Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

• თათრების ეროვნული უფლებები წყდება სასამართლოში

თათრების ეროვნული უფლებები წყდება სასამართლოში

ქ. ნაბერეჟნიე ჩელნის (თათარისტანი) თათრეთის საზოგადოებრივი ცენტრის ხელმძღვანელის რაფის კაშალოვის ინტერვიუ უკრაინულ გაზეთში.

– გამარჯობათ ბატონო რაფის! მადლობთ ჩემი თხოვნით წარმოდგენილი თქვენი საბრალდებლო დასკვნისათვის. ამ მასალების გაცნობისას, გამიჩნდა სურვილი დაგისვათ რამდენიმე კითხვა. ამ დასკვნის პირველ ფურცელზე წერია “რ. რ. კაშალოვმა თავისი ქმედებით საზოგადოებრივად საშიში შედეგების შექმნის სურვილით, ჩაიდინა დანაშაული კონსტიტუციური წყობილებისა და სახელმწიფოს უშიშროების წინააღმდეგ – ქმედებანი მიმართული სიძულვილისა და მტრობის გაღვივებით, აგრეთვე ეროვნული ნიშნის მიხედვით ჯგუფების ღირსების დამცირებით, რელიგიასთან დამოკიდებულებით, ჩადენილი საჯაროდ…”.
ეთანხმებით კი გამომძიებელ რ.ი. გალიმულინის დასკვნის მითითებულ ციტატას?

– საღამო მშვიდობისა! მადლობას მოგახსენებთ. ამ სისხლის სამართლის საქმისადმი ყურადღებისთვის.. ადრე თქვენმა კოლეგამ უკრაინიდან დმიტრო დობრიმ აიღო ჩემგან ინტერვიუ და გამოაქვეყნა სტატია “თათრეთის დამოუკიდებლობა კვდება “სიზო”-ში”. შეიმჩნევა, რომ ჩემგამ ინტერვიუებს ღებულობენ ჟურნალიტები ახლო და შორეული საზღვარგარეთიდან, ხოლო რუსეთისა და სათათრეთის ჟურნალისტებმა მიიღეს სირაქლემას პოზა.

პროკურატურის გამომძიებელი რუსტემ გალიმულინმა მოახდიანა ამ სისხლის სამართლის საქმის ფაბრიკაცია სპეცსამსახურების მითითებით. ბოლო შეხვედრისას ის მებოდიშებოდა და მითხრა, რომ ის პატარა კაცია და მუშაობდა ბრძანებით.

სათათრეთის საზოგადოებრივმა ცენტრმა ყოველკვირეულ საქალაქო შეკრებაზე მიიღო გადაწყვეტილება, გააკეთოს საპროტესტო პიკეტი მღვდლის განუკითხაობის წინააღმდეგ, რომელმაც მუსულმანი თათრების ახალშობილებილები 2008 წლის 18 იანვარს სამშობიარო სახლში მონათლა. მშობლებმა და სხვა ადამიანებმა, გაიგეს რა ეს განუკითხაობა, გამოვიდნენ მღვდლის დასჯის მოწოდებით. სიტუაციის სერიოზულობის გათვალისწინებით, ქ. ნაბერეჟნიე ჩელნში, ჰესის დასახლებაში N1 სამშობიარო სახლთან ახლოს მოეწყო საპროტესტო პიკეტი, რომელშიც მონაწილეობდნენ ცენტრის აქტივისტები, ქალაქის მუსულმანები და პიკეტის ჩატარების შემდეგ იმავე დღეს გავრცელებულ იქნა განცხადება “უარი ქრისტიანიზაციას!”, რამაც გამოიწვია ჩემს წინააღმდეგ ამ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა.

ადრე, გამართულ აქციამდე პრეზიდენტს, სათათრეთის პროკურატურას და ჯანდაცვის სამინისტროს დაეგზავნა წერილები შეურაცყოფილი დედების მიერ. ხელისუფალთა გულგრილობამ გვაიძულა ჩვენ საპროტესტო აქციის ჩატარება და მიმართვის დაწერა.

