Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

● ვინ არის ოსი და სად არის ოსეთი?

ავთანდილ სონღულაშვილი – “სამხრეთ ოსეთი” საქართველოში?!

ვინ არის ოსი და სად არის ოსეთი?

ბოლო პერიოდში ოსურ ისტორიოგრაფიაში სულ უფრო ფართო გასაქანი ეძლევა დებულებას ოსი ხალხის წმინდა არიული წარმომავლობის შესახებ, რომლის ყველაზე დაუცხრომელ მქადაგებლებად ცხინვალელი სწავლულები გვევლინებიან. მათ ნაშრომებში განსაკუთრებით მკაფიოდ იჩენს თავს ოსი ხალხის ეთნიკური სინკრეტიზმი (რესპ. ირანული და კავკასიური ეთნიკური კომპონენტებისაგან მისი შენივთების) საყოველთაოდ აღიარებული მეცნიერული კონცეფციიდან მკვეთრი გადახვევის და იმ აბსურდული თვალსაზრისის აქტიური მუსირების ტენდენცია, თითქოს ინდოირანელები ოდითგანვე სახლობდნენ კავკასიაში და კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის ორივე კალთაზე გავრცელებული ე. წ. ყობანური არქეოლოგიური კულტურის (ძვ. წ. I ათასწლ. I ნახ.) შემქმნელებსაც სწორედ ირანული მოდგმის ტომები წარმოადგენდნენ (?!). ამ დაუსაბუთებელი შეხედულების თავგამოდებულ დამნერგავთა არიული პათოსი იმდენად შთამბეჭდავია, რომ არ გაგვიკვირდება, თუ ერთ მშვენიერ დღეს ინდოირანელთა მითიურ სამშობლოს არიანა ვაეჯასაც ვლადიკავკაზმოზდოკის სანახებში ან სულაც ლიახვის, ქსნის თუ ყვირილას ხეობაში გამოუძებნიან ადგილს.

ცხადია, ოსთა ეთნოგენეზში კავკასიური სუბსტრატის როლის თითქმის ნულამდე დაყვანა და ოსთა ჰომოგენურობის (_ ზედმიწევნით არიული წარმომავლობის) თეზისის ცალმხრივი დაწინაურება ბუნებრივად აღძრავს ყოველივე სკვითურ-სარმატულ [39] ალანურის უსაშველოდ განდიდების და ოსთა წინაპრების ულტრანაციონალისტური იდეის შეუნიღბავი აპოლოგიის ცდუნებას. ეს უკანასკნელი კი თავის ლოგიკურ გამოხატულებას პოულობს ირანულენოვან სკვითსარმატალანთა მისამართით არნახულად გახშირებულ გაუკუღმართებაზე გათვლილ ცრუმეცნიერულ დითირამბებში, რაც არაიშვიათად პირდაპირ ანეკდოტურ ხასიათსაც ატარებს32.

ანთროპოლოგიური კლასიფიკაციის მიხედვით, ოსები დიდი ევროპეიდული რასის ბალკანურკავკასიურ ქვერასას განეკუთვნებიან, ხოლო ეთნოლინგვისტური კლასიფიკაციის თანახმად, ინდოევროპულ ენათა ოჯახის ირანულ შემავალ ხალხთა სიას ავსებენ სპარსელების, ტაჯიკების, ქურთების, ავღანელების, ლურების, ბახთიარების, ბელუჯების, ნურისტანელების, თათრებისა და თალიშების გვერდით.

