Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

● როდის და ვისთვის შეიქმნა ტერმინი _ “სამხრეთ ოსეთი”?

 ავთანდილ სონღულაშვილი – “სამხრეთ ოსეთი” საქართველოში?!

როდის და ვისთვის შეიქმნა ტერმინი _ “სამხრეთ ოსეთი”?

რუსების გავლენით XIX საუკუნის 30იან წლებში ისტორიულგეოგრაფიულ ლექსიკონში ჩაინერგა მანამდე უცხო ტოპონიმიური წვყილი: “ჩრდილო ოსეთი” და “სამხრეთ ოსეთი”. საქართველოს ონომასტიკურ ველზე ტერმინების “ოსეთის” და “სამხრეთ ოსეთის” დამაგრებას დიდად შეუწყო ხელი ლიახველი და დვალეთელი მთიელი ოსებისათვის თბილისის გუბერნიაში შემავალი ე. წ. “ოსეთის ოკრუგის” გახსნამაც (1843 წ.), რომლის ერთერთი მონაკვეთი (კერძოდ: “ნარის უბანი” ანუ ისტორიული დვალეთის ტერიტორია) 1858 წელს თერგის ოლქს გადაეცა117.

ისტორიკოსი გ. თოგოშვილი, რაც ზევით უკვე აღვნიშნეთ, ტერმინის _ “სამხრეთ ოსეთი” _ საუბრისას საქმეს ისე წარმოადგენს, თითქოს ასეთი ცნება XVIII საუკუნის პირველ მეოთხედშიც არსებობდა. მისი თქმით ვახტანგ VIის დროს ქართლის სამეფო კარი “რომელსაც სისტემატური და უშუალო ურთიერთობა ჰქონდა ჩრდილო ოსეთთან (ხოლო სამხრეთ ოსები მის [94]ქვეშევრდომებს წარმოადგენდნენ…)118 (ხაზგასმა ჩემია _ ა. ს.).

ისტორიაში არ არსებობდა “სამხრეთ ოსეთი”, როგორც გეოგრაფიული ან პოლიტიკური რეალობა. ჭეშმარიტებაა, რომ არ არსებობდა და არ არსებობს “სამხრეთ ოსეთის” ერი. ოსიოსია, კავკასიის სამხრეთ კალთებზე იცხოვრებს იგი თუ ჩრდილოეთის. პირდაპირ შეიძლება ითქვას. რომ XIX საუკუნემდე როგორც ქართულ, ისე რუსულ და სხვა უცხოურ წყაროებში, არ დაფიქსირებულა არც ერთი ფაქტი სადაც ნათქვამი ყოფილიყოს “სამხრეთ ოსეთი”119.

ნიშანდობლივია, რომ 1770 წლიდან XIX საუკუნის შუა ხანებამდე საქართველოში მყოფი გერმანელი მოგზაურების (გიულდენშტედტი, რაინეგსი, კლაპროტი, აიხვალდი, ვაგნერი, ჰაქსტჰაუზენი) ჩანაწერებში, ფაქტიურად ნაშრომებში, რაც ჩვენთვის პირველწყაროს წარმოადგენს არ გვხვდება ტერმინი “სამხრეთ ოსეთი”. მიუხედავად იმისა, რომ მათთვის ცნობილია ოსთა განსახლების არსებობა მდინარეების ლიახვის, ფრონესა და ქსნის ზემო დინებებში. მოგზაურები მხოლოდ ქართლზე საუბრობენ120.

გიულდენშტედტი ე. წ. ჩრდილო ოსეთისაგან განსხვავებით, რომელსაც ოსეთს უწოდებს, შიდა ქართლის [95] პროვინციებზე საუბრისას მათ აღნიშნავს, როგორც ოსური მოსახლეობით დასახლებულ მხარეებს121. საქართველოს ეროვნულდემოკრატიული პარტიის ერთერთი ლიდერის გრიგოლ ვეშაპელის სამართლიანი თქმით: “საქართველოში არიან მხოლოდ ოსები და არა ოსეთი, საქართველოში შეიძლება ოსებზე ლაპარაკი და არა ოსეთზე”122.

