Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

Posts Tagged ‘მცხეთა’

დაზიანებული და განადგურებული ძეგლები

Posted by iberiana on დეკემბერი 3, 2016

15259324_1171027762982102_5952343883858042505_o1

ქეთი დიღმელაშვილი – სასულიერო პირების მიერ დაზიანებული და განადგურებული ძეგლები

…ვისაც არ ახსოვს გავახსენებ, ხოლო ვინც არ იცის მათ გავაცნობ 2011 წელს არც მეტი არც ნაკლები, სამთავროს მონასტრის ეზოში მომხდარ ამბავს, როცა ტაძრის დასავლეთით, იქ სადაც ახლა ახლადგახსნილი ტაძრის მუზეუმი და მაღაზიაა, როგორ შეიყვანა ეკლესიამ ტრაქტორი და მთელი გორა მოხსნა ისე, რომ ნებართვა არავის გაუცია! მაშინ ამ ბულდოზერმა აგურის აკლდამას ისე ჩამოხსნა თაღი, როგორც არაფერი! ეს არ იკმარეს, და როცა ვიღაცამ შეაშინა დედაოები, სისხლის სამართლის დანაშაულიაო, ისე ჩუმად მიაცემენტეს მონგრეული, დამნაშავე ბავშვი ნაქურდალს ადგილზე რომ დააბრუნებს ხოლმე. მაშინ მკაცრი რეაგირება არ მოჰყვა ამას გარკვეული მიზეზების გამო. არქეოლოგებმა გაფუჭებული საქმის გამოსწორება ვითავეთ და გათხრები დავიწყეთ. სწორედ მაშინ დაიწერა სამთავროს ახალი ისტორია, დაიწერა ჩემს ხელში და ჩემს თვალწინ. მე ვიყავი 4 თვის მანძილზე ჯერ კიდევ ბოლომდე გაუხრწნელ XIX ს. სამარხს რომ ვწმენდდი, შუა საუკუნეების თონეებს ვასუფთავებდი და III ს. დაკრძალული თოთო ბავშვის ძვლებს ველოლიავებოდი. მაშინ 7 სამარხი გავწმინდე სხვადასხვა პერიოდის – დავიჯერო ისინი არ იყვნენ წმინდანები?! 4 თვის მუშაობის შემდეგ ერთ პატარა მონაკვეთზე მართლაც უნიკალური სურათი გავშალეთ – III საუკუნიდან XIX საუკუნემდე გადაშლილი სამთავროს ისტორია თავისი სამარხებით, თონეებით, მარნით და სათავსებით. ვწმინდავდით მხოლოდ იმიტომ, რომ ყველამ ვიცოდით – ის რაც გაიწმინდებოდა სამუზეუმო სივრცეში მოექცეოდა და ისტორიას დარჩებოდა! ჩვენ მუშაობა დავასრულეთ და ერთ მშვენიერ დღეს ადგილზე მისულებს აღარც სამარხები დაგვხვდა, აღარც თონეები, და აღარც ქვევრები!!! …

სრულად:  https://iberiana2.wordpress.com/georgia/k_digmelashvili/

Advertisements

Posted in 2016, არქეოლოგია, მცხეთა, საქართველო-Georgia | Tagged: , , | Leave a Comment »

მცხეთის მუზეუმ-მაკრძალის ბედი საფრთხეშია!

Posted by iberiana on ივნისი 2, 2016

დიდი მცხეთის მუზეუმ-მაკრძალის ბედი საფრთხეშია!

მცხეთა, წითელ ზოლში უკანონოდ მშენებარე აეროდრომიმცხეთა. სურათზე კარგად სჩანს, როგორ ნადგურდება მწვანე საფარი აეროდრომისთვის

1994 წელს იუნეკოს კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილი სვეტიცხოველი და არმაზციხე, 2009 წლიდან შესულია საფრთხის ქვეშ მყოფ ძეგლთა ნუსხაში. იუნესკოს რეკომენდაციით დეკემბრის ბოლომდე მცხეთაში შეჩერებულია ძეგლის დაცვის ზონაში შეუფერებელი მშენებლობები. მიუხედავად ამისა, .კერძო ინვესტორი თ. უგულავა ანადგურებს მწვანე ნარგავენს და აშენებს აეროდრომს, რასაც შეიძლება მოჰყვეს მცხეთის იუნესკოს ნუსხიდან ამოღება!

