Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

• მეურნეობა და ყოფა-ცხოვრება

ავთანდილ სონღულაშვილი – “სამხრეთ ოსეთი” საქართველოში?!

მეურნეობა და ყოფა-ცხოვრება

ვ. აბაევი შიდა ქართლის ოსების შესახებ, რომლებსაც “სამხრეთ ოსეთს” უწოდებს აღნიშნავდა, რომ “პატარა ნაკვეთები, რომელთაც ბუნებასთან სასტიკ ბრძოლაში ქმნიდნენ, ოდნავადაც ვერ აკმაყოფილებდა მოსახლეობის მოთხოვნილებას მარცვალზე. მიწა უაღრესად ძვირი იყო. მიწა, რომელიც დაიტევდა ხარს _ ღირდა ხარი, ერთი დღის სახნავი მიწა _ 108 ძროხა”. 

მაღალმთიან ზონაში ითესებოდა ქერი. მიწას ხნავდნენ ძზძზრით, მთისპირეთში პატარა გუთნით, რომელშიც სამი უღელი ხარი ება, ველზე – დიდი გუთნით, რომელსაც ქართულ გუთანს უწოდებდნენ და რომელშიც 78 უღელი ხარკამეჩი ება. პატარა გუთნით და კავით ერთი დღის სახნავი იანგარიშებოდა 1/4 დესეტინად, ხოლო გუთნით ნახნავი 1/2 დესეტინად. 

ცარიზმის მიერ კავკასიაში გატარებული ღონისძიებანი სოფლის მეურნეობის გამოსაცოცხლებლად ოსებზე საკმაო გავლენას ვერ ახდენდა, რამდენადაც იგი ამ [180] ღონისძიებათა მიღმა რჩებოდა. საქართველოში იყო საჩვენებელი მეურნეობები, ადგილი ჰქონდა ცალკეულ მემამულეთა ცდებს მეურნეობის გასაუმჯობესებლად. ოსებში ასეთი პროცესი არ ჩანს. პროფესორ გიორგი თოგოშვილის მტკიცებით ამაში თურმე “დამნაშავე, პირველ რიგში, ქვეყნის ბუნებრივგეოგრაფიული პირობები იყო (სამიწათმოქმედო ბაზის შეზღუდულობა, არახელსაყრელი კლიმატური პირობები, დაშორებულობა ცენტრიდან)”224. თითქოს ქართულ სოფლებს სხვა კლიმატური პირობები ჰქონდათ და სხვა მზე და მთვარე ყოფილიყოს ქართლის სოფლებში. საქმე იმაშია, რომ იგივე ტერიტორიაზე საჩვენებელი მეურნეობები ქართველი თავადების ძალისხმევით იქმნებოდა. ოსებში კი ქართლის ტერიტორიაზე თავადაზნაურობა არ არსებობდა. იქვე, მუხრანში მუხრანელმა მებატონეებმა დროის შესაბამისად გარდაქმნეს საკუთარი მეურნეობა. ესენი იყვნენ ახალი ტიპის მებატონეები, “პომეშჩიკები”. მათ მეურნეობას ახასიათებდა წარმოების პროცესის რაციონალიზაცია და მჭიდრო კავშირი ბაზართან, რაც გამოიხატებოდა სპეციალურად საბაზრო პროდუქციის დამზადებაში225. სასოფლოსამეურნეო პროდუქტები მზადდებოდა არა მხოლოდ პირდაპირი მოხმარებისათვის, არამედ ბაზარზე გასაყიდად. გარდა ამისა, ბაგრატიონებმა დიდი ყურადღება მიაქციეს [181] ვენახის გაშენებას და დაიწყეს ღვინით ქალაქის მომარაგება. 

ქართული ღვინო ფართოდ საღდებოდა საშინაო ბაზარზე. საკმარისია აღინიშნოს, რომ XIX საუკუნის 60იან წლებში თბილისის მოსახლეობა წლიურად ხარჯავდა 500 ათას ვედრო ღვინოს, 50 ათას ვედრო არაყს და სპირტს, ამ ღვინისა და არყის ფულადი ღირებულება 1 მილიონ 150 ათას მანეთს შეადგენდა226. 

ჯავის მიდამოებში XIX საუკუნის პირველ ნახევარში ოსები თესავდნენ ხორბალს, სიმინდს, ქერს, შვრიას, მოჰყავდათ ბოსტნეული კულტურები, აშენებდნენ ხეხილს. ჯავის ქვაბულში ძველი დროიდანვე წარმოებდა ვაშლისა და განსაკუთრებით ხეჭეჭური მსხლის კულტივირება. მაგრამ ხილის ბაღები მთლიანი მასივების სახით XIX საუკუნეში ჯერ კიდევ არ იყო გავრცელებული. ხეხილს აშენებდნენ ძირითადად ვენახების განაპირა ადგილებში. 

ჯავის მიდამოებში ასეთი სურათი დაახლოებით გამოხატავს ოსებით დასახლებულ დაბლობებისა და საშუალომთიანი ნაწილის მიწათმოქმედების მდგომარეობას. აღსანიშნავია, რომ მებაღეობასა და მევენახეობას მისდევდნენ პატარა ლიახვის ხეობაში მდებარე დმენისში (ეს სოფელი ამჟამადაც სახელგანთქმულია მაღალხარისხოვანი ხილით). 

XIX საუკუნის პირველ ნახევარში ოსებით დასახლებულ მთიან ნაწილში მარცვლეულიდან გავრცელებული იყო ქერი, რომელიც მონოკულტურას წარმოადგენდა. ხოლო დაბლობი რაიონებისაკენ მარცვლეულის ნათესებში მატულობდა ხორბლის ხვედრითი წონა ფართობის შემცირების ხარჯზე. 

ვარგისი სახნავი მიწების სიმცირის გამო ოსების წინაშე მუდამ იდგა მარცვლეულით უზრუნველყოფის პრობლემა. მარცვლეული შემოჰქონდათ ძირითადად შიდა ქართლის სოფლებიდან. ეს უკანასკნელი კი უძველესი დროიდან მიწათმოქმედებისა და განსაკუთრებით, სასაქონლო მარცვლეულის წარმოების რაიონს წარმოადგენდა აღმოსავლეთ საქართველოში227. 

ოსებით დასახლებული ადგილები XIX საუკუნის პირველ ნახევარში ტყეებით ძალზე მდიდარი მხარე იყო, მის მთიან ნაწილში საკმაოდ განვითარდა ტყის რეწვა. ეს მოსახლეობის შემოსავლის მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენდა. ამ საქმეს განსაკუთრებული ეკონომიკური მნიშვნელობა ჰქონდა მდინარე დიდი ლიახვის ზემო წელში განლაგებული სოფლებისათვის. აქაური მოსახლეობა სამშენებლო ხეტყეს (დახერხილს), აგრეთვე შეშას უცვლიდა ბარის მოსახლეობას პურზე, ანდა სანაცვლოდ ფულს ღებულობდა. მთისა და ბარის მოსახლეობა ერთმანეთთან მჭიდრო ეკონომიკური ურთიერთობით იყო დაკავშირებული. “კავკასიის მთა და ბარი გარკვეულ მთლიანობას შეადგენდა. მთა ბარის ზურგი იყო, ხოლო ბარი _ მთის ბეღელი”228. [183] 

ცხინვალის რეგიონის ოსებით დასახლებული მხარე, განსაკუთრებით მთიანი ნაწილი, განთქმული იყო ლუდისა და არყის წარმოებით. ეს ტრადიციული დარგი ამჟამადაცაა შემორჩენილი ოსებში. გერმანელი მოგზაური ჰაქსტჰაუზენი 1843 წლის აგვისტო-სექტემბერში საქართველოში იმყოფებოდა. მისი ჩანაწერები აქ მცხოვრები ოსების შესახებ პირველწყაროს წარმოადგენს. მოგზაური შენიშნავს, რომ ოსები “ჩემდა გასაოცრად ხმარობენ მშვენიერ ხის ლუდის კათხებს (ასეთები ყველგან აქვთ ჩვენ ჩრდილო გერმანელ გლეხებს). აქვთ აგრეთვე სადღესასწაულო ლუდის ხის ბოკალები, როგორსაც ძველადვე ხმარობდნენ გერმანიაში. ქეიფის ჩვევებიც გერმანული ხასიათისაა. ლუდის სასმისი ხელახლა ჩამოივლის წრეში _ მეზობელი გადასცემს მეზობელს მას შემდეგ, რაც შესვამს და ეტყვის: “დაზარანბონ დანაზა”, ე. ი. “თქვენი დღეგრძელობისას შევსვამ”. როცა ერთი სვამს, სხვები მღერიან ძველ სუფრულ სიმღერას და უკრავენ ტაშს, სანამ მსმელი თავის სასმისს დაცლიდეს”229. 

