Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

●ურთიერთობის სათავეებთან

 ავთანდილ სონღულაშვილი – “სამხრეთ ოსეთი” საქართველოში?!

ურთიერთობის სათავეებთან

ერების ურთიერთობათა სისტემაში ქართველი და ოსი ხალხების ურთიერობას თავისი ადგილი უჭირავს. ეს თავისებურება მდგომარეობს არა მარტო და არა იმდენად ამ ურთიერთობათა ხანგრძლივობაში (ორ ათასეულზე მეტი წელი), არამედ მათ სიმჭიდროვეში, ამ ხალხთა სასიცოცხლო ინტერესების მჭიდრო გადახლართვაში, მათი ისტორიული ბედის ერთობაში.

საერთოდ, ქვეყნებსა და ხალხებს შორის ურთიერთობა ყველა ეპოქაში თითოეული ქვეყნის თუ ხალხის რეალური ინტერესების საფუძველზე იგება და თუ ინტერესთა დამთხვევას ადგილი არა აქვს, ურთიერთობის სიმყარეზე და ხანგრძლივობაზე ლაპარაკიც არ შეიძლება. საქართველო ძლიერი ფეოდალური მონარქია იყო, ეკონომიკურად, პოლიტიკურად და კულტურულად ოსეთზე მაღლა იდგა, მაგრამ ეს სრულიადაც არ ნიშნავდა, რომ მას ოსეთთან ურთიერთობა თავის უპირატესობის გამო არ სჭირდებოდა. პირიქით, მისი უპირატესობა და სიძლიერე სწორედ მაშინ იქნებოდა უზრუნველყოფილი, თუ იგი მეზობელ ქვეყნებთან, მიუხედავად მათი განვითარების დონისა, მჭიდრო ურთიერთობას დაამყარებდა და ამ გზით თავისი პოლიტიკური ინტერესების განხორციელების საქმეში ჩააბამდა. ქართული დიპლომატია შესანიშნავად ერკვეოდა ამ საკითხებში და მეზობელ ქვეყნებთან დამოკიდებულებაში რეალური სარგებლობის მიღების პრინციპებით ხელმძღვანელობდა.

თავის მხრივ, ჩრდილო კავკასიის ცენტრალურ ნაწილში მცხოვრები ოსები სამხრეთ კავკასიის მდიდარი ქვეყნების მიმართ დიდ ინტერესს იჩენდნენ. მათ აქ აინტერესებდათ ნადავლი, ტყვეები, ქირა სამხედრო სამსახურის სანაცვლოდ. ქართლი თავისი ხელსაყრელი მდებარეობით, _ გადმოსასვლელი გზების მის ხელში არსებობით, სარგებლობდა და არამარტო იზღვევდა თავს ოსთა მოულოდნელი შემოჭრისაგან, არამედ მათ მახვილს თავის მტრების წინააღმდეგ მიმართავდა. ოსები [46] გზის გახსნის გულისათვის ხშირად ღებულობდნენ ქართლის ხელისუფალთა მიერ შეთავაზებულ პირობებს და ებრძოდნენ მის მტერს, რითაც ქართლის საქმესაც აკეთებდნენ და ნადავლსა და ტყვეებსაც შოულობდნენ44

ქართული წყაროები ოსთა ბელადებს `მეფეებს~ უწოდებენ. ტრადიციით ქართლის პირველ მეფეს ფარნავაზს აზონის წინააღმდეგ ბრძოლაში ოსები ეხმარებიან, რის შემდეგ იგი ოსთა `მეფეს~ თავის დას მიათხოვებს. მოგვიანებით მამის დისწულს, ოსთა `მეფეს~ დახმარებისათვის მიმართავს ფარნავაზის მემკვიდრე საურმაგი. მაგრამ ურთიერთობა, მხოლოდ დახმარებას როდი ითვალისწინებდა. უკვე V საუკუნეში ოსებმა ისარგებლეს ვახტანგ გორგასალის მცირეწლოვანებით და ქართლში შემოვიდნენ. ქართლში შემოსასვლელი ძირითადი გზა დარიალის კარი ოსებს არც უცდიათ გამოეყენებინათ, რადგან იგი ძლიერ გამაგრებული ყოფილა. ისინი მის დასავლეთით არსებული რომელიღაც უღელტეხილით გადმოსულან, უკან კი დარუბანდის გზით დაბრუნებულან. მრავალ ტყვესთან ერთად ვახტანგის სამი წლის და მირანდუხტიც წაიყვანეს.

