Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, სამცხე, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

♥ სამაჩაბლო – Samachablo

♥ სამაჩაბლო, შიდა ქართლი, ცხინვალის რეგიონი – Samachablo, Shida Kartli, Tskhinvali Region

SAMACHABLO

***

topchishvili

როლანდ თოფჩიშვილი

100 წლის წინ 27 კომლი ეთნიკური ოსი ცხოვრობდა ცხინვალში

ოსური პრობლემა, როგორც ჩანს, არცთუ მალე და ადვილად მოსაგვარებელია. მიუხედავად ამისა, ქართველებს ყოველი ღონე გვმართებს დღედაღამ გარჯისა, თუმცა დღევანდელ და მომავალ ხელისუფალთ ამ საკითხის მოგვარების არავითარი გეგმა არ გააჩნიათ (იმტომ, რომ ქვეყანაში ამ მიმართულებით მომქმედ ორიოდე მეცნიერს არავითარი მხარდაჭერა არ გააჩნია. არადა პრობლემის მოსაგვარებლად ანალიტიკური ცენტრები უნდა იყოს შექმნილი). მართალია დღევანდელი საერთაშორისო სამართალი ისტორიას არავითარ მნიშვნელობას არ ანიჭებს, მაგრამ ჭეშმარიტების დადგენა ხომ მაინც საჭიროა, თანაც იმ დროს, როდესაც მეზობელი დამპყრობელი ყოველდღიურად გვიყალბებს ისტორიას. დიდი მნიშვნელობა აქვს ზეპირ საისტორიო წყაროებსაც. გთავაზობთ ერთ-ერთ ასეთ წყაროს.

1991 წელს გორის მოქალაქეს, ძირძველ ცხინვალელს ივანე (ვალოდია) გელაძეს გაუხსენებია საბჭოთა წყობილების დამყარებამდე ცხინვალში მკვიდრი ეთნიკური ოსები. ხელნაწერის სათაურია „სია ცხინვალში მცხოვრები ოსებისა დაწყებული ნიკოლოზის დროიდან გასაბჭოებამდე“. დოკუმენტი ივანე გელაძეს ბატონ ზვიად გამსახურდიასათვის ფოსტით გაუგზავნია (კონვერტს აწერია: „ბატონ ზვიად გამსახურდიას. პირადათ“). საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის წერილებისა და მოქალაქეთა მირების განყოფილებაში ბარათი 29 . 04. 91.-ში შესულა. ეს ბარათი კი საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს სამდივნომ უფრო დიდ კონვერტში ჩადებული ივანე ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტში ჩვენთან გადმოაგზავნა.რამდენიმე დღის წინ ჩემი არქივის გადათვალიერებისას ბარათი ხელში მომხვდა. მიმაჩნია, რომ ოსურ პრობლემასთან დაკავშირებით დიდი და პატარა საკითხები არ არსებობს, ამიტომაც გთავაზობთ ამ ბარათს:

„სია ცხინვალში მცხოვრები ოსებისა დაწყებული ნიკოლოზის დროიდან გასაბჭოებამდე:
1.ლექსა ჯიოევი (მედუქნე);
2. დანელა ხანიგაევი (მედუქნე);
3.ზალიკა ცხოვრებოვი (მედუქნე);
4. გიჰკაშვილი იოსები (ფარჩით მოვაჭრე მედუქნე);
5. კოჩიევი გულა („–“ „—“ „—-“);
6. ნიკო კარსანოვი (მედუქნე);
7. ზასოხოვი გაბო
8. აბაევი გიგო;
9. ცხოვრებოვი სტოპა;
10. კოჩიევი ბიძინა მასწავლებელი (მღდელი);
11. ქელეხსაევი საჩინო (ლუდსა ხდიდა);
12 ჯიოევი გრიგოლა;
13. კულაევი გრიგოლა მიკიტანი;
14. თიბილაშვილი გიგო „——-“;
15 მიშუა გვარი არ მახსოვს;
16 ქუმარიტოვი გიგო შვილი შაქრო მენშევიკების დროს მილიციი უფროსი;
17. გასიევი ედუარდა სტრაჟნიკი
18. ფარასტაევი საგია კაპიტალისტი ტყით მოვაჭრე ჯავახიშვილს რომ ჰყავს მოხსენიებული ჯაყოს ხიზნებში;
19. გალავანოვი სოლომონი;
20. ზასიევი ტატო;
21. გაგლოევი მათე;
22. სანაკოევი მუხტარა;
23. დათე გვარი არ მახსოვს;
24. კულაევი სადულა;
25. ჯიოევი ნიკო;
26. სანაკოევი გაბო;
27.კულუმბეგოვი ფადო კბილის ექიმი

სულ ესენი იყვნენ ცხინვალის მცხოვრები ოსები. ოც წელში მენშევიკების დროს ორი ოჯახი იყო დატოვილი ზასოხოვი და ქუმარიტოვი.

გახლავართ წარმოშობით ცხინვალელი. ვცხოვრობ გორში 83 წლის გახლავარ. გიგზავნით ამ სიას იქნებ სადმე ვინმემ იდაოს ცხინვალში ბევრი ვიყავით ოსებიო და წაუკითხეთ ეს სია. თუ სჭირი იქნება მე ცოცხალი კარიკარ დავატარებ ყველა სახლთან…

პატივის ცემით გელაძე ივანე (ვალოდია).
ჩემი მისამართია ქ. გორი, მშვიდობის გამზირი #4 ბინა 3“

სულ ეს არის! 100 წლის წინ 27 კომლი ეთნიკური ოსი ცხოვრობდა ცხინვალში. დღეს ეს ქალაქი ჩვენი აღარაა. ყველაფერი კი რუსეთის იმპერიამ დაგვმართა. სამწუხაროდ, იმპერიის მზაკვრული ჩანაფიქრები ვერც ერთმა ქართველმა „პოლიტიკოსმა“ ვერ გამოიცნო. ანდა დღეს ვინმე ფიქრობს, ხვალისათვის და ზეგისათვის რას გვიმზადებს იმპერია? და შესაბამისად რომელიმე ქართველი პოლიტიკოსი რეალურად აზროვნებს?

2016

https://iberiana.wordpress.com/samachablo/topchishvili/ 

***

topchishvili

როლანდ თოფჩიშვილი

„დვალეთი და დვალები: საქართველოს დაკარგული ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარე და ქართველთა გამქრალი ეთნოგრაფიული ჯგუფი“

გამომცემლობა „უნივერსალი“
წიგნი ეძღვნება ივანე ჯავახიშვილის დაბადებიდან 140-ე წელს. წამძღვარებული აქვს მისი გამონათქვემები დვალეთის შესახებ. რედაქტორები არიან გიორგი ჭეიშვილი და აპოლონ თაბუაშვილი, რეცენზენტები – სალომე ბახია-ოქრუაშვილი, როზეტა გუჯეჯიანი და ნიკო ოთინაშვილი. წიგნი გამოსაცემად მოამზადა ნათია დვალმა.
წიგნის ანოტაცია:
ქართველმა ხალხმა ეთნიკური ისტორიის რთული გზა განვლო. XV საუკუნის ბოლოს ქვეყანა დაიშალა, რის შემდეგაც კონსოლიდირებული ქართველი ერის ეთნიკური მრუდი დაღმა დაეშვა, ქართველ ერში დეზინტეგრაციის პროცესი დაიწყო. მთელ რიგ ტერიტორიულ/ლოკალურ ერთეულებში ეთნიკურ ქართველებს სხვა ეთნოსები ჩაენაცვლნენ. ქართველთა გამქრალ ეთნოგრაფიულ ჯგუფს შორის დვალებიც აღმოჩნდნენ.
ბოლო რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში ოსი მეცნიერები საქართველოს ძირძველი ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარის – დვალეთის მკვიდრთ ოსებად მიიჩნევენ და ბევრ მითოლოგემას ქმნიან, რომელთაგანაც საბჭოთა პერიოდის ე.წ. სამხრეთ ოსეთისათვის “ამიერკავკასიის დვალეთის” სახელწოდების შექმნის დასახელებაც კი საკმარისია.
წინამდებარე ნაშრომში გაანალიზებულია დვალეთისა და დვალების შესახებ არსებული სხვადასხვა მონაცემები და მიღებულია დასკვნა, რომ ცენტრალურ კავკასიაში მდებარე დვალეთი საქართველოს სახელმწიფოებრიობის წარმოქმნის დღიდან მისი განუყოფელი ნაწილი, ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარე და დვალები ეთნიკური ქართველები, ქართველთა ეთნოგრაფიული ჯგუფი იყო.
***

