Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

•უკრაინის რუსიფიკაცია

 როგორ მიმდინარეობდა უკრაინის რუსიფიკაცია

 

1627 წელი. მოსკოვის მეფის ალექსეი მიხეილის ძის და მისი მამის პატრიაქრ ფილარეტის განკარგულებით ნაბრძანები იყო უკრაინული ბეჭვდითი წიგნების შეკრება და ხანძარში დაწვა, მკაცრად იყო აკრძალული  ოდესმე მომავალში უკრაინული წიგნების შეძენა.

დიახ, მოსკოვში დაიწვა ტრანკვილიონ-სტავროვეცკის „სასწავლო სახარება” მის სხვა წიგნებთან ერთად და ლავრენტი ზიზანია ტუსანოვსკის „კატელიზისი“. 

 1672 წელი. განკარგულება აკრძალვის შესახებ – ყველა ჩინის ადამიანს ყველა ქალაქში და პოლონეთის ტერიტორიაზე ეკრძალებათ უკრაინული ნაბეჭდი წიგნების შენახვა ღიათ ან მალულად, ხოლო ვისაც კი აქვს, მკაცრად ებრძანათ მიიტანონ და ჩააბარონ ვოევოდაში, ადგილობრივ მმართველობაში.  

 1677 წელი. მოსკოვის პატრიარქმა იოაკიმმა ბრძანა უკრაინული წიგნების ფურცლების განადგურება, რომლებიც განსხვავდებიან მოსკოვის წიგნების ფურცლებისგან.

 1689 წელი. სინოდმა აკრძალა კიევ-პეჩორის ლავრაში დიმიტრი როსტოველი „Четьи-минеи” -ს ტომის ბეჭვდა. 

 1690 წელი. მოსკოვის პატრიარქმა იოაკიმმა განკარგულებით აკრძალა ყველა უკრაინული მწერლობა, დანიელ ზატოჩნიკის წიგნები კი მისივე ბრძანებით დაწვეს.

 1693 წელი. მოსკოვის პატრიარქის წერილი კიევ-პეჩორის ლავრისადმი უკრაინულ ენაზე ნებისმიერი წიგნის აკრძალვის შესახებ. 

 1709 წელი. პეტრე I–ის ბრძანება უკრაინულ ენაზე წიგნების ბეჭვდის შესახებ, საეკლესიო სლავურ ენაზე დაბეჭდილი წიგნები შეადარონ რუსეთის გამოცემებს, რათა მათ შორის არავითარი სხვაობა არ არსებობდეს.

 1720 წელი. პეტრე I-ის ბრძანება, ამჯერადაც, გარდა წინანდელი ეკლესიური გამოცემის წიგნებისა, უკრაინაში არ დაიბეჭდოს, ხოლო ადრინდელები გაუთანაბრონ ველიკორუსულ გამოცემებს, რამეთუ მათ შორის რაიმე განსაკუთრებული განსხვავება არ იყოს. 

 1720 წლის 20 დეკემბერს პეტრე I-მა გამოსცა ბრძანება კიევის გუბერნიის თავად გოლიცინისადმი – „რუსეთის სახემწიფოში დარჩენილ ყველა მონასტერში დაათვალიერონ და ამოიღონ ძველი ბრძაბების სიგელები და სხვა წერილობითი ორიგინალები, აგრეთვე ისტორიული ხელნაწერი და ბეჭდური წიგნები“.

 1721 წელი. სინოდის ბრძანება უკრაინული ტიპოგრაფიიდან გადაიგზავნოს წიგნები „სინოდის კანტორაში“ მათ გასასწორებლად მოსკოვური მოთხოვნების შესაბამისად, ცენზორის წინასიტყვაობით და ბეჭდით.

 1724 წელი. კიევ-პეჩორის ლავრის ტიპოგრაფია დაჯარიმდა ერთი ათასი კარბოვანცით წიგნების ბეჭდვის გამო, რომლებიც მთლიანად არ შეესაბამებიან  ველიკორსულს. ამგვარივე თანხითა და ამავე „ბრალდებით“ დაჯარიმდა ჩერნიგოვის ტიპოგრაფია, რომელიც გადაიტანეს მოსკოვში. 

