Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

Posts Tagged ‘მარხულია’

«Сегодня в Абхазии больше армянских школ, нежели абхазских»

Posted by iberiana on May 19, 2016

Грузинский профессор: «Сегодня в Абхазии больше армянских школ, нежели абхазских» – АРМЯНСКИЕ СЕПАРАТИСТЫ ВЗЯЛИСЬ ЗА СТАРОЕ

16486-111Как мы передавали, армянская организация «Крунк», в конце 80-х годов стоявшая у истоков сепаратистского движения в Нагорном Карабахе, объявила о создании «армянской национально-культурной автономии» в самопровозглашенной Республике Абхазия.

Человек, который не в курсе процессов в регионе, с первого взгляда может сказать “Ну и что? Что тут плохого?”. Но, если речь идет об организации, которая заварила кашу в регионе, и эта каша не расхлебывается уже четверть века, приходится задуматься…

Могут ли армяне поднять вопрос автономии Абхазии как и в Карабахе 1988 году? Угрожает ли это Грузии?

Для анализа происходящего Admiral.Az обратился к грузинскому историку, профессору Сухумского госуниверситета Гураму Мархулия….

https://iberiana2.wordpress.com/abkhazia/markhulia/

Posted in 2016, აფხაზეთი - Abkhazia, საქართველო-Georgia | Tagged: , , | Leave a Comment »

გურამ მარხულია – სომხური ისტორიული ავაზაკობა ქართველთა მიმართ გრძელდება

Posted by iberiana on February 3, 2016

no_cover_thumb[1]გურამ მარხულია – სომხური   ისტორიული ავაზაკობა   ქართველთა  მიმართ   გრძელდება

1994 წელს საფრანგეთში ვინმე პიერ ლამეზოს ხელმძღვანელობით   გამოცემულია  წიგნი: „ევროპის გენეოლოგია“  ანუ „დასავლეთის  ცივილიზაციის  ატლასი“ (Pierre Lamaison. Généalogie de l’Europe: de la Préhistoire au XXe siècle.  Atlas de la Civilisation Occiddentale. Sous la Direction de Pierre Lamaison)  და მის 259-ე გვერდზე ბიჭვინთა სომხეთად არის მითითებული, წიგნში  აგრეთვე   ლაპარაკია ბიჭვინთის ტაძარზე. საერთოდ, მსოფლიოში მრავალი ლიტერატურა გამოდის, რომლებშიც საქართველოს ძირძველი ტერიტორიები სომხეთის ისტორიულ მიწა-წყლად არის დაფიქსირებული. ერთი შეხედვით თითქოს ამასში საგანგაშო დიდი არაფერია და ისტორიული მასალებით შეგვიძლია საწინააღმდეგო დავამტკიცოთ, თუმცა ეს ასე არ არის.

 მაგალითად, ფრანგულ ენაზე გამოცემული ისტორიული, გეოპოლიტიკური, არქიტექტურული და სხვა სახის ატლასები ან ენციკლოპედიები ვრცელდება არამარტო საფრანგეთში, არამედ იმ ქვეყნებშიც, სადაც ფრანგული ენა სახელმწიფო სტატუსს ატარებს (ბელგია, ლუქსემბურგი, შვეიცარია, ე.წ. „ფრანგული აფრიკა“ და ა.შ.) და ხვდება უმაღლეს სასწავლებლებში, ბიბლიოთეკებში, სამინისტროებში, რაც თაობათა ცვლის პარალელურად გავლენას ახდენს საერთო საზოგადოების აზრსა და თვალთახედვაზე. ესპანურენოვანი ლიტერატურა თითქმის მთელ ლათინურ ამერიკას მოიცავს, ხოლო ინგლისურენოვანი _ მსოფლიოს…

სრულად: https://iberiana2.wordpress.com/armenia/markhulia-9/

Posted in საქართველო-Georgia, სომხეთი - Armenia | Tagged: | Leave a Comment »

გურამ მარხულია – სომეხთა და ქურთთა შეხვედრა შვეიცარიაში

Posted by iberiana on February 3, 2016

author-188[1].jpg

გურამ მარხულია – სომეხთა და  ქურთთა  შეხვედრა  შვეიცარიაში

 შვეიცარია, 2014  წლის  აგვისტო.  ეს ის პერიოდი იყო, როდესაც „ისლამური სახელმწიფოს“ ჯარებმა სინჯარის ქედზე სრული კონტროლი დაამყარეს ქ. მოსულის აღების შემდეგ ბაღდადი-არბოლის მაგისტრალი გადაკეტეს და ქ. აინ ალ-არაბს (კობანე) შეუტიეს. რასაც მოჰყვა აშშ-ს საჰაერო ძალების დარტყმები. ამავე დღეებში შვეიცარიის ქ. ჟენევაში შეიკრიბნენ ევროპაში მცხოვრები სომხების და ქურთების დიასპორათა წარმომადგენლები, ასევე არგენტინიდან, რუსეთიდან, კანადიდან და აშშ-დან, ამათ დაემატათ მთელი რიგი ორგანიზაციები და ინსტიტუტები.