Роланд Топчишвили

Двалети и двалы: Потерянная историко-этнографическая область Грузии и
исчезнувшая этнографическая группа Грузии

Вопросу о двалах и Двалети отводится первая часть нашей монографии, посвященной миграции осетин в Грузию [Топчишвили 1997, 6-72]. Здесь мы не будем подробно приводить существующее в грузинской историографии мнение о двалах и Двалети, а лишь в двух словах напомним, что одна из горных областей Грузии – Двалети являлась ее неотъемлемой частью как с политической, так и с экономической, а также с социальной точки зрения. Двалети была такой же горной провинцией Грузии, как Пхови, Тушети, Мтиулети, Гудамакари, Хеви… Двалы так же активно были включены в общегрузинскую культурную и церковную жизнь.

Следует подчеркнуть, что в 1801 году Россия осуществила аннексию Грузии, включая Двалети. В 1859 году метрополия в административном порядке отторгла Двалети от Грузии (Тбилисской губернии) и присоединила к российскому Терскому округу. Также, как и в некоторых других краях Грузии, в Двалети в эпоху позднего средневековья произошла этническая замена населения. Место изгнанной из Двалети картвельской этнической общности заняли пришедшие с Северного Кавказа ираноязычные осетины. Изгнание двалов из мест проживания праотцев началось во второй половине XV века.

В результате набегов, насилия, разбойных нападений осетин эта область горной Грузии почти совершенно опустела. Двалы поселились в Рача, Имерети, Шида Картли, Квемо Картли, а также в Самцхе. Определенная часть оставшихся на месте двалов в результате расселения здесь осетин со временем была ассимилирована пришедшим этническим сообществом. Укоренение осетин в Двалети началось в конце XV века и в основном завершилось в XVI веке [Топчишвили 1997; Топчишвили 1998, 147-152]. В XVII веке этническая замена населения в Двалети уже осуществлена, но часть двалов тогда, по-видимому, все еще сохраняла этническую самобытность, так как в горах, в отличие от равнины, культурно-этническая ассимиляция сравнительно затруднена. В Двалети осетины переселились из Алагирского ущелья, и их миграция сюда (а также в горную часть Шида Картли) продолжалась до 70-80-х годов XVIII века. Не следует забывать, что осетинский этнос присвоил этноним местного населения – двали (по-осетински “туали“). Подобные случаи в мировой этноистории бывали не раз.

სრულად: https://iberiana2.wordpress.com/georgia/topchishvili/

***

 

როლანდ თოფჩიშვილი ქართულ-ოსური ურთირთობებისა და ოსთა საქართველოში მიგრაციის გაყალბების შესახებ 

15.07.2019

როლანდ თოფჩიშვილი: ქართულ-ოსური ურთირთობებისა და ოსთა საქართველოში მიგრაციის გაყალბების გამო საინფორმაციო თავდაცვის ლეგიონის მიერ მომზადებული სიუჟეტი. ყველა ქართველი ვალდებულია წინ აღუდგეს ისტორიის ქურდებსა და გამყალბებლებს. მომხდარმა შემთხვევამ – რუსეთის პრეზიდენტის მიერ ისტორიის გადაწერის მცდელობამ – იქნებ მეცნიერების ამ დარგის აღმავლობას შეუწყოს ხელი!

https://iberiana.wordpress.com/2019/07/15/topchishvili-5/

***

topchishviliРоланд Топчишвили 

Осетины в Грузии: миф и реальность

Российская империя воюет с Грузией и грузинским народом не только оружием, но и пером. Фальсификация истории и мысли об отторжении исконных территорий Грузии началась с давних времен. Миграцию осетин в Грузию одревняли, а теперь культурный и политический центр Грузии – Шида Картли – объявляют древнейшим ареалом поселения осетин. В данной книге передана реальная история грузинско-осетинских отношений и их миграция в Грузию.

Topchishvili_Poland[1]

https://iberiana.files.wordpress.com/2019/07/topchishvili_poland1.pdf

***

როლანდ თოფჩიშვილის   ნაშრომები ინგლისურ ენაზე

საქართველოში ოსთა მიგრაციისა და ქართულ-ოსური ურთიერთობების შესახებ

topchishvili

Roland Topchishvili – Ethnic Processes in Shida Karthli
(The Ossetians in Georgia)

https://iberiana.files.wordpress.com/2019/07/causes_of_war_tskhinvali.pdf

***

Roland Topchishvili – Georgian-Ossetian ethno-historical review. 2009

Issues of Ossetian Migration to Georgia. Ethnic History of Shida Kartli (Inner Kartli)

https://iberiana.files.wordpress.com/2019/07/inglisuri20osebis20texti1.pdf

 ***

იოსებ მეგრელიძე – სიძველეები ლიახვის ხეობაში

ioseb megrelidze.jpg

იოსებ მეგრელიძე. “სიძველეები ლიახვის ხეობაში”. გამომცემლობა “საბჭოთა საქართველო”. თბილისი – 1984

იოსებ მეგრელიე. “სიძველეები ლიახვის ხეობაში. პატარა ლიახვის, ფრონის, ფაწისა და ჯეჯორის ხეობები”. წიგნი მეორე.  გაზეთ “სამშობლო ფორტეს” გამოცემა. თბილისი – 1997 

https://iberiana.wordpress.com/2019/02/05/samachablo-7/

***

პუტინის აღიარებით, 2008 წლის აგვისტოს ომი იმ გეგმის ნაწილი იყო, რომელიც 2006-07 წლებში შეიმუშავა რუსეთის გენშტაბმა!

2008 წლის აგვისტოს ომი ყოფილა ერთ-ერთი ნაწილი იმ გეგმისა, რომელიც  რუსეთის გენშტაბმა შეიმუშავა 2006 წლის ბოლოსა და 2007 წლის დასაწყისში. ალბათ, ამ გეგმის ნაწილი იყო აგრეთვე აქცია “კოკოითი ფანდარასტ”, რომელსაც  ხელმძღვანელობდა დიმიტრი სანაკოევის ადმინისტრაციის ყოფილი წევრი, ვლადიმერ სანაკოევი. მოგვიანებით მან აღიარა, რომ  საქართველოში რუსული ფე-ეს-ბეს დავალებებს ასრულებდა.

არ არის გამორიცხული, რომ სწორედ ამ გეგმის ნაწილი იყოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ  2007 წლის 10 მაისის №296-ე ბრძანებულებით – „ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის შექმნის, საქმიანობის წესისა და ფარგლების შესახებ“, და შემდგომ, ამ ტერიტორიაზე “სამხრეთ ოსეთის ალტერნატიული საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება”!

“ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაცია საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 19 ივნისის ბრძანებულების შესაბამისად შეიქმნა… მის ფუნქციებში განისაზღვრა: ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქისთვის საქართველოს სახელმწიფოს ფარგლებში ავტონომიური სტატუსის განსაზღვრისა და ფართო პოლიტიკური თვითმმართველობის მინიჭების მიზნით, ადგილობრივი პოლიტიკური ძალებისა და საზოგადოების სახელით, მოლაპარაკების წარმოება საქართველოს ხელისუფლებასთან….
ადმინისტრაციის საქმიანობა საქართველოს ბიუჯეტიდან ფინანსდებოდა და მის ხელმძღვანელად სამხრეთ ოსეთის ეგრეთ წოდებული საპრეზიდენტო არჩევნების ალტერნატიულ არჩევნებში გამარჯვებული დიმიტრი სანაკოევი დაინიშნა.” (რადიო თავისუფლება)

20479974_10212562973245834_8305365998131690287_n[1]

მიხეილ სააკაშვილი, ვლადიმერ სანაკოევი და  დიმიტრი სანაკოევი

სურათზე მარცხნივ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და  ვლადიმერ სანაკოევია, აქცია “კოკოითი ფანდარასტის” ხელმძღვანელი და დიმიტრი სანაკოევის ადმინისტრაციის ყოფილი წევრი, მარჯვნივ კი თვით დიმიტრი სანაკოევია.

ვინ არის დიმიტრი სანაკოევი?  “სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის” გვერდზე ვკითხულობთ:

დიმიტრი სანაკოევი – სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი

დაბადების თარიღი: 10.05.1969წ.
დაბადების ადგილი: ცხინვალი

1993 წელს დაამთავრა ა. თიბილოვის სახელობის სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო ინსტიტუტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი;

1987-1989წწ. – მსახურობდა საბჭოთა არმიის შეიარაღებულ ძალებში (ლიტვა);

1993 – 1996 წწ. – სამხრეთ ოსეთის თავდაცვის სამინისტროს საფინანსო განყოფილების უფროსი;

1996წ.. – სამხრეთ ოსეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი;

1996-1998 წწ. – სამხრეთ ოსეთის საგანგებო სიტუაციატა მინისტრი;

1998-2001 წწ. – სამხრეთ ოსეთის მთავრობის ვიცე-პრემიერი;

2001 წ. 16 ივლისიდან 2001წ. 24 დეკემბრამდე – სამხრეთ ოსეთის მთავრობის პრემიერ-მინისტრი;

2001-2006წწ. – დაკავებულია კერძო ბიზნესით;

2006 წლიდან – დღემდე სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი…

https://iberiana.wordpress.com/2017/08/08/war2008-2/

***

Georgia-flag[1]ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის შემადგენელ პოლიტიკურ ორგანიზაციათა,
საზოგადოებრივ ორგანიზაციათა და პიროვნებათა ერთი ჯგუფის 

განცხადება

საქართველოში “ოსეთის” შექმნის კიდევ ერთი მცდელობის გამო – 2007-2008

ხალხს, რომელსაც დედამიწაზე სამშობლო აქვს, ისიც _ სახელმწიფოს ან სხვა პოლიტიკურ-ტერიტორიული წარმონაქმნის სახით, არა აქვს იმის უფლება, რომ მისმა დიასპორამ სხვა ქვეყანაში პოლიტიკურ-ტერიტორიული თავითგამორკვევა, მით უმეტეს _ თავისი ეთნონიმით სახელდებული ტერიოტორიულ-პოლიტიკური თვითგამორკვევა მოითხოვოს. ოსებს აქვთ თავისი სამშობლო _ ქ. ვლადიკავკასის გარშემო არსებული დიდი გეოგრაფიული არეალი, რომელიც დღევანდელი ოსი ერის შუა საუკუნეებში ფორმირების ადგილია (ალანთა და ადგილობრივ ოსთა შერწყმით). ოსურ დიასპორას საქართველოში აქვს ცხოვრების, თვითდამკვიდრებისა და განვითარების ყველა უფლება, როგორც ინდივიდთა და ოჯახთა კრებულს, მათ შორის _ ყოველგვარი დისკრიმინაციისაგან თავისუფლებისა და საკუთარი ეთნიკური (ეროვნული) სახის მარადიულყოფის უფლებაც, მაგრამ არა აქვს მოცემული ტერიტორიის რომელიმე ნაწილის თავისი პოლიტიკურ-ტერიტორიული ერთეულის შესაქმნელად გამოყენების უფლება, მით უმეტეს _ მისი საკუთარი ეთნონიმის მიხედვით სახელდების უფლება.

კურიოზულია, მაგრამ ფაქტია, რომ რუსეთის კომპარტიის გადაწყვეტილების მიღების დროს, რომლითაც “სამხრეთ ოსეთი” შეიქმნა, და საქართველოს მონურად მორჩილი მარიონეტული მთავრობის მიერ მისი დეკრეტად ქცევის დროს “ჩრდილოეთ ოსეთი” არც კი არსებობდა…

https://iberiana.wordpress.com/samachablo/declaration/#2

***

Беслан Костоев – ОТ ИОСИФА СТАЛИНА ДО ТАЙМУРАЗА МАМСУРОВА

Становление государственности ингушей в составе Российской империи стало важным этапом в истории русско-ингушских отношений. Занимая центральное место на Северном Кавказе, ингуши, в целях сохранения и дальнейшего развития своей национальной идентичности и физического выживания, стремились к союзу с более сильными соседями с дальнейшим вхождением в этот союз. Вне всякого сомнения, подобным союзом могло стать добровольное вхождение ингушей в состав России. Таким историческим актом и стала процедура принятия ингушскими старейшинами присяги на верность России. Эти исторические события происходили 17, 18, 19 марта вблизи крупного предгорного селения Ангушт на обширной поляне с названием «Барта босе» («Склон согласия» – инг.). Здесь же присутствовал известный кавказовед академик Иоган Гюльденштедт. Коллегия иностранных дел Российской империи 12 июля 1770 года одобрила этот Договор, который обрел силу официального документа.

https://iberiana.wordpress.com/caucasus/kostoev/

***

gaioz mamaladzeგაიოზ მამალაძე – მკაცრი გამოთქმები, ანუ ჩრდილო ქართლი და არა სამხრეთ ოსეთი

რის ახსნასაც ახლა ვცდილობ, ყველა ნორმალური ქართველისთვის გასაგები უნდა იყოს. მაგრამ, სამწუხაროდ, ქართულ საზოგადოებას დღესაც არა აქვს შემუშავებული ადეკვატური დამოკიდებულება პრობლემებისადმი.

მეტიც, პირდაპირ უნდა ითქვას, ქართული საზოგადოების დიდი ნაწილი არის დასნებოვნებული ქრონიკული იდეოლოგიური დაავადებით, რადგან ძირძველ ქართულ მიწას “ოსეთს” უწოდებს. პოლიტიკური ელიტის წარმომადგენლებისაგან ხშირად გაიგონებთ _ “ოსეთი ჩვენია”, “ოსეთი ქართული სახელმწიფოს ტერიტორიაა” და სხვა.

ხელისუფლება ამას არ უნდა სჩადიოდეს, თუ სხვები ვერ ერკვევიან საქმის ვითარებაში, ხელისუფლებას მაინც უნდა ესმოდეს ტერმინის მნიშვნელობა. ჩვენ მთელ მსოფლიოს უნდა ავუხსნათ, რაც მთავარია, ახალგაზრდებს უნდა ვასწავლოთ, რომ აღნიშნული ტერიტორია არის ჩრდილო ქართლი და არა მისი საპირისპირო ე. წ. სამხრეთ ოსეთი.

https://iberiana.wordpress.com/samachablo/mamaladze/

***

ვლადიმერ სანაკოევი ფე-ეს-ბეს დავალებებს ასრულებდა

vladimer-sanakoeviაქცია “კოკოითი ფანდარასტის” ხელმძღვანელი და დიმიტრი სანაკოევის ადმინისტრაციის ყოფილი წევრი, ვლადიმერ სანაკოევი საქართველოში რუსული ფე-ეს-ბეს დავალებებს ასრულებდა .