რუსეთის ოფიციალური ხელისუფლების მიერ XVIII საუკუნის მეორე ნახევარში შედგენილ რუქაზე აღნიშნულია მცირე ყაბარდო, ოსეთი, ინგუშეთი და ჩეჩნეთის ნაწილი. ამ რუკაზე “ოსეთი” ლოკალიზებულია ჩრდილო კავკასიის შესაბამის ტერიტორიაზე. კავკასიის მთავარი ქედი მონიშნულია, როგორც “საქართველოს საზღვარი”. საინტერესოა, რომ ამავე რუქაზე “ჩრდილო ოსეთის” დღევანდელი დედაქალაქი ვლადიკავკაზი დასახელებულია “ზაურ” (“ზაურეგის”) სახელით და მითითებულია ინგუშეთის ტერიტორიაზე123.

ტერმინის _ “სამხრეთ ოსეთის” დამკვიდრების მიმართულებით პირველი სერიოზული ნაბიჯი გადადგმული იქნა სამოქალაქო საქმეთა მთავარმართებლად და მთავარსარდლად განწესებულ _ გენერალლეიტენანტ კარლ კნორინგის მიერ, რომელმაც რუსეთის იმპერატორისათვის გაგზავნილ და 1802 წლის 26 მარტით დათარიღებულ პატაკში დიდი და პატარა ლიახვის ხეობებს ოსებით დასახლებულ მთიან რაიონებს ხელაღებით უწოდა “ოსეთი”. [96] 

სულ მალე კნორინგის მიერ ფაბრიცირებული ეს სახელწოდება სხვა რუსმა მოხელეებმაც აიტაცეს და 1802 წელსვე შედგენილ კიდევ ერთ პატაკში შიდა ქართლის ოსებით დასახლებული რაიონების მისამართით კვლავ თვითნებურად იქნა გამოყენებული _ ოსეთი.

შემდეგი ოცდარვა წლის მანძილზე საქართველოს მიწაწყლის ერთი ნაწილის “ოსეთად” უტიფრად სახელდების პრაქტიკას კიდევ უფრო ფართო გასაქანი ეძლევა და სრული განუკითხაობის პირობებში ტოპონიმ Осетияს გავრცელების არეალში დიდი და პატარა ლიახვის ხეობების ზემოწყლის გარდა მდინარეების ქსნის, მეჯუდას, ლეხურას და ფცის ხეობების მთიან მონაკვეთებსაც აქცევენ. ამასთან, 18021837 წლების რუსულ დოკუმენტებშივე საკმაოდ მრავლად ფიქსირდება ფორმულირება: საქართველოს ოსეთი, ქართლის ოსეთი, საქართველოს ოსები, ჩრდილოეთ ქართლის ოსები, იმერეთის ოსები ან იმერეთის კუთვნილი ოსები124.

1830 წლიდან ოფიციალური ნომინაციის სფეროში ფეხს იკიდებს ოპოზიციური ტოპონიმიური წყვილი Южная осетия და Северная Осетия. კერძოდ გაზეთ „Тифлисские ведомости“ში დაბეჭდილ ანონიმ ავტორის პუბლიკაციაში “სამხრეთ ოსეთად” სახელდებულია დიდი და პატარა ლიახვის, ქსნისა და მეჯუდას ხეობების მთიანეთის ტერიტორია125.

გამოქვეყნებული წერილების სერიაში (#2788) ავტორი, როგორც ჩანს, ამ ტერმინს საკუთარი ინიციატივით ხმარობდა, [97]  რადგან 1830 წელს გრაფ პასკევიჩის მიერ სამხედრო მინისტრ ჩერნიშოვისადმი წარდგენილ ანგარიშში აღნიშნულია: “ოსი ტომის დაშოშმინებისათვის მიზანშეწონილად მივიჩნიე მცირე სამხედრო ოპერაციის ჩატარება. ეს ექსპედიცია მიმართული იქნა კავკასიის მთიანეთის სამხრეთით მდებარე ჩრდილოეთ ქართლის ოსების წინააღმდეგო”. აქამდე არცერთი ქართული, რუსული თუ უცხოური წყარო ოსების მიმართ რაიმე მსაზღვრელის _ “ჩრდილოეთი” ან “სამხრეთი” გამოყენებას არ ადასტურებს126.

ამის შემდეგაც ეს ტერმინი (სამხრეთ ოსეთი) ძალზე იშვიათად გვხვდება მთელი XIX საუკუნის განმავლობაში. პროფესორი პფაფი აღნიშნავდა: “ყველა ამიერკავკასიელ ოსს ახსოვს, რომ გადმოსახლდა ჩრდილოეთიდან”. აკადემიკოსი ნ. დუბროვინი კი მიუთითებს: “მცირე მიწიანობის გამო ოსების ნაწილი კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ კალთებზე გადმოსახლდნენ… დაიკავეს რა დიდი და მცირე ლიახვის, ქსნისა და მისი შენაკადების ხეობები, ოსები გახდნენ თავად ერისთავებისა და მაჩაბლების ყმები. ეს გადმოსახლებულები შეადგენდნენ სწორედ ე. წ. სამხრეთ ოსეთის მოსახლეობას”127.

