Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

♦ მსოფლიო ბანკი და მისი ახალი მეთაური

მსოფლიო ბანკი და მისი ახალი მეთაური

 საქართველოს ტელემაყურებელს შესაძლოა ახსოვს ერთი არცთუ სასიამოვნოდ შთამბეჭდავი კადრი ტელეეკრანიდან: პრესკონფერენცია აქვთ (ფეხზე დგომით) იმ დროს საქართველოს პრეზიდენტს შევარდნაძეს და იმ დროს აშშ თავდაცვის მდივნის რამსფელდის მოადგილეს ვოლფოვიცს. ეს უკანასკნელი არა მხოლოდ საათზე იყურება (დემონსტრატიულად), თითქოს ამბობდეს `დამანებეთ თავი, ამ წვრილფეხობაში რა საქმე მაქვსო~, არამედ ამ სულისკვეთებას მიმიკითაც გამოხატავს. ეს პოლიტიკოსი ბუშის დახლოებით ოცკაციანი ვიწრო გუნდის, `ნეოკონსერვატორებად~ წოდებულის ერთერთი წევრი იყო. მას მიეწერება (თუ ვერწმუნებით ჟურნალს The Statesman) გადამწყვეტი როლი ამერიკელების მიერ ერაყის ომის დაწყებაში. დღეს იგი (თითქმის ერთი წელიწადია) საქართველოსთვის კარგად ცნობილი მსოფლიო ბანკის პირველი პირია. იმავე ჟურნალის ცნობით, მრავალთ მიაჩნიათ, რომ იგი ამერიკელების ადმინისტრაციიდან წავიდა იმის გამო, რომ მისი იქ ყოფნა შეუძლებელი გახდა მისი რეიტინგის მეტისმეტად დაქვეითების წყალობით, ხოლო ბანკის სათავეში მივიდა იმიტომ, რომ ეს იყო ერთადერთი გადაადგილება, რომელსაც სენატის თანხმობა არ სჭირდებოდა.

 მსოფლიო ბანკის მოსალოდნელი კურსი და, აქედან გამომდინარე, მისი დღევანდელი მეთაურის პიროვნება ქართველი მკითხველისათვის საინტერესოა, ამდენად, მივაწოდებთ მას მასალას ხსე-ნებული ჟურნალიდან, რომელსაც ორი ურთიერთდაპირისპირებული სათაურ-ქვესათაური აქვს: `ვოლფოვიცი ყველაზე უარესი კაცია მსოფლიოში?~ და `ალტერნატივა კიდევ უარესია~. მსოფლიო ბანკი, რომელსაც მისი დაარსების წელს (1946) ერქვა `აღდგენისა და რეკონსტრუქციის ბანკი~, ჟურნალის სიტყვით, `უცნაური ადგილია~: მას ჰგონია, რომ მსოფლიო სიღატაკეს ებრძვის თავისი მჭლე წესებით, მის მიერ გასაბედნიერებელ კაცობრიობას კი მიაჩნია, რომ იგი ამ სიღატაკეს აღრმავებს და ამრავლებს. სინამდვილეში მისი ამოცანაა ფულით და რჩევით დაეხმაროს ქვეყნებს, რომელთაც `განვითარების კიბეზე მაღლა ასვლა~ უნდათ, და ამისთვის წელიწადში 20 მილიარდ დოლარს ხარჯავს. ვოლფოვიცი, ჯერჯერობით, თავის ამ ახალ თანამდებობაზე თვალში საცემად პასიურია, ასე რომ, რა არის მისი გეგმა და დავალება, ჯერჯერობით უცნობია. იგი ენერგიას იჩენს მხოლოდ კორუფციასთან ბრძოლაში, რასაც ამ ბანკის თანამშრომელთა მრავალათასიანი კოლექტივის აღშფოთება მოსდევს, რადგან ამ დაწესებულებაში თუმცა კორუფცია რაღაც მინიმალური ზომით არის (როგორც ყველგან), მაგრამ მაინც პატიოსნების დიდი ტრადიციები აქვს. ამ თანამშრომელთა აზრია: `გვაბრალებენ, რომ განებივრებულნი და კორუმპირებულნი ვართ. განებივრებულნი, შესაძლოა, ვართ, მაგრამ კორუმპირებულნი ნამდვილად არ ვართ~. ახალი შეფის პიროვნება მათში აღტაცებას არ იწვევს. ჟურნალი იმ სცენასაც კი იხსენებს მაიკლ მურის გახმაურებული დოკუმენტური ფილმიდან `ფარენჰეიტი 9/2~ (თბილისელებს იგი გვანახეს), სად¬აც ოპერატორს დაჭერილი აქვს მომენტი, ვოლფოვიცი რომ ნერწყვით თმას იგლუვებს ფოტოგადაღებების წინ.

 რას ამბობს ის, ვინც ფიქრობს, რომ `ალტერნატივა, ანუ ბანკის არარსებობა, კიდევ უარესია? `ჯერ ერთი, შეგახსენებთ, რომ ბანკი დაარსებულია ლათი¬ნური ამერიკის ქვეყნების თხოვნით. მეორეც, მას ის უპირატესობა აქვს, რომ მისი კრედიტი იაფია (რაკი ზურგს უკან მთავრობები უდგანან), დასახმარებელი ქვეყნებისათვის მრავალნაირი შეღავათები აქვს დაწესებული, გრანტების ჩათვლით და მოვალეთა მანიპულირებას არ ცდილობს (ამ უკანასკნელ პუნქტში ქართველ საზოგადოებას ცოტა არ იყოს ეჭვი ეპარება. რედ.) ყველაზე მწვავე კრიტიკა ბანკს, მისი დამცველის სიტყვით, ხვდება მის მიერ `ნეოლიბერალური სტრუქტურული~ სიახლეების მხარდაჭერის გამო (რასაც საქართველოსთანა დაზარალებული ქვეყნების საზოგადოებრიობა `ეკონომიკური და კულტურული ნგრევის~ მარტივი სახელით იხსენიებს. რედ.). ადვოკატი-ავტორი ამ მოვლენის ასეთ ახსნას გვთავაზობს: ბანკი მთავ-რობების დაარსებულია, მაშასადამე, მათ კურსს უნდა მისდიოს. 90-იან წლებში მსოფლიომ ხმა მისცა ნეოლიბერალური (თეჩერისტული-რეიგანისტული) მიმართულების მთავრობებს და ბანკიც მათ კურსს ატარებდა. შემდეგ მოხდა გადახრა სოციალური დემოკრატიისკენ და ბანკმაც ორიენტაცია აიღო `სიღატაკის შემცირებაზე, საყოველთაო განათლებაზე, ჯანდაცვაზე, წყლითა და სანიტარიით უზრუნველყოფაზე ყველასთვის~ (თუ ასეა, მაშინ საკითხავია, რატომ არ გამოიყენა ეს ხელსაყრელი ორიენტაცია საქართველოს ხელისუფლებამ 90-იანი წლების მეორე ნახევარში? რედ.). ახლა ისევ ნეოლიბერალური ორიენტაცია მოდის ამომრჩეველთა სულის¬კვეთებაში და ბანკიც შესაბამისად იქცევა. ბანკისთვის, მისი ქომაგის სიტყვით, ხელშემშლელია მის პარტნერთა (ანუ მისგან დახმარებების და სესხების მიმღებთა) სიმრავლე, ანუ ის, რომ მიმღებ ქვეყანათა მინისტრები მეტ დროს ანდომებენ ანგარიშგებას მის წინაშე, ვიდრე საკუთარ პარლამენტთა წინაშე.

 2007

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s