მოგვიანებით ვახტანგმა რევანშის მიზნით განვლო დარიალის კარი და მდინარე თერგზე შეხვდა ოსთა ლაშქარს. წყაროებში ამას მოსდევს ვახტანგის შერკინების ამბები თარხანხაზართან და ოსბაყათართან. იმარჯვებს ვახტანგი. [47]

ქართველები და ოსები საბოლოოდ დაზავდნენ. რა მიზანი ჰქონდა ან ოსებს, ანდა ვახტანგს, ამაზე მოგვეპოვება `ქართლის ცხოვრებაში~ ვახტანგ გორგასალთან გვიანდელი ჩანართი: `ხოლო დაიმორჩილა ოვსნი და ყივჩაყნი, და შექმნა კარნი ოვსეთისანი, რომელთა ჩუენ დარიანისად უწოდთ. და აღაშენა მასზედა გოდოლნი მაღალნი, და დაადგინა მცველად მახლობელნი იგი მთეულნი. არა ხელეწიფების გამოსვლად დიდთა მათ ნათესავთა ოვსთა და ყივჩაყთა თვინიერ ბრძანებისა ქართველთა მეფისა~45.

ეს პატარა ჩანართი ქართველოსთა კონფლიქტის თაობაზე ვახტანგის დროს ბევრ რამეზე მეტყველებს. ჩანართის ავტორს კარგად ესმოდა, რომ შეჯახება დარიალის კარების გარშემო მოხდა. ოსებს უნდა მოეხერხებინათ მისი გახსნა. რაკი ვახტანგისათვის ოსეთის კარის შექმნა საჭირო გამხდარა, მან შეუპოვარი ბრძოლით დაიბრუნა გასასვლელი (თერგზე ბრძოლა _ გზის მიდამოებში სწორედ ამის მაჩვენებელია) და მასზე ციხესიმაგრეები ააგო (შეიძლება განაახლა, რადგან გზა მანამდეც გამაგრებული იყო) და ადგილობრივ მთიელ ტომებს დაავალა მისი დაცვა. ჩანართში ყივჩაღთა ხსენება ანაქრონიზმია, რადგან V საუკუნეში ყივჩაღთა ხსენება კავკასიაში ჯერ არც კი ყოფილა.

ჩრდილო კავკასიიდან გადმომავალ გზაზე საქართველოს კონტროლის დამყარება ნიშნავდა ჩრდილოეთ კავკასიელ ტომთა, განსაკუთრებით ოსთა დაქვემდებარებას საქართველოს პოლიტიკური ინტერესებისადმი. ასეთ [48] ვითარებაში საქართველოს შეეძლო თავისი პირობები ეკარნახებინა ოსებისათვის.

ქართულოსური ურთიერთობის ფოლკლორული მასალიდან მკვლევრები ხაზს უსვამენ ხოლმე ვრცელი ქართული წარწერის არსებობას ნუზალის საყდარზე, რომელშიც ჩამოთვლილია ოსბაყათარის წინაპრები და მის ქართველთა მეფესთან ორთაბრძოლაზე უკანასნელის დის მოტაცების გამო. მოვიყვანთ ტექსტს:

“ჩვენ ვიყავით ცხრანი ძმანი,

ჩარჯონიძე-ჭარხილანი;

ოს _ ბაყათარ, დავით სოსლან,

ოთხ სამეფოთ მებრძოლანი;

ფიდაროს, ჯადაროს, საყურ

მტერთა რისხვით შემხედვარნი;

გიორგი, ისაკ, რომანოზ

იქმნეს ქრისტეს კარგი ყმანი,

ჩვენ გვიჭირავს მიმავალთა

ოთხის კუთხის ვიწრო გზანი.

კასარს სიმაგრე მაქვს, საბაჟო,

აქ მიჭირავს ხიდის კარი

საიქიოს მოიმედე,

სააქაოს კარგა მდგარი.

ოქროსა და ვერცხლის მიწა

იმდენი მაქვს, ვითა წყალი.

კავკასიონი დავიპყარ,

ოთხ სამეფოდ გავუმკლავდი,

ქარველ მეფეს და მოვტაცე,

არ დავაგდე ჩემი გვარი.

მომწვდა, ფიცით მიღალატა,

მან დაიდვა ჩემი ბრალი:

ბაყათარ წყალსა მიეცა

აღიხოცა ოსთა ჯარი.

