Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, სამცხე, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

Posts Tagged ‘ილია II’

ზვიად გამსახურდიას წერილი პატრიარქს

Posted by iberiana on ნოემბერი 3, 2019

gamsakhurdia
ზვიად გამსახურდიას წერილი პატრიარქს

“უკანასკნელ ხანებში, ჩვენს მრევლსა და საზოგადოებაში ზოგიერთი უღირსი ადამიანის მიერ გავრცელდა ყალბი ხმები, თითქოს მე თქვენ გებრძვით რაღაც კერძო ინტერესით, თითქოს მე თქვენი “მტერი” ვარ და ა.შ.

სინამდვილეში კი მე თქვენ როდი გებრძვით, არამედ ვებრძვი ჩვენი სამღვდელოების რიგებს შეპარულ მამათმავლებს, გამომძალველებს, მექრთამეებს და სხვა უმსგავსობათა მოქმედ ადამიანებს.

თქვენ კარგად გახსოვთ, რომ ყოველივე ამას მე ვებრძოდი ჯერ კიდევ 1967 წლიდან, ე.ი. იმ პერიოდიდან, როდესაც საბოლოოდ დავრწმუნდი რომ ეს მანკიერი მოვლენები სერიოზულ საფრთხეს უქმნიან ჩვენს ეკლესიას. ამავე მიზეზით იყო გამოწვეული ჩემი ბრძოლა ბიძინა კერატიშვილთან (ყოფილ “მიტროპოლიტ გაიოზთან”) და არა სხვა რაიმე ინტერესით.

ამჟამად, მე მოგიწოდებთ თქვენ, ჩვენი ეკლესიის მამამთავარს, ებრძოლოთ ამ საგანგაშო მოვლენებს. მე მოვუწოდებ აგრეთვე ყველა ქართველს, ვინც თავისი ერისა და ეკლესიის ღირსებას პატივს სცემს, ამხილოს ეკლესიაში შემოხიზნული ქვაბ-ავაზაკნი და მამათმავალნი, ვიდრე საბოლოოდ არ განიწმინდება მათგან ჩვენი ეკლესია.

საჭიროა, აგრეთვე მხილება იმ პირთა, ვინც ანგარებით თუ სხვა მიზნებით ხელს აფარებენ ქვაბავაზაკებს და მამათმავლებს და მით ფაქტიურად, მათი დანაშაულის თანამონაწილენი ხდებიან.

პატივისცემით, ზვიად გამსახურდია.

1980.6.III.

წყარო: საქართველოს ეროვნული არქივის უახლესი ისტორიის ცენტრალური არქივი

***

gamsakhurdia

 

 

N 223

28,06.83

სსრ კავშირის მინისტრთა საბჭისთან არსებულ რელიგიის საქმეთა \

საბჭოს რწმუნებუკს საქართველოს სსრ-ში

გივი შალვას ძე მაისურაძეს

     მოგახსენებთ, რომ მოქალაქე ზ.კ. გამსახურდია იდენს მოქმედებას, რომელიც არ შეეფერება საბჭოთა მოქალაქეს. იგი ლანძღავს სამღვდელოესობას და ეკლესიას, რაც დაუშვებელია სსრკ კონსტიტუციით. ამასთან ერთად წარმოგიდგენთ მის მიერ წარმოდგენილი დეპეშის ასლს.

             გთხოვთ მიიღოთ შესაფერისი ზომები მსგავსი ბოროტმოქმედების აღსაკვეთად.

             დანართი: დეპეშის ასლი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

ილი II

Posted in ეროვნული მოძრაობა, ზვიად გამსახურდია, საქართველო-Georgia | Tagged: , , | Leave a Comment »