სამაჩაბლოს დაბლობ ადგილებში ჩამოსახლებული ოსებისათვის ერთ-ერთ საზრდოს მეფუტკრეობა წარმოადგენდა. იყვნენ ოჯახები, რომელთაც 1000-ზე მეტი ძირი ფუტკარი ჰყავდა230.[184] 

თუ გადავხედავთ გვიანფეოდალური ხანის სამაჩაბლოს ეკონომიკური განვითარების სურათს, აშკარაა, რომ მესაქონლეობას უმთავრესად მთიდან ჩამოსახლებული ოსი მოახალშენეები მისდევდნენ, რადგან ისინი ჯერ კიდევ არ იყვნენ შეჩვეულნი ბარისათვის დამახასიათებელ მიწათმოქმედებას. შესაბამისად, ჩამოსახლებული ოსების საბატონო გამოსაღებში ჭარბობდა ნატურალური გადასახადები _ პირუტყვისა თუ რძის პროდუქტების სახით. 

მთიან ზონაში მცხოვრები ოსებისათვის უმთავრეს საზრდოს ცხვარი შეადგენდა. ზოგიერთ ოჯახს ათასობით ცხვარი ჰყოლიათ, რომელსაც ჰყიდდნენ ქართლში და აღებული ფულით პურს ყიდულობდნენ დაბა ცხინვალში231. 

მთელი XIX საუკუნის განმავლობაში ქართლში მცხოვრები ოსების მეურნეობა ნატურალური რჩებოდა. ეს განაპირობებდა კუსტარულ საოჯახო წარმოების განვითარებას. საოჯახო კუსტარული წარმოება აკმაყოფილებდა მოსახლეობის მოთხოვნილებას სამუშაო იარაღებზე, სამეურნეო ინვენტარზე, საოჯახო ჭურჭელზე, ტანსაცმელზე, ფეხსაცმელზე და სხვ. 

ლითონისაგან ამზადებდნენ კერაზე ჩამოსაკიდებელ ჯაჭვებს, იარაღს, საჭურველს, სამუშაო ინვენტარს. 

ხისაგან _ გუთნის ხის ნაწილებს, კევრებს, მარხილებს, უღლებს, ორთითებს, ფოცხებს, საოჯახო ჭურჭელს და ავეჯს _ თასებს, კოვზებს, ჯამებს, გობებს, ვარცლებს, სადღვებავებს, კასრებს, სკამებს, მაგიდებს, [185] ტახტებს, სავარძლებს და სხვ. ქვისაგან _ ხელსაფქვავებს და წისქვილის ქვებს, საფლავის ქვებს და სხვ. 

ყველაზე მნიშვნელოვანი და ფართოდ გამოყენებული იყო მატყლის წარმოება. მისგან ამზადებდნენ შალს, ნაბდებს, თექას, წინდებს, ყაბალახებს, თავსაბურს, ხალიჩებს, თხის ნაზი ბეწვიდან ამზადებდნენ მაღალხარისხოვან შალს “თინთიჭის” (თივთიკს), რომელიც ღირსებით ფაბრიკულს არ ჩამოუვარდებოდა232. ასეთ ნაჭერზე დიდი მოთხოვნილება იყო და ჩვეულებრივ შალზე 2-3-ჯერ ძვირად ფასობდა. 

როკიდან გადმოსახლებული თრიალეთში მცხოვრები ოსები, რომლებიც XIX საუკუნის 80იან წლებში 200 კომლს ითვლიდნენ, ტყიან ადგილზე სახლობდნენ. სახნავი ცოტა ჰქონდათ და ტყის გაკაფვით ჰქმნიდნენ სახნავ მიწებს. ხშირი სეტყვა ნათესებს აფუჭებდა. ამის გამო ოსებს მიწათმოქმედებაზე გული აუცრუვდათ. არც მესაქონლეობა იყო განვითარებული და ძალიან ღარიბად ცხოვრობდნენ233. 

რეფორმის გატარებამ ვერ გააუმჯობესა საქართველოს გლეხობის მდგომარეობა. გარდა იმისა, რომ რეფორმამ თბილისის გუბერნიაში გამოიწვია გლეხთა განკარგულებაში არსებული სახნავსათესი მიწების შემცირება, მკვეთრად გადიდდა გადასახადები, გლეხობამ დაკარგა ტყით სარგებლობის უფლება და სხვ. შიდა ქართლის გლეხობის მნიშვნელოვან ნაწილს არ შეხებია [186] ბატონყმობის გაუქმება. ამ უკანასკნელს არ გამოუწვევია მათი უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესება. მიწები ფაქტიურად ისევ თავადების საკუთრება იყო. მაგალითად, პატარა ლიახვსა და ქსანს შორის მდებარე ტერიტორიის დიდი ნაწილი ეკუთვნოდა ქსნის ერისთავებს, დიდი ლიახვის აუზის ქვემო წელი ცხინვალსა და კეხვს შორის _ მაჩაბლებს, ხოლო ამ მდინარის ზემო წელის სოფლები ედისი, ზემო და ქვემო ერმანი, ბრითათა, ზემო და ქვემო კაბუზთა, ხოძი, თლი, შიფრანი _ ქსნის ერისთავებს; ცალკეული სოფლები ეკუთვნოდათ აგრეთვე თავადებს ორჯონიკიძეს, ფავლენიშვილს, ამირაჯიბს, დიასამიძეს234. 

ესეც შენი ყოფილი ოლქის ტერიტორია. ნუთუ ე. წ. “სამხრეთ ოსეთში” ერთი ოსი თავადი არ უნდა ყოფილიყო? მაგრამ რანაირად იქნებოდა? ეს საკითხი ოსურ ისტორიოგრაფიაშიც იყო ცნობილი, თუმცა ამ კუთხით არავინ განიხილავდა და ხელაღებით გამოგონილ ტერმინს ხმარობდნენ. 

ოსებს ბაზართან დიდი ხნის მანძილზე ჰქონდათ კავშირი. ისინი თავისი მეურნეობის _ უპირატესად მესაქონლეობის პროდუქტებს ან პირდაპირ ცვლიდნენ ქართლის ბარის სოფლებში პურზე, მარილსა და სხვა საქონელზე, ან ჰყიდდნენ საბაზრო ადგილებში და მერე მათთვის საჭირო საქონელს იძენდნენ. [187] 

1825-1826 წლებში საქართველოში მყოფი გერმანელი მოგზაური ედუარდ აიხვალდი აღნიშნავდა, რომ ცხინვალში ძველი ეკლესიის გვერდით წელიწადში ორჯერ იმართებოდა დიდი ბაზრობა, სადაც ყოველი მხრიდან მოდიოდნე მყიდველები და გამყიდველები. ცხინვალის ახლოს ოსები უფრო მშვიდად ცხოვრობდნენ, რადგან, როგორც რუსების ქვეშევრდომები რუსთაგან მოგებას ნახულობდნენ. რუსები ოსებისაგან ყიდულობდნენ ყველა სახის სურსათსანოვაგეს. იყიდებოდა ცხვარი, ხბო, ყველი, კარაქი და ა. შ. 