ასე და ამრიგად 18021830იან წლებში მოხდა მსოფლიო ისტორიაში უპრეცენდენტო რამ _ უცხო ქვეყნის (რუსეთი) წარმომადგენლებმა მათთვის უცხო ქვეყნის (საქართველო) ერთ ვრცელ ნაწილს დაარქვეს უცხო [98] ქვეყნის (ოსეთი) სახელი, რაშიც ნიადაგ ერთმნიშვნელოვნად ამოიცნობა “დაყავი და იბატონეს” პრინციპებზე ამოჩონჩხლილი ვერაგული ანტიქართული მანევრი და არა ისტორიულეთნოგრაფიული ნომინაციის ტრადიციაში ჩაუხედავი რუსი მოხელეების ელემენტარული დაუდევრობით შეპირობებული ლაფსუსი. არადა, ამომწურავი პასუხის გაცემა კითხვაზე, თუ რა მიზანს ისახავდა აღნიშნული ტოპონიმიური დივერსია, ისევე არ ჭირს, როგორც არ ჭირს ოსეთის დედაქალაქის სახელწოდება _ “ვლადიკავკაზის” ფრიად გამჭვირვალე ეტიმოლოგიის საფუძვლიანად გარკვევა.

ამდენად, ცნებების “ოსეთის” და “სამხრეთ ოსეთის” “შემოყუდება” ცენტრალურ საქართველოში ე. წ. სამხრეთ ოსეთის “ავტონომიური ოლქი”ს შექმნამდე მთელი 120 წლით ადრე ხდება.

1917 წლის ნოემბერში ახლად არჩეულმა საქართველოს ეროვნულმა საბჭომ ხმარებიდან ამოიღო იმპერიის მიერ შემოღებული ცნებები: თბილისის გუბერნია და ქუთაისის გუბერნია. ბათუმის ოლქის ნაცვლად დამკვიდრდა _ “აჭარა”, ან კიდევ “სამაჰმადიანო საქართველო”, სოხუმის ოლქის ნაცვლად _ “აფხაზეთი”, ზაქათალის ოკრუგის ნაცვლად “საინგილო”. ასევე, რუსეთის გამოგონილ “სამხრეთოსეთს” აღუდგინეს ჭეშმარიტი სახელი _ “გორის მაზრის ნაწილი”. შიდა ქართლში (სამაჩაბლოში) მცხოვრებ ოსებს უწოდეს “ქართლის ოსები” (!). [99]  თუმცა იმპერიის მემკვიდრე ბოლშევიკებმა კვლავ “გადანათლეს” ქართული მიწა128

იურიდიულად ტერმინი “სამხრეთ ოსეთი” დაკანონებული იქნა ცაკის და სახალხო კომისართა საბჭოს მიერ 1922 წლის აპრილის დეკრეტით #2; რომლის თანახმად საქართველოს უძველესი პროვინცია ყოველგვარი ისტორიული და სამართლებრივი საფუძვლის გარეშე გამოცხადდა “სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქად”129. სწორედ აღნიშნული წლიდან ადგილი აქვს ხსენებული ტერმინების ფსევდოაპრობაციისა და ძირძველი ქართული ტოპონიმიის ამოძირკვის კიდევ უფრო გამძაფრებულ პროცესებს. ამასთან, რუსმა და ქართველმა ბოლშევიკებმა იმითაც ისახელეს თავი, რომ მათ კნორინგპასკევიჩისაგან მემკვიდრეობით მიღებული “ოსეთი”/”სამხრეთ ოსეთი”-ს გამოყენების ისედაც ვრცელი არეალი თითქმის ორჯერ გააფართოვეს უპირატესად ან მთლიანად ქართველებით დასახლებული დიდი და პატარა ლიახვის, ქსნის, ლეხურას, მეჯუდასა და ფრონეების ხეობების მთისწინა და ბარის რაიონების ხარჯზე და შუაგულ საქართველოში უგვანოდ გამოჩორკნილ ავტონომიურ ერთეულს საოლქო ცენტრად ცხინვალი უფეშქაშეს130. ცხინვალი, რომლის ტერიტორიაზე და მის შემოგარენში არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული მასალა ადასტურებს, რომ ეს იყო საქართველოს [100] ერთერთი უძველესი დასახლებული პუნქტი ჯერ კიდევ ქრისტიანობამდელ ეპოქაში.

