Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

♦ ალტერნატიული აზრი

საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მონაწილე ორგანიზაციებისა და პიროვნებების ჯგუფისაგან

I. საქართველოს დღევანდელი აურჩეველი პრეზიდენტი მ. სააკაშვილი და მისი პოლიტიკური გუნდი ატარებენ საქართველოს დღევანდელი და სამომავლო სასიცოცხლო ინტერესების წინააღმდეგ შეგნებულად მიმართულ დესტრუქციულ კურსს, სახელდობრ
_ ქართველი ერის ეთნიკური და სახელმწიფოებრივი ტერიტორიის, _ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის _ `მცოცავი~ გასხვისების კურსს
_ საქართველოს ხელოვნური ეკონომიკური ნგრევის, მოსახლეობის ხელოვნური გაღატაკებისა და მისი საემიგრაციოდ სტიმულირების კურსს
_ საქართველოში იმიგრაციის ფაქტობრივი შეუზღუდველობის კურსს
_ საქართველოს ეკონომი¬კურად სტრატეგიული სიმდიდრის (მიწის ჩათვლით) გასხვისების (ანუ ამ სიმდიდრის თავისუფალ ბაზარზე გატანის) კურსს ისეთ პირობებში, როცა ამ ბაზარზე არ არსებობენ კონკურენტუნარიანი ქართველები და საქართველოს მოქალაქეები.
_ საქართველოში მეცნიერებისა და განათლების ძირფესვიანი ნგრევისა და მისი გადარჩენის მცდელობათა ჩახშობის კურსს
_ საქართველოს სამოციქულო ეკლესიის შევიწროებისა და სა¬ქართველოში სექტანტური პროზელიტიზმის ხელშეწყობის (მფარველობის) კურსს
_ საქართველოში დიქტატურის გამყარების კურსს, რომელიც განუკითხავად არღვევს კანონს, კონსტიტუციის ჩათვლით, ბარბაროსულად ლახავს მოქალაქეობრივსა და ადამიანურ უფლებებს (საკუთრების უფლების ჩათვლით) და თრგუნავს ფართო მასის ეკონომიკურსა და ყველა სხვა შემოქმედებითს აქტივობას.
გარდა ამისა, მკაფიოდ ჩანს ხელისუფლების შეგნებული ტენდენცია საქართველოს დღევანდელი და ისტორიულმასშტაბიანი ინტერესების წინააღმდეგ მიმართული ნებისმიერი სხვა ერთჯერადი ნაბიჯის ხელშეწყობისაკენ. ასეთია დღეს
_ საქართველოს ფედერალიზაციის გეგმა, ზოგჯერ _ `რეგიონალიზმის~ არაფრის მთქმელი სახელით შენიღბულისა, და
_ საქართველოში რამდენიმე ასეული ათასი მუსულმანის განუკითხავი (ანუ საქართველოს სახელმწიფოებრიობასთან მათი დამოკიდებულების პრინციპულად არგამთვალისწინებელი) შემოსახლების გეგმა.

II. საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობისათვის და ქართველი ერის ფართო მასისათვის უკვე 150 წელზე მეტია, რაც ცნობილია საქართველოს ეროვნული და სახელმწიფოებრივი გადარჩენისა და ამ მიზნით საქართველოს როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკის მართვის ორივე ძირითადი პრინციპი, რომელთა წინააღმდეგაც მიმართულია საქართველოს დღევანდელ მმართველთა ზემოხსენებული პოლიტიკა. ეს პრინციპებია:
1. საქართველო, როგორც დედამიწის ერთ-ერთი ნაწილი, არის ქართველი ერის, როგორც კაცობრიობის ერთ-ერთი ნაწილის, ქვეყანა. საქართველო არის ქართველი ერის სამშობლო ანუ დედამიწის ის ერთადერთი ნაწილი, რომელზედაც ქართველ ერს შეუძლია გარანტირებულად თავის რჩენა და თავისი თავის, როგორც ერის, ყოველმხრივი რეალიზაცია. ქართველი ერი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ავტოხთონურია. იგი ცხოვრობს მასზე უწყვეტად მთელი ცნობილი ისტორიის მანძილზე. მისი უფლებაა და მყარი ნებაა, ეს ქვეყანა, როგორც მომავალ თაობათა სარჩენი ბაზა და თავისი ყოველმხრივი თვითრეალიზაციის ასპარეზი, შეინარჩუნოს სამარადისოდ, ამიტომ საქართველოს სახელმწიფოს მიზანთა რიცხვში შედის ობიექტური პირობების შექმნა საქართველოს მარადიულყოფისათვის, როგორც
_ 1991 წლის საზღვრებში მყოფი ქვეყნისა და სახელმწიფოსი,
_ თავისუფალი და და¬მოუკიდებელი ქვეყნისა და სახელმწიფოსი,
_ დღევანდელი სახელის `სა¬ქართველო~ მატარებელი ქვეყნისა და სახელმწიფოსი და
_ ქართული ქვეყნისა და სახელმწიფოსი, ანუ ისეთისა, რომელშიც ქართული ენა საყოველთაოდ ცნობილი (გასაგები) ენაა და რომელიც თავის მოქალაქეებთან ურთიერთობას ახორციელებს ქა¬რთულ ენაზე.
ამ პრინციპის განუხრელად დაცვა საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას და ქართველ ერს საჭიროდ მიაჩნია იმიტომ და მის დასაცავად თანამოქალაქეებს მოუწო¬დებს იმიტომ, რომ საქართველოს დღევანდელი დღე, ანუ საქართველოში დღეს არსებული ვითარება და დღეს მიმდინარე ხდომილებები, არის არა მხოლოდ დევანდელი მსოფლიოს მდგომარეობის ერთერთი ელემენტი, არამედ აგრეთვე საქართველოს წარსული და მომავალი ისტორიის ერთერთი ეტაპი, რომელიც ამჟამად მაცხოვრებელ თაობებს პასუხისმგებლობას გვაკისრებს მომავალთა წინაშე.

2. მეორე პრინციპია სამართლებრიობა, ანუ მოქალაქეების სრული თანასწორობა კანონის წინაშე და მოქალაქისა და სახელმწიფოს სრული თანასწორობა კანონის წინაშე (რაშიც მდგომარეობს კანონს უზენაესობა სახელმწიფოში), აგრეთვე სამართლებრიობასთან ბუნებრივად დაკავშირებული დე¬მოკრატია, ანუ მოქალაქეთა, როგორც ასეთთა, უმრავლესობის პრინციპული უზენაესობა სახელმწიფოს მართვაში, ამ სახელმწიფოს კანონმდებლობის განსაზღვრისა და კანონის შესრულების კონტროლის სახით. ამ პრინციპის განუხრელი გატარების აუცილებლობას სახელმწიფოს საშინაო და საგარეო პოლიტიკაში განაპირობებს ის, რომ სამართლებრიობა და დემოკრატია არის სტაბილური საზოგადოებრივი თანაცხოვრების ერთადერთი ფორმა, რომელიც შეთავსებადია ადამიანის, როგორც გონიერი და თავისუფალი არსების, ბუნებასთან _ საზოგადოების ორგანიზაციის ის ფორმა, რომელიც სადღეისოდ, ყველაზე ეფექტიანია საზოგადოების შემოქმედებითი, ზოგადად შრომითი და მორალური პოტენციალის რეალიზაციისათვის როგორც პი¬როვნული, ისე საზოგადოებრივი (მათ შორის _ სახელმწიფოებრივი)  ამოცანების გადასაჭრელად.

