Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

Posts Tagged ‘გამსახურდია’

კონსტანტინე და ცოტნე გამსახურდიას პრესკონფერენცია

Posted by iberiana on March 28, 2017

კონსტანტინე და ცოტნე გამსახურდიას პრესკონფერენცია. 27 მარტი, 2017

I ნაწილი

II ნაწილი

Posted in 2017, გამსახურდია, საქართველო-Georgia | Tagged: | Leave a Comment »

გამსახურდიების პასუხი ივანიშვილს

Posted by iberiana on September 6, 2016

5bn1[1]ცოტნე და კონსტანტინე გამსახურდიების პასუხი ბიძინა ივანიშვილს

“მეც დიდ პატივს გცემ, ძვირფასო ბიძინა, მაგრამ შენი მანერების პატრონი რომ ზვიად გამსახურდიაზე არ უნდა ლაპარაკობდე, ამას დიდი “ჩაანალიზება” ჭირდება ალბათ

ჰო, მართვა არ იცოდა, როცა შუაგულ ჯოჯოხეთში სახელმწიფო შექმნა, ურთიერთობა დაალაგა აფხაზებთან და რუსეთს სამაჩაბლო საქართველოს ნაწილად აღიარებინა, ამას სიყვარულის გარდა ცოდნა არ ჭირდებოდა… შენ მაშინ კომპიუტერებით ვაჭრობდი ცუდი პოლიტიკოსი იყო ზვიად გამსახურდია, რომ სინდისგაყიდულ, პრივილეგიებზე დახარბებულ წითელ ინწილიგენციასთან და ბანდიტებთან საერთო ენა არ მონახა!

და ბოლოს: კალაძის, ჯაჭვლიანის, ნარმანიას და სხვების პატრონი გუნდზე არ უნდა ლაპარაკობდე. ესეც ჩემგან უფასო რჩევა შენ…”

სრულად: https://iberiana2.wordpress.com/segm/ivanishvils/

 

 

Posted in 2016, ზვიადი, პოლიტიკა | Tagged: , | Leave a Comment »

გილოცავთ!

Posted by iberiana on March 31, 2016

Zzviad Gamsakhurdia

ყველა სამშობლოს კეთილდღეობისთვის მებრძოლ, ეროვნული მოძრაობის ერთგულ ჯარისკაცს, გული და სულით ვულოცავ დღევანდელ დღეს!!! 25 წლის წინ ამ დღით ჩატარებულმა რეფერენდუმის შედეგებმა დაამტკიცა საქართველოს ერთიანობა და ურღვეობა!!! ვერც ერთი მტერი და ქართველთმოძულე (ედუარდ შევარდნაძის ერთგული სულიერი მიმდევარი) ვერ შეძლებს უარყოს ეს შედეგები, როდესაც საქართველოში მცხოვრებმა ყველა ეთნოსის აბსოლიტურმა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ქვეყნის ერთიანობასა და დამოუკიდებლობას!!! გ ი ლ ო ც ა ვ თ !!!

დღეს ამ ერთიანობის და დამოუკიდებლობის არქიტექტორის და განმხორციელებელის, შესანიშნავი მამულიშვილის, ბ-ნ ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა! გ ი ლ ო ც ა ვ თ!!!

გია ჩუთლაშვილი

31.მარტი. 2016

Posted in 2016, ზვიად გამსახურდია, საქართველო-Georgia | Tagged: , | Leave a Comment »

რეფერენდუმის 25-ე წლისთავი

Posted by iberiana on March 31, 2016

zviad_gamsakhurdia[1]

დღეს 31 მარტია. საქართველოს დამოუკიდებლობაზე ჩატარებული რეფერენდუმის 25-ე წლისთავი და იმავდროულად ზვიად გამსახურდიას დაბადების დღე.

