Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

• რუსების ბოროტმოქმედება კარელიაში

 რუსეთის მიერ განადგურებული ერები

 

რუსების ბოროტმოქმედება კარელიაში

მიუხედავად მოკრძალებული მასალებისა, შესაძლებელია ვამტკიცოთ, რომ კარელია ადრე სრულფასოვანი დამოუკიდებელი სახელმწიფო – კარელიის სამთავრო –იყო, რომელიც მოგვიანებით შევიდა განსაკუთრებულ კავშირში ნოვგოროდის რესპუბლიკასთან (რომელიც მუხანათურად იყო დაპყრობილი და შეერთებული მოსკოვიასთან). მოგვიანებით კარელები განიცდიდნენ ეკონომიკურ ჩაგვრას რუსეთის მხრიდან, ერაერთხელ იფეთქებდა განმანთავისუფლებელი ამბოხებები. 

კარელია მუხანათურად იყო დამორჩილებული და საბოლოოდ მოსკოვთან მიიერთებული მხოლოდ 1475-1478 წ.წ. რუსეთის ეროვნული, რელიგიური და ეკონომიკური პოლიტიკა დაპყრობილ მიწებზე კარგად არის ცნობილი. ამასთან დაკავშირებით საჭოროა ავღნიშნოთ, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ადგილი ჰქონდა კარელების ნამდვილ ეროვნულ ტრაგედიას, როდესაც ათეულ ათასობით ადამიანი იძულებული იყო დაეტოვებინა მშობლიური ადგილები, რათა გადაერჩინა საკუთარი სიცოცხლე და გადასახლდნენ ფინეთში, მათ მშობლიურ მიწაზე საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ. ასე მიმდინარეობდა მკვიდრი მოსახლეობს გამდევნა მათი ეთნიკური ტერიტორიიდან. და ეჭვგარეშეა, კარელებს უფლება აქვთ ადექვატური წინააღმდეგობა გაუწიონ ოკუპანტებს – წყეულ რუს დამპყრობლებს, რომლებიც აუცილებლად პასუხს აგებენ ყოველი მათი სისხლიანი ბოროტმოქმედების გამო. ნათქვამს საჭიროა დავამატოთ ლინგვისტიკური და კულტურული გენოციდის ფაქტები, მაშინ სურათი სრულყოფილი იქნება… ახლა გადავიდეთ ისტორიული ფაქტების გადმოცემაზე… 

ჩვენი წელთაღრიცხვის I ათასწლეულში მიმდინარეობდა ძველკარელიური ხალხის ფორმირება – იწყებოდა დამახასიათებელი განსაკუთრებულობების ჩამოყალიბება, რომლებიც შემდგომ კარელებს გამოარჩევენ ვეპსებისაგან, თუმც ისინი ცხოვრობდნენ (და ცხოვრობენ) ერთნაირ გეოგრაფიულ პირობებში და მრავალი საუკუნის განმავლობაში ურთიერთობები ჰქონდათ სხვა ხალხებთან.  

კარელები ხანგრძლივად განიცდიდნენ მძიმე გამოცდებს, მაგრამ მათ შეინარჩუნეს თავიანთი ენა, წეს-ჩვეულებები, გადმოცემები, ზღაპრები, გამოცანები, უმდიდრესი ფოლკლორულ-ეპიკური ტრადიცია, ე.ი. კულტურის ყველა გამოვლინება, რომლებიც წარმოადგენენ ეროვნულ განსაკუთრებულობებს.   

