Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

♥ “საქართველო”

 

“საქართველო”

 

საქართველოს და მისი ერის წინაშე დღეს ორი საბედისწერო კითხვა დგას.

პირველია: შესაძლებელია თუ არა, რომ საქართველო გადავარჩინოთ იმ უმძიმესი განსაცდელის ჟამს, როცა ჩვენს ქვეყანას მსოფლიოს არაერთი დიდი, საშუალო და მცირე ძალა ებრძვის?

მეორეა: თუ “ჰო”, მაშინ რა და რა კონკრეტული მოქმედებებისგან (სახელდობრ, საქართველოს ხელისუფლების რა და რა ნაბიჯებისგან) შედგება ჩვენი ქვეყნის გადარჩენის, ანუ დღევანდელი მდგომარეობიდან მისი გამოყვანის, ეს პროცესი?

საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას, თავისი შემადგენელი პოლიტიკური და საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და პიროვნებების სახით, ამ ორივე კითხვის პასუხი აქვს.

პირველის პასუხია: დიახ, საქართველოს გადარჩენა და შთამომავლობისთვის გადაცემა ჩვენ არა მხოლოდ შეგვიძლია, არამედ გარანტირებულადაც (ანუ ობიექტური პირობების მიხედვით) შეგვიძლია, თუ ხელისუფლება და ხალხი მოწოდების სიმაღლეზე ვიქნებით.

მეორის პასუხი, ბუნებრივია, დაყოფილია პრობლემებისა და საქართველოს წინაშე დღეს მდგომი საშიშროებების მიხედვით. მისი ძირითადი ნაწილებია:

 

1. აფხაზეთის მთელ ტერიტორიაზე საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების იურისდიქციის სრული აღდგენის, ანუ აფხაზეთის დაბრუნების გზა.

2. ცხინვალის რეგიონში საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების იურისდიქციის სრული აღდგენის, ანუ შიდა ქართლის დაბრუნების გზა. ამ პრობლემის გადაჭრის კონცეფცია, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის შემავალი პარტიების განცხადების სახით.

3. ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული უცხოეთში მოაზრებული გეგმის _ საქართველოს ფედერალურ სახელმწიფოდ გარდაქმნის _ არგუმენტირებული მხილება, როგორც დღესდღეობით ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო ანტიქართული და ანტი-სახელმწიფოებრივი შემოტევისა ჩვენს ქვეყანაზე, რაც ამ შემოტევისაგან თავის დაცვის აუცილებელი (და, პრაქტიკულად, საკმარისი) საშუალებაა ერთგული ხელისუფლების ყოლის პირობებში.

4. საქართველოში უცხო ეგიდითა და განკარგულებით რამდენიმე ასეული ათასი მუსლიმანის შემოსახლების არდაშვება, რომელნიც დღეს საქართველოსადმი მტრულად განწყობილნი არიან. ამის ნაცვლად ადამიანთა ამ კონტინგენტში საქართველოსთვის მისაღები და სასურველი ადამიანების გამორჩევა და მათს იმ ნაწილში, ვინც თავს წარმოშობით ქართველად თვლის, ინტენსიური მუშაობა მათი ქართული ეროვნულ-სახელმწიფოებრივი შეგნების გასაღვიძებლად და განსავითარებლად. მკაცრად აღიარება და გაცხადება პრინციპისა, რომ ამ ადამიანთა შერჩევა მხოლოდ საქართველოს კომპეტენციაა და არა ვისიმე სხვისი. ამ პოზიციას, სათანადო არგუმენტაციითურთ, ვაქვეყნებთ ევროსაბჭოსადმი საქართველოს ეროვნული ძალების ერთი ნაწილის მიმართვის სახით.

5. ვაქვეყნებთ აგრეთვე საქართველოს საგარეო პოლიტიკის კონცეფციის ერთ მონაკვეთს _ ნატოსთან საქართველოს ურთიერთობის კონცეფციას _ და საქართველოს უსაფრთხოების კონცეფციის ერთი ნაწილისათვის _ სასურსათო უსაფრთხოებისათვის _ მნიშვნელოვან ცნობას მსოფლიოში სურსათის გაძვირების შეუჩერებელი პროცესების შესახებ, რომელიც ორი წლის წინ დაიწყო და გრძელდება.

შემდგომი არსებითი პრობლემების გადაჭრის კონცეფციებს მკითხველს გავაცნობთ შემდგომში.

 

♥ “საქართველო”

 

 

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s