III. თუმცა საქართველოს უზურპატორი და საკუთარი მოქალაქეების მხუთავი გაზით მომწამლავი “პრეზიდენტის”, მ. სააკაშვილის კანონიერი მოცილება საქართველოს ხელისუფლებიდან აუცილებელია ეროვნული თავმოყვარეობისა და ერის სამომავლო სულიერი სიჯანსაღის თვალსაზრისით, ამ ნაბიჯის საჭიროების ძირითადი განმსაზღვრელი მაინც არის სახელმწიფოს კურსის შეცვლის აუცილებლობა, რომლის კიდევ ხუთი წლის მანძილზე გაგრძელების შემთხვევაში რეალური ხდება `უქართველებო საქართველოს~ შექმნის ცნობილი პროგრამის რეალიზაცია და სახელმწიფოს სრული კრახის ორგანიზება. სახელმწიფოს კურსის ამ შეცვლისთვის აუცილებელ ნაბიჯთა მინიმალური ჩამონათვალი, რომელთა გარეშეც საქართველოს გადარჩენა, როგორც სახელმწიფოსი და ერისა, შეუძლებელია, არის შემდეგი:

1. რუსეთის, როგორც საქართველოს ტერიტორიების წინააღმდეგ დღესდღეობით ძირითადი შემომტევის, იურიდიული, პოლიტიკური და საპროპაგანდო განიარაღება, ანუ იმის ოფიციალურად გაცხადება, რომ
_ აფხაზეთისა და ცხინვალის ომები არის რუსული აგრესიული ომი საქართველოს წინააღმდეგ (და არა `ეთნიკური კონფლიქტი~)
_ ხსენებულ ტერიტორიებზე რუსეთის `სამშვიდობო~ მანდატის დაუყოვნებლივ გაუქმება, ამ ტერიტორიებზე თოფის გავარდნის არდაშვება მანამდე, სანამ არ გაუქმებულა რუსეთის შეიარაღებული ძალების `სამშვიდობო~ მანდატი (რადგან მის გაუქმებამდე რუსებს აქვთ უფლება ცეცხლი გაუხსნან ქართველებს, ხოლო ქართველებს არა აქვთ უფლება, ცეცხლი გაუხსნან რუსებს.
_ დაუყოვნებლივ ფორმულირება და მსოფლიოს კომპეტენტური პოლიტოლოგიური და იურისტული აზრის წინაშე (საკონსულტაციოდ) წარდგენა აფხაზეთის, აფხაზი (აფსუა) მოსახლეობისა და ოსური მოსახლეობის სტატუსისა და უფლებამოსილებების იდეალურად სწორი (კანონიერი, სამართლიანი და ჰუმანური) განსაზღვრისა (ასეთი ფორმულირებები ჩვენ მოგვეპოვება), ხოლო შემდეგ ამ ფორმულირებების მიღება, როგორც კონსტიტუციური ნორმისა. ამ ფორმულირებაში პრინციპული აღიარება იმისა, რომ აფხაზეთის, როგორც მთელის, ნება არ არის იგივე, რაც მხოლოდ აფსუა (`აფხაზი~) მოსახლეობის რაგინდარა ერთსულოვანი ნება, არამედ ეს ნება არის ტოლქმედი აფსუა (`აფხაზი~) მოსახლეობის ნებისა, რომელიც აფხაზეთის მიწაწყალს განიხილავს, როგორც თავისი სამარადისო და ყოველმხრივი, მათ შორის ეროვნული თვითრეალიზაციის ასპარეზს, ქართველი მოსახლეობის ნებისა, რომელიც აფხაზეთის მიწაწყალს განიხილავს, როგორც თავისი მარადიული და ყოველიმხრივი, მათ შორის ეროვნული თვითრეალიზაციის ასპარეზს, და ყველა მოსახლის ნებისა, რომ გარანტირებულად და უსაფრთხოდ იცხოვროს კეთილდღეობისა და დემოკრატიის პირობებში. ეს სამი ნება ერთი და იგივე არ არის, მაგრამ სავსებით ჰარმონიზებადია აფხაზეთში ბუნებრივი და სხვა სახის რესურსთა სიუხვის წყალობით.
_ რეალური ძალის მომზადება რუსეთის არაოფიციალური (ანუ პრინციპულად დაძლევადი) შეიარაღებული ჩარევის მოსაგერიებლად და საქართველოს ტერიტორიების რუსული ოკუპაციისგან გასათავისუფლებლად.

2. კურსის აღება საქართველოს სასოფლო-სამეურნეო და სამრეწველო წარმოების აღდგენასა და გაშლაზე. უკანონოდ გასხვისებული ობიექტების რენაციონალიზაცია, მიწის უცხოელებზე გაყიდვის აღკვეთა, სტრატეგიული ეროვნული სიმდიდრის ჩართვისათვის საბაზრო ეკონომიკის სისტემაში ფართო გამოყენება, საკუთრების ფორმის პარალელურად, გასხვისებადი გრძელვადიანი იჯარის ფორმისა, ჰესების დაბრუნება სახელმწიფოს ხელში და ამით იაფი ენერგობაზრის შექმნა (არა უძვირესი 6 თეთრისა კვტ/საა¬თისთვის), ეკონომიკურად და მილიტარულად სტრატეგიული ობიექტების (რკინიგზა, პორტები, გზები…) გასხვისების აღკვეთა, რაციონალური საგადასახადო სისტემის მიღება.

3. განათლებისა და მეცნიერების აღდგენისა და განვითარების, როგორც სახელმწიფოებრივი პრიორიტეტის, აღიარება.

4. განუკითხავი იმიგრაციის აღკვეთა. მისი ზომის დაყვანა გამონაკლისების დონემდე.

5. უარის თქმა ევროსაბჭოს წინაშე ნაკისრ ვალდებულებაზე საქართველოში რამდენიმე ასეული ათასი მუსლიმანის განუკითხავი (ანუ მათი მომავალი მოქმედების პროგნოზირების არ გამთვალისწინებელი) შემოსახლების შესახებ.
საქართველოს სამხრეთი რაიონებიდან სსრკ ხელისუფლების მიერ 1944 წელს დანაშაულებრივად დეპორტირებული პირებისა და მათი შთამომავლებისადმი, როგორც სახელმწიფოს განსაკუთრებული ყურადღების საგნისადმი, მიდგომა მხოლოდ სახელმწიფოსა და ერის სადღეისო და ისტორიულმასშტაბიანი ინტერესების გათვალისწინებით.

6. საქართველოს ფედერალიზაციის (ამ ნაბიჯის მხოლოდ სიტყვიერად შემნიღბავი `რეგიონალიზაციის~) აღიარება შეგნებულად დივერსიულ გეგმად საქართველოს და ქართველი ერის წინააღმდეგ, რომელიც, მისი განხორციელების შემთხვევაში, გამოიწვევს არა მხოლოდ საქართველოს ერთიანი სახელმწიფოს დაშლას, არამედ ქართველი ერის ერთიანი ეროვნული ცნობიერების დაშლასაც სულ 2-3 თაობის მანძილზე.

7. კატეგორიული აღკვეთა საზღვარგარეთიდან შემოსული ფულისა და სხვა მატერიალური შესაძლებლობების გამოყენებისა საქართ¬ველოში სექტანტური პროზელიტიზმის სტიმულირებისთვის, აგრეთვე საქართველოს სამოციქულო ეკლესიის იურისდიქციის გარეთ მყოფი საკულტო ნაგებობების მშენებლობის განუკითხავი სტიმულირებისათვის, რომელიც მიზნად ისახავს ვიზუალური შთაბეჭდილების შექმნას, თითქოს საქართველოს სამოციქულო ეკლესია კარგავდეს თავის ისტორიულ, დღევანდელ და სამომავლო ფუნქციას, _ საქართველოს მოსახლეობის ძირითადი ნაწილის სულიერი ცხოვრების მართვისა და მასზე პასუხისმგებლობის ფუნქციას.