ცხინვალის ბაზარზე სომხები ხშირად ატყუებდნენ ოსებს. მსგავსად ებრაელებისა, სომხები სხვა ქალაქებშიც ხვდებოდნენ ოსებს. ძალიან იაფ ფასებში ართმევდნენ სურსათ-სანოვაგეს. ფულთან შედარებით საქონელში მარილს იხდიდნენ, რაც საერთოდ მთიელებისათვის დიდად ფასობდა. სომხები ოსებს ასევე ატყუებდნენ ზომაწონაში. საწონებად იყენებდნენ ბეჭდიან ქვებს. ანალოგიურად იქცეოდნენ სომხები სიგრძის საზომების მიმართ. ისინი რუსულ წყრთას, რამდენადაც შეეძლოთ აპატარავებდნენ და ასე უზომავდნენ ოსებს გასაყიდ ტილოს ან შალის ქსოვილებს. ზოგიერთი ამ ტყუილში კიდევ უფრო შორს მიდიოდა. გადაუზომავდნენ “საქონელს კიდევ უფრო მოკლე წყრთით და ეუბნებოდნენ, რომ ესაა ახალი, გორში მიღებული საზომი”. ოსები ამას ყურადღებას არ აქცევდნენ, ოღონდ მიეღოთ საქონელი  რომელთა შეძენა ცხინვალის გარდა არსად არ შეეძლოთ236. 

1845 წლის აღწერილობაში ნათქვამია, რომ ოსები საკუთარი მატყლიდან ამზადებდნენ ქსოვილებს. მატყლი, შალი, ტანსაცმელი, ყველი და ერბო ქართველ მოსახლეობაში იცვლებოდა მათთვის საჭირო საქონელზე.

ოსი გლეხობის კავშირი ბაზართან თანდათან ძლიერდებოდა, რამაც ოსებში ფულის მნიშვნელობა გაზარდა, რაც კარგად გამოჩნდა საბატონო თუ საგლეხო გადასახადების ფულადი ფორმით შეფასებაში. 

 ოსების ბაზარან კავშირის განმტკიცებას XIX საუკუნის 40-იანი წლებისათვის ადასტურებს ჰაქსტჰაუზენიც, რომელმაც ოსურ ოჯახებში ნახა ქვეშაგები, ხალიჩები, სპილენძი, თუჯის, მინის, ფაიფურის ჭურჭელი _ თბილისში შეძენილი. 

სიშორისა და უგზოობის მიუხედავად ოსები თბილისის ბაზართან საკმაოდ მტკიცედ დაკავშირებული ჩანან. ოსები ურმებით შორეული სოფლებიდანაც კი ეზიდებოდნენ საქონელს დ მის გაყიდვის შემდეგ საჭირო საქონელს იძენდნენ. 1849 წელს ჯავის რაიონის სოფელ გუფთის მცხოვრებმა ივ. ჯიოშვილმა მეფისნაცვალ ვორონცოვთან საჩივარი შეიტანა დავით და რევაზ მაჩაბლებზე. რომელთაც [189] ჯიოშვილს და მის 19 ამხანაგს თითო ურემი ხილი და სხვა სანოვაგე ჩამოართვეს. 

 თბილისთან ეკონომიკური კავშირის გარდა, ოსები ბუნებრივია, პირველ რიგში ვაჭრობდნენ ცხინვალსა და ახალგორში, გორში, მეჯვრისხევში, ხაშურისა და ბორჯომის, დუშეთისა და ანანურის ბაზარზე, რაჭის სავაჭრო ცენტრს ონსა და საჩხერეში _ ე. ი. იმ ადგილებში, რომლებთანაც გეოგრაფიულად ახლოს იმყოფეოდნენ. ცხინვალსა და ახალგორში ოსები იძენდნენ სპილენძისა და თუჯის ჭურჭელს, ქსოვილებს. ოსებში ფართოდ გავრცელებული არყისა და ლუდის გამოსახდელი სპილენძის ქვაბები, რომლებიც აგრეთვე იხმარებოდა ურვადისა და სისხლის ანგარიშსწორების საქმეებში, ცხინვალსა და ახალგორში იყიდებოდა. ოსები აქვე იძენდნენ მარილს, მარცვლეულს, ნავთს, მანუფაქტურას, აბრეშუმისა და ფარჩის ქსოვილებს, საოჯახო საგნებს, რკინა-კავეულის ნაწარმს. თვითონ კი ასაღებდნენ ყველს, ერბოს, მატყლს, ტყავს, მზა ტანსაცმელს, პირუტყვს, ფრინველს, კულტურულ ნაწარმს _ ჩულს, ნაბდებს, შალს. ოსებს დიდი მოთხოვნილება ჰქონდათ რკინასა და ტყვიაზე. რკინის მოთხოვნილებას იმერეთის სოფელ წედისიდან იკმაყოფილებდნენ, სადაც სათანადო სამთო წარმოება ადრიდანვე არსებობდა – ადგილობრივი მადნებიდან ადნობდნენ რკინას, ტყვიას და ვერცხლს. ტყვიის გირვანქაში, 1826 წლის მონაცემებით, ოსები 20 კაპიკს ვერცხლით იხდიდნენ. მასზე კი მუდმივ აჯანყებებთან დაკავშირებით დიდი მოთხოვნილება იყო ისების მხრიდან. [190] 

ოსები, ასევე ფართო მონაწილეობას ღებულობდნენ საჩხერისა და ონის ბაზრობებშიც. ჯერ კიდევ XVIII საუკუნის 70-იანი წლებისათვის გიულდენშტედტი წერდა ოსთა ონსა და ხონში გამართულ პერიოდულ ბაზრობებზე მონაწილეობის შესახებ237. 

იმერეთის ბაზრობაზე არამარტო შიდა ქართლის ოსები დადიოდნენ. დიგორელებიც დაინტერესებული ყოფილან რაჭასთან ვაჭრობით. შიდა ქართლის ოსებით დასახლებულ ტერიტორიაზე პერიოდულად ეწყობოდა სავაჭრო პუნქტები, სადაც იკრიბებოდნენ ოსები და ქართველები საქართველოს სხვადასხვა სავაჭრო ცენტრებიდან. ერთერთი ასეთი პუნქი იყო ვანელი დიდი ლიახვი შუა წელზე, ჯავის რაიონში. ვანელში სავაჭროგაცვლითი ოპერაციები წელიწადის განსაზღვრულ დროს ეწყობოდა. ამ ოპერაციებს ისეთი დიდი მნიშვნელობა ჰქონდა მოსახლეობისათვის, რომ საბაზრო დღეებში ადათი სასტიკად კრძალავდა სისხლის აღებას და მოსისხლენი ერთმანეთს უშიშრად ხვდებოდნენ238. 

XIX საუკუნის მეორე ნახევარში რძის გადამუშავებამ ოსებში, ისევე, როგორც სხვაგან, შინამრეწველური ხასიათი მიიღო. ოსური ყველი, თუშურის, იმერულის და მეგრული სულგუნის გვერდით, მთელ სამხრეთ კავკასიაში დიდი პოპულარობით სარგებლობდა და მის გარეთაც კარგად იყო ცნობილი. [191] 

ქართველებთან ოსეის ვაჭრობას ხელშემშლელი პირობები შეექმნა საქართველოში რუსეთის თვითმპყრობელობის დამყარების შემდეგ. საქმე იმაშია, რომ ქართული სახელმწიფოებრიობის დროს ბაჟისაგან თავისუფალ ოსებს ბაჟის გადახდა დაეკისრათ რუსეთის ხელისუფლების მიერ. აღნიშნულმა ფაქტმა თუ რა მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო ოსები, კარგად ჩანს ახალგორელთა 1817 წლის საჩივარში ერმოლოვისადმი: “საქართველოში რა რომ ბაჟი განწესებულა საქართველოს მეფეთაგან, არც ერთის მეფისაგან ძველადგანვე დღემდის არც საზღვრის გარედამ შემოტანილისა, და არც საზღვრის შიგნითის ჩვენგან მოტანილის ნივთის ბაჟი… ჩვენგან არარაი არს სათმელი შემოსავალი, რომელთაც არც სულ არ გვდებია ბაჟი, დღეს გვეთხოვება ღარიბთა მთის ხალხთა. გთხოვთ უმდაბლესად მოწყალება მოიღოთ და რომელიც ზემორე მოგვიხსენებია, ამ სიმძიმისაგან გაგვათავისუფლოთ”239. დოკუმენტური წყაროების მიხედვით, მხოლოდ ერთი შემთხვევა გაქვს XVIII საუკუნეში ოსების მიერ ბაჟის გადახდასთან დაკავშირებით. კერძოდ, ერეკლე II-ის ბრძანება მებაჟეებისადმი, “ოსეთის გზიდან ქალაქში გასაყიდად შემოყვანილი ცხენების ბაჟის მესამედი წილის სვეტიცხოვლის ეკლესიისთვის შეწირვის შესახებ”240. თუმცა აქაც ოსეთის გზაზეა საუბარი და არა საკუთრივ ოსებზე. [192] 

რუსეთში კაპიტალიზმის განვითარება საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში მეურნეობის განვითარებაზე დიდი გავლენას ახდენდა და ამ გზით გარკვეულად ზემოქმედებდა ოსებზეც. მაგრამ ამის მიუხედავად, ოსების მეურნეობა კვლავ ნატურალური ხასიათის რჩებოდა, თუმცა სასაქონლოფულადი ელემენტებიც ფეხს იკიდებდა, განსაკუთრებით XIX საუკუნის ბოლო პერიოდში. 

