Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, სამცხე, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

Posts Tagged ‘ნატო’

გურამ ლაკია – თანამემამულენო და თანამებრძოლებო!

Posted by iberiana on ნოემბერი 29, 2019

ლაკია

გურამ ლაკია

თანამემამულენო და თანამებრძოლებო!

დღეს მსოფლიოში შექმნილი პოლიტიკური სიტუაცია, ისეთი მცირერიცხოვანი ერისათვის, როგორც ჩვენ ვართ დიდი საფრთხის შემცველია!

ა.შ.შ-ს მიერ თავმოხვეული ე.წ გლობალიზაცია ანუ მსოფლიო ბატონობა არახალია!

ორი ბირთვული ზესახელმწიფოს ა.შ.შ-ს და რუსეთის სამხედრო-პოლიტიკური დაპირისპირება, ახლო და შორეულ აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენები, არასტაბილური პოლიტიკური სიტუაცია ევროკავშირის წამყვან ქვეყნებში (დიდიბრიტანეთი, გერმანია, ესპანეთი, საფრანგეთი, საბერძნეთი და ა.შ) მსოფლიოს სტაბილურ, მშვიდობიან განვითარებას დიდ საფრთხეს უქმნის!

ა.შ.შ-ს ლტოლვა და ჩვენი ვაიპოლიტიკოსების კახპური პოლიტიკა საქართველოს NATO-ში ჩასათრევად ემსახურება არა ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, არამედ გამოწვეულია ჩვენი ქვეყნის გეოგრაფიული მდგომარეობით.

დღევანდელი დე-ფაქტო ხელისუფლება მოვიდა ქვეყნის სათავეში სამართლიანობის აღდგენის დაპირებებით, მაგრამ არაფერი იღონა ქვეყნაში სამართლიანობის აღდგენისათვის და კანონის უზენაესობის დამკვიდრებისათვის. ის დარჩა ხუნტის მემკვიდრედ!

დე-ფაქტო ხელისუფლებამ უგულველყო ჭეშმარიტება – დაუსჯელი დანაშაული განმეორებადია!

ეს ბადებს დიდ საშიშროებას, რომ ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად შესაძლებელია უცხო ქვეყნების მხარდაჭერით ე.წ ოპოზიციამ ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად მიმართოს ძალადობას, განუკითხაობას და მორიგ სისხლისღვრას!

დღეს ისინი, ვინც დამნაშავენი არიან კანონიერი ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობაში, ათიათასობით ადამიანის სიცოცხლის ხელყოფაში, ასიათასობით ადამიანის საკუთარ სამშობლოში ლტოლვილად და უპოვრად ქცევაში, ქვეყნის კანონიერი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ფიზიკურ განადგურებაში მოსახლეობის გაუბედურებაში და ლუკმა-პურის საშოვნელად ქვეყნიდან გადახვეწაში, ჩინ-მედლებით თავს იწონებენ, უხვად ფინანსდებიან სახელმწიფოს მწირი ბიუჯეტიდან, გვმოძღრავენ და ზეობენ!

ისინი, ვინც იბრძოდა ქვეყნაში კანონიერების აღდგენისათვის და ტერიტორიული მთლიანობისათვის – რეპრესირებულები, უგულვებელყოფილები და დავიწყებულები არიან!

სრულად: https://iberiana2.wordpress.com/segm/guram-lakia/

 

Posted in 2017, ეროვნული გვარდია, ეროვნული მოძრაობა, საქართველო-Georgia | Tagged: , , , , | 1 Comment »