III. ჩამოთვლილი შვიდი პუნქტიდან თუნდაც ერთის არმიღება, ჩვენის აზრით, ნიშნავს საქართველოს ფიზიკური, ეკონომიკური, მილიტარული, მენტალური და მორალური განადგურების დღეს მოქმედი გეგმისადმი სრულსა ან ნაწილობრივ მიმხრობას და, ამდენად, ჩვენთვის მიუღებელია. ვიცით რა ქართველი ერის სულისკვეთება უკეთ, ვიდრე სხვა რომელიმე პოლიტიკურმა პარტიამ ან ჯგუფმა, და ვართ რა, როგორც ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ნაწილი, ამ სულისკვეთების სამწუხაროდ, ერთადერთი სრულად გამომხატველი ამ ჯგუფთა და პარტიათა შორის, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ: საქართველოსა და ქართველ ერს, მიუხედავად გარე და შიდა მტრების სიმრავლისა და მათი ფინანსური და ორგანიზაციული სიძლიერისა, საქართველოს ერთგულ და, მაშასადამე, არამარიონეტულ ხელისუფლებას შეუძლია საქართველოს დღევანდელი ტრაგიკული განსაცდელის სრულად დაძლევა. ზემოდასახელებული შვიდი ნაბიჯი ამისათვის საჭირო სახელმწიფოებრივი ძალისხმევის (ანუ იმ ძალისხმევისა, რომელიც სახელმწიფომ უნდა მოახდინოს, და არა მასამ) პირველი აუცილებელი მინიმუმია. ეს არის, ჩვენი აზრით, იმ საყოველთაოდ ხილული ფაქტის ერთადერთი ახსნა, რომ საქართველოსადმი მტრულად განწყობილი ადგილობრივი და გარე ძალები დღეს თავისი ანტიქართული ძალისხმევის კონცენტრაციას ახდენენ, პირველ ყოვლისა, იმ ამოცანაზე, რომ საქართველოში არამარიონეტული, ანუ ქვეყნის ერთგული ხელისუფლება ვერ შეიქმნას.

ჩვენ მოწინააღმდეგის ამ შემოტევისათვის დათმობას არ ვაპირებთ. ჩვენ ვიბრძვით და ვიბრძოლებთ იმისათვის, რომ საქართველოში არამარიონეტული ანუ ერთგული ხელისუფლება შეიქმნას, მაშასადამე _ საქართველომ თავის წინაშე მდგარი ყველა სასიკვდილო საშიშროება დაძლიოს. დღეს ჩვენ საპარლამენტო არჩევნებში არ ვიბრძვით, ჯერ ერთი, სრული უსახსრობის გამო (რაც დღევანდელი დანაშაულებრივი ანტიქართული პოლიტიკის პირობებში დემოკრატიული მიმართულების პოლიტიკური ძალებისთვის გარდუვალია), მეორეც, უცხოეთში პოლიტიკური მხარდაჭერის არარსებობის გამო, რადგან ყველა ან თითქმის ყველა გარე ძალა საქართველოს პატრიოტს დღეს თავის მოწინააღმდეგედ რაცხს (თუმცა ეს განწყობილება სამარადისო არ არის). მაგრამ ამავე დროს ჩვენ ვიცით, რომ საქარ¬თველოში ერთადერთი პერსპექტიული პოლიტიკური მიმართულება ჩვენი მიმართულებაა, და არა ამა თუ იმ კომპრადორებისა ეკო¬ნომიკურ, პოლიტიკურ, კულტურულ და მრავალ სხვა სფეროში, რომელთაც არც საკმარისი ჰორიზონტი აქვთ, არც ეროვნული სიამაყე, რათა საქართველოს ისტორიულმასშტაბიანი ინტერესები დაინახონ და მათ გატარებაზე საკუთარი პასუხისმგებლობა გაიცნობიერონ. ჩვენი ეს პოზიცია, ამგვარად, არის ფხიზელი ოპტიმიზმისა და არა პესიმიზმის. ამიტომ ჩვენი დამოკიდებულება `საერთო სახალხო მოძრაობისადმი~, რომელიც დღეს საპარლამენტო არჩევნებში გამოდის სახელისუფლებო პარტიის ერთადერთ რეალურ მოწინააღმდეგედ, ჩვენთვის მისაღებია და ჩვენგან მხარდაჭერილი იქნება არჩევნებზე, სიტყვით და საქმით, თუ მას ექნება დაფიქსირებული და ღიად გაცხადებული ზემოხსენებულ პუნქტთა მომცველი პროგრამა. თუ არა, მაშინ ჩვენ ცალკე ვიბრძოლებთ ჩვენი ქვეყნის გადარჩენისათვის იმ საშუალებებით, რომლებიც ხელთ გვექნება.

მოხარულნი ვართ, რომ `საერთო სახალხო მოძრაობა~ გათავისუფლდა `რესპუბლიკური პარტიის~ მონაწილეობისაგან, რომელიც, ჩვენის აზრით, ისეთივე ანტიქართულია და ანტისახელმწიფოებრივია თავისი მიმართულებით, როგორც `ნაციონალები~. `საერთო-სახალხო მოძრაობას~ გულწრფელად ვურჩევთ რადიკალურად გააფართოოს თავისი პოლიტიკური ბაზა და შემადგენლობა, სახელდობრ, ფართოდ ჩართოს მასში საქართველოს ინტელექტუალური და ფსიქოლოგიური პოტენციალი, რომელიც, ბუნებივია, მხოლოდ ეროვნულ და, მაშასადამე, ჭეშმარიტად დემოკრატიულ ორიენტაციას ადგას. ვურჩევთ მას აგრეთვე არ დაივიწყოს შემდეგი: პოლიტიკური აქტივობა არ არის იგივე, რაც პარლამენტში ყოფნა. საქართველოს გადარჩენის ამოცანაა, იპოვოს შემსრულებელი ყველა ფუნქციისათვის, რომელიც სჭირდება საქართველოს სახელმწიფოს აშენებას მტრის ცეცხლის ქვეშ (ასეთი ფუნქციები დღეს მრავალი ათასია) და არა ადგილი (კერძოდ, საპარლამენტო ადგილი) პოლიტიკაში მოღვაწეობის მოსურნე ყველა პირისათვის.

IV. ვინაიდან სააკაშვილის ყოფნა საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობაზე მოკლებულია ლეგიტიმურობას არჩევნების ტოტალური გაყალბების გამო და ვინაიდან, ანალოგიური მიზეზით, ლეგიტიმურობას მოკლებულია დღეს მოქმედი პარლამენტი, სრული საფუძველი გვაქვს კანონიერი ძალის არმქონედ ვცნოთ მათი ყველა სახელმწფოებრივი აქტი. ჩვენ ამ უფლებას გამოვიყენებთ მათი იმ აქტების მიმართ, რომლებიც წინააღმდეგობაშია ან წინააღმდეგობაში იქნება საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკის იმ შვიდ პრინციპთან, რომლებიც ზემოთ იყო ჩამოთვლილი, როგორც საქართველოს სახელმწიფოს გადარჩენისათვის აუცილებელი ნაბიჯები. ამავე დამოკიდებულებას გავავრცელებთ ა.წ. გაზაფხულზე არჩეულ პარლამენტზეც, თუ არჩევნები ჩატარდება დღეს მოქმედი უტიფრად არადემოკრატიული საარჩევნო კანონმდებლობით და (ან) თუ არჩევნების პროცესში შეინიშნება გარიგების ნიშნები საარჩევნო კომისიების დაკომპლექტებაში ან არჩევნების მონაწილე სუბიექტთათვის განსხვავებული სასტარტო პირობების შექმნის მცდელობა.

ვიცით რა, რომ საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მონაწილე ორგანიზაციათა და ინდივიდთა სულისკვეთება, სახელდობრ, ორიენტირება საქართველოს და მისი მოქალაქეების არა მხოლოდ სადღეისო, არამედ აგრეთვე ისტორიულმასშტაბიან ინტერესებზე, ემთხვევა ქართველი ერის ყველაზე ფართო მასის სულისკვეთებას, თავს უფლებას ვაძლევთ განვაცხადოთ, რომ აქ გამოთქმული პოზიცია, სახელდობრ, მოქმედი და მომავალი პარლამენტების მიერ ზემოხსენებულ პრინციპთა საწინააღმდეგო აქტების განხორციელების არცნობა და მომავალში ბათილად ცნობა, ჩვენს წინამდებარე პოზიციას ქართველი ერის სახელით გამოვთქვამთ.

