Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

• “რუსი” ეს მხოლოდ და მხოლოდ ცენტრალური უკრაინის ტერიტორიაა

  “რუსი” ეს მხოლოდ და მხოლოდ ცენტრალური უკრაინის ტერიტორიაა

ზოგიერთი იდეოლოგი ცდილობს უკრაინელები და მათი ენა მიაწეროს რაღაც უცხოურ გავლენას „საერთორუსულს“, ხან თურქულს, ხან პოლონურს. განსაკუთრებულად პოპულარული ეს თეზისი რუსეთის იმპერიის დროებში იყო, როდესაც იმპერიულ მოღვაწეებს შეეძლოთ ელაპარაკათ, რაც სურდათ, სხვა რამეზე კი სდუმდნენ.

დღეს ეს თეზისი ჯერ კიდევ არ მოხსნილა ყოველდღიურობიდან, თუმც გააჩნია მთელი რიგი ლოგიკური ნაკლოვანებები. პირველყოვლისა, თურქების განსაზღვრული გავლენა კიევის რუსეთზე მიმდინარეობდა უკვე თავად იაროსლავ ბრძენის დროს. ესე იგი გამოდის, რომ ამ გავლენას ადგილი ჰქონდა კიევის რუსეთის დიდი აყვავების პერიოდში XI-XII საუკუნეებში. მეორე, თურქების გავლენა, როგორც მონღოლებისა, გაცილებით ძლიერ დასტურდება თვით რუსეთელების შემთხვევაში. მაგალითად, ჩამოსული რუსეთის დედაქალაქში, თქმა არ უნდა ვოლგისპირეთის ქალაქებს, თქვენ საკუთარი თვალით შეგიძლიათ დაინახოთ ეს გავლენა.

კონცეფციას პოლონელების განსაზღვრული გავლენისა უკრაინაზე, როგორადაც საშინელი არ უნდა იყოს, სერიოზულად იღებს ბევრი რუსეთელი, თუმც ამ თეორიის არგუმენტები მეცნიერულად აბსურდულია. 

 არავის არასდროს არ შეუძლია ახსნას, როგორ შეიძლება შეიცვალოს ხალხის ენა სულ რაღაც 80 წელში. როცა უკრაინული სალიტერატურო ენის ფუძეს წარმოადგენს პოლტავის და ჩერნიგოვის კილოები, ეს ტერიტორიები კი პოლონეთის შემადგენლობაში იყვნენ მხოლოდ 1569-1648 წლებში. ამ დროის განმავლობაში ბევრმა ადამიანმა ვერ მოასწრო ერთი ცოცხალი პოლონელის დანახვაც კი, არათუ მამაპაპათა ენის შეცვლა. ყოველივე ამასთან, უკრაინული ენის განადგურების მეთოდები რუსეთის მხრიდან იყო მნიშვნელოვნად სასტიკი, ვიდრე პოლონეთის მხრიდან, ბოლო უკანასკნელი ორი საუკუნის განმავლობაში კი ჩართეს კიდევ უფრო მძლავრი რუსიფიკატორული გავლენა საერთო არმიისა, ინფორმაციის მასობრივი საშუალებებისა და ა.შ. ამას გარდა, რატომ იცავდნენ ასე გააფთრებით თავიანთ თვითმყოფადობას უკრაინელები, სახელდობრ პოლონელთაგან? და ასე გააფრთებით რატომ იცავდნენ ამ თვითმყოფადობას პოლონელთაგან დასავლეთ უკრაინელები, თითქოსდა უფრო მეტად პოლონიზირებულნი? 

 რუსული და უკრაინული ენების წარმომავლობა შესაძლებელია აიხსნას ეთნიკური პროცესებით. რუსეთის ტერიტორიაზე პირველი სლავები გამოჩნდნენ განსაკუთრებით მცირე ხნის წინ. ესენი იყვნენ ვიატიჩები და რადიმიჩები ცენტრალურ რუსეთში და სლოვენები ნოვგოროდში. ეს ტომები წააწყდნენ იქ მრავალრიცხოვან ფინურ ტომებს: ჩუდებს, ვესებს, მურებს, მერებს, მორდვებს, ჩერემისებს, ბოტიაკებს, პერმებს, ზირიანებს და ა. შ., რომლებსაც უკვე მაშინ გააჩნდათ თავიანთი ქალაქები. კიეველ ჟამთაღმწერლებს ვიატიჩები და რადიმიჩები არც კი შეუტანიათ სლავი ტომების სიაშიც კი, შესაძლოა მათი პოლონური წარმომავლობის გამო ან, რაც სარწმუნოა, იმიტომ რომ ეს ტომები მატიანის დაწერის მომენტში უკვე აირივნენ ფინ-უგრებში.