ვინცა ეს ლექსი იხილოთ

მცირედ ბრძანეთ შენდობანი”46.

ვახტანგ გორგასლის შემდეგ ქართველოსთა ურთიერთობის შესახებ ცნობები ქართულ წყაროებში გარკვეული ხნის მანძილზე შედარებით იშვიათია. ეს უნდა აიხსნას ერთის მხრივ იმით, რომ საქართველო დამპყრობელთა აგრესიის ობიექტად იქცევა და ქართველი ისტორიკოსებიც მთავარ ყურადღებას მათთან ბრძოლას უთმობენ. მეორეს მხრივ ოსეთიც დამპყრობელთა თავდასხმების არეში ექცევა და მეზობელ ქვეყნებთან აქტიური ურთიერთობის საშუალება ესპობა. ოსთა მიერ ქრისტიანობის მიღების დროიდან (X საუკუნე) იზრდება მისი ინტერესი ქრისტიანული სამყაროს კულტურული მონაპოვრებისადმი. ქრისტიანობის საშუალებით ქართული ენა გავრცელდა ჩრდილო კავკასიაშიც. პირველ რიგში ჩერქეზებსა და ალანებში. ამ დროიდან ქართული კულტურის ბაზაზე აღზრდილი ოსების რიცხვი საკმაოდ უნდა გაზრდილიყო. შემთხვევითი არ არის, რომ ქრისტიანულ კულტთან დაკავშირებული ტერმინები ოსურში თითქმის ქართულია: ძუარ (ჯვარი), კვირა, მთავარანგელოზი, მარხვა, პარასკევი, მიქელგაბრიელი, ქრისტე, მარიამი, წმინდა გიორგი (ვასთირჯი), ილია წინასწარმეტყველი და სხვ. [50]

ქართულიდან ოსურში ათვისებულ იქნა მებაღეობამებოსტნეობის ტერმინები: კიტრი, ბოლოკი, ნიორი, ბალი და სხვ. მატერიალური კულტურის ელემენტები: ფოცხი, ტიკი, კაბა, წინდა, დროშა, კირი, ხერხი და სხვ. საინტერესოა, რომ ვ. აბაევმა ოსურ ენაში, მხოლოდ მეგრული ელემენტების გავრცელების 11 მაგალითი მოიყვანა47.

XI საუკუნიდან საქართველოს ოსეთთან ურთიერთობის სიმტკიცისა და გაფართოების მიზნით ამ ქვეყნების მმართველ წრეებს შორის ხშირდება დინასტიური ქორწინებები. ქორწინება ყველა ეპოქაში ნათესაური ურთიერთობის დამყარების მნიშვნელოვან საშუალებად იყო მიჩნეული. შუა საუკუნეებში დინასტიური კავშირი სახელმწიფოთა შორის პოლიტიკური კავშირის დამყარების, ან თუ ასეთი კავშირი უკვე არსებობდა, მისი შემდგომი განმტკიცებისა და გამარადისების იარაღს წარმოადგენდა. საქართველოოსეთის ურთიერობაში მსგავსი დინასტიური ქორწინებანი არსებულ მეგობრულ ურთიერობათა განმტკიცებაშენარჩუნებას ისახავდნენ მიზნად. ისინი თავისებური თანამშრომლობისა და ურთიერდახმარების ხელშეკრულებათა როლში გვევლინებიან, ხოლო მათი პრაქტიკული მიზნები ყველა ამ ქორწინების უახლოეს შედეგებში პოულობდა თავის აშკარა გამოხატულებას.

ოსეთის მეფის ასულები, რომლებიც საქართველოში თხოვდებოდნენ, პოლიტიკური ორიენტაციის განმტკიცების გარდა, თავიანთ სამშობლოში ქართული რელიგიისა და კულტურის პროპაგანდისტებიც იყვნენ. ქართულმა და უცხოურმა ისტორიულმა წყაროებმა შემოგვინახეს ოსეთიდან მოყვანილი ისეთი დედოფლების სახელები, როგორიც იყვნენ ალდე _ გიორგი I-ის მეორე მეუღლე, ბორენა _ ბაგრატ IV-ის მეუღლე, ბურდუხანი _ გიორგი III-ის მეუღლე. [51]

*დავით სოსლანი ამავე დროს იყო საქართველოს მეფის გიორგი I-ის მეექვსე შთამომავალი.

