Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

● ზოგი რამ რუსეთისა და რუსების შესახებ

 ხალხთა საპყრობილე  “რუსეთის ფედერაცია უნდა წარსდგეს საერთაშორისო ტრიბუნალის წინაშე და გასამართლდეს”

 

2008 წლის შედეგებით ინფლაცია რფ–ში შეადგენს არა უმცირეს 13,5% ს – განაცხადეს “ეკონომიური განვითარების სამინისტროში”. მათი აშკარად შემცირებული მონაცემებით უკანასკნელ კვირას ინფლაციამ შეადგინა უკვე 0,2 %, ამასთანავე უწყება წინასწარმეტყველებს, რომ წლის შედეგებით მითიური “ეკონომიური” ზრდა შეადგენს უკვე 6, 8 %. ამგვარად, რუსეთის ხელისუფლებამ ფაქტიურად აღიარა, რომ ინფლაცია ზუსტად ორჯერ მეტად აღემატება ეკონომიური ზრდის ტემპს, თუ ასეთი საერთოდ რუსეთის ფედერაციაში არსებობს., წერს «Правый хостинг». 

სინამდვილეში, სამომხმარებლო ფასები რფ-ში იზრდება რეკორდული ტემპებით, მიუხედავად კიზისისა, რომლის გამოც კაპიტალისტური ეკონომიკის კანონებით ისინი ასეთივე სისწრაფით უნდა მცირდებოდეს, მაგ: ბენზინი მოსკოვში მეოთხედით მეტი ღირს ვიდერ ნიუიურკში.

ათი თვის შედეგებით ინფლაციის შემცირების ოფიციალურმა ციფრებმა (შემცირებული) შეადგინეს რეკორდი ბოლო ექვსი წლის მანძილზე – 10,6%. ეკონომისტები პარადოქსის მიზეზს ხედავენ მთავრობის ქმედებებსა და მონოპოლიებში. ეკონომიკაზე  ტრილოინების გავლენა გამიზნულად აჩქარებს ინფლაციას ენერგომონოპოლიები არ ჩქარობენ საბითუმო ფასების დაკლებას.

მოსკოვში ჩამოსული უცხოელები გაოცებულები არიან, რატომ იზრდება ფასები რუსეთის მაღაზიებში, თუმც ქვეყანაში კრიზისია. ევროპულ და ამერიკულ სუპერმარკეტებში ფასების ბირკები იმავე რეგულირებით გადაიწერება, მაგრამ ციფრები მცირდება. როგორც კი დაიწყო ნავთობზე ფასის დაწევა, ქვემოთ ჩამოიწია სამომხმარებლო ფასებმა. მაგ. ამერიკაში ისინი რეგულარულად ვარდება აგვისტოდან, ინფლაცამ ევრო ზონაში 12 თვეში ნოემბრისთვის დაიწია 3,7% დან 2,3%, წერს გაზეთი ”ვედემოსტი”.

რუსეთის ფედერაციაში კი ყველაფერი პირიქით არის – სამომხმარებლო ფასები განაგრძობენ მატებას მიუხედავად საბაზრო ეკონომიკის წესებისა. ეს ნიშნავს, რომ რუსეთის ფედერაციის ეკონომიკა არ არის საბაზრო, არამედ “სუვერენული” ისევე როგორც “დემოკრატია”.

სუვერენული რუბლი მიზანმიმართულად აგრძელებს აგრეთვე თავისი სუვერენული პოზიციების დაკარგვას დოლართან მიმართებაში. ერთი დოლარისათვის 2006 წლის მარტიდან იძლეოდნენ 28 მანეთზე მეტს, ამასთანავე ექსპერტები იყვნენ მთლიანად დარწმუნებულები რუბლის ფასის შესუსტებაში. უფრო მეტად დამაჯერებლად მათს მიაჩნიათ ნიშანი 29-30 რუბლი ერთ დოლარზე, 2009 წელში, 34-36-დან 40 რუბლამდე.

მაგალითად, ამ აზრს ემხრობა სობინბანკის საბაზრო ანალიზის განყოფილების ხელმძღვანელი ალექსანდრე რაზუვაევი: “გათვალისწინებით იმისა, რომ მომავალ წელს ნავთობი არ გაძვირდება, რუბლის დაცემა გაგრძელდება, 34-36 რუბლი ერთ დოლართან“.

რუბლის დევალვაცია მიგვიყვანს საყოველთაო საბანკო სისტემების კრიზისთან. გლობალური ფინანსური კრიზისის მსხვერპლნი გახდებიან რუსეთის ბანკების 20 %, თვლიან ადამ სმიტის რუსეთის საბანკო ფორუმის მონაწილენი, რომელიც გასულ კვირას გაიმართა ლონდონში. 2010 წლისათვის 1000 ბანკიდან ზედაპირზე იტივტივებს 800 ბანკი, თვლის ნატალია ნიკალაევა, სახელმწიფო ორგანოებთან მუშაობის პასუხისმგებელი Citigroup-ის რუსული ფილიალისა.

რფ „ეროვნული საბანკო საბჭოს“ ხელმძღვანელის ანატოლი აქსაკოვის აზრით, კრიზისს გადაიტანს მხოლოდ 900-1000 ბანკი, სახელმწიფო ბანკებმა უკვე შეიძინეს რფ 50 უმსხვილესი ბანკიდან ოთხი, და როგორც როიტერს ერთერთმა ბანკირმა უთხრა ოქტომბერში, უკვე 100 ბანკი ეძებს მყიდველს.