„რისკი ცალსახად არსებობს“ – ინტერვიუ ანდერს ფოგ რასმუსენთან

Posted by iberiana on სექტემბერი 11, 2019

e18390e1839ce18393e18394e183a0e183a1e18390

„რისკი ცალსახად არსებობს“ – ინტერვიუ ანდერს ფოგ რასმუსენთან

ანდერს ფოგ რასმუსენი, ნატოს ყოფილი გენერალური მდივანი 2009-2014 წლებში, ამბობს, რომ საქართველოს ნატოში სწრაფად გასაწევრიანებლად შეუძლია, დროებით უარი თქვას ალიანსის მეხუთე პუნქტის მის ოკუპირებულ რეგიონებზე გავრცელებაზე. რასმუსენმა გვითხრა, რომ რისკი ნამდვილად არსებობს, რუსეთმა საქართველოს ნატოში გაწევრიანების შეჩერება კვლავაც სამხედრო აგრესიით სცადოს. თუმცა, ყოფილი გენერალური მდივანი მიიჩნევს, რომ ამ რისკის აწონ-დაწონვა მაინც ღირს. რასმუსენი იმასაც ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილების მიღებამდე საქართველოს მოუწევს ქვეყნის შიგნით საკითხზე კონსენსუსს მიაღწიოს. რასმუსენის განცხადებაზე გუშინდელმა გამოხმაურებებმაც ნათლად აჩვენა, რომ ყოფილი გენერალური მდივანი, ამ მხრივ, მართალს ამბობს.

რასმუსენის გუშინდელ გამოსვლას თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე ქართულ მედიაში წინააღმდეგობრივი გამოხმაურება მოჰყვა. რასმუსენის სიტყვის არაზუსტ ქართულ ვერსიაზე საუბრისას „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ საქართველოს გაწევრიანება ნებისმიერ ორგანიზაციაში მისი ოკუპირებული ტერიტორიების გარეშე „ისტორიისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ წასვლა“ იქნებოდა…

„ვაჟა თავბერიძე /„სამოქალაქო საქართველო“: კონფერენციას საკმაოდ დამაფიქრებელი სახელი შეურჩიეს – “Now What?” – და მინდა, თქვენც ამავე კითხვით მოგმართოთ: რას უნდა ველოდოთ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების კუთხით? სად ვართ და საით მივდივართ?

ანდერს ფოგ რასმუსენი: ვიტყოდი, რომ შემდეგი ნაბიჯი უნდა იყოს საქართველოს მთავრობისა და ხალხის მიერ კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება: უღირს თუ არა საქართველოს გახდეს ნატოს წევრი, მაგრამ იმ დათქმით, რომ დროებით, ნატოს ქარტიის მეხუთე მუხლი, კოლექტიური თავდაცვის შესახებ, თქვენს დე-ფაქტო ოკუპირებულ რეგიონებზე არ გავრცელდეს. ეს გულისხმობს, რომ კოლექტიური თავდაცვის მექანიზმი გავრცელდება მხოლოდ იმ ტერიტორიაზე, რომელსაც დღესდღეობით აკონტროლებს საქართველოს მთავრობა. ეს ბევრს შეიძლება ჩახლართულ საკითხად მოეჩვენოს, მაგრამ მსგავსი პრეცედენტი უკვე გვაქვს ნატოში – 1955 წელს აღმოსავლეთ გერმანიას (გდრ) ნატოში გაწევრების უფლება არ მიეცა, მაშინ როცა დასავლეთ გერმანია გახდა ნატოს წევრი. მეხუთე მუხლი არ ვრცელდებოდა აღმოსავლეთ გერმანიაზე, სანამ გერმანია არ გაერთიანდა. ზუსტად იგივე შეიძლება გაკეთდეს საქართველოს შემთხვევაში, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებთან მიმართებაში. ვფიქრობ, ეს საკითხი დიდი კამათის საგანი გახდება საქართველოში, ამიტომ აჯობებს მსგავსი გადაწყვეტილება თვითონვე მიიღოთ, და თუ გადაწყვეტთ, რომ ეს გსურთ, მერე უნდა „მიხვიდეთ“ ნატოსთან და უთხრათ: „აი, ჩვენ მზად ვართ, ახლა რას იტყვით?“

Q: როგორ ფიქრობთ, როგორი იქნება ნატოს პასუხი? იზიარებენ თქვენი ყოფილი კოლეგები თქვენს მიდგომას?

