Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

• რუსები და ბელორუსები არავითარი ძმები არ არიან

რუსები და ბელორუსები არავითარი ძმები არ არიან, არც ბიძაშვილები

ანატოლი ტარასის წიგნი „იმპერიული ურთიერთობების იატორია: ბელორუსები და რუსები“ მხოლოდ ცოტა ხნის წინ გამოვიდა, თანაც მცირე ტირაჟით (150 ეგზემპლარი), მაგრამ მოასწრო დიდი ხმაურის ატეხვა.
მასში მოთხრობილია რუსული შოვინიზმის არსი, მოგვითხრობს იმის შესახებ, თუ ვინ არიან ბელორუსები და როგორ მკვეთრად განირჩევიან ისინი თავიანთი აღმოსავლელი მეზობლებისაგან – ისტორიულად, კულტურულად და გენეტიკურადაც კი.
იმის შასახებ, თუ რატომ მოუწიათ ბელორუსის ხელისუფალთ მისი ავტორისათვის ხელის ჩამორთმევა, და რა ურთიერთობები აქვს ფინებთან რუსეთის პრეზიდენტს, მოუთხრო გამომცემლობა „სოლიდარნოსტს“ წიგნის შემდგენელმა, მთარგმნელმა და რედაქტორმა ანატოლი ტარასმა.

– რის შესახებ არის ეს წიგნი?
– ძირეული იდეა, რომელსაც ჯერ კიდევ შეუძლია უჩვენოს ფართო პუბლიკაში ცხოველი აჟიოტაჟი, თუმც მეცნიერებისათვის ეს უკვე დადასტურებული ფაქტია, – ეს ის არის, რომ არ არსებობს არავითარი ძმა ხალხები. რუსები, ბელორუსები და უკრაინელები – ეს სრულიად განსხვავებული სამი ეთნოსია. სხვადასხვაა გენეტიკურად, ფსიქოლოგიურად, ისტორიულად.

რუსები – ეს ის ხალხია, რომლებიც ჩამოყალიბდა უნგრო-ფინურ და თურქული ხალხების ძირებზე, და რუსული ენა, რომელზედაც ახლა ჩვენ ერთმანეთთან ვმეტყველებთ – ეს, არსობრივად ხელოვნური ენაა, შექმნილიპროკოპოვიჩის, სუმაროკოვის და ლომონოსოვის მცდელობებით, რომელსაც ბრწყინვალება მიანიჭა პუშკინმა და მისმა წინამორბედმა ბარკოვმა.

ეს ენა, უპირველეს ყოვლისა, აღმოცენდა ფინური (ნათელი მაგალითი: სიტყვა „მოსკოვი“ ფინურიდან ითარგმნება, როგორც „შავი წყალი“
და თურქული (მაგალითად: კარამზინი, სუმაროკოვი და კუტუზოვი – ესენი თათრული გვარებია) ლექსიკის საფუძველზე.

ბელორუსები – ესენი ბალტები არიან, რომლებიც შეერივნენ სლავებს, გერმანული ტომების შემოტევების შედეგად მდინარე ლაბის (ელბის) ნაპირებიდან აქ მოსულები – ეგრეთ წოდებული ბალტიელი სლავები.
უკრაინელები შთამომავლები არიან ირანულ ენოვანი სარმატული ტომებისა, რომლებმაც განიცადეს სამხრეთი სლავების გავლენა.

ჩვენ არავითარი ძმები არა ვართ, ბიძაშვილებიც კი არა.
აი, ვინ არიან რუსების პირდაპირი ნათესავები – ესენი მარიელები და ესტონელები არიან, რომელთაც რუსები ამასხარავებენ (ცუდია მშობლიური ძმების დაცინვა!). თანამედროვე ფინები – მათი ბიძაშვილები არიან. ბელორუსები კი ახლოსაც არ არიან.