 „სბერბანკის” უფროსის მოადგილე ბელა ზლატკისმა სთქვა, რომ მთავრობას არ შეუძლია ყველა ბანკის შველა, მან შეგვახსენა, რომ კრიზისის შედეგად 1998 წელს არსებობა შეწყვიტა 450 ბანკმა, საბანკო სისტემის მესამედმა ნაწილმა. მონაწილეთა საერთო აზრით, ყველაზე მცირე შანსი გადარჩენისა აქვთ მცირე ბანკებს, რომელთა უმრავლესობა მომავალ წელს შესყიდულნი იქნებიან უფრო მსხვილი კონკურენტების მიერ. 

შემდგომში უარესობა იქნება: რფ-ში ამის გარეშეც ძლიერ ანელებენ ეკონომიკის ზრდის მწირ ტემპებს. „როსსტატ“-მა გამოაქვეყნა 2008 წლის ოქტომბრის მონაცემები, რომელთა თანახმად პროდუქციის გამოშვების და მომსახურების ზრდამ შეადგინა მხოლოდ 2,6%. ეს არის 2006 წლის თებერვლის მინიმალური მაჩვენებელი. ექსპერტთა შეფასებებით ნოემბრის მონაცემები იქნება უფრო ნაკლებად ოპტიმისტური, მომავალი წლის გაზაფხულის ბოლოს კი რუსეთის ეკონომიკაში საყოველთაოდ წარმოიშვება რეცესიის საფრთხე.

 გაზეთი კომერსანტი სწერს, რომ, ექსპერტთა აზრით, ნოემბრის მონაცემები იქნება უფრო უარესი. ეროვნული სტრატეგიის ინტიტუტის ხელმძღვანელის ნიკიტა კრიჩევსკის აზრით, ოქტომბრის მონაცემები ესეთი იყო „იმიტომ, რომ ოქტომბერში ჩვენ გავედით ძირითადად მხოლოდ სოფლის მეურნეობაზე“.

ამ აზრს ემხრობიან აგრეთვე სხვა ექსპერტები. 2009 წელს ვვპ არა თუ გაიზრდება არამედ პირიქით, მიმდინარე წელთან შედარებით დაიწევს 4%, წინასწარმეტყველებენ კომპანია ფბკ – ანალიტიკოსები. ექპერტთა აზრით, ფედერალური ბიუჯეტის დაგეგმვით ეკონომიკის ზრად 6,7%, საჭიროა მივიჩნიოთ არარეალურად, საფონდო ბაზრის და ნავთობზე მსოფლიო ფასების დაცემის ფონზე, რომელთა სწრაფი აღორძინება არ განიჭვრიტება, წერს «Правый хостинг».

 ფბკს სტრატეგიული ანალიზის დეპარტამენტის დირექტორის იგორ ნიკოლაევის სიტყვებით რუსეთის ეკონომიკის უარყოფითი დინამიკა 2009 წელს ფაქტიურად განპირობებულია მთელი რიგი მდგრადი ფაქტორებით. მათს შორის ნიკოლაევმა დაასახელა რუსეთის საფონდო ბაზრის მნიშვნელოვანი დაცემა, რომელმაც მოახდინა გავლენა ეკონომიკის რეალურ სექტორზე, ასევე მსოფლიო ფასების დაცემამ რუსეთის ექსპორტის ძირითადი ნედლეულის საქონელზე. „მსოფლიო ეკონომიკური ზრდის საერთო შემცირების გამო არ არსებობს მიზეზები ამ ფასების აწევისა“ აღნიშნავს ექსპერტი.

 კიდევ ერთი ფაქტორი – ბუნებრივი მონოპოლიების ტარიფების დაჩქარებული ინდექსაცია, რაც „გამანადგურებლად აღიქმება ეკონომიკაზე.

 იგორ ნიკოლაევის აზრით, „მსოფლიო ფინანსურ კრიზისის შედეგებთან ბრძოლაში მითებული ზომები არ მოიტანენ აუცილებელ ეფექტს, პირიქით, ბადებენ ახალ პრობლემებს.  კერძოდ, ამას უკვე მოაქვს რუბლის გაუფასურება, კაპიტალის სუფთა გადინება საზღვარგარეთ, რუსეთის ბანკის საერთაშორისო რეზერვების სწრაფი შემცირება“. – განაცხადა ექსპერტმა. 

 შედეგად, როგორც ფბკ-ს ანალიტიკოსები წინასწარმეტყველებენ, უკვე 2008 წლის ნოემბერ-დეკემბერის მონაცემებით, რფ მრეწველობა გადავა ზრდის უარყოფით ტემპებზე, როდესაც ყოველთვიურმა მონაცემებმა შეიძლება დაიწიონ მინუს 2-4% -მდე. 

 „2009 წლისათვის დიდი ხარისხით დაზარალდება გადამამუშავებელი საწარმოების პროდუქცია: მისი წარმოება დაეცემა 6%. მცირე ხარისხში – ელექტრო ენერგიის, გაზისა და წყლის წარმოება და გადანაწილება (2,5%), სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება დაეცემა არა უმეტეს 3%, აღნიშნავს იგორ ნიკოლაევი.

რფ საწარმოო მრეწველობის მთლიანი აღმავლობა 2009 წლის შედეგებით შეიძლება დაიკლოს 4-5%, მიიჩნევენ ფბკ-ში.

როგორც ექსპერტები მიიჩნევენ, დინამიკაში მეტი ცვლილება შეინიშნება მშენებლობაში. 2008 წლის პირველ თვეებში ეკონომიკური მოღვაწეობის მოცემულ სახეობაში მატება შეადგენდა 30%, ოქტომბერში ეს მაჩვენებელი დაეცა 5,9%. 2009 წელში წინასწარმეტყველებენ სამშენებლო სამუშაოების აღმავლობის დაცემას 5%.