ადრეულ შუასაუკუნეებში კარელებისათვის დამახასიათებელი იყო გვაროვნული ურთიერთობების გადმონაშთები, ამასთან ერთად არსებობდა რთული სოციალური ორგანიზაციაც, რომელიც იძლეოდა უპირატესობას სხვა ხალხებთან წინააღმდეგობებში.  დაახლოებით VI საუკუნეში მათი შემადგენლობიდან გამოყოფილ იჟორებთან განსხვავებით, რომლებმაც შეინარჩუნეს უხუცესების მიერ მართული გვაროვნული წყობა, კარელები უკვე VII საუკუნეში ირჩევდნენ მთავრებს, რომლებიც ატარებდნენ კარელულ ტიტულს ვალიტს. არჩეული მთავრები თავდაპირველად ხელმძღვანელობდენ მხოლოდ ამომრჩეველი მოსახლეობის სამხედრო საქმეებს და არ იყვნენ ფეოდალები, არც სუვერენული ხელმწიფენი, მათი ტიტული არ იყო შთამომავლობითი. ამას გარდა, გვიანდელ შუასაუკუნეებამდე შენარჩუნდა მთავრებისა და უხუცესების, რომლებიც აგრეთვე ატარებდენ ვალიტების ტიტულს, ფუნქციების შეთავსების პრაქტიკა. ამიტომ რთულია განვსაზღვროთ, საკუთრივ როდის ჩამოუყალიბდათ ფეოდალური სახელმწიფო შუასაუკუნეების კარელებს. თავიდანვე ყოველი ხედვით არსებობდა მრავალი წვრილი სამთავრო, შინაგან საქმეებში სრულიად თვითმყოფადი, მაგრამ საერთო წეს-ჩვეულებებით დაკავშირებულნი, რომლებიც აერთიანებდათ უცხოელი მტრების წინააღმდეგ. გარდა ამისა, ვალიტები ხელმძღვანელობდნენ კარელებში არსებულ საერთო სახალხო რაზმების და დაქირავებული დრუჟინების ლაშქრობებს ახალი მიწების მისაერთებლად (როგორც წესი ეს იყო ლაშქრობები ლოპარების დამორჩილების მიზნით. ახლად შემოერთებულ ტერიტორიებზე ვალიტების ხელისუფლება არ იყო შეზღუდული უხუცესთა ავტორიტეტით და იყო აბსოლუტური). 

ადრე ვარაუდობდნენ, რომ ძველი კარელიური სამთავროები წარმოიქმნებოდა ეთნიკური პრინციპით –ეს იგი ის იყო პროტოსახელმწიფოებრივი წარმონაქმნები ე.წ. ხუთი „კარელიის შვილების თემი“ – კარელიის გამაერთიანებელი ხუთი მსხვილი ტომი. გამოკვლევების შედეგად ნათელი გახდა, რომ ამ თემებს ჰქონდათ ისეთი მნიშვნელობა, როგორც კასტებს ინდოეთში, ესე იგი კარელიური სამთავროები თავიდანვე პოლიტიკური სახელმწიფოებრივი წარმონაქმნები იყვნენ, ჩამოყალიბებულნი გეოგრაფიული და არა ეთნიკური პრინციპით. მასში მოსახლეობდნენ როგორც კარელები, აგრეთვე ფინურ-უგორული წარმომავლობის სხვა ხალხების წარმომადგენლები (იჟორები, სიმი ემი, ვესი, ლოპი) აგრეთვე სალვიანები.  

VII საუკუნის დასასრულს დასავლეთის კარელიური სამთავროები დაიპყრო დანიელმა კონგურმა და შეუერთა მის სახელმწიფოს, სრულიად კარელიელი ვალიტების კავშირთან ბრძოლაში ის დამარცხდა და მოკლეს. VIII-IX საუკუნეებში როგორც საერთოკარელიური ცენტრის ხარისხში  მაღლდება კორელა, და ამ ქალაქის ვალიტი ითვლება სხვა დანარჩენ ვალიტებს შორის უფროსად. თანდათანობით მცირე ვალიტებისა და სამთავროების ცენტრალიზაციის შედეგად ყალიბდებიან უფრო მსხვილები, მათ შორის უმთავრესად ითვლებოდა თვით კარელია –კარელ. Varšinaiš Karjala დედაქალაქით კორელი. ვიბორგში და ტივერში იქმნებოდა ანალოგიური მსხვილი სამთავრო ცენტრები გამაგრებული ციხესიმაგრეებით, მაგრამ მათი ჩამოყალიბება შეწყვეტილ იქნა შვედეთის ექსპანსიის მიერ. რის შედეგადაც ვიბორგის სამთავრომ შეწყვიტა თავისი არსებობა, ტივერის სამთავრო კი შევიდა საკუთვრივ კარელიის შემადგენლობაში, თუმც ტივერის სამთავრო ტახტი შენარჩუნდა 1441 წლამდის. „საგა ხალვდანის, ეისტეინის ძის შესახებ“-ის მიხედვით კარელია X საუკუნეში უკვე იყო სრულად ცენტრალიზებული სახელმწიფო.  

