Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

• ზნეობა

***

მამა თეოდორე გიგნაძე სოდომ-გომორის ცოდვასთან დაკავშირებით

***

ეპისკოპოსი იაკობი – ქართველმა ერმა დღეს თავისი იდენტობა დააფიქსირა

17-05-2013

ეპისკოპოსი იაკობი - ქართველმა ერმა დღეს თავისი იდენტობა დააფიქსირაეპისკოპოსი იაკობი – ქართველმა ერმა დღეს თავისი იდენტობა დააფიქსირა ქართველმა ერმა დღეს თავისი იდენტობა დააფიქსირა, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსმა, ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა დღეს სამებაში გამართული პარაკლისის შემდეგ განაცხადა.

სამებაში სამადლობელი პარაკლისის დასრულების შემდეგ, ტაძარში მყოფ მრევლს მეუფემ ქადაგებით მიმართა.

მეუფემ დღევანდელი დღე მიულოცა მრევლს და აღნიშნა, რომ ასეთი დღეები იშვიათია. მღვდელმთავარმა მრევლს უწმინდესის დიდი ლოცვა-კურთხევაც გადასცა.

პატრიარქის ქორეპისკოპოსის თქმით, ქართველმა ერმა დღეს ზნეობრიობის, პატიოსნების დაცვის მაგალითი აჩვენა, რომ ჩვენ ვართ ქრისტეს და ქართული სახელმწიფოს მხედრები და ღირსი ვართ უფლის იმ სიყვარულის, რომლითაც ჩვენ გვმფარველობს.

“ერი მზად არის ზნეობრიობის დასაცავად. ჩვენ ვართ ქრისტეს, ქართული სახელმწიფოს მხედრები და არავის არ მივცემთ უფლებას, კარგად იცოდნენ, რაიმე სიახლეები შემოიტანონ ერში. მსოფლიო, როგორებიც ვართ, ისეთებს მიგვიღებს. გადაგვარებული წესით მაცხოვრებელი ადამიანები თუ შეუძლიათ მიიღონ, ნორმალურად მაცხოვრებელ ადამიანებს რატომ არ მიგვიღებენ? ეს არის ტყუილი, ეს არის კონკრეტული ძალის მიერ პოპულიზმისათვის გათვლილი ქმედებები. ჩვენ პირველ რიგში, პასუხისმგებლები ვართ ღვთის, ქვეყნის და ჩვენი წინაპრების წინაშე, მილიონობით დაღუპული ქართველის მიმართ, რომ არ მივიღოთ ის, რასაც თავს მოგვახვევენ. დღეს კარგად დაინახეს ხალხის ძალა, არავის არ ვემუქრებით, ღმერთმა დაგვიფაროს, ჩვენ ვართ სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანები, სასულიერო პირები ვართ, მაგრამ ჩვენთვის მთავარია ძლიერი სახელმწიფო და მასში მცხოვრები პირები, ძლიერი ადამიანი. ჩვენ არც რელიგიური კუთხით ვანსხვავებთ ადამიანებს და არც სხვადასხვა ორიენტაციისა და ეროვნების გამო, მაგრამ ნუ შეეცდებიან თავს მოგვახვიონ ის, რასაც არ მივიღებთ, მოვკვდებით მაგრამ არ მივიღებთ. დღეს ჩვენმა ერმა აჩვენა, რომ ღირსია იმ დიდი სიყვარულისა, რომლითაც უფალს ვუყვარვართ და გვფარველობს. თუ ხელისუფლება ამ ძალას სწორად გამოიყენებს, ქვეყანა მალე გამოვა სიძნელეებიდან და მართლაც პერსპექტივა გვექნება ნათელი მომავლის”, – აღნიშნა ქადაგებისას მეუფე იაკობმა.

