Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, სამცხე, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

• მიმდინარე ნაციონალისტური ისტერია და მისი შესაძლო შედეგები

მიმდინარე ნაციონალისტური ისტერია და მისი შესაძლო შედეგები

 

ეროვნულად განწყობილ ქართველობას კარგად ახსოვს, რომ პუტჩის შემდგომ, პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ეროვნული ხელისუფლების არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, შევარდნაძის მოღალატე ხელისუფლების მიერ საქართველო ხელოვნურად გაღვივებული ნაციონალისტური ისტერიის ფონზე ჩათრეულ იქნა დამარცხებისათვის განწირულ, „გაყიდულ“ სამხედრო კონფლიქტებში სამაჩაბლოსა და აფხაზეთში – „აფხაზეთის ხაფანგში“.

გარკვეული თვალსაზრისით მსგავსი მოვლენები ვითარდება ახლაც…

ნაციონალების ანტიეროვნულმა მმართველმა კასტამ დასავლეთის წაქეზებით ახლა უკიდურესობამდე გააძლიერა ნაციონალისტური ისტერია საქართველოსა და უცხოეთში.

დასავლეთი, რომელსაც საკუთარი – ანგარებითი ინტერესები გააჩნია რუსეთის მიმართ – ბოროტად იყენებს რა ქართველობის ბუნებრივ მისწრაფებას დაიბრუნოს შევერდნაძის ხუნტის მიერ გაყიდული აფხაზეთი და სამაჩაბლო – აიძულებს საქართველოს უკიდურესობამდე და სერიოზული დადებითი პერსპექტივის გარეშე გაამწვავოს ურთიერთობა რუსეთთან.

საქართველოს ხელისუფლებაში ხელახლა მოსული გველივით პერანგშეცვლილი ნომენკლატურული ხუნვეიბინების კასტა პირადი ანგარების მიზნით ნერგავს ქართველობის შორის ცრუ იმედებს, დეზინფორმაციას და ამით უსინდისოდ მანიპულირებს ხალხის აზრით. პარალელურად მიმდინარეობს ყველაფერ ეროვნულზე სასტიკი შეტევა და ყოველგვარი ეროვნული ფასეულობის განადგურება.

ნაციონალისტური ისტერიის ფონზე – როდესაც საზოგადოების ყურადღება გარეპოლიტიკურ ფაქტორებზეა მიპყრობილი – ხდება ეროვნული დოვლათისა და სიმდიდრის არნახული დატაცება-პრივატიზება მმართველი კასტის მიერ. ქართველობა „ერი-პროლეტარი“ გახდა – ხოლო მთელს მწარმოებლურ კაპიტალს უცხოელი დააპატრონეს. ეროვნული ბურჟუაზია-ბიზნესი, საშუალო ფენა პრაქტიკულად აკვანშივე ჩაკლეს. ეს ნაციონალისტური ისტერიის ერთ-ერთი მთავარი მიზანია.

საქართველოში მოშლილია პოლიტიკური პერსპექტივებისა და პროცესების დემოკრატიული, საზოგადოებრივი ანალიზისა და თავისუფალ პაექრობაში საუკეთესო გზების ძებნის მექანიზმი იმ პირობებში როდესაც მას-მედიის მთელი სიმძლავრეები მმართველი კასტის პროპაგანდისტული მანქანის როლს არსულებს – პრაქტიკულად დამყარებულია ტოტალიტარული ერთპარტიული დიქტატურის სისტემა.

ნაციონალების პოლიტიკური კრიზისის გაღრმავების ვითარებაში – არ არის გამორიცხული საქართველოში უარესი სახით განმეორდეს 1992-1993 წლებში აფხაზეთის ავანტიურის მსგავსი მოვლენები – როდესაც საქართველო ნაციონალისტური ისტერიისა და სიბრმავის ვითარებაში ჩათრეული იქნება სამაჩაბლოში ან აფხაზეთში ახალ დამღუპველ ომში.