ამ დღეს ადამიანები თავისუფალი და მრავალპარტიული არჩევნების შემდეგ კიდევ ერთხელ გახდნენ სახელმწიფოს აღმშენებლობის თანამონაწილენი. ეს რა არის, დაამთხვია თარიღები? შეიძლება იკითხოს მავანმა. ალბათ ისევე არა, როგორც მერაბ კოსტავას დაბადება 26 მაისს დაემთხვა – ხოლო ადამიანს მართლაც არავინ კითხავს როდის სურს დაბადება. არა, და იმიტომ რომ იმ მომენტში თითოეული დღე დასწრებაზე იყო და კალენდარს მნიშვნელობა ქონდა. დამოუკიდებლობის აღდგენის ზეიმი ორი წლის წინანდელ 9 აპრილს უნდა გაენათლებინა – განსაცდელის პირისპირ ეროვნული ერთიანობის და სიმტკიცის დემონსტრირების დღეს.

დროც აღარ ითმენდა – რაც ჩქარა დამოუკიდებლობის გამოცხადება, მით მალე საერთაშორისო აღიარება, იმ ეტაპზე წყალივით საჭირო. ამავე დროს მოწინააღმდეგე შინ თუ გარეთ გამალებით გეგმავდა დესტრუქციულ ნაბიჯებს. გვყავდა გულანთებულ პატრიოტთა მთელი არმია, სამოქალაქო საზოგადოება არ გვყავდა, ან საიდან უნდა გვყოლოდა, 70-წლოვანი არათავისუფლების შემდეგ?

და როგორც აღმოჩნდა, ჩვენ ვიყავით ახლადფეხადგმული ქვეყანა ნამდვილი ძალოვნების და მომზადებული სამხედროების გარეშე. და კიდეც რომ გვყოლოდა ასეთი შეიარაღებული ძალები, მათთვისაც უძნელესი იქნებოდა იმ მომენტის გადალახვა, რომ მათ წინაშე იარაღით ხელში ისევ “ქართველები” იდგებოდნენ: ანტისახელმწიფოებრივები, ალოგიკურები, ბრიყვები, მაგრამ ასეთები და მორჩა. ქართული სახელმწიფოს ტრაგედიაც ამაში იყო, თავდაპირველი ტრიუმფის შემდეგ.

ქარიშხლიანი შენი წარსული
აღსდგება, რომ კვლავ გაიღოს ხმები.
იცხოვრებ ქვეყნად, მაშინაც, როცა
სხეულით ქვეყნად აღარ იქნები! …
(გალაკტიონი)

კონსტანტინე გამსახურდია

2016 წლის 31 მარტი

Posted in 2016, ზვიად გამსახურდია, საქართველო-Georgia | Tagged: , | Leave a Comment »

2016 წლის 2 თებერვლის აქცია და შეხვედრა

Posted by iberiana on February 3, 2016

img_4516[1]2016 წლის 2 თებერვლს, ეროვნული მთავრობის მხარდამჭერები შეიკრიბნენ თამარ მეფის ხიდის მიმდებარედ, რათა პატივი მიეგოთ 1992 წლის 2 თებერვალს კრიმინალური ხუნტის მიერ დახვრეტილი მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი, რომლებიც იცავდნენ ქვეყნის თავისუფლებას და მოითხოვდნენ ეროვნული კანონიერი ხელისუფლების აღდგენას.

მამა ნოდარმა (ქათამაძე) გადაიხადა დახვრეტილი მამულიშვილების სულის მოსახსენებელი  პანაშვიდი.

აქციაში მონაწილეობდა დაახლოებით 30 კაცი, მათ შორის იყვნენ საქართველოს უზენაესი საბჭოს დეპუტატები  გურამ მაქაცარია და ნუგზარ შავთვალაძე, პოლიტიკური მოღვაწე გია მაისაშვილი და საქართველოს  პირველი პრეზიდენტის შვილი კონსტანტინე ზვიადის ძე გამსახურდია.

აქციის შემდეგ, მონაწილენი შეიკრიბნენ საჯარო ბიბლიოთეკაში, სადაც გაიხსენეს  2 თებერვლის აქციის ამბები. გამოითქვა აზრი, რომ  2 თებერვლის ტრაგიკულ ადგილთან  დაიდგას მემორიალი.