როგორც მეუფე იაკობმა განაცხადა, სხვადასხხვა პირებს, 40-50 ადამიანის დასაცავად ასე რომ გამოდიან, უნდა მოეთხოვოთ  უცხოეთიდან შემოსული მათი თანხები   სად მიედინება.

“იყო საშიშროება, რომ დაპირისპირება მომხდარიყო და მაინც წავიდნენ ამაზე, იმიტომ, რომ არასახელმწიფოებრივი მიდგომაა. ვიღაცეები უნდათ გაახარონ, ადრე მოსკოვში, თეირანში თუ ახარებდნენ, დღეს სხვა ქალაქებში უნდათ გაახარონ. უღირსი ცხოვრებით უფლის წინაშე ვერ წარვდგებით. რომელი დამპყრობელი არ შემოვდა საქართველოში, მაგრამ ვერ გადაგვაგვარა, ეკლესია არის ქრისტეს ნათელი, აქ სიბნელე არ არის. არასდორს გავაკეთებთ იმას, რომ სახელმწიფოსთვის საშიში იყოს”, – განაცხადა ბოდბელმა ეპისკოპოსმა.

მეუფე იაკობის თქმით, აქციაზე არავინ დაზიანებულა, მან შენდობა ითხოვა, იმ პოლიციელებისაგან, რომელთა გვერდზე გაწევა მოუხდა. მადლობა შეწირა ღმერთს, რომ ხალხმა ბარიერის გავლა შეძლო, წინააღმდეგ შემთხვევაში, ცუდი რამ მოხდებოდა.

მეუფემ ასევე აღნიშნა, რომ საჭიროა დასავლეთი და უცხოეთი დაეხმაროს საქართველოს დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებაში.

“ჩვენ დაგვეხმარონ იმაში, რომ დავიბრუნოთ აფხაზეთი, ცხინვალის რეგიონი და ტაო-კლარჯეთი და კიდევ ის ქართული მიწები, რომლებიც მრავლად აქვს უსამართლოდ წართმეული და მითვისებული ჩვენს მეზობელ სახელმწიფოებს”, – აღნიშნა მეუფე იაკობმა.

მისივე თქმით, დღეს ქართველმა ერმა თავისი იდენტობა დააფიქსირა და ამისთვის მადლობა შეწირა ტაძარში შეკრებილებს. მან მიმართა იმ პირებს, რომლებიც დღეს საწინააღმდეგო აქციას მართავდნენ, რომ ქრისტეს ნათელით განათლდნენ და ცხოვრების წესი შეინანონ. მან პოლიტიკოსებსაც მიმართა, რომ ფრთხილად მოეკიდნონ იმ განცხადებებს, რომლებსაც გააკეთებენ მათ მიმართ, რადგან წინ არჩევნები მოდის და მათი ქმედებები აისახება.

http://www.interpressnews.ge/ge/politika/240055-episkoposi-iakobi-qarthvelma-erma-dghes-thavisi-identoba-daafiqsira.html

***

მამა შალვა კეკელია 17.05.2013

***

ლაშა ჟვანია სამღვდელოების ქმედებას გამართლებულად მიიჩნევს

17/05/13

b21eec3ddc968db093f16b58351e5298[1]დღევანდელ აქციას, საპატრიარქოს ფონდის ხელმძღვანელი ლაშა ჟვანია ეხმაურება და სამღვდელოების ქმედებას გამართლებულად მიიჩნევს.

მისი თქმით, დღეს ადგილი ჰქონდა პროპაგანდას და ეკლესია ამის წინააღმდეგ ყოველთვის გამოვა.

