Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

Posts Tagged ‘გოგა ხაინდრავა’

“ოცნებების სასაკლაო”

Posted by iberiana on October 7, 2016

“ოცნებების სასაკლაო” – მეტეხის ხიდზე მომხდარი დანაშაულის მოწმეები დუმილს არღვევენ

სოციალურ ქსელში გავრცელდა ეკა წამალაშვილის ჟურნალისტური კვლევა-ფილმი “ოცნებების სასაკლაო”, რომელიც 1992 წლის 6 იანვარს მომხდარი ერთი ტრაგიკული ეპიზოდის შესახებ გვიყვება. ამ კონკრეტულ ამბავს 14 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

“1992 წლის იანვარში, თბილისში, კრიმინალები დემოკრატიულად არჩეულ ხელისუფლებას ამხობდნენ. 6 იანვარს, გამთენიისას, პრეზიდენტმა გამსახურდიამ პარლამენტის ალყაშემორტმული შენობის დატოვება გადაწყვიტა. იმ ტრაგიკულ დილას პრეზიდენტს და მის კოლონას რამდენიმე ადგილას გაუხსნეს ცეცხლი. უმძიმესი იყო პრეზიდენტის კოლონაში შემავალი ავტობუსის დაცხრილვის ფაქტი მეტეხის ხიდზე. იქ მოკლულების შესახებ ცნობები დამალეს. ადამიანთა მცირე ჯგუფი თბილისის საავადმყოფოებსა და მორგებში ცდილობდა დაჭრილებისა და მოკლულების მიგნებას” – მოგვითხორობს ეკა წამალაშვილი ფილმში.

როგორც ეკა წამალაშვილმა INFONET-ს უთხრა, სწორედ იმ ტრაგიკულ დილას გადაუმოწმებელი ინფორმაციით, 1992 წლის 6 იანვარს მეტეხის ხიდზე მოკლულებში იყვნენ: 36 წლის თამაზ კაკულია, 43 წლის კოტე კურდღელია, 25 წლის ემზარ ლომთაძე, 32 წლის სერგი ინასარიძე, 40 წლის ნოდარ პაპიაშვილი, გელა გელაშვილი, ვახტანგ თორდია, ვალიკო ყავლაშვილი და კიდევ 4 უცნობი პირი.

გავიდა ლამის 25 წელი, ეკა წამალაშვილს ფილმში „ოცნებების სასაკლაო“ მეტეხის ხიდზე დახვრეტილი ავტობუსის მძღოლი, მისი მგზავრები და პრეზიდენტის კოლონის გამცილებელი – საჯაროდ პირველად ყვებიან ყველაფერს..

თუ გაინტერესებთ ვინ ესროლა ავტობუსს, რომლითაც დეპუტატები და ზვიად გამსახურდიას სხვა მომხრეები თბილისს ტოვებდნენ, უყურეთ ამ ძალიან საინტერესო ფილმს, რომლის წარდგენასაც ავტორის განმარტებით დავასრულებთ:

„ამ ფილმით მე მინდოდა ჩემი წილი ბოდიში მეთქვა 1992 წლის 6 იანვარს მეტეხის ხიდზე დახვრეტილი ავტობუსის სოხუმელი მძღოლისთვის იური გაგუასთვის, 24 ნატყვიარს რომ ატარებს, ერთი ფილტვით რომ დარჩა და არც ერთი ხელისუფლებისგან დახმარება არ მიუღია! უზენაესი საბჭოს დეპუტატებისთვის, ასევე სოხუმელებისთვის : რეზო კემულარიასთვის და ვლადიმერ მირცხულავასთვის, მათთან ერთად ნემო ბურჭულაძისთვის და სხვებისთვის… იქ მოკლულ თამაზ კაკულიასთვის (ისიც სოხუმიდან იყო), სერგი ინასარიძისთვის და სხვებისთვის. იქ დაჭრილებისთვის, იმ დახვრეტილი ავტობუსის გამცილებლისა და დამცველისთვის, პრეზიდენტ გამსახურდიას კომენდანტ გოჩა ბახიასთვის (ასევე სოხუმიდან) და კიდევ ბევრისთვის…

ბოდიში, რომ არ მოვიკითხეთ და დავივიწყეთ დიდი დანაშაული, რომლის მსხვერპლიც ყველა ვართ. პირველ რიგში და განსაკუთრებით კი თქვენ.

