Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, სამცხე, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

Posts Tagged ‘კულტურული მემკვიდრეობა’

დოლოჭოპის ბაზილიკას განადგურების რეალური საშიშროება ემუქრება

Posted by iberiana on ივლისი 29, 2020

62686df6a151

დოლოჭოპის ბაზილიკას განადგურების რეალური საშიშროება ემუქრება

დიახ, ოპტიმისტური განწყობა ქართულ საზოგადოებრიობაში ნეკრესის ნაქალაქარის ამ ერთ-ერთი, გრანდიოზული, უძველესი ქრისტიანული ტაძრის მომავლის თაობაზე, 3 წელზე მეტი ხნის წინ ჯერ კიდევ სუფევდა…

ამის შემდეგ დოლოჭოპის სატაძრო კომპლექსზე ბევრი რამ შეიცვალა. კარგი სიახლეებიც იყო – 2018-2019 წლების კვლევითი სეზონების შედეგად მრავალი, უაღრესად საყურადღებო ელემენტი გამოვლინდა: საკურთხევლის ქვეშა, V საუკუნის სარდაფი-კრიპტა წმინდა სანაწილე ლუსკუმითურთ; იმავდროულ დიდგვაროვან საერო პირთა კატაკომბური სამარხები სამხრეთის გალერეის სარდაფში; ქართული ასომთავრული ასო-ნიშნებიანი თიხის მოსაპირკეთებელი ფილები და ჭურჭელი; დასავლეთიდან მიშენებული ეპისკოპოსის სასახლის ნაშთები (ყოველივე ეს, პირველად ქართულ ეკლესიათა სინამდვილეში!) და სხვა.

თუმცა, სამწუხაროდ, ნეგატიურ სიახლეები უფრო მრავლადაა: ამ წერილში მოხსენიებული, ილიას ტბიდან მიყვანილი, მიწის მოხრეშილი გზაც კი აღარ არსებობს და დამთვალიერებლებს მდინარე დურუჯის გადალახვა უწინდებურად ფეხით უხდებათ; თვით კომპლექსი კი რეგულარულად იტბორება მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის მიერ გაყვანილი, ყოვლად უკანონო სამელიორაციო არხით. სამანქანო გზაც ამ სარწყავმა სისტემამ შეიწირა. კულტურული მემკვიდრეობის ამ ახლადგამოვლენილ, ეროვნული მნიშვნელობის ძეგლს განადგურების რეალური საშიშროება ემუქრება. თანაც, ასეთ ხიფათში ჩავარდნილ ამ უნიკალურ ძეგლს, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ, წელს დაგეგმილი სარეაბილიტაციო დაფინანსებაც შეუჩერა.

სიტუაცია დაუჯერებლად, ხელოვნურად დრამატიზირებულად ჟღერს, არა? შეგიძლიათ მიბრძანდეთ და ადგილზე შეამოწმოთ ვითარება. მე ამ ვითარების მნახველი, უამრავი აღშფოთებული მოქალაქე და უცხოელი კოლეგა მეკონტაქტება… რა ვუპასუხო? რომ მე და ამ ძეგლის ახალგაზრდა მკვლევარებიც კი, მგონი უკვე წყობიდან გამოგვიყვანა 10 წლიანმა, დამქანცველმა ბრძოლამ ამ დიდებული ძეგლის გამოვლენისა და კონსერვაციისათვის მიზერული საბიუჯეტო სახსრების საწყალობლად ძიებამ? მარტო ჩვენი სადარდებელია ეს ჯერ კიდევ ნაკლებად ცნობილი ისტორიული საუნჯე? ალბათ არ უნდა აღმოგვეჩინა და მიწის ბორცვისთვის არ უნდა გამოგვეტაცა ეს ტიტანი – ამდენ შურს, ღვარძლს და დამცირებას გადავრჩებოდით…

ნოდარ ბახტაძე – არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელი

სრულად: https://iberiana.wordpress.com/iberiana/nekresi/

 