“სადაც საჭიროა მტკიცე ნების გამოხატულება, იქ ეკლესია მტკიცე წინააღმდეგობას გამოხატავს. ამგვარი აღვირახსნილობის და პროპაგანდის წინააღმდეგ თუ საჭიროა, გამოხატოს ეკლესიამ წინააღმდეგობა, ეკლესია წინააღმდეგობას გამოხატავს. ვერავითარი კანონი ვერ დაუშლის ეკლესიას მსგავს საკითხებზე მოწოდების გაკეთებას. ამით იმის თქმა მინდა, რომ კონსტიტუციაზე და კანონზე მაღლა ნებისმიერი მორწმუნე ადამიანისთვის ღვთის სიტყვა და სახარება დგას. კონსტიტუციაში წერია, რომ ყველა ადამიანს აქვს უფლება გამოხატოს თავისუფლად თავისი აზრი. დღეს ადგილი არ ჰქონდა აზრის თავისუფლად გამოყოფას, დღეს ადგილი ჰქონდა პროპაგანდას, ეკლესია ამის წინააღმდეგ ყოველთვის გამოვა”, – აღნიშნა ჟვანიამ.

მისივე თქმით, ლგბტ წარმომადგენლებს პატრიარქის გუშინდელი განცხადება უნდა გაეთვალისწინებინათ.

“მისმა უწმინდესობამ გუშინ გაავრცელა სპეციალური განცხადება მოწოდებით და თხოვნით, რომ ამგვარი აღლუმი არ ჩატარებულიყო, ვინაიდან მას შეეძლო დაპირისპირების გამოწვევა. ვფიქრობ, რომ სასურველი იქნებოდა სულიერი მამის ეს მოწოდება გაეთვალისწინებინა საზოგადოების იმ მცირე ჯგუფს და არ ჩაეტარებინა მსგავსი აქცია, რომელიც ვერც კი ჩატარდა საზოგადოების მკაცრი წინააღმდეგობის პირობებში. საპატრიარქო რა არის? როცა მას ვახსენებთ, ვგულისხმობთ ინსტიტუტს, მაგრამ აქ იყო წინააღმდეგობა საზოგადოების მხრიდან, რომლის ნაწილიც არიან სასულიერო პირები, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრები. როცა საპატრიარქოს ახსენებთ, რაღაც მარგინალურ ინსტიტუტს გულისხმობთ, სასულიერო პირები წინ ჩაუდგნენ საზოგადოებას სწორედ იმიტომ, რომ არ მომხდარიყო რაიმე ისეთი დაპირისპირება, რომელიც ადამიანის კვლასა და წამებაში გადაიზრდებოდა”, – განაცხადა ჟვანიამ.

http://www.iveroni.com.ge/2012-01-19-17-13-01/33601-lasha-zhvania-samghvdeloebis-qmedebas-gamarthlebulad-miichnevs.html?lang=ka-GE

***

***

რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ერთსქესიან ოჯახში აღზრდას ბავშვებისათვის?

107080[1]2010 წელს სოციოლოგიის დოქტორმა მარკ რეგნერუსმა  მსგავს ქორწინებაში მყოფთა ოჯახში აღზრდილ  3 ათას რესპოდენტის მონაცემებზე  დაყრდნობით დაწერა თავისი შესანიშნავი  გამოკვლევა, სახელწოდებით: “რით გამოირჩევიან მოზარდები, რომლებიც ერთსქესიან ოჯახებში აღიზარდნენ“.  ნაშრომი მან დაასრულა 2012 წელს და  შოკისმომგვრელი შედეგები გამოაქვეყნა ავტორიტეტულ სამეცნიერო გამოცემაში „Social Science Research“.

მაშ ასე, რა თავისებურებები აღმოუჩინა მან ერთსქესიანი „ოჯახების“ შვილებს:

1.ვენერიული ინფიცირების მაღალი დონე – ასეთ ოჯახებში აღზრდილი ბავშვების  25%-ს აღენიშნება ვენერიული დაავადებები (ცხოვრების სპეციფიკური პირობების გამო);

2. ოჯახური ერთგულების შენარჩუნების უუნარობა – 40%  ცოლ-ქმრული ღალატის მიმართ ლოიალურია;

3. ფსიქოლოგიური პრობლემები –  მოზარდების 24% ახლო წარსულში გეგმავდა თვითმკვლელობას;

4. სოციალურ-ეკონომიკური უმწეობა – ლესბოსელთა შვილების 28% არის უმუშევარი,  ხოლო ლესბოსელთა ბავშვების 69%-სა და გეების ბავშვების 57%-ის ცნობით, მათი ოჯახები იღებდნენ  სახელმწიფო დახმარებას.