საგულისხმოა, რომ თამარის პირველი ისტორიკოსის ცნობით (სამწუხაროდ, ეს სხვა წყაროებით, მათ შორის, დავით აღმაშენებლის ისტორიკოსის თხზულებაში არ დასტურდება), დავითის ერთერთი ქალიშვილი ოსეთში ყოფილა გათხოვილი. ისტორიოგრაფიაში შენიშნულია, რომ დინასტიური ქორწინებები და ნათესაური კავშირის დამყარება საქართველოს სამეფო კარისთვის ოსეთის დამორჩილების ერთერთი ხერხი იყო48.

პირად ცხოვრებაში პოლიტიკის ზეგავლენას ვერ ასცდა თამარი. დიდგვაროვანი ფეოდალების სურვილით მოხდა მისი პირველი ქორწინება გიორგი რუსზე. შემდეგ თამარის მთხოვნელთა შორის გაიმარჯვა ოსმა უფლისწულმა, რაც იმის მაჩვენებელია, რომ დავით სოსლანის49 მომხრეთა დასი ძლიერი იყო და მხარს უჭერდა ისეთ საქორწინო აქტს, რომელიც ქვეყნის შემდგომ გაძლიერებას შეუწყობდა ხელს*.

სისხლით დანათესავება, რომელსაც მიმართავდნენ ამ პერიოდში და შემდეგშიც მთიელი თავადები და ქართველი მეფეები, მათ ერთმანეთთან მხოლოდ დროებით აზავებდა და არიგებდა. გაცხარების ჟამს შვილი თავს ჰკვეთდა მამას, ძმა თვალებს თხრიდა ძმას, მამა [52] ჰყიდდა შვილებს. ხშირად ძალაუფლება სისხლით ნათესაობაზე და სარწმუნოებაზე უფრო ძლიერი აღმოჩნდებოდა. როცა ტახტზე ადიოდნენ, ყველაფერს ივიწყებდნენ: თავადისა და მეფის ტიტული რეცხავდა ყოველგვარი დანაშაულის კვალს.

დანათესავება საქმეს ვერ შველოდა, მაგრამ მას მაინც მიმართავდნენ, როგორც უკანასკნელ ღონისძიებას. მძიმე წუთებში ნათესაობის სჯეროდათ ისევე, როგორც სიკვდილის პირას მისულ ავადმყოფ ადამიანს ყოველგვარი წამლის სჯერა, ოღონდ გაიხანგრძლივოს გარდაუვალი აღსასრულის დადგომის ჟამი50.

XII საუკუნის დასაწყისში დავით აღმაშენებლის მიერ ოსეთთან დამყარებულ ურთიერთობას მოჰყვა ოსეთის მოქცევა საქართველოს პოლიტიკური და კულტურული გავლენის სფეროში. დავითის ისტორიკოსის განცხადებით, საქართველოს სახელმწიფოს საზღვრები დავით აღმაშენებლის მეფობის დასასრულს გადაჭიმული იყო ნიკოფსიიდან დარუბანდამდის, ოსეთიდან არეგაწამდე. დავითის `… აჩრდილსა შეკრებულ იყვნეს ერნი, ტომნი და ენანი, მეფენი და ხელმწიფენი ოვსეთისა და ყივჩაყეთისანი, სომხეთისა და ფრანგეთისანი შარვანისა და სპარსეთისანი~51.

გზები, რომლებიც აკავშირებდნენ ოსებს საქართველოსთან იმდროინდელი საქონლის გამტარი არტერიებც იყვნენ. დარიალის გზაზე სწორედ მონღოლთა შემოსევამდელ პერიოდში წარმოშობილი: ჟინვანი და დუშეთი, თამარაშენი _ დიდი ლიახვის ხეობაში, მიუთითებენ ჩრდილოეთთან საქართველოს ურთიერთობის სიცხოველეზე. ოსების სუსტ ეკონომიკაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ მათ არ გააჩნდათ მარილი, კანაფი, ბამბა და აბრეშუმი, ამიტომ ოსების ტანსაცმელს ცხოველების ტყავი წარმოადგენდა XVIII საუკუნეშიც კი. აქედან გამომდინარე მათთვის აუცილებელ საგნებს იძენდნენ ქართლში, რაჭაში და ჩერქეზეთში (ვახუშტი).