სამწუხაროდ, ზოგს არ აღელვებს, რომ 5 წელია მცხეთას არ აქვს მუზეუმი, რომ 25 ათასი ძვირფასი არქეოლოგიური ექსპონატი ნესტიან სარდაფში ინახება და ნადგურდება. სამაგიეროდ მოსწონთ სასტუმრო-რესტორან-ბუტიკების მშენებლობა და ყველანაირად უწყობენ ხელს.

ასე თუ გაგრძელდა მცხეთა გადაიქცევა  მუზეუმ-ნაკრძალიდან რესტორან-ნაკრძალად!

Posted in 2016, კულტურული მემკვიდრეობა, მცხეთა, საქართველო-Georgia | Tagged: | Leave a Comment »

„საყდრისის კომიტეტი“ მცხეთაში აეროპორტის მშენებლობას აპროტესტებს

Posted by iberiana on ივნისი 2, 2016

„საყდრისის დაცვის კომიტეტი“ მცხეთაში აეროპორტის მშენებლობას აპროტესტებს | პირველი არხი

„საყდრისის დაცვის საზოგადოებრივი კომიტეტის“ წევრები მცხეთაში აეროპორტის მშენებლობას აპროტესტებენ.

კომიტეტის წევრის, ირაკლი მამალაძის განმარტებით, ტერიტორია სვეტიცხოვლის მახლობლადაა, აღნიშნულ ტერიტორიაზე აეროპორტის არსებობა კი ძეგლს საფრთხეს შეუქმნის.

კომიტეტის წევრები განმარტავენ, რომ მცხეთაში მშენებლობებზე დეკემბრამდე მორატორიუმია გამოცხადებული და განაშენიანების გეგმის დამტკიცებამდე, ყველანაირი სამშენებლო სამუშაოები აკრძალულია, თუმცა სამუშაოები ღამით, ჩუმად მაინც მიმდინარეობს.

ქალაქ მცხეთის მერიაში ადასტურებენ, რომ ტერიტორია კერძო საკუთრებაშია და ის ბიზნესმენ თემურ უგულავას ეკუთვნის.

მერიის არქიტექტურის სამსახურში ამბობენ, რომ უკანონო სამუშაოებისთვის კომპანიას ჯარიმა უკვე დაეკისრა, პარალელურად კი ქალაქ მცხეთის მერიამ სასამართლოსაც მიმართა.

https://sakdrisiblog.wordpress.com/2016/05/30/mtskheta-12/

Posted in 2016, კულტურული მემკვიდრეობა, მცხეთა, საქართველო-Georgia | Tagged: , | Leave a Comment »

მთავრობამ მცხეთის არქეოლოგიური ბაზა გაასხვისა

Posted by iberiana on იანვარი 19, 2016

საქართველოს მთავრობის 2015 წლის 18 დეკემბერის გადაწყვეტილების თანახმად, ქ. მცხეთაში, დავით აღმაშენებლის ქუჩა №27-ში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 2653.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე მდებარე შენობა-ნაგებობა №1 (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №72.07.07.852), პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად, 1 (ერთი) ლარად საკუთრებაში გადაეცა ფიზიკურ პირ დავით ისახანაშვილს (პ/ნ: 01024070232).

საინტერესოა, რის საფუძველზე გამოუცხადა ღარიბაშვილის მთავრობამ ასეთი ნდობა 23 წლის ავტომრბოლელს?

ამ ნაკვეთის უდიდეს ნაწილზე (2200 კვ.მ) განთავსებულია მცხეთის არქეოლოგიური ბაზა.

არის საშიშროება, რომ არქეოლოგიური ბაზაც მცხეთის არქეოლოგიური მუზეუმის ბედს გაიზიარებს, რომლის შენობაც რამდენიმე წლის წინ გადასცეს წყლის კომპანიას, 25 ათასი ექსპონატი კი  სარდაფში, შეუფერებელ პირობებში ინახება.

https://sakdrisiblog.wordpress.com/2016/01/19/mtskheta/

Posted in არქეოლოგია, საქართველო-Georgia, საყდრისის გადარჩენის საზოგადოებრივი კომიტეტი | Tagged: | Leave a Comment »