“ჩაიდინა დანაშაული კონსტიტუციური წყობილების და სახელმწიფოს უშიშროების წინააღმდეგ” – ეს სიტყვები ჩემი და სათათრეთის საზოგადოებრივი ცენტრის მიმართ არის პროვოკაცია. ჩვენ მივმართეთ სახელისუფლების სტრუქტურებს მოცემული პრობლემის გადასაჭრელად, მაგრამ მათგან არანაირი პასუხი არ ყოფილა.
ახლა ვუპასუხებ თქვენს კითხვას. ეს მყვირალა, მაღალი ბრალდებები არაფერს არ ეფუძნება და არ მოტივირდება. მე მარტოსული არ ვარ, მე ვარ ერთ-ერთი და ხელმძღვანელი თათრეთის ხალხის ეროვნული მოძრაობისა.

ჩვენი სურვილი და მიზანია – ჩვენი ხალხის უფლებებისა და ინტერესების დაცვაეს არის მშობლიური ენისა და კულტურის შენარჩუნება, ახალგაზრდა, მოზარდი თაობის აღზრდა ჩვენი ხალხის საუკეთესო ტრადიციების სულისკვეთებით. ამ მიზნის მისაღწევად ჩვენ გვჭირდება ეროვნებათშორისი და რელიგიათაშორისი მშვიდობა, ურთიერთგაგება, თანამშრომლობა.

– თქვენ სათათრეთის საზოგადოებრივი ცენტრის ხელმძღვანელის ხარისხში ბრალი გედებათ ჩადენილ დანაშაულში, რფ სსკ § 282 I ნაწილით სტატიებისათვის – „პეტრე I-ის საიდუმლო ანდერძი“, „რუსეთის განსაკუთრებული გზა“, „ მიმართვა ისლამური კონფერენციის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს ეკმელედდინ ისახანოღლის“, „ახალი სახელმწიფო ტერორის ეპოქა რუსეთში“, „ ყარაჩაელ-ბალყარელი ხალხის დეპორტაციის 64 წლისთავი“. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, თქვენ არ ხართ ამ წერილების ავტორი, რისი თქმა შეგიძლიათ ამის შესახებ?

– დიახ, ზემოთ ხსენებული წერილები არ არის ჩემი დაწერილი, მაგრამ წაკითხული და განხილული იქნა სათათრეთის საზოგადოებრივ ცენტრში და განთავსებულ იქნა ნჩო ტოც-ის ბლოგზე, რომლებიც ჩვენთვის უცნობი მიზეზების გამო მიმდინარე მომენტში დახურულია. იმ დროისათვის ბლოგს დღეში ათვალიერებდა 200–1200 ადამიანი. მათი უმრავლესობა სტოვებდა დადებით გამოხმაურებებს. იგივე მართლმადიდებლები: რუსები, უკრაინელები, ბელორუსები, თურქები, უნგრო-ფინური ხალხები. ჩვენი პუბლიკაციები არ ქვეყნდება სათათრეთის მრავალრიცხოვან მასობრივ საინფორმაციო საშუალებებში, ასევე ინტერნეტში, კერძოდ გლოგები არის ინფორმაციების გაცვლის საშუალებები, მოგვიწია მათით სარგებლობა.

წერილების შესახებ. „პეტრე პირველის საიდუმლო ანდერძი“, ტექსტის ავტორია ახმეტ ზაკიროვი, ეს სტატია შედგენილია ისტორიული ფაქტების საფუძველზე. ადრე ეს სტატია ქვეყნდებოდა გაზეთებში „სუვერენიტეტი“, „დამოუკიდებლობა“, აგრეთვე სხვა მრავალ გაზეთსა და ბროშურაში. ამ სტატიის მქონეთა რიცხვმა შეადგინა 2,5 მილიონი. არც წარსულში, არც აწმყოში, მიუხედავად ამ სტატიის წამკითხველთა ასეთი დიდი რაოდენობისა, არ ყოფილა არცერთი ფაქტი წინააღმდეგობისა ეროვნულ ნიადაგზე მოცემულ ტექსტთან მიმართებაში.