5. სექსუალური თვითიდენტიფიკაციის აღრევა – ერთსქესიან  ოჯახებში აღზრდილი  ბავშვების მხოლოდ 60-70% რაცხდა თავს სრულ ჰეტეროსექსუალად.

რეგნერუსს აუმხედრდნენ ლგბტ-ის აქტივისტები, ცილი დასწამეს ტენდენციურობაში  და მოითხოვეს მისი უნივერსიტეტიდან გაძევება. პასუხად უნივერსიტეტის მეცნიერთა საბჭომ სკრუპულოზურად შეისწავლა  ავტორის მონაცემები და დაადგინა, რომ კვლევები ჩატარებულია უმაღლეს სამეცნიერო დონეზე და პასუხობს ყველა აკადემიურ მოთხოვნას.

ნაშრომის შეფასება გამოქვეყნდა ისეთ ავტორიტეტულ გამოცემაში, როგორიც არის „The New York Times“-ი. მისი მეოხებით მთელი მსოფლიოს საზოგადოებამ შეიტყო რეგნერუსის ავტორიტეტული კვლევა-ძიების შესახებ, რომელიც შუქს ჰფენს ერთსქესიან ოჯახებში ბავშვების აღზრდის ტრაგიკულ შედეგებს.

http://news.ge/ge

picture_regnerus1-e1275594005603-300x297[1]

მარკ რეგნერუსი, სოციოლოგი, ტეხასის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი

2012 წელს მარკმა გამოაქვეყნა 15 ათას პირზე ჩატარებული კვლევის შედეგები, რომელმაც აჩვენა, რომ ბავშვების აღზრდისთვის საუკეთესოა ოჯახი, სადაც დედა და მამა არიან დაქორწინებულები.

***

ფრაჩესკო ბრუნო: გეები – ავადმყოფი, არანორმალური ხალხია

12 იან 2012

8259foto-criminologo-francesco-bruno.jpg[1] ფსიქიატრის ფრაჩესკო ბრუნოს თქმით, გეებს, როგორც სხვა ავადმყოფებს, ისე  უნდა ვუმკურნალოთ. აღნიშნულის შესახებ მარკო პასკუა წერს თავის სტატიაში, რომელიც გამოქვეყნებულია გაზეთ La Repubblica-ს საიტზე.

ფრაჩესკო ბრუნო, კრიმინოლოგი, ფსიქიატრი, პროფესორი, სალერნოსა და რომში,  La Sapienza-ს  უნივერსიტეტების ლექტორი, რომელსაც ხშირად იწვევენ გადაცემებში,  კრიმინალური ქრონიკის ზოგიერთი ეპიზოდის კომენტირებისათვის, იცავს ქალაქის საბჭოს წევრს ლეჩე ჯუზეპე პიპას, რომელმაც შეურაცხყოფა მიაყენა გუბერნატორ პულინ ნიკი ვენდოლუს, რომელიც არ მალავს თავის სექსუალურ ორიენტაციას,-წერს გამოცემა.

