Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

Posts Tagged ‘აბესაძე’

ალექსანდრე აბესაძე – BREXIT

Posted by iberiana on ივნისი 27, 2016

BN-MR809_BREXIT_12S_20160219172453[1]ალექსანდრე აბესაძე:  BREXITპოლიტიკური, ეკონომიკური და გეოპოლიტიკური პერსპექტივები

გაერთიანებულმა სამეფომ ცივილიზებულ სამყაროსთან დროებით კარები ჩაჭედა. ჩატარებული რეფერენდუმის მიხედვით, გაერთიანებული სამეფოს მოსახლეობამ ხმა მისცა ევროკვშირიდან გასვლას. აქვეა აღსანიშნავი, რომ ამ რეფერენდუმზე გადამწყვეტი მნიშვნეობა ასაკოვანმა მოსახლეობამ ითამაშა, რადგან მათმა ხმათა უმრავლესობამ გადაწყვიტა რეფერენდუმის შედეგები. წინასწარი გამოკითხვებით კი ახალგაზრდა ინგლისელები, ქვეყნისა და საკუთარი თავისთვის უკეთეს მომავალს მხოლოდ ევროკავშირში ხედავდნენ. მკითხველისათვის საინტერესოა გავცეთ კითხვას პასუხი თუ რომელმა საშინაო და საგარეო ფაქტორებმა განაპირობეს ის რომ გაერთიანებული სამეფოს მოსახლეობა ასე ნეგატიურად განეწყო ევროკავშირის მიმართ და რისთვისაც მისცეს ხმა, რომ ქვეყანას დაეტოვებინა ევროკავშირი.

გაერთიანებული სამეფო და ევროპის თანამეგობრობა

ინგლისი ევროპული თანამეგობრობის წევრი ჯერ კიდევ 1973 წლიდან არის. ევროპული ინტეგრაციის მთავარ მამოძრავებელ იდეას ,,ევროპა, როგორც მშვიდობის პროექტი” ინგლისელებმა თავიდანვე სკეპტიკურად შეხედეს. ისინი თავიდანვე ევროპული გაერთიანებისათვის ერთგვარ მატორპედირებელ მექანიზმს წარმოადგენდნენ. დებატები ინგლისის ევროპული თანამეგობრობიდან გასვლის შესახებ ეს ახალი მოვლენა არაა. 1975 წელსაც იყო დებატები გაერთიანებული სამეფოს ევროპული თანამეგობრობიდან გაყვანის შესახებ, თუმცა მაშინ უმრავლესობამ ევროპულ თანამეგობრობის წევრად დარჩენა ამჯობინა….

სრულად: https://iberiana2.wordpress.com/v-mire/abesadze

Posted in 2016, მსოფლიო, პოლიტიკა, საქართველო-Georgia | Tagged: , , | Leave a Comment »

ისლამი არ არის ისლამიზმი

Posted by iberiana on აპრილი 10, 2016

სირია

ალექსანდრე აბესაძე – ისლამი არ არის ისლამიზმი

მე-20 საუკუნის 90-იან წლებში სამუელ ჰანტინგტონმა განავითარა ჰიპოთეზა  ცივილიზაციათა ჯახის შესახებ, რომელიც მან წიგნად გამოსცა. მან ამ ჰიპოთეზაში განავითარა მოსაზრება, რომ კაცობრიობის მთავარ პრობლემად მომდევნო ათასწლეულისათვის იქნება არა სახელმწიფოთაშორისი ომები, არამედ ასიმეტრიული კონფლიქტები, რომლებიც შეფერადებული იქნებიან რელიგიური და კულტურული ნიშნებით. ჰანტინგტონის ეს წინასწარმეტყველება დღეს ძალიან აქტუალურია. ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლები კი მისი ჰიპოთეზის თვალსაჩინო დადასტურებაა, რაც მსოფლიო უსაფთხოების არქიტექტურისათვის მნიშვნელოვან საფრთხეებს წარმოადგენს…

