Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, სამცხე, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

• “ზნეობრივი” რუსეთი

 • რუსეთი – Russia

snokhach4

Картина Владимира Егоровича Маковского “Свекор”, 1888 г

 

“ზნეობრივი” რუსეთი

 

თავის უმაღლეს, გადამწყვეტ ფაზაშია შესული რუსეთის იმპერიის აგიტაცია-პროპაგანდა. რუსი ველიკოდერჟავნიკული იდეოლოგები, იმპერიის ერთგული არარუსი მსახურნი ყოველ ამქვეყნიურ ცოდვას, უზნეობას, გარყვნილობას ურცხვად, თავხედურად მიაწერენ უცხოეთსა და უცხოელებს, მათი იერიშის უმთავრესი საგანი დასავლეთ ევროპაა.

თურმე ნუ იტყვით, ევროპა ყოფილა მამათმავლობის, ინცესტის, პედოფილიის, ზოოფილიის ბუდე და კერა, რუსეთი და რუსი კი ღვთივკურთხეული და ღვთისრჩეულია… ზნეობრივი, წმინდა რუსეთი, ამოუცნობი რუსული სული…

ახლა კი ფარდა ავხადოთ ამ აშკარა სიცრუეს, მიზანმიმართულ სიყალბესა და ცილისწამებას.

snokhach8

Снохачество სნოხაობა – ტრადიცია რუსულ სოფელში, რომლის დროსაც მამაკაცი – თავკაცი დიდი გლეხური ოჯახისა (მცხოვრები ერთ ქოხში) იმყოფება სქესობრივ კავშირში ოჯახის ახალგაზრდა ქალებთან, ჩვეულებისამებრ თავისი ვაჟის ცოლთან (მამამთილის კავშირს რძალთან ეწოდება სნოხა), ამ ტრადიციამ გავრცელება ჰპოვა  განსაკუთრებით XVII-XIX საუკუნეებში და იარსება XX-საუკუნის დასაწყისამდე. თავდაპირველად ახალგაზრდა გლეხების არმიაში გაწვევასთან  დაკავშირებით, შემდეგ კი საშოვარზე წასვლასთან, როცა ახალგაზრდობა მიდიოდა ქალაქად სამუშაოდ და ცოლს ტოვებდა სახლში, სოფლად.

სნოხაობის გავრცელების შესახებ წერდა XIX-საუკუნის ბევრი პუბლიცისტი (ა.ნ. ენგელჰარდტი – „წერილები სოფლიდან“; თავად ტენიშევის ეთნოგრაფიული ბიუროს პირველადი მასალები).

სნოხაობა მოხსენიებულია მხატვრულ ლიტერატურაში. ვ.მ. დოროშევიჩის წიგნში „სახალინი“, ი.ს ტურგენევის „მამები და შვილები“; ნ.ს. ლესკოვის „ერთი მდედრის ცხოვრება“; ს.ვ. ლოგინოვის „კოლოდეზი“. ხნოხაობის მოტივები გადმოცემულია დ.დ. შესტაკოვიჩის ოპერა „მცენსკის მაზრის ლედი მაკბეტი“…

სნოხაობა გვხვდება აგრეთვე მიხეილ შოლოხოვის „წყნარ დონში“, როცა დარია მელეხოვა ცდილობს მამამთილის პანტელეიმონ პროკოფის ძის აღზნებას, ქმრის არყოფნაში და ხსნიდა იმით რომ „მას არ შეეძლო კაზაკის გარეშე“.

 „როგორც სჩანს, არსად, გარდა რუსეთისა – წერდა ვ.დ. ნაბოკოვი – არ არსებობს ისეთი რაღაც, რომ სისხლის აღრევის ამ სახეობამ შეიძინა თითქმის ნორმალური საყოფაცხოვრებო მოვლენის ხასიათი, მიიღო რა შესაბამისი ტექნიკური სახელწოდება снохачество სნოხაობა“.

snokhach5ამის მიზეზი უნდა ვეძებოთ გლეხური ყოფის განსაკუთრებულობაში. ამის ერთ-ერთი მიზეზია ნაადრევი ქორწინება. XIX საუკუნის შუახანებში, ა.პ. ზვონკოვის ცნობებით, ტამბოვის გუბერნიაში მიღებული იყო 12-13 წლის ბიჭუნების დაქორწინება 16-17 წლის სარძლოებზე. მამები, მიდრეკილნი სნოხაობისკენ, გამიზნულად აქორწინებდნენ თავიანთ ვაჟიშვილებს ახალგაზრდულ ასაკში იმისათვის, რომ ესარგებლათ მათი გამოუცდელობით.