მონღოლთა ბატონობის დროს საქართველო და მთლიანად კავკასია მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. საქართველოს ქალაქებსა და სამიწათმოქმედო მესაქონლეობის ტერიტორიებს იკავებენ ჩრდილოეთის ურდოსაგან დევნილი ჩრდილო კავკასიის ტომები, რომლებიც ილხანთა სამსახურში შედიან.

მონღოლთაგან იმერკავკასიის ველებზე განადგურებული ოსები სხვადასხვა მიმართულებით იფანტებიან. ოსთა ძირითადი ნაწილი შემოდის მთებში, იქიდან კი დვალეთის ტერიტორიაზე, საიდანაც დვალებთან ერთად ქართლის ბარისაკენ მოიწვენ. ოსთა გადმოსვლა ძირითადად არდონის ხეობით _ როკის უღელტეხილით ხდება. სწორედ ამ გზის დასასრულს (შიდა ქართლში _ გორქარელის რაიონებში) გაიშალა ძირითადი ოპერაციები, ოსთა სამხრეთით მოძრაობისას მამისონის უღელტეხილი არ გამოყენებულა, რაც იმის შედეგი იყო, რომ მონღოლთაგან შედარებით მოსვენებულ დასავლეთ საქართველოს ფეოდალურ წრეებს საკმაო ძალა გააჩნდათ გზის დასაცავად. რომ ამ გზის გამოყენებისაკენ მიმართული [54] ცდებიც უნდა ყოფილიყო, ამას შეიძლება მოწმობდეს რაჭულ ხალხურ სიტყვიერებაში დაცული ერთი ლექსი, რომლის თანახმად: `ჟღელეს ჩამოდგა ლაშქარი, დიდი ლაშქარი ოვსი და დვალი~52

დავით VIIის მეფობაში `ბერქა ყაენისაგან ლტოლვილი~ ოსების ერთერთი დიდი პარტია დარუბანდის გზით გადმოსულა საქართველოში. მეფეს ის ჰულაგუ ყაენთან გაუგზავნია. `ულუ ყაენმან შეიწყნარა ფრიად და უბოძა ხარაჯა და მოლაშქრედ და თანამებრძოლველად განაჩინა~. მოლაშქრეებად ქცეული ოსები ყაენს ისევ საქართველოში, დავით მეფესთან გამოუგზავნია (`და ესრეთ მეფის თანავე წარმოავლინა~), რომელმაც მათ ყაენისავე ბრძანებით, მუდმივ საცხოვრებლად და სახარაჯოდ გადასცა ადგილები: ქ. თბილისში, ქ. ჟინვანსა და მის მიდამოებში (არაგვის ხეობაში), ქ. დმანისსა და მის მიდამოებში (ქვემო ქართლში, ტაშირი).

ქართველი ჟამთააღმწერლის ცნობები მოწმობენ, რომ საქართველოში მოსული ოსები მაღლი სოციალური წრის ერთიანი პოლიტიკური ორგანიზაციით შეკავშირებული თემია, რომელსაც ერთი, მმართველი _ დინასტი ჰყავს. წყარო ასახელებს მათ უფროსს _ ლიმაჩავს, რომელიც გარდაცვლილი მეთაურის ქვრივია. მას ახლავს ორი მცირეწლოვანი მემკვიდრე: უფროსი ფარეჯან და უმცროსი ბაყათარ. ქვრივს თან მოყვა `სხუანი თავადნი მრავალნი~, ესენი მისი მხლებელი მსახურმოლაშქრეები არიან. მოსული ოსების მრავალრიცხოვნობას მოწმობდა მათთვის [55] დიდი და თანაც შემოსავლიანი ადგილების გამოყოფა. იგივე ფაქტი ადასტურებს, რომ ისინი ბინადარი, მიწათმოქმედი საზოგადოებაა.