ბოდიში, რომ ჩვენ ვუშვებთ ამის ჩამდენებმა “ღირსებაზე” და “სამართლიანობაზე” გველაპარაკონ და “ჰეროკრატია” გვიჩვენონ.“

http://infonet.ge/?lang=geo&read=2105

Posted in 1992, 2016, ეროვნული მთავრობა, სამხედრო გადატრიალება | Tagged: , | Leave a Comment »

შადიმანებო, კაენის ცოდვა არ მოგასვენებთ!

Posted by iberiana on January 26, 2016

majlajunebi

შადიმანებო, კაენის ცოდვა არ მოგასვენებთ!

ჯაბა იოსელიანი: ”სამი განზომილება” გვ.360 – ”ზვიად გამსახურდიასთან ბრძოლისთვის შექმნილ “საგანგებო კომიტეტის” შემადგენლობისთვის რასაკვირველია გამოვრიცხე საბჭოთა ნომენკლატურული მოდელი. წევრებად შევიყვანე: გია ჭანტურია, გოგა ხაინდრავა, გია ჟორჟოლიანი, მთავრობის სახლთან დახეიბრებული ინტელექტუალი, ყოფილი გვარდეილი კახა გველესიანი, დავით მაღრაძე, ძალოვანი სტრუქტურის მინისტრები: გია ყარყარაშვილი, ავთნდილ იოსელიანი, ირაკლი ბათიაშვილი, შევარდნაძის აპარატის ხელმძღვანელი ვაჟა ლორთქიფანიძე. თბილისში გამოვაცხადეთ კომენდანტის საათი. კომენდანტად დავნიშნე ზაზა ჩაჩუა……
– მიხარია, რომ ბიჭები აქტიურობენ. გია ჭანტურია კისრულობს ედპ–ს 200 კაციანი რაზმის შეკრება და დასავლეთ საქართველოში გაგზავნას, ოღონდ იარაღს თხოულობს გია ჭანტურია კითხავს ზვიადისტებს, არის ფეხებში სროლა და დაჭრებიც…
– ინტელიგენციაში ფულს აგროვებს იარაღისა და სხვა დანიშნულებისათვის დავით მაღრაძე.
– სამაჩაბლოს გმირებს –მინდიაშვილებს თბილისში რესტორან “ქალაქურში” დამაძინებელს უყრიან ჭიქაში და შემდეგ მათ ცხინვალთან ოსები ხეზე მიბმულებს წვავენ… გოგა ხაინდრავა მიდის, უღებს სურათებს, (ოსებმა როგორ მიუშვეს?!) აგზავნის საზღვარგარეთ თითქოს ქართველებმა ოსები ცოცხლად დაწვეს… შემდეგ გია ჭანტურია, ბუკოვსკი, აირიკიანი, სარიშვილი ,გუდავები.….. პრაღის დისიდენტთა კონფერენციაზე მოსკოვის კგბს, შევარდნაძის დავალებით რეზოლუციაში აწერინებენ: “ქართველები გენოციდს უწყობენ ოსებს, ავიწროებენ ეროვნულ უმცირესობებს”.
– სამაჩაბლოს გმირს- გოგია გაბროშვილს (მასზე ოსებს 6კგ. ოქრო და 1 მლ.რუბლი ჰქონდათ გამოყოფილი!) ხაინდრავას “დევიატკა” მეტეხთან ხვრეტს (ჯაბა იოსელიანი -“სამი განზომილება” გვ.361).

და სახელმწიფო დამნაშავეს, ქართველთა მკვლელს- ტ.კულუმბეგოვს ციხიდან ათავისუფლებენ პუტჩისტები! ცოდვა არ მოგასვენებთ!

წმ. ილია მართალის მკვლელი- ორჯონიკიძე-მახარაძე-ბერბიჭაშვილი..

პრეზიდენტ ზვიადი გამსახურდიას მკვლელი- შევარდნაძე-ელცინი-“ალფა”..

გოგია-გოგიას მკვლელი-” ……? ”..

სიგმუნდ ვოლტეტერი

26 იანვარი, 2016

Posted in 1992, სამხედრო გადატრიალება, საქართველო-Georgia | Tagged: , , | 2 Comments »