ამ ახალ ომში წარუმატებლობა ან დამარცხება კი გამოიწვევს ქართველებსა და აფხაზებს, ქართველებსა და ოსებს შორის ნაციონალისტური მტრობის გაღრმავებას – აფხაზეთისა და სამაჩაბლოს საბოლოო და სავსებით უიმედო დაკარგვას.

ნიშანდობლივია, რომ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ძალით შემოერთების მუქარის ფონზე საქართველოს მმართველი კასტა არაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მტკიცდებოდეს და ფართოვდებოდეს აფხაზ და ოს ხალხთან ნდობა-მეგობრობა, კულტურული ურთიერთობები.  ხელისუფლება და მმართველი პოლიტიკური პარტიები არ აწარმოებენ ადამიანურ-ჰუმანიტარულ ურთიერთობებს აფხაზურ და ოსურ მხარესთან, ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობასთან.

საქართველოს მმართველი კასტა წამლავს ქართველობას დეზინფორმაციით რუსეთის სამხედრო-პოლიტიკური „სისუსტისა და უძლურობის“ შესახებ, გადაჭარბებულად წარმოადგენს საქართველოს სამხედრო-საბრძოლო პოტენციალს – რომელიც არსებითად მხოლოდ მოძველებული რუსული ტექნიკითაა შეიარაღებული; არ უმხელს ხალხს სიმართლეს აფხაზეთსა და სამაჩაბლოში შესაძლო კონფლიქტში რუსეთის მიერ ჩრდილოკავკასიური კრიმინალური ელემენტებისა და „გადაცმული“ რუსი სამხედრო მოსამსახურეების ფართომასშტაბოვანი ჩარევის პერსპექტივებზე, აფხაზეთსა და სამაჩაბლოში სამოქალაქო მოსახლეობის – ქალების, ბავშვების, მოხუცების – მოსალოდნელი ინსპირირებულ-პროვოცირებული მასობრივი ჟლეტის თითქმის გარდუვალობაზე.

ქართველობას უნდა შევახსენოთ როგორი სისატიკით დათრგუნა სულ ახლახანს რუსეთმა საბრძოლო-სამხედრო სულისკვეთებითა და შეიარაღებით საქართველოზე გაცილებით ძლიერი ჩეჩნეთი (რომელსაც საქართველოსაგან განსხვავებით თავგანწირული ხელმძღვანელობა ჰყავდა) საბრძოლო ტექნიკის მხრივ უდიდესი უპირატესობის ხარჯზე – როგორ დაანგრია და გაანადგურა ჩეჩნეთის ეკონომიკა, ჩეჩნეთის ქალაქები და დაბა-სოფლები, სისხლისაგან გაცალა ჩეჩენი ერი.

ამავე დროს თვალნათლივ გამოჩნდა, რომ დასავლეთს არ აქვს რაიმე დასტური ან შეთანხმება რუსეთის მხრივ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში კვლავ რეალური გაერთიანების შესახებ (გარდა ლიტონი დეკლარაციებისა, რომ ცნობენ საქართველოს ტერიტორიულ ერთიანობას) და დასავლეთი საქართველოს ყოველგვარი რეალური გარანტიების გარეშე უბიძგებს რუსეთს ხისტად, მწვავედ, სარისკოდ დაუპირისპირდეს.

ყოველივე ეს ძალზე ჩამოჰგავს მაგალითად ვიეტნამის ომის პერიოდს, როდესაც დასავლეთის ერთი მხრივ და რუსეთ-ჩინეთის მეორე მხრივ დაპირისპირების მთელი მუხტი ვიეტნამელ ხალხს დაატყდა თავს.

ამავე დროს საქართველოს მმართველი კლანი არაფერს რეალურსა და მტკიცედ არ აკეთებს იმისათვის, რომ საქართველო გავიდეს „დსთ“-დან (იმის-და-მიუხედავად რომ რუსეთის მხრივ სრული ეკონომიკური ბლოკადა აქვს) და მოითხოვოს რუსი „სამშვიდობოების“ დაუყონებლივი გაყვანა აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან – თუმცა „პიარ-კამპანიების“ პერიოდებში არაერთხელ გააკეთა შესაბამისი ლიტონი განცხადებები.

