჩუკოტკაზე

რუსეთის მიერ განადგურებული ერები

 

რუსების სისხლიანი ბოროტმოქმედებანი ჩუკოტკაზე

Map of Chukotka

ჩუქჩები მცირერიცხოვანი ჩრდილოელი ხალხია, რომლებიც არიან მაგადანის ოლქის ჩუკოტკის ავტონომიური ოლქის მკვიდრი მოსახლეობა, აგრეთვე ცხოვრობენ კორიაკების ავტონომიური ოლქის ჩრდილოეთით და სახას რესპუბლიკის ნიჟეკოლიმსკის რაიონში. 

მეირმე ტუნდრელი ჩუქჩების თვითდასახელება – ჩავჩუ (ირმისა), სანაპიროების –ან კალინი (პომორი). საერთო თვითწოდება ლუორავეტლან (ნამდვილი ადამიანი). რაოდენობა 13,6 ათასი კაცი (1970 წლის აღწერა). ძირითადში ლაპარაკობენ ჩუკოტკურ ენაზე. რელიგია იყო შამანიზმი, სამრეწველო და საოჯახო კულტები.
 

ჩუქჩები რუსებთან კონტაქტში შევიდნენ 1642 წელს მდინარე ალაზეიაზე. XIX საუკუნემდე ფაქტიურად შეინარჩუნეს დამოუკიდებლობა მეფის რუსეთის ადმინისტრაციისაგან.
ჩუქჩები – მომთაბარე მეირმე ჩუქჩები და დამკვიდრებული მონადირე ჩუქჩები, ერთმანეთში აწარმოებდნენ ნატურალურ გაცვლა გამოცვლას. 

ჩუკოტკური (ლუორავეტლანური) ენა გენეტიკურად განეკუთვნება ჩუკოტკურ-კამჩატკურ ენებს. იყოფა შემდეგ დიალექტებზე: უელენური (აღმოსავლური), საფუძვლად დაედო სალიტერატურო ენას, ჩაუნური (დასავლური), ენმილინური, ნუნლინგრანული და ხოტირული. დიალექტიური სხვაობა უმნიშნელოა. 1931 წელს შემოიღეს ლათინური ალფავიტი, 1936 წ. რუსული. 

ჩუქჩები იაკუტიაში ჯერ კიდევ რუსების მოსვლამდის ცხოვრობდნენ. XVII საუკუნეში მდინარეებს კოლიმასა და ალაზეის შორის, მნიშვნელოვნად მოწყვეტილები მათი ხალხის ძირითად არეალს. მათი რიცხვი აქ შეადგენდა დაახლოებით 400 კაცს. მომთაბარე მეირმე ჩუქჩების საერთო რიცხვი კი 2000 კაცს. ესენი იყვნენ პირველი ჩუქჩები, რომელთაც დაამყარეს ურთიერთობები რუსებთან. 

1690-იან წლებში, ჩუქჩები ეპიდემიის შიშით, წავიდნენ იაკუტიიდან. კოლიმის ტუნდრებში ისინი ისევ მოვიდნენ XIX საუკუნეში, როდესაც ჩუკოტკური მეირმეობა სწრაფი ტემპებით ვითარდებოდა. 1894 წელს უკვე კოლიმელი ჩუქჩები ფლობდნენ 12 ათას ირემს. რუსეთის ჩრდილოელ ხალხებთან შედარებით ჩუქჩები ყოველთვის მეომარი ხალხი იყო. XVII-XVIII სს. ისინი მუდმივად მონაწილეობდნენ მეზობელ ხალხებთან ომებში. მრავალჯერ დასხმიან თავს რუსულ გარნიზონებს. მათი უმრავლესობა ბეგარასაც არ იხდიდა. 