A: დღეს, არამგონია, დღეს კონსენსუსის გარანტიას ვერ მოგცემდით, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს არის სწორი პირველი ნაბიჯი ამ პროცესის დასაძვრელად. ამ შემთხვევაში, ალიანსის წევრ ქვეყნებს მოუწევთ დაიწყონ უფრო რეალისტური დისკუსია იმაზე, ეთანხმებიან თუ არა ნატოში საქართველოს მიღებას, რადგან ფაქტია, რომ საქართველო ყველა საჭირო კრიტერიუმს აკმაყოფილებს ამისთვის: თქვენ ნატოს ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორი ხართ, დიდი წვლილი შეგაქვთ ავღანეთის სამშვიდობო მისიაში და თქვენი სამხედროები საჭირო სტანდარტებს აკმაყოფილებენ.

Q: გააქარწყლებს თუ არა ეს თქვენი მოდელი იმ სკეპტიციზმს, რომელიც დასავლეთ ევროპის რიგ ქვეყნებს აქვთ საქართველოს ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით?

A: დაუყოვნებლივ არა, მაგრამ ვფიქრობ საჭიროა ამ ნაბიჯის გადადგმა იმისთვის, რომ ეს პროცესი, ასე ვთქვათ, გადავტვირთოთ. რადგან ახლა სკეპტიკოსებისთვის ძალიან ადვილია, ამ დისკუსიას თავი აარიდონ და უბრალოდ ხელი გაიშვირონ გადაუჭრელი ტერიტორიული კონფლიქტებისკენ, მაგრამ ამ ნაბიჯის გადადგმით, ეს პრობლემა, ასე ვთქვათ, განტოლებიდან გაქრება. შესაბამისად, ნატოს წევრ ქვეყნებს მოუწევთ იმაზე მსჯელობა, რომ საქართველო ყველა საჭირო კრიტერიუმს აკმაყოფილებს.

Q: გერმანიის მაგალითი ახსენეთ. ზედმეტ სკეპტიციზმში ნუ ჩამომართმევთ, მაგრამ გულწრფელად გჯერათ, რომ დასავლეთისთვის საქართველოსაც ის გეოპოლიტიკური წონა აქვს, რაც მაშინ გერმანიას ჰქონდა?

სრულად: https://iberiana.wordpress.com/iberiana/nato/

 

Posted in 2019, პოლიტიკა, საქართველო-Georgia | Tagged: , , | Leave a Comment »

მისაღებია თუ არა საქართველო ნატო-ს შეუერთდეს აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ გარეშე?

Posted by iberiana on სექტემბერი 11, 2019

ანდერს ფოგ რასმუსენი – უნდა დაიწყოთ დისკუსიები, მისაღებია თუ არა საქართველო ნატო-ს შეუერთდეს აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ გარეშე და მე-5 მუხლმა მხოლოდ ის ტერიტორია მოიცვას, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება აკონტროლებს

ვფიქრობ, უნდა დაიწყოთ დისკუსიები, მისაღები იქნება თუ არა საქართველოსთვის, შეუერთდეს ნატო-ს აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ გარეშე, მეხუთე მუხლმა მხოლოდ ის ტერიტორია მოიცვას, რომელსაც მთლიანად აკონტროლებს საქართველოს ხელისუფლება, – ამის შესახებ ნატო-ს ყოფილმა გენერალურმა მდივანმე, ანდერს ფოგ რასმუსენმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

