Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

• უდმურტები: რაოდენობა მცირდება, ასიმილაცია ძლიერდება

რუსეთის მიერ განადგურებული ერები

 

უდმურტები: რაოდენობა მცირდება, ასიმილაცია ძლიერდება

განსაკუთრებით დიდი ფინურ-უგორული ხალხები, როგორებიც არიან მარიელები, მორდოვა, უდმურტები, წარმოადგენს დიდ პრაქტიკულ ღირებულებას. უპირველესად, ეს ხალხები, თავიანთი რაოდენობის ძალითა და სტრუქტურირებული ავტონომიების ფლობის მიზეზით, თვით წარმოადგენენ საპროტესტო პოტენციალს რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში. მეორე – ისტორიულად ისინი მუსულმანებთან იყვნენ დაკავშირებულნი. ყველანი გამონაკლისის გარეშე იმყოფებოდნენ მჭიდრო კავშირში ვოლგის ბულგარეთისა და ყაზანის სახანოებთან, მცირედით – იმ დროის სხვა მუსულმანურ სახელმწიფოებთან. ეს ხალხები არ ფლობდნენ სრულფასოვან სახელმწიფოებს, მათ გააჩნდათ წინარესახელმწიფოებრივი წარმონაქმნები, რომლებიც ყოველთვის იმყოფებოდნენ სამოკავშირეო ურთიერთობებში მუსულმანებთან. არ შეიძლება გამოვრიცხოთ აგრეთვე რუსი კოლონიზატორების წინააღმდეგ ერთიანი ბრძოლის გამოცდილება. რუსი ისტორიკოსებიც კი აღნიშნავენ, რომ თუ იყო რეგიონში ცალკეული შემთხვევები არამუსულმანური ხალხების მხარდაჭერისა რუსული ექსპანსიის წინააღმდეგ, მაშინ მათ ადგილი ჰქონდა მხოლოდ ამ პროცესის დასაწყისში. ამის შემდეგ, ეს ხალხები, განიცდიდნენ რა ეკონომიკურ ექსპანსიას რუსი დამპყრობლების მხრიდან, არაერთხელ ხდებოდა აჯანყება. ფინო-უგრული ხალხების წარმომადგენლები ხშირად უერთდებოდნენ აჯანყებული მუსულმანების რაზმებს და მიჰქონდათ დარტყმები საერთო მტერზე – სისხლიან რუს კოლონიზატორებზე. 

ამჟამად, შესაბამისი ავტონომიების ტერიტორიებზე ცხოვრობს არც თუ ცოტა მუსულმანი, ამ ხალხების ზოგიერთი წარმომადგენელი ღებულობს ისლამს.  

საჭიროებს კიედვ ერთი მომენტის აღნიშვნა. თუ რუსების ბოროტმოქმედება მცირერიცხოვან ხალხებთან მიმართებაში განსაკუთრებულად სჩანს, მათი ბოროტმოქმედება ჩადენილი შედარებით მრავალრიცხოვანი ხალხების მიმართ გამოიყურება ასევე უსაშინლესად. ერთი კია, ყურადღებით შესწავლისას იხსნება სიმართლე, რომელიც მდგომარეობს იმაში, რომ ყველა ხალხი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არიან დაჩაგრულები, მათი სიმდიდრე გადადის საიმპერიო ცენტრებში, სუქდებიან გამყიდვლები და ოკუპანტთა თანამზრახველები ადგილებზე, თვით ხალხები კი განიცდიან დეგრადირებას და ასიმილირებას. მართალია უკანასკნელ დროში შეიმჩნევა ეროვნული თვითშეგნების ამაღლება, მაგრამ ხალხის საერთო მასა დეგრადირდება და იმყოფება სავალალო მდგომარეობაში. ასეთია მკაცრი სინამდვილე. ამ სტატიაში, ჩვენ მოკლედ განვიხილავთ ისეთ ხალხს, როგორიცაა უდმურტები. რა თქმა უნდა, ძნელია სრულყოფილი და ამომწურავი მიმოხილვის გაკეთება, მაგრამ იმედია, გავხსნით მთავარ მომენტებს…