 მცირემიწიანობისა და ეკონომიკური სიდუხჭირის გამო ოსური სოფლების მცხოვრებნი ზამარში მიდიოდნენ გორისა და დუშეთის მაზრებში, სადაც ბაღებში დღიურად მუშაობდნენ. ბევრი ახალგაზრდა ოსი შედიოდა საერობო დაცვის სამსახურში. ოსი ქალებიც დროებით სტოვებდნენ საცხოვრისს და მიდიოდნენ სხვადასხვა ქალაქებში, სადაც მათ ქირაობდნენ ძიძებად ან შინამოსამსახურეებად. საინტერესოა, რომ თბილისში ძიძების 3/5 ოსის ქალები იყვნენ. 

 XIX საუკუნის ბოლოს ქსნის ხეობის ოსთა შორის ფართოდ გავრცელდა ქალების საშოვარზე გასვლა. ჯანმრთელი, ახალგაზრდა დედები მოდიოდნენ თბილისში და აქ შეძლებულ ოჯახებს ძიძებად, შინამოსამსახურეებად ექირავებოდნენ, რათა ამ გზით მიღებული გროშებით ოდნავ მაინც გაეუმჯობესებინათ თავისი ცხოვრების მძიმე პირობები. 1869 წლის გაზეთ “დროებაში” ვკითხულობთ: “ოსის დედაკაცს რძით დატენილი ძუძუები მიჰქონდა ქართლისაკენ, პატარა ქორფა ჩვილი კი შინ დაუტოვებია უპატრონოდ. მას ხომ ძიძობა უნდა გაეწია ქართველის რომელიმე შეძლებული ოჯახისათვის, ისინი შვილს ოსის ქალის რძით ზრდიან, [193] მიაჩნიათ, რომ მას მსუყე და ჯანმრთელი რძე აქვს. კარგად კვებავენ და გასამრჯელოსაც კარგს უხდიდნენ. რა ქნას საბრალო ოსის ქალმა, როგორ და რით არჩინოს ოჯახი, თუ კი ქმარი არაფრის შემომტანია ოჯახში. ასეთი კაცები მრავლად არიან ოსებში”241. ეს ახალი მოვლენა ძნელად ეგუებოდა ოსთა პატრიარქალურ ტრადიციებს, რომლისთვისაც უცხო ოყო ქალების საშოვარზე სიარული, მაგრამ ცხოვრების რეალური მოთხოვნილებანი პატრიარქალურ ტრადიციებზე უფრო ძლიერი აღმოჩნდა. 

ქართლის სოფლებში მკის დროს მუშებზე დიდი მოთხოვნილება იყო. ამ დროს დაიძრებოდნენ ოსები ცელებით და მოედებოდნენ ქართლის სოფლებს (მათთან მკის სეზონი უფრო გვიან იწყებოდა და თანაც დიდ დროს არ მოითხოვდა სახნავი მიწის სიმცირის გამო), ისინი მუშაობდნენ დღიურად 50-60 კაპიკად ან ნარდად. კარგი მომკელი ნარდად მუშაობისას ერთ მანეთზე გამოდიოდა. სეზონურ სამუშაოზე აღებული ფული ან ნატურით ანაზღაურებული შემოსავალი რამდენადმე აუმჯობესებდა მათ მატერიალურ მდომარეობას242. 

შიდა ქართლში მცხოვრები ოსების ხალხური ხუროთმოძღვრება ყალიბდებოდა ალანურ-კავკასიური და ძველქართული ტრადიციების ურთიერთმოქმედების პროცესში. მოსულ ოსურ მოსახლეობას, რომელსაც სახლთმშენებლობის საკუთარი ჩვევები გააჩნდა, ადგილზე დახვდა ქართული ხუროთმოძღვრების მრავალსაუკუნოვანი ტრადიციები, რომლებიც ყალიბდებოდა ამ რეგიონის თავისებურებათა გათვალისწინებით, მისი კლიმატის, რელიეფის, ადგილობრივი სამშენებლო მასალების შესაფერისად. 

ოსური და ქართული მოსახლეობის საცხოვრებლის ფორმათა მსგავსება (და ზოგჯერ იდენტობა) განსაკუთრებით აღსანიშნავია მხარის აღმოსავლეთ რეგიონში _ ქსნის ხეობაში. აქ ძველქართული საცხოვრებლის ძირითადი ფორმა დარბაზი თითქმის არ გამოირჩევა ოსური მოსახლეობის დარბაზისაგან. “იმის გადა, რომ ზოგჯერ ვერც დაადგენს კაცი სახლის პატრონის ან მშენებელი ოსტატის ეროვნებას მოსახლეობის შერევის გამო _ როგორც ოსური, ისე ქართული მოსახლეობის ნაგებობებში გვხვდება კომპლექსურიც და ერთდარბაზიანი საცხოვრებელიც, როგორც ერთ, ორბოძიანი ისე სამ, ოთხბოძიანი სტრუქტურებიც. ყველა ეს ტიპები საცხოვრებლისა, რომლებიც ძირითადი ნიშნებით, ერთ ტიპს მიეკუთვნებიან, უფრო მეტად გამოირჩევიან მესხეთისა და ზოგჯერ ქართლის ცენტრალური რაიონების სახლებიდან, ვიდრე მათი სახესხვაობაში ერთმანეთს შორის”243. 

იგივე არ შეიძლება ითქვას ყოფილი ოლქის დასავლეთი რეგიონის ჩრდილო ნაწილის საცხოვრებლის შესახებ. ამ რაიონების ძნელად მისაგნებ ადგილებში ჯერ კიდევ გადარჩა ერდოიანი სახლის (“ერდოჯინ ხაძარის”) საინტერესო ტიპები, რომლებიც წარმოადგენდნენ ოსური  და ქართული მხატვრული ტრადიციების ნაერთს ძველქართული დარბაზის საფუძველზე. “ერდოჯინ ხაძარი” ოსებში ორი განსხვავებული სტრუქტურისა გვხვდება: 1-2 სართულიანი შენობები ბანიანი გადახურვით და ხისა ორფერდა სახურავით. “ერდო” ოსებში წარმოადგენს ფიცრისგან შეკრულ, წაკვეთილი პირამიდის საბოლეს. იგი გვხვდება 8 ან 6 კუთხოვანი ფორმისა, უფრო მცირე-ბანიან სახლებში და ამოზრდილი _ ოთხფერდა სახურავის ქვეშ. 

პირველ შემთხვევაში ერდო განათების წყაროსაც წარმოადგენდა. გარედან მას გვერდებზე სიპებს აფარებდნენ და თიხით მოლესავდნენ. მეორე შემთხვევაში _ საბოლე პირამიდა სხვენის სივრცეში ადიოდა და სცილდებოდა ბურვილს. ზოგჯერ კეთდებოდა მოსახსნელიც (სახურავის ქვეშ). 

ბუნებრივია, რომ ჯავის რაიონის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში ლიხის ქედის დასავლეთით გავრცელება იპოვა ხაძარმა ოთხფერდა სახურავით. ტიპიური სახლები აქ ორმალიანი სიღრმისაა განივი თავხით და ერთი დედაბოძით შუაში, ან წყვილბოძით. ხაძარში, როგორც წესი, კერა თავსდებოდა შესასვლელთან უკანა მალში, აქვე მალის მაღლა ეწყობოდა ერდოც ბოძის წინაპრად (ფასადად). კანონზომიერად აქ ითვლება კერისაკენ (და არა კარისაკენ) მოქცეული მხარე. სწორედ იგი მუშავდებოდა ჩუქურთმით244. 