ამ ნაშრომში მიზნად ვისახავ გავაანალიზო ის პრობლემური საკითხები, რომლის წინაშეც ქართული საზოგადოება დიდი ალბათობით შესაძლოა აღმოჩნდეს. რა მდგომარეობა გვაქვს ამ მხრივ საქართველოში? გვაქვს თუ არა საფრთხე იმისა რომ რელიგიური ფანატიზმის ნიადაგზე დაიწყოს დაპირისპირება მართლმადიდებელ მრევლსა და მუსლიმანურ მოსახლეობას შორის? ჩემი აზრით ამის საფუძველი დღევანდელ საზოგადოებაში არსებობს და ამის მიზეზად მწირი, ცალმხრივი, არასაკმარისი რელიგიური განათლებაა…

სრულად: https://iberiana2.wordpress.com/georgia/al_abesadze/

Posted in 2016, იდეოლოგია, რელიგია | Tagged: , | Leave a Comment »

„გაყინული კონფლიქტები“ საქართველოში

Posted by iberiana on იანვარი 19, 2016

al-abesadze2ალექსანდრე აბესაძე –  „გაყინული კონფლიქტები“ საქართველოში. გეოპოლიტიკური პერსპექტივები

საუკუნის მიწურულისათვის მსოფლიო პოლიტიკამ ფუნდამენტურად ახალი არქიტექტურული სახის მიღება დაიწყო. ამ დროის განსაკუთრებულ გეოპოლიტიკურ მოვლენას საბჭოთა კავშირის რღვევა და ამით გამოწვეული ცალკეულ სახელმწიფოთა გათავისუფლება წარმოადგენს. მიუხედავად საბჭოთა იმპერიის მეტნაკლებად უსისხლოდ დაშლისა, საქართველოს ისტორიულ რეგიონებში – აფხაზეთსა და სამაჩაბლოში თავი იჩინა ეთნო-ტერიტორიულმა კონფლიქტებმა, რომელთა სათავეები უნდა ვეძებოთ არამხოლოდ ეთნიკური დაპირისპირების კლასიკურ გაგებაში, არამედ რუსულ-ქართული ურთიერთობების ღრმა ისტორიულ წარსულსა და რუსეთის საგარეო პოლიტიკურ დოქტრინაშიც.

მსოფლიო გეოპოლიტიკურ ცვლილებათა გათვალისწინებით ეს კონფლიქტები რუსეთის მხრიდან საქართველოზე ზეწოლის იარაღს წარმოადგენენ. (თვალსაჩინო მაგალითია 2008 წლის ომიც). სამეცნიერო ლიტერატურაში მათ ,,გაყინული კონფლიქტების’’ სახელით მოიხსენიებენ.

  • როგორ და რატომ იყენებს რუსეთის ფედერაცია ,,გაყინულ კონფლიქტებს”?
  • რა გეოპოლიტიკური მამოძრავებლი მიზნები განსაზღვრავენ რუსეთის საგარეო პოლიტიკურ კურსს? 
  • რა როლს თამაშობენ საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი ნავთობ- და გაზსადენები რუსეთის საგარეო პოლიტიკური კურსის ფორმირებაში?
  • რა ასახვას პოულობს ყოველივე ეს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე?

ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად გამოვიყენე გაყინული კონფლიქტის პრიმატის განსაზღვრებები და აგრეთვე კლასიკური და კრიტიკული გეოპოლიტიკის კონცეფციები. გარდა ამ კონცეფციებისა რუსეთის საგარეო პოლიტიკური კურსის გასაგებად საჭიროა ,,русский мйр,, კონცეფციის ფუნდამენტალური ანალიზი…

სრულად: https://iberiana2.wordpress.com/georgia/a_abesadze/

Posted in 2015, ენერგეტიკა, პოლიტიკა, საქართველო-Georgia | Tagged: , , | Leave a Comment »