XIX ს. მშვიდობიან პირობებში მათი რაოდენობა 10 ათასიდან 20 ათასამდის გაიზარდა. ფართოვდებოდა აგრეთვე მათ მიერ დაკავებული ტერიტორია. ფართოვდებოდა აგრეთვე მომთაბარე ტუნდრელი ჩუქჩების მეირმეობის არეალი. 1866 წელს იაკუტიის გუბერნატორმა მათ კოლიმის ტუნდრებში მომთაბარეობის ნება დართო. მათმა გადასვლამ კოლიმის ტუნდრებში გამოიწვია ცვლილებები მათ მეურნეობასა და ცხოვრების წესზე. მათ გააუმჯობესეს ირმების ჯიშები ტუნგუსური სამგზავრო ირმების შეძენის გზთ, დაიწყეს ზაფხულობით უნაგირიანი ირმებით მგზავრობა. ამას გარდა ტუნდრელმა ჩუქჩებმა იწყეს თევზჭერის საქმიანობაც, დაუახლოვდნენ ადგილობრივ მოსახლეობას. იწყეს ევენებთან, იუკაგირებთან და ძველმოსახლე რუსებთან ქორწინება. 

საბჭოთა პერიოდში, დასახლებებისა და მოსახელობის კონცენტრაციასთან დაკავშირებით, კოლიმელი ჩუქჩების შერევა ევენებთან, იუკაგირებთან, იაკუტებთან და რუსებთან გაძლიერდა. ასე რომ 1959 წელს ჩუკოტკური ოჯახების თითქმის ნახევარი შეადგენდა შერეული ეროვნებების შემადგენლობას. მაგრამ ამის და მიუხედავად ჩუქჩები მაინც მედგრად იცავდნენ ეროვნულ თვითშეგნებას. 

 ამჟამად იაკუტიის გარეთ ჩუქჩები ცხოვრობენ ნიჟეკოლიმის ულუსში. მათი უმრავლესობა (250-300) თავმოყრილია სოფელ კოლიმსკოეში. 

  

დ. ი. პავლუცკის ლაშქრობა ჩუკოტკაზე 1731 წელს 

  

1731 წელს რუსეთის მთავრობის მიერ ორგანიზება გაუკეთდა სამხედრო ექსპედიციას, რომელსაც მიზნად ჰქონდა რუსული ხელისუფლების დამყარება და გამყარება შორეულ აღმოსავლეთსა და წყნარი ოკეანის კუნძულებზე და ამ ტერიტორიაზე მცხოვრები „უცხომიწელი მოღალატეების“ და ახალი ხალხების რუსულ ქვეშევრდომობაში შემოყვანა, რომლებიც ადრე არავის ხელისუფლების ქვეშ არ ცხოვრობდნენ“. ექსპედიციის შემადგენლობაში ჩაირიცხა 400 კაზაკი და ჯარისკაცი, შეკრებილები ტობოლსკში, ენისეისკში, ირკურტსკში, იაკუტსკში, აგრეთვე რამოდენიმე საზღვაო ჩინოსანი საზღვაოსნო ცურვების შესასრულებლად. შენაერთის მეთაურად დაინიშნა ტობოლსკის დრაგუნთა პოლკის კაპიტანი დიმიტრი ივანეს ძე პავლუცკი, მის თანაშემწედ კი იაკუტების კაზაკობის მეთაური ათანასე ივანეს ძე შესტაკოვი. 

