Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

• რუსები და ოსები

ავთანდილ სონღულაშვილი – “სამხრეთ ოსეთი” საქართველოში?! 

 რუსები და ოსები

XIX საუკუნის დასაწყისში რუსეთის მიერ ჯერ ქართლკახეთის და მოგვიანებით სრულიად საქართველოს დაპყობის შემდეგ, ოსებმა ქართველებთან ერთად მალე იგემეს მომხვდურის კოლონიური პოლიტიკის სუსხი. საბატონყმო გადასახადებით ისედაც შევიწროებული მოსახლეობის მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა. ცარიზმის საოკუპაციო ჯარების შენახვა და მათი სამსახური სულ უფრო და უფრო აუტანელი ხდებოდა. რუსული მმართველობის დიდ თუ პატარა მოხელეთა და მოსამართლეთა თვითნებობამ, მექრთამეობამ, უსამართლობამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. რუსული მმართველობა მძიმე ტვირთად დააწვა ხალხს, რასაც თვით ცარიზმის მოხელეებიც არ მალავდნენ.

ცარიზმის კოლონიური რეჟიმი განსაკუთრებით მძიმე იყო XIX საუკუნის პირველ მესამედში, როდესაც რუსეთი განუწყვეტელ ომებს აწარმოებდა სამხრეთ კავკასიაში სპარსეთთურქეთისა და ადგილობრივი სახანოების წინააღმდეგ. ცარიზმი ამ ომებისათვის საჭირო მძიმე სამეურნეო ტვირთს ქართველ გლეხობას აკისრებდა. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა საქართველოს სამხედრო გზისპირის მოსახლეობა. XIX საუკუნის დასაწყისში ეს იყო ერთადერთი გზა, რომელიც რუსეთს აკავშირებდა ახლად დაპყრობილ ქართლკახეთთან. ამ გზით მოდიოდა ჯარი, მოჰქონდა საქონელი და ფოსტა. [85]

რუსთა ჯარების რეგულარული სვლის გამო გზა მაშინ დიდ მომსახურებას საჭიროებდა. იგი მოითხოვდა შეკეთებასა და გაფართოებას. ზვავებისაგან გაწმენდას, ამ გზით მომავალი ჯარის სურსათსანოვაგით უზრუნველყოფას. ყველა ეს ბეგარავალდებულება აწვა საქართველოს სამხედრო გზისპირა და მის მახლობლად მცხოვრებ მოსახლეობას: მთიულეთის, ჭართლის, ხანდოს, ხევის, გუდამაყრის, ჟამურის, თრუსოსა და სხვა ხეობათა მცხოვრებთ. სულ რაღაც ორიოდე წელიწადში ხალხი წელში გაწყდა ამ გზის მომსახურებისაგან.

როდესაც განაწამები მოსახლეობა საჩივარს წერდა და მდგომარეობის შემსუბუქებას ითხოვდა, ადგილობრივი რუსული მმართველობა მთიელების ამ `საქციელს~ რუსი ხელმწიფისადმი მიცემული ფიცის გატეხად და ამბოხებად თვლიდა და დამსჯელი ექსპედიციით აწიოკებდა. ასე, მაგალითად, ჟამურელებმა იჩივლეს. პასუხად მათ დამსჯელი ექსპედიცია მოევლინა ანანურის კაპიტანისპრავნიკ სტაროსვეტსკის მეთაურობით. თუ როგორ დასაჯა ისინი კაპიტანისპრავნიკმა, ამის შესახებ ჟამურელები წერდნენ: `ამას წინათ ის (კაპიტანისპრავნიკი) ჟამურს მოვიდა, დაიჭირა ოსები. გობში, საიდანაც ძაღლები სვლეპენ, შრატი ჩაასხა, დახოცა კატები და შიგ ჩაყარა, შიგვე ჩაყარა ადამიანის სიბინძურე და მათ აჭამა. იმავე ოსებს რვა სახლი დაუწვა, სადაც 300 კოდი ქერი დაიღუპა~.

რუსი მოხელეები აიძულებდნენ მათ უფასოდ გამოეყვანათ ხარურმები, ცხენები, მიეცათ სურსათ-სანოვაგე, პური, ქერი, ფრინველპირუტყვი, ცხენებისათვის თივა და სხვა., ხოლო ფულს არ უხდიდნენ108

1804 წლის ქართლის მთიანეთის აჯანყების დროს თაგაურელმა ოსებმა დაიწყეს გამოსვლები რუსთა წინააღმდეგ. რუსებმა მათ საქართველოსა და კავკასიის ხაზზე მიმოსვლა აუკრძალეს, აგრეთვე აუკრძალეს დუშელ და მუხრანელ ოსებს თაგაურელებისათვის სავაჭრო სურსათისა და საქონლის შეზიდვა.