სრულად: https://iberiana2.wordpress.com/segm/g_chutlashvili-2/#3

Posted in 2016, ეროვნული მოძრაობა, საამაყო ქართველები, საქართველო-Georgia | Tagged: , , , , | Leave a Comment »

კონსტანტინე გამსახურდია

Posted by iberiana on January 19, 2016

K.Gamsaxurdia[1]

კონსტანტინე გამსახურდია

“მე დავიბადე მსოფლიოს უმცირეს და უმოკლეს მდინარის პირას. მას ჰქვია სახელად ზანა. მე მომიხდა რამდენიმე უნივერსიტეტში სწავლა ლენინგრადში, კენიგსბერგში, ლაიპციგში, მიუნხენში, პარიზში, ბოლოს ბერლინში. ყველგან და ყოველთვის მე მიხდებოდა გაჯიბრება გერმანელებთან, ებრაელებთან, პოლონელებთან, ამერიკელებთან და ფრანგებთან. არავის ვუმხელდი, მაგრამ ჩემს თავს ვეუბნებოდი: “შენ ჰეი, მსოფლიოს უმცირეს მდინარის პირად შობილო ბიჭო, არ გაჯობონ დიდი მდინარეების პირად დაბადებულთა”, – ასე განაცხადა მწერალმა 70 წლის იუბილეზე.

აქტიურად მონაწილეობდა ევროპაში ჩამოყალიბებული „საქართველოს განმათავისუფლებელი კომიტეტის“ მუშაობაში. 1918 წლიდან საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ბერლინის საელჩოს ატაშეა. ჰამბურგში 3000-მდე ტყვედყოფილი ქართველი შეკრიბა და სამშობლოში წამოიყვანა მის მიერვე დაქირავებულ ხომალდ „ქრისტიანიათი“, თან ჩამოიტანა მედიკამენტები, პირველი რადიოდანადგარი.

1921 წელს, წითელი არმიის მიერ საქართველოს დაპყრობის შემდეგ, კონსტანტინემ ლენინს მისწერა პროტესტის წერილი “ღია წერილი ულიანოვ-ლენინისადმი”. ამავე წელს გამოქვეყნდა მისი “სიტყვები ქართველი ერისადმი 26 მაისს”. ეს ორი დოკუმენტი დარჩება ქართული მწელობის ისტორიაში პრინციპულობისა და თავგანწირული გმირობის მაგალითად…

სრულად: https://iberiana2.wordpress.com/segm/k_gamsakhurdia/

Posted in საქართველო-Georgia | Tagged: | Leave a Comment »

გივი გივიაშვილი – ზვიად გამსახურდიას საგარეო პოლიტიკა

Posted by iberiana on December 19, 2015

გივი გივიშვილი – 12386806_961736783896021_1653680322_n[1]ზვიად გამსახურდიას საგარეო პოლიტიკა და დასავლეთი

ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების მმართველობის ერთ-ერთ სუსტ მხარედ ოპოზიცია თვლიდა საგარეო პოლიტიკურ კურსს. უმეტესობას მიაჩნდა, რომ სწორედ ამ სფეროში დაშვებულმა შეცდომებმა მიიყვანა ქვეყანა საერთაშორისო იზოლაციამდე….

იმისთვის, რომ გავარკვიოთ თუ რა საგარეო პოლიტიკურ ორიენტაციას იზიარებდა ქვეყნის ახალი ხელისუფლება, საჭიროა გადავხედოთ მათ მიერ მიღებულ ოფიციალურ დოკუმენტებს. ასეთი დოკუმენტი, რომელიც ეხებოდა სახელმწიფოს განვითარების გეგმას, იყო საარჩევნო ბლოკის „მრგვალი მაგიდა-თავისუფალი საქართველოს“ პოლიტიკური და ეკონომიკური პლატფორმა. ერთ-ერთი ამონარიდი პლატფორმიდან: „ამიტომ დღეს საქართველოს თუკი ამოუდგება ვინმე გვერდში აღმოსავლეთის ქვეყნებთან კონფლიქტის შემთხვევაში, ასევე როგორც რუსეთთან კონფლიქტის შემთხვევაში, ეს გვერდში მდგომი იქნება მხოლოდ მსოფლიო საზოგადოება და დასავლეთის სამყარო, რომელსაც საქართველო შავი ზღვით ბულგარეთისა და რუმინეთის გავლით დაუკავშირდება“.