სახელმწიფო განკარგულების თანახმად ექსპედიციას თავისი საქმიანობა უნდა დაეწყო კორიაკების „დაშოშმინებით“, რომლებიც მოსახლეობდენ ბერინგისა და ოხოტის სანაპიროებზე, ამ რაიონებში დაგეგმილი იყო რუსული თევზსარეწების აშენება და განახლება, რის შემდეგაც უნდა დაეწყოთ „უცხომიწელების კვლავ ქვეშემრდომობაში“ დაქვემდებარება. ასეთი მახლობელი ჯერ კიდევ დაუქვემდებარებელი „უცხომიწელები“ იყვნენ ჩუქჩებიც, რომელთა სამომთაბარეო ადგილები იწყებოდა „კორიაკთა მიწიდან“ ჩრდილოეთით. ერთდროულად საზღვაო ექსპედიციას უნდა ეწარმოებინა ამ სივრცეში კუნძულების დაზვერვა და შეძლებისდაგვარად მათი მაცხოვრებლების რუსულ ქვეშევრდომობაში მოქცევა.
ექსპედიციის საქმიანობა, რომელმაც მოგვიანებით მიიღო „ანადირის პარტიის“ სახელწოდება, ციმბირის ჩრდილო აღმოსავლეთით 1720 წლების დასასრულსა და 1730-ანი წლების დასაწყისში სრულყოფილად არის აღწერილი ისტორიულ ლიტერატურაში, განსაკუთრებით, კვლევებში. ერთი კია, რომ ის ყოველთვის განიხილებოდა როგორც კერძო სიუჟეტი. საბჭოთა ისტორიკოსები კი 1960 წლიდან მოყოლებული ცდილობდნენ დაემალათ ექსპედიციის საქმიანობის სამხედრო მხარე, ჩუმდებოდნენ იმ მეთოდებისა და საშუალებების შესახებ, რომლითაც ის იქვემდებარებდა „უცხომიწელებს“.
შენახული მასალების ყურადღებიანი გაცნობა უჩვენებს, რომ ექსპედიციის ისტორია სულაც არ არის კერძო სიუჟეტი და იმსახურების მეტ ყურადღებას, რამეთუ ააშკარავებს, თუ როგორ ხორციელდებოდა ახალი ტერიტორიებისა და ხალხების დაქვემდებარება, რაც თავის მხრივ, უფლებას გვაძლევს უკეთესად გავიგოთ რუსეთის საგარეო პოლიტიკური სტრატეგია შორეული აღმოსავლეთის საზღვრებში მთლიანად, აგრევთვე აბორიგენ მოსახლეობასთან დამოკიდებულებაც. 

ექსპედიციის საქმიანობამ, რომელსაც გააჩნდა სხვადასხვა მიმართულებები – გეოგრაფიული გამოკვლევებიდან დაწყებული საბრძოლო მოქმედებებით დამთავრებული, მოიცვა მნიშვნელოვანი ტერიტორია და სავსე იყო მნიშვნელოვანი მოვლენებით (საზღვაო ცურვებით, ჩუქჩებისა და კორიაკების წინააღმდეგ სამხედრო ლაშქრობებით, იტელმენების აჯანყების ჩახშობით). ამ სტატიაში კი ყურადღება მიმართული იქნება მხოლოდ ერთზე, გნებავთ საინტერესო სიუჟეტზე – 1731 წლის დ. ი. პავლუცკის სამხედრო ლაშქრობაზე ჩუკოტკაზე. 

ეს ლაშქრობა მთავრობის ჩანაფიქრის თანახმად არ შედიაოდა ექსპედიციის ღონისძიებების პირველი რიგის რიცხვში და გახდა მნიშვნელოვანი ხარისხით გარემოებათა წარმართვის შედეგი. ყველაფერი კი დაიწყო იმ მიზეზებით, რომ ბრძანებულებებსა და ინსტრუქციებში ნათლად არ იყო განსაზღვრული პავლუცკისა და შესტაკოვის უფლებამოსილებები, აგრეთვე მათი ამბიციებით, მათ შორის წარმოიშვა სერიოზული უთანხმოებანი, რაც საბოლოოდ მივიდა იქამდის, რომ ჩავიდნენ რა 1728 წლის 29 ივლისში იაკუტსკში, კაპიტან პავლუცკიმ და კაზაკების მეთაურმა შესტაკოვმა საბოლოოდ გაწყვიტეს ურთიერთობები და დაიწყეს ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად მოქმედება. ამ ვითარებამ მნიშვნელოვნად შეცვალა პირველადი გეგმები. ამასთანავე სამთავრობო ბრძანებულებები ნათლად არ სახავდნენ ექსპედიციის კონკრეტულ ქმედებებს, უტოვებდათ რა მათს გადაწყვეტილებების მიღების უფლებებს („რათა მათს ემოქმედათ იქაური ადგილებისა და ვითარებების შესაბამისად). შედეგად, იმის მაგივრად, რომ მთელი ძალების კონცენტრირება მოეხდინათ მთავარი დარტყმის მომართულებით – „კორიაკების მიწებისაკენ“, ექსპედიცია გაიყო. შესტაკოვი მცირე სახმელეთო რაზმთან და საზღვაო ჩინებთან ერთად გაემართა ოხოტსკისაკენ, რათა იქიდან დაეწყო შეტევა კორიაკებზე და განეხორციელებინა საზღვაო ცურვები ოხოტსკის ზღვაში კუნძულების საძებნად. პავლუცკი კი გაემართა სხვა მიმართულებით რაზმის დიდ ნაწილთან ერთად ანადირისკენ. 

