Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

Posts Tagged ‘ბაჩანა ბრეგვაძე’

ბაჩანა ბრეგვაძე

Posted by iberiana on თებერვალი 17, 2016

13 თებერვალს, 80 წლის ასაკში  გარდაიცვალა ქართული მთარგმნელობითი სკოლის მოკრძალებული, ჩუმი და ერთგული რაინდი – მწერალი, ფილოსოფოსი და მთარგმნელი, აკადემიკოსი ბაჩანა ბრეგვაძე, რომლის დამსახურებაა მრავალი მნიშვნელოვანი ნაწარმოების ქართულ ენაზე ამეტყველება.

იგი ავტორია წიგნებისა:: “ანტიკური ცივილიზაციის გვირგვინი”, “ბლეზ პასკალი”, “მარკუს ავრელიუსი”, “მიქელანჯელოს პოეზია”, “სოკრატე”, “ფსევდო-ლონგინე”, “არისტოტელეს პოეტიკა”, “ნიკოლო მაკიაველი”. “დანტეს ახალი ცხოვრება” (თ. ჩხენკელთან ერთად).

მისი მთავარი თარგმანებია: “ახალი აღთქმა”, ბ. პასკალის “აზრები”, მ. ავრელიუსის “ფიქრები”, სერვანტესის “დონ – კიხოტი”, ჰ. იბსენის “დრამები”, პ. ვალერის “სულის კრიზისი”, ნ. მაკიაველის “მთავარი”, ა. შტეკელის “შუა საუკუნეების ფილოსოფიის ისტორია”, ნეტარი ავგუსტინის “აღსარებანი”, “იტალიური ზღაპრები”, ევრიპიდეს “მედეა”, ლ. პირანდელოს “ჰენრიხ IV”, ა. ბერგსონის “ცნობიერების უშუალო მონაცემები”, ს. ვივეკანანდას “ჯნანა იოგა”, ა. ეგზიუპერის “პატარა უფლისწული”, ჯ. ლეოპარდის “დიალოგები”, პლატონის “ადრეული დიალოგები”, “ფედონი”, “ნადიმი”, “იონი”, “დიდი პიპია”, “მენონი”, წმინდა ოთხთავი – “ოთხი სახარება” (მინიატურული გამოცემა), შ. დელის “ბიზანტიის იმპერიის ისტორია”, ა. შოპენჰაუერის “ცხოვრებისეული სიბრძნის აფორიზმები”, ორტეგა ი გასეტის “მასების ამბოხი”, “ხელოვნების დეჰუმანიზაცია” და სხვა…
დაჯილდოებულია ღირსების ორი ორდენით (1995 და 2005წ.), სხვადასხვა დროს მინიჭებული აქვს ივანე მაჩაბლის, ილია ჭავჭავაძის, ექვთიმე თაყაიშვილის, ივანე ჯავახიშვილის და დავით აღმაშენებლის პრემიები.
ბაჩანა ბრეგვაძე ლიტერატურული პრემია “საბას” ორგზის ლაურეატი იყო, 2007 წელს – საუკეთესო თარგმანის, ხოლო 2004 წელს – “ქართული ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის” ნომინაციაში.

 

Advertisements

Posted in 2016, კულტურა, საქართველო-Georgia | Tagged: | Leave a Comment »