 1721 წელი. პეტრე I-ის ბრძანება უკრაინაში სახელმწიფო დადგენილებების  და განკარგულებების უკრაინულიდან რუსეთულზე (მოსკოვიტურზე) გადაწერის შესახებ. 

 1740 წელი. რუსეთის იმპერატრიცა ანა ივანეს ასულმა შექმნა ჰეტმანის მთავრობის მმართველობა მოსკოვის თავადის ალექსეი შახოვსკის ხელმძღვანელობით და დანერგა რუსული ენა უკრაინის ტერიტორიაზე საქმისწარმოებაში. 

1740-1748 წლების აღწერები მოწმობენ, რომ ჰეტმანშინას შვიდ ოლქში 1094 სოფელზე არსებობდა 866 უკრაინული სკოლა.  1804 წელს მეფემ გამოსცა განკარგულება, რომელმაც აკრძალა სწავლება უკრაინულ ენაზე. ეროვნული ჩაგვრის შედეგები წამსვე აისახა უკრაინაში განათლების მდგომარეობაზე. 1897 წლის აღწერამ უჩვენა, რომ  უკრაინაში 100 სულიდან მხოლოდ 13 იყო წიგნიერი.

 1748 წელი სინოდის ბრძანება კიევის მიტროპოლიტ სამუელ მილოსლავსკისადმი კიევ-მოგილიანსკის აკადემიაში და უკრაინის ყველა სკოლაში სასწავლო ენად შეტანილ იქნას რუსული ენა, რომლის შედეგადაც მარცხენა სანაპიროზე გაქრა 866 უკრაინული სკოლა.

 1750 წელი. მალოროსიის საქმეების მმართველობის სამინისტროს კანცელარიის შეცვლის შემდეგ ქალაქ გლუხოვოდან ამოღებული და გადატანილ იქნა რუსეთში საიდუმლო საქმეთწარმოების საქმეები. ზაპოროჟიეს სეჩის არქივის დოკუმენტები გენერალ-პორუჩიკ ტეკელის დროს აღმოჩნდნენ მთავარი შტაბის არქივის საერთო განყოფილებაში. 1755 წელს. სინოდმა უბრძანა კიევ-პეჩორის ლავრას რუსულ ენაზე გადაეტანათ დიმიტრი როსტოველის წიგნები და კიევ-პეჩორის პატერიკი.  

1763 წელი. ეკატერინა II-ის ბრძანება კიევ-მოგილევსკის აკადემიაში უკრაინულ ენაზე სწავლების აკრძალვის შესახებ.

1764 წელი. ეკატერინა II-ის მიერ უკრაინის საჰეტმანოს გაუქმება, მასთან ერთად უკრაინული სასწავლო–კულტურული დაწესებულებებისა და ხელისუფლებისაგან უკრაინულენოვანი ჩინოვნიკების ჩამოშორება.

1765 წელი. ეკატერინე II-ის მიერ კაზაკობისა და კაზაკური სკოლების ლიკვიდაცია.

1766 წელი. სინოდმა გამოსცა მკაცრი ბრძანება კიევ-პეჩორის ლავრაში მხოლოდ იმ წიგნების დაბეჭვდის შესახებ, რომლებიც იბეჭდებიან მოსკოვის ტიპოგრაფიაში და აპრობირებულნი არიან სინოდის მიერ.

1769 წელი. სინოდმა აკრძალა კიევ-პეჩორის ლავრაში უკრაინულ ენაზე ანბანების ბეჭვდა და ბრძანა ადამიანებს ჩამოართვან ის ანბანები, რომლებიც უკვე გაიცა.

 1782 წელს ეკატერინა II-ემ შექმნა კომისია რუსეთში სახალხო სასწავლებლების შემოღებისათვის, რომლის ამოცანა იყო სწავლების ერთადერთი ფორმის დანერგვა და იმპერიის ყველა სკოლაში რუსული ენის სწავლება.