გარდა ამისა, დასავლეთს, ევროპელებს მიაწერენ ისეთ საერთო კაცობრიულ სენსა და ცოდვას როგორიცაა სოდომ-გომორული, არა და გადავხედოთ ისტორიულ ფოლიანტებს…

ამის შესახებ გვაუწყებენ ჯერ კიდევ შუასაუკუნეების წერილობითი ძეგლები „თქმულება ბორისზე და გლებზე“ და “ცხოვრება უფლის მონისა მოსე უგრინისა“, ეს თქმულებები ნახსენები აქვს ვ. როზანოვს თავის 1913 წელს გამოცემულ წიგნში „მთვარის შუქის ადამიანები“.

ჩვენდა საჩოთიროდ უნდა გავიხსენოთ კიდევ ერთი ფაქტი, ანდრეი ბოგოლუბსკის ძე იური – გიორგი ბოგოლუბსკი…

ამ მოვლენის შოკის მომგვრელი გავრცელება ხდება მოსკოვიის რუსის ეპოქაში, განსაკუთრებით XV-XVI-XVII საუკუნეებში. ამის შესახებ გაკვირვებითა და გაოცებით წერს თითქმის ყველა უცხოელი, ვინც კი იმ პერიოდში შესულა მოსკოვიაში დაწყებული საკმაოდ ცნობილებიდან – ჰერბერშტეინი, ოლარეუსი, მარჟერეტი და სხვ. ჰომოსექსუალური გადახრები, უცხოელთა ცნობების მიხედვით გავრცელებული იყო მოსახლეობის ყველა ფენაში, გლეხებსა და გაბატონებულ კლასებში.

ძველ რუსეთში ცნება „სოდომი“ ისეთივე ბურუსით მოცული იყო, როგორც დასავლეთში, მაგრამ ფაქტია, რომ ძველ რუსეთში ამ ცოდვას უფრო მიმტევებლურად ეკიდებოდნენ, ვიდრე დასავლეთში. არსებობს უამრავი ცნობა ამგვარ ცოდვილთა სასიკვდილოდ დასჯისა იმ პერიოდის დასავლეთში, რუსულ ისტორიოგრაფიაში კი მსგავსი რამ არ მოიპოვება.

ცნობებს ამ სოდომური ცოდვის შესახებ ვაწყდებით საეკლესიო ხასიათის ნაწარმოებებსა თუ საერო დოკუმენტებში. ბევრი საეკლესიო მოღვაწე ილაშქრებდა ამ მოვლენის წინააღმდეგ და იღწვოდა ეკლესიიის წიაღიდან მისი განკვეთისთვის, მაგრამ ამაოდ…

XVI საუკუნეში მამაკაცთა გარყვნილების შესახებ მრავალგზის წერდა მიტროპოლიტი დანიელი.

ეს ცოდვა მეტად გავრცელებული იყო მეფის საჯარისო ნაწილებში, ამის შესახებ კი თავის მიმართვებში წერდა რუსი მიტროპოლიტი მაკარი 1552 წელს.

ინგლისელი პოეტი ჯორჯ ტერბერვილი მოსკოვიაში იმყოფებოდა 1568 წელს. იმ დროისათვის მოსკოვიას განაგებდა ივანე მრისხანე, ტერბერვილი შეაძრწუნა რუს გლეხობასა და საზოგადოებაში არსებულმა ღია მამათმავლობამ.

მანამდე კი მოსკოვიას მართავდა დიდი მთავარი ვასილი III (1505-1533), რომელიც აღიარებული მამათმავალი ყოფილა. მას მეორე ქორწინებიდან ეყოლა ძე, შემდეგში ივანე მრისხანედ წოდებული.