თუ რატომ აირჩია კაპიტანმა კერძოდ ასეთი მარშრუტი, რჩება მხოლოდ სამკითხაოდ. საფიქრებელია, რომ მიიღო რა იაკუტსკში უფრო დაწვრილებითი ცნობები ციმბირის ჩრდილო-აღმოსავლეთის გეოგრაფიის შესახებ, მან შესაძლებლად ჩათვალა კორიაკებთან შეტევის ჩრდილოეთიდან დაწყება, მაშინ როცა შესტაკოვი იმოქმედებდა სამხრეთ დასავლეთის მიმართულებით, ოხოტსკიდან. ბოლოდროინდელმა მოვლენებმა კი პავლუცკი აიძულეს შეეცვალა მისი გეგმები. 

1730 წლის 25 აპრილს პავლუცკიმ ვ. მაკაროვისაგან მიიღო ათანასე შესტაკოვის ტრაგიკული დაღუპვის ცნობა, რომელიც უკვე მისულიყო ანადირში. რაზმი კი სრულიად იქნა განადგურებული ჩუქჩების თავდასხმის შედეგად. ამ ცნობაზე პავლუცკიმ მოახდინა სწრაფი რეაგირება: 26 აპრილს ის საზღვაო მოქმედებებს ანდობს შტურმან ი. გენსს, რათა დაძრულიყვნენ ჩუკოტკიდან კამჩატკისკენ, იქიდან კი ანადირისკენ. კამჩატკაზე მათს უნდა მიეღოთ დამატებითი საშუალებები, რომლებიც პავლუცკის უნდა გაეგზავნა უკვე ანადირიდან. იმავე დღეს კაპიტანმა დავალება გაუგზავნა მომსახურე პეტრე შესტაკოვს, და უბრძანა ემოქმედა მისი ბრძანებების მიხედვით. ამავდროულად ის აგზავნის განკარგულებებს სხვადასხვა ადგილებში, რათა ანადირსკში გაგზავნონ მომსახურე ხალხი. ამით, დარჩა რა ერთად ერთ ხელმძღვანელად, პავლუცკი ცდილობდა მთელი ძალების კონცენტრირებას. 

შესტაკოვის განადგურებამ აჩვენა, თუ რა საშიშროებას წარმოადგენენ ჩუქჩები. ამას გარდა, მაშინდელი გეოგრაფიული რუკების არასრულყოფილების მიუხედავად, სჩანს, რომ პავლუცკის ნამდვილად ჰქონდა წარმოდგენა ანადირის სარეწის ადგილმდებარეობის შესახებ, შესაბამისად იცოდა, რომ გეოგრაფიულ ურთიერთობებში ანადირი ყველაზე მეტად არის მოხერხებული ბაზების ადგილისათვის მოქმედებების გასაშლელად და ჩუქჩების, კორიაკების წინააღმდეგ სამოქმედოთ. ექსპედიციის კერძო ამოცანებთან დამატებით, მთავრობის განკარგულებით, დაიწყო „დიდი მიწის“ ძებნა, რომელიც მაშინდელი გეოგრაფიული წარმოდგენებით, აგრეთვე ცნობებით, რომლებიც მიღებულ იქნა კამჩატკის პირველი ექსპედიციის შედეგად, მდებარეობდა სადღაც ჩუკოტკის ნახევარკუნძულის აღმოსავლეთით. 

