Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

• კრემლი იმუქრება 2017 წლისათვის სსრკ-ს აღდგენით

რუსული ტერორიზმი. კრემლი იმუქრება 2017 წლისათვის სსრკ-ს აღდგენით

 

2017 წლისათვის შექმნიან საბჭოთა სახელმწიფოს ანალოგს, განაცხადა მინსკში გამართულ პრესკონფერენციაზე „ბელორუსიისა და რუსეთის მოკავშირე სახელმწიფოს“ სახელმწიფო მდივანმა, კრემლის უდიდესმა ქურდმა ბოროდინმა. „ბელორუსის, რუსეთისა და ყაზახეთის საბაჟო კავშირი – ეს არის სსრკ-ს აღორძინებისათვის უპრეცენდენტო ნაბიჯი. „მე ჟურნალისტებს გაძლევთ მითითებას დაწეროთ, რომ 2017 წელს აღადგენენ საბჭოთა სივრცეს“, – თქვა სახელმწიფო მდივანმა.

ბოროდინმა აღნიშნა, რომ „2017 წელი არის სიმბოლური, რამდენადაც 1917 წელს შეიქმნა სსრკ“ ( ისე კი სსრკ შეიქმნა 1922 წელს –კც).

 სახელმწიფო მდივნის აზრით, საბაჟო კავშირი, როგორც ეფექტური ინსტიტუტი, უახლოეს დროში მიიზიდავს სსრკ-ს ყოფილ ქვეყნებს. „საბაჟო კავშირში ჩვენ შევიყვანთ საქართველოსაც და უკრაინასაც“, თქვა ბოროდინმა, არ მიუთითა, რომ ამისათვის ძალის გამოყენება მოუწევს. 

 „მოკავშირე სახელმწიფოთა“ სახელმწიფო მდივანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „ბელორუსი და რუსეთი უახლოეს მომავალში მიიღებენ საკონსტიტუციო აქტს, და შემოიღებენ ერთიან საგადასახადო საშუალებას“.

 თავის მხრივ, სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, „მოკავშირე სახელმწიფოთა“ კომიტეტის წევრმა ხროლმა შენიშნა, რომ „ერთიანი საგადასახადო საშუალება იქნება რუსული რუბლი“.  

Отдел мониторинга

КЦ

One Response to “• კრემლი იმუქრება 2017 წლისათვის სსრკ-ს აღდგენით”

  1. lmmmml said

    xom ar gaxsovt ssrk rusetis did teatrchi chaekara safuzveli magram ra erkva am teatrs?

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s