საქართველოს სახალხო ფრონტი – ნ. ნათაძე
საქართველოს სახალხო პარტია – მ. გიორგაძე
სამხედრო ფორმირება “იმედის” ვეტერანთა კავშირი “იმედი”. გადამ¬დგარი პოლკოვნიკი – დ. ხომასურიძე
საქართველოს ეროვნულ-ქრისტიანული პარტია –  პ. ნაზარიშვილი

 

საქართველოს ეროვნულ პარტიათა ალიანსის,  საქართველოს ეროვნული წინააღმდეგობის

მოძრაობის  და რუსეთ-საქართველოს ომის  მონაწილეთა კავშირის პოზიცია

ამერიკულ-ქართული ორმხრივი სათავდაცვო თანამშრომლობის თაობაზე

 

საქართველოს ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მიმართულების, მაშასადამე – ჭეშმარიტად დემოკრატიული მიმართულების პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ორგანიზაციათა  წრეში, _ მაგრამ, სამწუხაროდ, არსად მის გარეთ, _ დიდი ხანია მომწიფებულია აზრი, რომ საქართველოს დაცვისათვის მუდამ მოსალოდნელი მორიგი რუსული აგრესიისაგან მიზანშეწონილია არა მხოლოდ საქართველოს წევრობა ნატო-ში, არამედ, მის პარალელურად და დროებით, ანუ ნატოში საქართველოს შესვლამდე, აგრეთვე ორმხრივი სათავდაცვო ხელშეკრულების არსებობაც საქართველოსა და ნატო-ს, როგორც მთლიანს, შორის და, ასევე, ორმხრივი სათავდაცვო ხელშეკრულებების არსებობაც საქართველოსა და დასავლეთის ძირითად დემოკრატიულ ქვეყნებს შორის. სათანადო პუბლიკაცია არაერთხელ მოგვიხდენია პრესაში, ყველაზე ვრცლად – გაზეთში `საქართველო~. ახლაც ამ აზრზე ვდგავართ. საქართველო, როგორც ტიპოლოგიურად დასავლური, ანუ ჭეშმარიტად ფეოდალური (და არა დესპოტური) ისტორიის მქონე, ქრისტიანული და თავის ყოფით კულტურაში დემოკრატიული მენტალიტეტის მატარებელი, მაგრამ ამავე დროს აღმოსავლეთში მდებარე ქვეყანა, დღეს და განჭვრეტად მომავალში მოწოდებულია, რომ იყოს თანამედროვე დემოკრატიისა და თავისუფლების მყარი საყრდენი აღმოსავლეთ-დასავლეთის საზღვარზე, – რომ მუდამ ღია გზა ჰქონდეს დასავლური დემოკრატიის მისწრაფებისათვის ცენტრალური აზიისკენ და ცენტრალური აზიის მისწრაფებისათვის დასავლური დემოკრატიისკენ. ჩვენი ქვეყნის დღესდღეობით ყველაზე აგრესიული მეზობლის – რუსეთის _  გეოსტრატეგიული მისწრაფება, პირიქით, არის ის, რომ საქართველო ვერშემდგარ და ამ ფუნქციის ვერშემსრულებელ ქვეყნად გახადოს,  იგი ქაოსით, ომითა და ეპიდემიებით მოცულ ტერიტორიად აქციოს, რათა დასავლეთს გადაუკეტოს გზა ცენტრალური აზიისკენ და ცენტრალურ აზიას – დასავლეთისკენ. ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული წვლილი თანამედროვე კაცობრიობის მიერ თავისი ძირითადი პროგრესული ღირებულებების დაცვაში – თავისუფლებისაში, თანასწორობისაში, სიტყვისა და აზრის შეუზღუდველობისაში და ა.შ.  _ ჩვენ, კულტურული სფეროს პარალელურად, წარმოგვიდგენია, როგორც აქტიური მონაწილეობა კავკასიის დაცვაში ხსენებული აგრესიისაგან და სხვა შესაძლო აგრესიებისაგან მომავალში.

ჩვენ გვინდა,ნათელი იყოს ყველა გულწრფელ ქართველთათვის, რომელთა ერთი ნაწილი დღეს საქართველოსათვის ოპტიმალურ პოლიტიკად ნეიტრალიტეტს (და, ამ ტერმინის პოლიტიკური აზრის შენიღბვით, `მიუმხრობლობას~) რაცხს, რომ საქართველოსთვის ნეიტრალიტეტი დღეს და განჭვრეტად მომავალში მიუწვდომელი ფუფუნებაა. ნეიტრალიტეტის აუცილებელი პირობაა ის, რომ პოტენციური აგრესორი (აგრესორები) აღიარებდეს ამ ნეიტრალიტეტს, და რომ მის სიტყვას, რომლითაც მან ეს ნეიტრალიტეტი აღიარა, სიმყარე ჰქონდეს. დღეს რუსეთის სიტყვაზე დაყრდნობა, რომ იგი საქართველოს ნეიტრალიტეტს აღიარებს, იგივეა, რაც მეზობელი დათვისათვის ან მგლისათვის თქმა, `არ ვიჭმევიო~, და ამ ინფორმირების იმედით მშვიდად დაძინება მისი ბუნაგის გვერდით. ნეიტრალიტეტისაკენ მოწოდებას დღეს, პრაქტიკულად, მხოლოდ იმ შედეგების მოტანა ძალუძს, რომ ამით დასუსტდება  ერის როგორც იურიდიული, ისე ფსიქოლოგიური მზაობა აგრესორის მოგერიებისათვის. რუსეთის დღევანდელი აგრესია კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ რუსეთს ჩვენი ქვეყნის მიმართ თავისი აგრესიული დამოკიდებულების შეცვლა არც სურს, არც შეუძლია: მის მიერ საქართველოს ტერიტორიების – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის – `დამოუკიდებლობის~ აღიარებამ შექმნა ის მდგომარეობა, რომ საქართველოს  თავისი თავისა და თავის შვილთა მომავლის დაცვა სხვაგვარად აღარ შეუძლია, თუ არ რუსეთის შეიარაღებული ძალების ერთხელ და სამუდამოდ გაძევებით ჩვენი მიწა-წყლიდან, რასაც იგი, რა თქმა უნდა, მხოლოდ საკუთარი ძალით ვერ შეძლებს. დასავლეთთან მჭიდრო და მყარი სათავდაცვო ალიანსი, ამგვარად, ჩვენთვის ორმაგი სასიცოცხლო ინტერესია.

ჩვენ გვაოცებს – და არასასიამოვნოდ გვაოცებს – ჩვენი კოლეგებისა და ნაწილობრივ თანამებრძოლების (კერძოდ, თანამებრძოლებისა საქართველოში დემოკრატიულ ინსტიტუტთა განვითარების საქმეში) _ “ახლებისა” (დ. გამყრელიძე) და “რესპუბლიკელების” (დ. უსუფაშვილი) _ განცხადება ტელევიზიით, რომ საქართველოსა და შეერთებული შტატების სათავდაცვო თანამშრომლობამ შესაძლებელია რუსეთი “გააღიზიანოს” და მან ამის გამო გააძლიეროს თავისი შემოტევა საქართველოზე. ხსენებულ ბატონებს უნდა ავუხსნათ, რომ რუსეთი, ისევე როგორც  ყველა სხვა ჩამოყალიბებული სახელმწიფო, მოქმედებს არა “გაღიზიანებით” ან სხვა რამ ემოციის ზემოქმედებით, არამედ კონკრეტული სტრატეგიული გეგმით, რომელიც ამ კონკრეტულ შემთხვევაში საქართველოსა და ქართველი ერის არსებობასთან შეუთავსებადია და რომელზე ხელის აღებასაც აგრესორს სხვა ვერაფერი აიძულებს მყარი, თანმიმდევრული და ჯეროვნად გათვლილი რეალური წინააღმდეგობის გარდა. ამიტომ დღეს ჩვენი ქვეყნის პირველი ამოცანა და ლოზუნგია: არც ერთი შეიარაღებული და უნიფორმიანი რუსი საქართველოს წმინდა მიწაზე! ამ მიზნის მიღწევა ჩვენი, დღეს მაცხოვრებელი თაობების, შეუვალი მოვალეობაა შთამომავლობის წინაშე.