1784 წელი. სინოდი უბრძანებს კიევისა და გალიცის მიტროპოლიტს სტუდენტების დასჯას და კიევ-მოგილიანსკის აკადემიის მასწავლებელთა სამუშაოდან დათხოვნას რუსული ენისაგან განდგომისათვის.

 1785 წელი. ეკატერინა II-ს ბრძანება ეხება იმპერიის ყველა ეკლესიაში ღვთისმსახურების რუსულ ენაზე აღვლენას. უკრაინის ყველა სკოლაში შეტანილ იქნა რუსული ენა.

1786 წელს სინოდი ისევ უბრძანებს კიევის მიტროპოლიტს გააკონტროლოს ლავრის ტიპოგრაფია, რათა არ იყოს სხვაობა მოსკოვურ გამოცემებთან, ხოლო კიევ-მოგილიანსკის აკადემიაში დაუყოვნებლივ იქნას შეტანილი მთელს იმპერიაში დაკანონებული სწავლების სისტემა.

 1789 წელი. ეკატერინა II-ს ინიციატივით გამოიცა „ყველა ენის შედარებითი ლექსიკონი“, რომელშიც უკრაინული ენა განისაზღვრება როგორც რუსული, პოლონურით დამახინჯებული.

 1811 წელი. კიევ-მოგილიანსკის აკადემიის დახურვა.

1847 წელი. განადგურება კირილო-მეთოდესეული ძმობისა.

1855 წელი. გრაბიანკის „ლეტოპისის“ გამრუდება.

1859 წელი. გაიმართა  „ანბანური ომი“ იმის გამო, რომ გალიცის მეფისნაცვალი გრაფი გლუხოვსკი სთავაზობდა უკრაინულ მწერლობაში ლათინური ალფავიტის შემოტანას. ამან ააღელვა გალიციელი უკრაინელები, გააძლიერა ბრძოლა ეროვნული აღორძინებისათვის.

1862 წელი. იხურებოდა უკრაინული საკვირაო სკოლები. შეწყდა უკრაინული სალიტერატურო და სამეცნიერო-პოლიტიკური ჟურნალის „ოსნოვა“-ს გამოცემა.

1863 წელი. ვალუევის ცირკულარი: „უკრაინული ენა არ არსებობდა, არ არის და არ შეიძლება იყოს, ხოლო ვისაც ეს არ ესმის – რუსეთის მტერია.

1864 წ. ათასობით ფუთი საარქივო მასალა გაიტანეს მოსკოვში 1864 წელის სასამართლო რეფორმის შემდეგ. იუსტიციის სამინისტროს 1866 წლის 3 დეკემბრის ცნობით იქ მოხვდა მასალებიის დიდი ნაწილი ვოლინსკის, კიევის, კატერინოსლავის, პოდოლსკის, ხერსონის, ჩერნიგოვსკის გუბერნიებიდან. 

1869 წ. ყოველი უწყების ჩინოვნიკს კანონით ენიშნებოდა მნიშვნელოვანი სახელფასო დანამატი რუსიფიკაციისათვის. 

1876 წ. ემის განკარგულება. საზღვარგარეთიდან უკრაინული წიგნების შემოტანის აკრძალვა, აიკრძალა უკრაინული ტექსტების ჩაწერა ნოტებზე, აიკრძალა უკრაინული წარმოდგენები. შ. მ. ლისენკოს გუნდი აიძულეს შეესრულებინა კონცერტზე უკრაინული ხალხური სიმღერა „წვიმა“ ფრანგულ ენაზე. 

 1881 წ. კანონი უკრაინულ ენაზე სიტყვარების დაბეჭვდის შესახებ, მაგრამ რუსული მართლწერით, ხოლო უკრაინული წარმოდგენების გამართვა დამოკიდებულია ადგილობრივ ხელმძღვანელობაზე.

 1887 წ. ცენზორმა წაუკითხავად დააბრუნა უკრაინული გრამატიკის ხელნაწერი, მისწერა რა ავტორს, რომ არ არის მოთხოვნილება იმ ენის გრამატიკის დაბეჭვდისა, რომელიც განწირულია გაქრობისათვის.

