Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

• “ორი ოსეთის” გაერთიანების ცდები

 ავთანდილ სონღულაშვილი – “სამხრეთ ოსეთი” საქართველოში?!

“ორი ოსეთის”  გაერთიანების ცდები

საგულისხმოა, რომ როცა “სამხრეთ ოსეთის” ავტონომიურ ოლქს ხელოვნურად ქმნიდნენ და მასში ქართულ სოფლებსაც ძალით აერთიანებდნენ მაშინ, კავკასიონის იქეთა ოსეთს, რომელიც ოსთა ნამდვილი თავდაპირველი სამშობლოა, არავითარი ავტონომია არ გააჩნდა. ჩრდილო ოსეთის ავტონომიური ოლქი მხოლოდ 1924 წელს წარმოიქმნა რუსეთის სფს რესპუბლიკაში. 1936 წელს ამ ავტონომიურ ოლქს ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსი მიეცა. მაგრამ ვიდრე ეს მოხდებოდა, გარკვეული ძალები “სამხრეთ ოსეთისა” და “ჩრდილოეთ ოსეთის” გაერთიანებას ცდილობდნენ.

1905 წლის 17 აგვისტოს ცნობილი სასულიერო და საზოგადო მოღვაწე პეტრე კონჭოშვილი კისლოვოდსკიდან მეუფე კირიონს წერდა: “კავკავიდან მოვიდნენ ორი მღვდელი ოსთაგანნი და პეტიცია მისცეს მიტროპოლიტსა (ანტონს), შემდეგი შინაარსისა: სამხრეთ ოსეთიც შემოუერთეთ ჩრდილოეთისას და საკუთარი ეპისკოპოსი ოსთაგანი დაგვინიშნეთ ჩვენის ეპარქიისათვისო. მღვდელს დაენიშნოს ჯამაგირი თითოეულს წელში 1200 მანეთი და დიაკონს 400 მანეთი, არდონის სემინარია გადაკეთდეს გიმნაზიად, გადმოიტანოს კავკავში, რომელშიაც მასწავლებელნი ოსთაგანნიც იქნებიანო. [136]

ეს ვაჩილებიც* თავისასა ცდილობენ, ხოლო ივერიელთა _ სძინავთ!” (* პროფესორი ვაჟა კიკნაძე, სიტყვა “ვაჩილებში” ახლად გამოჩეკილს, დაუღვინებელს გულისხმობს).

ეს წერილი კარგი დადასტურებაა იმისა, რომ ე. წ. “სამხრეთ ოსეთს” ჩრდილოეთთან გაერთიანების გეგმები ჯერ კიდევ შორეულ 1905 წელს გააჩნდა! ჯერ ეკლესიურად. საინტერესოა ისიც, რომ თვით პეტიცია, ალბათ, ღრმად კონფიდენციალურ ვითარებაში მიართვეს ანტონ მიტროპოლიტს და მისი შინაარსი, პეტრე კონჭოშვილს, მხოლოდ პირადად მიტროპოლიტისაგან შეეძლო, რომ გაეგო169.

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ 1918 წლის ივნისში “ორივე ოსეთის” წარმომადგენლებმა თბილისში მიმართეს გერმანიის რწმუნებულს გრაფ შულენბურგს, რომ შუამდგომლობა გაეწია საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასთან ჩრდილო და სამხრეთ ოსეთის შეერთებაზე საქართველოსთან ფედერაციულ პრინციპებზე170.

1919 წლის 13 ივლისს გამართულ საუწყებათაშორისო კომისიის სხდომების მუშაობაში მონაწილეობა მიიღო ოსთა ეროვნული საბჭოს წევრმა თიბილოვმა, რომელმაც განაცხადა: “ცხინვალის კონფერენციის დადგენილებით უნდა შეიქმნას ერთი მთლიანი ოსეთის სახელმწიფო, რომელიც შესდგება სამხრეთ და ჩრდილოეთ ოსეთის შეერთებით და იგი მომავალში რუსეთის ფედერაციულ რესპუბლიკას უნდა შეუერთდესო”.[137] თიბილოვის სიტყვით, ამგვარი პროექტი უკვე წარედგინა პარიზის საერთაშორისო კონფერენციას, მაგრამ დღესდღეობით ახალი სახელმწიფოს შექმნა შეუძლებელია. ამიტომ ჩვენ ვეცდებით განვახორციელოთ ჯავის ყრილობის რეზოლუცია, რომელიც საქართველოს საზღვრებში ოსთათვის ავტონომიის მინიჭებას ითვალისწინებს. ჩვენი საბოლოო მიზანი პოლიტიკური ავტონომიაა, მაგრამ ჯერჯერობით მინიმუმს მოვითხოვთ”171.