ჩვენს მოვალეობად მიგვაჩნია, საზოგადოებას მივმართოთ შემდეგი გაფრთხილებით. რუსეთმა თავისი დღეს მიმდინარე აგრესიის პროცესში სხვა პრობლემათა შორის ერთი დიდი სირთულეც შეიქმნა: . დღევანდელი მდგომარეობა, როცა რუსეთმა აღიარა ორი კრიმინალური რეჟიმი საქართველოს მიწა-წყალზე, ხოლო მსოფლიომ არ აღიარა და არც ოდესმე აღიარებს, შეუთავსებელია მის პრესტიჟთან, ამიტომ რუსეთი ეცდება (და უკვე ცდილობს) ამ ჩიხიდან გამოსვლას იმით, რომ`დამოუკიდებელი~ აფხაზეთისაგან, `დამოუკიდებელი~ `ოსეთისაგან~ და მათსავით (მაგრამ არა მათზე მეტად) დამოუკიდებელი საქართველოსაგან შეიქმნას კონფედერაციული, ანუ სახელშეკრულებო ყალბი სახელმწიფო, რომელიც ერთერთი მონაწილის განცხადების შემთხვევაში კვლავ იშლება, და ამ სახელმწიფოში წესრიგის შეიარაღებულ “გარანტად” რუსეთი დადგეს (რაც რუსეთს უნდოდა მოლდოვასა და მისი განუყოფელი ნაწილის – “დნეპრისპირეთის” კონფედერაციული გაერთიანების გზით, მაგრამ ვერ შეძლო ხალხის წინააღმდეგობის გამო ამ რამდენიმე წლის წინ). ანალოგიურად, რუსეთი გეგმავს ამგვარი “კონფედერაციის” სუბიექტად საქართველოს სხვა ნაწილთა ჩამოყალიბებასაც. რუსეთს ვერ ექნება იმედი, რომ ეს ბრმებისათვის განკუთვნილი გეგმა განახორციელოს იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ხელისუფლება ქვეყნის ორგული და რუსეთის მსახური არ იქნება, ანუ არ იქნება, რეალურად, რუსული ადმინისტრაცია საქართველოში. მაგრამ საქართველოს ამგვარი ხელისუფლება დღეს ჰყავს. ამიტომ ჩვენი მოწოდებაა: ვიყოთ ფხიზლად!

 

საქართველოს ეროვნულ პარტიათა ალიანსი, 

საქართველოს ეროვნული წინააღმდეგობის მოძრაობა

რუსეთ-საქართველოს ომის მონაწილეთა კავშირი

18.12.2008

 

საქართველოს ეროვნული წინააღმდეგობის მოძრაობის
აზრი რუსეთის პასუხისმგებლობაზე

1. საქართველოს პარლამენტის 2008 წლის  29 აგვისტოს დადგენილებაში გამოტოვებულია ის არსებითი კონსტანტაცია, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის (მისი ტერმინოლოგიით _ “სამხრეთ ოსეთის”) დამოუკიდებლობის ცნობის აქტი (2008) ეწინააღმდეგება არა მხოლოდ სახელმწიფოთა საზღვრების შეულახაობის პრინციპს, რაც თანამედროვე საერთაშორისო სამართლის ერთ-ერთი საყრდენია, არამედ აგრეთვე ე.წ. ჰუმანიტარული სამართლის, ანუ ადამიანის უფლებათა დაცვის თანამედროვე სისტემის, ასოსა და სულისკვეთებასაც.
სახელდობრ:

_ ეროვნულ (ეთნიკურ) უმცირესობად, რომელსაც ჰუმანიტარული სამართალი (ადამიანის უფლებათა დაცვის ხსენებული სისტემა) იცავს, როგორც შესაბამის უფლებათა მატარებელ მთლიან ერთეულს, და არა მხოლოდ როგორც ინდივიდთა სიმრავლეს, მიიჩნევა ადგილობრივი უმცირესობა, რომელიც ამა თუ იმ მიზეზით მოხვედრილია მისგან განსხვავებული ეთნიკური სახელის მატარებელ სახელმწიფოში და უმცირესობას წარმოადგენს ამ სახელმწიფოს ე.წ. სატიტულო უმრავლესობასთან შედარებით. ამგვარი ეთნოსისთვის ხსენებული სისტემა მოითხოვს ეროვნული (ეთნიკური) თვითგანსაზღვრის (ე.წ. “თვითგამორკვევის”), სახელდობრ, ეროვნული თვითრეალიზაციის (პოლიტიკურის ჩათვლით) იურიდიული და სხვა სახის პირობების იმ მაქსიმუმს, რაც შესაძლებელია მოცემული სახელმწიფოს საზღვრების შეუცვლელად.

ეს მაქსიმუმი, როგოც წესი, ხორციელდება პოლიტიკური ტერიტორიული ავტონომიის ფორმით. სხვა შემთხვევაში, ანუ მაშინ, როცა მოცემული ეროვნული (ეთნიკური) უმცირესობა ადგილობრივი ეთნოსი არ არის, ანუ იგივე ეთნოსი სხვა ტერიტორიაზეც ცხოვრობს, რომელიც მისი სამშობლოა, და მისი სახლობის ის ტერიტორია მის სახელს ატარებს, მოცემული უმცირესობის ეროვნული დაცვა ჰუმანიტარული სამართლის მიხედვით გამოიხატება მხოლოდ მასში შემავალ ინდივიდთა დაცვაში დისკრიმინაციისაგან ეროვნული ნიშნით.

საქართველოში მოსახლე ოსები არ არიან ადგილობრივი ეროვნული (ეთნიკური) უმცირესობა. ისინი არიან მეზობელი ტერიტორიიდან, სახელდობრ, ოსეთიდან, რომელიც ოსების ეთნიკური ტერიტორიაა, შემოსახლებული ადამიანები (დიასპორა). მათი ეთნოსის ერთობლივი ეროვნულ-ტერიტორიული თვითრეალიზაციის ასპარეზად კაცობრიობა გულისხმობს ოსეთს (ნამდვილ ოსეთს, ალანიას კავკასიონის ჩრდილოეთით) და არა შიდა ქართლის ჩრდილოეთ ნაწილს (სადაც ოსების გარდა ადგილობრივი ავტოხთონური მოსახლეობაც, ქართველები ცხოვრობენ და ამ მოსახლეობის ერთ მესამედს შეადგენენ), ხოლო შიდა ქართლის ჩრდილო ნაწილში (და საერთოდ საქართველოში) მოსახლე ოსებისათვის მათ სპეციფიკურ ეთნიკურ უფლებად გულისხმობს მათ დაცვას დისკრიმინაციისაგან, ეთნიკური ასიმილაციისაგან დაცვის ანუ კულტურული დაცვის ჩათვლით.

თითო ეთნოსს (ხალხს, ერს) ეროვნული ტერიტორიული თვითრეალიზაციისათვის დედამიწაზე დღეს თითო ქვეყანა (თითო ტერიტორია) ეკუთვნის და არა მრავალი. ეს წესი ვრცელდება ოსებზეც. საქართველოში მათ ცხოვრებისა და ინდივიდუალური თვითრეალიზაციის, მათ შორის _ კულტურული და პოლიტიკური თვითრეალიზაციის შეუზღუდველი უფლება ეკუთვნით, მაგრამ ეროვნული ტერიტორიული თვითრეალიზაციის, ანუ ტერიტორიისათვის თავისი სახელის დარქმევის (მით უმეტეს, ამ ტერიტორიის საქართველოსაგან მოწყვეტის) უფლება არ ეკუთვით.

