Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, სამცხე, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

Posts Tagged ‘ემიგრანტები’

სიგუამ გაგვასწრო, მაგრამ დანარჩენებს მაინც არ აგცდებათ, რაც ჩვენგან გეკუთვნით!

Posted by iberiana on იანვარი 24, 2020

publika.ge-1-20“მოგმართავთ, სრულიად საქართველოს!

მოკვდა საქართველოს მაოხარი გზირი, „ღირსეული“ გამგრძელებელი ორჯონიკიძისა, ფილიპე მახარაძისა, ლევან ღოღობერიძისა, ბერბიჭაშვილისა, მოკვდა ნაძირალა თენგიზ სიგუა!…

საქართველოს ისტორიაში მსგავსი დონის მოღალატე თითოოროლა თუ მოიძებნება. სიგუამ, თავის ნაძირალა ჯგუფთან ერთად საქართველოს მაშინ ჩასცა ზურგში მახვილი, როცა ჩვენი ქვეყანა უბედნიერესი იყო. როცა, ჭეშმარიტ, წესიერ, ზნეობრივ ადამიანებს ყოველი დღის გათენება უხაროდა. როცა იბადებოდნენ ქართველები, იქმნებოდა ქართული ოჯახები, როცა ყველას უყვარდა ერთმანეთი.

სიგუამ ტყვია დაახალა საქართველოს ახლადმოპოვებულ დამოუკიდებლობას. მან სულში ჩააფურთხა საქართველოს 90% მოსახლეობას და დაამხო კანონიერი ხელისუფლება. მან ტყვია დაახალა საქართველოს ერთადერთ და კანონიერ პრეზიდენტს, ქართველი ერის სათაყვანებელ გმირს ბატონ ზვიად გამსახურდიას. ვიმეორებთ: ერთადრთ პრეზიდენტს, და არა პირველს, ნაძირალა სიგუამ გავეშებული მკვლელები დაადევნა.

ამ კაციჭამიამ, ნარკოტიკით გაბრუებულმა, ასობით ახალგაზრდა მოატყუა და კაცისმკვლელის ცოდვაში ჩააგდო. ბევრი ისე მოკვდა, რომ ეგონა სამშობლოს გადასარჩენად იბრძოდა. მან შექმნა ქვეყანა, სადაც შიმშილი, მათხოვრობაა გამეფებული. სადაც საუკუნის ძარცვისთვის (პლატინის გატანისთვის) პასუხი არ უგია არავის, სამაგიეროდ, ძეხვის და პურის მოპარვისთვის იჭერენ მცირეწლოვნებს, ქვეყანა სადაც, ქართველი ქალები მეძავებად იქცნენ. საიდანაც ნახევარზე მეტი ადამინი გაიქცა უცხოეთში მონებად.

ანაკონდა-სიგუას კისერზეა სიკვდილის, მათხოვრობის, თვითმკვლელობების, შაოსანი დედების მომრავლება, აფხაზეთიდან ათიათასობით ჩახოცილი ბიჭი, მიტინგებზე დახვრეტილი უიარაღო ხალხი, სავსე ციხეები, სავსე მორგები! სიგუა უნდა აძაღლდეს და მიწა არ უნდა ეღირსოს.

მიუვა ჯოჯოხეთში სატანა-შევარდნაძეს. ალბათ, იქ გაიყოლებს იანაევის ოქმს.

თავი დაანებეთ ვითომ-კეთილშობილებას და „მორწმუნეობას“, “გარდაცვლილზე რომ არაფერი უნდა თქვათო”. ეგ ნაცარი შეაყარეთ ერთმანეთს, მგლის ტყავში გახვეულო პუტჩისტებო, საქართველოს დამაქცევრებო. ასე შეშფოთებულები მაშინ არ ყოფილხართ, როცა გვამებით აივსო საქართველო, როცა გასხვისდა მიწები, როცა, დაანარკომანეთ, დააბრუეთ ახალგაზრდები.