ამ ღონისძიებებმა გააბოროტა თაგაურელი იოსები და იწყეს თავდასხმები რუსთა სამხედრო საგუშაგოებსა და რაზმებზე. აჯანყებულმა მთიულებმა მაშინვე სცადეს კავშირის დამყარება თაგაურელებთან, რუსებისათვის დარიალის კარების გადაკეტვის მიზნით.

თაგაურელ მებატონეთა შორის ყველაზე გავლენიანი იყო ახმეტ დუდაროვი, რომელიც ცხოვრობდა თერგის ხეობის სოფელ ჩიმში და კონტროლს უწევდა დარიალის გზას. იგი დაკავშირებული იყო ახალციხის ფაშასთან, იმერეთის მეფესთან და ტახტის მაძიებელ ბატონიშვილებთან. აჯანყებულებმა ამ მებატონის მომხრობით რუსთა ჯარის გადმოსასვლელად დარიალის გზა ჩაკეტეს.

აჯანყებული მთიულები 1000 კაცამდე მივიდნენ კობში. მათ შეუერთდა 1000 თრუსოელი ოსი. აიღეს კობის სამხედრო საწყობი და წაიღეს სურსათი, რკინა და [87] ტყვია. თაგაურელებმა ლარსისა და სხვა სამხედრო პოსტების ბლოკირება მოახდინეს109.

აჯანყების ჩაქრობის შემდეგ ოსებმა ქართველებთან ერთად სასტიკი რეპრესიები განიცადეს. შემთხვევითი არ იყო, რომ ოსები 18101811 წლების აჯანყების დროს გვერდში დაუდგნენ ლეონ ბატონიშვილს. ბაგრატიონთა დინასტიის წარმომადგენლისა და ქართული სამეფოს მხარდაჭერა ოსებმა უყოყმანოდ გამოხატეს და მათ მიმართ თავიანთი ერთგულება დაადასტურეს110.

1810 წლის სექტემბრის ბოლოს აჯანყებულთა დასასჯელად და ლეონის დასაჭერად ოსური სოფლების შუაგულში გაიგზავნა პოლკოვნიკი სტალი. სტალმა შეტევა ორი მიმართულებით განახორციელა _ ლომსიანთხევისა და ჯავის ხეობებზე. 30 სექტემბერს სტალის შეიარაღებულ ძალასა და პატარა ლიახვზე შეკრებილ 2000 ოსს შორის მოხდა სისხლისმღვრელი ბრძოლა, რომელიც დილის 7 საათიდან საღამოს 5 საათამდე გაგრძელდა. აჯანყებულებმა უკან დაიხიეს. სტალმა სოფელი მარალეთი დაიკავა. შემდეგ აჯანყებულები სხვა სოფლებშიც დამარცხდნენ. ამ ბრძოლებში აჯანყების ერთერთი აქტიური მონაწილე დურმიშხან ტუსიშვილი იქნა მოკლული. იგი სოფელ მარმაზეთში არსებულ კოშკში იყო გამაგრებული და შეუპოვარ წინააღმდეგობას უწევდა რუსებს. კოშკი აფეთქებულ იქნა და ტუსიშვილიც სხვა დამცველებთან ერთად დაიღუპა. [88]

რუსებმა გაიმარჯვეს ჯავის ხეობაშიც. მაიორ პოტლოგის ხელმძღვანელობით მათ აჯანყებულთა 2000იანი რაზმი დაამარცხეს.

რუსები სასტიკად გაუსწორდნენ აჯანყებულებს. დაწვეს ოცი სოფელი, დაანგრიეს საგვარეულო კოშკები. ამ სოფლების მოსახლეობამ რუსების ანგარიშგების შესაჩერებლად გაგზავნა უხუცესები, რომელთაგან სტალმა 12 ამოირჩია და გაგზავნა თბილისში მთავარმართებელთან. როგორც ტორმასოვი წერდა, `უდიდესი დამცირებისა და მორჩილების ნიშნად მათ მიესაჯათ თბილისის ქუჩებში ყელზე ხმალჩამოკიდებულებს გაევლოთ~. ამის შემდეგ ტორმასოვმა შეიწყალა ისინი. მოგვიანებით დასაჯეს ქართველი თავადებიც111.