თანამედროვე რუსული ენა – სლავური წარმოშობით, თუმც გააჩნია ზოგიერთი ნიშანი, ფინო-ურული ენებისათვის დამახასიათებელი: რუსეთელების დიდი ნაწილისათვის დამახასიათებელი „аканье“, შეწყვილებული სიტყვების გავრცელებით, სპეციფიკური ფილოლოგიური კონსტრუქციებით, ძირითადში, გვარის განთავსება სახელის წინ და ა. შ. რუსული ენის სლავურობა შეიძლებოდა წარმოშობილიყო სამი გზის მეშვეობით: ვიატიჩებისა და როდიმიჩების წყალობით, თავადებისა და კიევის სლავური მოსახლეობის გადასახლებით  ან მესამე გზით – ადგილობრივი ფინურ-სლავური მოსახლეობის ხელოვნური საეკლესიო სლავური ენის (ე.წ. „ძველსლავური“) წყალობით, რომელიც გამოიყენებოდა რელიგიური მსახურებისას და სამმართველო აპარატში.  

 უკრაინელი მეცნიერების უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ რუსული ენა ჩამოყალიბდა პირველ რიგში სწორედ მესამე გზით – ადგილობრივი მოსახლეობის საეკლესიოსალვური ენის ადაპტაციის ხარჯზე, დანერგილი ეკლესიისა და ხელისუფლების მიერ. თუმც არ საჭიროებს სალვური მოსახლეობის გადასახლების როლის დამცრობას რუსეთში საეკლესიოსლავური ენის დანერგვის პირვანდელ პერიოდში.

საეკლესიოსლავურმა ენამ თანდათანობით გამოდევნა თანამედროვე რუსეთის ტერიტორიაზე ფინურ-უგორული დიალექტები, მაგრამ ამასთანავე შეისრუტა თავის თავში მახასიათებელი თავისებურობები. ანალოგიური პროცესები მიმდინარეობდა რომის იმპერიაში, სადაც მეტად სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის ხალხები –ფრანგების, ესპანელების, პორტუგალების, იტალიელების, რუმინელების წინაპრებმა, – მიიღეს ლათინური ენა და ადაპტირებულ იქნენ მასში, თანდათანობით აყალიბებდნენ საკუთარ ენებს. ახლად შექმნილი რუსული ენა ნებას რთავდა გაეგოთ ერთანეთისათვის სხვადასხვა წარმოშობის ეთნოსებს.  

 საჭიროებს ავღნიშნოთ, რომ რუსეთად იმ დროისათვის იწოდებოდა მხოლოდ დრევანდელი კიევის, ჟიტომირის, ჩერნიგოვის და პოლტავის ოლქები. “რუსი” ეს მხოლოდ და მხოლოდ ცენტრალური უკრაინის ტერიტორიაა, თუმც XII საუკუნის ბოლოდან რუსად იწოდება დასავლეთ უკრაინაც. დანარჩენი მიწები რიურიკების კონტროლის ქვეშ (ზასელიე, ნოვგოროდი, პოლოცკი, ფსკოვი და ა. შ.) რუსად არ ითვლებოდა. IX საუკუნის სლავიანელი განმანათლებლების კირილესა და მეთოდეს მიზანი იყო ხელოვნური ენის შექმნა, რომელსაც გაიგებდა ყველა სლავი, ბოლგარებიდან ჩეხებამდე და მორავებამდე, საეკლესიო სლავური შექმნილი იყო ბულგარული ენის სოლუნის დიალექტზე. ის გამოიყენებოდა საერთაშორისო ხარისხში ბოლგარებს, სერბებს, ხორვატებს, მორავებს და აგრეთვე კიევის რუსეთს შორის. XVII საუკუნისათვის ის გამოიყენებოდა აგრეთვე სამწერლო და რელიგიურ ენად არა სლავური ხალხებისათვის მოლდოვასა და ვალახეთში. 

 რუსი ისტორიკოსი კლუჩევსკი განსაკუთრებულობით აღნიშნავდა კიევის რუსეთში წარმოთქმას: ოკანიე: ზმნების რბილი დაბოლოება მესამე პირში ორივე რიცხვისათვის («пишеть», «имуть»); „გ“ წარმოითქმებოდა როგორც ფშვინვიერი ლათინური „ჰ“ და ა. შ. ყოველდღიური, ყოფითი სახალხო ენა არის სათავადო, კანონმდებლობით კრებულში „რუსსკაია პრავდა“-ში მაგრამ განსაკუთრებით ყოფით წარწერებში და სათავადო სიგელებში.