“საქართველოს ოსებს” შორის საკმაოდ იყო შემორჩენილი გვაროვნული წყობილების ნაშთები. მისი [196] გამოვლენის ფორმები იყო სისხლის აღება (ერთნაირად სავალდებულო გვარის ყველა წევრისათვის), გვარების ურთიერთდახმარება, საგვარეულო საკურთხეველი, დღესასწაულები, საგვარეულო საფლავები, მმართველობის გვაროვნული წესი და ა. შ. ჯერ კიდევ ვახუშტი აღნიშნავდა, რომ “… გვარებმა იციან ურთიერთ დალაშქვრა, შველა, მესისხლეობა და სხვ.” ოსთა შორის მაშინ არსებობდა ისტორიულად ჩამოყალიბებული და მათი ჩვეულებითი სამართლის ნორმებით განმტკიცებული შემდეგი მმართველობის წესი: ყოველ გვარს თავისიმამასახლისი ჰყავდა უხუცესი პირის სახით. გვარის მამასახლისის, ანუ გვარის უხუცესის სამმართველო ფუნქციები გამოიხატებოდა იმით, რომ ისინი თავიანთი ასაკისა და დიდი ავტორიტეტის გამო გადამწყვეტ როლს ასრულებდნენ თემის ყოველ საქმეში. აქ თვით უხუცესის პირად თვისებებს (ნიჭი, კეთილსიტყვაობა, კარგი მორალური რეპუტაცია) დიდი საზოგადოებრივი მნიშვნელობა ენიჭებოდა. თემის საქმიანობაში აქტიურ მონაწილეობას იღებდა თემის ყველა მოზრდილი მამაკაცი. თემის უმაღლესი ორგანო იყო თემის კრება, ანუ ნიხასი. ოსურ თემში ნიხასს არ ჰქონდა ფორმალურად მკვეთრად გამოკვეთილი სახე, როგორც მუდმივმოქმედ ორგანოს. ნიხასი ეს იყო ყოველი მოზრდილი მამაკაცის თავისუფალი, არაოფიციალური საგვარეულო კრება. 

გრაფი პასკევიჩიც აღნიშნავდა, რომ ოსეფში არის მძლავრი გვაროვნული საზოგადოებები, რომელთაც სათავეში მამასახლისები უდგანანო. [197] 

რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობის შემდეგ გვარის მამასახლისის გვერდით ჩნდება აგრეთვე სოფლის მამასახლისის თანამდებობაც _ კაუხიცაუს სახელწოდებით245. ჰაქსტჰაუზენის გადმოცემით “ხშირად პიროვნება, რომელმაც მოკლა დიდი, ძლიერი გვარის წევრი, წლობით არ გამოდის სახლიდან, სადაც თავს უსაფრთხოდ გრძნობს, რადგან სახლი კანონით დაცულია. ვისაც არ აქვს საკუთარი ოჯახი, რომელიც მას დაიცავდა. ის თავშესაფარს ეძებს რომელიმე ძლიერ (ცნობილ) გვართან, ვისთანაც რამდენიმე წლით მსახურად დგება. 

“მე მოვისმინე, _ აღნიშნავს მოგზაური _ რომ უხსოვარ დროიდა ორ ოსურ ოჯახს (გვარს) შორის არსებობდა სისხლის აღება. ორივე გვარი თითქმის მთლიანად ამოწყდბოლოს ურთიერშეთანხით, თითო გვარიდან თითო ობოლი ბიჭი ერთობლივად დაკლეს წარმართულ სამსხვერპლოზე და სამუდამოდ შერიგდნენ”246. 

ოსები დიდ პატივს სცემდნენ წინაპართა საფლავებს. ბევრ ოსურ გვარს ჰქონდა საკუთარი მემკვიდრეობითი საფლავები და საერთოდ საგვარეულო აკლდამები. მიცვალებულს პირით დასავლეთისკენ ასაფლავებდნენ. ცალკეულ საფლავებზე აწყობდნენ დიდ ქვებს, ხოლო თავთან დგამდნენ ოთხკუთხა, 6-8 ფუტი სიმაღლის ქვას. “დასაფლავება დიდი ამბით მიმდინარეობს. დასაფლავებისას სამარესთან მიჰყავთ გარდაცვლილის [198] ცხენი და ცოლი იმის ნიშნად, რომ ისინი იყვნენ გარდაცვლილის ნამდვილი საკუთრება, რომლებიც არავის გადაეცემოდა. ორივეს სამჯერ შემოატარებდნენ საფლავს. ცხენზე ვეღარავინ შეჯდება, ცოლი კი ვეღარ გათხოვდება”247. ოსებში დაბალი და გაბატონებული ფენების ტანსაცმელი ურთიერთისაგან ძირითადად ქსოვილის სახეობით განსხვავდებოდა. დაბალი ფენები უპირატესად ადგილობრივ დამზადებული ქსოვილებისაგან შეკერილ ტანსაცმელს იცვამდნენ, წარჩინებულნი კი იცვამდნენ ისეთ ტანსაცმელს რომლის მასალა გარედან უნდა შემოეტანათ. ასეთ შემოტანილ საქონლის კატეგორიას უნდა მიეკუთვნოს ხამი (ტილო), დარაია, ყუთნი და სხვ.248. 

საქართველოში, განსაკუთრებით ბარის რაიონებში ოსების მიერ მამულის მიღების და დამკვიდრების ერთერთი პირობათაგანი იყო მათი ქრისტიანობა. წყალობის წიგნებში ხშირადაა ხაზგასმული ის ფაქტი, რომ ესა თუ ის ოსი “ახალი ქრისტიანია”, “ნაოსარი” ანდა “ოსყოფილია”. სამივე შემთხვევაში ეს ნიშნავს იმ ოსის ქრისტიანობას, რომელსაც ეს ცნებები ეხება. ამ გარემოებაზე მითითება იმის მაჩვენებელია, რომ ქრისტიანი ოსის (თუ ის ქრისტიანია, მაშინ “ოსი” ამ სიტყვის სრული აზრით აღარცაა და იგი ქართველად ითვლება) [199] ცხოვრება ქრისტიანულ ქართულ მოსახლეობას შორის კანონზომიერია და ფრიად სასურველიც249. 

ქრისტიან ოსებთან პოლიტიკურ და ეკონომიკურ ურთიერთობას ქართველები არ ერიდებოდნენ, მაგრამ მმართველი წრეები მათ მიმართ ზოგიერთ შეზღუდვებს მაინც ახორციელებდნენ. 1782 წელს არაგვის საერისთავოს მცხოვრებთათვის შედგენილ “განჩინება ბარისა და მთიურთა ადგილთა”ს მესამე მუხლში ნათქვამია: “თუ რომელიმე ქრისტიანე კაცი ოსს ქალს მიცემს და დამოყურდება, იმას ჩვენს მუხანათობასავით მოკვითხავთ და დიდადაც გარდავახდევინებთ. და თუ ოსმა ქალი მოგცესთ, ის კი ითხოვეთ, მაგრამ უნდა მონათლოთ, მოუნათლაობა არ იქნება”. 