პავლუცკის მოღვაწეობა ანადირსკში სექტემბერ-ოქტომბერში საერთო ნიშნებით ცნობილია სამი პატაკის წყალობით, რომლებიც გაგზავნილ იქნა 1730 წელს ტობოლსკის საგუბერნიო კანცელარიაში.
9 ნოემბერს პავლუცკიმ ანადირსკიდან გაგზავნა მეზღვაური პროკოპი ნაგიბინი განსაკუთრებული დავალებებით იქ მყოფ პირებზე, ყოველივე შეესრულებინათ მისი განკარგულების მიხედვით და დაეზვერათ ზღვის კუნძულები. 

1730 წლის შემოდგომიდან 1731 წლის გაზაფხულამდის პავლუცკი დაკავებული იქო ინფორმაციის შეკრებით მომავალი ლაშქრობისათვის. ეჭვგარეშეა, მან მიიღო ინფორმაცია ჩუქჩების შესახებ, რომელთა შესახებაც აქამდე რაიმე წარმოდგენაც არ ჰქონდა.
 

ჩუქჩების ლაშქრობები კორიაკების წინააღმდეგ გაძარცვისა და ირმების წართმევის მიზნით ამ დროისათვის ღებულობენ სისტემატიურ ხასიათს და საშიშ მასშტაბებს. 1725 წელს ჩუქჩებმა კორიაკებს მოუწყვეს საშინელი რბევები. ამის შესახებ ყვებოდნენ ანადირსკში ჩამოსული კორიაკები. 1730 წელს კი ისასჩელმა კორიაკებმა შესჩილვლეს პავლუცკისსაც. კორიაკები ითხოვდენ დაცვას, მიანიშნებდენ, რომ იხდიან გადასახადს, და თავიანთ სამსახურსაც სთავაზობდენ რუსების ჩუქჩებზე ლაშქრობის შემთხვევაში. ანადირელი მხცოვანი ადამიანების მონათხრობით, 1730 წელს ჩუქჩებმა ასობით მეირმე კორიაკი მოკლეს. ამავე წელს მათ გაანადგურე შესტაკოვის რაზმები. 

ანადირის ხელისუფალთა წინაშე, რომლებიც ჰკრეფდნენ ამ მხარეებში ხარკს და დაკავებულნი იყვნენ აქაურთა „დაწყნარებით“, მთელი თავისი სიდიდით წარმოჩინდა „ჩუკოტკის პრობლემა“. ჩუქჩები თავიანთი თავდასხმებით არა მარტო არღვევდნენ მყუდროებას, დაბლა ცემდნენ ადგილობრივი ხალხების გადახდისუნარიანობას, არამედ დამბა სცემდნენ აგრეთვე რუსეთის ხელისუფლების ავტორიტეტსაც და ამ ხელისუფლებისადმი რწმენასაც. ისმებოდა კითხვა: ვის ეკუთვნოდა რეგიონში რეალური ხელისუფლება, რუსებს თუ ჩუქჩებს? რუსების უსუურობას ჩუქჩებთან დამოკიდებულებაში შეეძლო მისულიყო (საბოლოო ანგარიშით მიიყვანა კიდეც) კორიაკების და ნაწილობრივ იუკაგირების „მერყეობამდის“ და „გამცემლობამდის“.
ანადირსკის ხელისუფალთა მცდელობებს გაეთვითცნობიერებინათ ჩუქჩები და მოექციათ ქვეშემრდომობის ქვეშ წარუმატებელი იყო.
 

