Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

Posts Tagged ‘ზვიად გამსახურდია’

26 მაისი

Posted by iberiana on მაისი 26, 2017

18670742_1377029325700096_5375266808413840152_n[1]

დღეს, დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტის – ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტად არჩევის დღეა!
პრეზიდენტის ინსტიტუტის შემოღებით, ზვიად გამსახურდიას ეროვნულმა ხელისუფლებამ და უზენაესმა საბჭომ განამტკიცა და განაძლიერა საქართველოს სახელმწიფოებრიობა, რისი დანგრევისთვისაც, რუსეთის იმპერიას ტანკებისა და სრული სამხედრო ძალის გამოყენება დასჭირდა…

დღეს მერაბ კოსტავას დაბადების დღეა!
მერაბისა და ზვიადის ვერაგული მკვლელობით დასრულდა ღირსეული ხანა და შეგვრჩა გადედლებული საქართველო.
ქალების მედროშეობის დროა!…

ლეილა ცომაია

26.05.2017

Advertisements

Posted in 2017, ეროვნული მთავრობა, ეროვნული მოძრაობა, ზვიად გამსახურდია, საქართველო-Georgia | Tagged: , | Leave a Comment »

1991 წლის 30 აპრილი – ქართული გვარდიის პირველი აღლუმი

Posted by iberiana on აპრილი 30, 2017

gvardia
1991 წლის 30 აპრილს დინამოს სტადიონზე გაიმართა ქართული გვარდიის პირველი აღლუმი

1990 წლის დეკემბერში საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დადგენილებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შინაგანი ჯარები – ეროვნული გვარდია შეიქმნა. ქართული არმიის შემდგომი განვითარება ეროვნული გვარდიის საფუძველზე მოხდა.

1991 წლის 24 აპრილს საქართველოს მინისტრთა კაბინეტმა განკარგულება გამოსცა, რომელიც წვევამდელთა სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევას ეხებოდა.

30 აპრილს არმიაში გაწვევა ოფიციალურად დაიწყო, სწორედ ეს დღე გახდა ქართული ჯარის დაარსების ათვლის წერტილი.

1991 წლის 30 აპრილს დინამოს სტადიონზე გაიმართა ქართული გვარდიის პირველი აღლუმი, რომელიც ჩაიბარა საქართველოს ეროვნულმა გმირმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ ..

http://georgianpress.ge/com/news/view/13598?lang=1

Posted in 1991, ეროვნული მთავრობა, ზვიად გამსახურდია, საქართველო-Georgia | Tagged: , | Leave a Comment »

ზვიად გამსახურდიას პირადი ფოტოგრაფი

Posted by iberiana on ნოემბერი 18, 2016

ზვიად გამსახურდიას პირადი ფოტოგრაფი გოგი ნახუცრიშვილი

ტვ – იმედი. გადაცემა “იმედის კვირა”
(C) ნატალია ქაჯაია, ბაქარ შარაშენიძე

Posted in 2016, ეროვნული მთავრობა, ზვიად გამსახურდია, საქართველო-Georgia | Tagged: , | Leave a Comment »

25 წელი პირველი პრეზიდენტის არჩევიდან

Posted by iberiana on მაისი 26, 2016

13256356_1053713278031704_6939165622342015849_n[1]

25 წელი საქართველოს პირველი პრეზიდენტის არჩევიდან

1991 წლის 26 მაისს, სრულიად საქართველოს ტერიტორიაზე (აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონშიც) ჩატარდა, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, პირველი საპრეზიდენტო არჩევნები 1991 წლის 14 აპრილის უზენაესი საბჭოს დადგენილებით საქართველოში პრეზიდენტის ინსტიტუტის შემოღების საფუძველზე.

არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 6-მა კანდიდატმა.
1. ზვიად გამსახურდია 2 565 362 ხმა
2. ირაკლი შენგელია 26886 ხმა
3. ჯემალ მიქელაძე 51717 ხმა
4. ვალერიან ადვაძე 240243 ხმა
5. თამაზ კვაჭანტირაძე 8553 ხმა
6. ნოდარ ნათაძე 36266 ხმა

დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტი გახდა ზვიად გამსახურდია 87%.
კომისიის თავმჯდომარე გახლდათ არჩილ ჭირაქაძე.