   ოპონენტებს შეეძლოთ გაეკრიტიკებინათ მრგვალი მაგიდის ბლოკი იმის გამო, რომ ხელისუფლების პლატფორმაში ისე ღიად და გარკვევით არ იყო საუბარი დასავლურ ორიენტაციაზე, როგორც მაგალითად, სახალხო ფრონტის საარჩევნო პლატფორმაში. თუმცა საკითხავია ეს კრიტიკა რამდენად ჯანსაღი იქნებოდა? რომელი პარტიის ხედვა უფრო სწორი იყო ქვეყნის საგარეო პოლიტიკის მხრივ, ან რომლის პლატფორმა უფრო რეალისტური გახლდათ იმდროისათვის, 1990 წლის შემოდგომისთვის? იმისთვის, რომ ამ კითხვებს გავცეთ პასუხები მოვლენები მსოფლიო ასპექტში უნდა განვიხილოთ….

სრულად: https://iberiana2.wordpress.com/segm/givishvili/

Posted in 2015, ეროვნული მთავრობა, ზვიად გამსახურდია | Tagged: , , | Leave a Comment »

ლეილა ცომაია: „ღირსების სასამართლოს“ ვიდეო

Posted by iberiana on May 24, 2015

leilaლეილა ცომაია – „ღირსების სასამართლოს“ ვიდეო – ზვიადის მოწინააღმდეგეთა უღირსობის დემონსტრირება

საბჭოთა ტოტალიტალური სისტემის პირმშო დისიდენტმა ზაქარია ლაშქარაშვილმა, ვიდეო, სახელწოდებით „ღირსების სასამართლო“, მიმდინარე – 2015 წლის 15 მარტს, youtube-ზე სრული ვერსიით განათავსა. ლაშქარაშვილი, რომელსაც დღემდე არ განელებია ზვიად გამსახურდიასადმი მტრობა და სიძულვილი, ამ ქმედებით, თავის მხრივ უთუოდ შეეცადა მოახლოებული ისტორიული თარიღების – 31 მარტისა და 26 მაისის დაჩრდილვას, თუმცა მან მხოლოდ თვითლუსტრირება მოახდინა პოსტ-საბჭოური საზოგადოების თვალში.

 ილია ჭავჭავაძის საზოგადოების ჟურნალ „ივერიის“ 1988 წლის მე-8 ნომერში გამოქვეყნდა ანონიმური პასკვილი ზვიადის წინააღმდეგ 1978 წლის სასამართლო პროცესზე მისი ტაქტიკური უკანდახევის („მონანიების“) შესახებ და სასამართლო პროცესის ფალსიფიცირებული ვერსია „ნიუ-იორკ ტაიმსის“ კორესპონდენტების პაიპერისა და უიტნისა, რომლებმაც ზვიად გამსახურდიას ე.წ. მონანიების შესახებ თავიანთ პრესაში დაწერეს სიმართლე, რომ გამსახურდიას არ მოუნანიება თავისი ძირითადი საქმიანობა და რომ სასამართლო პროცესზე პოლიტპატიმარ ზვიად გამსახურდიას გამოსვლის შემოკლებული ვიდეო-ჩანაწერი იყო საბჭოთა ტელევიზიის ფაბრიკაცია…..

იხ, სრულად:  https://iberiana2.wordpress.com/segm/zgp/

Posted in 2015, ეროვნული მოძრაობა, ზვიად გამსახურდია | Tagged: , | Leave a Comment »

Posted by iberiana on June 8, 2014

Gocha Gvasalia

გოჩა გვასალია

გამოხმაურება სტივენ ჯონსის წიგნზე ზვიად გამსახურდიას კრიტიკაზედ

 ამერიკელმა პროფესორმა, რუსეთისა და ევრაზიის საკითხების მკვლევარმა, სტივენ ჯონსმა (Stephen Jones) 2012 წელს გამოსცა წიგნი: „საქართველო. პოლიტიკური ისტორია დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ“ (Georgia: A Political History since Independence). 2013 წელს წიგნი ქართულად გამოიცა ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ მხარდაჭერით ( თარგმანი ხათუნა ჩხეიძის).