“რუსეთის “განსაკუთრებული” გზა”, სტატიის ავტორია მუსულმანი გამილ კამალეტდინოვი. მუსულმანის მსოფლმხედველობა და შეხედულება უნდა შეესატყვისებოდეს ღვთიურ მოცემულობებს, გადმოცემულს ყურანში. მუსულმანის ცხოვრებისეული სახე ყალიბდება ყურანის მეშვეობით, სუნის საფუძველზე. ისლამზე დაყრდნობით, მას მოჰყავს ასეთი სიტყვები “უღმერთობის შედეგად რუსეთის იმპერიაში იფურჩქნება ლოთობა, ნარკომანია, გარყვნილება, კორუფცია. რამდენი მიტოვებული ობოლი ბავშვებია, რამდენი არასრულფასოვანი ბავშვი იბადება. ისლამური სამყარო არ იცნობს ასეტთ ტრაგედიასა და უბედურობებს”. რაში სტყუის ის?

“მიმართვა ისლამური ორგანიზაციების კონფერენციის გენერალური მდივნის ეკმელედდინ იხსანოღლუსადმი”, ამ მიმართვას ხელი მოაწერეს ნდპ “ვატან” მოხამმატ მინჩაევმა (ქ. მოსკოვი), თათრეთის საზოგადოების “საზოგადოება თათარსტან”–ის პრეზიდენტმა რინატ ვალიევმა (ქ. სანკტპეტერბურგი) და მე. ჩვენთან სათათრეთის საზოგადოებრივ ცენტრში, მოგვმართეს მუსულმანებმა ბაშკირტოსტანიდან, სამარიდან, ორენბურგიდან, სათათრეთიდან, ულიანოვსკიდან, მოსკოვიდან თხოვნით, მოგვემზადებინა მიმართვა მუსულმანური წიგნების დაცვის შესახებ, რომლებიც სასამართლოთა გადაწყვეტილებით დაექვემდებარნენ დაწვას. როგორც ხედავთ, ჩვენი მიმართვები არ იწერება უბრალოდ გასართობად, ისინი დაფუძნებულია ხალხის აზრზე და არა მარტო თათარი ხალხის აზრზე.

ციტატა მოცემული მიმართვიდან:

“იქ სადაც სწვავენ წიგნებს, საბოლოო ჯამში სწვავენ ადამიანებს, – აღნიშნა იმის შემდეგ, რაც მისი წიგნები დაიწვა ნაცისტების მიერ, გერმანელმა მწერალმა ჰაინრიხ ჰაინემ. მისი წინასწარმეტყველება ასრულდა. ბევრი იმდროინდელი ავტორთაგანი, რომელთა წიგნები საჯაროდ იქნა დამწვარი, განიცდიდნენ დევნას, იძულებული ხდებოდნენ თავი დაეღწიათ ემიგრაციით, ზოგიერთები ფიზიკურად იქნენ განადგურებულნი, ფილოსოფოსი და პუბლიცისტი თეოდორ ლესსინგი დახვრეტილ იქნა ემიგრაციაში მას შემდეგ, მალე მას შემდეგ, რაც გერმანიაში დაწვეს მისი წიგნები მოედნებზე. პაციფისტი და ნობელის პრემიის ლაურეატი კარლ ფონ ოსეცკი წამებულ იქნა საკონცენტრაციო ბანაკში. ამ დროისათვის ადოლფ ჰიტლერის და სხვა რუსი ფაშისტების წიგნები იყიდება წიგნების დახლებზე რუსეთში“

ახალი სახელმწიფოებრივი ტერორის ეპოქა რუსეთში“ – ამ წერილის ავტორი არის სერგეი კრიუკოვი ულიანოვსკიდან, მას მხარი დავუჭირეს ფარიტ ფახიმოვმა უკრაინიდან, იუნუს კამალუტდინოვმა კაზანიდან, ანატოლი ფლოროვმა მოსკოვიდან, მუხამატ მინაჩიოვმა მოსკოვიდან, აირატ შარიპოვმა უფადან, ზაკი ზაინულიმ კაზანიდან, ალსუ ვალეევმა სანკტ პეტერბურგიდან, და მე თვით.