ოსური ენისა და ისტორიის მკვლევარნი: ვს. მილერი, ა. შეგრენი, ჰ. ჰუფშმანი, გ. ახვლედიანი და სხვები აღიარებენ, რომ ოსები ირანული მოდგმის ხალხია. ცნობილი ოსი მეცნიერი ვასილ აბაევი იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ოსები ინდოევროპული ოჯახის ირანული განშტოების ხალხი კია, მაგრამ ისინი პირდაპირ ირანიდან არ მოსულან. მათ ურალში და როსტოვდონის მხარეებშიც უცხოვრიათ, შემდეგ დასავლეთ და ჩრდილოეთ კავკასიის მიდამოებში ცხოვრობდნენ და ბოლოს სამხრეთ კავკასიაშიც დამკვიდრებულან. [40]

ვ. აბაევის კიდევ ერთი აღიარებით: “… მეცნიერებმა დიდი ხანია დაადგინეს, რომ ოსები წარმოშობით არ არიან დაკავშირებული მეზობელ კავკასიელ ხალხებთან. კავკასიაში ისინი მოვიდნენ ჩრდილოეთიდან. კერძოდ, სამხრეთრუსეთის ველებიდან. წარსულში მათ ეწოდებოდათ ალანები. ხოლო ალანები, ისტორიკოსის იოსებ ფლავიუსის მოწმობით (ჩვ. წ.აღ. I საუკუნე), _ სკვითური ტომია, რომლებიც ცხოვრობენ აზოვის ზღვისა და დონის მხარეს”33.

IIIV საუკუნეების შემდეგაც ჩანს ოსთა ნაწილი აზოვის ზღვის ჩრდილოაღმოსავლეთსა და მდინარე დონის, ახლანდელი კრასნოდარისა და როსტოვის მიდამოებში. ბიზანტიური წყაროების ცნობით VI საუკუნეშიც კი ალანები არ ცხოვრობდნენ დღევანდელ “ჩრდილო ოსეთის” ტერიტორიაზე. არამედ, მათი საცხოვრისი იყო ყარაჩაის მიწაწყალი34.

ოსები რომ ძველად ბალყარეთშიც ბინადრობდნენ მეგრულ სიტყვებშიც დასტურდება. კერძოდ, მეგრელები ასს (ანუ ოსს) უწოდებენ ბალყარებს, ალანებსა და ყარაჩაელებს.

აქვე აღვნიშნავთ, რომ სვანების განსახლება საკუთრივ სვანეთის გარდა ჩრდილო კავკასიაში იყო და ყუბანის ტერიტორიას მოიცავდა. სწორედ ამიტომ გვხვდება შუა საუკუნეებში ტერმინი _ დიდი სვანეთი. ურუხის ხეობასა და ოსეთყაბარდოს საზღვარზე ტოლოჩანოვის მგზავრობის დროს (16501652 წწ.) მუხლობრივ [41] აღწერილობაში ნაჩვენებია “სონის გზა”. ესე იგი იმერეთიდან სონის ანუ სვანეთის გზით ალიბეგის სამფლობელოზე გავლით რუსეთის ელჩობა ბალყარეთში უნდა გადასულიყო. როგორც ჩანს ამ დროს აქ კვლავ ცხოვრობდნენ სონები და ამიტომ “სონსკაია დაროგა” ამ გზის საერთო სახელწოდება იყო ქვემო სვანეთიდან ბალყარეთამდე, რადგან იგი ასეთ შემთხვევაში სონების ტერიტორიაზე გადიოდა. ოსები კი მდინარე ურუხის ხეობაში უფრო გვიანდელი დასახლებული ჩანან სვანეთის ყოფილ მიწებზე. ამაზე მეტყველებს შემდეგი ცნობაც: “მულახის საზოგადოების მაცხოვრის ეკლესიას აქვს ოსეთში ადგილი, რომლითაც ოსები სარგებლობდნენ, მის მაგიერ ოსებმა უნდა უზიდონ ამ ეკლესიას წელიწადში შვიდი ხარი, ცხვარი და თხა. ამ საქონელს მულახელები დაჰკლავენ და ქეიფს გასწევენ ხოლმე. თუ ოსებმა ეს გადასახადი არ მისცეს ეკლესიას, მულახელები დაეცემიან იმათ საჯოგეებს თავზე, მეჯოგეებს ამოსწყვეტენ და ჯოგს წამოასხამენ თავის სოფელში”.