 

Posted in 2020, კულტურული მემკვიდრეობა | Tagged: , , , , | Leave a Comment »

გიორგი გოგოჭური – ქვეშეთი კობის საგზაომაგისტრალის მშენებლობის შესახებ

Posted by iberiana on ივნისი 19, 2020

23467061_1856692641037548_4413037558210619969_oგიორგი გოგოჭური – ქვეშეთი კობის საგზაომაგისტრალის მშენებლობის შესახებ

ვინც იზიარებთ ჩემს აზრს და წუხილის გამოთქვამთ იმის გამო, რომ მშენებლობის დროს ბევრი რამ შეიძლება დაინგრეს და განადგურდეს, მაგრამ ამ დროს ერთხელაც არ ხართ ნამყოფი ხადაში დაუკავშირდით ტურ ოპერატორებს წაბრძანდით ხდაში ექსკურსიაზე. დაათვალიერეთ ხადისა და დიდველის (კაიშაურების პლატოს) ღირსშესანიშნაობები და თქვენ თვითონ დარშმუნდებით თუ რა რისკის ქვეშ შეიძლება დადგეს იქაური კულტურული მემკვიდრეობის ობიექტები.

გარდა ხადის ხევზე გამავალი მაგისტრალისა, ახალი გზის მშენებლობა იგეგმება დიდველზე, რომელიც უნდა ავიდეს გუდაურში. ტერიტორია, სადაც გზა უნდა გაიყვანონ, ასევე მდიდარია ისტორიულ-არქიტექტურული და არქეოლოგიური ობიექტებით. კაიშაურების ველზე გასული საუკუნის 70-იან წლებში ჟინვალის არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ გამოვლენილი იქნა ქვის ხანისა (პალეოლითური ეპოქა) და მტკვარ-არაქსული კულტურის (ადრებრინჯაო) ნამოსახლარები. მაშინ ამ ძეგლების შესწავლა არ განხორციელებულა იმის გამო, რომ მათ დანგრევის საშიშროება არ ემუქრებოდა.

საზოგადოების ჩართულობამ და აქტიურობამ იქნებ გამოაფხიზლოს ხელისუფლება და მკაცრად მოეკიდოს სამშენებლო კომპანიას, რათა მან დაიცვას საერთასორისო საფინანოსო ორგანიზაციების მოთხოვნები გარემოზე ზემოქმედებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ. BP-ის კომპანამ, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენების მშენებლობისას პირწმინდად დაიცვა ყველა რეკომენდაცია. შექმნა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სამსახური, აიყვანა ქართველი ახალგაზრდები ამ სამსახურში, რომელთა მოვალეობასაც შეადგენდა მიწის სამუშაოების დროს ზედამხედველობა. რის შედეგადაც არა ერთი მიწისქვეშა არქეოლოგიური ობიექტი, ნამოსახლარი და სამაროვანი იქნა გამოვლენილი და ქართველი არქეოლოგებისგან შესწავლილი. ტექნიკა მყისიერად წყვეტდა მუშაობას და სამუშაოდ გადადიოდა სხვა ადგილზე, მანამ სანამ ობიექტი ბოლომდე არ იქნებოდა შესწავლილი. უფრო ადრე კი BP-იმ, საქართველოს ტერიტორიაზე (249 კმ. მილდაენების სიგრძე საქართველოს ტერიტორიაზე), იქ სადაც უნდა დაწყებულიყო მშენებლობა, ქართველი და უცხოელი ექსპერტების მონაწილეობით მთელი დერეფანი შეისწავლა და აღრიცხა იქ არსებული სიძველეები. ყველა ობიექტის კვლევა მშენებლობის დაწყებამდის ხდებოდა. BP-იმ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის კვლევაში, თუ არ ვცდები, 3 მილიონ დოლარზე მეტი ჩადო.