გასაგები მიზეზების გამო საქართველოში მცხოვრებ ოსებს რუსეთის ხელისუფლებამ თავიდანვე თავს მოახვია მართვის ისეთი სისტემა, რომელიც თითქმის არავითარ ანგარიშს არ უწევდა ამ ხალხის ყოფით ჩვევებს, საუკუნეების მანძილზე გამომუშავებულ ადათწესებს. ხელისუფლება ისე ეწყობოდა, რომ მასში ადგილობრივ მკვიდრთაგან არავინ არ მონაწილეობდა. მართალია, არსებული წესის თანახმად სამოქალაქო საქმეები უნდა გადაწვეტილიყო ვახტანგ VIის სამართლის წიგნის მიხედვით, მაგრამ არც ვახტანგის სამართლის წიგნი და არც ადგილობრივი ადათები ცხოვრებაში თითქმის არასოდეს არ გატარებულა იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ არც ერთ რუს მოხელეს მათზე წარმოდგენაც კი არ ჰქონდა.[89]

ოსები თავიდანვე მტრულად შეხვდნენ მმართველობის ახალი სისტემის დამყარებას, სადაც ყველაფერი დამოკიდებული იყო ისპრავნიკზე ან სამაზრო პოლიციის რომელიმე სხვა მოხელის კაპრიზზე. ხალხმა ვერ აიტანა ძველი მამაპაპური ადათწესებისა და მმართველობის გაუქმება. მათთვის უცხო და მიუღებელი იყო ის ფორმალიზმი საქმის წარმოებაში, რაც ასე ახასიათებდა მმართველობის რუსულ სისტემას. მთელი ეს მხარე საყოველთაოსახალხო მღელვარებამ მოიცვა. მეფის მთავრობა იძულებული გახდა 1811 წელს სპეციალური ნოტით მიემართა ოსებით დასახლებული ხეობების მამასახლისებისათვის. თუ ეს მამასახლისები ოსი ხალხის სახელით დადებდნენ რუსეთის ხელმწიფე იმპერატორისადმი ერთგულების ფიცს, ოსებს პირდებოდა უფლებას თავიანთი საქმეები ემართათ თვით მათ მიერვე არჩეული მამასახლისების მეშვეობით, ისე, რომ ოსები დამოუკიდებელი იქნებოდნენ ისპრავნიკისა და ნებისმიერი საერობო უფროსისაგან. ნოტის თანახმად ოსები უშუალოდ უნდა დაქვემდებარებოდნენ ამიერკავკასიის მხედართმთავარს, ან მისი არყოფნის შემთხვევაში, საქართველოს მმართველს. მეფის მთავრობა ოს ხალხს პირდებოდა აგრეთვე ყველა მათი ჩვეულებისა და მმართველობის წესების ხელუხლებლად დატოვებას, ვაჭრობის თავისუფლებასა და სხვა პრივილეგიებს.

მაგრამ ყველაფერი ეს იყო მხოლოდ დაპირება, რომელიც ცხოვრებაში არასოდეს განხორციელებულა. ფაქტიურად მეფის მთავრობას ამით სურდა მოეგო ოსების გული, შეეღწია ოსებით დასახლებულ ხეობათა სიღრმეში, გაეტეხა მათი წინააღმდეგობა და სავსებით დაემორჩილებინა ისინი.

საერთოდ, თვალს თუ გადავავლებთ კავკასიის არქეოგრაფიული საზოგადოების აქტებს და ამ პერიოდის სხვა მასალებს, შეიძლება დავასკვნათ, რომ 1830 წლამდე ოსებით დასახლებულ ტერიტორიაზე მმართველობის რაიმე განსაზღვრული სისტემა არ არსებობდა. მართალია, მათ თავიდანვე დაენიშნათ განსაკუთრებული მოურავი ქართველ თავადაზნაურთა წრიდან, რომელმაც ოსური ენა იცოდა, მაგრამ ამ ინსტიტუტმა ფეხი ვერ მოიკიდა. ოსეთის სოფელი თუ ხეობა ძირითადად ისევ საუკუნეობრივი ადათწესებით ცხოვრობდა და მართავდა თავის საქმეებს.

1830 წელს პასკევიჩის მთავარმართებლობის დროს, მეფის რუსეთმა შეძლო ოსების საბოლოოდ დამორჩილება112.