ბალტიკაში შვედეთის და დანიის აქტიურობის შედეგად კარელიის სამთავროები ესწრაფვოდნენ ნოვგოროდთან კავშირს და უკვე XI საუკუნეში ლაშქრობებში არაერთხელ მონაწილეობდნენ კიევის რუსეთის ჯარები, იაროსლავ ბრძენის შემდეგ კი მისი ძის ვლადიმირის ხელმძღვანელობით. 1042 წელს ვლადიმირმა მოლაპარაკებით დაადგინა საზღვარი შვედებთან მდინარე კიუმთან ვიბორგის დასავლეთით. იმავ დროს მცირე სამთავროები სულ უფრო და უფრო ინტეგრირდებიან ერთიან კარელიურ სახელმწიფოში, თუმც ჯერ კიდევ ნარჩუნდება მკვეთრი დანაწევრება საკუთვრივ კარელიასა და სხვა ტერიტორიებს შორის, საკუთვრივ კარელიის ჩრდილოეთით ყალიბდება მეორე მსხვილი კარელური სამთავრო – სავო სავოლასკი). XII-XIII საუკუნეებში საკუთვრივ კარელია და სხვა წვრილი სამთავროები, რომლებიც აღიარებდენ მისი ვალიტის უფროსობას თანდათანობით ინტეგრირდებოდნენ ნოვგოროდის რესპუბლიკის შემადგენლობაში მოკავშირეთა ხარისხით (ფედერატებად). იმავდროულად არ სუსტდებოდა ნატური შვედებიც. 30 წლის პერმანენტული ომების შემდეგ კარელიის განაპირა მხარეში 1323 წელს შვეციასა და ნოვგოროდს შორის დადებულ იქნა „სამუდამო“ ორეხოვის ზავი. ზავის შედეგად ნოვგოროდი შვედეთს უთმობდა საკუთვრივ კარელიის ნაწილს მდინარე სესტრამდის, აღიარებდა შვედეთის ხელისუფლებას სავოლკასზე და სამხრეთ ბოტინიის მცირე სამთავროებზე. მაგრამ საკუთვრივ კარელიის შემადგენლობაში შევიდა ბოტინიის ჩრდილოეთი ტერიტორიები, თითქმის მთელი ლაპლანდია, პოლარეთისპირეთის ტერიტორიები, პომორია და პრიონეჟიე. საბოლოოდ ოფიციალურად გამყარდა სრულიად კარელიის ნახევრად ვასალური დამოკიდებულება ნოვგოროდთან მიმართებაში.  

კარელიის სამთავროს ნაწილები ნოვდოროდის ხელისუფლების ქვეშ ინარჩუნებდნენ კარელიურ თვითმმართველობას კიდევ ორი საუკუნის განმავლობაში. ერთია რომ ნოვგოროდი უკვე ღიად იგნორირებდა კარელიის ავტონომიას და 1333 წელს მორელი თავისი განაპირა რაიონებით გადასცა მთავარ ნარიმუნდ გედინმინოვიჩს.  

შედეგად, 1337-1338 წლების ზამთარში იყო უკანასკნელი მცდელობა კარელიის სუვერენიზაციისა – კორელში ვალიტმა საიდუმლოდ მოიწვია შვედები, მათი დახმარებით განდევნა მცირერიცხოვანი ნოვგოროდელები და ლიტველები. ამის შემდეგ კი კორელიდან გაყარა თვით შვედებიც, და ისარგებლა რა გაყინული ტბებით, მივიდა ვიბორგამდის და შეეცადა მის აღებას. ამ დროისათვის პრონობგოროდულმა პარტიამ მოაწყო ამბოხი, რის შედეგადაც კარელიის სამთავროს ავტონომიის, როგორც ნოვგოროდის საუკუნოვანი მოკავშირისა ლიკვიდირებულ იქნა საბოლოოდ.  