სამწუხაროდ, ქართული საზოგადოების გარკვეული ნაწილი დაბრმავებულია მიმდინარე ნაციონალისტური პროპაგანდით, ცრუ შეპირებებით და ვერ ახერხებს მოსალოდნელი კატასტროფული შედეგების განჭვრეტას და პროგნოზირებას.

ამასთან დაკავშირებით უნდა გავიხსენოთ:

დასავლეთის დაკვეთით სააკაშვილის წარუმატებელმა გამოხდომებმა ბელორუსიის არჩევნებში ჩარევისა და ბელორუსიაში „ჯინსების რევოლუციის“ მომწყობის როლში – როდესაც მან მის საჯარო გამოსვლებში არაერთი უხეში თავდასხმა განახორციელა რუსეთის მიმართ – გამოიწვია რუსეთის მხრივ ქართული ღვინისა და მინერალური წყლების იმპორტის მკვეთრი შემცირება. ბელორუსიაში რევოლუციის წარუმატებელი მოწყობის ცდისათვის დაისაჯა საქართველო!

დასავლეთის დაკვეთით საქართველოსათვის არაფრისმომტანი „შპიონური პიარ-კამპანიის“ მოწყობით – რომლის მიზანი იყო დასავლეთისათვის არგუმენტების მიცემა რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე საერთაშორისო ფორუმებზე – რუსეთი ინსპირირებული იყო მოეწყო საქართველოსათვის პრაქტიკულად ტოტალური ბლოკადა და ათასობით რუსეთში მომუშავეთა ხარჯზე მცხოვრები ქართული ოჯახი დარჩა შემოსავლების გარეშე.

მმართველი კასტის მუქარის, თითქოს „2007 წლის 1 იანვარს ცხინვალში შეხვდებიან“ – საპასუხოდ რუსეთმა დაიწყო მასშტაბური სამხედრო-სტრატეგიული მშენებლობები ჩრდილო ოსეთსა და ყოფილ სამხრეთ ოსეთის ა.ო.-ში – კერძოდ: ძაურიკაუ-ცხინვალის გაზსადენის, ზარის ავტო-შარაგზის, ახალი მაღალი ძაბვის ელგადამცემი ხაზისა.

საქართველოს მმართველი კასტა ავრცელებს დეზინფორმაციას საქართველოს ენერგეტიკული დამოუკიდებლობის შესახებ ენგურჰესის ენერგობლოკების რეაბილიტაციის შედეგად – მაშინ როდესაც ეს სიმძლავრეები აფხაზი სეპარატისტების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეა – საბერიოში!

კოდორის ხეობის ვითომ საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში ჩართვისა და იქ ვითომ „აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების“ დაფუძნებას სინამდვილეში მოჰყვა ამ ხეობაში რუსის „სამშვიდობოების“ კონტროლის აღდგენა და ნაშთად დატოვა უკიდურესად გამძაფრებული ურთიერთობები აფხაზ სეპარატისტებთან.

ნატოში გაურკვეველ მომავალში და სათუო გაწევრიანების პერსპექტივებით ნაციონალების მმართველი კასტის მიერ ისტერიული პოლიტიკური სპეკულაციების შედეგად – რეალურად და ამჟამად საქართველოს აქვს ამ სპეკულაციებით პროვოცირებულ რუსეთულ სადამსჯელო-დრაკონული მეთოდების გამოყენება საქართველოს მიმართ – არსებითად სრული ბლოკადა, ქართველობის რუსეთიდან დეპორტაცია, შესაბამისად – საქართველოს მოსახლეობისათვის და ეკონომიკისათვის ნაციონალთა მიერ ხელოვნურად პროვოცირებული სირთულეები.

ამასთანავე:

ნატო-ს სამხედრო ბლოკში საქართველოს შესვლა შესაძლებელი გახდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს შიგნით არ იარსებებებს კონფლიქტები. ეს კი ორი გზით შეიძლება მოხდეს:

  • საქართველო ნებით თუ ძალით შემოიერთებს აფხაზეთსა და სამაჩაბლოს (ძლიერ სათუო და ეფემერული);
  • საქართველო საბოლოოდ დაკარგავს აფხაზეთსა და სამაჩაბლოს (ძალზე შესაძლებელი და მოსალოდნელი).