„თუ საქართველო ნატო-ს მომავალი წევრი უნდა გახდეს, თქვენ უნდა განაგრძოთ რეფორმები დემოკრატიაში, რომელიც მოწოდებულია, იბრძოლოს კორუფციის წინააღმდეგ, გარანტირებული იყოს სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება, უმცირესობების უფლებების დაცვა. ამ კურსზე უნდა დარჩეთ. მაგრამ მთავარი პრობლემაა ოკუპირებული ტერიტორიები. საქართველო ასრულებს აუცილებელ კრიტერიუმებს ნატო-ს წევრობისთვის, გარდა რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიებისა. ასე რომ ვფიქრობ, თქვენ უნდა დაიწყოთ დისკუსიები, მისაღები იქნება თუ არა საქართველოსთვის, შეუერთდეს ნატო-ს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გარეშე. ეს საქართველოს გადასაწყვეტია და შემდეგ უნდა შეატყობინოს ნატო-ს და მიმართოს, რომ ჩვენ ამისთვის მზად ვართ, თქვენ რას იტყვით?” – განაცხადა რასმუსენმა.

ამასთან, “ინტერპრესნიუსის” კითხვაზე, როგორ ფიქრობს, რამდენადაა საქართველოს მთავრობა მზად ამის გასაკეთებლად, რასმუსენმა უპასუხა, რომ ეს არ იცის.

“არ ვიცი და რა თქმა უნდა, ეს შიგნით უნდა განიხილოთ ღრმად, რადგან ეს ასევე რისკიანი გზაა, მაგრამ ვფიქრობ, უნდა გავერიდოთ პუტინის დე ფაქტო ვეტოს. მან იცის, რომ ნატო და ევროკავშირი ნაკლებად მოინდომებენ ეს პრობლემები გადმოიტანონ ჩვენს ორგანიზაციებში. სწორედ ამიტომ აგრძელებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციას. მაგრამ თუ საქართველო იტყვის, კარგი, ჩვენ მზად ვართ შევუერთდეთ ნატო-ს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გარეშე, ჩვენ მზად ვართ, მეხუთე მუხლმა მხოლოდ ის ტერიტორია მოიცვას, რომელსაც მთლიანად აკონტროლებს საქართველოს ხელისუფლება, მაშინ ჩვენ შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ პუტინი ვერ დაადებს ვეტოს საქართველოს წევრობას ნატო-ში. ეს საქართველოსა და ნატო-ს გადასაწყვეტი იქნება. მართალია, ნატო-ს წევრობა ერთ ნაბიჯზე არ იქნება, მაგრამ ყველაზე ცოტა, ასეთი გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობისგან ხელახლა იქნებოდა ნამდვილი საუბრის დაწყების საფუძველი წევრობაზე. ეს იქნება პირველი და რეალური ნაბიჯი იმ გადაწყვეტილების განსახორციელებლად, რაც ნატო-მ უკვე 2008 წელს მიიღო, რომ თქვენ გახდებით ნატო-ს წევრი, თუ აუცილებელ კრიტერიუმებს დააკმაყოფილებთ”, – განაცხადა რასმუსენმა.

გარდა ამისა, მანვე უპასუხა “ინტერპრესნიუსის” კითხვას, რას ეტყვის ადამიანებს, ვინც ამ შესაძლო გადაწყვეტილებას ოკუპირებული ტერიტორიების საბოლოოდ დაკარგვად ჩათვლის. რასმუსენის თქმით, სწორედ ამიტომაა აღნიშნული არჩევანი სარისკო.

“რა თქმა უნდა, ეს რისკია. ამიტომ არის ეს საქართველოს განსახილველი და გადასაწყვეტი, თუ როგორ მოიქცეს. მაგრამ კითხვა მდგომარეობს იმაში, რა არის უფრო სარისკო – ამჟამინდელი მდგომარეობა თუ ახალი საუბრების დაწყება საქართველოს სამომავლო წევრობაზე ნატო-ში”, – განუცხადა “ინტერპრესნიუსს” რასმუსენმა.

interpressnews.ge 

Posted in 2019, პოლიტიკა, საქართველო-Georgia | Tagged: , , | Leave a Comment »