 წარმოების აღმავლობის დაცემა შეეხება აგრეთვე სატრანსპორტო სფეროსაც. აქ უარყოფითი შედეგი -0,6% უკვე იქნა ნაჩვენები 2008 წლის ოქტომბერში. ექსპერტები ვარაუდებენ, რომ ტვირთბრუნვის დაწევის ტენდენცია გაძლიერდება  და 2009 წლის მაჩვენებლებით შეადგენს მინუს 4,5 – 5,5%.

 წარმოების მასიური შემცირების ფონზე შემოდგომისთვის სამუშაო წაერთმევა 2 მილიონზე მეტ რუსეთელს. ოპტიმისტურად განწყობილი ექსპერტები კი ვარაუდობენ, რომ 2008 წლის ბოლოს უმუშევრობის დონემ შესაძლოა მიაღწიოს 6,1 -7%. ამ დინამიკის შენარჩუნების პირობებში 2009 წლის მარტში უმუშევარ შეიძლება დარჩეს 2 მილიონზე მეტი ადამიანი.

 „მინზდრავის“ და “როსტრუდა”–ს შრომის ბაზრის მიერ გამოქვეყნებული მონიტორინგის შედეგებით  ნოემბრის ბოლოსთვის ოფიციალურად რეგისტრირებული უმუშევრობის დონე გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაიზარდა 15,8% –  1, 293 ათასიდან – 1, 498 000 ადამიანით.

ამას გარდა, მონიტორინგმა უჩვენა, რომ 186 მსხვილი საწარმოდან განაცხადეს, რომ მუშათა ნაწილი გადაჰყავთ არასრულ სამუშაო რეჟიმზე, გაიცა იძულებითი შვებულებები.  უკვე 81, 2 ათასი ადამიანი მუშაობს არასრული სამუშაო დროით ან იმყოფებიან შვებულებაში.

ნათელია, რომ „მინზდრავ“-ისა და „როსტრუდ“–ის სტატისტიკა უჩვენებს მხოლოდ აისბერგის მწვერვალს, წერს კომერსანტი. „ყველა ორგანიზაცია არ წარმოადგენს მოცემულ ინფორმაციას, ეს ძირითადად დამახასიათებელია მცირე საწარმოებისათვის“ განაცხადა „მინზდრავმა“. 

როგორც ადრე ჩვენ მრავალგზის ვიუწყებოდით,  მშიერმა და უმუშევარმა რუსეთელებმა მასიურად იწყეს ჭკუიდან შეშლა. გაბანკროტებული რუსეთელების ფსიქიატრთან მასიური მიმართვების ზრდა მოსალოდნელია ნახევარ წელიწადში ან ერთ წელიწადში ფინანსური კრიზისის წერტილის დაწევის შემდეგ, მიიჩნევს პეტერბურგელი ექიმი ფსიქო-თერაპევტი ვალერი რომაცკი.

რეგიონებში კრიზისი აგრეთვე სრული სვლით მიდის, კალმიკიის საოკუპაციო მთავრობა, რესპუბლიკის დედაქალაქს „სვამს“ მშიერ „საჭმელზე“. ბიუჯეტის თანახმად, რესპუბლიკური „მინფინ“–ის წარდგინებით, ბევრ სტატიაში ქალაქი ელისტა უბრალოდ არ არსებობს, იუწყება Собкор®რუ – ს კორრესპონდენტი გატეთ „ელისტინსკაია პანორამაზე“ დაყრდნობით.

წინასწარი შეჯამებებით, ქალაქმა ვერ მიიღო 30 მილიონი რუბლი, და საქალაქო ბიუჯეტის გასავალი ნაწილი შესამჩნევად შემცირდება. რესპუბლიკის ბიუჯეტის პროექტში არ არსებობს აგრეთვე სოციალურად მნიშვნელოვანი ფინანსირებანი, ისეთები როგორებიც არიან „მრავალბინიანი სახლების რემონტი“ და „მოქალაქეთა გადასახლებანი ავარიული საცხოვრებელი ფონდიდან და საცხოვრებელი ფონდიდან, რომელიც ექვემდებარება დანგრევას ქალაქ ელისტაში“.

პრიორიტეტები მინიჭებული აქვთ რაიონულ მუნიციპალურ წარმონაქმნებს, იმ დროს როდესაც მრავალბინიანი საცხოვრებლების ძირითადი ნაწილი განლაგებულია ქალაქ ელისტაში. კაპიტალურ რემონტს ელისტაში საჭიროებს საცხოვრებელი სახლების 75%.

 მრავალი პოლიტოლოგი მიიჩნევს, რომ საოკუპაციო მთავრობის გადაწყვეტილება გამოწვეულია რესპუბლიკის ცენტრალურ ხელმძღვანელობასა და ელისტას შორის გამძაფრებული ურთიერთობით.

 ამავე დროს, სვერდლოვსკის ოლქში ჩინოვნიკებმა დახურეს მორიგი ბავშვთა ბაღი – ბავშვებს უბრალოს არაფერი აქვთ საჭმელად. ზემო სინიახინის დასახლების N. 22 ბავშვთა ბაღი ითვლება ყველაზე დიდად ალაპაევის რაიონში. მასში კვება ჩვეულებრივია, სამჯერადი – ისეთივე, როგორც ოლქის სხვა ბავშვთა ბაღებში – იუწყება 4-ე არხი. მაგრამ ჩვეულებრივ მენიუზე აღარ არის ფული საკმარისი. 

 ბიუჯეტიდან ალაპაევის რაიონს ამ წელს სურსათზე გაომეყო 5-ჯერ ნაკლები, ვირე მოითხოვეს. დავალიანების გამო მიმწოდებლებმა შეწყვიტეს სკოლამდელ დაწესებულებებში სურსათის მიწოდება.