ოსებისათვის მიცემული ხარაჯის წყარო, ბუნებრივია, ის მიწაწყალი უნდა ყოფილიყო, სადაც ისინი დაასახლეს. ჟინვანში, დმანისსა და თბილისში (მიმდგომი ტერიტორიებითურთ) ოსების დასხდომა მხოლოდ საცხოვრისს კი არა, ამ ტერიტორიების ექსპლოატაციასაც გულისხმობდა. უეჭველია, საგანგებოდაც გამოყვეს მათთვის ასეთი მაღალი სასოფლოსამეურნეო და სავაჭრო შემოსავლიანი ადგილები. შემთხვევითი არაა, რომ სამივე ეს ობიექტი ქალაქია და ისიც სამეფო საკუთრება. ამ ადგილების სამონღოლო ხარაჯა (რომელიც სხვა ადგილების ხარაჯასთან შედარებით სრული და არამცირე იქნებოდა) უნდა რეგულარულად მოეხმარათ ჩამოსახლებულებს საყაენო სამხედრო სამსახურის სანუქფოდ. დასახლებული ადგილების ხელსაყრელი ბუნებრივი პირობები, რასაკვირველია, კარგად დააკმაყოფილებდა მათ სხვა სამეურნეო მოთხოვნილებებსაც.

ამგვარად, ჟინვანში, დმანისსა და თბილისში მსხდომნი ოსები ამ მხარეებს თავისებურ მფლობელებად მოევლინენ, ამ მიწაწყლის შემოსავლის მოზიარე შეიქნენ. ოსები მონღოლთა მხარდაჭერით აფართოებენ თავიანთ უფლებებს და სამფლობელო ტერიტორიებს, ცდილობენ სამუდამოდ გამოდევნონ ადგილობრივი მფლობელები (წვრილი და საშუალო მიწისმფლობელები)53. [56]

ამდენად, XIII საუკუნის 70იან წლებში ოსთა გარკვეული ნაწილი საქართველოშია. მონღოლთა უშუალო ხელშეწყობით ოსები 1292 წელს გორს იკავებენ. ქართველი ხელისუფალნი მაშინვე ცდილობდნენ ოსთა თარეშის აღკვეთას, მაგრამ ფაქტობრივად ქართველთა ბრძოლა შედეგს არ იძლეოდა. ოსები სარგებლობდნენ მონღოლ მოლაშქრეთა სტატუსით, მათი მხარდაჭერით და წაქეზებით მოქმედებდნენ. შემთხვევითი არ იყო, რომ აჯანყებული დავით VIIIის წინააღმდეგ მონღოლთა ლაშქარში მონაწილეობდნენ `ოსნი რომელი სხდეს გორს, ოსთა მთავარი ბაყათარ~54.

XIII საუკუნის მეორე ნახევარში და XIV საუკუნის პირველ მესამედში აღმოსავლეთ საქართველო მართალია მონღოლთა (ჰულაგიდების) ბატონობის ქვეშ იყო, მაგრამ ამასთანავე გარკვეული შინაგანი ავტონომიით სარგებლობდა. ამის გამო, ემიგრირებულ ოსებს ქართლში დახვდა ხელისუფლების ორი დამოუკიდებელი სისტემა: ერთი, ქართული ფეოდალური ორგანიზაცია მეფის მოთავეობით, მეორე, მონღოლთა სამხედრო გარნიზონები და ნოინები, რომლებიც ილხანთა (ჰულაგიდების) ბატონობის განმასახიერებელნი იყვნენ. ამ ორი პოლიტიკური ძალის დაპირისპირება იყო მთავარი პოლიტიკური წინააღმდეგობა იმ დროს ქართლში.

ქ. გორის ოსთაგან განთავისუფლებისათვის ბრძოლის ხანგრძლივობა _ სამი წელი, განპირობებული იყო იმ სახელმწიფოებრივი სტრუქტურების ნგრევის სიძნელეებით. [57] რომელიც საქართველოში დაინერგა მონღოლთა მიერ ასი წლის ბატონობის პერიოდში.

ფაქტობრივად ეს იყო შენიღბულშეფარული ბრძოლა მონღოლოსებსა და ქართველებს შორის.

შენიღბვა კი იმაში მდგომარეობდა, რომ საქართველოში მიმდინარე მონღოლური სტრუქტურების ნგრევა მაინცდამაინც თვალში საცემი არ უნდა ყოფილიყო. ქართველებს არ უნდა გაესწროთ იმ პოლიტიკური მოვლენებისათვის (შიდა რღვევა), რაც მიმდინარეობდა ირანის ილხანთა სახელმწიფოში და არც შესაფერისი დრო უნდა გაეშვათ ხელიდან. ეს კი საქართველოს სამეფოს ხელმძღვანელობიდან დიდ პოლიტიკურ გამოცდილებასა და ალღოს თხოულობდა.

