Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, სამცხე, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

Posts Tagged ‘თამაზ დუმბაძე’

“თქვენ გასაგონად ბიჭებო”

Posted by iberiana on იანვარი 16, 2020

dumbadze2

თამაზ დუმბაძე – “თქვენ გასაგონად ბიჭებო”

თამაზ დუმბაძე (1936-2016) – გენერალ-ლეიტენანტი, საქართველოს ეროვნული გვარდიის ერთ-ერთი შემქმნელი, საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის მოადგილე, თავდაცვის მინისტრის მოადგილე (1992-1998), თავდაცვის მინისტრის განსაკუთრებულ დავალებათა ჯგუფის უფროსი, ვახტანგ გორგასლის ორდენის სრული კავალერი.

1999 წელს თბილისში გამოიცა გენერალ-მაიორ თამაზ დუმბაძის წიგნი “თქვენ გასაგონად ბიჭებო”

რამდენიმე ამონარიდი წიგნიდან:

“ერთ დღეს ზურაბ ნაირაშვილმა განზე გამიხმო: საინტერესო ჩანაფიქრი და გეგმა მაქვს, მინდა წამომყვე, რომ ყველაფერი თვალნათლივ გაჩვენო და ზოგი რამ აგიხსნაო. მანქანებში ჩავსხედით და ვაკის მიდამოებში ავედით. ავტომობილით ცოტათი გავუყევით ვერის უბნის მხარეს. გავჩერდით ქუჩაში, სადაც გზა გამსახურდიას “კოლხური კოშკისკენ” მიდის. ნაირაშვილს ზედმიწევნით ჰქონდა შესწავლილი ზვიად გამსახურდიას ყოველდღიური მარშრუტი. ზუსტად, თითქმის წამების გათვლით ჰქონდა დადგენილი დრო. საკმაოდ დაწვრილებით ჰქონდა შედგენილი სქემაც. იგი ქუჩის განაპირას, მიწისქვეშა კომუნიკაციების ჭასთან მივიდა, სარქველი ახადა და მანიშნა, მომყევიო. ჩავედით ზვიადის სახლთან მდებარე ჭაში, საიდანაც ხელისგულივით ჩანდა ყველაფერი, ახლომახლო მოძრავი ტრანსპორტი, ცალკეული ადამიანები და საერთოდ, ბრწყინვალე ხედვის არე იყო. ჩვენ ვერავინ გვამჩნევდა, ისე უმნიშვნელოდ და მოფარებულად იყო ეს ჭა.

– წარმოიდგინე თამაზ, აქედან რომ ერთი რიგიანად გავუშვა, როგორ ავაფრენ იმ შენს პრეზიდენტს, თავისი სისულელეებით. ეს თქვა რუსულად, რადგან დიდხანს მსახურობდა საბჭოთა არმიაში და ამ ენაზე აზროვნებდა, სათქმელსაც ასე უფრო კარგად აყალიბებდა.”
“წამოვედით. ყოველ შემთხვევაში, ერთი კონკრეტული ვარიანტი უკვე იყო შემუშავებული, უკიდურესი შემთხვევისათვის.”
(გვერდი: 125-126)

“მოსკოვის გზაზე ჯგუფები და პიროვნებები ერთმანეთს ენაცვლებოდნენ. თენგიზ სიგუასა და თენგიზ კიტოვანს მე და კახა გველესიანი მივყვებოდით ხოლმე. ისინი ესაუბრებოდნენ და ეთათბირებოდნენ ხოლმე ედუარდ შევარდნაძეს.
(გვერდი: 129)

“სამი ქვეითთა საბრძოლო მანქანით (საბრძოლო ჯავშნიანი მანქანა БМП-1 აღჭურვილია გლუვლულიანი 73 მილიმეტრიანი კალიბრის ქვემეხით 2А28″Гром”, 7,62 მილიმეტრიანი კალიბრის კალაშნიკოვის სატანკო ტყვიამფრქვევითა და ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტით 9М14М”Малютка”. (ეს სამი БМП-1 მათ მიიღეს წითელდროშოვანი ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის 171-ე გვარდიული საოლქო სასწავლო ცენტრიდან). შევარდით მთავრობის სახლის ეზოში და პანიკა დავთესეთ, მანქანებში იყვნენ პაატა დათუაშვილი, მამუკა ჯაჯანიძე და გია გულუა.”