ციტატა მოცემული მიმართვიდან:
„საკმარისისა მსწრაფლ გადაავლოთ თვალი რუსეთის ქალაქებისა და დასახლებების ქუჩებს, შენობების კედლებს, რომლებიც მოხატულია ფაშისტური სვასტიკებით და წარწერილია ნაციონალისტური და ანტირელიგიური ლოზუნგებით, ასეთ სახელგატეხილ მრავალეროვნულ, მრავალეთნიკურ, მრავალკონფესიურ ქვეყანაში, როგორიც თანამედროვე რუსეთია, „რუსეთისათვის – რუსული წესრიგი“, „რუსეთი – რუსებისათვის“, „სიკვდილი ჩურკებს“, „სიკვდილი ებრაელებს“, „დაასველე ჟიდები – გადაარჩინე რუსეთი“, „მუსულმანები – რუსეთის მტრებია“, „სიკვდილი მუსულმანებს!“, „განთავისუფლდეს გტრკ „სამარა“ თათრული უღლისაგან“ „დასცხე თათრებს“

ნათელია, ჩვენ ჩვენი მოწოდებებით გამოვედით იმის წინააღმდეგ, რომ რუსი ფაშისტები სცემენ და კლავენ არარუსებს. ვიცოდით რა ამის შესახებ, რომ ხელისუფალნი თვალებს ხუჭავენ ამაზე, მაგრამ ერთდროულად ამავე ფონზე სასტიკად იხშობა საზოგადოებრივი, პოლიტიკური, უფლებათა დამცველი ორგანიზაციები, რომლებიც მსოფლიოში ატარებენ ცივილიზებულ ღონისძიებებს.

ყარაჩაელ-ბალყარელი ხალხების დეპორტაციის 64 წლისთავი“, მოცემული ტექსტი ამოღებულია „ია”(იჩქერია ინფო)–დან და ბლოგზე განთავსებულ იქნა ყარაჩაელ-ბალყარელი ხალხების თხოვნით.

ციტატა მოცემული წერილიდან:
1944 წლის 8 მარტი, შესრულდა 64 წელი მოძმე ყარაჩაელ-ბალყარელი ხალხის დეპორტაციიდან. ეს არ არის ყარაჩაელ-ბალყარელთა დეპორტაციის უბრალო დღე, ეს არის დღე ეროვნული ტრაგედიისა, როდესაც გადასახლებისას შიმშილისა და სიცივისაგან, სხვადასხვა დაავადებებისაგან ყაზახეთისა და ციმბირის ველებში დაიღუპა ყარაჩაელთა და ბალყარელთა ნახევარი.
თავიანთი თანამედროვე ისტორიის მანძილზე ამ ხალხებს არ განუცდიათ მსგავსი უბედურება. კავკასიის ხალხების, ყირიმელი თათრებისა და ვოლგისპირელი გერმანელების დეპორტაციის განხორციელების განსაკუთრებულობა მდგომარეობს იმაში, რომ ისინი დედაწულიანად იქნენ გასახლებული მკაცრად ეთნიკური ნიშნის მიხედვით“.

ყაზანისა და მოსკოვის ექსპერტების ნიკოლაევას, ფლოროვას, ზალუსტოვას და კრეიჩის ექსპერტიზები უჩვენებენ, რომ სტატიებში „ახალი სახელმწიფო ტერორის ეპოქა რუსეთში“, „ყარაჩაელ-ბალყარელი ხალხის დეპორტაციის 64 წლისთავი“ შეიცავენ ეროვნული შუღლის გაღვივებას. ეს მტკიცებულებები საერთოდ არ არსებობენ სინამდვილეში.