ვახუშტის თანახმად ოსთა `განსხმა~ მოხდა ჩობან ნოინის სიკვდილით დასჯის წინ. ჩობანი კი სიკვდილით დასაჯეს 1327 წელს. ამდენად, გორის განთავისუფლების ზედა ზღვრად უნდა მივიღოთ 1327 წელი.

როგორც ვხედავთ ჩობან ნიონის სიკვდილით დასჯის შემდეგ გიორგი V მკვეთრად ცვლის ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკურ კურსს, გამოზომილი მოქმედებიდან აქტიურ პოლიტიკაზე გადადის55.

ბრძოლებში ცენტრალური ხელისუფლების მხარეზე მონაწილეობდა მთის მოსახლეობაც: `ცხრაზმის~ (ქსნის) საერისთავოს ლაშქარი (ვირშელი ერისთავის მეთაურობით) და `მთიულნი არაგვისანი~, ჩრდილოეთიდან [58] კავკასიაზე გადმოსასვლელი გზებიც მტკიცედ დაუჭერია56.

(ქსნის) “ცხრაძმის” ერისთავების მიკუთვნება ოსთა სამეფო სახლისადმი, როგორც ზოგიერთი ოსი ავტორი ფიქრობს, არის ლეგენდა, ისეთივე, როგორიც ჰქონდათ საქართველოს ფეოდალთა თითქმის ყველა ძლიერ ოჯახს. მაგალითად, ორბელიანები თურმე ჩინეთიდან მოსულან, ამილახვრები _ იტალიიდან, ციციშვილები _ იერუსალიმიდან. აღსანიშნავია, რომ მსგავსი ლეგენდები ყოფილა გავრცელებული თვით ოსეთში. ამდენად, ქსნის (ცხრაზმის) ერისთავთა ოსი ეროვნებისადმი მიკუთვნება ორივე შემთხვევაში გამორიცხულია57.

ხაზგასასმელია, რომ ქართველოსთა ეკონომიკური ურთიერთობა არასოდეს არ შეწყვეტილა. მაშინაც კი, როდესაც ოქროს ურდოსა და ილხანთა შორის ბრძოლის შედეგად ჩრდილო კავკასიის მნიშვნელოვანი სავაჭრო როლი დასუსტდა, ოსთა ეკონომიკური ურთიერთობა საქართველოსთან მაინც გრძელდებოდა, თუმცა მისი მასშტაბი საგრძნობლად შემცირდა. XVIIXVIII საუკუნეებში და შემდგომ ხანაში ქართლში, იმერეთში, რაჭაში ოსების მიმოსვლა სავაჭროგაცვლითი მიზნით, ისევე, როგორც პირიქით, ძველი ტრადიციული ურთიერთობის გამოძახილს წარმოადგენდა58. [59]

ჯერ კიდევ სასანური ირანისა და არაბთა მძლავრობის ხანაში, ე. ი. ადრეულ შუასაუკუნეებში, დვალეთი და ქართლი მოქცეული იყო ერთ სახელმწიფოებრივ საზღვრებში. დვალეთი ეკლესიური ორგანიზაციის მხრივ ძველად ნიქოზის საეპისკოპოსოში შემოდიოდა.

გვიანი შუასაუკუნეების დასაწყისიდან გარკვეული მიგრაციული პროცესების შედეგად დვალეთში მკვიდრდება ოსი მოსახლეობა. ამისდა მიუხედავად დვალეთის კავშირი ქართლთან არ შეწყვეტილა. ამას ადასტურებს არქეოლოგიური აღმოჩენები. დვალეთის ჩრდილო მიჯნაზე, წეის ხეობაში, სალოცავ რექომთან არქეოლოგიური გათხრების შედეგად 1926 წელს აღმოჩნდა 151 მონეტა. მათი დიდი უმეტესობა წარმოადგენს XV საუკუნის ქართულ მონეტებს. არის ქრონოლოგიურად უფრო გვიანდელი მონეტებიც. გვხვდება ირანულსეფევიდური და ოსმალური მონეტებიც, რომლებიც რექომში უთუოდ ქართლიდან იქნებოდნენ მოხვედრილნი59.

