Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

● რუსეთი გაქრება მსოფლიო რუკიდან

 რუსეთი გაქრება მსოფლიო რუკიდან

 (უკანასკნელ ათ წელიწადში გაქრა 11 000 სოფელი და 290 ქალაქი, მოსახლეობა ჩრდილოეთში შემცირდა 40%)

 

უკანასკნელ დროს რუსეთი საერთაშორისო არენაზე უკიდურესად აქტიურობდა. ის აღორძინდა ევროპის პოლიტიკის ძირითადი მოქმედი პირის ხარისხში, გახდა ნავთობისა და გაზის მთავარი მიმწოდებელი. ის შეეცადა ზეწოლა მოეხდინა ახლოაღმოსავლეთის რეგიონზე და დაებრუნებინა გამოურიცხავი პატივისცემა უკრაინაში, საქართველოში, მოლდოვაში და ყოფილი საბჭოთა იმპერიის სხვა ტერიტორიებზე.

შემდეგ თვეში რუსეთი თავისთან გამართავს ყოველწლიურ შეხვედრას ყველაზე უფრო განვითარებულ ქვეყნებთან – „დიდი შვიდეულის“ წევრებთან. ყოველივე ამან არ უნდა გაგვაკვირვოს. ორი ათეული წლის წინ განხორციელებული სსრკ-ს დაშლა იყო სერიოზული ტრამვა და მოსკოვის სურვილი აღადგინოს თუნდაც ნაწილი დაკარგული გავლენისა და ხელისუფლებისა, წარმოადგენს განსაზღვრული სახით, ბუნებრივს.

კრემლს ჩამოთვლილი გეგმების განხორციელებისთვის გააჩნია რამოდენიმე კოზირი არა მარტო ენერგორესურსების მომწოდებლისა – ეს პოზიცია ჩრდილოეთის ზღვაში ნავთობის რესურსების ამოწურვისას მხოლოდ გამყარდება – არამედ არსებული ბირთვული იარაღისა და  მისი მსგავსი იარაღის მფლობელისა. მით უმეტეს, კრემლი იძულებულია წინ აღუდგეს სერიოზულ საშიშროებებს: რუსეთის ფედერაციის მოსახლეობა სწრაფად მცირდება, ვიდრე სხვა ნებისმიერ ქვეყანაში, უკრაინის გამორიცხვით. გაეროს პროგნოზის თანახმად, ამ საუკუნის შუა ხანებისათვის იემენის მოსახლეობის რიცხვი გადააჭარბებს რუსეთის ფედერაციის მოსახლეობის რიცხვს.

შესაძლებელია ასეთი მონაცემები გადაჭარბებულიც იყოს, ყველაზე მცირე, არსებობს ორი სხვა, რომლებიც ამ პროგნოზებს ამტკიცებს, ფაქტორები: რუსეთის მოსახლეობის რიცხვი არა მარტო მცირდება, არამედ მიმდინარეობს მისი შემადგენლობის სტრუქტურის ცვლა, რუსეთის მაცხოვრებლების 12% დან 18%-მდე (ზუსტი მონაცემები უცნობია) მუსულმანებია, მათ შორის აღინიშნება შობადობის მაღალი დონე. 21-ე საუკუნის შუახანებისათვის ყოველი მეოთხე რუსეთელი იქნება მუსულმანი და დაიწყებს შესაბამისი პოლიტიკური მოთხოვნების წამოყენებას. მუსულმანური მოსახლეობის კონცენტრაცია არსებობს კავკასიაში და ვოლგისპირეთში, მოსკოვში კი აზერბაიჯანელები უფრო მეტია ვიდრე თვით ბაქოში.

 სხვა მხრივ, ამ დროში როგორც საფუარი დიდი მოსკოვი გაფუვდება, იმის წყალობით, რომ დედაქალაქში ცხოვრებისა და შრომის პირობები – აგრეთვე შემოსავლები – ბევრად მაღალია, ვიდრე ქვეყნის სხვა ტერიტორიებზე, სხვა დიდი რეგიონები ცარიელდება. უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში გაქრა 11 000 სოფელი და 290 ქალაქი, და სავსებით შესაძლებელია, რომ ახლო მომავალში ეს ბედი ეწევა კიდევ 10 000 დასახლებულ პუნქტს. ამ დროშივე შორეული აღმოსავლეთის რეგიონის მოსახლეობა შემცირდება მესამედით, ჩრდილოეთში კი თითქმის 40%. სწრაფად მცირდება ციმბირის მოსახლეობაც, და მის მთებს იქით წყნარი ოკეანის სანაპიროებამდის იცხოვრებს მხოლოდ რამდენიმე მილიონი ადამიანი. საუბარია არასასურველ მიწებზე, რომელთა დასახლება ყოველთვის ძნელი ამოცანა იყო. მაგრამ ეს ტერიტორიები მდიდარია მინერალური წიაღისეულით, და თუ იქიდან წავლენ რუსები, მალევე მის ადგილს სხვანი დაიკავებენ. საინტერესოა ავღნიშნოთ, რომ ცოტა ხნის წინ რუსეთის ხელისუფლებამ შეიგნო მოსალოდნელი კატასტროფა.

