Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, სამცხე, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

Posts Tagged ‘ნოდარ ბახტაძე’

აღმოჩენა ნეკრესის ნაქალაქარში

Posted by iberiana on ოქტომბერი 16, 2019

აღმოჩენა ნეკრესის ნაქალაქარში


15.10.2019

მრავაწლიანი კვლევის შემდეგ ნეკრესის ნაქალაქარის ტერიტორიაზე უნიკალურ სამარხებს მიაგნეს.

აღმოჩენა განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, რადგან ადრე ქრისტიანული ხანის ტაძრებისთვის დამახასიათებელი სამარხების საქართველოში არსებობას ადასტურებს. სიძველეების და ახალი არტეფაქტების მიგნებით სპეციალისტებმა ყვარელში, მდინარე დურუჯთან მდებარე სატაძრო კომპლექსზე არაერთი საინტერესო ინფორმაცია მიიღეს. სამარხების ზომებმა ექსპედიციის მონაწილეები დაარწმუნა, რომ საქართველოში რომის იმპერიის და ადრეული ბიზანტიის მსგავსი ბაზილიკები იგებოდა.

1tv.ge 

***

18222088_1320708078014205_3080848907241849302_n

 

ნოდარ ბახტაძე, არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელი:
“საქართველოში პირველად აქ დადასტურდა კატაკომბური გალერეა-დერეფანი, ღია სივრცეში მოწყობილი აკლდამებით, თანაც IV-V საუკუნეებისა.

სხვა უძველეს ქართულ ტაძრებშიც იქნებოდა მსგავსი სარდაფები – მარტო აქ ხომ არ გამოიყენებდნენ რომაული ქრისტიანული სამყაროსთვის ესოდენ დამახასიათებელ სამაროვნის ტიპს? უბრალოდ, საქართველოში ფაქტობრივად ახლა იდგამს ფეხს ქრისტიანული არქეოლოგია… წინ ურიცხვი საქმე გველის”.

Posted in 2019, არქეოლოგია, საქართველო-Georgia | Tagged: , , , , | Leave a Comment »

დოლოჭოპის დიდი სატაძრო კომპლექსი

Posted by iberiana on აგვისტო 3, 2018

დოლოჭოპი –  დიდი სატაძრო კომპლექსი ნეკრესის ნაქალაქარზე 

28.07.2018

This slideshow requires JavaScript.

ნოდარ ბახტაძე, არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელი: “ბოლო წლებში მუდამ გვინდოდა გაგვეგო, IV-V საუკუნეთა მიჯნის ამ ერთ–ერთ პირველ ქართულ საკათედრო ტაძარში, მხოლოდ საეკლესიო იერარქები იმარხენოდნენ (ზოგიერთი, შემართული, მაკურთხებელი მარჯვენითაც კი), თუ ეკლესიის რომელიმე ნაწილი საერო დიდგვაროვანთაც ჰქონდათ დათმობილი საძვალედ. და აი, სამხრეთის გალერეაში, ასეთ აკლდამათა წყების არსებობის პირველი დასტურიც აღმოჩნდა და, მერე რა საოცარი მინიშნებით ეპოქათა მიჯნაზე – ქვაყუთში აღმოჩნდა ყმაწვილი, დიდი ალბათობით (სამკაულისდა მიხედვითაც) არისტოკრატული ოჯახის წევრი ქალის ცხედარი, რომელიც ჯერ კიდევ წარმართული წესით, მარცხენა გვერდზეა დაკრძალული ქრისტიანულ საკათედრო ტაძარში.

სამარხი V საუკუნისაა და მრავალი კითხვაც გააჩინა: ისევე როგორც საქართველოს მთიანეთში, ქალები აქაც ჯიუტად, ჯერ კიდევ ტრადიციულად იმარხებოდნენ? მაშინ ხომ ჯერ კიდევ აკრძალული იყო ჩვილების მონათვლა და, ვითომ მონათვლამდე გარდაიცვალა? ან იქნებ (ცოტა დაუჯერებლად კი გვეჩვენება), ამ პროვინციაში ჯერ კიდევ კომპრომისულ წესს მისდევდნენ და საერთოდ არ იყო მკაცრ წესად დადგენილი მიცვალებულთა გაშოტილად დაკრძალვა…

ამ კითხვებზე პასუხს გაისად, ამავე გალერეის სხვა დიდგავროვანთა აკლდამების გახსნის შედეგად მივიღებთ. და კიდევ: 2 წელია, რაც IV-V საუკუნეთა მიჯნის (სტრატიგრაფიული ანალიზით და რადიოკარბონული დათარიღებით დადასტურებული სულ ზედა ქრონოლოგიური ზღვარი) ამ ტაძრის აღმოსავლეთ ფასადთან, ქართული ასომთავრულით შესრულებულ წარწერიანი ანტეფიქსები აღმოჩნდა. ბუნებრივია, ეს მოვლენა მაშინვე შევატყობინეთ ქართულ საზოგადოებრიობასაც და კულტურის სამინისტროს სისტემასაც. და, მიუხედავად ამისა, შარშან და წელს, ამ უბანზე, ჯიუტად არ გვაძლევენ გათხრების გაგრძელების უფლებას. რა ვუწოდოთ ამას – ჯიბრი თუ პრობლემის მნიშვნელობის ვერ შეფასება?”

 

Posted in 2018, არქეოლოგია, ისტორია-History, საქართველო-Georgia | Tagged: , , | Leave a Comment »