 კრიზისი შეეხო ჟურნალისტებსაც, წამყვანი ინტერნეტ–რესურსების ხელმძღვანელობების მონაცემებით ინტერნეტ-ინდუსტრიის კრიზისის პიკს შეიძლება ველოდეთ უკვე 2009 წლის თებერვალ-მარტში, როდესაც სექტორს გადაფარავენ სერიოზული ფინანსური პრობლემები.

 “დღეს უნდა ვილაპარაკოთ ინტერნეტ ინდუსტრიის დახმარების შესახებ, მაგალითად, მოვუწყოთ მას გადასახადების არდადეგები” – განაცხადა მრგვალი მაგიდის მსვლელობისას იტ – კომპანიის “აშმანოვ და კომპანიის” გენერალურმა დირექტორმა იგორ აშმანოვმა.

ამ აზრს იზიარებს აგრეთვე სააგენტო “რეგნუმ”-ის ხელმძღვანელი ბორის სორკინი. მან ხაზი გაუსვა, რომ ჩეკისტური სახელმწიფო იღებს ინტერნეტ–ინფორმაციის საშუალებებიდან ზუსტად ისეთ გადასახადს, როგორც “ქარხნებიდან, ორთქმავლებიდან”, რაც არასწორი და დანაშაულებრივია. “ჩვენი შემოსავლის მეოთხედი ნაწილი მიდის სახელმწიფო გადასახადებში. ამიტომ თუ ჩვენთვის გამოაცხადებენ საგადასახადო არდადეგებს, მაშინ განთავისუფლებულნი იქნებიან გაცილებით მცირენი” –განაცხადა მრგვალი მაგიდის მსვლელობისას სორკინმა.

 დაზარალდებიან არა მარტო ელექტრონული, არამედ რუსეთის ბეჭვდითი მასობრივი საინფორმაციო საშუალებებიც. კრემილის გაზეთი “კომსომოლსკაია პრავდა” ემზადება შეამციროს პერსონალი 15%-ით მომავალი წლის დასაწყისში. ამის შესახებ იუწყება რადიო “ეხო მოსკვი”, გამოცემის მთავარ რედაქტორ ვლადიმერ ცუნგორკინზე დაყრდნობით. 

 მისი სიტყვებით თანამშრომელთა ასეთი შემცირების რეალობა 2009 წლის თებერვალში “ახლოა 100%-თან”. მთავარმა რედაქტორმა ხაზი გაუსვა, რომ გადაწყვეტილება მიღებული იქნება ფინანსური კრიზისის დაძლევისათვის – დღეს კრემლის გამოცემამ 2 -3 % შეამცირა შტატები.

 კრემლის პროპაგანდა, რუსეთის ფედერაციის წარმატებული გეოგრაფიული მდებარეობის გამო (რომელშიც ხარობენ ტყეები) თავისი საინფორმაციო საშინლებებით ცდილობდა ეწოდებინა ბინძურ ქვეყანა-ზონისთვის ”პლანეტის ფილტვები”. “პლანეტის ფილტვები” აღმოჩნდა მითი. რფ–ში საკუთარი მოქალაქეების 50 მილიონი ცხოვრობს ჰაერის დაბინძურების მაღალ პირობებში, განაცხადა სახელმწიფოს მთავარმა ექიმმა ონიცენკომ ტოკსიკოლოგთა მსოფლიო ყრილობაზე.    

 სიბინძურისაგან თავის დაღწევის საშუალება რუს ადამიანებს წარედგინათ ჯერ კიდევ გასული საუკუნის მეორე ნახევარში.

 ასე რომ, რუსეთის ფედერაცია, პუტინის მხეცობის გამო, არის სსრკ-ს სამართალმემკვიდრე“ და აგრეთვე ისიც უნდა წარსდგეს საერთაშორისო ტრიბუნალის წინაშე და გასამართლდეს. წერს „Pravi hosti“-ი».

მონიტორინგის განყოფილება

Kc

შემოკლებით

ქვეყანა იდენტობის გარეშე

 

რუსები – უცნაური ხალხია. ისინი ძალიან ნერვიულობენ, როდესაც ვინმე მათ ევროპელობაში დაეჭვდება. „როგორ თუ ასე – იცით კი ჩვენი უდიდესი ლიტერატურა და ხელოვნება, რომელთა გარეშე ძნელია წარმოიდგინო ევროპიული კულტურა?”

 შემდეგ მომენტში ისევ ეს რუსები, რომლებიც იტანჯებიან პერიფერიული კომპლექსით და ცივილიზაციური ჩამორჩენილობით, სიამაყით განაცხადებენ: დიახ, ჩვენ სხვანი ვართ და ჩვენ ვერც გაგვიგებთ, ჩვენ ხიდი ვართ ევროპასა და აზიას შორის, თქვენ პატივს უნდა სცემდეთ ამ ჩვენს ორიგინალურობას: და ჩაფიქრდებიან: ჩვენ უფრო ევროპელები ვართ თუ აზიელები? ამ კამათებიდან წარმოიშვა მთელი ევრაზიული კონცეფცია. ვიღაცამ კიდეც შემოგვთავაზა რუსული კოსმოსის ხელოვნური დასახელება: არც აზია, არც ევროპა, არამედ აზიოპა.  

 ეს გადაწოდება–გადმოწოდების დაუსრულებელი პროცესი ევროპიელებსა და აზიელებს შორის ბრწყინვალედ წარმოგვიდგინა ვიქტორ ეროფეევმა, „ენციკლოპედია რუსული სულის“ ავტორმა, მისი მკაცრი კრიტიკოსი  და ამავ დროს რუსეთის დიდი პატრიოტი. აი ასე ესახება მას „ეროვნული ფეხბურთის ისტორია“:

 ბურთი პირველმა ევროპაში გაიგდო პეტრე პირველმა, დაარტყა, აცდა – გატეხა ფანჯარა.