დასაწყისიში მოკლედ აღვწერთ, რას წარმოადგენს უდმურტეთის რესპუბლიკა.
ფართობი – 42,1 ათასი კვ. კმ. დედაქალაქი იჟევსკი – 631,6 ათასი კაცი (2002 წლის მოსახლეობის აღწერით). ქალაქები: ვოტკინსკი 101,7 ათასი კაცი, გლაზოვი 106,8 ათასი კაცი, მოჟგა – 48,5 ათასი კაცი, სარაპული 104,2 ათასი კაცი.

ადმინისტრაციული დაყოფა: 5 ქალაქი, 25 სასოფლო რაიონი, 11 ქალაქის ტიპის დასახლება, 2119 სასოფლო დასახლებული  პუნქტი.
გეოგრაფიული დახასიათება: უდმურტეთის რესპუბლიკა, განლაგებულია შუა ურალის დასავლეთ ნაწილში, მდინარე კამასა და ვიატკას შორის.
მოსახლეობა 1 მილ. 623,8 ათასი კაცი. მოსახლეობის 70 % ცხოვრობს ქალაქებსა და ქალაქის ტიპის დასახლებებში.

ეროვნული შემადგენლობა: 1989 წლის აღწერის მონაცემებით: რუსები – 58,9%, უდმურტები 30,9%, თათრები 6,9%. უდმურტეთში ცხოვრობენ ასზე მეტი ეროვნების წარმომადგენლები. ძირძველი მოსახლეობა – უდმურტები ეს არის ერთერთი უძველესი ჩრდილო-დასავლეთ ტყიანი ურალისპირეთის აღმოსავლეთ ფინური ხალხებიდან. ენის მიხედვით უდმურტები განეკუთვნებიან ფინურ-უგარულ ოჯახის ხალხებს, რომლეშიც შედიან აგრეთვე კომელები, მარები, მორდოვა, ესტონელები, ფინელები, კარელები, საამები, უნგრელები, ხანტი და მანსები.   მსოფლიოში უდმურტების რაოდენობაა 750 ათასი კაცი, მათშორის 67% ცხოვრობს უდმურტეთში.

ძირითადი ბუნებრივი რესურსებია ტყე და ნავთობი. რესპუბლიკის ტერიტორიაზე ღიაა 113 ნავთობის საბადო. 2002 წლის 1 იანვრის მონაცემებით ნავთობის მარაგი შეფასებული იყო 819,7 მილ. ტონით. 2002 წლის 1 იანვრისათვის მოპოვებამ მიაღწია 260,4 მილ. ტონას. მოპოვებული ნავთობის 96% რეალიზება ხდება რესპუბლიკის გარეთ. წლიური მოპოვება აღწევს 7-8 მილ. ტონას. უდმურტეთის 46 % დაფარულია ტყეებით. 
უძველესი არქეოლოგიური ძეგლები მოწმობენ იმას, რომ უდმურტეთის ტერიტორიაზე დასახლება განეკუთვნება მეზეოლითის ეპოქას (8-5 ათაწლეული ჩვ. წ. აღრიცხვამდე). 

თვითდასახელება უდმურტ ან უდმორტ, ვოტიაკების შინაური დასახელებაა, ცხოვრობენ უდმურტეთის რესპუბლიკაში (ავტონომია 1920 წლიდან) კიროვის, პერმის, სვერდლოვსკის ოლქში.
უდმურტეთის ეთნოგენეზი წარმოსდგება ფინო-უგარული ტომებიდან (I ათასწლეული ჩვ. წ. აღრიცხვამდის – I ათ. ჩვ. წ.).  XIV-XVI საუკუნეების რუსულ წყაროებში მოხსენიებულნი არიან, როგორც არები, არიანები, ოტიაკები.