დასავლეთისათვის სულ ერთია – შევა საქართველო ნატო-ში აფხაზეთითა და სამაჩაბლოთი, თუ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს გარეშე – ამიტომ, დასავლეთი არც იმ შემთხვევაში იქნება წაგებული, თუ საქართველო სამუდამოდ დაკარგავს აფხაზეთსა და სამაჩაბლოს.

ძალზე მოსალოდნელია, რომ აფხაზეთში და განსაკუთრებით სამაჩაბლოში – ქართული მხარის მცდელობებს ძალოვანი და სხვა ავანტიურისტული მეთოდებით გადაწყვიტოს პრობლემა – შეიძლება მოჰყვეს თვით რუსის მიერ მოწყობილ-პროვოცირებული „სისხლის კალო“ ოსი და ქართველი მოსახლეობის მიმართ, სხვა სისხლიანი პროვოკაციები – რაშიც შემდგომ დადანაშაულებული იქნება ქართული მხარე და რაც შემდგომ გამოყენებული იქნება ამ ტერიტორიების საქართველოსაგან სამუდამო ჩამოშორებისათვის!

გასათვალიწინებელია ისიც, რომ რუსეთი შეიძლება წავიდეს იმაზეც-კი რომ „სისხლიან კალოში“ დაკარგოს გავლენა სამაჩაბლოზე – სამაგიეროდ სამუდამოდ და უიმედოდ ჩამოაშოროს საქართველოს აფხაზეთი – რომელსაც გაცილებით დიდი სამხედრო-პოლიტიკური და გეოპოლიტიკური ფასეულობა აქვს!

გამოსავალი იყო, არის და იქნება ლეგიტიმურობის აღდგენაში ანუ ზოგადად იმ პოლიტიკური და სამართლებრივი ნეგატივის აღმოფხვრაში რაც 1991-1992 წლების სახელმწიფო გადატრიალებამ დატოვა საქართველოში.

საქართველოს „დსთ“-ში ყოფნა – არალეგიტიმურია!

ყველა აქტი, რომლითაც აფხაზეთისა და სამაჩაბლოს რუსის მიერ ოკუპაცია და ანექსიაა „დაკანონებული“ – არალეგიტიმურია!

რუსის ჯარი ნებისმიერი ფორმით – საოკუპაციო ჯარია საქართველოს ტერიტორიაზე 1991 წლიდან!

აფხაზეთი და სამაჩაბლო რუსეთ-საქართველოს ომის (და არა რაღაც მოჩმახული „ეთნოკონფლიქტების“) შედეგადაა რუსის მიერ ოკუპირებული და საჭიროა მათი დეოკუპაციისათვის გარჯა!

ყველა უბედურება, რაც საქართველოს დაატყდა თავს 1992 წლიდან ლეგიტიმურობის დარღვევითაა გამოწვეული და დღესაც არ ძალუძთ ლეგიტიმურობაზე დაბრუნება…

უკანონობას შეიძლება მოვერიოთ მხოლოდ კანონით! უსამართლობას შეიძლება მოვერიოთ მხოლოდ სამართლით! სიცრუეს კი შეიძლება მოვერიოთ მხოლოდ სიმართლით!

 

. აქუბარდია, . ბაჩულაშვილი, . ბურკაძე, . გუგუშვილი, . ვეკუა, . ვეკუა, . თოფაძე, . ლომიძე, . მათიაშვილი, . სანდუხაძე, . სირაძე,