ეს სწორედ ჩრდილოეთ ოსეთის დასავლეთ ნაწილზე უნდა იყოს ნათქვამი, იგი სვანეთთანაც უფრო ახლოს ძევს და თერგიდან იმერეთში სავალი გზაც ამ ტერიტორიაზეც იყო35.

აქ საჭიროა ისიც აღინიშნოს, რომ არაგვი სვანურად სიტყვასიტყვით იქნება რვა (არა) _ გული (გვი), ე. ი. რვა გული: შდრ. ცხრა წყარო… უფრო მეტიც, არაგვის ხეობაში და თვით შუა ქართლამდე დადასტურებულია სვანურზანური წარმოშობის ტოპონიმები. მაგალითად, გუდამაყარში [42] ერთ კენტად მდგარ მაღალ კლდეს, რომელსაც ადამიანის თავის ფორმა აქვს “ლუთხუმ” ჰქვია, მაგრამ ადგილობრივი მოსახლეობა მას ვერ განმარტავს, რადგან იგი სვანური სიტყვაა და ნიშნავს თავიანს36.

ძველი რუსული და სომხური წყაროებით იასები და ალანები ერთი და იგივე ტომია, მაგრამ პირველმა მაინც იასი (შდრ. ოსი) იცის და მეორემ _ ალანი (შდრ. ირონ) ქართველები კი ორივე ტომს იცნობდნენ და ამიტომ ძველ ქართულ წყაროებში ჩვეულებრივ არა ერთერთი სახელი, არამედ ორივე ერთად ოვსნი და ალანნი _ იხსენიებიან. ცნობილი მეცნიერის ი. მეგრელიძის შეხედულებით “ოსი და ალანი ერთი და იმავე ტომის ორი სახელი კი არაა, როგორც ზოგიერთები ფიქრობენ, არამედ ერთი ხალხის ორი ტომია, რადგან იასები უფრო სამხრეთ რუსეთის სტეპებში ცხოვრობდნენ, მაშასადამე რუსებს ემეზობლებოდნენ და სწორედ ამიტომ იცნობდნენ რუსები ოსებს იასის სახელით, ხოლო ალანები მათგან აღმოსავლეთით (შდრ. დარიალან _ ალანების ანუ ოსების კარი) სახლობდნენ და ამიტომ მათ ამ სახელით იცნობდნენ სომხები”37.

მეტად მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ არა მარტო ე. წ. “სამხრეთ ოსეთი” დღევანდელი “ჩრდილო ოსეთის” ტერიტორიის დიდი ნაწილი ინგუშეთის ტერიტორია იყო. უფრო მეტიც, ინგუშების ტერიტორიაა დღევანდელი “ვლადიკავკაზი”38. [43] 

შემთხვევითი არ არის, რომ 1924 წელს შექმნილ ინგუშეთის ავტონომიური ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი ვლადიკავკაზია.

1944 წელს ინგუშები ჩაჩნებთან ერთად დეპორტირებულ იქნენ შუა აზიასა და ყაზახეთში… ოსებმა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ინგუშთა მიწები და სახლები მიითვისეს39.

კავკასიის ცენტრალურ ნაწილში მცხოვრები ოსების თვითსახელწოდებაა ირონ, დიგორონ. უფრო სწორად, ოსებს XX საუკუნემდე ერთიანი ენდოეთნონიმი არც ჰქონიათ40. რაც შეეხება ეთნონიმს “ოსი” და დღევანდელი რუსეთის ფედერაციაში შემავალი ტერიტორიული ერთეულის სახელწოდებას _ “ოსეთი”, ოსები არასდროს არ იცნობდნენ. ჯერ რუსულ ენაში და შემდეგ სხვა ხალხებში ეთნონიმი (ეგზოეთნონიმი) “ოსი” ქართველთაგან გავრცელდა. ამ ეგზოეთნონიმით ოსებს ქართველთა გარდა ფაქტობრივად, არავინ არ იცნობდა. ოსები ანტიკური პერიოდის საისტორიო წყაროებში ჩრდილოეთ კავკასიის სტეპებში მოსახლე ალანების ნარჩენ ხალხად მიიჩნევა. ამავე დროს ოსები არც ალანების პირდაპირი და უშუალო შთამომავლები არ არიან. ოსური ეთნოსი ჩრდილოეთ კავკასიის მთებში, XIII საუკუნის შემდეგ ადგილობრივ კავკასიელებთან შერევის შედეგად ჩამოყალიბდა41.