წვერებიანი მუჟიკების ნაკრების გუნდმა ბურთი გაიგდო აზიაში.

კაბა აწეულმა ეკატერინა დიდმა აიღო ინიციატივა.

პავლემ აართვა ბურთი და გაიგდო ის აზიელების კარისკენ.

ალექსანდრე პირველი დაეუფლა ბურთს და გაგზავნა ის ევროპისაკენ.

ნიკოლოზ პირველმა გაიგდო ის აზიისკენ.

მისმა ძემ, ალექსანდრე მეორემ მოისროლა ის შორს ევროპისაკენ.

ალექსანდრე მესამემ ბურთი გაათამაშა აზიაში.

ნიკოლოზ მეორე მატავით გაიქცა დასავლეთის მიმართულებით.

ლენინმა ბურთი წაიღო აზიისკენ.

სტალინმა ლენინის ჩაწოდებით გოლი გაიტანა.

ანგარიში გახდა 100 : 0.

ხრუშოვმა მოედნის ცენტრიდან დაიწყო, არ იცოდა რა თვითონ რატომ, ბურთი გაიგდო ევროპისკენ.

ბრეჟნევმა ის აზიისკენ გაგზავნა.

გორბაჩოვი თამაშობდა მოედნის ევროპულ მხარეს.

ელცინმა გააგრძელა მისი თამაში, მაგრამ მეორე ტაიმში დაიბნა. დგას და არ იცის საით დაარტყას.

გაისმა სტვენა. დამთავრდა გამოტოვებული საუკუნე. 

 არ არსებობს სტრატეგიული გეგმა 

XXI საუკუნის დასაწყისი. ვლადიმერ პუტინის ეპოქა (რუსული ტრადიციით ხომ, კრემლის თითოეული პატრონის მმართველობა – ეს ეპოქაა) ამასთან ურთიერთობაში არაფერი შეცვლილა. გორბაჩოვის „პერესტროიკის“, სსრკ-ს დაშლის და საბჭოთა კომუნიზმის კრახის შემდეგ, ელცინისეული ათწლიანი ქაოსის შემდეგ, რუსეთი ეძებს ახალ იდენტობას. – კითხვაზე ცალსახა პასუხის გარეშე „საით მივდივართ?“ შეუძლებელია ვერცერთი გააზრებული მომავლის პროგრამის, მოდერნიზაციის ვერცერთი გეგმის ჩამოყალიბება, რომელთა გარეშეც რუსეთი მომავალი კრიზისებისათვის არის განწირული. თუნდაც ის დღეს ნავთობის ბაზრებზე არარსებული კონიუქტურით სარგებლობს“ – ამტკიცებს მარკ ურნოვი, მოსკოვის ეკონომიკის პრესტიჟული უმაღლესი სკოლის პოლიტოლოგი. 

 სტრატეგიული გეგმა ნამდვილად არ არსებობს. არჩეულ იქნა სრულიად უბრალო: წარსულში დაბრუნება, რომლისგანაც სცდილობენ შეაწებონ ეკლექტიკური „სახელმწიფო იდეა“, მეფის თვითმპყრობელობისა და იმპერიის ტრადიციების გამაერთიანებელი, საბჭოური დიდმპყრობლური კომპლექსებით.

 

დარდი იმპერიაზე

 პუტინამდე ახალი „სახელმწიფო იდეის“ ფორმულირება უკვე სცადა  ელცინმა. 1993 წლის ოქტომბრის სისხლიანი მოვლენების შემდეგ, როდესაც მან გასცა პარლამენტის შენობაზე იერიშის ბრძანება, რომელიც დაკავებული ჰქონდა ე. წ. წითელ-ყავისფერ ოპოზიციას. ელცინმა დაიწყო საკმაოდ ღიად, მიმართავდა  რა ნაციონალურ და ველიკოდერჟავულ ლოზუნგებს. ეს შეიძლება გაგებულიყო: რიგითმა რუსეთელებმა მას მაინც არ აპატიეს ის, რომ მან სსრკ- დაშლამდის მიიყვანა. და არ არის მთავარი, რომ ბელოვეჟესკის შეთანხმებაზე მისი ხელმოწერით მან მხოლოდ გადაწყვიტა ისედაც მკვდარი იმპერიის ბედი. როგორც იური ლევადის ცენტრის გამოკვლევების შედეგები აჩვენებენ, რუსეთელების 70% მეტი ნანობს სსრკ-ს დაშლას და ხელისუფლების ნებისმიერი ქმედება პოსტსაბჭოური სახელმწიფოების ინტეგრაციაზე მიმართული, აღიქმება როგორც მის რესტარვაციისაკენ გადადგმული სასურველი ნაბიჯი. 

პუტინი ეყრდნობა ზუსტად ამ განწყობილებას. დასაწყისში კრემლის პატრონის მხარდამჭერებს ძალზედ დიდხანს სჯეროდათ, რომ ის გახდებოდა რუსეთის პინოჩეტი, რომელსაც საკუთარ ხელში მთელი ხელისუფლება უნდა მოეკრიბა, რადგან უნდა განეხორციელებინა არაპოპულარული პროგრამა, აუცილებელი ლიბერალური რეფორმებისთვის. მაგრამ მალევე გამოჩნდა, რომ საუბარი იყო მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლებაზე, და აგრეთვე როგორ ეჩვენებინა ხოდორკოვსკისა და იუკოს-ის საქმე – საკუთრების ახალი გადანაწილების შესახებ მის მხარდამჭერთა კლანებს შორის.