 განჩინების ეს მუხლი მოწმობს, რომ საარაგვოში ქართველ-ოსთა შორის შერეულ ქორწინებებს მრავლად ჰქონდა ადგილი. განჩინების ავტორებს ქორწინების საწინააღმდეგო არაფერი ჰქონდათ, თუ ისინი მათი პოლიტიკური იტერესების შესაბამისი იქნებოდნენ. ეს ის პერიოდი იყო, როცა ჩრდილოეთიდან “ოსეთის კომისია”, სამხრეთიადან კი ქართული სასულიერო წრეები ოსთა მასობრივი გაქრისტიანებისათვის ენერგიულ ზომებს ღებულობდნენ. ასეთ პირობებში არაქრისტიანი ოსისათვის ქრისტიანი ქალის მიცემა ხელისუფლების ინტერესების საზიანო იყო. ოსი ქალის თხოვნას ქართველის მიერ არავითარი შეზღუდვა არ ახლდა, ოღონდ უნდა მოენათლათ იგი250. [200] 

საერთოდ, ოსები ცვალებადი სარწმუნოების იყვნენ. ისინი სხვადასხვა რელიგიურ მოძღვრებას მისდევდნენ ისე როგორც ახსოვდათ და როგორც სჭირდებოდათ. საბოლოოდ, ქრისტიანულ მსოფლმხედველობასთან შედარებით ორგანული კავშირი წარმართულ სარწმუნოებასთან აღმოაჩნდათ251. ვახუშტის ცნობით ოსებში მოქმედებდა ლევირატის წესი: “უკეთუ მოკუდეს ძმა ერთი, შეირთავს მეორე ძმა თავის ძმის ცოლსა, ვინაითგან მისცემენ სახლის პატივად ქალის სახლეულს… ამისათვის არღარა განუტევებენ სხვის შერთვად, არამედ ირთვენ თვითვე”252. ლევირატი ოსებში XIX საუკუნის ბოლომდე შემორჩა. ვახუშტის გარდა მასზე მოგვითხრობს კლაპროტიც. ვახუშტი ლევირატის არსებობას ხნის წმინდა ეკონომიკური მოტივებით. ეს მოტივები გადამწყვეტი იყო. მაგრამ მის არსებობას განაპირობებდა სხვა ფაქტორებიც. ეს იყო ცოტა რელიგიური და პატრიარქალური იდეოლოგია _ იმავე გვარის გაგრძელების მიზანი253. 

ოსებში ცოლის მოსაყვანად, როგორც მთის სხვა ხალხებში გამოსასყიდი იყო გავრცელებული _ მეტწილად საქონლის და იარაღის სახით, რაც გადაეცემოდა სარძლოს მამას ან ძმას. დიუბუა დე მონპერეს დაკვირვებით “ოსები ყიდულობდნენ ცოლებს, ყველაზე დაბალი ფასი 12 ძროხა; ეს რაოდენობა იზრდება 140 ძროხამდე, ან 7 ცხენამდე. ქვრივი ნახევარ ფასად ღირს”254. სიყვარულობანას დიდი ადგილი ეკავა ოსების საზოგადო ცხოვრებაში. რაც მეტი მთხოვნელი ჰყავდა ქალიშვილს უფრო დიდ პატივში იყო და ფასიც მაღლა იწევდა. თუ ქალიშვილს ერთი მთხოვნელიც არ ჰყავდა, როგორც ქვრივს, ისე მოიძულებდნენ, რომ საჯაროდ აფურთხებდნენ255. 

ჰაქსტჰაუზენი აღნიშნავს: “ოსი ქალების შესახებ ერთგულების მხრივ ბევრ ცუდს ამბობდნენ! წესია, თუ უფრო უწესობა, რაც შეიჭრა მთაში, რაც ოჯახურ თუ ცოლქმრულ ცხოვრებას საფუძველში ანგრევს და ხრწნის: სახელდობრ, მამა თავის 6-8 წლის ვაჟისთვის ყიდულობს 14-16 წლის ცოლს… მამა, რომელიც შემდგომ ალბათ და ნამდვილად მამაც აღარ არის ცხოვრობს ეგრეთწოდებულ რძალთან, ალბათ იყოლიებს მისგან ვაჟს, რომლისთვისაც ნომინალური მამა კვლავ ექვსი წლის შესრულებისთანავე ცოლს იყიდის, რომელთანაც ისევ იცხოვრებს და ა. შ.!”256 სხვა ადგილას მოგზაური ასკვნის რომ “მამას შეუძლია შეირთოს რძალი… ვაჟის დეიდა…”257 როგორ დამსგავსებიან ოსები თავის მფარველ რუსებს საოჯახო ყოფაში. XVIII საუკუნის დიდი რუსი განმანათლებელი ალექსანდრე რადიშჩევი თავის გახმაურებულ ნაშრომში “მოგზაურობა პეტერბურგიდან მოსკოვს” (1790 წ.), [202] მიუთითებდა, რომ რუს “გლეხებში ხშირად ხდებოდა, როდესაც ქმარი ათი წლისა იყო ხოლო ცოლი ოცდახუთისა”258. და მოჰყავს ფაქტები, როცა “მამამთილი თვითონ უწვებოდა ლოგინში თავის ახალგაზრდა რძლებს, სანამ ვაჟიშვილები წამოიზრდებოდნენ”259. ანალოგიურს ადასტურებს 1803 წელს “მოსკოვის აღწერაში” ერნსტ ვიხელჰაუზენი. ხოლო ფრიდრიხ ენგელსის მონაცემებით “რუსეთში მაინც სახლის უხუცესი, როგორც ცნობილია, ძალიან ბოროტად იყენებს თავის მდგომარეობას თემის ახალგაზრდა ქალების, განსაკუთრებით თავისი რძლების მიმართ და ხშირად მათგან ჰარამხანას მართავს თავისთვის; ამას საკმაოდ მჭევრმეტყველურად ადასტურებს რუსული ხალხური სიმღერები”. ასეთ შემთხვევაში ბავშვის დედა ცნობილი იყო, მაგრამ მამა, რომ არ შეშლოდათ, ერთ-ერთი ვერსიის თანახმად სახელთან ერთად ბავშვისათვის მამის სახელით მიმართვაც გახდა აუცილებელი. მამის სახელით მიმართვას რუსეთის საზოგადოების დაბალ ფენებში ისეც უწყობდა ხელს, რომ “რუს გლეხებს ბატონყმობის გაუქმებამდე (1861 წ.) არ ჰქონდათ გვარები”262. 

ქალი ნამუსსა და პატიოსნებას, რომ რავითარი ფასი არ ჰქონდა რუსეთში კარგად ჩანს მარკიზ დე კიუსტინის გადმოცემიდან: “ერთმა დიდმა მებატონემ მიამბო, რომ მისი ყმა, რომელმაც კარგად იცოდა რაღაც ხელობა, მისი ნებართვით პეტერბურგს გაემგზავრა სამუშაოდ. ორი წლის შემდეგ იმავე გლეხმა რამდენიმე კვირის შვებულება მიიღო და მოისურვა იგი გაეტარებინა სოფელში სადაც მისი ცოლი ცხოვრობდა. 

_ მაშ კმაყოფილი ხარ, რომ ოჯახობა ნახე? ჰკითხავს მას მებატონე. 

– ძალიან კმაყოფილი ვარ, თქვენო ბრწყინვალებავ, _ გულუბრყვილოდ უპასუხებს ყმა, – ცოლმა ორი შვილი დამახვედრა. კარგია, ახლა ოჯახში უფრო მეტი ხალხია. 

– უბედური ხალხი! მას თავისი არაფერი აქვს, არც სახლი, არც შვილები და არც ცოლი..263. 

 რუსეთში დამკვიდრებული საუკუნოებვი ტრადიცია _ მამამთილის სექსუალური ურთიერთობა რძალთან, საბჭოთა ხელისუფლების წლებშიც გაგრძელდა. მამამთილისგან შეძენილ ბავშვს “სნოხაჩი” ერქვა. გენერალი ვლასოვი, რომელიც გერმანელების მხარეს გადავიდა ომის დროს მე-13 შვილი იყო ოჯახში. თვითონ აღნიშნავდა, რო იყო “სნოხაჩი”, ე. ი. “მე პაპამ გამაკეთა დედაჩემთანაო და არა მამამო”. სნოხაჩობა გავრცელებული რამ არის რუსებში (და არა უკრაინელებში), ე. ი. მცირეწლოვან ვაჟს მიუყვანდნენ 16-18 წლის ცოლს _ ეს ხდება ძირითადად “მუშახელის” შეძენის გამო. სანამ ვაჟი გაიზრდება, მამა ცხოვრობს [204] მასთან და შემდეგ ვაჟი, როცა წამოიზრდება. ალბათ ეს იცოდა ჰიტლერმა, რომელიც მაშინ ყველა თავის გამოსვლას ასე ამთავრებდა: ძირს რუსები, ყველაზე ჩამორჩენილი ერი, “ვეგ დამიტ”264. 

