Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, სამცხე, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

Posts Tagged ‘ივანიშვილი’

წყალტუბოს აღორძინება კარგია, ოღონდ კაზინოების გარეშე

Posted by iberiana on ნოემბერი 4, 2019

წყალტუბოს აღორძინება კარგია, ოღონდ კაზინოების გარეშე

tskaltubo

წყალტუბო, როგორც სამკურნალო პუნქტი, ჯერ კიდევ 12-13-ე საუკუნეებიდან ჩნდება ისტორიულ წყაროებში, მეოცე საუკუნეში კი ის ბალნეოლოგიურ კურორტად ჩამოყალიბდა, მეცნიერულად დასაბუთებული და ორიგინალური დაგეგმარებით გაშენდა 22 სანატორიუმი, 9 აბანო, 150-ზე მეტი სახეობის ფოთლოვანი და წიწვოვანი კულტურა.

საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების კვალი წყალტუბოსაც მწვავედ დაეტყო: გაიძარცვა და გაპარტახდა ყველა სანატორიუმის კომპლექსი. დღეისთვის კი მხოლოდ რამდენიმე მათგანშია განხორციელებული ინვესტიცია, სადაც სამკურნალოდ ჩასული ადამიანებისა და ტურისტების რაოდენობა ყოველწლიურად მატულობს. წყალტუბოს პოტენციალის სრულად ათვისებისთვის შესანიშნავია საქართველოს ექსპრემიერის ბიძინა ივანიშვილის წინადადება. დარწმუნებული ვართ, ყველა სანატორიუმისა და აბანოს სრული რეაბილიტაცია ხელს შეუწყობს სამკურნალო ტურიზმის განვითარებას, რაც მთლიანად რეგიონისთვის ახალი სიცოცხლის მიმცემი იქნება.

თუმცა, მოსახლეობას, ალბათ, ახსოვს 2013 წლის 5 მარტს პარლამენტში შესული პეტიცია: „ჩვენ შემოვედით პეტიციით, რომ მოხდეს ამ სათამაშო ბიზნესის სრული აკრძალვა, თავის მავნე ჩვევებიდან გამომდინარე. თუმცა, სანამ სრული აკრძალვა მოხდებოდეს, მანამდე ჩვენ წარმოვადგინეთ რეგულაციები, სადაც არის მითითებული, რომ შემოღებული იქნას ასაკობრივი და ქონებრივი ცენზი, გადატანილი იყოს დასახლებული და რელიგიური და სასწავლო დაწესებულებიდან მოშორებით, არადასახლებულ ადგილებში”.

მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ამის საპასუხოდ კი განაცხადა, რომ კაზინოებს დახურვა არ დაემუქრებოდა, არამედ მათი გადატანა მოხდებოდა სპეციალურ ადგილებში. ამის შესახებ კი ეკონომისტმა ირაკლი ლექვინაძემ გამოთქვა მოსაზრება, რომ კაზინოების სპეციალურ რეგიონებში გატანას მხოლოდ მაშინ ექნება აზრი, თუ, ეს რეგიონი სხვა თანმდევი ტურისტული ინფრასტრუქტურით იქნება მოწყობილი:

“მაგალითად, წყალტუბოში ხელისუფლებამ, მცდელობის მიუხედავად, „ლას ვეგასი“ ვერ შექმნა.“ წყალტუბოს „ლას ვეგასად“ გადაქცევის იდეა ჯერ კიდევ “ვარდების რევოლუციის” დროს გაუჩნდა მაშინდელ ხელისუფლებას, მიღებული იქნა საგადასახადო შეღავათები, მაგრამ მიუხედავად ამისა, წყალტუბოში სათამაშო ბიზნესი ვერ განვითარდა.“

ახლა კი, როცა წყალტუბოს სანატორიუმების სრული რეაბილიტაცია და ინფრასტრუქტურის განვითარება დასრულდება, ვხედავთ საფრთხეს, რომ პარალელურად აქ კაზინოების განთავსებაც დაიწყოს.

ბატონ ბიძინა ივანიშვილს ვთხოვთ, თუ თბილისიდან და დიდი ქალაქებიდან კაზინოების გადატანის გეგმის შემუშავებას დაიწყებთ, ამისთვის შეარჩიეთ საზღვრისპირა დაუსახლებელი ადგილები, იქ გააშენეთ შესაბამისი ინფრასტრუქტურაც. წყალტუბო იყო, არის და უნდა დარჩეს მსოფლიოში უნიკალურ ბალნეოლოგიურ კურორტად, რომელიც მოემსახურება მხოლოდ ადამიანების ფიზიკურ გამოჯანმრთელებას!