სიგუამ გაგვასწრო, მაგრამ დანარჩენებს მაინც არ აგცდებათ ჩვენგან ის, რაც გეკუთვნით, რაც დაიმსახურეთ ქვეყნის წინაშე ჩადენილი ღალატისთვის. ეგ „ნიანგის ცრემლები“ და მორალი იმიტომ დააფრქვიეთ, თქვენს ხვალინდელ დღეს ხედავთ. სიგუა, სულ ფეხებზე გკიდიათ.

სიგუა ისე მიემგზვრება ჯოჯოხეთში, რომ ერთხელაც არ უნანია მისი გამყიდველობა….

იხ.  ქართველი ემიგრანტების ერთი ნაწილის განცხადება სრულად:  tvalsazrisi.ge

 

Posted in 2020, ეროვნული მთავრობის მტრები, საქართველო-Georgia | Tagged: , , | Leave a Comment »

ქართველი ემიგრანტის წუხილი

Posted by iberiana on დეკემბერი 23, 2019

skola

ქართველი ემიგრანტის წუხილი – “აქ მოზარდი პატარების მშობლიური ენის ცოდნა და სიყვარული ნულს დიდად არ სცილდება”

გუშინ ქართულ სათვისტომოს წინასაახალწლო საბავშვო კონცერტი ჰქონდა. მე დასასრულს მივედი, საჩუქრებს რომ ურიგებდნენ პატარებს, იმ დროს.
სცენაზე პატარა ქართველები ირეოდნენ.

უცებ გუნდური შეძახილები გაისმა: “სნეგურაჩკააა! სნეგურაჩკაა! სნეგურაჩკაა!”

ნუ, რა დამემართა?!

წარმოიდგინეთ, ხმაც ვერ გავიღე გამოთაყვანებისგან!…

ჩემთვის ძალზედ მტკივნეულია, აქ მოზარდი პატარების მშობლიური ენის ცოდნა და სიყვარული ნულს დიდად არ სცილდება, მათი მშობლების უმრავლესობას ხომ ეს საკითხი, ეს ტკივილი მზესუმზირის ჩენჩოდაც არ უღირთ!

მაშინ, როდესაც სხვა ერების წარმომადგენლების ოჯახებში მშობლიური ენის საკითხი სათანადო დონეზე დგას! მათი მეორე-მესამე თაობა უცხო მიწაზე მშობლიურ ენაზე ჟღურტულებს!

ჩვენი?!
ვაი, ჩვენი ცოდო!…

18 წლის უცხოეთში ცხოვრება და თანამემამულეებზე დაკვირვება ასეთ რამეს მათქმევინებს: ჩვენზედ ადვილი გადასაჯიშებელ-გადასაგვარებელი ხალხი არ დადის დედამიწის ზედაპირზე!

მაგრამ, გასაკვირი ისაა, რომ ცხოვრობენ, შრომობენ თუ საწვლობენ უცხო ქვეყანაში, მშობელთა უმრავლესობის გულები კვლავ ღიღინებენ “Калин, камалин, камалин, камоя”-ს!

მრავალი წელია სხვის ქვეყანაში ცხოვრობენ და გამართულად ერთ რთულ ქვეწყობილ წინადადებასაც ვერ მოაბამენ თავს. მიუხედავად იმისა რომ სარგებლობენ ამ ქვეყნის ყველა სოციალური სიკეთით, გული მაინც “ერთმორწმუნე” რუსეთისთვის უძგერთ!

აბა, გაბედე და შეეკამათე, იარლიყები მზადა აქვთ!

ან კიდევ რამდენმა ქართველმა მოზარდმა იცის აკაკის “სულიკო” ან “ციცინათელა“?!
ან კი სმენიათ?!

რა, ჰქნან, მშობლებს არ სცალიათ, შრომობენ!
“სნეგურაჩკასთვის” კი სცალიათ!

შვილებს არც ქართულ ნახატ ფილმებს აყურებინებენ, სამაგიეროდ “Ну погоди заяц” და “Мария и медведь”, გაგიხარიათ!
უხარიათ, ამაყობენ რუსულს სწავლობენო!

სამწუხარო და სავალალოა ფრიად!