ამგვარად, როცა რუსეთმა ცნო “სამხრეთ ოსეთი” დამოუკიდებელ სახელმწიფოდ მისი “თხოვნის” შესაბამისად, მან დააკმაყოფილა თხოვნა, რომელიც ემყარებოდა მთხოვნელის არა კანონიერ უფლებას, არამედ უზურპირებულ უფლებას _ უზურპირებულს როგორც საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით, ისე ჰუმანიტარული სამართლის, ანუ ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო სისტემის თვალსაზრისით. ხოლო მ. სააკაშვილი, რომელიც მანამდე აცხადებდა მზაობას საქართველოში კიდევ ერთხელ შეექმნა “ოსეთი”, ამით აკმაყოფილებდა სეპარატისტთა სურვილს, რომელიც გულისხმობდა მათ მიერ უფლების უზურპირებას ჰუმანიტარულ სამართალთან მიმართების თვალსაზრისით.

_ რუსეთის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის ცნობა აფხაზებისაგან მიღებული შესაბამისი “თხოვნის” პასუხად ემყარება იმ მდუმარედ ნაგულისხმევ წინამძღვარს, რომ აფხაზ მოსახლეობას, რომელიც მართლაც არის ეთნიკური (ეროვნული) უმცირესობა აფხაზეთის დაახლოებით ერთ მესამედში, აქვს თვითგანსაზღვრის (ე.წ “თვითგამორკვევის”), ანუ მაქსიმალურად შესაძლებელი ეროვნული ტერიტორიული თვითრეალიზაციის უფლება არა მხოლოდ იქ, სადაც იგი რეალურად ცხოვრობს ან როდესმე უცხოვრია (და მიმდგომ თავისუფალ ტერიტორიებზე), არამედ აფხაზეთის მთელ ტერიტორიაზე, იმ ტერიტორიის ჩათვლით, სადაც ცხოვრობს ამ ტერიტორიის ავტოხთონური მოსახლეობა _ ქართველები.

ეს წანამძღვარი ყალბია. საქართველოს სახელმწიფო საზღვრების ხელშეუხებლობის პრინციპზეც რომ არაფერი ვთქვათ, აფხაზეთის აფხაზი მოსახლეობა (მთელი მოსახლეობის 18%), რომელიც ამ ტერიტორიაზე ცხოვრობს ავტოხთონურ ქართველ მოსახლეობასთან ერთად (46%), არაა უფლებამოსილი, აფხაზეთის, როგორც მთელის, ბედი ერთპიროვნულად გადაწყვიტოს. შესაბამისად, მისი წარმომადგენლობის _ ბაღაფშის ეთნოკრატიული გუნდის _ “თხოვნა” რუსეთისადმი, რომ აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიაროს, აფხაზეთის სახელით ლაპარაკის უფლების უზურპაციაა. იგი უზურპაციაა არა მხოლოდ საერთაშორისო სამართლის ნორმასთან მიმართების თვალსაზრისით, არამედ ჰუმანიტარული სამართლის (ანუ ადამიანის უფლებათა დაცვის მსოფლიო სისტემის) ნორმასთან მიმართების თვალსაზრისითაც. რუსეთის ფედერაციის აქტი აფხაზეთის დამოუკიდებლობის ცნობისა მთხოვნელის მიერ უფლების უზურპაციაზე დამყარებული აქტია.

აფხაზეთის ნება და ცხინვალის რეგიონის (“სამხრეთ ოსეთის”) ნება საქართველოსგან ამ ტერიტორიათა გამოყოფისა, რომლის საფუძველზეც შესაბამისმა თვითმარქვია ხელისუფლებმა მიმართეს რუსეთის ფედერაციას თხოვნით მათი ცნობის შესახებ, არის მსოფლიოში ცალსახად მიღებული პროცედურის გარეშე, სახელდობრ, საერთო-სახალხო რეფერენდუმის გარეშე ფორმირებული ნება. (რეფერენდუმი, რომლის დროსაც მოსახლეობის ნახევარზე მეტი იძულებით ემიგრირებულია, რეფერენდუმი არ არის). ხელისუფალნი და მათი გუნდები, რომლებმაც რუსეთს ხსენებული თხოვნით მიმართეს, ამ მიმართვამდე უკვე კრიმინალური ჯგუფები იყვნენ, სახელდობრ, ქართველი მოსახლეობის მასობრივი წმენდისა და გენოციდის ჩამდენნი (ცხინვალის რეგიონში მანამდე განადგურებულია 17 ქართული სოფელი, ცხინვალის ქალაქში მოქცეული გუჯაბაურისა და მამისაანთუბნის ჩათვლით, აფხაზეთში დახოცილია ეროვნული ნიშნით 30-დე  ათასი, ოფიციალურად _ 6 ათასი ქართველი). ამგვარად:
_ ორივე თხოვნა წარდგენილია ყალბი პროცედურით, რის გამოც ისინი არ ასახავენ მოცემული ტერიტორიების მოსახლეობის ნებას. მათი დაკმაყოფილება რუსეთის ფედერაციის მიერ არის სიყალბის შეგნებული გამოყენება საკუთარი პოლიტიკური და გეოპოლიტიკური (საქართველოს მიმართ აგრესიული) მიზნების მისაღწევად.
_ ორივე თხოვნა ხელმოწერილია ადამიანობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულში უკვე მხილებული ჯგუფების (არძინბა _ ბაღაფშისა და კოკოითის ჯგუფის) მიერ. რუსეთის მიერ აფხაზეთისა და “სამხრეთ ოსეთის” დამოუკიდებლობის ცნობა არის ამ ჯგუფთა მიერ ჩადენილი კანონდარღვევა ზემოხსენებული დანაშაულების შედეგთა დაკანონების მოტივით, რის გამოც ამ თხოვნათა დაკმაყოფილება რუსეთის მიერ არის შეგნებული თანამონაწილეობა ზემოხსენებულ დანაშაულებში ადამიანობის წინააღმდეგ იმავე საკუთარი პოლიტიკური და გეოპოლიტიკური მიზნების მისაღწევად.
შენიშვნა: გარდა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის (“სამხრეთ ოსეთის”) კრიმინალ ხელისუფალთა ზემოხსენებული “თხოვნისა”, რუსეთის ფედერაცია, ცხინვალის შემთხვევაში, თავისი ქმედების გასამართლებლად იმოწმებს იმ არგუმენტს, რომ, თითქოსდა, ცხინვალში ა.წ. 6 აგვისტოს საქართველოს სახელმწიფომ მოინდომა ოსი მოსახლეობის სიცოცხლის მასობრივი ხელყოფა. ეს არის ბრალდება საქართველოს სახელმწიფოს მიმართ და, როგორც ასეთი, არგუმენტად ვერ გამოიყენება მანამდე, სანამ არ ჩატარდება გამოძიება (შემდგომი იურიდიული პროცედურითურთ), რითაც ფაქტების ნამდვილობა თუ არანამდვილობა გაირკვევა.

2. თქმულიდან გამომდინარე, საქართველოს ხელისუფლებას სრული საფუძველი აქვს, მიმართოს საერთაშორისო სასამართლოს არა მხოლოდ რუსეთის შეიარაღებული ძალების და მათი მომყოლი ოსური და რუსეთის მოქალაქეებისაგან შემდგარი ბანდების მიერ დაღვრილი სისხლის და მოყენებული ზარალის, აგრეთვე საქართველოს ტერიტორიის ფიზიკური ხეყოფის გამო, არამედ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის ცნობის იურიდიული აქტის გამოც, რაც მან განახორციელა საერთაშორისო სამართლის და ჰუმანიტარული სამართლის (ადამიანის უფლებათა დაცვის მსოფლიო სისტემის) ნორმათა საწინააღმდეგოდ და მიზანმიმართულად ყალბ პროცედურაზე დაყრდნობით.