ივანე მრისხანე 7-ჯერ ყოფილა დაოჯახებული, მაგრამ მას მაინც იტაცებდა ახალგაზრდა ბიჭუნები ქალის ტანსაცმელში გამოწყობილნი. მისი ერთ-ერთი ფავორიტის ფიოდორ ბასმანოვის შესახებ წერდა ა. კ. ტოლსტოი თავის ისტორიულ რომანში „თავადი სერებრიანი“ (1869).

ერთია, ჰომოსექსუალიზმი მოსკოვიაში არ შემოიფარგლებოდა მხოლოდ სამეფო კარით. სიგიზმუნდ ფონ ჰერბერსტეინი, რომელიც მოსკოვიაში იმყოფებოდა ვასილ III მმართველობის დროს წმინდა რომის იმპერიის ელჩის რანგში, თავის წიგნში „მოსკოვური საქმის ჩანაწერები“ აღნიშნავს, რომ მამათმავლობა მოსკოვიაში გავრცელებულია ყველა სოციალურ ფენაში.

რუსეთში მამათმავლობა არ ილაგმებოდა არც კანონითა და არც ადათით, ამის შესახებ წერდა ზორვატიელი მღვდელი  იური კრიჟანიჩი, რომელიც მოსკოვში ცხოვრობდა 1659 წლიდან 1677 წლამდე. ამის შესახებ იტყობინება აგრეთვე ძველმართლმადიდებლური საეკლესიო მოღვაწე აბაკუმი XVII საუკუნეში საეკლესიო განხეთქილების დროს, ის ამბობდა რომ მამაკაცებმა დაიწყეს წვერის გაპარსვა და ყველა უწვერო მამაკაცი მამათმავალიაო.

აანალიზებდა რა ყველა შემონახულ ცნობას პეტრეს წინარე რუსეთის მამათმავლობის შესახებ ცნობილი რუსი ისტორიკოსი ს. სოლოვიოვი, წერდა – „არსად, არც აღმოსავლეთასა და არც დასავლეთში, ამ დაცემულ, ბუნების საწინააღმდეგო ცოდვას არ უყურებდნენ ისე თავისუფლად, როგორც რუსეთში“.

ამრიგად, საუკუნეებში, როდესაც მამათმავლებს ინგლისში, ჰოლანდიასა და გერმანიაში სასიკვდილოდ სჯიდნენ, აწამებდნენ, კოცონებზე წვავდნენ. ყველა რუსულ კანონმდებლობაში, დაწყებული „რუსული სიმართლიდან“ პეტრე პირველის ეპოქამდე ეს არ მოიხსენიებოდა და არ იყო დასჯადი.

სიმყუდროვე, რომელშიც გაიარა პირველი რომანოვების მეფობის წლებმა შეცვალა პეტრე პირველის ქარბორბალა ეპოქამ. მეფე-გარდამქმნელი გამოირჩეოდა აგრეთვე ინტიმური კავშირების შესახებ უკიდეგანო შეხედულებებით: მას ერთნაირად იზიდავდა მშვენიერი სქესის წარმომადგენლებიცა და მამაკაცებიც. ისტორიასი ცნობილია პეტრეს სექსუალური კავშირები მენშიკოვთან და მრავალ სხვასთან. მისი ცოლის არყოფნის დროს ის სარეცელს  უყოფდა მის რომელიმე ქვეშევრდომს, იუწყებოდნენ მეისტორიენი, მათ შორის პოლონელი ისტორიკოსი კ. ვალიშევსკი.

პეტრე პირველი, რომელმაც ძველი რუსეთი მეთვრამეტე საუკუნის დასაწყისში ჩააყენა ცივილიზებულ სამყაროში, იყო დიდი სექსუალური ენერგიით დაჯილდოებული ადამიანი და გარდა ქალებისა, ყმაწვილებთანააც იზიარებდა სარეცელს.

პეტრე პირველის ურთიერთდამოკიდებულება თავის პროტეჟე მენშიკოვთან, სამეფო კარის მეჯინიბის შვილთან, რომელიც მან თავიდან გააამწესა პირად ორდინარად, შემდეგ კი მიანიჭა გენერალსიმუსის წოდება და საბოლოოდ მისცა ბრწყინვალე თავადის წოდებაც, რასაც თვალნათელია, სექსუალური საფუძვლებიც ჰქონდა.