სრულად: https://iberiana2.wordpress.com/segm/s-a/ 

 

Posted in 2019, ემიგრანტები, საქართველო-Georgia | Tagged: , | Leave a Comment »

“პალმა ჯუმეირას” ქართველი კონსტრუქტორი

Posted by iberiana on მარტი 22, 2019

e183a1e18393

ვინ არის მსოფლიოს მერვე საოცრებად წოდებული “პალმა ჯუმეირას” ქართველი კონსტრუქტორი – “სამწუხაროა, რომ მას საქართველოში არ იცნობენ”

“სამ­წუ­ხა­როა, რომ მსოფ­ლი­ოს ამ “მერ­ვე სა­ოც­რე­ბის” შე­სა­ხებ არ­სე­ბულ უამ­რავ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში ხში­რად არ არის მი­თი­თე­ბუ­ლი ოთარ ზალ­დას­ტა­ნიშ­ვი­ლის ვი­ნა­ო­ბა. სწო­რედ მან მო­ა­ხერ­ხა იმ კონ­სტრუქ­ცი­ის დაპ­რო­ექ­ტე­ბა, რომ­ლის წყა­ლო­ბი­თაც ყუ­რე­ში ნი­ა­და­გის და­მაგ­რე­ბა მო­ხერ­ხდა, რათა მიწა ზღვას არ წა­ე­ღო. სამ­წუ­ხა­როა ისიც, რომ ოთარ ზალ­დას­ტა­ნიშ­ვი­ლი თა­ვი­სი გე­ნი­ა­ლუ­რი კონ­სტრუქ­ცი­ის შე­დე­გე­ბის ნახ­ვას ვერ მო­ეს­წრო. უფრო სამ­წუ­ხა­როა ის, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ასეთ დიდ პი­როვ­ნე­ბას არ იც­ნო­ბენ” – ამ­ბობს ცნო­ბი­ლი ის­ტო­რი­კო­სი რუ­სუ­დან და­უშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც ოთარ ზალ­დას­ტა­ნიშ­ვილ­ზე სა­ინ­ტე­რე­სო ცნო­ბებს გვაწ­ვდის:

– მას შემ­დეგ, რაც ძვ.წ. II ს-ში მსოფ­ლი­ოს შვი­დი სა­ოც­რე­ბის სია შედ­გა, არა­ერ­თხელ იყო ამ სიის შეც­ვლის და შევ­სე­ბის მცდე­ლო­ბა. XXI-ე სა­უ­კუ­ნის “მსოფ­ლი­ოს მერ­ვე სა­ოც­რე­ბად” მიჩ­ნე­უ­ლია სპარ­სე­თის ყუ­რე­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი პრო­ექ­ტი “პალ­მა ჯუ­მე­ი­რა”, ეს არის ზღვა­ში გან­ლა­გე­ბუ­ლი პალ­მის ფორ­მის ხე­ლოვ­ნუ­რი კუნ­ძუ­ლე­ბი, რო­მე­ლიც ასე­ვე ხე­ლოვ­ნუ­რი ატო­ლით არის შე­მო­ფარ­გლუ­ლი. რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, ადა­მი­ა­ნის ხე­ლით შექ­მნი­ლი ეს მე­ო­რე ძეგლია, დიდი ჩი­ნუ­რი კედ­ლის შემ­დეგ, რო­მე­ლიც კოს­მო­სი­დან ჩანს. ამ უნი­კა­ლუ­რი პრო­ექ­ტის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია გავ­რცე­ლე­ბუ­ლია პრე­სის, ტე­ლე­ვი­ზი­ის, ინ­ტერ­ნე­ტის სა­შუ­ა­ლე­ბით და ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა მეტ-ნაკ­ლე­ბად ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლია, თუმ­ცა ყვე­ლამ არ იცის, რომ ამ პრო­ექ­ტის ავ­ტო­რი ჩვე­ნი თა­ნა­მე­მა­მუ­ლე, ემიგ­რან­ტი ოთარ ზალ­დას­ტა­ნიშ­ვი­ლია

სრულად: https://iberiana.wordpress.com/iberiana/geosurnames/zaldastanishvili/

Posted in გამოჩენილი ქართველები, ემიგრანტები, საქართველო-Georgia | Tagged: , , | Leave a Comment »

