Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, სამცხე, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

Posts Tagged ‘ნაცმოძრაობა’

გიგა ბოკერიას ნამდვილი სახე

Posted by iberiana on ნოემბერი 19, 2019

4988

გიგა ბოკერია: „ჩემი ნება რომ იყოს, ამ ხალხის გამომთაყვანებელ პატრიარქსა და მღვდლებს საკუთარი ხელით დავხვრეტდი… ეკლესიაც და პატრიარქიც ფეხებზე მკიდია“

„ალიას“ 2014 წელის არქივიდან:

17 იანვარს „ნაცმოძრაობის“ მთავარ ოფისში პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა. მთავარი საკითხი „კეზერას საქმე“ იყო. „ნაცთავყრილობამ“ დიდ აყალმაყალში ჩაიარა. სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც გიგა ბოკერიამ განცხადება გააკეთა. მან თანაგუნდელებს მოუწოდა, გაეგრძელებინათ ბრძოლა ხელისუფლების წინააღმდეგ… ცხადია, თავიანი „დიდი გურუს“ სიტყვები ეჭვმიუტანლად მიიღეს მისი გუნდის წევრებმა. სწორედ ბოკერიასა და მის ამ გუნდს დაუპირისპირდა „ნაციონალთა“ ერთი ნაწილი, … რომლებიც გიგა ბოკერიასა და ლიბერტარიანელთა იდეებისთვის თავის შეწირვას არ აპირებენ და თავის გადარჩენის გზებს მათ გარეშე ეძებენ.

რამაზ ნიკოლეიშვილმა, წლების წინანდელი სათქმელი, როგორც იქნა, უთხრა გიგა ბოკერიას: შენ „პიდარასტების“ უფლებების დაცვას გადააყოლე პარტია, სააკაშვილიც შენ გააგიჟე და სწორედ ამიტომ არის, დღეს ასეთ შავ დღეში რომ ვართო. რამაზ ნიკოლეიშვილმა, მიშა მაჭავარიანმა, გიგი წერეთელმა და სხვემა ბოკერიას გაახსენეს ქართული ეკლესიისა და კათალისკოს-პატრიარქის წინააღმდეგ გამართული მრავალრაუნდიანი ბრძოლა და მიუთითეს, რომ ქვეყანაში, სადაც მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ქრისტიანია, ეკლესიასთან ამგვარი გავეშებული ბრძოლა ნებისმიერ პარტიას, საბოლოოდ, დამარცხებამდე მიიყვანდა.

ბოკერიამ ამ ხალხს სულ ფარისევლები უძახა: მე იმას მაინც ვაცხადებ, რომ ათეისტი ვარ და ეკლესიაც და პატრიარქიც ფეხებზე მკიდია, თქვენ კი, დილით მიშასთან ერთად ლოცულობდით და საღამოს მაგ თქვენ პატრიარქთანო

სრულად: https://iberiana2.wordpress.com/georgia/giga-bokeria/

 

Posted in 2014, იდეოლოგია, რელიგია, საქართველო-Georgia | Tagged: , , , | Leave a Comment »

ბიძინა სავანელი – ვინ არის სააკაშვილი და მისი გუნდი ?

Posted by iberiana on ივლისი 22, 2019

„მტერიას შინა ყოლასა, ლომიას გზასა ზედა წოლა სჯობია“.

savaneli

ბიძინა სავანელი – ვინ არის სააკაშვილი და მისი გუნდი ?

(მხოლოდ ფაქტები)

აბა სულითა და ხორცით ქართველმა თითეულ შეკითხვას პასუხი გასცეს:

_ ვინ გადასცა რუსეთს ერის კუთვნილი ბუნებრივი რესურსებისა და ენერგეტიკული ობიექტების უმეტესობა?
_ ვინ შეიტანა საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებები, რის შედეგად საქართველოში ტირანული, ნეკროფილიის ელემენტებით გაჯერებული სადისტური და მჩაგვრელი რეჟიმი ჩამოყალიბდა?
_ ვინ აღადგინა ეროვნული ხელისუფლების მიერ გაუქმებული სამხრეთ ოსეთი, და მას ახალგორი, ხოლო აფხაზეთს კოდორის ხეობა ვინ მიუერთა?
_ ვინ მოაწყო კოდორის ხეობაზე შეიარაღებული თავდასხმა და ხეობის დამცველი სვანები ვინ განაიარაღა?
_ ვისი ბრძანებით დაიბომბა ცხინვალი, ანუ ვინ შეუწყო ხელი რუსეთს რათა მას აფხაზეთისა და ჩრდილო ქართლის ოკუპაცია მოეხდინა?
_ ვინ აღადგინა და დაამკვიდრა პირველყოფილი ადამიანის ველური პრინციპი “ნულოვანი ტოლერანტობა” და “ყველანი ციხეში”?
_ ვინ შემოიღო და დაამკვიდრა ციხეებში პატიმართა სისტემატური წამება, მკვლელობა და გაუპატიურება, ხოლო ქუჩებში მომიტინგეთა ცემა და ახალგაზრდების მკვლელობა? (მე ვეკითხები დასავლელ პარტნიორებს: დამნაშავეების დაუსჯელობას ანუ მათ თავისუფალ ბოგინს თქვენს ქვეყნებში დაუშვებთ?)
_ ვინ გადაიტანა ქუთაისში პარლამენტი, დედაქალაქის იქ გადატანის პერსპექტივით, და რომელი მეზობლის ინტერესში შედიოდა ასეთი? და რატომ შეიყვანა მოსკოვის სომხურმა ვებ-გვერდმა სააკაშვილი გამოჩენილ სომეხთა ოცეულში?
_ ვინ აღვივებდა და აღვივებს ფარულად რუსეთზე ორიენტირებულ კუთხურ სეპარატიზმს სამეგრელოში?
_ ვინ მიაჩუმათა თვითაღიარებულ აფხაზეთსა და რუსეთს შორის დღევანდელ „ხელშეკრულებასთან“ შედარებით 2012 წლამდე საქართველოსათვის გაცილებით საშიში ათეულობით უარესი „ხელშეკრულება“?
_ ვინ მიანიჭა არამართლმადიდებელ რელიგიურ ორგანიზაციებს უფლება გახდნენ საქართველოს ავტოკეფალური ეკლესიის თანაბარი საჯარო სამართლის იურიდიული პირი?
_ ვინ ჩამოართვა სახელმწიფო უნივერსიტეტებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსი და სხვა კერძო უნივერსიტეტების სტატუსს ვინ გაუთანაბრა?
_ ვინ გააუქმა ან სამართლებრივი სტატუსის გარეშე დატოვა მსოფლიოში ცნობილი სამეცნიერო სკოლები და ინსტიტუტები?
_ ვინ დაარბია და გაყარა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლებისა და მეცნიერების 500-ზე მეტი ცნობილი მოღვაწე, და მათგან 70-ს სიცოცხლე ვინ მოუსწრაფა?
_ ვინ შეუწყო ხელი ჭარბმოსახლეობიანი ქვეყნებიდან ხალხის შემოსახლება-დასახლებას მათთვის მოქალაქეობის მინიჭებას და დემოგრაფიული სიტუაციის მკვეთრ გაუარესებას?
_ ვინ შემოასახლა აჭარაში 47 ათასი თურქი, რომელთაგან 38 ათასს საქართველოს ორმაგი მოქალაქეობა ვინ მიანიჭა? (მაშინ როდესაც საქართველოს კონსტიტუციის ძალით: ორმაგი მოქალაქეობა ენიჭება მხოლო იმ პირს, რომელსაც განსაკუთრებული ღვაწლი მიუძღვის საქართველოს წინაშე).

მსოფლიოს ისტორიაში უპრეცედენტო თავისი ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული ყველა ზემოაღნიშნული დანაშაული ჩაიდინა სამი ბატონის მსახურმა სააკაშვილმა და მის მიერ ორგანიზებულმა ბანდამ.

ბიძინა სავანელი

”ფარისეველნო, გაუტანელნო,
სხვასთან თავმხრელნო,
შინ ორმოს მთხრელნო,
ნაგავის მყრელნო,
თქვე ჭრელო გველნო,
რამ შეგაძულათ,
სთქვით, საქართველო?!”
აკაკი

24 ნოემბერი, 2014

https://iberiana2.wordpress.com/georgia/saakashvili/

 

 

 

Posted in 2014, საქართველო-Georgia | Tagged: , , , | 11 Comments »

ბიძინა სავანელი- 5 უმთავრესი ბრალდება სააკაშვილისა და მისი გუნდის წინააღმდეგ

Posted by iberiana on აგვისტო 11, 2014

სავანელი

ბიძინა სავანელი

5 უმთავრესი ბრალდება სააკაშვილისა და მისი გუნდის წინააღმდეგ

”საქართველოს ტერიტორიული ხელშეუხებლობის დარღვევისათვის” და ”სახელმწიფოს ღალატისათვის” სააკაშვილისა და მისი გუნდის მიმართ საბრალდებო დასკვნის მოკლე შინაარსი.