ხსენებული მიმართვა საერთაშორისო სასამართლოსადმი საქართველოს ხელისუფლების არა მხოლოდ უფლებაა, არამედ პირდაპირი მოვალეობაც. იგი მიუცილებელი ელემენტია საქართველოსათვის ამ ტერიტორიების დაბრუნებისა მშვიდობიანი გზით.

რამდენადაც ჰუმანიტარული სამართალი იცავს ყველა ეთნიკური ჯგუფის ადამიანურ უფლებებს, და არა მხოლოდ ზოგისას, არის სრული საფუძველი იმისთვისაც, რომ მ. სააკაშვილს და მის პოლიტიკურ გუნდს მოეთხოვოს პასუხისმგებლობა მათ მიერ მზაობის გამოცხადებისათვის, რომ საქართველოს ტერიტორიის ნაწილს უწოდონ “ოსეთი” და ამ ნაწილის ადგილობრივად მკვიდრ ავტოხთონურ ქართველ მოსახლეობას წაართვან ამ ტერიტორიაზე სატიტულო ერის სტატუსი, ეს სტატუსი მიაკუთვნონ ქართველი მოსახლეობის მიმართ ეთნიკური წმენდის ჩამტარებელ ოს მოსახლეობას.
ამ კონსტატაციების სრულ იურიდიულ გაშლას და დასაბუთებას წარმოვადგენთ უახლოეს მომავალში.

 9 სექტემბერი, 2008წ.

საქართველოს ეროვნული წინააღმდეგობის სახელით:

მ. გიორგაძე, დ. ბახტაძე, ტ. ბერიანიძე, რ. დუნდუა, ო. ზარდალიშვილი, ა. კაკულია, პ. კოღუაშვილი, ნ. ნათაძე, თ. ქორიძე, გ. შოშიაშვილი.

 

საქართველოს ეროვნული წინააღმდეგობის მოძრაობა
ქვეყანას სიფხიზლისკენ მოუწოდებს

 

1. რუსეთის დღევანდელი აგრესიული ომი საქართველოს წინააღმდეგ მე-3 მსოფლიო ომის პირველი ეპიზოდია: რუსეთი ცდილობს, დასავლურ დემოკრატიას გადაუკეტოს ცენტრალური აზიის გზა, მოიპოვოს პლაცდარმი სამხრეთისკენ შეტევისათვის, მოიპოვოს პლაცდარმი ირანში ჩარევისათვის და გაახაროს თავისი რიგითი მოქალაქეების ძალიან დიდი ნაწილის გული, რომელთაც, ხანგრძლივი პროპაგანდის შედეგად, ქართველი ხალხი ზოოლოგიურად სძულთ. თუ ამ ეპიზოდში რუსეთმა გაიმარჯვა, ეს იმას ნიშნავს, რომ ცენტრალური აზია დიდი ხნით დაემორჩილება მისი ძალის ავტორიტეტს და შავი ზღვიდან აღმოსავლეთით მდებარე მთელი გეოგრაფიული სივრცე – ე.წ. “ხმელეთის გული” – აღმოჩნდება დასავლეთისადმი (საქართველოს ჩათვლით) დაპირისპირებული ბანაკის ხელში. მაშინ მესამე “ცხელი” მსოფლიო ომი, პრაქტიკულად, გარდაუვალია ერთი-ორი ათწლეულის ფარგლებში ან ახლავე. თუ, პირიქით, დღევანდელ კონფლიქტში რუსეთი დამარცხდება – თუ მოხდება მისი იძულებით უკან დახევა საქართველოს დანაწევრებისა და კავკასიონის სამხრეთით სტრატეგიული ბაზის მოპოვების პოზიციიდან, _ მაშინ, პირიქით, დასავლეთის ამ გამარჯვებით გამხნევებული ცენტრალური აზია ერთსულოვნად ჩადგება დღესდღეისობით დემოკრატიისა და განვითარების დამცველი დასავლელი ქვეყნების რიგებში. სავარაუდოა, რომ მაშინ მესამე მსოფლიო ომი აღარ მოხდება. იმის წყალობით, რომ დასავლეთის მაღალგანვითარებული ქვეყნები დღეს მყარად დგანან რუსეთის ამ შემოტევისაგან საქართველოს დაცვის პოზიციაზე, მოსალოდნელია, რომ მოვლენები სწორედ ამ გზით განვითარდება: რუსეთის ავანტურა მარცხით დამთავრდება.

2. იმის გამო, რომ საქართველოს ხელისუფლება 1992 წლის დამდეგიდან დღემდე ეწეოდა მიზანმიმართულად პრორუსულ პოლიტიკას, რომლის გამჭოლი მიზანი იყო საქართველოს ეკონომიკური, სტრატეგიული და მორალური ნგრევა (ნგრევა რუსეთის დავალებით, მაგრამ “დასავლური ღირებილებების” სახელით, რათა ამით დასავლეთისთვის სახელი გაეტეხათ ქართველი ხალხის თვალში), ზემოხსენებულ მსოფლიო პროცესში დღეს საქართველო მონაწილეობს მხოლოდ როგორც დაზარალებული, როგორც დაუძლურებული და გაღატაკებული ტერიტორია, როგორც მხოლოდ ობიექტი პოლიტიკისა, მაგრამ არა როგორც ნებისა და ძალის მქონე მოქმედი ქვეყანა, როგორც სუბიექტი. ამ პოლიტიკით საქართველოსთვის მიყენებული ზარალი აურაცხელია, იგი ისტორიული მასშტაბის ზარალია და არა – დროებითი და წარმავალი. მიუხედავად ამისა, საქართველოს გამოყვანა დღევანდელი მდგომარეობიდან შესაძლებელია და წინამდებარე დოკუმენტით ჩვენ მიზნად ვისახავთ, საზოგადოებას გავუთვალისწინოთ ის ძირითადი ნაბიჯები (დასავლეთის ამჟამად, როგორც ჩანს, უკვე სტაბილური პოლიტიკური და სტრატეგიული დახმარების ფონზე, რომელიც საქართველოს ექნება), რომელთა გადადგმა საქართველოს ხელისუფლებას ჰმართებს. ამ ჩამონათვალს წავუმძღვარებთ საქართველოს ხელისუფლების ანტისახელმწიფოებრივ (რუსეთისაგან ნაკარნახევ) იმ ნაბიჯთა არასრულ ჩამონათვალს, რომელთა არგამეორება დღევანდელი ქართული პოლიტიკისათვის ყველაზე აქტუალურ იმპერატივთა რიცხვს ეკუთვნის.