 

ეთნიკური სტრუქტურის მიხედვით, როგორც აღინიშნა ოსები იყოფიან ორ ძირითად სუბეთნიკურ ჯგუფად: [44]

 “ირებად” (ან “ირონებად”) და “დიგორებად” (ან “დიგორელებად”). თავის მხრივ ირონები შედგებიან ლოკალური ეთნოტერიტორიული ჯგუფებისაგან: ალაგირელებისგან, თუალებისგან, ქურთათელებისგან, თაგურელებისგან და ზახელებისგან. ირონების სუბეთნოსს ეკუთვნიან საქართველოში მცხოვრები ოსებიც, რომელთაც ე. წ. “ჩრდილოელი ოსები ზოგადად “ხუსაირაგებს” (ოს. სამხრეთელი) ან “კუდაირაგებს” (ოს _ კუდაროელი) უწოდებენ. ანბანური ჭეშმარიტებაა, რაზეც სათანადო ადგილას გვექნება საუბარი, რომ ოსთა დაყოფა ე. წ. ჩრდილოელ და სამხრეთელ ოსებად პირობითია და მასთან ხელოვნურად არის შეხამებული ცნებები: “ჩრდილოეთ ოსეთი”, და “სამხრეთ ოსეთი”42.

ეგზოეთნონიმები ქართული “ოს”-ს გარდა შემდეგია: ჩაჩნურ-ინგუშური _ “ჰირი”, ავარიული _ “ხირიოლ”, ბალყარულ-ყარაჩაული _ “დიუგერლი”, “აფხაზური” _ “აუაფს”, ყაბარდოული _ “კუშხე”, რუსული _ “ოსეტინ”, დარგოული _ “ასატინ”, ინგლისური _ “ოსეთიან” და ა. შ.43.

 

გაგრძელება

ურთიერთობის სათავეებთან

 

—————————-

32 ვ. ითონიშვილი, ნარკვევები კავკასიის ისტორიიდან, თბ., 2002, გვ. 9394.

33 Курьер Юнеско, 1977, №1.

34 საქართველოს ისტორია, შემდგენელი აკად. გ. მელიქიშვილი, თბ., 1980, გვ. 67.

35 თ. მიბჩუანი, მეგობრობის სათავეებთან, თბ., 1986, გვ. 55.

36 იქვე, გვ. 52; სქოლიო 61.

37 ი. მეგრელიძე, სიძველეები ლიახვის ხეობაში, თბ., 1984, გვ. 7.

38 რ. თოფჩიშვილი, კავკასიის ხალხთა ეთნოგრაფია, თბ., 2007, გვ. 56

39 იქვე, გვ. 57.

40 იქვე, გვ. 85.

41 რ. თოფჩიშვილი, დასახ. ნაშრომი, გვ. 8586.

42 ვახ. ითონიშვილი, კავკასია და კავკასიელები, თბ., 2007, გვ. 8081.

43 იქვე, დასახ. ნაშრომი, გვ. 79.

44 გ. თოგოშვილი, საქართველოოსეთის ურთიერობის ისტორიიდან (უძველესი დროიდან XIV ს. დამლევამდე), სტალინირი, 1958, გვ. 7475.