ჯერ კიდევ ადრე გენერალმა სტრევალიოვმა შეიმუშავა პროექტი, რომლის თანახმადაც განზრახული იქნა ოსებით დასახლებული ყველა ხეობის სათავეში განსაკუთრებული მოურავის დაყენება. პროექტი ითვალისწინებდა ოთხი მოურავის დანიშვნას. აქედან სამი მოურავი ენიშნებოდა გორის მაზრაში მცხოვრებ ოსებს. პროექტის თანახმად გორის მაზრის ამ სამ მოურავს უნდა დანიშვნოდათ ერთი მთავარი მოურავი. პასკევიჩმა კომისიის დასკვნების საფუძველზე, ოსები ხელოვნურად დაჰყო და ადმინისტრაციულად მისი ერთი ნაწილი ჩარიცხა გორის მაზრაში, ხოლო ნაწილი [91]

კი მთის ხალხთა მმართველობაში, რომელიც შეიქმნა ჯერ კიდევ 1817 წელს. იგი როგორც ცალკე ადმინისტრაციული ერთეული აერთიანებდა საქართველოს სამხედრო გზის გასწვრივ მცხოვრებ მთის ხალხებს.

ოსებით დასახლებულ ხეობებს მოურავების ნაცვლად დაენიშნათ ბოქაულები, რომელთაც დაეგზავნათ სპეციალური ინსტრუქციები. ბოქაულები დაინიშნენ ჯავის, კოშკროკის, მაღრანდვალეთის და ქსნის ხეობებში. აქედან მაღრანდვალეთის ხეობის ბოქაული დაექვემდებარა მთის ხალხთა მმართველს, ხოლო დანარჩენი სამი _ გორის საოკრუგო უფროსს. ასეთი გარდაქმნები ძალაში დარჩა 1834 წლამდე113.

დაპყრობილი საქართველო, რომ არასდროს შეურიგდებოდა დამპყრობელ რუსეთს, კარგად გამოჩნდა ეროვნულგანმათავისუფლებელი ბრძოლის პირველ ეტაპზეც. კერძოდ, XIX საუკუნის პირველი ნახევრის აჯანყებების ფონზე. ამიტომ საიმპერატორო კარმა დასაყრდენი აქ მცხოვრებ ეროვნულ უმცირესობათა შორის გაიჩინა. მათთვის პრივილეგიების მინიჭება და ქართული მიწის დანაწილება მთავარი პრიორიტეტი გახდა.

როგორც ზევით აღვნიშნეთ, ჩვენში ხიზნები, ძირითადად ოსები იყვნენ. მათ ქართველ თავადაზნაურთა საუკეთესო მიწები ეჭირათ. და აი, ეს მიწები ვორონცოვის პროექტით, კავკასიის ქედიდან მეჯვრისხევამდე,[92] საციციანოსა და საჯავახოში, ათიათასობით დესეტინა, უფასოდ უნდა გადასცემოდათ ზედ მოსახლე ოსებს114.

იმპერიის მესვეურთ კარგად ესმოდათ, რომ ტერიტორიის თანდათანობით ხელიდან გამოცლა ქართველებისათვის ისტორიულპოლიტიკური ნიადაგის საბოლოო გამოცლა იქნებოდა. `ხიზანთა მოწყობის პროექტად~ კი განსაზღვრული იყო საქართველოს ტერიტორიაზე ოსთა სახელმწიფოებრივტერიტორიული მოწყობა, რასაც ქართული საზოგადოებრივი აზრი მძაფრად აკრიტიკებდა115.

ქემერტკეხვს ზემოთ, გუფთამსხლების საზღვრებთან მთავრდება ცხინვალის რაიონი და იწყება ჯავის რაიონი. 1865 წლიდან 1917 წლამდე ამას ეწოდებოდა თბილისის გუბერნიის გორის მაზრის ოსების უბანი _ Осетинский участок116.

ნაღმი ჩადებული იყო. მისი ამოქმედება, მხოლოდ დროის საქმედ რჩებოდა…

 

 გაგრძელება

როდის და ვისთვის შეიქმნა ტერმინი _ “სამხრეთ ოსეთი”?

—————————-

108 საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. IV, გვ. 915916.

109 გ. თოგოშვილი, ქართველი და ოსი ხალხების ურთიერთობა, თბ., 1969, გვ. 7.

110 მ. ტყავაშვილი, დასახ. ნაშრომი, გვ. 80.

111 მ. ტყავაშვილი, დასახ. ნაშრომი, გვ. 8586.

112 უ. ბახტაძე, დასახ. ნაშრომი, გვ. 1718.

113 უ. ბახტაძე, დასახ. ნაშრომი, გვ. 1920.

114 დ. ჭუმბურიძე, ქართველი ხალხის ეროვნულგანმათავისუფლებელი ბრძოლა XX საუკუნის დასაწყისში 1918-1921 წლები, თბ., 2003, გვ. 40.

115 დ. ჭუმბურიძე, დასახ. ნაშრომი, გვ. 3940. 116 ი. მეგრელაძე, დსახ. ნაშრომი, გვ. 230.

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s