რომანოვების დინასტიის მეორე წარმომადგენელი, რომელსაც ჰქონდა ბისექსუალური გადახრები იყო პეტრეს ძმიშვილი ანა იოანეს ასული. ანა რუსეთის იმპერიას მართავდა 1790-1740 წლებში, და ზოგიერთი მემუარისტის მოწმობით ჰქონდა მის რამოდენიმე ფრეილინასთან ინტიმური კავშირები.

ეკატერინე მეორეს, წარმომავლობით გერმანელს, ჰქონდა ბისექსუალური გატაცებები კნიაგინა დაშკოვასთან, წარჩინებულ ქალთან, რომელიც მიეხმარა ეკატერინეს ტახტიდან გადაეგდო თავისი ქმარი პეტრე მესამე და დაუფლებოდა მას. დაშკოვას მემუარებში არის ძალიან ძლიერი მინიშნება მათ ასეთ კავშირზე. მაგრამ ეკატერინეს ჰქონდა აგრეთვე დაუოკებელი ლტოლვა მამაკაცებთან (ტერმინი „სამეფო ზომა“ არ არის შემთხვევით მოგონილი) და ეს ხელს არ უშლიდა მას ქალებთან სექსუალურ ურთიერთობაში. თუმც ეკატერინესეულ ეპოქაში რუსულ ლიტერატურაში ნაკლებად შეიმჩნევა ჰომოსექსუალიზმი, ვიდრე წინარე და მერმინდელ ეპოქებში, თუმც თვით იმპერატრიცა ამ მოვლენას მეტად ჰუმანურად ეკიდებოდა, წინადადება წამოაყენა თავის 1767 წლის „დასჯაში“ შეეცვალა სამხედროებისთვის სხეულისმიერი დასჯა ჰომოსექსუალური ქმედების გამო, მკაცრი გაფრთხილებით.

დასავლეთის ქვეყნებთან ურთიერთობით მეთვრამეტე საუკუნის რუსებმა დაინახეს, რომ ამ ქვეყნებში „სოდომურ ცოდვას“ მეტად“ სასტიკად და სიმკაცრით ეკიდებოდნენ. პეტრესეული რეფორმებისას დასავლური ადათ-წესების რუსეთში შეტანას თან შეჰყვა ჰომოფობიაც. პეტრემდელი რუსეთის ღია ჰომოსექსუალიზმი იმ დროს თითქოსდა გადავიდა იატაკქვეშეთში. მიმტევებლობა და აღიარება ჰომოსექსუალური ურთიერთობებისა ნარჩუნდება უღატაკეს ფენებში და შორეულ ჩრდილოურ რეგიონებში გლეხთა ექსტაქოლოგიური სექტების წევრებს შორის, რომლებიც გამოეყვნენ ძველარმსარებლობას, განსაკუთრებით ხლისტებსა და სკოპცებში. (Николай Клюев, большая часть ранней лирики которого представляет литературную обработку фольклора скопцов и хлыстов, включил несколько эпатирующих образцов гомосексуальной поэзии этих религиозных сект в свой сборник “Братские песни” (1912 г.)).

სოციალური კიბის მეორე ბოლოში ჩვენ ვპოულობთ მთელ რიგ ულტრაკონსერვატიულ ოფიციალურ მწერლებს-ჰომოსექსუალისტებს, რომლებიც განეკუთვნებოდნენ ცარისტული რუსეთის უმაღლეს ეშელონებს XVII-XIX საუკუნეებში. თავად-აზნაურთა და ჩინოვნიკთა გარემოში ჰომოსექსუალური ურთიერთობები არასდროს ჰპოვებდა სკანდალურ ხასიათს არა თავისთავადობით, არამედ იმიტომაც, რომ მჭიდროდ იყვნენ დაკავშირებულნი ნეპოტიზმითა და მექრთამეობით: ყოვლისშემძლე ადამიანები თავიანთ ახალგაზრდა პროტეჟეებს უნაზღაურებდნენ მაღალი თანამდებობებით, რომლებიც საერთოდ არ შეესაბამებოდა მათ მონაცემებს. ყოფით ცხოვრებაში ამას ეკიდებოდნენ მშვიდი ირონიით. ალექსანდრე პირველის დროს ჰომოსექსუალური გადახრებით ცნობილი იყვნენ განათლებისა და სასულიერო საქმეების მინისტრი თავადი ა. ნ. გოლიცინი, საგარეო საქმეთა მინისტრი, კანცლერი ნ. პ. რუმიანცევი.