45 ქართლის ცხოვრება, ტ. I, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., თბ., 1955, გვ. 156.

46 გ. თოგოშვილი, დასახ. ნაშრომი, გვ. 241.

47 გ. თოგოშთილი, დასახ. ნაშრომი, გვ. 232.

48 რ. მეტრეველი, დავით IV აღმაშენებელი, თბ., 1990, გვ. 281.

49 Г. А. Кокиев, Очерки по истории Осетии, ч. I, Владикавказ, 1926, с. 36.

50 ა. სონღულაშვილი, დინასტიური ქორწინება ძველ საქართველოში, `სამეცნიეროსაინფორმაციო ბიულეტენი~, 1989, #5556, გვ. 6162.

51 ქართლის ცხოვრება, ტ. I, გვ. 360.

55 ვ. ღუნაშვილი, დასახ. ნაშრომი, გვ. 7374.

56 საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. III, გვ. 626.

57 ვ. ღუნაშვილი, დასახ. ნაშრომი, გვ. 30.

58 გ. თოგოშვილი, დასახ. ნაშრომი, გვ. 124.

 

 

Advertisements

9 Responses to “● ვინ არის ოსი და სად არის ოსეთი?”

  1. shalva said

    გამარჯობათ! თუ შეუძლია ვინმეს, მომაწოდოს ინფორმაცია ოსების შესახებ კონკრეტულად საქართველოში მათი გადმოსახლების (მასობრივი) თარიღები და ამ დროს საქართველოს მმართველების რეაქცია, და კიდევ ჯავის ტერიტორიაზე თუ ცხოვრობდნენ ქართველები და თუ ცხოვრობდნენ, რატომ აღარ ცხოვრობდნენ?
    წინასწარ დიდი მადლობა. ველი პასუხს!..

    Like

    • iberiana said

      “ფეოდალიზაციის გზაზე მდგარ ოსთა ზედაფენის ინიციატივით ქართლის სოფლებზე თავდასხმები ეწყობოდა და ამ გზითაც იკავებდნენ ისინი დასახლებულ ადგილებს68. 200მდე ოსი უკვე ჩანს დასახლებული XVII საუკუნის დამდეგისათვის ქართლის მთიანეთში. ბუნებრივია ჩამოსახლებული ოსები იბრძოდნენ მიწებისათვის, ცხოვრების პირობების გაუმჯობესებისათვის და ამდენად უპირისპირდებოდნენ ქართველ მოსახლეობას. მათ დამკვიდრებას ზოგიერთი ქართველი ფეოდალი ხელს უწყობდა.

      ეს პროცესი სათანადო წყაროებითაც დასტურდება. კერძოდ, XVII საუკუნის პირველი ნახევრის ერთი ნასყიდობის სიგელის მიხედვით ზემო ჯავის მოსახლეობა ამოწყვეტილი ჩანს, რომელიც შემდეგში მაჩაბლებმა ოსებით დაასახლეს. აღნიშნული
      ფაქტი არც ვახუშტი ბაგრატიონს გამორჩენია მხედველობიდან: “ამ მთის ადგილებთა შინა რაოდენი ოვსნი დავწერეთ, პირველად სახლებულან ქართველნი გლეხნი. შემდგომად მეპატრონეთა მათთაგან გადმოსახლებულან ოსნი და ქართველნი ბართა შინა ჩამოსულან, ვინაიდან მტერთაგან ბარს შინა კაცნი შემცირებულან.

      და საერთოდ, წარსულში ქართლის მთიანეთში მცხოვრებ ოსს აზრადაც არ მოუვიდოდა, რომ ეთქვა ოსეთში ვცხოვრობთო, რადგან მან კარგად იცოდა: ქართულ მიწაზე ხიზნად იყო დასახლებული. შიდა ქართლი საქართველოს განუყოფელი ნაწილი იყო. ერეკლე მეორე ერთერთ დოკუმენტში აფრთხილებს ორგულ ოსებს, თუ ჩემს ბრძანებას არ დაემორჩილებით “ისეთს რისხვას მოგაყენებთ, რომ არას კაცს არ მოსვლოდეს და არც ჩვენს მამულში თქვენს გვარსღა გავუშვებთო”. დიახ, შიდა ქართლი “ჩვენი მამული” იყო.