სახელწოდება “ცხინვალი” მომდინარეობს მცენარე “რცხილადან”. ძველ ქართულში ამ მცენარეს ეწოდება “ქრცხილა”, ამიტომ ძველ ქართულ ისტორიულ წყაროებში ცხინვალი მოიხსენიება, როგორც ქრცხინვალი. 1344 წლის ერთერთ დოკუმენტში ის მოიხსენიება ვაჭრებით დასახლებულ პუნქტად, რასაც ხელს უწყობდა მისი მდებარეობა. ცხინვალი, როგორც ქალაქი პირველად დაფიქსირებულია 1392 წლის მცხეთის სიგელში131.

იმდენად ხელოვნურად დამკვიდრდა ცნებები “ჩრდილო” და “სამხრეთ ოსეთი”, რომ ფაქტიურად არავინ ამბობს და იქნება “აღარც ფიქრობს” რომ ოსეთს შეიძლება ჰქონდეს დასავლეთი და აღმოსავლეთი მხარეებიც!?

1922 წლის 3 მარტს ვაშინგტონში, რადიოსადგურ “ამერიკის ხმის” სააქტო დარბაზში ჩატარდა კონფერენცია, რომელიც ბჭობდა ყოფილ საბჭოთა კავშირში არსებულ მდგომარეობაზე. განხილულ საკითხთაგან ერთერთი ცენტრალური იყო სიტუაცია კავკასიაში, მათ შორის საქართველოში. ამ თემაზე ისაუბრა ცნობილმა ამერიკელმა სოვეტოლოგმა, პროფესორმა ვიქსმანმა.

კონფერენციის შემდეგ მიცემულ ინტერვიუში პროფესორი ვიქსმანი შეეხო “სამხრეთ ოსეთის” საკითხს: “ეჭვი არ არის, რომ ქართველებისათვის ძალზე მნიშვნელოვანია სამხრეთ ოსეთის პრობლემა. ეს საქართველოა. ოსებმა გადმოლახეს საქართველოს საზღვარი მონღოლთათართა კავკასიაში ყოფნისას. ქართველებმა [101]შეიფარეს ოსები. ჩემთვის, _ ამბობს ამერიკელი ექსპერტი, ნახსენებ საკითხთა შორის ყველაზე ბუნდოვანია სამხრეთ ოსეთის პრობლემა. საერთოდ, ისმის კითხვა: რატომ გაჩნდა ეს პრობლემა? არაფერია იმაზე ნათელი, რომ სამხრეთ ოსეთი საქართველოა”.

ვიქსმანის მართებული დასკვნით _ თავიანთი ტერიტორიის საკითხებს ქართველები საქართველოში კი არ წყვეტდნენ, არამედ მოსკოვში ხდებოდა132.

გაუმართლებელია, რომ შიდა ქართლში (სამაჩაბლო, საფალავანდო, ქსნის საერისთავო) ოსებით დასახლებულ ტერიტორიას სამხრეთ ოსეთი დაარქვეს. საქართველოში არ შეიძლება არსებობდეს ოსეთი, ისევე როგორც ოსეთში არ შეიძლება არსებობდეს საქართველო, რუსეთში _ ჩინეთი და ა. შ. საქართველოში არსებობს ოსებით დასახლებული ქართული მიწები, კონკრეტულად, ოსებით დასახლებული შიდა ქართლის ტერიტორია, რომლისთვისაც სხვა ქვეყნის სახელწოდების მიკუთვნება დანაშაულია133.

გარკვეული ძალები ყოველთვის იყვნენ დაინტერესებული ოსეთის ასეთი დანაწილებისათვის, რათა უკეთ განეხორციელებინათ კოლონიური პოლიტიკა. როგორც ზოგიერთი ავტორი აღნიშნავს, თუ ასეთი ლოგიკით ვიმსჯელებთ მაშინ საქართველოს რაიონები, კერძოდ, სომხებით დასახლებულს უნდა უწოდოთ ჩრდილო სომხეთი, აზერბაიჯანელებით დასახლებულს _ დასავლეთ აზერბაიჯანი, ხოლო ბერძნებს _ აღმოსავლეთ საბერძნეთი. [102]

არსებობს მხოლოდ ერთი ოსეთი, რომელიც მდებარეობს ჩრდილო კავკასიაში და მას უნდა დაუბრუნდეს ყოველგვარი განსაზღვრის გარეშე ისტორიული სახელი134.