საიტ Pontifex-ის  რედაქტორის კითხვებზე პასუხისას, პროფესორი ბრუნო აცხადებს, რომ „ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გადაწყვეტილება მიიღო, რომ არ ისაუბროს ჰომოსექსუალიზმზე, როგორც ავადმყოფობაზე… მაგრამ მე მაინც  იგივე აზრის ვარ და გეების კრიტიკის არ მეშინია. ჰომოსექსუალიზმი- ეს გადახრაა“. ჰომოსექსუალისტები სხვადასხვა მიზეზით ხდებიან, მათ შორის აუხსნელი მიზეზებით, რომლებიც ბუნებრივ ხასიათს ატარებენ. “კონცეპტუალური მოსაზრებით, ჰომოსექსუალისტი იმავე მდგომარეობაშია, რომელშიც ინვალიდია, ყრუ და ბრმა… გეები  სექუალური ხასიათის ქმედებებზე არიან ორიენტირებულები და ეს არის ნორმიდან გადახრა“,-ირწმუნება ფსიქიატრი.

“პროფესორი ასევე აცხადებს, რომ დახმარება გაუწევია უამრავი ბიჭისა და გოგოს მშობლებისთვის, რომელთაც სექსუალური ორიენტაცია შეცვლილი აქვთ: “ისინი, რომლებიც ამბობენ, რომ მშობლები მათ ქმედებას გაგებით ხვდებიან,  იტყუებიან. ორივე მშობლისთვის იმის გაგება, რომ ბავშვებს ასეთი სექსუალური ორიენტაცია აქვთ, დიდი ტრამვაა“,-წერს სტატიის ავტორი.

„ფრანჩესკო ბრუნო წინააღმდეგია გეების მიმართ ზღვარგადასული ტოლერანტობის გამოვლენის: “ზღვარგადასული ტოლერანტობის გამოჩენა გადახრის მიმართ გამოიწვევს იმას, რომ ადამიანები ვერ გაარჩევენ,  თუ რა არის ცუდი და რა კარგი“,-წერს სტატიის ავტორი.

http://geonews.ge/?page=24&news_id=122952

***

ერთსქესიანთა ქორწინების კანონის პირველი მსხვერპლი საფრანგეთში – მწერალი დომინიკ ვენერი

22 მაისი 2013
938734956[1]21 მაისს ვენერი შევიდა პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში და საკურთხეველის წინ მოიკლა თავი. ამ თვითმკვლელობას შეესწრო ათასხუთასი ადამიანი, ძირითადად უცხოელები.
თვითმკვლელობის მიზეზი გახდა ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონება.

თვითმკვლელობამდე მან თავის ვებგვერდზე გააკეთა ემოციური ჩანაწერი. იგი განიკითხავდა კანონის მიღებას, რომელიც აძლევდა ჰომოსექსუალებს ბავშვის აყვანის საშუალებას:

“აუცილებელია ახალი ეფექტური სიმბოლური აქციები, რომ გამოვაფხიზლოთ მთვარეულები და შევანჯღრიოთ ნარკოზით გაბრუებული ცნობიერება, და შევახსენოთ ჩვენი წარმომავლობა. დგება დრო, როდესაც სიტყვას საქმე უნდა მოჰყვეს.”

სიმბოლურია მისი სიკვდილი საკურთხეველთან, სადაც ჯვარს წერდნენ წყვილებს. მისი სიკვდილი მიმართულია ტრადიციული ღირებულებების კვდომის წინააღმდეგ.

მიუხედავად ასიათასობით ფრანგის პროტესტისა, 18 მაისს პრეზიდენტმა ოლანდმა შეასრულა წინასაარჩევნო დაპირება N31  და ხელი მოაწერა კანონს ჰომოსექსუალების ქორწინების ლეგალიზების შესახებ. საბუთებიდან კი სამუდამოდ გაქრება სიტყვები “ცოლი”, “ქმარი”, “დედა”, “მამა”