. ფარცვანია, . ღუდუშაური, გრ. შურღაია, . ჩხენკელი, . ცხადაძე

2006/ოქტომბერი/29

26 Responses to “• მიმდინარე ნაციონალისტური ისტერია და მისი შესაძლო შედეგები”

  1. irakli said

    იმის განაცხადი რომ თითქოს საქართველოს მილიტარისტული მთავრობა ჰყავს, რომელიც ცდილობს შეიარაღებული ძალებით დაიბრუნოს ტერიტორიები, ვფიქრობ რომ რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს,რადგან საქართველოს ოფიციალური პოზიცია მშვიდობიანი მოლაპარაკებით ცდილობს გააჩეროს რუსული აგრესია, რაც გამოიხატება კიდევაც მრავალი საერთაშორისო სამართლებრივი საშვალების ამოქმედების მცდელობით და ასევე საინფორმაციო საშვალებების მსოფლიოს ერებისადმი მდგომარეობის რეალისტურად წარმოჩინებით და გაცნობით,რათქმაუნდა მონსტრ რუსეთან ბრძოლა საკმაოდ რთულია, რადგან იგი არა მხოლოდ საქართველოს არამედ მთელი მსოფლიოსთვის აგრესიული პოლიტიკის გამტარია, ხოლო ბოლო მისგან გაწეული აგრესია ვფიქრობ არცერთ შემთხვევაში არ უნდა დავაბრალოთ საქართველოს, რადგან ჩვენი შეიარაღებული ჯარები სახელმწიფო დემოკრატიის აღმშენებლობაში თავის პრესტიჟის ომს ბრძოლობდა და მასში დანთხეულია სისხლი. უფლება არა გვაქვს, რომ ტყვილად მსხვერპლის იარლიყით შეურაწყოთ. რუსულ დეზინფორმაციულ ძალებს სწორედ ეს აწყობთ ჩვენგან, რათა თავის აგრესია ჩვენი აგრესიით მონათლონ და ამით საქართველოს მსოფლიო ავტორიტეტი შეურყიონ და მხარდაჭერა ევროპულ-ამერიკული ქვეყნებისგან, ხოლო ჩვენი ოპოზიციური კრიტიკა არ უნდა იყოს მიმართული მათ ხელშესაწყობად, არამედ ჩვენი კრიტიკა ასე უნდა ჟღერდეს – ჩვენის ლანძღვა ჩვენი საქმეა, ხოლო თქვენთან ჩვენი ცუდიც მართალია, და ვინც არ უნდა მოვიდეს სახელისუფლო სათავეში რუსულ იმპერიალიზმს უფრო სასტიკად შეებრძოლება ვიდრე არსებული ხელისუფლებაო.

    Like

    • iberiana said

      ფაქტია, რომ ჩვენს მთავრობას არ გამოუვიდა ძალით სამაჩაბლოსა და აფხაზეთის დაბრუნება. მიზეზს სპეციალისტები დაადგენენ, ალბათ, მოგვიანებით და გარკვეულ შეფასებასაც მისცემენ. ჩვენ ამჟამად მხოლოდ შედეგებზე შეგვიძლია ვიმსჯელოთ. ფაქტია, სამაჩაბლო და აფხაზეთი გაურკვეველი დროით წაგვგლიჯა რუსეთმა.

      Like

  2. irakli said

    რუსეთმა განახორციელა ის გეგმა რომელსაც 5 წელი ამზადებდა,და ეს ყველაფერი არა სახემწიფო სტრატეგიის დამარცხებაა არამედ ევროპისკენ გზიის არჩევის საპასუხო შედეგი,და იმ სხვა მორიგ საკითხებს რომელიც არასწორი პოლიტიკიტ ხელისუფლება ქვეყნის შიგნით ანხორციელებს,ამ ომთან დამოკიდებულებაში არავითარი საქმე არ აქ,ჩვენ მიერ არსებული კურსი ჩვენ კვლავაც უნდა გავაგრძელოთ და რათქმაუნდა მეტის გამოცდილებით და კვლავაც მოსალოდნელ რუსეთისგან პროვოკაციებს ფრთხილად უნდა მოვეპყრათ რადგან ბრძოლა გრძელდება და ”გვიანია თითზე კბენანი”

    Like

  3. ლომისა said

    ბ-ნო ირაკლი, ვერ დაგეთანხმებით, რომ „ევროპისკენ გზის არჩევის საპასუხო შედეგი“ გახდა რუსული სამხედრო მანქანის გამძვინვარების მიზეზი.აქ უფრო ამერიკულმა ფაქტორმა და შეასრულა გადამწყვეტი მნიშვნელობა.