ამ ამბებიდან ახლო ხანებში ოსებმა ახალი ავანტიურა მოაწყვეს საქართველოს წინააღმდეგ. კიდევ უფრო მოუთმენელი იყო მათი შეიარაღებული ამბოხება 1920 წლის ივნისში. ყოველივე ამან საფუძველი გამოაცალა ხელისუფლების ძალისხმევას, გამოეძებნა ოსთათვის მისაღები კომპრომისი სახელმწიფოს ინტერესების შეუბღალავად. ჯავის მაზრის ცალკე ადმინისტრაციულ ერთეულად გამოყოფის საკითხი საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში გადაუწყვეტი დარჩა, რომ არაფერი ითქვას ოსთათვის ავტონომიის დაკანონების თაობაზე172.

საბჭოთა რეჟიმის დამყარების შემდეგ ეს საკითხი _ “ორი ოსეთის” გაერთიანება 1925 წლის იანვარშიც წამოიჭრა ჩრდილო ოსეთის საბჭოების პირველ ყრილობაზე. ოსები საქართველოს ტერიტორიაზე მოითხოვდნენ გაერთიანებას. აშკარაა, რომ ძნელი იყო მათი ნამდვილი გულის წადილის ამოცნობა. ვინ იცის იქნებ ეს გეგმა [138] მომავალში ქართული მიწაწყლის დაპყრობის შუალედურ ეტაპადაც კი ჰქონდათ წარმოდგენილი. ყოველ შემთხვევაში არ იყო გამორიცხული, რომ საქართველოსათვის ეს ერთი შეხედვით უვნებელი (თითქოს სასარგებლოც კი) წამოწყება ძვირი დაუჯდებოდა ქართველ ხალხს მომავალში, იმ ქარტეხილების დრო, საბჭოთა ქვეყნის ხელმძღვანელთა შეცვლას რომ მოჰყვებოდა ხოლმე უმთავრესად173.

1925 წლის 15 ივლისს, საქართველოს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის (ცაკის) სესიის მუშაობის შუა პერიოდში, ფ. მახარაძემ მის მონაწილეებს წარუდგინა ჩრდილო ოსეთის ავტონომიური ოლქის აღმასკომის თავმჯდომარე ა. ტაკოევი და დასძინა, რომ სტუმარი მათ მოახსენებდა ერთი მნიშვნელოვანი საკითხის შესახებ.

ა. ტაკოევმაც სესიის მონაწილეებს აუწყა, რომ იგი წარმოდგენილია ჩრდილო ოსეთის ავტონომიური ოლქის ცაკის მიერ ჩრდილო და სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქების გაერთიანების საკითხის გამო. მან თავის მოკლე სიტყვაში აღნიშნა, რომ ეს იყო მეტად “საღი და მშვენიერი საქმე”, რომ მისადმი მხარდაჭერა იქნებოდა “მაჩვენებელი ჩვენი მტკივნეული ნაციონალური საკითხის სწორი და საღი გადაწყვეტისა”.

კამათი არ გამართულა. სესიამ მიიღო რეზოლუცია სამხრეთ და ჩრდილოეთ ოსეთის გაერთიანების შესახებ. [139]

ასე ჰაიჰარად, სასწრაფოდ, ექსპრომტად გადაწყვიტეს ეს უმნიშვნელოვანესი საკითხი.