იხ. სრულად: https://iberiana.wordpress.com/sodom/france/

***

გლობალიზაცია და ბავშვების გარყვნა

***

პარაზიტები ხრწნიან ევროპას: პატიმრობა პორნო გაკვეთილის გაცდენისთვის. ვიდეო 

25.08.2013
porno_gaqvetilebi[1]პორნო გაკვეთილიბავშვების იძულება ველურ დასავლეთში ადრინდელი ასაკიდანვე ისწავლონს სექსის ანბანი და დაკავდნენ სექსით უმძიმესი დანაშაულია ადამიანთა წინაშე. ამგვარ ბავშვებს უაზროდ ეხარჯებათ სასიცოცხლო ენერგია, და საკმაოდ შესამჩნევად უნელდებათ ევოლუციური განვითარება…

ევროპაში, სასკოლო პროგრამაში აუცილებელ საგნად შემოტანილია პორნოგაკვეთილები. როგორ არის შესაძლებელი აბსურდი ნორმა გახდეს? რატომ დაუშვა საზოგადოებამ, რომ ეს, პრინციპში, შესაძლებელი გახდა?

სექსუალური “განათლება” დამწყები კლასებიდან – ეს არ გახლავთ ბავშვების გახრწნის კიდევ ერთი ვარიანტი, არამედ სერიოზული შეტევა ბავშვების ფსიქიკაზე. არც ისე დიდი ხნის წინ, გერმანიაში ათეულობით მოზარდი მეექვსეკლასელი სასწრაფოდ გაწერეს ჰოსპიტალში ამგვარი გაკვეთილის შემდეგ, დანარჩენები წინაშოკურ მდგომარეობაში იყვნენ.

კიდევ ერთი შემთხვევა, ოღონდ უკვე გაგრძელებებით, მოხდა იმავე გერმანიაში. მეოთხე კლასის მოსწავლე გოგონა ცუდად გახდა პორნოგაკვეთილზე, მაგრამ კლასიდან გავიდა. ამისთვის მის მშობლებს პასუხისგება უწევთ სასამართლოში:

“კორესპონდენტის თქმით, სკოლის დირექტორმა და კიდევ ერთმა მასწავლებელმა ძალით შეათრიეს მელიტა უკან კლასში, სადაც მიდიოდა პორნოგაკვეთილი. ხოლო იმის შემდეგ, რაც გოგონამ თითქოსდა წინააღმდეგობა გაუწია სასწავლო გეგმას, ის აიძულეს დარჩენილიყო სამასწავლებლოში გაკვეთილების ბოლომდე. მეტიც, როდესაც სახალხო განათლების განყოფილებას აცნობეს იმის შესახებ, რომ მელიტამ, რომელიც ამ დროს სამასწავლებლოში იყო, გააცდინა სექსუალური განათლების გაკვეთილი, გერმანული ბიუროკრატიული მანქანის “გამანადგურებელი ძალა” ამოქმედდა.

მელიტას მშობლებმა გერმანელი ხელისუფლებისგან ჯერ მიიღეს ჯარიმის ქვითარი მათი ქალიშვილის მიერ პორნოგაკვეთილის გაცდენისთვის, ხოლო შემდეგ, როდესაც მშობლებმა უარი განაცხადეს ჯარიმის გადახდაზე, საქმე სასამართლო გარჩევამდე მივიდა. ამის შემდეგ პორნოგაკვეთილის გამცდენი ბავშვის მშობლებს ეწვია სასამართლო აღმასრულებელი. საბოლოო ჯამში, მელიტას საქმე გადაეცა საოლქო სასამართლოს, რომელზეც მშობლებს უკვე არ გააჩნდათ დამოუკიდებელი დაცვის უფლება.