 

გაგრძელება

 ავტონომია

—————-

117 ვახ. ითონიშვილი, ნარკვევები კავკასიის ისტორიიდან, თბ., 2002, გვ. 177.

118 გ. თოგოშვილი, ვახუშტი ბაგრატიონი ოსეთისა და ოსების შესახებ, თბ., 1977, გვ. 5.

119 С. Лекишвили, Когда возник термин «Южная Осетия»? сб. «Осетинский вопрос», с. 229.

120 გ. გელაშვილი, გერმანელი მოგზაურები საქართველოში (XVIIIXIX სს.), კრ., “ახალი და უახლესი ისტორიის საკითხები”, 2007, #2, გვ. 301.

121 ჯ. გვასალია, დასახ. ნაშრომი, გვ. 170.

122 საქართველოს რესპუბლიკა, 1918, 27. აგვისტო.

123 Р. Топчишвили, Осетины в Грузии: миф и реальность, Тб., 2009, с. 143.

124 ვახ. ითონიშვილი, დასახ ნაშრომი, გვ 193200.

125 იქვე, გვ. 201.

126 უ. ბლუაშვილი, დასახ. ნაშრომი, გვ. 8.

127 უ. ბლუაშვილი, დასახ. ნაშრომი, გვ. 89.

128 ა. სილაგაძე, ვ. გურული, ისტორიულპოლიტიკური ნარკვევები, თბ., 2001.

129 ს. ლეკიშვილი, დასახ. ნაწრომი, გვ. 248.

130 ვახ. ითონიშვილი, დასახ. ნაშრომი, გვ. 203204.

131 А. Тотадзе, Осетины в Грузии, Тб., 1994, с. 48.

132 გაზ. “დრონი”, 1992, 25 აპრილი.

133 ლ. თოიძე, საქართველოს პოლიტიკური ისტორია (19211923 წლები), თბ., 1999, გვ. 87.

 

One Response to “● როდის და ვისთვის შეიქმნა ტერმინი _ “სამხრეთ ოსეთი”?”

  1. ლელა said

    დიდი მადლობა ამ საკითხის ასე წარმოჩენისა და აკადემიურად ჩამოაყალიბებისთვის. მეც მაგ საკითხებზე ვმუშაობ და თქვენმა წერილმა დიდი დახმარება გამიწია (თუნდაც ლიტერატურის მხრივ, სხვაზე რომ არაფერი ვთქვა…).
    სპეციალობით ისტორიკოსი ვარ და როცა კი გამიგია მეზობელ ერთაგან საქართველოში რაიმე პრეტენზიის გამოცხადების შესახებ და ამით მიმიმართავს ქართველი მეცნიერებისთვის, იმათგან თითქმის ყოველთვის ისმოდა ვითომდა ამაყი, მაგრამ ამასთანავე უიმედო, საკუთარ თავში დაუჯერებელი პასუხი “მაგათ რა პასუხი უნდა გასცე”–ო. ასე შორს ვერ გავფრინდებით.

    ჩვენი მეზობელი სომხები რა პიარს და რა ხერხს არ მიმართავენ, რომ მთელი ევროპა და ამერიკა დაარწმუნონ, რომ კავკასია მთლიანად მათ ეკუთვნით, რა რუკები და ბროშურები და “სამეცნიერო კვლევები” არ აქვთ ჩატარებული. ჩვენი მეცნიერები კი ჩუმად სხედან, მაშინ, როცა ყველაზე მეტი მათ უნდა იყვირონ, ხოლო ვინც ახლა ყვირის, ის სრული უვიცი და გაუნათლებელია და მისი ყვირილი, მხოლოდ ემოციებს ეყრდნობა. ასე რომ კიდევ ერთხელ მადლობა ამ წერილისთვის და ძალიან ვიმედოვნებ, მსგავსი ნაშრომები მარტო ქართულ სივრცეში არ ჩარჩება (რა თქმა უნდა პირველ რიგში ქართველებმა უნდა ვიცოდეთ ჩვენი ისტორია, მაგრამ მარტო საჩვენოდ არა).

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s