სხვათაშორის 1731 წელსციმბირისა და ცენტრალური ხელისუფლებისათვის ცნობილი გახდა შესტაკოვის რაზმის განადგურების შესახებ. ამან მათი მხრიდან გამოიწვია პავლუცკის „პარიტის“ შემდგომ ბედში ჩარევა. 

1731 წლის 28 ივლისს, როდესაც ტობოლსკში პავლიცკის 1730 წლის 26 ნოემბრის პატაკები მიიღეს. საგუბერნიო კანცელარიამ მიიღო გადაწყვეტილება ექსპედიციის გაგრძელების შესახებ. 1731 წლის 10 აგვისტოს ბრძანების მიხედვით მან პავლუცკის დაუმტკიცა უფლებამოსილებანი როგორც უფროს მეთაურს, მის განკარგულებაში გადავიდა მთლიანი ქონება, შეიარაღება და ბრძანების გაცემის უფლება, რომლებიც ადრე შესტაკოვს ექვემდებარეობდა. პავლუცკის შეკითხვაზე, რა უქნან იმ უცხომიწელებს, რომლებიც ნებაყოფლობით ქვეშევრდომობაში არ შემოვლენ, ციმბირის კანცელარია, ადრინდელი სამთავრობო დადგენილებების სულისკვეთებით იძლეოდა რეკომენდაციას, რომ «немирных иноземцев» «призывать в подданство ласкою»: «на чюкоч и на протчих немирных иноверцов войною до указу е. и. в. не поступать, дабы людям не учинилось какой грозы…. а ежели поступать с ними войною, то за малолюдством в тамошнем крае служилых людей не учинилось бы какой траты людям, також их иноверцов не разогнать в другие дальние места». ამას გარდა პავლუცკის ეკრძალებოდა თავის რაზმში აეყვანა შეიარაღება და ამუნიცია «из тамошних острожков», «дабы те острошки пусты не остались и не причинилось бы на те острожки какого незапного нападения», აგრეთვე მიეწერებოდა «х китайской стороне и границам оружейною рукою отнюдь не приближатся и подвластным их людям никакого озлобления не чинить». ეს ბრძანებულება შეიცავდა მოთხოვნას: “«паче же всего Анадырску вместо старого и ветхого острогу строить новый». მითითება პავლუცკისადმი, რომელიც ანადირსკში იმყოფებოდა, არ მიახლოებოდა ჩინეთის საზღვრებს, არ წარმოადგენს მთავრობის წარმოდგენის არ ჰქონას შორეული აღმოსავლეთის გეორგაფიის შესახებ, მაგრამ მეტყველებს იმაზე, რომ ექსპედიციის სამოღვაწეო რაიონად ძველებურადვე რჩებოდა მთელი შორეული აღმოსავლეთის სანაპირო ჩუკოტკიდან ამურამდე. 

როგორც ვიცით, გეგმებში მთლიანობაში არავითარი პრინციპული ცვალებადობა არ მომხდარა. პავლუცკიმ, აიღო რა თავის თავზე მეთაურობა, უნდა ემოქმედა ადრინდელი ინსტრუქციების შესაბამისად, დაეპყრო რა იგივე ტერიტორია.
ამრიგად, 1931 წლის 12 მარტიდან პავლუცკი რაზმით, რომელიც შედგებოდა რუსი კაზაკობით, მათი  შვილებით, ხელოსნებით და მოკავშირე იუკაგირებითა და კორიაკებით, შეუდგა მის პირველ ლაშქრობას ჩუკოტკისაკენ. 