ეს უმნიშვნელოვანესი აქტი მიღწეულ იქნა მერაბ კოსტავას გმირული ბრძოლით ზვიად გამსახურდიასთან ერთად, ვის საპატივცემულოდაც დაამთხვია ზვიად გამსახურდიამ დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტის არჩევნები მერაბ კოსტავას დაბადების დღეს – 26 მაისს.
იხარეთ, ორთავ, ზეციურ საქართველოში, ამინ!

ლეილა ცომაია

26 მაისი, 2016

Posted in 1991, 2016, გამსახურდია, საქართველო-Georgia | Tagged: , , | Leave a Comment »

ის დღეს 77 წლის გახდებოდა…

Posted by iberiana on აპრილი 2, 2016

zviad_gamsakhurdia[1]ის დღეს 77 წლის გახდებოდა…

რომ არა ეშმასა და მისი ქართველი წითელი ეშმაკუნების მიერ უკუღმა დატრიალებული საქართველოს ბედის ჩარხი…
ის დღეს მისივე შექმნილი თავისუფალი სამშობლოს მწიგნობართუხუცესი იქნებოდა და რამდენ რამეს დაგვიწერდა და შეგვიქმნიდა სულის საზრდოდ, საგზლად ერის უკვადვების ნარეკლიან ბილიკებზე სახეტიალოდ…
ჭარმაგი მოხუცი დღეს ჩვენი სამშობლოს ბედნიერებით იხარებდა…
საქართველოს ქერუბიმი ზვიად გამსახურდია...
აკი უთხრა მისი სულის ტყუპისცალმა მერაბმა:
„თვით ზეციერმა შეგარტყა ძალი,
გიპყრა მახვილი, რვალთა მლეწავი“…
მათ ქაჯებს ნესტანი გამოსტაცეს, ჩვენი ნესტანი – საქართველო გაგვინთავისუფლეს…
“მე სულ მგონია, როცა შენს ახლოს არა ვარ, შენ ჭკვიანად იქნები. მე, ერთის მხრით, გული მტკივა, რომ შენი ბავშვობა თავდება. მეორეს მხრით, მიხარია, რომ შენ სადაცაა, ყველა ჩემს სურვილს გაიგებ და მალე მხარში ამომიდგები. ალბათ, შენთვის დამიწერია (თუ მითარგმნია) მე ჰომეროსის სიტყვები: “ზევსს გეფიცები, აგელაი, ზევსს და მამაჩემის ტკივილებს”. ჩვენ ვცხოვრობთ ძლიერ სერიოზულ დროში და აწი, დროა, შენ სერიოზულად ემზადო, რათა შეძლო, გახდე ჩვენი ქვეყნის ღირსეული შვილი. გზაში მე გადავიკითხე შენი საყვარელი მუსიკოსების ბიოგრაფიები. ყველანი უკვე სიყრმიდანვე ემზადებოდნენ დიდი ამბებისათვის. გახსოვდეს, ეს ცხოვრება მოსაწყენზე მოსაწყენია, თუ ადამიანი არ იწვის რაიმე მაღალი და ზეაღმტაცი ამბებისათვის. ამის გარეშე სხვა ყველაფერი ემსგავსება იმ საცოდავ და უშინაარსო ცხოვრებას, რომელსაც ეწევიან ხოლმე მცენარეები და ცხოველები. თუნდაც ჩემი გამწარებული ცხოვრებაც რომ აიღო, მე რომ დიდი იდეების მოლაშქრედ არ წარმომედგინა ჩემი თავი, ვეღარ გავუძლებდი იმ ქარიშხლებს, რომელთა გადატანაც ასე თუ ისე შევძელი.
შენი მამიკო. 1955.”