ძმები ნიკურაძეები

Posted by iberiana on მარტი 22, 2019

 ვინ იყვნენ ლეგენდარული ქართველი ემიგრანტი ძმები, რომელთა სახელი პორშეს, დაკიდულ მატარებელს და ჰიტლერს უკავშირდება

dzmebinikuradzeebi_2018-12-14_5gyywsodqpy4

ჰიტ­ლე­რის სა­ი­დუმ­ლო მრჩე­ვე­ლი, ევ­რო­პის და­კი­დუ­ლი მა­ტა­რებ­ლის და “პორ­შეს” თერ­მო­დი­ნა­მი­კუ­ლი და­მუ­შა­ვე­ბის ავ­ტო­რი – ვინ იყ­ვნენ ლე­გენ­და­რუ­ლი ემიგ­რან­ტე­ბი ძმე­ბი ნი­კუ­რა­ძეები.

…არ­სე­ბობს გად­მო­ცე­მა, რომ რო­დე­საც გერ­მა­ნე­ლე­ბი პა­რიზ­ში შე­ვიდ­ნენ და გაჩ­ნდა სე­რი­ო­ზუ­ლი სა­შიშ­რო­ე­ბა, რომ მათ ეპოვ­ნათ და მი­ე­კუთ­ვნე­ბი­ნათ სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი სა­გან­ძუ­რი, რო­მელ­საც დიდი ექ­ვთი­მე თა­ყა­იშ­ვი­ლი იცავ­და, ამ მძი­მე მო­მენ­ტში ექ­ვთი­მეს­თან გა­მო­ცხად­დნენ “ესე­სის” ფორ­მა­ში გა­მო­წყო­ბი­ლი ძმე­ბი ნი­კუ­რა­ძე­ე­ბი და მი­ხე­ილ კე­დია (სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის დე­დის ძმა) და დახ­მა­რე­ბა აღ­მო­უ­ჩი­ნეს გან­ძის და­მალ­ვა­ში და გა­დარ­ჩე­ნა­ში..

ვინ იყ­ვნენ ლე­გენ­და­რუ­ლი ძმე­ბი ივა­ნე და ალექ­სან­დრე ნი­კუ­რა­ძე­ე­ბი, რო­მელ­თა სა­ხე­ლი ჰიტ­ლერს, ევ­რო­პის და­კი­დულ მა­ტა­რე­ბელ­სა და “პორ­შეს” უკავ­შირ­დე­ბა – მათ შე­სა­ხებ AMBEBI.GE-ს მკი­თხველს სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი, ვაჟა შუ­ბი­თი­ძე უამ­ბობს.

ძმე­ბი სამ­ტრე­დი­ა­ში მრა­ვალ­შვი­ლი­ან ოჯახ­ში და­ი­ბად­ნენ. 1919 წელს ივა­ნე იმ რჩე­ულ ახალ­გაზ­რდებს შო­რის მოხ­ვდა, რო­მელ­თაც ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი­სა და პეტ­რე მე­ლი­ქიშ­ვი­ლის რე­კო­მენ­და­ცი­ით, სა­ხელ­მწი­ფო თა­ვის ხარ­ჯით უცხო­ეთ­ში სას­წავ­ლებ­ლად აგ­ზავ­ნი­და. ძმე­ბი რომ არ და­ე­შო­რე­ბი­ნა, ახალ­გაზ­რდე­ბის მამა სპე­ცი­ა­ლუ­რად ჩა­მო­ვი­და თბი­ლის­ში და უნი­ვერ­სი­ტე­ტის რექ­ტორს სთხო­ვა, მეც მო­გეხ­მა­რე­ბით სახ­სრე­ბით და თუ მო­ხერ­ხდე­ბა ალექ­სან­დრეც ძმას­თან ერ­თად გაგ­ზავ­ნე­თო. ასე მოხ­ვდნენ ძმე­ბი გერ­მა­ნი­ა­ში…..

სრულად: https://iberiana.wordpress.com/iberiana/geosurnames/nikuradze/

 

Posted in გამოჩენილი ქართველები, ემიგრანტები, საქართველო-Georgia | Tagged: , , , | Leave a Comment »