პირველი შეჯახების შემდეგ ჩუქჩებმა დაკარგეს 450-700 მებრძოლამდის. როგორც კი გადაწყდა ბრძოლის ბედი, ჩუქჩებმა მოასწრეს მათი შვილების დახოცვა. ტყვედ ჩავარდა 110-150 მამაკაცი, ქალი და ბავშვი. ხელთ იგდეს 500-დან 4000 ირმამდე. გადარჩენილი ჩუქჩები კი გაიქცნენ. რუსებმა დაკარგეს სულ რამოდენიმე კაცი. შემდეგ პავლუცკის რაზმმა განაგრძო სვლა. 29 თუ 30 ივლისს რაზმი მოექცა ორი ფრონტის ქვეშ. შეტევა განახორციელა რამოდენიმე ათასმა ჩუქჩამ. ბრძოლა გაგრძელდა რამოდენიმე საათს ჩუქჩებმა დაკარგეს 300-დან 500-დე მებრძოლი. რუსების მხრიდან 20 კაცამდის დაეცა ბრძოლაში.
მესამე ბრძოლისას პავლუცკის წინააღმდეგ იბრძოდნენ ორთავე ზღვის ჩუქჩები და მასთან ერთად რამოდენიმე ესკიმოსი. ამ ბრძოლის შემდეგ ზოგიერთი ჩუქჩური დასახლება დათანმხდა გადასახადის გადახდაზე. 

ლაშქრობა გრძელდებოდა 8-10 თვე, ეჭვგარეშეა იყო ძნელი და აუტანელი. პავლუცკის რაზმმა მთებზე, ჭაობებში და ტუნდრაში გაიარა 2 000 კილომეტრზე მეტი. აღასანიშნავია ისიც რომ ლაშქრობაში პირველად მიიღო მონაწილეობა ამ რაოდენობის ადამიანებმა. ეს კი შეაბამის ორგანიზებას მოითხოვდა. პირველ რიგში სურსათით მომარაგებას, შეიარაღებას, საბრძოლო ტყვია-წამალს და გადაადგილების საშუალებებს. და აქ შეუძლებელია არ აღინიშნოს პავლუცკის დამსახურება.
გაწეულმა ხარჯებმა და ძალისხმევამ, არ გამოიღეს მოსალოდნენლი შედეგები. უმთავრესი მიზნები დარჩა მიუღწეველი. მიუხედავად ჩუქჩების სამი დიდი დამარცხებისა ჩუქჩები მაინც ვერ იქნენ დამორჩილებული. 

ამ ექსპედიციის შედეგი კი ის იყო, რომ მოხდა ამ მხარეების გეოგრაფიული შესწავლა. ამ ლაშქრობამ უჩვენა ისიც, რომ ძნელი აღმოჩნდა ჩუქჩების სწრაფი დამორჩილება. 

განსაკუთრებით ღირსია იმ მეთოდების აღნიშვნა, რომლითაც პავლუცკი მოქმედებდა ჩუქჩების წინააღმდეგ. თავის დროზე ბერხი წერდა, რომ ის «употреблял все способы на склонение их в подданство, но буйный народ сей, отвергши миролюбивые предложения, принудил его вступить с ними в сражение», ე.ი. „დამნაშავე“ თვით ჩუქჩები იყვნენ, არ ესმოდათ რა რუსეთის ქვეშევრდომობის ყველა სიკეთე. რიგი საბჭოთა ისტორიკოსებისა, რომლებიც მალავდნენ ლაშქრობის სამხედრო მხარეს, წავიდნენ უფრო შორსაც. კერძოდ, „ჩუკოტკის ისტორიის ნარკვევებში“ ამტკიცებდნენ, რომ «на посту начальника Анадырского острога Павлуцкий зарекомендовал себя активным сторонником именно мирного сотрудничества с коряками, юкагирами, чукчами». მაგრამ იყო საპირისპირო შეფასებებიც: ც. ბ. ოკუნი მიუთითებდა «опустошения, которые произвел Павлуцкий в Чукотской земле». გურევიჩი კი წერდა, რომ «действия Павлуцкого имели чисто карательный характер». 

  

ალი ბეკხანი
 

ალ. სანდუხაძის შემოკლებული თარგმანი

 

  რუსეთის მიერ განადგურებული ერები

https://iberiana.wordpress.com/iberiana/ruseti/ganadgurebuli-erebi/ 

 

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s