 ავტორიტარიზმის კამუფლიაჟი

 მაგრამ პუტინის მიერ შექმნილი პოლიტიკური სისტემა განსხვავდება ელცინისეულისაგან. ლილია შვეცოვა მოსკოვის კარგენის ცენტრიდან გამსაზღვრავს მას მოკლედ: თუ პუტინის პირველი საპრეზიდენტო ვადის პერიოდში შესაძლებელი იყო ლაპარაკი „უნივერსალური დემოკრატიის“ შესახებ, ახლა ჩვენ საქმე გვაქვს „ბიუროკრატიულ ავტორიტარიზმთან“, სისტემასთან, რომელშიც ოფიციალური ხელისუფლება თავმოყრილია ერთი ლიდერის ხელთ, რომლის რეჟიმიც ეყრდნობა ბიუროკრატიას და რეპრესიულ აპარატს. მიზანი ერთია: სახელმწიფო ჩააყენოს კონტროლის ქვეშ – ესე იგი კრემლის ქვეშ – საზოგადოებრივი, პოლიტიკური, კულტურული ცხოვრების ყველა სფერო და ა. შ. 

ამჯერად დასტურდება სისწორე აზრისა იმის შესახებ, რომ დასავლური გაგებისა და კატეგორიების უბრალო გადატანას რუსულ ნიადაგზე არავითარი აზრი არ აქვს. ამას გარდა, პუტინმა, მოიპოვა რა გამარჯვება მორიგ საპრეზიდენტო არჩევნებზე, ამ „საუცხოოსაგან“ გააკეთა თავისი პოლიტიკის საფირმო ნიშანი. ასე რომ, თუ ჩვენ დღეს ვამბობთ „დემოკრატიას“, მაშინ, პუტინისეული პოლიტიკური დოქტრინასთან შესაბამისად, ეს შეიძლება იყოს მხოლოდ და მხოლოდ „სუვერენული დემოკრატია“.

 სუვერენული ნიშნავს რუსეთის საზოგადოებრივი განვითარების და მის ტრადიციების შესაბამის დონეს… მხოლოდ როგორის? თვითმყრობლური, ავტოკრატიული, რატომღაც სხვანაირები, საკუთვრივ არ იყო. პრეზიდენტი პუტინი მოუწოდებს იქითკენ, რომ დემოკრატიული ინსტიტუტები მისადაგებულიყო რუსულ სინამდვილესთან. ეს ცუდი განზრახვაა. ნაცვლად იმისა, რომ გაძლიერებულიყო დემოკრატია, კრემლი ირჩევს ავტორიტარიზმის კამუფლიაჟს“ – თვლის პროფესორი იური აფანასიევი, ყოფილი დემოკრატიული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი. 

 შეიძლება დავამატოთ, რომ კრემლის ერთგულ მოკავშირედ, დასავლეთიდან შემოსაბრუნებლად, გამოდის რუსული მართლმადიდებლური ეკლესია. იერარქიის ამასწინდელ შეკრებაზე შესთავაზეს ადამიანის უფლებების ეცროპული კონცეფციის შეცვლა კლასიკური რუსული იდეით „соборности“  (კოლექტივიზმის, კოლეგიალობის).

 ამბიციური მიზანი

 რუსეთის დრეიფს აზიის მხარისკენ გაჩნია პოლიტიკური მიზეზებიც. პერესტროიკის წლებში ლინერალურ-დემოკრატიულ ოპოზიციას ეგონა, რომ საკმარისია კომუნიზმის დანგრევა, „გეგმიური ეკონომიკის შეცვლა საბაზროთი და რუსეთი სწრაფი ნაბიჯით ევროპისაკენ გაეშურება, „ერთ წელიწადში, მაქსიმუმ ორში – პირობას დებდა ელცინი – კრიზისი დაძლეულ იქნება, ადამიანები კი უკეთეს ცხოვრებას დაიწყებენ. როგორც ევროპაში“. შემდგომ საყოველთაო ბედნიერების თარიღს სულ უფო იქით სწევდნენ, სანამ საბოლოოდ , საერთოდ დაივიწყეს.

 პუტინმა ჩამოაყალიბა მიზანი ნათლად და ცალსახად: „ჩვენ ახლად უნდა შევქმნათ რუსეთი დიდ სახელმწიფოდ“.

 „რუსეთის მმართველმა ელიტებმა – წერს დიმიტრი ტრენინი მოსკოვის კარნეგის ცენტრიდან, – უკვე 90-იანი წლების დასაწყისიდან შეუძლებლად აღიარეს რუსეთის ინტეგრაცია დასავლეთის სტრუქტურებში. პირველყოვლისა, ევროკავშირში და ნატოში. ახლა კრემლი აყენებს კიდევ უფრო ამბიციურ მიზანს: რამდენიმე ათწლეულში რუსეთი უნდა გახდეს ძლიერი ეკონომიკის ქვეყნად, დამოუკიდებლად დასავლეთის სამყაროს –  ეკ და აშშ-ს ძირითადი ცენტრებისაგან“.

 ოცნება რევანშზე.

 ჯერ კიდევ დომინირებენ, უპირველეს ყოვლისა რევანშისტული განწყობილებები, განსაკუთრებით ანტიდასავლური. „რუსეთი – წერს ალექსანდრე არბატოვი, რომელიც კავშირშია გრიგორი იავლინსკის პარტიასთან „იაბლოკო“ – ყოველთვის იყო სამხედრო-პოლიტიკური (და არა ეკონომიკური) იმპერია, დამმონებელი მეზობელთა და კოლონიათა დამპყრობი იმისათვის, რომ გაეუმჯობესებინა საკუთარი უსაფრთხოების სფერო, აგრეთვე მისი ძალა და გავლენა მსოფლიოში. კითხვა, გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე რუსეთის მომავლისათვის, ჟღერს ამგვარად: არის კი მილიტარიზებული იმპერია ბუნებრივი ფორმა რუსეთის სახელმწიფოს არსებობისა, როგორც დღეს ამტკიცებენ კონსერვატიული და ნაციონალისტური იდეოლოგიის მომხრეები, ან ამ მოდელის შემცვლელი, ორჯერ კრახამდის მისული (1917 და 1991 წლები), მოვა სხვა?