ივან დმიტრიევი (1760-1837), ცნობილი რუსი პოეტი-სენტიმენტალისტი და ავტორი მძაფრი სატირული ლექსებისა, საამური სასიყვარულო რომანებისა და დიდაქტიკური იაგავებისა, იყო იუსტიციის მინისტრი ალექსანდრე პირველის მმართველობის დროს. ეკავა რა მაღალი სახელმწიფო თანამდებობა, დმიტრიევი გამორჩეული იყო პროტექციონიზმით: ის გარშემორტყმული იყო ახალგაზრდა ლამაზი თანაშემწეებით, ზოგი მათგანი დმიტრიევთან სასიყვარულო კავშირების წყალობით აქტიურად მიიწევდნენ წინ სამსახურეობრივ კარიერაში. პოეზიაში კი დმიტრიევს ჰქონდა ჰეტეროსექსუალის ნიღაბი.

ამგვარი პროტექციონისტი იყო გრაფი სერგეი უვაროვიც (1786-1855) – სახალხო განათლების მინისტრი ნიკოლოზ პირველის დროს. თავისი მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ის დაქორწინდა მდიდარ ქალზე და მისგან რამდენიმე შვილიც ჰყავდა. მაგრამ მას უყვარდა ძალიან ლამაზი, მაგრამ ძალიან მწირე ჭკუის, თავადი მიხაილ დონდუკოვ-კორსაკოვი. უვაროვმა შეძლო დაენიშნა თავისი საყვარელი საიმპერატორო მეცნიერებათა აკადემის ვიცე-პრეზიდენტად და მოაწყო ის სანკტ-პეტერბურგის უნივერსიტეტის რექტორად. ამ სასიყვარულო წყვილის შესახებ მრავალი პოეტის ეპიგრამაც დაიწერა, მათ შორის პუშკინის.

ალექსანდრე პირველის მართველობისას ამით სახელი გაითქვა ცნობილი არქივარიუსის ნ. ნ. ბანტიშკამენსკის ვაჟმა და უკრაინული ისტორიაა მკვლევარის დ. ნ. ბანტიშ-კამენსკის ძმამ ვ.ნ. ბანტიშ-კამენსკიმ, რომელიც საგარეო საქმეთა კოლეგიაში მსახურობდა, ამასაც მოიხსენიებს პუშკინი თავის ეპიგრამებში.

ჩვენ აღარ შევუდგებით ამ საჭირბოროტო თემის მეცხრამეტე და მეოცე საუკუნეების მიმოხილვას, არ განვიხილავთ რუსული სოფლის ყოფას და მეოცე საუკუნის რუსული ქალაქების მოსკოვისა და სანკტ-პეტერბურგის სკანდალურ ისტორიებს. ამ საკითხზე, დაინტერესებულ მკითხველს კი შეუძლია მასალები მოიპოვოს ინტერნეტსივრცეში რუსულ ენაზე.

რუსეთუმეები რუსეთის დღევანდელ მმართველს წარმოაჩენენ როგორც ჰომოსექსუალური გარყვნილობის წინააღმდეგ მებრძოლ რაინდს, სინამდვილეში კი ფაქტები სხვას მეტყველებენ. თვით პუტინის გარემოცვაშიც მრავლად არის ამ ხელობის ხალხი, მაგ. ვ.სურკოვი, მირონოვი და სხვა მრავალი…

თვით პუტინმა მრავალგზის განაცხადა, რომ რუსეთში ჰომოსექსუალიზმი სისხლის სამართლის ძალით არ იდევნება და იქეთ ადანაშაულებს ამერიკის შეერთებულ შტატებს ჰომოსექსუალთა უფლებების დარღვევაში. როგორც ცნობილია ჰომოსექსუალიზმი ამერიკის მთელ რიგ შტატებში დასჯადია: ალაბამას, არიზონას, ლიუზიანას მისისიპის, ოკლახომას, სამხრეთ კაროლინას, ტეხასისა და იუტის შტატებში

 

ალექსანდრე სანდუხაძე

 

 

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s