აშშ-ს საჰაერო დარტყმებით გულმოცემულნი სომხები და ქურთები განიხილავენ თურქეთის სამომავლო ბედს და ტერიტორიების გადანაწილებას. 1921 წლიდან ქურთებმა დასახლება იწყეს ყარსის, აღრის, ვანის, მუშის, ერზრუნის, ერზინჯანის და ელაზიღის პროვინციებში სომხურ ნასახლარებზე, სწორედ ეს იყო ჟენევაში შეხვედრისას განხილვის ერთ-ერთი თემა. სომხები ქურთებისგან მოითხოვენ შეთანხმების მომზადებას, რომლის მიხედვითაც თურქეთის დაშლის შემთხვევაში ქურთები უპრობლემოდ დაცლიან ამ პროვინციებს და შეთანხმების აქცენტირებას ყველა ქურთული ტომ-კლანი მოახდენს…

სრულად: https://iberiana2.wordpress.com/armenia/markhulia-8/

Posted in 2014, საქართველო-Georgia, სომხეთი - Armenia | Tagged: | Leave a Comment »

გურამ მარხულია – ანარქიზმი სომხურად

Posted by iberiana on April 21, 2015

Guram Markhuliaგურამ მარხულია – ანარქიზმის ფილოსოფია და ანარქიზმი სომხურად

სომეხმა ანარქსიტებმა თავიანთი ფართოდ გავრცელებული პროპაგანდისტული აქტიურობის შედეგად მე-XIX-ე საუკუნის დასასრულს ოსმანთა იმპერიის ხელისუფალთა ყურადღება მიიპყრეს. საერთაშორისო არენაზე სომეხთა შორის ალექსანდრ ათაბეკიანი იყო მეტ-ნაკლებად ცნობილი, რომელსაც საერთაშორისო ანარქისტულ მოძრაობასთან ჰქონდა კავშირი. ჯერ კიდევ ჟენევაში სწავლის პერიოდში ის დაუახლოვდა გამოჩენილ ანარქისტ პ. კრაპოტკინს, ე. რეკლიუს და ჟ. გრავს. მას განსაკუთრებული მეგობრობა აკავშირებდა კრაპოტკინთან, ფაქტობრივად ის იყო კრაპოტკინის გვერდით გარდაცვალების ჟამს და მონაწილეობას იღებდა მოსკოვის ქუჩებში გამართულ სამგლოვიარო ცერემონიაში. ათაბეკიანმა სომხურ ენაზე თარგმნა რამდენიმე ანარქსიტული ნაშრომი და გამოსცემდა და ავრცელებდა ანარქისტულ ჟურნალს სახელწოდებით „თანამეგობრობა“ (ამაინკი), რომელიც ასევე სპარსულ ენაზეც გამოდიოდა. ათაბეკიანს სერიოზული მცედლობა ჰქონდა ეხეირა შუა აღმოსავლეთში შექმნილი პოლიტიკური სიტუაციისადმი ანარქსიტული მიდგომით. ყველა მის შრომაში ნათლად შეიმჩნევა სომხებზე ოტამანთა იმპერიის ბატონობისა და მთლიანად რეგიონზე ევროპული გავლენის მიუღებლობა. დროთა განმავლობაში მსგავსი იდეების მთავარი გამომხატველი სომხური რევოლუციური ფედერაცია (დაშნაკცუტუნი) გახდა, რომელიც ანარქისტებისა და ნაციონალისტების კოალიციას წარმოადგენდა. სხვა საქმიანობასთან ერთად ორგანიზაცია გამოსცემდა და მთელ სომხეთში ავრცელებდა სხადასხვა ანარქისტულ ბროშურებს. ანარქსიტული იდეალები პოპულარული გახდა დასავლეთის ქვეყნებში ემიგრირებულ სომხებს შორის, რასაც ზოგიერთი ანარქსიტული ჟურნალი მოწმობს. მაგალითად იმ დროს აშშ-ში სომხურ ენაზე გამომავალი ჟურნალი. დაშნაკცუტუნისა და ანარქსიტების გზები ერთმანეთს დაემთხვა. ისინი შეიქმნენ „ნაციონალური“ ბურჟუაზიის წინააღმდეგ და საქმე სომეხ ანარქსიტებსა და ოსმანთა იმპერიას შორის სისხლისმღვრელ დაპირისპირებამდე მივიდა…

სრულად: https://iberiana2.wordpress.com/armenia/g-markhulia/

Posted in 2015, საქართველო-Georgia, სომხეთი - Armenia | Tagged: | Leave a Comment »