რამდენადაც ჩემთვის ცნობილია ის ბანკები, რომლებიც ამ მშენებლობას აფინანსებენ, იგივე მოთხოვნებს უყენებენ ჩვენს ხელისუფლებას და ჩინურ კომპანიას, რასაც თავის დროზე სთხოვდნენ ნავთობსადენის სამშენებლო კომპანიას. ჩინელების მხრიდან ამ ყველაფრის იგნორირება ჩვენი ხელისუფლების ბრალია.

ჩვენ უნდა მოვთხოვოთ საერთაშასორისო საფინანსო ორგანიზაციებს (ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი – EBRD, აზიის განვითარების ბანკი (ADB), შეუწყვტონ დაფინანსება, მანამ სანამ ჩვენი მთავრობა და ჩინური კომპანია არ დაიცავენ იმ მოთხოვნებს და რეგულაციებს, რაც საერთაშოპრისო კანონმდებლობითაა გათვალისწინებული.

19 ივნისი, 2020

 

Posted in 2020, არქეოლოგია, კულტურული მემკვიდრეობა, მამულიშვილებს, საქართველო-Georgia | Tagged: , , , , | Leave a Comment »

ელენე კავლელაშვილი დავით გარეჯზე

Posted by iberiana on ნოემბერი 18, 2019

ხელოვნებათმცოდნე ელენე კავლელაშვილი დავით გარეჯზე

(ქალბატონ ელენეს პატრიარქის გადაწყვეტილებით სამთავროს მაყვლოვანში დაკრძალავენ)

ისტორიული ცნობები – დავით გარეჯი

შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების მუზეუმის ოქროს ფონდის მცველი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი ელენე კავლელაშვილი.

ტვ “ობიექტივი”.  წამყვანი ჟურნალისტი ილია ჩაჩიბაია

11.06.2019

იხ. აგრეთვე: თბილისის ომის დროს მთელი საგანძური საიდუმლოდ ისე გადავმალეთ, რომ მისთვის ვერავის მიეკვლია

Posted in 2019, ისტორია-History, კულტურული მემკვიდრეობა, საამაყო ქართველები, საგანძური, საქართველო-Georgia | Tagged: , , , | Leave a Comment »

იოსებ მეგრელიძე – სიძველეები ლიახვის ხეობაში

Posted by iberiana on თებერვალი 5, 2019

ioseb megrelidzeიოსებ მეგრელიძე – სიძველეები ლიახვის ხეობაში

იოსებ მეგრელიძე (დ. 9 აპრილი, 1909, ჩოხატაურის რაიონი, სოფელი ხიდისთავი — გ. 29 იანვარი, 1996) — ქართველი მკვლევარი, ფილოლოგი.

1931 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი.

1959 წლიდან იყო საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი, ძველი ქართული ლიტერატურის მკვლევარი. ავტორია ნაშრომებისა ქართული და ქართველური, დაღესტნურ-დიდოური ენების, რუსთაველოლოგიისა და ქართული მწერლობის, ქართული და კავკასიური ფოლკლორის, ეთნოგრაფიის, არქეოლოგიისა და ეპიგრაფიკის, არმენისტიკის საკითხებზე.

***

გაეცანით მის ნაშრომს “სიძველეები ლიახვის ხეობაში”

ioseb megrelidze

იოსებ მეგრელიძე. “სიძველეები ლიახვის ხეობაში”. გამომცემლობა “საბჭოთა საქართველო”. თბილისი – 1984

იოსებ მეგრელიე. “სიძველეები ლიახვის ხეობაში. პატარა ლიახვის, ფრონის, ფაწისა და ჯეჯორის ხეობები”. წიგნი მეორე.  გაზეთ “სამშობლო ფორტეს” გამოცემა. თბილისი – 1997 

 

Posted in ისტორია-History, კავკასია, კულტურული მემკვიდრეობა, სამაჩაბლო-Samachablo, საქართველო-Georgia | Tagged: , , , | Leave a Comment »