 შესაძლებელია, ამ ფაქტის ძირითად ახსნას ემსახურება ის ფაქტი, რომ ქვეყნის მთავრობა იმყოფება მოსკოვში, ეს ქალაქი კი იზრდებოდა გიგანტური ტემპით. დიდი მოსკოვი გადაიქცა ერთ-ერთ უდიდეს კონგლემერანტად და ამავე დროს გიგანტურ საგზაო საცობად. მაგრამ სავსებით შესაძლებელია, რომ არსებობს სხვა მიზეზიც, რომლისთვისაც ძნელია ეძებო საშუალებები მოსახლეობს შემცირების ტემპის ტენდენციის შესაჩერებლად. უკანასკნელ დროს მოწვეულ იქნა მთელი რიგი საგანგებო შეკრებები, რომლებზედაც განხილული იყო ამ პრობლენის შეჩერების გზების ძიება. ყოფილმა პრემიერმინისტრმა და კგბ-ს მეთაურმა პრიმაკოვმა განაცხადა, რომ კარდიანალური ზომების მიუღებლობის შემთხვევაში, რამდენიმე ათეული წლის შემდეგ შესაძლოა სულ გაქრეს რუსეთი. 

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების მიხედვით, რუსების ნახევარზე მეტს არ უნდა ბავშვის გაჩენა, დაასახელეს რა მრავალი მიზეზი, მათ შორის ცხოვრების ღირებულების მაღალი დონე.

 „რუსეთი რუსებისათვის“ მემარცხენეების ეს ლოზუნგი თანდათან ჰკარგავს აზრს, სად გაივლება რუსეთის საზღვრები ამ საუკუნის ბოლოსათვის? განხორციელდება კი გადაადგილება ურალის მხარისკენ, თუ უფრო იქით აღმოსავლეთისაკენ? ან იქნებ როგორც ეს იყო ივანე მრისხანის დროს? თანამედროვე მსოფლიოში ენერგორესურსები უმთავრეს როლს თამაშობენ, მაგრამ რუსეთის მოსახლეობა თუ განსაზღვრულ მინიმუმს ქვემოთ დაეცემა, ქვეყანა შეწყვეტს არსებობას  თავის ახლანდელ საზღვრებში. ბუნება და პოლიტიკა სიცარიელეს ვერ იტანენ.

 Уолтер Лакер — директор Вашингтонского Института стратегических исследований

 

კავკაზ ცენტრის საინფორმაციო სააგენტოს შენიშვნა:

 რუსეთის 12 რეგიონი შევიდა „საცდელი რეგიონების“ სიაში, რომლებიც მოამზადებენ თავიანთ წინადადებებს რუსების რუსეთში გადასახლებისათვის. მათ რიცხვში შევიდნენ: კენინგსბერგის, კალუგის, ლიპეცკის, ტამბოვის, ტვერის, ტიუმენის, ირკურტსკისა და ამურის ოლქები, კრასნოიარსკის, პრიმორსკისა და ხაბაროვსკის მხარეები. როგორც რუსეთის საინფორმაციო საშუალებები იუწყებიან, პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად, ამ პროგრამის განხორციელებაში რამდენიმე მილიონი რუსი მიიღებს მონაწილეობას.

Отдел сотрудничества и СМИ

ИА «Свободный Кавказ»

 იხილეთ აგრეთვე

 არარუსული რუსული ენა. არასლავური რუსეთი

 მოსკოვი (მოსკა ვა) – „სიკვდილის წყალი“

 

 

Advertisements

One Response to “● რუსეთი გაქრება მსოფლიო რუკიდან”

  1. giorgi said

    eh neta meti sadardebeli ar gaqvt? vitom saqarvelo uketes dgeshia? rusebi(mxolod rusebi) rusetshi da dst-shi mtlianad daaxloebit 150 milioni arian da cven? chventan titqmis modashia erti ojaxshi ert bavshvi.
    gamopxizldit qartvelebo, gaachinet 3 an meti bavshvi ojaxshi tore chven tviton gadavshendebit

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s