რომ ვლადიმერ სანაკოევმა რუსულ სპეცსამსახურებთან თანამაშრომლობის შესახებ ინფორმაცია ვლადიკავკაზში იმპროვიზირებულ პრესკონფერენციაზე გაავრცელა. მასში დეტალურად არის მონათხრობი იმის თაობაზე, რომ იგი რუსულ სპეცსსამსახურებთან 1989 წლიდან თანამშრომლობს. მისი თანამშრომლობაზე დათანხმება ქალაქ სოჭში მოხდა და მისი ფსევდონიმი – ”ირონი” იყო, რაც ”ოსს” ნიშნავს. სანაკოევის განმარტებით, რუსულმა სპეცსამსახურმა მისგან გააქტიურება საქართველოში “ვარდების რევოლუციისა” და აჭარაში თბილისის იურისდიქციის სრული აღდგენის შემდეგ მოითხოვა.

https://iberiana.wordpress.com/samachablo/ironi/

***

***

Переселение осетин в Картли и труд и забота о них грузин

Исторический обзор З.Чичинадзе

После смерти царицы Тамар, у грузин появилось множество внешних врагов, которые не давали Грузии покоя и поэтому у грузин не было времени, чтобы оказать своим соседям осетинам такое покровительство, которое они им оказывали начиная со времен Баграта IV и вплоть до смерти царицы Тамар.

Затруднительное положение Грузии поставило грузинский народ на путь больших испытаний, поэтому даже те грузины, которые находились за пределами Грузии, возвращались домой с чужбины, чтобы противостоять врагу. Также, из Осетии возвратились все те учителя грузины, которые обучали осетин грузинскому языку и грамоте, различным ремеслам и многому другому.

https://iberiana.wordpress.com/samachablo/chichinadze-2/

***

ingushetiaИнгуши требуют от Кремля прекращения поддержки цхинвальских сепаратистов

Представители общественных объединений Республики Ингушетия направили открытое письмо президенту РФ Дмитрию Медведеву и президенту Ингушетии Юнус-беку Евкурову в связи с заявлением представителя марионеточного режима Цхинвали Пухаева, который по следам трагедии во Владикавказе предлагает закрыть североосетинскую границу с Ингушетией, а ингушское население, ставшее жертвой геноцида 1992 года, по мнению Пухаева, не может быть возвращено на свою историческую Родину – Пригородный район г. Владикавказ.

По мнению общественных объединений, данное заявление не является случайностью или горячностью Цхинвальских сепаратистов.

“Это результат одурманивания от многомиллиардных денег, поступающих на расхищение в Цхинвали из бюджета Российской Федерации, из карманов российских налогоплательщиков. Под видом восстановления Цхинвальского региона фактически идет хищение и отмывание наших денег. К данным хищениям причастны российские чиновники, о чем свидетельствует сообщение Генеральной прокуратуры о возбуждении десятков уголовных дел”, – говорится в письме.

“По своей сути, заявление Цхинвальского сепаратиста является наглым вмешательством во внутренние дела Российской Федерации и озвучиванием стратегических планов по отторжению Северной Осетии от России путем закрытия границ между Северной Осетией и Ингушетией, являющейся частью России. В целях реализации этого коварного плана Пухаев требует от России очередной раз взять лом и уже окончательно уничтожить ингушский народ, так как он не видит другого приема для достижения своих подлых целей.”…

https://iberiana.wordpress.com/samachablo/ingushi/

***

Темо ДжоджуаИСТОРИОГРАФИЯ ЦХИНВАЛЬСКОГО РЕГИОНА

Цхинвальский регион расположен на Кавказе, в частности, на южном склоне Центрального (Большого) Кавказского хребта. Его северная граница проходит вдоль гребня Главного, или Водораздельного, Кавказского хребта, а восточная — вдоль Алевского хребта. Западная граница региона пересекает хребты Лихский, Рачинский и Кедела, ущелия рек Дзирула, Квирила, Джеджора и Гарула и завершается непосредственно у Мамисонского перевала. И, наконец, южная граница проходит по северной периферии равнины Шида (Внутренней) Картли. На севере Цхинвальский регион граничит с Аланией — Северо-Осетинской республикой Российской федерации, а в остальных трех направлениях — с административными единицами Грузинской республики: на востоке — с Казбегским и Душетским районами, на юге — с Каспским, Горийским, Карельским и Хашурским, а на западе — с Сачхерским и Онским районами1.

Территория Цхинвальского региона занимает 3800 км2. Население по данным 1989 г. достигало 98 500 чел., из них 65 200 осетин (66,2 %), 28 500 грузин (29 %), 2 100 русских (2,2 %), 1 000 армян (1%), 100 азербайджанцев (0,1%) и 1 600 представителей других национальностей (1,5%). В пределах Цхинвальского региона расположены собственно город Цхинвали и четыре поселка: Ахалгори (бывший Ленингори), Знаури, Кваиса и Джава, а также села Балаани, Дореткари, Ларгвиси, Гду, Коринта, Базуани, Квемо (Нижний) Захори, Салбиери, Дзуката, Корниси, Квемо Дзагина, Балта, Авневи, Гаристави, Дзвилети, Курта, Кемерти, Дзари, Белоти, Ванати, Берула, Ксуиси, Гвриа, Квемо Бикари, Арцеви, Эдиса, Квемо Рока, Ванели, Квемо Хвце, Мсхлеби,Кешелта, Кемулта, Часавали, Цона, Синагури и др.

https://iberiana.wordpress.com/samachablo/tskhinvali/

***

ვასილ კვირიკაშვილი – შიდა ქართლის ოსების “მოღვაწეობა” ХХ საუკუნის 20-იან წლებში

საქართველოში მცხოვრები ოსების მიმართ საბჭოთა რუსეთის ხელისუფალთა დაკვეთამ – ქართული სახელმწიფოს დამხობის მიზნით, ქვეყნის საომარ მდგომარეობაში შეგნებულად ჩაყენება – პრინციპულად დააყენა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისა და ქართველი ერის ფიზიკურად გადარჩენის საკითხი. მითუმეტეს, რომ იმ დროისათვის საქართველოში რეალურად არსებობდა სამოქალაქო ომის გაჩაღებისა და მისი პერმანენტულად გაგრძელების საშიშროება. თუ რამდენად აღიქვამდა მე–ХХ საუკუნის 20-იან წლებში მაშინდელი ქართული პოლიტიკური სპექტრი ოსების მხრიდან ქვეყნისთვის თავსმოხვეულ ზემოაღნიშნულ საფრთხეს, კარგად ჩანს იმ პერიოდის პრესის ფურცლებზე გამოქვეყნებული პუბლიკაციებიდან.