რაც შეეხება ქვემო ქართლში ქართულ ნასოფლარებზე ან ქართველებთან ერთად დასახლებული ოსები უმეტესად რთული წეს-ჩვეულებით ცხოვრობდნენ. ისინი ისევე მონაწილეობდნენ ყეენობაში, როგორც დანარჩენი ქართველები. ჩვეულებრივ მოვლენას წარმოადგენდა ქართველებთან ქორწინებითი კავშირი. ოჯახში სალაპარაკო ენა ოსური ჰქონდათ, მაგრამ სკოლაში ბავშვები ქართულ ენაზე სწავლობდნენ და ოჯახის გარეთ უმეტესად ქართულად უხდებოდათ ლაპარაკი265. 

საბჭოთა რეჟიმის დამყარების პირველ წლებში ცხინვალის რეგიონში მოუსავლიანობის გამო მოსახლეობა მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. ხალხი შიმშილობდა. ყველაფერს ჩალის ფასად ყიდდნენ, პროდუქტების შესაძენად. ქართველმა ხალხმა _ თავადაც რომ გაჭირვებას განიცდიდა ოსებს დახმარება აღმოუჩინა სურსთ-სანოვაგითა და ტანსაცმლით266. 

 XX საუკუნის 20-იან წლებში ოსებში შემორჩენილი იყო ძველი, არქაული ტრადიციები. განსაკუთრებით [205]  მძიმე ეკონომიკურ პირობებში იმყოფებოდა ოსი ქალი. მკიდა ყანას, თოხნიდა სიმინდს, ლეწავდა, ასუფთავებდა გომურებს, ხდიდა არაყს, ხარშავდა ლუდს, უვლიდა ბოსტანს, უვლიდა სახლს და ზრდიდა ბავშვებს. ამავე დროს ოჯახში მეტად შეზღუდული უფლებები გააჩნდა. არ შეიძლებოდა ქალს სტუმართან ერთად საჭმელი ეჭამა. დაუშვებელი იყო ქალი დალაპარაკებოდა მაზლს, მამამთილს და სხვ.267 

შიდა ქართლის ოსურმა მოსახლეობამ პირველად 1926 წელს გამოიყენა მიწის დასამუშავებლად სახნისი. მანამდე ოსები მიწას პრიმიტიული კავით ხნავდნენ268. 

სამხრეთ კავკასიის ყველა რაიონში ადგილობრივად აწარმოებდნენ შალს, რომელთაგან ყველაზე უფრო კვლავ გავრცელებული იყო ოსური შალი, როგორც მეტად მაღალი ღირებულების ქსოვილი. მიუხედავად საფაბრიკო პროდუქციის გავრცელებისა ჩვენს ბაზარზე დიდი მოთხოვნილება იყო ოსურ შალზე, განსაკუთრებით სოფლად, სადაც ოსურ შალს ხმარობდნენ ჩოხების შესაკერად. შალის წარმოებას ეწეოდნენ ცალკეული შინამრეწველები შინაურული წესით. შალის ნაწარმის გაზრდისა და რეალიზაციის გასაუმჯობესებლად მოეწყო ფეიქართა არტელი. არტელის გეგმაში შედიოდა აგრეთვე ახალი ფეიქრების მომზადება ახალგაზრდებიდან269. 

1927 წელს ცხინვალის გარეუბნებში მცხოვრებ ოს მოსახლეობას, რომელთაც არ გააჩნდათ სახნავსათესი მიწა, გამოუყვეს 1500 დესეტინის მოცულობით ტერიტორია გორის მაზრაში ტირიფონის ველზე დასასახლებლად. თითოეულ ოჯახს მიეცა 2 დესეტინა. 

ოსებით დასახლებულმა წუნარმა 1928 წელს (ამ დროს 80 კომლი ცხოვრობდა), შექმნეს კოლმეურნეობა “ზივონ”, რაც ოსურად გაერთიანებას ნიშნავს270. 

ჯავის კოოპერაციული ამხანაგობის ინიციატივით 1927 წლიდან ჯავაში ოსებით დასახლებულ მთიან ნაწილში ყოველ კვირას ეწყობოდა ბაზრობა. ბაზარი გლეხებს საშუალებას აძლევდა აღარ გაევლოთ 30-50 ვერსი ყოველი წვრილმანის შესაძენად271. 

XX საუკუნის 70-იან წლებშიც კი ყოფილი ოლქის ტერიტორიაზე, მხოლოდ ერთი ბაზარი მოქმედებდა ქალაქ ცხინვალში. ბაზარს ქალაქში გააჩნდა თავისი ფილიალი, რაც შეეხება დანარჩენ რაიონულ ცენტრებს _ ჯავას, ახალგორს, ზნაურს, აქ საკოლმეურნეო ბაზრები, როგორც ასეთი არ არსებობდა. მხოლოდ ბოსტნეულის, ხილისა და სხვა პროდუქტების ვაჭრობისათვის გამოყოფილი იყო პატარა მოედანი, სადაც ვაჭრობა იმართებოდა მარტო კვირა დღეებში, ისიც მცირე მასშტაბით272. 

ქალაქის ტერიტორიისა და მათი მოსახლეობის ზრდა, ცხადია (საქალაქო მეურნეობის სხვა უმნიშვნელოვანეს დარგებთან ერთად), წარმოუდგენელია ისე, თუ არ განვითარდა საქალაქო ტრანსპორტი. ტრანსპორტის მოძრაობას კი ჭირდება ნორმალური შიდა სამიმოსვლო და ცენტრალური გზები. მარტო ის ფაქტი, რომ [207] ყველა ასე თუ ისე მნიშვნელოვანი ქართული ქალაქი განლაგებულია რკინიგზებზე ანდა მათ შესაყარზე, რკინიგზებისა და საავტომობილო კომუნიკაციების, ანდა საზღვაო ტრასების შეერთების ადგილას, ნათლად მეტყველებს გზების მნიშვნელობაზე საქალაქო ცხოვრებისათვის273. 

იმავე 70-იან წლებში ყოფილი ოლქის ტერიტორიაზე მოხრეშილი იყო გზების 44%, მოასფალტებული 4%. ისიც უნდა ითქვას, რომ ცხინვალის გარშემო მრავალ სოფელს მისასვლელი გზა არ გააჩნდა. ასეთ პირობებში, ცხადია, დიდი პასუხისმგებლობა ეკისრებოდათ არა მარტო გზის მშენებლებს, არამედ იმ სამრეწველო, სატრანსპორტო საწარმოებს, ორგანიზაციებს, აგრეთვე ხელისუფლების ადგილობრივ ორგანოებს, რომელთა პირდაპირ მოვალეობას შეადგენდა ყველა აუცილებელი ღონისძიების გატარება ამ საკითხის მოსაგვარებლად. 

1974-1976 წლებში ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე საექსპლუატაციოდ გადაეცა მოხრეშილი ახალი გზები: ვანათი-სათიხარისა _ 5 კილომეტრი, ტბეთი _ ქვასათალისა _ 4,4 კილომეტრი. რეკონსტრუქცია ჩაუტარდა ძარი-რუსთავის გზას. ერედვი-ბიყარის გზა სამ კილომეტრზე მოასფალტდა, საექსპლოატაციოდ გადაეცა რკინა-ბეტონის კაპიტალური ხიდები მდინარე არცეულსა და აძურაზე და ა. შ. 