მეორე გამჭოლი იდეა მდგომარეობის იმაში, რომ მოსკოვის სახელმწიფოს მთელი ისტორია – ეს არის ისტორია განუწყვეტელი ექსპანსიისა, 800 წლოვანი მუდმივი აგრესიისა. იცვლებოდნენ დინასტიები: რიურკოვიჩები, რომანოვები, იცვლებოდნენ პოლიტიკური რეჟიმები: თავიდან დიდი სამთავრო, შემდეგ სამეფო, შემდეგ იმპერია, შემდეგ თითქოსდა მუშათა და გლეხთა რესპუბლიკა – პოლიტიკის არსი კი არა!

მოსკოვეთი (მოგვიანებით რუსეთად თვითწოდებული) ყოველ ჟამს ვითარდებოდა ახალი ტერიტორიების და ხალხების დაპყრობითა და ძარცვით. არა შინაგანი ინტენსიფიკაციის გზით – ნორმალური ეკონომიკით, ნორმალური სამოქალაქო საზოგადოებით , არამედ დაუოკებელი ექპანსიის ხარჯზე, ყველაფერი ეს ჩვენი, ბელორუსების მაგალითით ვაჩვენეთ.

სმოლენსკი – ოდითგანვე ბელორუსული მიწაა, იქ ბელორუსები ცხოვრობენ, რომელთაც მოსკოვური ხელისუფლება რუსებათ თვლის, თუმც არც თუ ისე ბევრი სომოლენსკელი ეთანხმება ამას. ეს ჩვენი მიწაა.

აწ მე არ ვეხები იმას, რომ მოსკოვიც ჩვენ უნდა გვეკუთვნოდეს, განა ტყუილად დავიკავეთ 1612 წელს ის? ნუ კარგით, ისარგებლონ იმით.

-არ ფიქრობთ იმის შესახებ, რომ თქვენ ამ წიგნით რუსეთ-ბელორუსის ისედაც მძიმე ურთიერთობებში განხეთქილება შეიტანეთ?
– ახლა აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ სიტუაციის წყალობით რუსეთში დატრიალდა ეროვნულ-პატრიოტული მძლავრი ტალღა, უფრო ზუსტად – შოვინიზმის.
სულ ცოტა ხნის წინ მომიწია საუბარი ადამიანთან, რომელიც ზუსტად რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა მოსკოვიდან. ის ძალიან შეძრწუნებული იყო. მას ბელორუსიის ვაგზალზე გადაეკიდა მილიციონერი. სიტყვა სიტყვით: “შენ ვინა ხარ, საიდან ხარ?
“ა-ა! ბელორუსი! და შენ კიდევ ბედავ პირის გაღებას? თქვენ ყოველთვის იყავით ჩვენი მონები და ასედაც დარჩებით!“ და ამას ამბობს ჩვეულებრივი მენტი.

სხვა მაგალითი: ცოტა ხნის წინ ჩემი ნაცნობი გამომცემელი დაბრუნდა მოსკოვის წიგნის ბაზრობიდან. და მან მომითხრო, რომ მოსკოვის რომელიღაცა გამომცემლობის წარმომადგენელი ერთ-ერთ სტენდთან ხმამაღლა მიმართავდა გარშემო მყოფთ „ აი ამ ესტონელებმა, ლატვებმა და სხვა ლაბუსებმა თავიანთი პირები გააღეს, ბელორუსებმაც მიუმღერეს. ხახოლები საერთოდ გათავხედნენ. ისინი ჩვენ ყველაფრის გამო, რაც ჩვენ მათ გავუკეთეთ ხელზე უნდა გვკოცნიდნენ. ჩვენ ჯერ კიდევ დავსვამთ მათ ადგილზე! მათ ის მოუწევთ რაც საქართველოს!“

რუსეთში ამდაგვარებს უკვე კარგა ხანია დაუფარავად ამბობენ, ასე რომ, ეს წიგნი გამოვიდა ზედმიწევნით დროულად.