ამ დროიდან ყალიბდებოდა წინაკლასობრივი სიტუაცია – კარელიის სამთავრო გახდა ნოვდოროდის მიწის შემადგენელი სამთავრო და მისი ტერიტორია ადმინისტრაციულად დაყოფილ იქნა ვოდისა და ობონიეჟის პიატინებს შორის. მაგრამ ამასთანავე სამთავროს ტერიტორიაზე მცხოვრები კარელები აგრძელებდენ თავიანთ ვალიტისადმი მორჩილებას. კორელს საბოლოოდ განუმტკიცდა ნოვგოროდის „პრიგოროდის“ სტატუსი, ვალიტები ამ დროიდან ინიშნებოდნენ ნოვგოროდის მიერ და მიიღეს ქვეშევრდომთა სტატუსი. ამასთანავე ვალიტები აგრძელებდნენ კარელიის სამთავროს ტერიტორიების გაფართოებას, კერძოდ, შემოერთებულ იქნა კოლის ნახევარკუნძული და თანამედროვე ნორვეგიის პოლარეთი.  

თავისი მაქსიმალური გაფართოების პერიოდში კარელიის სამთავრო მოიცავდა დღევანდელი კარელიის და მურმანსკის ოლქის მთელს ტერიტორიას, ფინეთის ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ გუბერნიებს, პოლარული ნორვეგიის ნაწილს, აგრეთვე ლენინგრადის, ვოლოგდის არხანგელსკის ოლქების ნაწილს.   

1478 წელს კარელიის სამთავრო ნოვგოროდის მიწასთან ერთად ივან III მიერ მიერთებულ იქნა მოსკოვის სახელმწიფოსთან, სისხლიანი აგრესიის შედეგად.   

  

ფინეთის კარელიის მოსახლეობის ევაკუაცია 

კარელიის ყელის, ჩრდილოეთის ლადოგისპირეთის და სხვა ტერიტორიების მოსახლეობის ევაკუაცია, რომლებიც ფინეთს ჩამოცილდა მოსკოვის სამშვიდობო ზავის შედეგად, რომლითაც დასრულდა საბჭოთა კავშირ-ფინეთის ომი (1939-1940). შედეგად გადასახლებულ იქნა 422 ათასი ადამიანი, რაც დაახლოებით ფინეთის მოსახლეობის 12 პროცენტს შეადგენდა. 

საბჭოთა კავშირ-ფინეთის ომის დროს (1941-1944) დაახლოებით 260 ათასი ადამიანი დაბრუნდა სამშობლოში. მხოლოდ 1944 წლის ივლისში, როდესაც ეს ტერიტორიები საბოლოოდ ოკუპირებულ იქნა საბჭოთა კავშირის მიერ, ისინი იძულებულნი გახდენენ ხელმეორედ გადასახლებულიყვნენ. 

პარიზის სამშვიდობო ხელშეკრულებამ საბოლოოდ დაამტკიცა ამ ტერიტორიების ფინეთისაგან მოწყვეტა. ევაკუირებული მოსახლეობა განსახლებულ იქნა ფინეთის შიგა რაიონებში. 

ასეთია რეალური ისტორიული სურათი. და მიუხედავად რუსეთის იმპერიალიზმის თანამზრახველთა ქვეშევრდომული განცხადებისა, ადრე თუ გვიან სამართლიანობა იზეიმებს და რუსები იწვნევენ დამსახურებულ შურისძიებას თავიანთი ბოროტმოქმედების გამო… 

ალი ბეკხანი 

შემოკლებული თარგმანი ალ. სანდუხაძის 

  

რუსეთის მიერ განადგურებული ერები

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s