_ საქართველოს აქამდე არგამოყვანა დსთ-დან; რუსების სამშვიდობო მანდატის არგაუქმება; გაეროსთვის, რუსეთისთვის ნოტის სახით და ჰააგის საერთაშორისო სასამართლოსათვის არმიმართვა იმის თაობაზე, რომ რუსეთი აწარმოებს ომს საქართველოს წინააღმდეგ (შევნიშნავთ: რუსი მემშვიდობეების არარუსებით ჩანაცვლების შემთხვევაში გალში დაბრუნებული იქნებოდა მოსახლეობა მთლიანად, დანარჩენ აფხაზეთში დაბრუნებული იქნებოდა თითქმის მთლიანად, მოწინააღმდეგე ვერ დაიკავებდა კოდორის ხეობას და სეპარატისტებს ვერ ეყოლებოდათ უმრავლესობა აფხაზეთის დღევანდელ მოსახლეობაში).
_ საქართველოს ხელისუფლებამ, პრაქტიკულად, არაფრით არ შეზღუდა რუსეთის აგენტურა საქართველოში, პირიქით, რუსეთს პოზიციები გაუმაგრა მისთვის საქართველოს ეკონომიკურად და სხვა მხრივ სტრატეგიულ ობიექტთა მიყიდვით.
_ საქართველოს ხელისუფლებამ ხელოვნურად დაანგრია საქართველოს ეკონომიკა (რითაც მას მოუსპო სასურსათო, სამხედრო, სამრეწველო და მრავალი სხვა სახის უსაფრთხოება), შემოიღო საქართველოს საარსებო ბაზის – მიწის გაყიდვა უცხოელებზე (საქართველოს მოსახლეობის სრული კონკურენტუუნარობის პირობებში), გაუხსნა კარები უკონტროლო იმიგრაციას, დაანგრია განათლებისა და მეცნიერების სისტემა, მოახდინა მასობრივი ემიგრაციის სტიმულირება ქართველი ერის დაახლოებით 20%-ის მასშტაბით.
_ საქართველოს ხელისუფლებამ (სავარაუდოა, რუსეთის მითითებით. სხვა მოტივი ამ დანაშაულისთვის არ ჩანს) დაუმალა მსოფლიოს და მის საზოგადოებრივ აზრს, რომ არც აფხაზეთში, არც ცხინვალის რეგიონში არ არსებობს არც ისტორიული, არც დემოგრაფიული, არც იურიდიული, არც პოლიტიკური და არც ფსიქოლოგიური ვითარება, რომელიც საფუძველს შექმნიდა ამ ტერიტორიების საქართვე¬ლოდან გამოყოფისათვის ან მათში ავტონომიურობის დამატებითი ხარისხის შემოღებისათვის, აგრეთვე არ გამოიყენა არცერთ საერთაშორისო განხილვაში ის არგუმენტი, რომ აფხაზი და ოსი სეპარატისტების არცერთ მოთხოვნას საქართველოს სახელმწიფოს მიმართ არ აქვს არანაირი საფუძველი ადამიანის უფლებათა მაფიქსირებელი არც ერთი საერთაშორისო კონვენციის ასოსა და სულისკვეთების მიხედვით.
_ საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ დაშალა კოდორის ხეობის დამცველი ერთადერთი რეალური ძალა – ბატალიონი “მონადირე” – და იმის ნაცვლად, რომ ხეობა ჰაერსაწინააღმდეგო დაცვით გაემაგრებინა, იგი უბრძოლველად დათმო.

3. იმისთვის, რომ საქართველომ შეძლოს შედეგიანი მონაწილეობა რუსეთის ფართოდ დაგეგმილი საერთაშორისო აგრესიის აღკვეთაში, რაც დღეს მთელი კაცობრიობის წინაშე ამოცანად დგას, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან აუცილებელია
ა. არ მოახდინოს არავითარი ადგილობრივი თუ ზოგადი კაპიტულაცია, არ დათმოს რუსეთის სასარგებლოდ არც ერთი თავისი უფლება და პრივილეგია, არ იხმაროს არცერთი გამოთქმა, რომლის ინტერპრეტაცია შეიძლება მოხდეს, როგორც რუსეთისათვის მისი კრიმინალური ტვირთის შემამსუბუქებლისა. მაღალგანვითარებული დემო¬კრატიული კაცობრიობის დღეს მიმდინარე ბრძოლას რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ვერაფერი შეაფერხებს, გარდა დღევანდელი დაზარალებულის – საქართველოს – ხელისუფლების (შესაძლო) უთავმოყვარეობისა, უპასუხისმგებლობისა და რუსეთისადმი პირადი აგენტურული მორჩილებისა, რომელიც გამოვლინდება სიტყვიერი ან დოკუმენტური გამოთქმის ან დუმილის ფორმით.
ბ. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გადაჭრას რუსეთზე საქართველოს დამაქვემდებარებელი და საქართველოში რუსეთისათვის პოზიციების მიმცემი ყველა ძაფი, დიპლომატიური ურთიერთობის, სატრანსპორტო ტრანზიტის, საქართველოში რუსეთის მოქალაქეთა უკონტროლო მიმოსვლის, საქართველოში რუსული ფირმების საქმიანობის და ორგანიზაციულ კავშირთა ყველა სხვა ფორმების ჩათვლით.
გ. საქართველოს ხელისუფლებას არ აქვს უფლება, დაეთანხმოს შემომტევი მტრის – რუსეთის – არცერთი შეიარაღებული უნიფორმიანი მოქალაქის მყოფობას საქართველოს მიწაზე, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ჩათვლით.
დ. საქართველოს ხელისუფლებას არ აქვს უფლება, რუსეთის შეიარაღებული ძალებისა და მათი მომყოლი ოსური და კაზაკური ბანდების მიერ, აგრეთვე აფხაზი გენოციდისტების მიერ მოსახლეობის მიმართ ჩადენილი არცერთი დანაშაულის პატიებისა. Mმან სათანადო განცხადებით უნდა მიმართოს საერთაშორისო კრიმინალურ სასამართლოს და თავის მოთხოვნას ბოლომდე მიჰყვეს.

4. სადღეისოდ არსებულ კრიტიკულ ვითარებაში საქართველოს ხელისუფლების ერთგულების თაობაზე ეჭვის არსებობის პირობებში, აგრევე პრეზიდენტისა და პარლამენტის არჩევნებში დაშვებული ტოტალური გაყალბების პირობებში საჭიროდ ვრაცხთ, მკაფიოდ და ცალსახად იყოს განსაზღვრეული ჩვენი პოზიცია ამ ხელისუფლების (პარლამენტისა და პრეზიდენტის) მიმართ. იგი შემდეგია: ჩვენ ვცნობთ არსებულ ხელისუფლებას დე ფაქტო, ანუ უფლებამოსილებათა იმ მინიმუმის ფარგლებში, რომელიც აუცილებელია მოქალაქეობრივი წესრიგისა და სახელმწიფოს ფუნქციონირებისათვის, ომის წარმოების ჩათვლით. მაგრამ ჩვენ არ ვცნობთ მას დე იურე, ანუ არ ვთვლით ჩვენთვის და ჩვენი ქვეყნისათვის სავალდებულოდ დღევანდელი და წინა (შევარდნაძის) ხელისუფლების მიერ დადებულ იმგვარ ხელშეკრულებებს და მათ მიერ ნაკისრ იმგვარ ვალდებულებებს, რომლებიც შეუთავსებელია საქართველოს სასიცოცხლო ინტერესებთან. ჩვენი ამ პოზიციის საფუძველია ის, რომ ხელისუფლება არჩეულია ტოტალური გაყალბებებით, ერთის მხრივ, და ის, რომ არსებობს ეჭვი სახელმწიფოსადმი მისი ერთგულების თაობაზე, მეორე მხრივ. ხაზგასმით აღნიშნავთ, რომ თქმული არანაირად არ ამცირებს უცხო ძალის (რუსეთის) იმ პრეტენზიის აგრესიულობისა და თავხედობის ხარისხს, რომ ჩაერიოს საქართველოს ხელისუფლების სტრუქტურისა და პირადი შემადგენლობის საკითხებში.
საქართველოსთვის სამშობლო და პირადი თავისუფლება ტრადიციულად ერთია, შესაბამისად, პატრიოტობა და დემოკრატიაც ერთია.

არ დავუშვებთ შეიარაღებული რუსების დგომას ჩვენ ტერიტორიაზე აფხაზეთისა და ცხინვალის ჩათვლით.
არ დავუშვებთ საქართველოში რუსეთის პრივილეგიების დარჩენის არც ერთ ფორმას.

 

საქართველოს ეროვნული წინააღმდეგობის მოძრაობის სახელით
ბახტაძე დ.
ბერიანიძე ტ.
გიორგაძე მ.
დუნდუა რ.
კაკულია ა.
კოღუაშვილი პ.
ნათაძე ნ.
ქორიძე თ.
27/08/2008

 

 

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s