ქართველი ერის იმ ეტაპზე გადარჩენის ერთ-ერთ ძირითად საშუალებად, ქვეყნის შიგნით არსებული შიდადაპირისპირების აღმოფხვრაა მიჩნეული. ამ თვალსაზრისს მაშინდელი ქართული პოლიტიკური სპექტრის უმრავლესობა იზიარებდა. ამიტომ, გაკვირვებას არ უნდა იწვევდეს, როცა დამოუკიდებელი საქართველოს ხელისუფლებამ სეპარატიზმისა და სამოქალაქო ომის გამჩაღებელთა წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლა რომ დაიწყო. ამ ფონზე ქართველ პოლიტიკურ მოღვაწეთა წინაშე პირველ რიგში ოსებისდმი დამოკიდებულების გადახედვის საკითხი პრინციპულად დაისვა. ქვეყანაში შექმნილი ურთულესი პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე, ისინი დილემის წინაშე აღმოჩნდნენ იმ თვალსაზრისით, რომ იმ ეტაპზე ჯერ კიდევ გარკვეული არ ქონდათ თუ რა საშუალებებით შეიძლებოდა ოსური წყლულისგან საქართველოს სხეულის განკურნება.

https://iberiana.wordpress.com/samachablo/osebi/

***

Берснак ГАЗИКОВ – Этническая принадлежность средневековых овсов

Как известно, Осетия находится в центральной части Северного Кавказа, на территории распространения древней кобанской культуры, датируемой рубежом II-I тысячелетий до н.э. Эта культура охватывала территорию Кабардино-Балкарии, современной Осетии, Ингушетии и Чечни. Из общности культуры можно предположить, что на этой территории проживали близкие или родственные между собой племена.

Осетинское название Северной Осетии — Цегат Ирыстон. Основу ее населения составляют дигорцы и ироны — народы, имеющие разное происхождение. В.И. Абаев пишет, что «название дигор было связано по происхождению с каким-то племенем, отличным от иранцев-алан»‘ (читайте — «иранцев», ввиду недоказанности ираноязычности алан, — Б.Г.).

https://iberiana.wordpress.com/samachablo/gazikov/

***

ვასილ კვირიკაშვილი – დაპირისპირება

წერილობით წყაროებში, სამეცნიერო შრომებში, პუბლიცისტურ თუ მხატვრულ ლიტერატურაში მეტნაკლები ღირებულების ცნობებია აღბეჭდილი ოსებისა და ოსეთის შესახებ. ამ ცნობების დიდი ნაწილი გვაუწყებს ქართველი ხალხისადმი ოსთა უდიერ დამოკიდებულებას, რაც უმთავრეს შემთხვევაში დაუნდობლობითა და მტრული ქმედებით აღინიშნებოდა. ამაზე მეტყველებენ ვახუშტი ბაგრატიონის, გერმანელი მეცნიერის, რუსეთის საიმპერატორო აკადემიის აკადემიკოსის ი.გიულდენშტედტის, ალექსანდრე ყაზბეგის, სოფრომ მგალობლიშვილის, კოსტა ხეთაგუროვის და სხვათა დაკვირვებები, ეთნოგრაფიული თუ ფოლკლორული მასალები.

შემთხვევითი არ არის, რომ თითქმის ყველა თხზულებაში ალ.ყაზბეგი ოსებს უარყოფითად ახასიათებს და მათი ქმედების ჩვენებით იმ ვითარებას გვაცნობს, რაც “ლეკიანობის” ანალოგიური “ოსიანობით” იყო ცნობილი და ეს მოვლენა ქართველი ხალხის წინააღმდეგ მიმართულ ბრძოლას წარმოადგენდა მოსახლეობის ძარცვა-გლეჯით, ადამიანების დატყვევებით, ხოლო წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში დაუნდობელი მკვლელობით.

https://iberiana.wordpress.com/samachablo/kvirikashvili-3/

***

Васил Квирикашвили – Земля, которую отняли

ceae2eБолее двух веков наша Родина находится в положении войны с Россией. Грузия дважды сумела вырваться из когтей двуглавого орла. Третья атака была предпринята в горячие дни августа 2008 года, в результате которой Россия растоптала своим грязным сапогом 20 процентов территории страны (12 тысяч квадратных километров исконно грузинской земли – Абхазия и часть Шида Картли).

После восстановления независимости Грузия не смотрела в сторону запада и не заостряла внимания на вступение в НАТО. Но Россия фатически отняла у нас Абхазию и Цхинвальский регион, и до августовской войны эти территории целых 18 лет находились вне нашей юрисдикции. Поэтому излишне говорить о том, что якобы прозападная ориентация стала своеобразной причиной российско-грузинского противостояния. Наоборот, именно антигрузинская политика России обусловила стремление Грузии к западным ценностям.

По мнению многих, российское руководство не признает наших претензий и поэтому не садится за стол переговоров. Ложь! Россия не приемлет единой, демократической, независимой Грузии. Именно в этом главная причина противостояния.

https://iberiana.wordpress.com/samachablo/kvirikashvili-2/

***

2008Александр Бадиев – Осетин, пытавшихся уехать во время войны из Цхинвали, уничтожила российская авиация

7 августа 2008 года не просто дата начала войны с Грузией, это еще и главная PR-акция Кремля в XXI веке – “спасение югоосетинского народа от геноцида”. PR-акция основывалась на идее: “Кровавый режим Саакашвили совершил геноцид осетинского народа”.

Однако с «геноцидом» осетинского народа возникли две основные проблемы. Первой проблемой являлось число погибших осетин. К большому сожалению, для российского руководства, убитых мирных осетин оказалось не 2000 человек, как об этом сообщалось, а значительно меньше. По заявлению СКП число погибших осетин состовляет 162 человек. Для сравнения, в Чечне, за 2 военные кампании «по принуждению к конституционному прорядку», погибло около 250 тысяч мирных граждан.

https://iberiana.wordpress.com/samachablo/badiev/

***

dnmGenetic Evidence Concerning the Origins of South and North Ossetians

Ossetians are a unique group in the Caucasus, in that they are the only ethnic group found on both the north and south slopes of the Caucasus, and moreover they speak an Indo-European language in contrast to their Caucasian-speaking neighbours. We analyzed mtDNA HV1 sequences, Y chromosome binary genetic markers, and Y chromosome short tandem repeat (Y-STR) variability in three North Ossetian groups and compared these data to published data for two additional North Ossetian groups and for South Ossetians. The mtDNA data suggest a common origin for North and South Ossetians, whereas the Y-haplogroup data indicate that North Ossetians are more similar to other North Caucasian groups, and South Ossetians are more similar to other South Caucasian groups, than to each other. Also, with respect to mtDNA, Ossetians are significantly more similar to Iranian groups than to Caucasian groups. We suggest that a common origin of Ossetians from Iran, followed by subsequent male-mediated migrations from their Caucasian neighbours, is the most likely explanation for these results. Thus, genetic studies of such complex and multiple migrations as the Ossetians can provide additional insights into the circumstances surrounding such migrations.

Max Plank Institute for Evolutionary Anthropology Department of Evolutionary Genetics.

http://www3.interscience.wiley.com/journal/118745631/abstract?CRETRY=1&SRETRY=0

***

დვალებისა და დვალეთის შესახებ

დვალები (ძველი ორთოგრაფიით ”დუალნი”//”დვალნი”) კავკასიონის მთავარი ქედის ცენტრალური ნაწილის ძველისძველ მკვიდრთ წარმოადგენენ, რომელნიც თავისი ისტორიული ბედით ორი ათასწლეულის მანძილზე მჭიდროდ და ცალკერძ იყვნენ დაკავშირებულნი საქართველოსა და ქართველებთან, ხოლო XIV საუკუნის შემდგომ ხანაში უკვე კავკასიის მთიანეთში ინფილტრირებულ ოსებთანაც. ამ უაღრესად თვითმყოფადი და არც თუ მცირერიცხოვანი ტომის ძირითადი სამოსახლო მხარე-დვალეთი (ძვ. ორთ… ”დუალეთი//”დვალეთი”), ვითარცა შორეული წარსულიდან (ძვ. წ.IV საუკუნიდან ქართული სახელმწიფოს ერთ-ერთი ”ნაპირის ალაგად” ქცეული და ეკლესიურად ნიქოზის საეპისკოპოსოში V საუკუნიდან შემავალი ისტორიულ-ეთნოგრაფიული ქვეყანა თავდაპირველად მთლიანად კავკასიონის მთავარსა და გვერდით ქედებს შორის ლოკალიზდებოდა და ამჟამად ე.წ. ”ჩრდილოეთ ოსეთს-ალანეთის რესპუბლიკის” საზღვრებში მოქცეულ 500 კვ.კმ-მდე ფართობის მიწა-წყალს მოიცავდა, რომელიც რუსულ ენაზე გამოცემულ სამეცნიერო თუ პოპულარულ ლიტერატურაში არაიშვიათად ზოგადად ნარა-მამისონის ქვაბულის (”НАРА –мамисонская котловина”) სახელწოდებითაც ფიგურირებს.