უდმურტების მიწაზე შემოსახლებული რუსები პირველად მოდიოდნენ ნოვგოროდის მხარიდან, მოგვიანებით იწყეს შემოსვლა როსტოვ-სუზდალის სამთავროდან, აგეთვე ჩრდილოეთი დვინიდან და დიდი უსტიუგიდან.  XIV საუკუნის განმავლობაში რუსმა მმართველებმა შექმნეს თავისებური პოლიტიკური ფორმირება სახელწოდებით „ვიატსკაია ზემლია“. ეს იყო ე.წ. ვეჩესებური რესპუბლიკა (სადაც მართავდა სახალხო ვეჩე). მთელი ამ ხნის განმავლობაში უდმურტები განიცდიდნენ შევიწროებას რუსებისაგან.

ვიატსკის მიწა XIV საუკუნის ბოლოსათვის თანდათანობით გადავიდა მოსკოვის სამთავროს მმართველობის ქვეშ. ამ ხნიდან მოსკოველები აწყობდნენ ლაშქრობებს უდმურტების მიწების დასაპყრობად.
ივანე მრისხანის მიერ ყაზანის დაპყრობის შემდეგ დაპყრობილ ტერიტორიებს იკავებდნენ რუსი მოახალშენეები. ამ შემოსევების შედეგად ბევრი მხარე გაუკაცრიელდა. ორსკიდან და მისი შემოგარენიდან სრულიად და სამუდამოდ გაჰქრნენ უდმურტებიც.

XVII საუკუნეში უდმურტი ხალხი სულ უფრო და უფრო ექცეოდა რუსული უღლის ქვეშ. ამ დროიდან მათი ცხოვრება გადაიქცა ბრძოლად გადარჩენისათვის.
უდმურტების დღევანდელი საცხოვრებელი ტერიტორია ჩამოყალიბდა XIX საუკუნის პირველ ნახევარში. ისტორიული მოვლენების განვითარების შედეგად უდმურტები გაძევებულ იქნენ მიწათა მნიშვნელოვანი ნაწილიდან, რომლებიც ადრე მათ ეკუთვნოდათ. 

 
მორწმუნე უდმურტების უმრავლესობა განეკუთვნება მართლმადიდებლებს (პირველად განინათლნენ XVI საუკუნეში, მასიური ქრისტიანიზაცია დაიწყო XVII საუკუნეში. რაღაც ნაწილი ინარჩუნებს ტრადიციულ რწმენას, ნაწილი კი აღასრულებს როგორც მართლმადიდებლობას, ასევე საკუთარ უდმურტულ აღმსარებლობას.

ითვლება, რომ უდმურტეთის მიერთება რუსეთის სახელმწიფოსთან დასრულდა 1558 წელს, თუმც ეს პროცესი ხანგრძლივად მიმდინარეობდა და არც ისე ადვილი იყო.
უდმურტეთის სახელმწიფოებრივი წარმონაქმნების სათავეს 1917 წლის რევოლუციის შემდეგ იღებენ, უდმურტთა პირველი ყრილობა მოწვეულ იქნა 1918 წელს. 1920 შეიქმნა ვოტის ავტონომიური ოლქი. 1932 წელს დაარქვეს უდმურტეთი, 1934 წელს მიიღო ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსი.

მოამზადა ალი ბეკხანმა

სტატია ადრე გამოქვეყნდა საიტზე  The Chechen Times
შემოკლებული თარგმანი რუსულიდან – ალ. სანდუხაძის

 

 

იხილეთ  აგრეთვე:

კავკასიის ომის უცნობი ზღვრები

რუსების სისხლიანი ბოროტმოქმედებანი ჩუკოტკაზე

რუსების ბოროტმოქმედება კარელიაში

 

One Response to “• უდმურტები: რაოდენობა მცირდება, ასიმილაცია ძლიერდება”

  1. ქართველებსაც გვესაჭიროება მსგავსი ქმედებების ჩადენა ჩვენი ძვირფასი საქართველოს გასაძლიერებლად თორემ ყველა თავზე გვაზის საქართველოს, უკვე ისეთ დონეზეა მისული ეს ყველაფერი რომ ამ მიხოს გამო თავს თითქმის სტუმრად ვგრძნობ ქართველი საქართველოში

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s