 არა ავტორიტარული, მილიტარიზებული იმპერია, არამედ დემოკრატიული სახელმწიფო – აი, ერთადერთი ოპტიმალური ვარიანტი მომავალი რუსეთისა“ ამატებს არბატოვი. ისინი, ვინც ფიქრობს, როგორც ის, გარკვეული უმცირესობაა. როგორც ამასწინდელი კვლევები უჩვენებენ, რუსეთის მოსახლეობის სამმეოთხედზე მეტს სურს, რომ მომავალი პრეზიდენტი პუტინზე მკაცრი იყოს, ნახევარზე მეტი კი – რომ ის თავის პოლიტიკაში ნაკლები ხარისხით ორიენტირებდეს აშშ-სთან და სხვა დასავლეთის სახელმწიფოებთან თანამშრომლობაზე. ასეთი განწყობილებები კარგს არაფერს მოასწავებენ.  

 Slawomir Popowski, «Rzeczpospolita»

Inosmi.ru

 კრიზისი: რუსული ენა კვდება

 მასონების მიერ 18-ე საუკუნეში შექმნილი ე.წ. „რუსული ენა“ განიცდის არსებით ცვლილებებს, როგორც ნებისმიერი ხელოვნური ენა, სულ უფრო მეტად ხშირად რუსები სხვადასხვა ქვეყნებიდან, საუბრობენ რა თავიანთი ქვეყნების რეალობაზე, ვეღარ უგებენ მეგობარს. ამას იმოწმებს მოსკოვის სახელმწიფო პუშკინის სახელობის რუსული ენის ინსტიტუტის რექტორი პროფ. პროხოროვი, რომელმაც ვილნიუსის ინსტიტუტში წაიკითხა ლექცია თემაზე „რუსული ენა და კულტურა თანამედროვე გეოკულტურულ სივრცეში“. 

„დაიშალა სსრკ, რომელშიც იყო ერთიანი სახელმწიფოს ყველასათვის ერთიანი, ნიველირებული, გასაშუალოებული კულტურა. ახლა კი მე ხელში ვიღებ რუსულ გაზეთს, გამომავალს ასეთ ყოფილ რესპუბლიკაში და, თუნდ ის დაწერილია კარგ რუსულ  ენაზე, მე უკვე ვერ ვგებულობ, რის შესახებ ვკითხულობ.

ჩემთვის გაუგებარია კონსტრუქცია, რომელიც დაწერილია რუსულ ენაზე, მაგრამ რომელიც აღწერს  სინამდვილეში ახალი კულტურის აღმოცენებას. მაგალითად, სასომხეთში ბინების გაყიდვის განცხადებაში შემოკლებული ж/д აღნიშნავს არა რკინის გზას, არამედ „რკინის კარს“. ადგილობრივი ჟურნალისტები ადგილობრივი მინისტრის სომხური სიტყვის თარგმნისას იყენებენ სიტყვებს, რუსულ სინამდვილეში „западло“ ან „закон зоны“ – მოჰყვა პროცოროვმა.

მისი სიტყვებით, ყოფილი სსრკ-ს ქვეყნებში ყოველწლიურად რუსულ ენაში თავს იყრის სულ უფრო ბევრი ელემენტი, იმ სინამდვილესთან დაკავშირებული, რომელსაც ეს რუსული ენა ემსახურება.

„გავიდა კიდევ მცირე დრო და ჩვენთან სასწავლებლად ჩამოდიან სტუდენტები დსთ-ს ქვეყნებიდან, რომელთათვისაც რუსული ენა მშობლიურია. მაგრამ წერითი მეტყველების წიგნიერების დონე მათში შეადგენს სულ 70%, მათ არ იციან ენობრივი ტერმინოლოგია, ისინი თავისუფლად მეტყველებენ მხოლოდ განსაზღვრულ საკომუნიკაციო სივრცეში. ერთი კია, მრავალ თემაზე მათ არ შეუძლიათ საუბარი. ბევრ ასეთ საუბარს ისინი ვერ იგებენ“ – ასკვნის პროფესორი. 

 ეს დაშორება გაიზრდება მხოლოდ, და შესაბამისად, გაიზრდება „ერთი ენის სხვადასხვა სიტყვები“. „რუსული ენა შორდება რუსებს. ეს ხდება ფაქტად. ენა ხდება ინფორმაციის გაცვლის კოდად, თავისი კულტურული შედგენილობის გარეშე“ აღნიშნა იუ. პროხოროვმა.

 იუ. პროხოროვმა ხაზი გაუსვა აგრეთვე, რომ რუსულ ენაში ყოველ დღით იზრდება ნასესხები სიტყვების რაოდენობა, მისი სიტყვებით, ჩვენ არასდროს არ ვსესხულობთ სიტყვას, ჩვენ ვსესხულობთ ზოგიერთ მოვლენას, გაგებას და სახელწოდებას.

„ყოველ თაობას უნდა ჰქონდეს თავისი ენა, რომელიც „ცხოვრობს ცხოვრებასთან ერთად“. მან ნებისმიერ მომენტში უნდა უზრუნველყოს ჩემი არსებობა სახელდობრ დღეს და აქ. და ის არ უნდა ჩამორჩეს ცხოვრებას, არც უნდა გადაუსწროს მას. ყოველი შემთხვევისთვის მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ სალიტერატურო ენა ზოგიერთ გაგებაში არის უცხო ქვეყნის მაცხოვრებლებისთვის, სასაცილო იქნებოდა, ყველა რომ სალიტერატურო ენაზე საუბრობდეს“, – ამბობს პროხოროვი.