https://iberiana.wordpress.com/samachablo/dvaleti/

***

ზ. ჭიჭინაძე – ოსების ჩამოსახლება ქართლში და ქართველების ამაგი და ღვაწლი მათზედ

თამარ მეფის მიცვალების შემდეგ, ქართველებს ბევრი გარეული მტერი აუტყდათ, ესენი საქართველოს მოსვენებას აღარ აძლევდნენ, ამიტომაც ქართველთ აღარ აქვნდა დრო, რომ თავიანთ მეზობელ ოსებისთვის ისეთი მფარველობა გაეწიათ, როგორც ეს იყო ბაგრატ მეოთხის დროდამ მოყოლებული თამარ მეფის გადაცვალებამდე.

ოსთა საუბედუროთ ისე მოეწყო ოსების საქმე, რომ ქალი და კაცი სულ ფეხშიშველი დაიარებდნენ, ტანსაცმელის ხომ აღარა აქვნდათ რა და სულ ძველს ჩულებში იყვნენ გახვეულნი. ასეთ მდგომარეობაში მყოფ ოსებმა რამდენიმე ხანს გასძლეს, მაშინ კი, როცა მთაში წისქვილებიც დაიქცენ და ქერის პურის შოვნაც კი ერთობ ძვირი გახდა, მაშინ კი ამათ იკადრეს ფიქრები და ბოლოს იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ქართლში იწყეს გადმოსვლა, ქართველების ცარცვა, გლეჯა, სახლების წართმევა, მთელი სოფლების დაჩემება დაბების, ქალაქების და მასთან მთელის მოსავალ პურის გატაცებაც.

https://iberiana.wordpress.com/samachablo/chichinadze/

***

დიუმა და ოსები

ოსები, რომლებიც ბინადრობენ საქართველოს სამხედრო გზის მახლობლად (1) აკეთებენ ბევრ ფულს, მაგრამ არიან მფლანგველები. მოთამაშენი და ლოთები, ამიტომ ყოველთვის ცუდად აცვიათ, ან, უფრორე, სულაც არ აცვიათ. ისინი მიწურებში, დანგრეულ კოშკებში ცხოვრობენ და მთელ თავიანთ შემოსავალს ხარჯავენ თამბაქოსა და არაყზე (2). ძნელია მათ შორის მდიდრისა და ღარიბის გარჩევა, რადგან ყველას ერთნაირად ცუდად აცვიათ. ოსები, როგორც ინგუშები თამარ მეფის დროს ქრისტიანები იყვნენ, მაგრამ დღეს თვითონაც არ იციან რა რწმენისანი არიან. მთელ დედამიწაზე ოკეანისა და შიდა აფრიკის წარმართებს შორისაც ვერ იპოვნი ველური იდეების და გაუგებარი რწმენის ასეთ ნაზავს.

თამარის მეფობიდან ასი წლის შემდეგ, ესე იგი მათი გაქრისტიანებიდან ორასი წლის შემდეგ, მონგოლებმა ორგზის მოსრეს კავკასიის ველები. ოსებმა თავი დააღწიეს ჯერ არნახულ საშიშროებას, შეიმალნენ მთებში და ამ დროიდან არ გამოსულან იქიდან. ამის შემდგომ მათ დაკარგეს ყოველგვარი კავშირი საქართველოსთან და თანდათან დაუბრუნდნენ ადრინდელ უმწეო ყოფას. ქრისტიანული რელიგიიდან მათ შეინარჩუნეს მხოლოდ ზოგიერთი ცერემონიალი, ცოდნა ღმერთისა და იესო ქრისტეს შესახებ, რომელთაც ისინი აიგივებდნენ მუხამედთან, როგორც ნათელმხილველთან. მათთან ერთად სწამთ ანგელოზებისა და სულებისა, მაგიისა მათში გავრცელებული ორქალობისა და ორკაცობის, და ასრულებენ მსხვერპლთშეწირვას. ყიდულობენ ერთ, ორ, სამ და ოთხ ქალს, თუ შესაძლებლობა აქვთ. ფულს იხდიან, ეპყრობიან სასტიკად, და მათ აკისრებენ საშინაო და მინდვრის სამუშაოებს. თუ უკმაკოფილონი იყვნენ (ცოლებით), სახლიდან აგდებდნენ. ქალიშვილებს არ გააჩნდათ არავითარი უფლება მემკვიდრეობაზე, მათ არ აძლევენ მზითვებს, პირიქით, მათ ჰყიდიან, როგორც შინაურ ცხოველს. ამიტომ სრულიად უკმაკოფილონი არიან ისინი, როდესაც ჩნდება ქალიშვილი, და ხარობენ როდესაც იბადება ვაჟი. “ქალის მკვლელობა ორჯერ ნაკლები დანაშაულია ვიდრე კაცისა. და მხოლოდ ერთი კანონი დარჩათ უცვლელი – სისხლიანი შურისძიება”.

ეს დაწერა არა გამსახურდიას წინაპარმა, რომელიც როგორც ცნობილია, იყო აშკარა „ოსეტინოფობი”, არც ალექსანდრე ყაზბეგმა, რომელმაც ყოველგვარი პირმოთნეობის გარეშე შეეხმიანა ოსებს, არამედ თვით დიდმა და საზარელმა ალექსანდრე დიუმამ, „სამი მუშკეტერის” ავტორმა, პირმა, რომელიც სულაც არ იყო დაინტერესებული არსებულ სიტუაციაში გადაეჭარბებინა. თუმცა, საერთაშორისო ანტიოსური შეთქმულების სახით…

1. თქვენს ყურადღებას ვამახვილებთ მასზედ, რომ მწერალმა, რომელიც, როგორც ცნობილია, შეუდგა რა ოსებსა და ინგუშებზე თხრობას, უკვე იმყოფებოდა ჩრდილოეთ კავკასიაში და იქიდან გზაში თბილისისაკენ არასდროს აბორძიკებია ენა ცხინვალსა და ლენინგორზე.

2. აქ მე იძულებული ვარ გამოვექომაგო ოსებს. ყაბარდოელთა მრავალსაუკუნოვანი ბატონობისას საშინელი იქნებოდა მდიდარი და ძლიერი ოსის დანახვა. თუმც ავტორისათვის ნათელია, რომ იმ დროისათვის ჩვენ იქ არ ვიყავით.

***

Аланы нашли свою прародину на Алтае

Съемочная группа «Нарт-Арт Студии» из Владикавказа в составе режиссера и продюсера Темины Туаевой, оператора Султана Цориева и профессора, доктора исторических наук Николая Лысенко прибыла в Республику Алтай для съемок эпизодов фильма «Аланы. Путь с востока». Этот фильм посвящен аланскому феномену в европейской истории, теме единства исторических судеб и неразрывности культурных связей народов Европы и России.