რაც შეეხება რუსეთში მზარდ ფაშიზმს და მის მიმართ ყურადღებას და ექსპერტთა მხრიდან ცილისწამებებს ჩვენთან მიმართებაში გვიჩვენებენ, რომ ისინი თვით უჭერენ მხარს ქუჩის ბანდიტებს, და აგრეთვე მათ მიერ ეროვნული შუღლის გაღვივებას. მეორე წერილის შესახებ შემიძლია ვთქვა: „დეპორტაციის წლებში, განადგურდა ათეულ-ათასობით კავკასიელი (ჩეჩნები, ინგუშები, ყარაჩაელები, ბალყარელები) ყირიმელი თათრები, და აგრეთვე ათეულობით სხვა ხალხი ყოფილი საბჭოთა კავშირისა.. მაშინ ტოტალიტარულ რეჟიმში განადგურდა ათეულ-ათასობით ბავშვი და მათი მშობლები, ფეხმძიმე ქალები, მოხუცები.

ამ ტრაგიკული წლების გახსენებისას ჩვენ მოგვმართეს კავკასიელი ხალხების წარმომადგენლებმა, რათა ბლოგ ტოც-ზე განგვეთავსებინა დეპორტაციის ისტორიული ფაქტი. მე მაძრწუნებს ის რომ, ექსპერტებმა ნახეს „დანაშაული“ ამ სტატიის ბლოგზე გამოქვეყნებით. მათ დასკვნებს ვაფასებ, როგორც ცილისწამებასა და შეურაცყოფას დაღუპულთა ხსოვნისა და დღეს ცოცხალი მათი ახლობლებისა, რომელთაც იწვნიეს დეპორტაცია.

გავიხსენოთ ცოტა ხნის წინანდელი საგაზო წინააღმდეგობები რუსეთსა და უკრაინას შორის. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ამ კონფლიქტში თქვენმა უკრაინელმა ექსპერტებმა, ეკონომისტებმა და პოლიტიკოსებმა დაადასტურეს თავიანთი სიმართლე, რუსეთის მხრიდან იყო იგივე. მაგრამ გადაწყვეტილება ნეიტრალური მხარეებიდან დაიწყო, ესეიგი ევროპელი ექსპერტებისაგან.

მე ვფიქრობ, რომ მოცემულ შემთხვევაში ექსპერტები არ უნდა იყვნენ არც რუსები და არც თათრები, ისევე როგორც გაზის კონფლიქტის დროს, ჩვენს ადვოკატებს სვეტლანა სიდორნკინასა და რუსტემ ბალიულინს მოუწევთ მიმართონ ნეიტრალურ სპეციალისტებს. ჩვენთვის აღმოცენდა დადებითი მომენტი, ცოტა ხნის წინ გაერო-ს წარმომადგენლები ადამიანის უფლებათა დარგში დაინტერესდნენ პირობითი საქმით ნომერ 196 591 და გამოითხოვეს დოკუმენტები.

შეუძლებელია დაიცვა ერთი ადამიანის უფლებები, როდესაც ირღვევა მთელი ხალხის უფლებები, რომელსაც ის მიეკუთვნება. თქვენი დოკუმენტების გაცნობისას, როგორც გავიგე, რუსეთის მთავრობა რატომ განაგრძობს გამიზნულად არარუსი ხალხის ეროვნული და რელიგიური უფლებების დარღვევას?

– მე თქვენ დამისვით ძალიან რთული კითხვა, მაგრამ მე მოგახსენებთ საკუთარ ხედვას. რუსეთის კონსტიტუციის 14 სტატიაში ნათქვამია, რომ რუსეთის ფედერაცია – ზეპური სახელმწიფოა და არცერთი რელიგია არ შეიძლება დადგეს სახელმწიფო ან აუცილებელ რელიგიად. რელიგიური გაერთიანებები გამოყოფილია სახელმწიფოსაგან და თანასწორნი არიან კანონის წინაშე. მაგალითისთვის, საბჭოურ წლებში გამონათქვამისათვის „არა კომუნიზმს“, ადამიანი ექვემდებარებოდა განადგურებას, უკეთეს შემთხვევაში მას ელოდა ფსიქიატრიული საავადმყოფო. ჩვენ კი გამოვედით „პროტესტით „არა ქრისტიანიზაციას“, როგორც ვხედავთ ამ ორი სისტემის გზები მიდიან პარალელურად.