მოსკოვის პოლიტიკის არსი – იმპრიალიზმია! რაც ყოველთვის იყო წარსულში, და ასეა ახლაც, ვფიქრობ, რომ დარჩება იმ მომენტამდე, სანამ რუსეთი არ დაიმსხვრევა მის შემადგენელ ნაწილებად. მეცნიერები უკვე დიდი ხანია წინასწარმეტყველებენ მის სოციალურ კატაკლიზმებს, განუსაზღვრელი რაოდენობის სამთავროებად დაშლით, სადღაც 2018 – 2020 წლებში.

ამ გეგმაში, და სხვა ბევრში, ბელორუსი გაცილებით უკეთეს მდგომარეობაშია. ამის შესახებაც ვწერ. მე ასე ვფიქრობ, რომ ხელისუფლებას ამ წიგნის გულისათვის ხელი უნდა ჩამოერთმია.

– ივიწყებთ კიდევ ერთ ლურსამანს კუბოში – რუსეთთან მეგობრობას?

– არავითარი ძმობა არ გვაქვს ჩვენ რუსეთთან. ყველაფერი ეს მოგონილია. უბრალოდ ასე ჩამოყალიბდა ობიექტურად, რომ ჩვენ საკმაოდ დამოკიდებული ვიყავით ამ ქვეყანაზე – ენერგიის მიწოდების ბაზრით, ჩვენი პროდუქციის გასაღების ბაზრით. ამიტომ ვიყავით მასთან მეგობრობისთვის განწირულნი, რაღაცნაირი განსაკუთრებული ურთიერთობების დამყარებით. მაგრამ საიდუმლო არ არის, რომ განსაკუთრებული ურთიერთობების პერიოდი პრაქტიკულად დამთავრდა. რუსებმა ხმამაღლა განგვიცხადეს: მეგობრობა მეგობრობად დარჩეს მაგრამ თუთუნი ცალ-ცალკე გავაბოლოთო. ზოგიერთი ჩვენი მეგობრები სამართლიანად ძრწუნდებიან: რატომ, თუ ჩვენ ერთი სახელმწიფო გვაქვს, გაზს სმოლენიკის ოლქის ფასებით რატომ არ გვაძლევენ?
თუ გინდათ რომ მტკიცედ ვიმეგობროთ – მოგვეცით ყველაფერი შეღავათებით.

და საერთოდ, ჩვენთან ოფიციალურად გაცხადებულია მრავალსაუკუნოვანი პოლიტიკა. სხვა საქმეა, რომ გამოცხადება ადვილია, ვიდრე გაკეთება: განა ტყუილად ვლოცულობდით ერთ ქვეყანაზე?
მაგრამ პროცესი დაიძრა. ეს ამას ევროპაშიც განსაკუთრებული ყურადღებით ეგებებიან. ამ აზრით მე ჩვენს მომავალს თავშდაჯერებული ოპტიმიზმით ვუცქერი, რუსეთის მომავალს კი უკიდურესი პესიმიზმით.

– რა თემებს ეხებით თქვენს წიგნში?
– ჩვენ განვიხილავთ პერიოდს მე-17-ე საუკუნის დასასრულიდან სსრკს- დაშლამდე. პირველ ნაწილში „ბელორუსები ორთავიანი არწივის ჩრდილში“ – მოთხრობილია რეჩპოსპოლიტას დაყოფა, მეორე იწოდება „ბელორუსები რევოლუციური ბოლშევიზმის ეპოქაში“, რომლის დასასრულსაც დავარქმევდი მთავარი ბოლშევიკის ი. ბ. სტალინის სიკვდილს. მესამე ნაწილი – „ბელორუსები ლიბერალური სოციალიზმის ეპოქაში“ – აქ „ლიბერალური სოციალიზმი“ ბრჭყალებში უნდა ჩავსვათ, რამდენადაც არავითარი ლიბერალიზმი არ ყოფილა. მაგრამ სტალინშინის საშინელ ეპოქასთან შედარებით შეინიშნებოდა რაღაც შემსუბუქება, ყოველ შემთხვევისთვის, დასჯა, მასიური „ჩასმები“ და ბარაკებში საყოველთაო ცხოვრება დამთავრდა. თუმცა ჩემის აზრით, სოციალიზმის ნამდვილი სახე – ცხოველთა სალაფავია.
დასასრულს მე დავასახელებ: „ჰომო სოვეტიკუსს: ბელორუსული ვარიანტი“. მასში მოთხრობილია თუ რა არის “ჰომო სოვეტიკუს” საერთოდ და “ბელორუსული ჰომო სოვეტიკუსი” ძირითადად. ეს არის ადამიანი, რომელიც, მიუხედავად დაბადების ადგილისა, ეთნიკური კუთვნილებისა და მოქალაქეობისა აცნობიერებს საკუთარ თავს არა ბელორუს ხალხს, მის კულტურასა და ტრადიციებს, არამედ ცხოვრობს რუსულ-საბჭოური ღირებულებებით. აი ასეთია წარმომავლობის უარმყოფელი ივანე.