 

1. სააკაშვილმა და მისმა ბანდამ აჭარაში 37 ათასი თურქი ჩამოგვისახლა, რომელთაგან 28 ათასს საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭა. და ეს მაშინ, როდესაც საქარველოს კონსტიტუციის მუხლი 12-ის ძალით: საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს მოქალაქეობა უცხო ქვეყნის მხოლოდ იმ მოქალაქეს შეიძლება მიენიჭოს, რომელსაც საქართველოს წინაშე აქვს განსაკუთრებული (!) დამსახურება (!) ან მისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება გამომდინარეობს სახელმწიფო (!) ინტერესებიდან.” (ძახილის ნიშნები ჩემი დასმულია). მანვე თურქებს რამდენიმე სოფლის მიწები, აგრეთვე ფინანსები გადასცა.

2. სააკაშვილმა და მისმა ბანდამ საქართველოს სამხრეთელი მეზობლის ოცნების ასახდენად დედაქალაქის ქუთაისში გადატანის პერსპექტივით პარლამენტი იქ გადაიტანა. სააკაშვილი შეყვანილია გამოჩენილ სომეხთა ოცეულში.

3. სააკაშვილმა და მისმა ბანდამ ენერგეტიკული რესურსები და სისტემა რუსეთს მიყიდა; კოდორის ხეობას დამცველი სვანები განაიარაღა და ხეობა აფხაზეთს მიუერთა; გამსახურდიას ინიციატივით გაუქმებულ სამხრეთ ოსეთს ავტონომიის სტატუსი აღუდგინა და მას ახალგორი მიუერთა; 2008 წელს ცხინვალი დაბობა, და ყველაფრით ამით რუსეთს ხელი შეუწყო ამ რეგიონების ოკუპაცია მოეხდინა და მათი ფორმალური დამოუკიდებლობა ეცნო.

4. რუსეთ-საქართველოს შორის შეიარაღებულ კონფლიქტთან დაკავშირებით ევროკავშირის ქვეყნების მიერ შექმნილმა ფაქტების დამდგენმა საგამოძიებო მისიამ სააკაშვილს ბრალი დასდო ”ადამიანურობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისა და ომის დანაშაულის ჩადენაში, მათ შორის ეთნიკური ოსების მიმართ. საქმე ისაა, რუსეთ-საქართველოს შორის შეიარაღებულ კონფლიქტთან დაკავშირებით ევროკავშირის ქვეყნების მიერ შექმნილმა ფაქტების დამდგენმა საგამოძიებო მისიამ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მაცხოვრებელი ყველა პირი, მათ შორის ეთნიკური ოსი, საქართველოს მოქალაქედ სცნო რადგან მათ მოქალაქეობა შეიცვალეს ან სხვა ქვეყნის მოქალაქეობა მიიღეს ”მოქალაქეობის შესახებ ორგანული კანონის” გვერდის ავლით. ყველა აღნიშნული დანაშაულისათვის ჰააგის სისხლის სამართლის ტრიბუნალის სტატუტი სასჯელის სახით 30 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

5. ამრიგად, სააკაშვილსა და მის ბანდას ბრალი ედება მასში, რომ მათ ჩაიდინეს დანაშაული გათვალისწინებული: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მეთერთმეტე კარის (”დანაშაული სახელმწიფოს წინააღმდეგ”), 37 თავის (”დანაშაული საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ”), მუხლი 308-ის (”საქართველოს ტერიტორიული ხელშეუხებლობის დარღვევა”) მეორე პუნქტით, რომლის ძალით: ”საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედება, მიმართული უცხო ქვეყნისათვის საქართველოს მთელი ტერიტორიის ან მისი ნაწილის გადაცემისაკენ ანდა საქართველოს ტერიტორიიდან მისი ნაწილის გამოყოფისაკენ, რამაც საქართველოს მთელი ტერიტორიის ან მისი ნაწილის დაკარგვა ანდა სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თხუთმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით” და ჰააგის სისხლის სამართლის ტრიბუნალის სტატუტის მეშვიდე და მერვე მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულთათვის, რაც სასჯელის სახით 30 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

http://iberiana2.wordpress.com/georgia/saakashvili/#4

Posted in 2014, პოლიტიკა, სააკაშვილი | Tagged: , , , | 11 Comments »