Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

Posts Tagged ‘ონი’

დასატბორად განწირული რაჭა

Posted by iberiana on თებერვალი 5, 2016

აი რატომ არის მიგდებული უწერა და შოვი?! რატომ იცლება რაჭა?! დიდი ხანია გადაწყვეტილი აქვთ ონის რაიონის დატბორვა! 

“ფერი” დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ერთერთი ყველაზე დიდი ჰესის მშენებლობას იწყებს 

29.12.2015

"ფერი" დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ერთერთი ყველაზე დიდი ჰესის მშენებლობას იწყებს

კომპანია „ფერი” მომავალ წელს დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ერთერთი ყველაზე დიდი ჰიდროელექტროსადგურის „ონის კასკადის” მშენებლობას იწყებს. კომპანია „ფერის” აღმასრულებელი დირექტორი ლაშა იორდანაშვილი რადიო „კომერსანტთან” აცხადებს, რომ მემორანდუმი სახელმწიფოსთან გაფორმებულია და სამშენებლო სამუშაოები სანებართვო პროცედურების დასრულების შემდეგ დაიწყება, სავარაუდოდ ეს მომავალი წლის ადრეულ შემოდგომაზე იქნება.

იორდანიშვილი ამბობს, რომ კომპანიამ ონის კასკადის ძველი პროექტი შეცვალა რაც მაღალი კაშხლის მშენებლობას გულისხმობდა,  ახალი პროექტით კი ჰესი მოდინების სისტემაზე იქნება. „ფერის” აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, რომ „ონის კასკადის” სიმძლავრე 180 მეგავატია, საინვესტიციო ღირებულება კი 330 მილიონი დოლარია. ჰესის ექსპლუატაციაში შესვლა კი 2021 წელს იგეგმება. ლაშა იორდანაშვილის ინფორმაციითვე, რამდენიმე კვირაში „დარიალჰესის” ჰიდროელექტროსადგური შევა ექსპლუატაციაში, დარიალის ჰესის სიმძლავრე 110 მეგავატია, საინვესტიციო ღირებულება კი 130 მილიონი დოლარი. (+ მოპარტახებული ხეობა და 11 დაღუპული)

კომპანია „ფერი” 1991 წელსაა დაფუძნებული. კომპანიის საქმიანობა ფოკუსირებულია ენერგეტიკული  პროექტებზე.

http://commersant.ge/?m=5&news_id=30958&cat_id=11&lng=geo

Advertisements

Posted in 2016, ეკოლოგია, ენერგეტიკა, რაჭა, საქართველო-Georgia | Tagged: , | Leave a Comment »