ჩვენ ეჭვი არ გვეპარება ჩვენი ქმედებების სამართლიანობაში, რომ ჩვენს მიერ ჩატარებული აქციები, წერილები და მიმართვები მიმართულია ჩვენი ეროვნული და რელიგიური უფლებების დაცვისკენ. იპოვნეთ თუნდაც ერთ რომელიმე ჩვენს წერილთაგანში მოწოდება ეროვნებათ და რელიგიათაშორის მტრობისკენ. ესეტ ეპიზოდებს თქვენ ვერ ნახავთ. ერთია ამავე დროს, სასურველია შეგახსენოთ, რომ სკოლებში გადაიცემა “მართლმადიდებლობის საფუძვლები”, მშობელთა ნებართვის გარეშე, ეს მდგომარეობა ეხება შეიარაღებულ ძალებსაც, ციხეებსაც. და სად არის რფ-ის კონსტიტუციის 14-ე მუხლლის გარანტია არა რუსი ხალხისთვის?

– ინტერნეტში წავიკითხე “მიმართვა სასამართლოს საქმე ნომერი 196 591 კაშალოვის გამო” კიდევ ბევრი გიჭერთ მხარს?

– საქალაქო პროკურატურის მიერ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შემდეგ ჩემს მხარდასაჭერად ქ. ნაბერეჟნიე ჩელნში, ყაზანში, მოსკოვში და სხვაგან ჩატარდა საპროტესტო აქციები. ასევე საზოგადოებრივ ღონისძიებებზე, სამეცნიერო კონფერენციებზე, კონცერტებზე და მუსულმანურ დღესასწაულებზე ჩვენს მხარდასაჭერად ამ საკითხსაც ეხებიან. შეგროვდა ხელმოწერები სხვადასხვა ორგანიზაციების მიერ და სხვადასხვა ეროვნებების ცნობილი წარმომადგენლების მიერ მთელი მსოფლიოდან, ასეთი მხარდაჭერა მახარებს, მე მადლობელი ვარ მათი.

– ბატონო რაფის, როგორ გადაწყვეტილებას ელოდებით სასამართლოდან?

– ჩემთვის აღმოჩენა იყო, როდესაც მოსამართლე ილდარ აგდამოვმა დაუსვა კითხვა ღვთისმსახურ სერგეის წმინდა წყლის წარმომავლობის შესახებ. რაზეც უპასუხეს, რომ მართლმადიდებლები წყალს ონკანიდან იღებენ და ამით ასხურებენ ახალშობილებს. ამის გამგონე ჩემმა ვექილმა აიდარ ხალიმმა დაუსვა დამატებითი შეკითხვა ღვთისმსახურ სერგის ბავშვების შესაძლო ინფიცირების შესახებ ამ წყლით, რომელშიც შეიძლება იყოს ბაქტერიები და ქიმიკატები. მაგრამ პასუხი არ მიუღია, რადგან მოსამართლემ მკაცრი ფორმიტ დახურა ეს კითხვა. შემდგომ ჩემმა საზოგადოებრივმა დამცველებმა იუნუს კამალუტდინოვმა და ზაკი ზაინულლინმა ვერ შესძლეს დაესვათ თავიანთი კითხვები.

მე არ ვიცი, რით დამთავრდება ეს სასამართლო, იქნება გამამართლებელი განაჩენი თუ გამგზავნიან გისოსებს მიღმა, მაგრამ ჩემს აზრს არ შევიცვლი, დარწმუნებული ვარ ჩემს და ჩემი თანამებრძოლების სიმართლეში. შემდეგი სასამართლი სხდომა შედგება 5 მარტს. დასასრული ახლოა.

– ბატონო რაფის კაშალოვ, მადლობა პასუხებისათვის. წარმატებებს გისურვებთ თქვენს სამართლიან ბრძოლაში!

ინტერვიუ აიღო იაროსლავლა არტიუშენკომ, უკრაინა

თარგმნა ალ. სანდუხაძემ

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s