      ავთანდილ სონღულაშვილი – “სამხრეთ ოსეთი” საქართველოში?!
      ოსების ჩამოსახლება საქართველოში და მათი განსახლების არეალი

      https://iberiana.wordpress.com/songulashvili/as5/

      Like

  2. a.sanduxaZe said

    ბატონო შლავა, ამ ვებგვერდზე ზღვა მასალაა იმის შესახებ რაც თვენ გაინტერესებთ, ნახეთ შიდა ქართლის – სამაჩაბლოს განყოფილება და ეს მთავარი გვერდიც კარგად გადაათვალიერეთ და დისერტაციასაც დაწერს კაცი თუ მოინდომებს ამ ჩვენს უბედურებაზე – ოსების ჩამოხეტებაზე საქართველოში.

    გისურვებ წარმატებებს და მადლობა საიტის მონახულებისათვის, სასურველი იქნებოდა თუ თქვენს გარშემო მყოფთ ბევრს დააინტერესებთ ამ საკითხებითა და ჩვენი ვებგვერდით.

    კეთილი სურვილებით
    ა.ს.
    იხილეთ
    ანზორ თოთაძე – ოსები საქართველოში: მითი და რეალობა
    https://iberiana.wordpress.com/samachablo/totadze-osebi/

    Like

  3. Esco said

    I don’t normally comment on blogs.. But nice post! I just bookmarked your site

    Like

  4. Aiona said

    This post is very usefull thx!

    Like

  5. giorgi said

    amitomac aris rom ucxo tomelebi rom modian tavianti adgili unda davanaxot, rom mere tavze ar dagvajdnen. ai zustad ase iqceodnen moxeveebi osebtan mimartebashi . exla ki saqartveloshi imis garda rom bevria da tan xshirad kaompaqturad chasaxlebulni: osebi, afxazebi, somxebi, azerbaijanelebi da aseve acharashi isea turqeti pexmokidebuli rom acharas turqetis vilaietad ixsenieben, amat garda saqartvelo gaivso da kide emateba zangebi, chinelebi, arabebi, indoelebi. chvens miwaze isini chvenze uket grdznoben tavs da chvenze uketesadac cxovroben, kidev chvens qalebsac itviseben. ramdenjer myavs sakutari tvalit danaxuli zangi kaci qartvel qaltan, ukve agarc rcxveniat am … qartvel qallebs zang kactan siaruli. esea mcare sinamdvile saqartvelos moyvarulno. gamovpxizldet yvela da moviqcet zustad iseve rogorc rusebi ateroreben matsave qveyanashi matsave miwaze matze uket gajejilebul yvela chamosuls(anu ucxoelebs)da gavrekot eg …. yvela iq saidanac moetrivnen da tu ar daishlian tavisas mainc mashin sikvdili mat yvelas.
    gaumarjos im gadzlierebul saqartvelos romlis naxvasac axlo momavashi visurveb da imedia es nanatri udzlieresi da udidesi saqartvelos survili male amixdeba