ზედმეტია ლაპარაკი იმაზე, რომ პრობლემა, რომელიც სესიაზე ასე ჯიქურ დაისვა, უაღრესად მნიშვნელოვანი იყო. ამას თვით ფ. მახარაძეც ხაზგასმით აღნიშნავდა. მაგრამ ყურადღებას იქცევს ის გარემოება, რომ განსახილველი საკითხი არ იყო შეტანილი დღის წესრიგში, რომელიც სესიამ მიიღო (“დღიური წესრიგი” სესიამ თავის პირველსავე სხდომაზე _ 14 ივლისს დაამტკიცა). წარმოუდგენელია, რომ ასეთი სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე პრობლემა სესიაზე განსახილველად ექსპრომტად, მოუმზადებლად და მოულოდნელად გაეტანათ. მაშ, რა მოხდა? შეიძლება ვიფიქროთ, რომ ეს შემთხვევით კი არა შეგნებულად გაკეთდა, რათა თავიდან აეცილებინათ წინასწარი ვნებათაღელვა და უზრუნველეყოთ სასურველი გადაწყვეტილების უმტკივნეულოდ მიღება.

ჩრდილოეთ და სამხრეთ ოსეთის გაერთიანების საკითხი საგულდაგულოდ მზადდებოდა. იგი შესაბამის პარტიულ და სახელმწიფო ორგანოებში განიხილებოდა174.

საქმეში ჩაერივნენ უმაღლესი ორგანოები და პარტიული ხელმძღვანელები. სტალინმა შემოსული საწინააღმდეგო მასალების გამო საჭიროდ ჩათვალა მოთათბირებოდა ორჯონიკიძეს და პარტიის ჩრდილოეთ კავკასიის სამხარეო კომიტეტის მაშინდელ მდივანს. ჩვენ [140] არ ვიცით ამ შეხვედრის შინაარსი, მაგრამ ფაქტია, რომ ეს გეგმა არ განხორციელდა175. თუმცა იდეა გაერთიანებისა (უფრო სწორად _ ქართული მიწაწყლის მიტაცებისა) არ ჩამკვდარა.

1936 წელს “საბჭოთა ქვეყანაში”, მათ შორის საქართველოში, ასევე “სამხრეთ ოსეთში” ფართოდ მიმდინარეობდა სსრ კავშირის ახალი კონსტიტუციის პროექტის საყოველთაოსახალხო განხილვა. ამ მიზნით ეწყობოდა მშრომელებთან როგორც ინდივიდუალური საუბრები და კოლექტიური შეკრებები, ისე პარტიული, საბჭოთა, კომკავშირული, პროფკავშირული და სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და შემოქმედებითი კავშირების პლენუმები, სესიები, კრებები, ყრილობები.

ცხინვალის სახელმწიფო თეატრში გამართულ პარტიის სამხრეთ ოსეთის საოლქო აქტივის კრებაზე, რომელიც სწორედ კონსტიტუციის პროექტის განხილვას მიეძღვნა, მისმა ზოგიერთმა მონაწილემ კვლავ წამოჭრა “ორი ოსეთის” გაერთიანების საკითხი. ამას საფუძვლად დაუდეს ნაციონალური კულტურის, ე. ი. ოსური კულტურის შემდგომი განვითარების აუცილებლობა. მის ავტორებს მხედველობაში ჰქონდათ ის გარემოება, რომ სამხრეთ ოსეთის მოსახლეობა მოკლებული იყო შესაძლებლობას გაცნობოდა ჩრდილო ოსეთის კულტურას, თურმე იმ მიზეზით, რომ იქ წერა კითხვა მიმდინარეობდა არა მშობლიურ ოსურ, არამედ რუსულ ენაზე, იმ ენაზე რომელზედაც თავის ნაწარმოებებს ქმნიდა კოსტა ხეთაგუროვი. ამიტომ მათი აზრით, სამხრეთ ოსეთში [141] ძირითად ენად ნაცვლად ქართული ენისა უნდა დამკვიდრებულიყო რუსული და კიდევ უფრო მიზანშეწონილი იქნებოდა ამ ორი რეგიონის გაერთიანება176.

“სამხრეთ ოსების” განწყობილების გათვალისწინებით, ძნელი დასაჯერებელია, რომ საქართველოს შემადგენლობაში ოსთა გაერთიანების გადაწვეტილება მათ ქართველ ხალხთან ერთობლივი ცხოვრების სურვილის გამო მიეღოთ. როგორც ჩანს მათ გაითვალისწინეს, რომ ავტონომიური ოლქის შექმნით ისედაც უკმაყოფილო ქართველი ხალხი ისტორიული შიდა ქართლის სხვა ქვეყნისათვის გადაცემას გააფთრებით შეეწინააღმდეგებოდა, რასაც პროცესის საერთო ჩაშლა მოჰყვებოდა. მეორეც, ჩრდილო ოსეთი ოსთა ისტორიული სამშობლო იყო და მისი ბედის გადაწყვეტის მორალური უფლება სწორედ ოსებს ქონდათ. ამიტომ საბჭოთა რუსეთს ოსი ხალხის ნების წინააღმდეგ არ უნდა გაელაშქრა. მით უმეტეს, რომ ოსები ამ ნაბიჯს, უთუოდ განიხილავდნენ, როგორც საქართველოდან შიდა ქართლის ჩამოშორების შუალედურ ეტაპს177.