 1888 წ. ალექსანდრე III-ის განკარგულება „ოფიციალურ დაწესებულებებში უკრაინული ენის არსებობის და უკრაინული სახელებით ბავშვების მონათვლის აკრძალვის შესახებ“.

 1889 წ. კიევში, არქეოლოგიურ ყრილობაზე, დაერთო ნება რეფერატების წაკითხვისა ყველა ენაზე, გარდა უკრაინულისა.

 1892 წ. რუსეთის მთავრობა უბრძანებს ცენზორებს მკაცრად ადევნონ თვალყური, რათა არ დაუშვან რუსული ენიდან უკრაინულ ენაზე ლიტერატურული თრგმანები.

 1894 წ. საზღვარგარეთიდან უკრაინული წიგნების შემოტანის აკრძალვა.

 1895 წ. ბავშვებისათვის უკრაინული საკითხავისა და წიგნების აკრძალვა.

1903 წ. ი. კოტლიარევსკის ძეგლის გახსნაზე პოლტავაში არ დაუშვეს სიტყვის თქმა უკრაინულ ენაზე.

1905 წ. რუსეთის მინისტრთა კაბინეტმა უკუაგდო კიევისა და ხარკოვის უნივერსიტეტების შუამდგომლობა უკრაინული ენის აკრძალვის შეცვლის შესახებ, მიიჩნია რა არადროულად.

 1906 და 1907 წწ. ოდესაში და ნიკოლაევში „განმანათლებლობის“ დახურვა.

1908 წ. სენატის განკარგულება იმის შესახებ, რომ საგანმანათლებლო მუშაობა უკრაინაში მავნებელი და საშიშია რუსეთისათვის.

1910 წ. სტოლიპინის განკარგულება უკრაინელების ჩარიცხვა უცხოელთა რანგში და ნებისმიერი უკრაინული ორგანიზაციის აკრძალვის შესახებ.

1914 წ. ნიკოლოზ II-ის განკარგულება უკრაინული პრესის აკრძალვის შესახებ.

 1919 წ. ბოლშევიკების მიერ უკრაინის დაპყრობის შემდეგ – მოსახლეობის ეროვნული თვითშეგნების მატარებელი ნაწილის განადგურება და აკრძალვა ყველა უკრაინული სალიტერატურო, დრამატული და ზეპირი ნაწარმოებების, უკრაინული ხალხური სიმღერებისა – სულ სამასი ათასი.

 1921-1923 წწ. შიმშილობა უკრაინაში.

 1922 წ. ყუბანში, ზელენი კოლინაში და სხვა ადგილებში მცხოვრები უკრაინელების „განმანათლებლობის“ ლიკვიდაცია.

 1929 წ. უკრაინელი სამეცნიერო მუშაკებისა და სასულიეროების დაპატიმრება – მათი შეცვლა რუსულენოვანებით.

 1932 წ. დაგეგმილი და განხორციელებული აქცია უკრაინელი ხალხის ლიკვიდაციისა, „მსოფლიოს თანამეგობრობის“ დუმილის თანხმობითა და მხარდაჭერით.

უკრაინაში, რომელიც მსოფლიო შავმიწანიადაგის 40% ფლობს, შიმშილით განადგურდა 12 მილიონი უკრაინული ენის მატარებელი მცხოვრები, სახელდობრ გლეხობა, იმისათვის, რომ შენარჩუნებულიყო ქალაქის რუსიფიცირებული მოსახლეობა. ქალაქებში შემოღებულ იქნა საბარათო და საპასპორტო სისტემა.

 1933 წ. სტალინის ტელეგრამა უკრაინიზაციის შეწყვეტისა და უკრაინელი მწერლების განადგურების შეწყვეტის შესახებ.

 1938 წ. კპ (ბ) ცკ დადგენილება რესპუბლიკის სკოლებში რუსული ენის აუცილებელი სწავლების შესახებ.

 1939 წ. დასავლეთ უკრაინის „განთავისუფლების“ შემდეგ – უკრაინული სკოლების ნაწილის დახურვა და რუსული სკოლების გახსნა.