“სასწრაფოდ ჩამოვიდნენ გია ყარყარაშვილი და დევი ჭანკოტაძე. ბრძოლის ხელმძღვანელობა გიას დაევალა. დევიმ ზარბაზანი (100 მილიმეტრიანი კალიბრის საზენიტო ქვემეხი КС-19, შეიარაღებაში ჰქონდა საქართველოს რესპუბლიკის შინაგანი ჯარები-ეროვნულ გვარდიას) სასტუმროს (“თბილისი”) წინ დადგა ჯორჯიაშვილის ქუჩაზე.”
(გვერდი: 133)

“მაშინ ძალიან ბევრს ვშრომობდით, ჯემალ ჭუმბურიძე, მე, გია ყარყარაშვილი, მამუკა ჯაჯანიძე, აკია ბარბაქაძე, პაატა დათუაშვილი, დევი ჭანკოტაძე, გელა გიორგაძე, გია გულუა.

“ერთხანს გაკვირვება გამოიწვია იმან, რომ გია უჩავა, თავგამოდებული გვარდიელი, ზვიად გამსახურდიას ბანაკში გადაბარგდა.”

“მაშინ არავინ იცოდა და არც უნდა სცოდნოდა, რომ ის ჩემი სპეციალური დავალებით წავიდა. ასე ვთქვათ, თავისებური მზვერავი იყო. შეძლებისამებრ მაწვდიდა ინფორმაციას ზვიადის ბანაკში არსებული მდგომარეობის შესახებ.”
(გვერდი: 134)

“ტყვია-წამლით უხვად გვამარაგებდნენ რუსეთის ჯარის წარმომადგენლები (წითელდროშოვანი ამიერკავკასიის სამხედრო ოლქი, სარდალი, გენერალ-პოლკოვნიკი ვალერი პატრიკეევი)”
(გვერდი: 135)

“ახალი წლის ღამე თენგიზ კიტოვანმა და თენგიზ სიგუამ ამიერკავკასიი სამხედრო ოლქის დაჯგუფებაში (წითელდროშოვანი ამიერკავკასიის სამხედრო ოლქი, სარდლის მოადგილე, გენერალ-ლეიტენანტი სუფიან ბეპაევი) გაატარეს…
ორი-სამი დღე დარჩნენ.”
(გვერდი: 150)

“გენერალ-ლეიტენანტი ლევან შარაშენიძე ძირითადი მეკავშირის როლს ასრულებდა რუსებთან (წითელდროშოვანი ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის დაზვერვის უფროსი, გენერალ-მაიორი ვიქტორ ივანენკოვი) ურთიერთობისას, განსაკუთრებით იარაღის მოწოდების დროს.”
(გვერდი: 152)

დავით თევზაძე... მეორე დღისთვის დავიბარე (თბილისის ზღვაზე გასვლის შემდეგ). მივეცი იარაღი და მან ჩამოაყალიბა შეიარაღებული რაზმი “გორდა“.

“თბილისის სისხლიანი მოვლენების დროს “გორდა” და მათი თანამებრძოლები სასტუმრო “ივერიაში” იდგნენ.”
(გვერდი: 195)

მასალა მოამზადა დავით არაბიძემ

Posted in 1991, ეროვნული მთავრობის მტრები, ზვიად გამსახურდია, საქართველო-Georgia, სახელმწიფო გადატრიალება | Tagged: , , , , | 1 Comment »