სამეფო კლუბის სახელით

ანა მიქაუტაძე

 

 

 

 

Posted in 2019, ეკონომიკა, საქართველო-Georgia | Tagged: , , , | 1 Comment »

ქართველი აღარ გეყოლებათ, თუ სათამაშო ბიზნესს არ ალაგმავთ

Posted by iberiana on ოქტომბერი 30, 2019

ბატო ბიძინა, ქართველი აღარ გეყოლებათ, თუ სათამაშო ბიზნესს არ ალაგმავთ

japaridze

“ქვეყნის მართველს მივმართავ, ბატო ბიძინას! შესანიშნავია წყალტუბოს გაცოცხლება, მაგრამ წყალტუბოში დამსვენებელი ქართველი აღარ გეყოლებათ, თუ სათამაშო ბიზნესს არ ალაგმავთ, თუ მერიისგან გაპრავებულ ბეთების რეკლამებს არ გააუქმებთ. სანამ საჯარო რეესტრს არ მოსთხოვთ დარეგისტრირების გამჭირვალობის კუთხით, ვიდრე ჯანდაცვის უწყებებს არ მოსთხოვთ აღიარონ ლუდომანია ადიქციურ მძიმე დაავადებად და გაასაჯაროვონ მისი გრიფი, რომელიც მსოფლიო ჯანდაცვამ მიანიჭა F63.0, ვიდრე შსს-ს არ მოსთხოვთ სტატისტიკას სუიციდის ფაქტების და ასევე ჩადენილი დანაშაულებების თამაშების საფუძლით დაფილტვრას, ვიდრე პარლამენტში დამაქცეველი „ბიზნესის“ ლობისტები ისხდებიან, ვიდრე სარეაბილიტაციო ცენტრი არ იქნება ქვეყანაში და უკვე მერამდენე ვიდრე, რომელიც ქვეყნის ყველა ინსტიტუციას მოიცავს.

კმარა! იფიქრეთ სარეაბილიტაციო ცენტრზე, სადაც სანდროს მსგავსი ახალგაზრდები იმკურნალებენ. ეს იქნება უდიდესი კეთილშობილური საქმე. უკვე 15 სუიციდის ფაქტია ორ თვეში”- ამბობს თამარ ჯაფარიძე.

შეგახსენებთ, რომ სანდრო ბერაძეს რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდნენ. სამძებრო სამუშაოებში ჩართული იყო პოლიცია და სამაშველო სამსახური. სოციალურ ქსელში დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს პირველი არხის ოპერატორი სანდრო ბერაძე, რომელსაც ოთხი დღე ეძებდნენ ცხვარიჭამიას მიმდებარე ტერიტორიაზე იყო. სანდროს გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია 26 ოქტომბერს გავრცელდა. დაკარგულის დედა ამბობდა, რომ შვილს ბოლოს, 25 ოქტომბერს, შუადღისას, ტელეფონით ესაუბრა. დედის თქმით, სანდრო აზარტულ თამაშებზე იყო დამოკიდებული, რის გამოც ბოლო სატელეფონო საუბრისას, დედას ბოდიში მოუხადა.

https://www.primetime.ge

Posted in 2019, საქართველო-Georgia | Tagged: , , , | Leave a Comment »

გამსახურდიების პასუხი ივანიშვილს

Posted by iberiana on სექტემბერი 6, 2016

5bn1[1]ცოტნე და კონსტანტინე გამსახურდიების პასუხი ბიძინა ივანიშვილს

“მეც დიდ პატივს გცემ, ძვირფასო ბიძინა, მაგრამ შენი მანერების პატრონი რომ ზვიად გამსახურდიაზე არ უნდა ლაპარაკობდე, ამას დიდი “ჩაანალიზება” ჭირდება ალბათ

ჰო, მართვა არ იცოდა, როცა შუაგულ ჯოჯოხეთში სახელმწიფო შექმნა, ურთიერთობა დაალაგა აფხაზებთან და რუსეთს სამაჩაბლო საქართველოს ნაწილად აღიარებინა, ამას სიყვარულის გარდა ცოდნა არ ჭირდებოდა… შენ მაშინ კომპიუტერებით ვაჭრობდი ცუდი პოლიტიკოსი იყო ზვიად გამსახურდია, რომ სინდისგაყიდულ, პრივილეგიებზე დახარბებულ წითელ ინწილიგენციასთან და ბანდიტებთან საერთო ენა არ მონახა!

და ბოლოს: კალაძის, ჯაჭვლიანის, ნარმანიას და სხვების პატრონი გუნდზე არ უნდა ლაპარაკობდე. ესეც ჩემგან უფასო რჩევა შენ…”

სრულად: https://iberiana2.wordpress.com/segm/ivanishvils/

 

 

Posted in 2016, ზვიადი, პოლიტიკა | Tagged: , | Leave a Comment »