Как считает Николай Лысенко, аланы сформировались в Восточном Тянь-Шане, на стыке хребта Алтын-Таг и гор Алтая. Именно отсюда аланы пошли на запад. «Мы хотим вернуться к пазырыкскому наследию, снять археологические памятники, увидеть, ощутить ту ярко выраженную мощь и передать ее через фильм. Наша культура напрямую связана с алтайской. Наша прародина – Алтай».

Отметим, не только аланы считают Алтай своей прародиной. Уже на протяжении более десяти лет тюркские народы заявляют, что их исторические корни находятся в Горном Алтае. На въезде в Республику Алтай при поддержке властей и бизнесменов из Татарстана установлен памятный знак «Алтай – колыбель тюрков».

Аланы — ираноязычные племена сарматского происхождения. Прямыми потомками алан являются осетины. Осознание этого родства повлияло на национальное самосознание осетин: отсюда и название Республики Северная Осетия — Алания, весьма популярные у осетин мужские и женские имена: Алан, Алана, Амага, Сармат. Аланская идентичность имеет большое значение также для ряда других народов Северного Кавказа, на территории расселения которых сохранились памятники аланской культуры.

На фото – режиссер Темина Туаева

http://www.gorno-altaisk.info

***

ანზორ თოთაძე

ოსები საქართველოში: მითი და რეალობა

მეორე შევსებული გამოცემა
თბილისი 2008

***

endriu anderseni

politologiisa da istoriis profesori

kalgaris universitetis samxedro-strategiuli
kvlevebis centris kavkasiis specialisti

თამაში “ამოუცნობი წარსულით” საეჭვო აწმყოსათვის

პასუხი ჩოჩიევს ოკეანის გაღმიდან

რამდენიმე ხნის წინ ედუარდ კოკოითიმ, ამჟამად “სამხრეთ ოსეთის არმიად” წოდებული უკანონო შეიარაღებული ფორმირებებისა და მათი მხარდამჭერი რუსეთელი “მშვიდობისდამცველების” მიერ კონტროლირებად, საქართველოს შიდა ქართლის რეგიონის ტერიტორიის მცირე ნაწილზე არსებული თვითგამოცხადებული “სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის” მეთაურმა გააკეთა განცხადება, რომ განზრახული აქვს მიაღწიოს აღნიშნული ტერიტორიის რუსეთის ფედერაციასთან შეერთებას.

ამგვარი ინიციატივის საფუძვლად კოკოითიმ მოიყვანა რაღაც საიდუმლო “ისტორიული დოკუმენტი 1774 წელს ერთიანი ოსეთის რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შესვლის შესახებ”.

1774 წლის დამდეგს რუკაზე არ არსებობდა არა მარტო ბატონ კოკოითის და ექსპანსიონისტური პროპაგანდის სხვა რუპორების მიერ ნახსენები “ერთიანი ოსეთი”, არამედ რაიმე ოსეთი. ოსური ენის სხვადასხვა დიალექტზე მოლაპარაკე ადამიანები, რა თქმა უნდა, ცხოვრობდნენ დიდი კავკასიური ქედის ორივე ფერდობზე, მაგრამ ამჟამინდელი ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე (ალაგირის, ქურთათის, თაგურიისა და დიგორის უდიდესი ნაწილი – ისტორიული რაიონი) მცხოვრები ოსები იმყოფებოდნენ ყაბარდოელი ფეოდალების ხელისუფლების ქვეშ, მათი მიწები კი, შესაბამისად ყაბარდოს ნაწილს წარმოადგენდა, რომელიც თავის მხრივ, ფორმალურად ყირიმის ხანს – ოსმალეთის იმპერიის ვასალს ემორჩილებოდა.

https://iberiana.wordpress.com/samachablo/andersen-chochiev/

***

topchishviliროლანდ თოფჩიშვილი

ტოტალური შეტევა ქართველებსა და ჩვენს ისტორიაზე: გაზეთ “ვოენნო-პრომიშლენნი კურიერში” დაბეჭდილ კ. ტროეპოლსკის სტატიის გამო

ბოლო დროს ტოტალური შეტევა მიმდინარეობს საქართველოს ისტორიაზე, ქართულ კულტურაზე; ცდილობენ საუკუნეების მიღმა ჩამოყალიბებული ერთიანი ქართული ცნობიერების დაშლას, ქართველთა ეთნოგრაფიული ჯგუფების ტერიტორიული ერთეულების, ანუ ივანე ჯავახიშვილის ტერმინი რომ გამოვიყენოთ, თემების არაქართველებად, ცალ-ცალკე ეთნოსებად გამოცხადებას. ეს შეტევა რუსეთიდან მოდის ნიაღვარივით. თუმცა, ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ ისტორიაში მითოლოგემების შექმნა, ქართველთა ცნობიერების დაჩეხვა, ქართული კულტურის მითვისება, ერთი სიტყვით, ისტორიის ქურდობა ახლა არ დაწყებულა. საქართველოს სახელმწიფოებრიობასთან მებრძოლმა რუსეთის იმპერიამ ყოველივე ეს ქვეყნის კოლონიად გადაქცევისთანავე დაიწყო. საბჭოთა პერიოდის თავდაპირველ სტადიაზე ის ერთგვარად შესუსტდა, მაგრამ ახალი ძალით გაჩაღდა დაახლოებით ოცდაათი-ორმოცი წლის წინათ, დღეს კი აპოგეას მიაღწია. ბუნებრივია, იქ, სადაც ზნეობა აღარაა და ცდილობენ სხვისი მიწა-წყლის მითვისებას, თავიანთი მოქმედება იმპერიული აზროვნებით შეპყრობილმა ადამიანებმა და სახელმწიფო სტრუქტურებმა ისტორიის გაყალბებით სხვათა ისტორიისა და კულტურის მითვისებით უნდა გაამყარონ.

 https://iberiana.wordpress.com/samachablo/sheteva-istoriaze/

***

Константин Преображенский

 Южная Осетия: задний двор КГБ на Кавказе

12.03. 2009

 Южная Осетия в сильнейшей степени затронута присутствием КГБ. Согласно условиям договора о дружбе Россия имеет право размещать в ЮО своих пограничников, которые организационно входят в состав Федеральной службы безопасности – наследницы КГБ. Они не только будут заниматься охраной границ Южной Осетии, но и выполнять разведывательные операции против Грузии. Казалось бы, для такой небольшой страны вполне достаточно такого разведочного потенциала, но нет – Южная Осетия разворачивает свое собственное КГБ и собственную Службу внешней разведки: служить там будут тоже россияне, зато у Москвы появляется поле для маневра.

https://iberiana.wordpress.com/caucasus/osetia-kgb/

***

Султан Хамчиев

 Аннексия осетинами грузинских, кабардинских,
казачьих, ингушских, чеченских земель

 ИСТОРИЯ АННЕКСИИ ОСЕТИНАМИ ГРУЗИНСКИХ ЗЕМЕЛЬ

Мир и благоденствие тому, кто ищет истину…

За последние 250-300 лет идет планомерная аннексия осетинами земель всех сопредельных народов: грузин, кабардинцев, казаков, ингушей. В Осетии активно действуют силы, озабоченные своей национальной исключительностью, силы, которым не дает покоя «древнее арийское происхождение» или лавры Фридриха Барбароссы. О том, как происходила аннексия осетинами чужих территорий, с целью создания «Великой Алании» и какие грязные средства для этого использовались, мы расскажем в этой работе.