ზნაურის რაიონში ძვილეთქვათეთრის გზა მოიხრეშა 3,6 კილომეტრზე, რეკონტრუქცია ჩაუტარდა ზნაურსხლითიძვილეთის გზას 8 კილომეტრზე, სოფელ წნელისთან მდინარე ფრონზე გაკეთდა და საექსპლუატაციოდ გადაეცა კიდული ხიდი. გზის მშენებლებმა სამუშაოები ჩაატარეს ჯავის რაიონშიც. მოიხრეშა გზა სოფელ მორგომდე, ტონტობეთამდე, სულაითამდე. გაყვანილი იქნა ახალი გზები კუდაბანი-პატარა გუფრა _ 3 კილომეტრის სიგრძეზე, სოფელ ქოთანთოსთან მდინარე ფაწაზე აიგო ხიდი და ა. შ.274 

ოსების ქართლის და კახეთის რაიონებში დასახლება კიდევ უფრო აძლიერებდა მათ ეკონომიკურ კავშირს ქართველ ხალხთან, მათ ეკონომიკური ორგანიზმის შემადგენელ ნაწილად აქცევდა. ოსები ითვისებდნენ ქართველი ხალხის მაღალ სამეურნეო კულტურას, ინტენსიური მეურნეობის ჩვევებს და თვითონაც კარგ მიწათმოქმედებად, მებაღეებად, მევენახეებად იქცეოდნენ. ოსთა ის ნაწილი, რომელიც ქართულ სოფლებში სახლდებოდა, თანდათან გაითქვიფა ქართველ ხალხში, ხოლო მათ, ვინც კომპაქტურად დასახლდნენ ცალკე სოფლების სახით, თუმცა შეინარჩუნეს თავისი ენა და ზნე-ჩვეულებანი, მაგრამ განიცადეს ქართული ენისა და ზნე-ჩვეულებათა დიდი გავლენა. ეს ბუნებრივიც იყო. თავისი წარმოშობის დღიდანვე ეს ოსური ახალშენები ქართველ მოსახლეობასთან მჭიდრო კავშირში იმყოფებოდნენ275. 

ამავე დროს წამოიჭრა ისეთი გაუთვალისწინებელი, სოციალურეკონომიკური პრობლემები, როგორიცაა დავა სამოსახლოებისათვის, აღებ-მიცემობაში, სწავლა-განათლებაში, რელიგიურ კავშირურთიერთობაში, შერეულ ქორწინებაში,  [209] ნათელმირონობაში და სხვ. ასეთ ვითარებაში, როდესაც ადგილობრივ, ძირძველ მოსახლეობაში იჭრება უცხო ელემენტი, ბუნებრივია ხშირად კნინდება და მახინჯდება ადგილობრივი ადათწესები, ზნეჩვეულებანი, ძველი ტრადიციები და სხვ. ამგვარი პროცესების შედეგად, თანდათან ადამიანის თვალწინ და მეხსიერებაში იჭრება მისთვის აქამდე უცხო სამეურნეო თუ ზნეობრივი გამოხდომები, რომელიც უარყოფით ზეგავლენას ახდენს ეროვნულ თვითშეგნებაზე, ტერიტორიული მთლიანობის მოშლაზე. 

 დოკუმენტურ წყაროებში ასახულია უამრავი ქურდობის, თავდასხმების, მკვლელობის, ბუნებისადმი უდიერი დამოკიდებულებისა და სხვა შეურაცხმყოფელი ფაქტები, რომლის უმეტესი მომქმედი პირი არაქართული მოსახლეობაა 276. 

  

გაგრძელება 

განათლება და კულტურა 

  

   

————————– 

224 გ. თოგოშვილი, ქართველი და ოსი ხალხების ურთიერთობა, თბ., 1969, გვ. 21.

225 ი. ანთელავა, XVIII საუკუნის საქართველოს სოციალურეკონომიკური განვითარების ხასიათის საკითხისათვის, თბ., 1977, გვ. 60.

226 მ. ახობაძე, საქართველოს გლეხობა მიწისა და თავისუფლებისათვის ბრძოლაში, თბ., 1977, გვ. 18.

227 რ. კვერენჩხილაძე, დასახ ნაშრომი, გვ. 5354.

228 გ. ლეონიძე, ქარველკავკასიელთა ურთიერთობის შესწავლისათვის, “ლიტერატურული გაზეთი”, 1961, #1.

229 გ. გელაშვილი, ჰაქსტჰაუზენის ცნობები ოსების შესახებ, კრ., “ახალი და უახლესი ისტორიის საკითხები”, 2009, #1, გვ. 377.

230 გ. სოსიაშვილი, სამაჩაბლოს ეკონომიკური ისტორიიდან (სოფლის მეურნეობა), “კლიო”, 2004, #23, გვ. 54.

231 იქვე, გვ. 55.

232 ნ. ბერძენიშვილი, ვ. დონდუა, მ. დუმბაძე, გ. მელიქიშვილი, შ. მესხია, პ. რატიანი, საქართველოს ისტორია, I, თბ., 1958, გვ. 511.

233 გ. თოგოშვილი, დასახ. ნაშრომი, გვ. 26.

234 რ. კვერენჩხილაძე, დასახ ნაშრომი, გვ. 51.

235 იხ. З. В. Ванеев, крестянский вопрос и кретянское движение в югоосетии в ХIХ веке, Сталинир, 1956, с. 279281.

236 ედუარდ აიხვალდი საქართველოს შესახებ, გერმანულიდან თარგმნა შესავალი და საძიებლები დაურთო გია გელაშვილმა, თბ., 2005, გვ. 234.

237 გ. თოგოშვილი, დასახ. ნაშრომი, გვ. 24.

238 გ. თოგოშვილი, დასახ. ნაშრომი, გვ. 25.

239 იქვე, გვ. 27.

240 ერეკლე IIის მიერ გაცემული საბუთები 17361797 წლები, თბ., 2008, გვ. 57.

241 მ. გაჩეჩილაძე, დასახ. ნაშრომი, გვ. 43.

242 გ. თოგოშვილი, დასახ. ნაშრომი, გვ. 57.

243 ლ. სუმბაძე, დასახ. ნაშრომი, გვ. 19.

244 ლ. სუმბაძე, დასახ. ნაშრომი, გვ. 22.

245 უ. ბახტაძე, დასახ. ნაშრომი, გვ. 1112.

246 გ. გელაშვილი, დასახ. ნაშრომი, გვ. 391.

247 იქვე, გვ. 385. 48 გ. თოგოშვილი, საქსს. თბ., 1969, გვ

250 გ. თოგოშვილი, დასახ. ნაშრომი, გვ. 205206, სქოლიო 1.

251 ი. კვაშილვა, ქრისტიანული სარწმუნოების გავრცელება ოსებში და ბრძოლა მისი განმტკიცებისათვის, კ

ეთნოლოგიური ძიებანი”, თბ., 2008, X, გვ. 123.

253 გ. თოგოშვილი, ვახუშტი ბაგრატიონ

შესახებ, თბ., 1977, გვ. 58, სქოლიო 112.

255 იქვე, გვ. 388.

256 გ. გელაშვილი, დასახ. ნაშრომი, გვ. 387.

257 იქვე, გვ. 389.

258 ა. რადიშჩევი, მოგზაურობა პეტერბურგიდან მოსკოვს, თბ., 1955, გვ. 131, 136.

259 იქვე.

260 გ. გელაშვილი, დასახ. ნაშრომი, გვ. 387, სქოლიო 1.

261 ფ. ენგელსი, ოჯახის, კერძო საკუთრებისა და სახელმწიფოს წარმოშობა, თბ., 1978, გვ. 59.

262 И. В. БестужевЛада, мир Нашево завтра, М., 1986, с. 69.

263 მარკიზ დე კიუსტინი, ნიკოლოზ პირველის დროინდელი რუსეთი, თბ., 1935, გვ. 196.

264 ქართველები გერმანული დროშის ქვეშ მეორე მსოფლიო ომში, მასალები გამოსაცემად მოამზადა, წინასიტყვაობა და შენიშვნები დაურთო ვიქტორ რცხილაძემ, თბ., 1994, გვ. 203.

265 გ. ჯიბლაძე, ქვემო ქართლის მოსახლეობის ეთნიკური სურათი, კრ., “ქვემო ქართლი”, თბ., 1990, გვ. 22.

266 ტრიბუნა, 1922, 1 მარტი.

267 კომუნისტი, 1927, 9 იანვარი.

268 კომუნისტი, 1927, 8 აპრილი.

269 კომუნისტი, 1927, 12 ივნისი.

270 კომუნისტი, 1939, 11 მარტი.

271 კომუნისტი, 1927, 15 ივნისი.

272 სპა, ფ. 14, ანაწ. 71, საქ. 498, ფურც. 51.

276 დ. პავლიაშვილი, დასახ. ნაშრომი, გვ. 66, 67.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s