ოსი მეცნიერი ვასილ აბაევი ე. წ. “სამხრეთ ოსეთის” საკითხს ადარებდა ბასკების პრობლემას. მეცნიერის აზრით, “საფრანგეთის სამხრეთდასავლეთში არსებობს ბასკების ეროვნული ოლქი, იქაური ბასკები სარგებლობენ კულტურული ავტონომიით, შენარჩუნებული აქვთ თავიანთი ენა, აქვთ თავიანი სკოლები, ცოცხალი კავშირები აქვთ თავიანთ თანამოძმეებთან პირენეის ნახევარკუნძულზე. [142]მაგრამ მათ რომ მოესურვებინათ თავიანთი ტერიტორიის ესპანეთთან შეერთება საფრანგეთი ამაზე არავითარ შემთხვევაში არ დათანხმდებოდა. იგივე ვითარებაა სამხრეთ და ჩრდილოეთ ოსეთის საზღვარზე” (ხაზგასმა ჩემია _ ა. ს.)178

აბაევის დემაგოგიური შედარება, ბუნებრივია, შორს სცილდება ჭეშმარიტებას. ისტორიული კატაკლიზმების შედეგად XVI საუკუნეში ბასკების განსახლების ჩრდილოეთი რაიონები საფრანგეთის შემადგენლობაში შევიდა, სამხრეთი რაიონები კი XV-XVI საუკუნეების მიჯნაზე _ ერთიანი ესპანეთის სახელმწიფოს გაერთიანებაში. ამდენად, არსებული ვითარების გამო ბასკეთი ორად გაიხლიჩა და თითოეული მათგანი სხვადასხვა სახელმწიფოს ტერიტორიის საზღვრებში აღმოჩნდა. სულ სხვა ვითარება გვაქვს ოსებთან დაკავშირებით.

ამდენად, აზრს “სამხრეთ ოსეთის საქართველოსაგან გამოყოფაზე _ აღნიშნავს ვ. აბაევი _ საქართველოს არც ერთი მთავრობა არ დაეთანხმება. იმიტომ რომ ეს იქნება საქართველოს მთლიანობის ტერიტორიული დარღვევა”179. აქვე გვინდა დავუმატოთ, რომ ეს იქნება არა მარტო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა, არამედ საქართველოს ისტორიული ტერიტორიის დაპყრობა, რასაც ამჟამად ახორციელებს რუსეთი და რასაც არათუ მთავრობა, არასდროს არც ერთი ქრთველი არ დათმობს.

 

გაგრძელება

დაპირისპირება

 

—————-

169 ვ. კიკნაძე, ცხოვრება და ღვაწლი ეპისკოპოს პეტრე კონჭოშვილისა, თბ., 2003, გვ. 83.

170 რევოლუციონური დროშა, 1918, 16 ივნისი.

171 ო. ჯანელიძე, დროებითი ადმინისტრაციული ერთეული (ისტორია და თანამედროვეობა), კრ. “ცხინვალის რეგიონი (20042007), თბ., 2008. გვ. 2526.

172 ო. ჯანელიძე, დასახ. ნაშრომი, გვ. 2829.

173 ქართველი და ოსი ხალხების ურთიერთობის ისტორიდან. გვ. 86, 88.

174 ი. ფუტკარაძე, საღი ძახილი, გაზ. “კომუნისტი”, 1989. 13 დეკემბერი.

175 შ. ნოზაძე, დასახ. სტატია.

176 შ. ნოზაძე, 1956 ტრაგიკული 9 მარტი, თბ., 1992, გვ. 183.

177 უ. ბლუაშვილი, დასახ. ნაშრომი, გვ. 32.

178 გაზ. “თბილისი”, 1992, 23 იანვარი.

179 იქვე.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s