 1940 წ. გალიციის მოსახლეობის დეპორტაცია ციმბირში.

 1946 წ. საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭოს დადგენილება უკრაინული მართლწერის დამტკიცების შესახებ, რუსულთან მიახლოება. შიმშილი უკრაინაში.

 1947 წ. კაგანოვიჩმა აწარმოა წმენდა უკრაინის კულტურის მოღვაწეთა შორის. დასავლეთ უკრაინის მოსახლეობის დეპორტაცია ციმბირში. უკრაინელების გაყვანა ციმბირში ჩაიშალა იმ მიზეზით, რომ არ ეყოთ ვაგონები.

 1949 წ. უკრაინაში იმ მუშების დაბრუნების აკრძალვა, რომლებიც გაყვანილი იქნენ ომის დროს, თავიანთ ქარხნებთან ერთად. უკრაინაში მრეწველობის აღდგენისათვის შეიყვანეს რუსები. პარტიის ყრილობაზე კპ (ბ)-დან ნაციონალიზმის გამო გაირიცხა კომუნისტების 3%.

ყაზახეთსა და ციმბირში ყამირზე გაიყვანეს 100 000 ყმაწვილი და ქალიშვილი.

1958 წ. სკკპ-ს ცკ-ს პლენუმის დადგენილება უკრაინული სკოლების რუსულ ენაზე სწავლების გადასვლის შესახებ. 1959 წ. 17. 04. უკრაინის უმაღლესმა რადამ მიიღო შესაბამისი დადგენილება.

 1961 წ. სკკპ-ს XXII ყრილობა – პარტიის ახალი პროგრამა „ერთა შერწყმის“ შესახებ ერთადერთ საბჭოთა, ე.ი. რუს ხალხში.

 1962 წ. რეპრესიები უკრაინელი ენის დამცველების მიმართ.

1970 წ. სსრკ-ს განათლების სამინისტროს ბრძანება დისერტაციების მხოლოდ-და მხოლოდ რუსულ ენაზე დაწერისა და დაცვის შესახებ. დამტკიცება მხოლოდ მოსკოვში.

 1972 წ. უკრაინელობის დამცველებისა და მეგობრების წმენდა და რეპრესიები. უკრაინის კპ ცკ-ს პირველი მდივნის პ. შელესტის თანამდებობიდან გადაყენება ნაციონალიზმთან არასაკმარისი ბრძოლის გამო. დაპატიმრებები.

 1975 წ. ტ. შევჩენკოს „კობზარის“ ახალი ცენზურა.

 1978 წ. უკრაინის სსრ-ს განათლების სამინისტროს კოლეგია. „უკრაინულ სკოლებში რუსული ენის სწავლების სრულყოფის შესახებ“.

 1979 წ. ტაშკენტის კონფერენცია – „რუსული ენა –ხალხთა მეგობრობის ენა“.

 1983 წ. სკკპ-ს ცკ-ს და საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭოს დადგენილება „რუსული ენის სწავლების გაუმჯობესება რესპუბლიკების სკოლებში“. რუსული ენის სწავლებისათვის 15 % დამატება და კლასების დაყოფა. 

 1989 წელი სკკპ-ს ცკ-ს პლენუმის დადგენილება „ერთადერთ ოფიციალურ საერთო სახელმწიფოებრივი ენის შესახებ საბჭოთა კავშირში“ (რუსეთი).  აგრეთვე გორბაჩოვის კონსტიტუციის პროექტში.

 1990 წ. სსრკ-ს უმაღლესი საბჭო. საბჭოთა კავშირის ხალხების ენების შესახებ კანონით ამყარებს რუსული ენის სტატუსს საბჭოთა კავშირის მთელ ტერიტორიაზე.

 

 

Advertisements

One Response to “•უკრაინის რუსიფიკაცია”

  1. lmmmml said

    ukrainelebis ase masiuri daxupva 20 saukunechi riti iko gamozveuli ? rogor tvlit es iko genozidi ukrainelebis tu araszorad axebuli ekonomiuri kursi?(1921-23zlebidan mokolebuli)

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s