ქართლის სამეფო ხელისუფლების და მთის ოსების გარკვეული წრეების კეთილურთიერთობაზე მეტყველებენ ნივთიერი კულტურის დღემდე შემორჩენილი სხვადასხვა საგნები. მათ რიცხვს ეკუთვნის აგრეთვე XVII საუკუნის ბოლო ათეული წლების სამი ზარი ქართული წარწერებით. ორი დაცულია ჩრდილო ოსეთის ავტონომიური რესპუბლიკის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში. აქედან ორი ზარი მეფე გიორგი XI-ს მიერაა შეწირული _ ერთი [60] სოფელ წეისთან არსებული სალოცავ რექომისადმი, ხოლო მეორე სოფელ ჯიბღისში წმ. გიორგის ეკლესიისადმი.

წარწერები ამოჭრილია ზარების ზედაპირზე. პირველი იკითხება ასე: `ქ. ჩვენ ბაგრატონიანმან ხელმწიფემ დიდისა მეფისა შახნავაზის შვილმან მეფემ გიორგიმ შემოგწირეთ ზარი ესე მამა წმინდას ქვეყანასა ოსეთისასა სალოცავად დიგორისასა და დვალეთისასა ჩვენდა სადღეგრძელოდ და მეფობისა ჩვენისა წარსამატებლად ქორონიკონსა ტნიც~. ე. ი. 1680 წ.

მეორე წარწერა გვამცნობს: `ქ. ჩუენ: ხელმწიფემან: მეფეთ მეფემან: პატრონმან: გიორგიმან შემოგწირეთ: ზარი ესე, შენ წმინდა გიორგის ჯიბდსისასა. ჩუენდა გასამარჯვებლად ქორონიკონსა ტოა~, ე. ი. 1683 წ.

ძნელია გარკვევა, თუ რა ვითარებაში მოხდა ეს შეწირულება, მაგრამ უდავოა, რომ ზარები შეწირული ყოფილა გიორგი XIს ქართლში პირველი გამეფების წლებში.

მესამე ზარი არჩილ მეფის მიერაა შეწირული იმავე სოფელ ჯიბღისის წმ. გიორგის ეკლესიისადმი. ზარის ზედაპირზე _ ირგვლივ გაკეთებული წარწერა ასე იკითხება: `ქ. მეფემ არჩილ დავდე ეს ზარი ჯიბღის საჯვარეს ღმერთმან ქნას ამის ხმაზე მოდოიდნენ ოსნი სამების მადიდებლად~. წარწერას თარიღი არა აქვს. მაგრამ ვახუშტის ცნობით, არჩილ მეფეს თავისი პოლიტიკური მოღვაწეობის მარცხიანობის გამო მოუხდა თავის შეფარება დვალეთსა და ოსეთში 16801682 წლებში და 16971699 წლებში; ხოლო 1688 წელს რუსეთიდან საქართველოში დაბრუნებისას გზად ისევ ოსეთსა და დვალეთზე გადმოიარა. უნდა ვივარაუდოთ, რომ ზარის შეწირვა მოხდა ერთერთ ამ თარიღთაგანში. [61]

XVIII საუკუნის პირველ ნახევარში ოსი ხალხის ისტორიაში ცნობილი ზრამაგელი წარჩინებული ზურაბ გიორგის ძე ელიყანაშვილი ვახტანგ VI დაახლოებული და ერთგული პირი იყო. XVIII საუკუნიდან ცნობილია რიგი სიგელებისა, რომლებიც ქართველ მეფეებს დვალეთში მოსახლე წარჩინებულ ოსებზე გაუციათ: ხენჩაურზე, ხეთაგურზე, ელიყანაშვილზე და სხვებზე, მათი ერთგული ნამსახურების ჯილდოდ. ამგვარი ხასიათის ურთიერობის ტრადიცია გრძელდებოდა XVIII საუკუნის მთელს მანძილზე. XIX საუკუნის დასაწყისშიც კი ფეოდალურ საქართველოს სამეფოს გაუქმებით უკმაყოფილო ლევან ბატონიშვილი ერთხანს დვალეთში აფარებდა თავს60.

 

გაგრძელება

ოსების ჩამოსახლება საქართველოში და მათი განსახლების არეალი

 

———————-

52 g. TogoSvili, dasax. naSromi, gv. 221.

53 saqarTvelos istoriis narkvevebi, t. III, Tb., 1979, gv. 581582.

54 v. RunaSvili, qsnis saerisTavos politikuri istoria, Tb., 2007, gv. 54.

59 v. gamrekeli, masalebi dvaleTis da qarTlis urTierTobis istoriidan, `Zeglis megobari~, #14, 1968, gv. 17.

60 v. gamrekeli, dasax. naSromi, gv. 1819.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s