Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

Posts Tagged ‘აღწერა’

 2014 წლის საყოველთაო აღწერის შედეგები

Posted by iberiana on აპრილი 29, 2016

მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები

საქართველოს მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014 წლის 5 ნოემბრიდან 19 ნოემბერის ჩათვლით პერიოდში ჩატარდა.

აღწერამ მოიცვა ქვეყნის მთელი ტერიტორიის 82 პროცენტი (57 ათასი კვ.კმ). აღწერა ვერ ჩატარდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე, კერძოდ: აფხაზეთის ა.რ.-ში და ცხინვალის რეგიონში (მთლიანი ფართობი – 13 ათასი კვ.კმ).

arwera[1]

  2014 წლის 5 ნოემბრის მდგომარეობით საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 713 804 კაცი შეადგინა, რაც წინა, 2002 წლის აღწერის შედეგთან(4 371 535 კაცი) შედარებით 15 პროცენტით (657 731 კაცი) ნაკლებია. 2014 წლის აღწერის შედეგების მიხედვით ქალაქის მოსახლეობამ შეადგინა 2 122 623 კაცი, ხოლო სოფლის მოსახლეობამ – 1 591 181 კაცი. შემცირება უფრო მეტად სოფლის მოსახლეობამ განიცადა.

მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის შედეგების მიხედვით, თბილისის მოსახლეობამ 1 108 717 კაცი შეადგინა…

მოსახლეობის 86,8 პროცენტს ქართველები შეადგენენ, 6,3 პროცენტს – აზერბაიჯანელები, ხოლო 4,5 პროცენტს – სომეხი ეროვნების მოსახლეობა.

საქართველოს მოსახლეობის 83,4 პროცენტს მართლმადიდებლები შეადგენენ, მუსლიმური სარწმუნოების მატარებელია მოსახლეობის 10,7 პროცენტი, ხოლო სომხური-სამოციქულო აღმსარებლობის მიმდევარია 2,9 პროცენტი.

სრულად: https://iberiana2.wordpress.com/georgia/aghtsera/

Advertisements

Posted in 2014, საქართველო-Georgia | Tagged: | Leave a Comment »