მოზრდილი თავია მიძღვნილი ბელურუსიის ეროვნული ინტელექტუალური ინტელიგენციის განადგურებისადმი 30-იან წლებში. ავტორმა პირველმა განალაგა თაროებზე, თუ რატომ ხდებოდა ეს, და რა აზრი იდო ამაში. ადრე ვერვინ ვერ შეძლო რეპრესიების ტალღებად განლაგება, ყოველივე მათგანში თავისი საქმის გამოყოფით: მაგალითად, „ბსდგ-ს საქმე“, ბელორუსიის მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიის საქმე“, „ტროცკისტ-მავნებლების საქმე სატრაქტორო ცენტრში“.

რატომ კეთდებოდა ეს? სტალინს კარგად ესმოდა, რომ თუ არ ჩაახშობდა ყველა რესპუბლიკაში ეროვნულ მოძრაობებს, მაშინ საბჭოთა კავშირი დაეშლებოდა როგორც კარტონის სახლი. ის დაიმსხვრეოდა ჯერ კიდევ 1941 წლის ზაფხულში.

მაგრამ არცერთ ეროვნულ რესპუბლიკაში ინტელიგენციის განადგურების პროცესი არ ყოფილა ისეთი მასშტაბური, როგორც ბელორუსში. და არცერთ რესპუბლიკაში რუსიფიკაციის პროცესი, სამწუხაროდ, ისე შორს არ წასულა, როგორც ჩვენთან.

– მაგრამ რისთვის იყო საჭირო ავტორისეული ტექსტის რუსულად გადათარგმნა? უფრო ლოგიკური არ იქნებოდა, რომ წიგნი ბელორუსების შესახებ გამოცემულიყო თვით ბელორუსულად?

– მე ვთვლი, რომ ბელორუსიის ის მოქალაქეები, რომლებიც შეიძლება მივაკუთვნოთ ეროვნული თვითშეგნებულთა რიცხვს, პრინციპში არ საჭიროებენ ამ წიგნს. მათ დიდ თუ მცირე ხარისხში ეს ყველაფერი იციან. ეს წიგნი კი სხვებისთვისაა.

ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ამ წიგნს წაიკითხავენ სხვა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში, ამიტომ არის იმპერიული ურთიერთობები აქტუალური ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვა 14 ქვეყანაშიც. სასურველი იქნებოდა, რომ მას რუსეთშიც გაცნობოდნენ.

– გსურთ მოსწმინდოთ ცხვირი რუს იდეოლოგებს?

ჩვენ ყველაზე ნაკლებად ვფიქრობდით რუსებთან დავაზე, რადგან ეს აბსოლუტურად არასაიმედოა – ისინი უბრალოდ დაბრმავებულები არიან თავიანთი სიდიდით, თუნდაც ილუზორულით. ამიტომ ჩვენ მხოლოდ დადებითად და ლოგიკურად გადმოვეცით საკუთარი აზრი უდიდეს ფაქრობრივ მასალაზე დაყრდნობით. ბოლოს და ბოლოს, რატომ უნდა გვაღელვებდეს რუსი იდეოლოგების ბრალისდება?

მონიტორინგის განყოფილება.
КЦ

თარგმნა ალ. სანდუხაძემ

 

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s