    აქვე გვსურს განვმარტოთ, რომ ეროვნული მოძრაობის გზა, სულაც არ ყოფილა „ევროპისკენ გზის არჩევის“ კურსი. ბ-ნ ზვიად გამსახურდიას არსდროს უთქვამს, რომ ეროვნული მოძრაობის გზა „ნატოზე“ ან დასავლეთზე გადისო! ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ჩვენი მამულის დამპყრობელია, ვერ ვიქნებით გაჩუმებულნი იმის შიშით, რომ თითქოს ამ უკანონო ხელისუფლების ჩვენეული მხილებით, ევროპულ-ამერიკული ქვეყნების მხარდაჭერას დავკარგავთ თურმე. ან რომელ მხარდაჭერაზეა საუბარი გაუგებარია და გთხოვთ შემდეგ პოსტში განგვიმარტოთ.

    ამასთან ერთად, დევნილი კანონიერი ხელისუფლების თავმჯდომარე არ დარბის რუსეთის „ხელმწიფის“ კარზე და მ. სააკაშვილის არ აბეზღებს! ეს დაბეზღება ნაპუტჩისტრალი ოპოზიციის ძველი იარაღია, რომელსაც ოსტატურად იყენებდნენ დასავლურ საინფორმაციო საშუალებები ზვიად გამსახურდიას გასაშავებლად. მოკლედ, ეროვნული ხელისუფლების ცილისწამება და დევნა დასავლური შეკვეთა იყო უპირველეს ყოვლისა, რაც რუსეთმა თავის მტაცებლურ პოლიტალაში გამოიყენა. დევნილი კანონიერი ხელისუფლება ამ კრიტიკას ქართველი ერის გასაგონად აკეთებს და არა ვინმეს დასაბეზღებლად!

    არ უნდა დაგვავიწყდეს რომ ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების წინააღმდეგ წარმოებული კამპანია დასავლეთიდან იმართებოდა და ამავე დასვლეთისთვის ჩვენი სათაყვანებელი პრეზიდენტი კვლავაც „პროვიციელ ფაშისტად“ რჩება. მოდით, თავს ნუ მოვიტყუებთ და ნუ ავურევთ ერთმანეთში ყველაფერს; ნელ-ნელა შევადაროთ ერთმანეთს „ენა მამული, სარწმუნოების“ მსოფლმხედველობა და დასავლურ-ლიბერალური პოსტულატებით აზროვნება. იქნებ იმ დასკვნამდეც მივიდეთ, რომ ჩვენთვის სრულიად მიუღებელი აღმოჩნდეს?

    კეთილი სურვილებით,

    ი. ღუდუშაური

    დევნილი კანონიერი მთავრობის წარმომადგენელი

    Like

  4. ბპგ said

    საბოლოოდ, ისარგებლა რა სააკაშვილის ხელისუფლების შეცდომებით, მოღალატეობით თუ საქართველოს მტრობით — რუსეთმა პრაქტიკულად სამუდამოდ (საქართველოს მიერ აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ ცნობამდე) — აღუკვეთა ფეხი საქართველოს ნატო-ში (აგრეთვე გადაუხადა დასავლეთს სამაგიერო კოსოვოსთვის)…

    ისევე, როგორც უკრაინას — ამითივე…

    ნატო-ში გაწერვიანება ანუ საქართვლოში ნატო-ს შემოსვლა იყო ყოვლად უპასუხისმგებლო ავანტიურა (პირველ რიგში ამერიკის მხრივ) — დაისაჯა კი საქართველო…

    იცოდა რა ეს ყოველივე — ზ.გამსახურდიას ეროვნული ხელისუფლების დოქტრინა იყო სამხედრო ბლოკებისადმი მიუმხრობლობა…

    Like

  5. Bertie Dave said

    Valuable info. Lucky me I found your site by accident, and I’m shocked why this accident did not happened earlier! I bookmarked it.