 მისი სიტყვებით, დღეს იქნებოდა ძნელი ლიტერატურულ ენაზე გადაგვეტანა პუტინის დანაშაულებრივი ჟარგონი“. „მაგალითად აგვეღო თუნდაც გამონათქვამი „ჩვენ დავსველდებით ფეხისალაგში“. უბრალოდ შეუძლებელია მისი სალიტერატურო ენაზე გადატანა. ვერც იტყვი „მოკლავთ ტუალეტში“, -აღნიშნა მეცნიერმა.

საინტერესოა აგრეთვე, რომ სიტყვა „დუმა“ არსებობდა 16-ე საუკუნეში, როდესაც არსებობდა ბოიარების დუმა. მაშინ მის წევრებს ხალხში უწოდებდენ „დუმცებს“. ეს დღეს „დუმაკებია“, – მიუთითა პროხოროვმა. 

 Отдел мониторинга

КЦ

მოსკოვი. რუსულენოვნების რიცხვი შემცირდა 100 მილიონი ადამიანით.

 

სსრკ-ს დაშლის შემდეგ რუსულენოვანი მოსახლეობის რიცხვი შემცირდა თითქმის  100 მილიონი კაცით. ამის შესახებ ლაპარაკია რუსეთის ფედერაციის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ანალიტიკურ მასალებში, რომელიც მომზადებულია გოსდუმის საპარლამენტო მოსმენებისათვის, „საზღვარგარეთ რუსული ენის შენარჩუნების, გამოყენებისა და განვითარების პრობლემების შესახებ“. დღევანდელი ტენდენციის შენარჩუნებით, 2025 წლისათვის რუსულენოვანი მოსახლეობის რიცხვი შესაძლოა შემცირდდეს კრიტიკულ ნიშნამდე და გაუთანაბრდეს მეფის რუსეთის მონაცემებს.

რუსეთის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სოციოლოგიური კვლევების ცენტრის მონაცემებით მე-20 საუკინის დასაწყისში რუსულ ენას ფლობდა დაახლოებით 150 მილიონი ადამიანი – ძირითადად რუსეთის იმპერიის ქვეშერვდომები. შემდეგი 90 წლის განმავლობაში რუსული ენის მცოდნეთა რიცხვი გაიზარდა ორჯერ – 350 მილიონ ადამიანამდე, საიდნაც 286 მილიონი ცხოვრობდა სსრკ-ში. კიდე 70 მილიონმა ადამიანმა, უმეტესწილად სსრკ-სთან მეგობრულ აღმოსავლეთ ევროპის, ბალკანეთისა და აზიურ ქვეყნებში, ამა თუ იმ დონით იცოდა რუსული ენა.

სსრკს-ს დაშლიდან 14 წლის შემდეგ 2005 წლისათვის რუსული ენის სხვადასხვა დონეზე მცოდნეთა რიცხვი შემცირდა 280 მილიონით, მათ შორის რუსეთში 140 მილიონამდე. 

 როგორც რუსეთის ფედერაციის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში აღნიშნავენ, რუსული ენა გავრცელების მხრივ ჯერ კიდევ მეოთხე ადგილზეა, მას უსწრებეს ჩინური (ფლობს 1, 3 მილიარდი ადამიანი), ინგლისური (650 მილ. მეტი) ,ესპანური (330 მილ. მეტი) ენები. 

 КЦ

 

Advertisements

3 Responses to “● ზოგი რამ რუსეთისა და რუსების შესახებ”

  1. Nika said

    tu ar vcdebi arabul enaze molaparaketa raodenoba rusulisas agemateba

    Like

  2. მარიკა said

    რუსების ენა კი კვდება, მაგრამ ჩვენი განა არა?
    კრეატიული, ნაციონალური, იმპლემენტაცია, იდენტობა, ინსპირაცია და სხვა უამრავი სიტყვა რაც გულზე ისარივიტ მხვდება 😐

    Like

  3. მართალი ხარ ნიკა. არა ბული ქვეყნების მოსახლეობა არის დაახლოებით 300 მილიონი და ასევე როგორც ვიცი არაბული ენა არის ალაჰის ენა და ყურანის გამო არაბულად ბევრი მუსლიმი ლაპარაკობს.

    ასევე ბრაზილიის მოსახლეობა არის 190-200 მილიონი რომელებიც ლაპარაკობენ პორტუგალიურად და პორტუგალიის მოსახლეობა 10 მილიონია

    თუმცა არც რუსებზე წერია სწორედ რადგან რუსები რუსეთში არიან დაახლოებით 110 მილიონი და მსოფლიოში არის დაახლოებით 146 მილიონი რუსი, რომელთა აბსოლიტური უმრავლესობა იმყოფება ყოფილი სსსრ-ს მიწებზე და ნუთუ მათ ყველამ არ იციან თავიანთი ენა?! რა თქმა უნდა იციან!

    ხოდა ამას ემატება რუსეთში მცხოვრები 30 მილიონი არარუსი, ასევე ეთნიკური ბელარუსები, უკრაინელები.

    კიდევ ემატება შუააზიელები და საბოლოოდ გამოდის რომ მარტო რუსეთი+უკრაინა+ბელარუს=200 მილიონს , რომ არაფერი ვთქვა იმ შუააზიელ, სამხრეთ კავკასიელ, აღმოსავლეთ ევროპელებზე და ასევე ცოტცოტა მონღოლ- ჩინელებზეც ვინც იცის რუსული.

    ანუ 200 მილიონზე ნაკლები არა მგონია რომ იყოს რუსულის მცოდნეები

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s