    Like

    • Nino said

      საქართველოს მეფე დავით მეოთხე აღმაშენებლის სამეფო კარზე საფუძველი ჩაეყარა შემწყნარებლურ, ტოლერანტულ პოლიტიკას, რომელსაც დავითის გარდაცვალების შემდეგაც ჩვენი მეფეები საუკუნეების განმავლობაში აგრძელებდნენ. ეს გამოიხატებოდა იმაში, რომ საქართველოს მეფე თანაბრად მზრუნველი იყო თავისი ქრისტიანი თუ მაჰმადიანი ქვეშევრდომების მიმართ.
      დავით მეოთხის ტოლერანტული პოლიტიკა დიდად უწყობდა ხელს ქვეყანაში ვაჭრობა-ხელოსნობის განვითარება-გაცხოველებას. მეფე არ ერიდებოდა უცხო ქვეყნებიდან ვაჭართა საქართველოში გადმოსახლებას. ასე გადმოასახლა მან სომხები და ისინი მისი მეფობისას ქალაქად ქცეულ გორში ჩაასახლა. ამ ნაბიჯებით მეფე ვაჭრობის ცენტრის საქართველოში გადმოტანას ცდილობდა. დავით მეფე მაჰმადიან ვაჭარ-ხელოსნებსაც მფარველობდა, რომლებიც სელჩუკებისაგან გათავისუფლებული ქალაქების (თბილისი, დმანისი, რუსთავი, ანისი, შამახია) მოსახლეობის დიდ ნაწილს შეადგენდნენ. უფრო მეტიც, თბილისის აღების შემდეგ დავით მეფემ მთელი რიგი პრივილეგიები მიანიჭა მაჰმადიან ვაჭრებს: უფრო ნაკლები გადასახადი დაუწესა, ვიდრე ქრისტიანებსა და ებრაელებს. მეფემ პირობა მისცა თბილისის მაჰმადიანებს, რომ მათს უბანში ღორს არ გადაუშვებდნენ, არ დაკლავდნენ და მის ხორცს ბაზარზე გასაყიდად არ გამოიტანდნენ. ყოველივე ეს იმისათვის კეთდებოდა, რომ შეშინებული მაჰმადიანი ვაჭრები ქართველთა მიერ დაკავებული ქალაქებიდან არ აყრილიყვნენ და ოჯახებითურთ საქართველოდან არ გაქცეულიყვნენ. ეს საქართველოს მიერ წარმოებულ სავაჭრო საქმიანობას მეზობელ თუ შორეულ მაჰმადიანურ სახელმწიფოებთან ძალზე შეამცირებდა და ქვეყანას ეკონომიკურ ზარალს მიაყენებდა. ასე, რომ ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის საფუძველს დავითის ტოლერანტული პოლიტიკა წარმოადგენდა.
      საქართველოს მეფე დიდ პატივს მიაგებდა მაჰმადიან სწავლულებსა და ღვთისმეტყველებს. მაჰმადიანი ქვეშევრდომების რწმენის პატივსაცემად დავითი თვითონაც შედიოდა მეჩეთში. გარდა ამისა, ის, დამსახურების შემთხვევაში, მაჰმადიანთათვის წყალობას არ იშურებდა. ასე, წყალობით აავსო თავისი მომხრე შარვანელი და დარუბანდელი დიდებულები.
      ამგვარად, საქართველოს მეფე რეალურად ახორციელებდა იმას, რაც მის ტიტულატურაში იყო ასახული-,,მეფე აფხაზთა, ქართველთა, კახთა და რანთა, სომეხთა, შარვანშა და შაჰინშა და ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთისა ფლობით მპყრობელი” – ანუ ის თავს აცხადებდა თანაბრად მოწყალედ და სამართლიანად თავის სამეფოში მცხოვრები ქართველების, სომხების, ებრაელებისა თუ მაჰმადიანების მიმართ, თუმცა, ამავე დროს, მართლმადიდებლურ რწმენაზე გადმოსვლას ხელს უწყობდა და სიხარულით მიესალმებოდა.

      Like

  6. a.sanduxaZe said

    batono giorgi Cveni txovnaa Tavi SeikaoT bilwsityvaobidan, radgan es saiti sxva daniSnulebisa da arsis matarebelia,vidre sxva qartuli saitebi, sadac bilwsityvaoba Cveulebrivi movlenaa.
    pativi vcet saitis damTvaliereblebs, miTumetes rom saits mravali ucxoeli damTarielebeli hyavs.

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s