 სტივენ ჯონსი ამბობს, რომ ის ამ წიგნზე ხუთი წლის განმავლობაში მუშაობდა და 30 წელზე მეტხანს კრებდა მასალებს მისთვის. ნაშრომი ყურადღებით წავიკითხე და მინდა გამოვთქვა ჩემი მოსაზრებანი.     მთელი რიგი პრინციპული მიზეზების გამო მომიხდება უმკაცრესად გავაკრიტიკო სტივენ ჯონსი მის მიერ ზვიად გამსახურდიაზე გამოთქმული, მეტად მცდარი, ზერელე და აღმაშფოთებელი მსჯელობისათვის. ნაწერში ჩანს, რომ შევარდნაძის ძველი მომხრენი ხვდებოდნენ ამერიკელ ისტორიკოსს და მათთვის მისაღებ, მათი დანაშაულის გამამართლებელ მოსაზრებებს აწვდიდნენ. წიგნში აშკარად ჩანს გამსახურდიას დამხობის გამართლებისადმი დიდი მისწრაფება. ამერიკელ ავტორს საამისოდ მოუშველიებია მთელი არსენალი დღეისათვის უღვთოდ გაცვეთილი, ყოველგვარ დამაჯერებლობას მოკლებული ლიბერალური შაბლონებისა…

სრულად

Posted in 2014, გამსახურდია | Tagged: , , | Leave a Comment »

აბზიანიძე – გადატრიალება

Posted by iberiana on November 27, 2011

https://i0.wp.com/bpg.sytes.net/Didgori/userfiles/image/Que_Gallery/799_putchi-uz.sab..jpgშუქრი აბზიანიძე – “ჩაუშესკუ – ჩაუშესკუ”

(გადატრიალებების ტექნოლოგია საქართველოში)

ალბათ ყველას ახსოვს, 1991 წლის ბოლოს, ხელისუფლებისადმი ოპოზიციურად განწყობილი მასა “ჩაუშესკუ – ჩაუშესკუს” სკანდირებით როგორ უტევდა უზენაესი საბჭოს შენობას. ოპოზიცია მზად იყო დაემხო ხელისუფლება და ყველანაირად იკაფავდა გზას შენობისკენაც და ხელისუფლებისკენაც. ამ დრამატულ და ვნებათაღელვით აღსავსე დროს ცოტა თუ დაფიქრებულა – რატომ მაინცა და მაინც “ჩაუშესკუ”? დავუშვათ ზვიად გამსახურდია დიქტატორი იყო, განა ცოტა დიქტატორებს იცნობდა მსოფლიო? როგორც ისტორიიდან, ისე მის თანამედროვეებს? რატომ არა, ვთქვათ “ჰიტლერი”, “სტალინი”, “პინოჩეტი” ან ბოლოს და ბოლოს “სადამი”? არა, მხოლოდ “ჩაუშესკუ”. რატომ?

ამ კითხვაზე პასუხის გაცემა არც ისე ადვილია, როგორც ეს შეიძლება ერთი შეხედვით ჩანდეს. ეს არაა “დიქტატურის” უღელქვეშ სულის მღაფავი ხალხის ამოძახილი. ეს სულ სხვა რამ არის. ეს მოქმედების გეგმაა, პაროლია, მთავარი სიტყვაა, რომლითაც წინასწარ ხდება თანამოაზრეთა და სეირის მაყურებელთა შემზადება დიდი ბატალიებისათვის, დიდი სისხლის ღვრისთვის და რაც მთავარია – ტრაგიკული ფინალისათვის…

http://iberiana2.wordpress.com/segm/putch/

Posted in გამსახურდია, ეროვნული მოძრაობა, ისტორია-History, პოლიტიკა | Tagged: , , | 1 Comment »