https://iberiana.wordpress.com/caucasus/khamchiev-1/

***

  შიდა ქართლის დაბრუნების გზა

  ცხინვალის პრობლემა

იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი აცხადებს მზაობას, საქართველოში კიდევ ერთხელ შექმნას “სამხრეთ ოსეთი”, ანუ  საქართველოს ტერიტორიის ერთ ნაწილს ოფიციალურად დაარქვას მეზობელი ქვეყნის  (ალანია _ ოსეთის) ეთნიკური სახელი, და საქართველოს ტერიტორიის ეს ნაწილი აღიაროს მეზობელი  ქვეყნის ეთნიკური ტერიტორიის სამხრეთ ნაწილად, რაც იმას ნიშნავს, რომ კაცობრიობის წინაშე დგება ორი “ოსეთის” – ერთი ნამდვილის და მეორე  ყალბის – გაერთიანების ამოცანა, მაშასადამე, საქართველოსათვის მისი ტერიტორიის ერთი ნაწილის წართმევის ამოცანა, რაც ჩვენ მიგვაჩნია პირდაპირ და დაუფარავ ეროვნულსა და სახელმწიფო ღალატად, საჭიროდ ვრაცხთ გამოვთქვათ ჩვენი პოზიცია დღესდღეობით ცხინვალის რეგიონში (საქართველო) მიმდინარე – რუსეთის მიერ ინსპირირებული და ორგანიზებული – შეიარაღებული კონფლიქტის მექანიზმებისა და მისი ჩაქრობის გზების შესახებ. წინასწარ მივაწვდით საქართველოს მოქალაქეებს, ქართველებისა და ოსების ჩათვლით, და მსოფლიოს საზოგადოებრიობას რამდენსამე ძირითად ცნობას კონფლიქტის ფაქტორებისა და პირობების შესახებ, რათა ხელი შევუწყოთ იმ პროპაგანდისტული სიცრუის მხილებას, რომელსაც ამ თემასთან დაკავშირებით ავრცელებენ რუსეთის პოლიტიკური წრეები, რუსეთის მასობრივი ინფორმაციის საშუალებები და საქართველოს პრორუსული მთავრობის დაქვემდებარებაში  ან გავლენაში მყოფი საინფორმაციო საშუალებები.

https://iberiana.wordpress.com/saqartvelo/shida-kartli/

***

ავთანდილ სონღულაშვილი – “სამხრეთ ოსეთი” საქართველოში?!

საქართველოში ცხოვრობდნენ და ცხოვრობენ არა მხოლოდ ისინი, ვისაც საქართველო მშობლიურ სახლად მიაჩნია, არამედ ისინიც, რომელთათვისაც საქართველო სასტუმროა. არიან ისეთებიც, ვინც ცდილობს მიითვისოს ამსასტუმროსსაუკეთესო აპარტამენტები.

თავის დროზე მიხეილ ჯავახიშვილმა რელიეფურად აჩვენა, რომ კარს მოგადგება გუდამშიერი და უსახლკარო გადამთიელი. ლუკმაპურსა და თავშესაფარსა გთხოვთ, ერთგულ და მორჩილ მსახურად გიჩვენებთ თავს. გულუბრყვილობის, უნიათობის, უზრუნველობისა და უდარდელობის გამო კარს გაუღებ, ჭერსა და საზრდელს მისცემ. იგი მომძლავრდება, მოღონიერდება, გალაღდება და გათავხედდება. საკუთარი სახლიდან გაგაგდებს, შენს მამულს, საქონელს მიითვისებს

თამამად შეიძლება ითქვას, რომ “ჯაყოობა არის სხვისი ქონების, სიმდიდრის, მამულის, სახლკარის, პატივის, სახელის მიტაცებამითვისება, ძალადობა, ქლესაობა, პირფერობა, ორპირობა, ურცხვი უპრინციპობა, სრული უმეცრობა და უკანონობა”1. ქართველი ერის ისტორიულ უბედურებად უნდა ჩაითვალოს მისი ინტერნაციონალური ბუნება იმ დამახინჯებული გაგებით, როგორადაც იგი ეპყრობოდა და ეპყრობა ყველა ჯურის გადამთიელს.

***

ОСЕТИНСКИЙ  ВОПРОС – 1994

 

  1. Vakhtang Itonishvili – “ЮЖНАЯ ОСЕТИЯ – В ЦЕНТРАЛЬНОЙ ГРУЗИИ?!”
  2.  Noe Apkhazava – “КУЛЬТУРНО-ЭТНИЧЕСКИЕ ПРОЦЕССЫ В СЕВЕРО-ЗАПАДНОЙ ЧАСТИ ШИДА КАРТЛИ С ДРЕВНЕЙШИХ ВРЕМЕН ДО ПОЗДНЕГО СРЕДНЕВЕКОВЬЯ” (На основе археологических материалов)
  3. Jondo Gvasalia – “ШИДА КАРТЛИ И ОСЕТИНСКАЯ ПРОБЛЕМА”
  4. Parmen Zakaraia – “К ИСТОРИИ ЗОДЧЕСТВА ШИДА КАРТЛИ”
  5. Giorgi Otkhmezuri – “ЭПИГРАФИКА СЕВЕРНОЙ ЧАСТИ ШИДА KАРТЛИ”
  6. Koba Kharadze – “ПРОИСХОЖДЕНИЕ И РАЗВИТИЕ ТОПОНИМОВ ШИДА КАРТЛИ”
  7. Bakhva Gamkrelidze – “К ВОПРОСУ О РАССЕЛЕНИИ ОСЕТИН В ГРУЗИИ”
  8. Anzor Totadze – “ОСЕТИНЫ НА ГРУЗИНСКОЙ ЗЕМЛЕ”
  9. Vakhtang Itonishvili – “ОСЕТИНШИНА”
  10. Solomon Lekishvili – КОГДА ВОЗНИК ТЕРМИН “ЮЖНАЯ ОСЕТИЯ“?
  11. Avtandil Menteshashvili – “ОСЕТИНСКИЙ СЕПАРАТИЗМ В 1918-1920 ГОДАХ”.
  12. Levan Toidze -”ОБРАЗОВАНИЕ ОСЕТИНСКОЙ АВТОНОМИИ В ГРУЗИИ”
  13. Levan Mataradze – “О ПОЛИТИКО-ПРАВОВЫХ АСПЕКТАХ ГРУЗИНО-ОСЕТИНСКОГО КОНФЛИКТА И ВОЗМОЖНОСТЯХ ЕГО МИРНОГО УРЕГУЛИРОВАНИЯ”.
  14. Solomon Lekishvili – ПРИЛОЖЕНИЕ

***

IBERIANA

♥ სამაჩაბლო – Samachablo

IBERIANA 2

♥ Samachablo-სამაჩაბლო

3 Responses to “♥ სამაჩაბლო – Samachablo”

  1. kolxidec said

    თუ იცით ოსებს რატომ აცვიათ გრძელ სახელოიანი ჩოხები?
    _მე გეტყვით მიტომ, რომ კავკასიაში რომ შემოიხიზნენ ისინი, ღატაკნი და უქონელნი იყვნენ და კავკასიელებმა ტანად გოლიათებმა თავის სამოსი უბოძეს და მათ ის დიდი აღმოაჩნდათ, მას მერე ეს ნიუანსი, მათი კულტურის შემადგენელი ნაწილი გახდა

    Like

    • Георгий said

      მე სხვანაირად ვიცი, გრძელსახელოებიანი მათ მხოლოდ სიმდის და ხონგას ცეკვის დროს აქვთ ისე ჩვეულებრივად დადიოდნენ, სიმდი და ხონგა მოგეხსენებათ ქორწილის ამსახველი ცეკვებია, როგორც ყველა კავკასიაში მცხოვრებ ხალხს, ოსებსაც ჰქონდათ ასეთი ტრადიცია, რომ საპატარძლოს ხელით არ უნდა შეხებოდა, ამიტომ ჩამოწეული სახელოები იძლეოდა იმის გარანტიას რომ ხელით შეხება არ მოხდებოდა.

      Like

  2. Luther Freud said

    Awesome blog , thanks for the post!

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s