იმის შემდეგ, რაც ბავშვის დედ-მამამ უარი თქვა ჯარიმის გადახდაზე, სასამართლომ მშობლებს აუწყა, რომ სექსგანათლების გაკვეთილის გაცდენისთვის, გოგონას მამასა და დედას ერთი დღით პატიმრობა მიესაჯათ. მშობლებს გამოუგზავნეს უწყება, რომ ისინი ნებაყოფლობით უნდა მისულიყვნენ შესაბამის ციხეში.

gg

ბავშვის მამამ უარი განაცხადა ციხეში ნებაყოფლობით მისვლაზე, ამიტომაც, ის პოლიციელთა მეშვეობით აიყვანეს. იგივე განაჩენი ემუქრებოდა მის ფეხმძიმე მეუღლეს. აი, რატომ შეიკრიბნენ 2013 წლის 17 აგვისტოს ქ. ჰამის ციხის წინ დემონსტრანტები (მშობლები და ბავშვები). ისინი აქ მოვიდნენ პლაკატებით, რომლებზეც ეწერა, რომ სექსგანათლება გერმანიაში შემოაქვთ აბსოლუტურად ძალდატანებით, მშობლებისა და თვით ბავშვების აზრის გაუთვალისწინებლად.
დემონსტაცია ციხის კედლებთან ელოდნენ მრავალშვილიანი მამის გათავისუფლებას, რომელიც სერიოზულად არის შეშფოთებული საკუთარი ბავშვების პორნო-განათლების მეთოდებით, რომელსაც გერმანიის დაწყებით სკოლებში ასწავლიან. სამწუხაროდ, როგორც ვიდეოდან ხდება ცნობილი, გერმანიაში მრავალი მშობელი, რომელსაც სურდა საკუთარი შვილის დაცვა მსგავსი სექს-გაკვეთილებისგან, დაპატიმრებულ იქნენ გარკვეული ვადით.

ვიდეოში ასევე ნათქვამია, რომ ჯერ კიდევ 2010 წელს გამომცემლობა “კოოპმა” გააშუქა მრავალი შემთხვევა, როდესაც აპატიმრებენ და კვირეებით ციხეში სვამენ დედებსა და მამებს, რომლებიც წინააღმდეგნი არიან, რათა მათმა შვილებმა მიიღონ სექსგანათლება დაწყებით კლასებში. რატომღაც ეს თემა გერმანიის მასმედიაში არ შუქდება. სამაგიეროდ პატიოსან მშობლებს ხშირად აკერებენ უმწეოთა იარლიყებს.

ციხის შენობასთან მდგომი მომიტინგეები სკანდირებდნენ: “კიდევ რამდენი ხნით მიაჩუმებს მთავრობა ამ სკანდალს?”, “ჩვენ მშობლების სიყვარული გვჭირდება, და არა სექსი”, – ყვიროდნენ ბავშვები. – “ჩვენ გვინდა სიყვარული, და არა ძალადობრივი სექსაღზრდა”.

კორესპონდენტმა ინტერვიუ აიღო მომიტინგეებისგან. ასევე მამისგან, რომელიც იმ დღეს პირდაპირ მომიტინგეებთან გამოვიდა. დემონსტრაციის მონაწილეებმა ქ. ჰამში გამოთქვეს აზრი, რომ აუცილებელია სულ უფრო მეტი ინფორმაცია მიეწოდოს უბრალო ადამიანებს იმის შესახებ თუ როგორ ნერგავენ სექსგანათლებას გერმანიასა და ევროკავშირის სხვა ქვეყნებში, არა მარტო მშობლების, არამედ ბავშვების დაუკითხავადაც…”

ამ დროს, ოჯახები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან საკუთარი შვილების ზნეობრივი სიწმიდის დაცვით, ტოვებენ გერმანიას…

http://backround.ge

One Response to “• ზნეობა”

  1. jaba melkadze said

    aseve moikla tavi iaponelma mweralma, mishivam, aigo ra martom tavdacvis saministro da gadmosdzaxa iaponel samuraebs: “samuraebis chamomavalno, naxet, ra dgeshi chagyarat amerikam! Girseba shegilaxat!”. Mgoni “uwmindesi” unda mouwodebdes amisken ers sakmit, shemartebit da ara mishasa da “batoni” bizinas kiserze ekidos(nu xan sait dauberavs sio, xan sait, gaachnia)!

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s