 ეს ტექსტები იქმნებოდა იმისათვის, რომ მოსახლეობას ის სწორად და ერთმნიშვნელოვანად გაეგო. სწორედ ეს, სათავადო სიგელებში, იარაღზე, ჭურჭელზე და ა. შ. დაწერილი ტექსტები ყველაზე მეტად ახლოა უკრაინულ ენასთან. შესაძლებელია იდენტიფიცირებულნი იქნეს, როგორც პირველადი უკრაინული. ძველ მატიანეებში, საეკლესიოსლავურად დაწერილებში,  არის მრავალრიცხოვანი უკრაუნული ახსნები: криниця, рілля, вовна, гребля, лагодити, глек, коваль, кожух, яруга, не доста, жалощі, година, брехати, туга, теля, тын, наймит, бчелы, гостинець «шлях», пакощі, око, господар, волога და სხვა მრავალი. კიევის თავადი ვლადიმერ მონომახი შესანიშნავად ფლობდა საეკლესიოსლავურ ენას, მაგრამ მისი ბავშვების წერითი მეცადინეობისას არ შეეძლო თავი აერიდებინა უკრაინულ სიტყვებს: дивоватися, ирий, убогый в значении, «бедный», чинить, сторож, паробци, гадальщик, липши, дамба, отсечь, леность, погыбаеть, стыд, вдовицю и др.  Существительные в дательном падеже единственного числа принимают характерные для украинского языка окончания -ови/-овЂ, -еви/-е†— — мужеви, Моисееви, Богови, кесареви, Романови, Володареви, коневи, голубеви, по Ручаеви, монастыреви, волови. 

 საკუთარი სახელები რუსში, რომლებიც მატიანეებში გვხვდებიან, აგრეთვე ტიპიური უკრაინული: Дмитр, Василий, Василько, Володымер, Олекса, Елена, Михалко და სხვები, ისევე როგორც გეოგრაფიული და საკუთარი სახელწოდებები  — кыяне, Лыбидь და ამის მსგავსები. მატიანეებში რიურკოვების დინასტიის თავადებისა და თავადის ქალების სახელებს შორის ყველგან, მოსკოვურ მიწებზეც XV საუკუნემდე გვხვდება ისეთი ტიპიური უკრაინული სახელები როგორიც არის Иванко, Василько, Володымер, Елена.  აღსანიშნავია, რომ რუსეთელების წინაპრები თავადებს მიმართავდნენ უკრაინული ენისათვის დამახასიათებელი წოდებითი ბრუნვით: «княже», თავად ქალს კი «княгыне». ყველა მატიანეში უპირატესობს სრულხმოვანობა, დამახასიათებელი უკრაინული ენისათვის – Володыслав, Володымер, плен, ворожда და ამის მსგავსი. მატიანეებში არის აგრეთვე თვეების ადგილობრივი დასახელებანიც – серпень и грудень (აგვისტო და სექტემბერი).

თანამედროვე უკრაინელი მეცნიერების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ უკრაინული ენა აღმოცენდა დაახლოებით ჩვენი წელთაღრიცხვის პირველი ათასწლეულის შუა საუკუნეებიდან. ეს ენა, მიუხედავად რიგი დიალექტიკური განსხვავებებისა, ლოკალიზდებოდა ანტების ტომების კავშირის საზღვრებში IV-VII საუკუნეეებში. სახელდობრ ამ ისტორიულ მომენტში ეს კავშირი ზემოქმედებას ახდენდა სლავიანურ რომებზე უკრაინის ტერიტორიაზე. იმ დროისათვის არც თანამედროვე რუსეთის ტერიტორიაზე, არც ბელორუსის ტერიტორიაზე სლავური ტომები უბრალოდ არ იყვნენ. 

 რუსეთში რუსული ენა აღმოცენდა პირველ რიგში საეკლესიო სლავიანურ ენის საფუძველზე, რომელიც შეიქმნა განმანათლებლების კირილესა და მეთოდეს მიერ და რომელიც მოტანილ იქნა რიურიკების დინასტიის თავადების და მათი შთამომავლების ადგილობრივი ტომების გაქრისტიანების შემდეგ და სლავიან-ფინო- უგრული ადაპტირებული ნარევი მოსახლეობის მიერ. უკრაინული ენა უკრაინაში აღმოცენდა ადგილობრივი ძველი სლავური დიალექტების საფუძველზე. უკრაინამ შემოინახა ათასზე მეტი კავშირი სხვა ცოცხალ სლავურ ენებთან. ამიტომაც უბრალო უკრაინელები უგებენ პოლონელებსაც, ბულგარებსაც და ხორვატებსაც. უბრალო რუსეთელები კი ხშირად უკრაინულსაც კი ვერ იგებენ. ამისათვის კი საჭიროა აღინიშნოს – რუსული ენა არ არის უკრაინულის დიალექტი და უფრო მეტიც, არავითარ შემთხვევაში პირიქით. შესაძლებელია, ამ უბრაოლო ფაქტის კონსტატაცია და ამ ორი ენის წარმოშობის გარემოების გაგება საშუალებას მოგვცემს ენობრივი დისკუსია მეტად დამაჯერებელი და არგუმენტირებული რომ გახდეს. 

 Александр Палый, историк

УНСО, Сумы

 

იხილეთ აგრეთვე

  როგორ მიმდინარეობდა უკრაინის რუსიფიკაცია

 

 არარუსული რუსული ენა. არასლავური რუსეთი

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s