პ.ს. ქართველი კაცი, მითუმეტეს ქართველი მეცნიერი, უპირველეს ყოვლისა უნდა ემსახურებოდეს თავის ერს და სამშობლოს, არ უნდა მოდიოდეს წინააღმდეგობაში ერის ინტერესებთან, უნდა იღწვოდეს მხოლოდ ერის ინტერესებიდან გამომდინარე და არ უნდა ემსახურებოდეს სხვა ათასნაირ “ჭეშმარიტებას”! მაშინ ხარ ბრძენკაციც და მხოლოდ ამას ჰქვია ერისკაცობაც, სხვას კი არაფერს!“
ამას წერდა ჯეელობაში გადასულ თავის პირმშოს საქართველოს სამსახურში გახარჯული დიდოსტატი, ღვთივკურთხეული ქართული სიტყვის დიდი ჭკადუ…
ატარა მთელი გულით, მთელი სხეულით მამის ტკივილები…
მთელი ცოდნა, სიბრძნე, შემოქმედება ერს მიუძღვნა…
თვისი ნებით ავიდა ეშაფოტზე და სამშობლოს საკურთხეველზე საკუთარი სიცოხლეც დასდო უშურველად…
ბოლომდის ჩაიღვენთ-ჩაიფერფლა ნათლმოსილი…
და ასე მიეახლა მამას…

სიგმუნდ ვ.

2016

Posted in 2016, ზვიად გამსახურდია, საქართველო-Georgia | Tagged: | Leave a Comment »

ზვიად გამსახურდია – 77

Posted by iberiana on მარტი 31, 2016

სოსო  ჯაჯანიძე: ზვიად გამსახურდია –  77

ძმებო და დებო, ქართველო მამულიშვილებო, თანამემამულენო, ახლოვდება საქართველოს ქრისტიანულ-ეროვნული განმათავისუფლებელი მოძრაობის თავკაცის და ერთადერთი კანონიერი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას დაბადების დღე – 31 მარტი. მას 77 წელი შეუსრულდებოდა.

მართალია, ზვიად გამსახურდიას მკვლელობიდან თითქმის 23 წლის გასვლის შემდეგ მას მაყვედრებელი მტერშიც კი არ შემორჩა, მაგრამ, პარადოქსული ის გახლავთ, რომ ყოველგვარ კანონზომიერებას და საღ აზრს მიღმა, საქართველოში არსებობენ „პატრიოტი“ ადამიანები (ყოველ შემთხვევაში, „პატრიოტობის“ პრეტენზია გააჩნიათ), რომელნიც დღემდე მის უსამართლო კიცხვასა და შურით გაჯერებულ განქიქებაში არიან. მეტიც, მისი სახელის დისკრედიტაციის მიზნით ამზადებენ ე.წ. დოკუმენტურ ფილმებს და ტელე-გადაცემებს, რომელშიც ზვიად გამსახურდიას სულიერ ძმას და ერთგულ თანამებრძოლს მერაბ კოსტავას დადებით პიროვნებად და ეროვნული მოძრაობის ერთადერთ ღირსეულ თავკაცად წარმოაჩენენ, ხოლო ზვიად გამსახურდიას უარყოფით პიროვნებად და ეროვნულ მოძრაბაში დესტრუქციული როლის მქონე პიროვნებად. ამავე დროს, ცდილობენ ისე წარმოაჩინონ საქმე, თითქოს ზვიადსა და მერაბს შორის განხეთქილებას და ურთიერთშუღლს ჰქონდა ადგილი.

სრულად: https://iberiana2.wordpress.com/segm/gamsakhurdia-2/jajanidze/ 

Posted in 2016, გამსახურდია, საქართველო-Georgia | Tagged: , | Leave a Comment »

,,ეკლის გვირგვინი”

Posted by iberiana on თებერვალი 15, 2016

კონსტანტინე გამსახურდია – როსტომ ჩხეიძის ახალი წიგნი ,,ეკლის გვირგვინი”

ბიოგრაფიული რომანი ზვიად გამსახურდიაზე

Posted in 2016, ზვიად გამსახურდია, საქართველო-Georgia | Tagged: , , | Leave a Comment »