    Like

  6. local scholarships said

    You have actually created some excellent points here. I specifically appreciate the way you’ve been able to stick so much thought into a relatively short post (comparitively) which creates it an thoughtful publish on your subject. In my opinion, you’ve presented the topic in a quite thorough yet concise manner, that is genuinely useful when someone wants to get the facts without spending too a lot time searching the online world and sifting out the noise to discover the answers to their questions. I usually get so frustrated with so abundant in the final results inside the major SE’s due to the fact they normally seem to mostly be filled with filler content that often isn’t extremely sensible. If you don’t mind I’m going to add this post and your webpage to my delicious favorites so I can share it with my family. I appear forward to arrival back to read your future posts as well.

    Like

  7. Slowinski said

    Very informative post. Thank you for taking the time to share your view with us.

    Like

  8. Dower said

    The way you write make it very trouble-free to read. And the design you use, wow. It really is a really good combination.

    Like

  9. Ola Norbo said

    I forever visit your blog and retrieve everything you post here however I never commented but today after I saw this post, i could not stop myself from commenting here. great mate!

    Like

  10. Terrence Fiorentino said

    An impressive share, I just given this onto a colleague who was doing somewhat evaluation on this. And he in fact purchased me breakfast because I found it for him.. smile. So let me reword that: Thnx for the deal with! However yeah Thnkx for spending the time to discuss this, I feel strongly about it and love reading more on this topic. If doable, as you become experience, would you thoughts updating your blog with more details? It’s highly helpful for me. Massive thumb up for this blog put up!

    Like

  11. Jeniffer Mcginnis said

    Awesome job on the blog, thanks!

    Like

  12. Dong Arave said

    I was quite encouraged to search out this internet site. I wanted to thank you for this distinctive go through. I undoubtedly savored each and every tiny little bit of it and I have you bookmarked to have a look at new stuff you publish.

    Like

  13. Denny Hons said

    Perfect web page, honestly post

    Like

  14. Flavia Hiens said

    I wished to mention your blog is extraordinarily smart. I continually prefer to hear anything new regarding this as a result of I actually have the similar blog in my Country on this subject therefore this help´s me lots. I did a look on the matter and observed a excellent type of blogs but nothing like this.Thanks for sharing so much inside your blog.

    Like

  15. Ling Oquenda said

    Awesome job on the blog, thanks!

    Like

  16. Sal Schartz said

    very good post, i definitely love this website, keep on it

    Like

  17. Newgent said

    Good post. I be taught something tougher on completely different blogs everyday. It would at all times be stimulating to learn content material from different writers and follow a bit of something from their store. I’d choose to make use of some with the content material on my blog whether or not you don’t mind. Natually I’ll provide you with a link on your net blog. Thanks for sharing.

    Like

  18. Jenise Burdo said

    Thank you most for useful data. i’ll visit your website once more

    Like

  19. Agustin Blakely said

    I found your blog on yahoo and can bookmark it now. continue the nice work.

    Like

  20. Jazmine Ehorn said

    Amazing! This blog looks exactly like my old one! It’s on a completely different topic but it has pretty much the same page layout and design. Wonderful choice of colors!

    Like

  21. Lili Bonano said

    Im not such an skilled when it involves this. awesome read, appreciate your bloging this.

    Like

  22. Cathy Dubeau said

    Nice post. I study something more difficult on different blogs everyday. It would all the time be stimulating to learn content from different writers and apply just a little something from their store. I’d desire to use some with the content material on my blog whether you don’t mind. Natually I’ll give you a link on your net blog. Thanks for sharing.

    Like

  23. giorgi said

    kargi ra raga mizezis dzebnaa sachiro imashi ratom waago saqartvelom omi rusettan sakvirveli da mizez-sadzebni rusetze chveni gamarjveba iqneboda………………………………..

    Like

  24. Steve said

    მადლობთ საუკეთესო ანალიზისთვის.

    Like

  25. Web Site Builders said

    Hey We are very glad I noticed your weblog “Iberiana”. My partner and I truly found you by accident, whilst I were researching upon Google to get something different, Anyhow I’m here and We would just love to say thank you for the remarkable posting plus a over-all entertaining web log Web Site Builders

    Like

Leave a reply to ლომისა კომენტარის გაუქმება