Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

Posts Tagged ‘პაპასქირი’

პაპასქირი – „უმეცრობის ფართი-ფურთი“

Posted by iberiana on აგვისტო 18, 2017

z.papaskiriზურაბ პაპასქირი – „უმეცრობის ფართი-ფურთი“

ანუ ცნობილი ფალსიფიკატორის მორიგი გამოხდომა

დღეს, რასაკვირველია, ძნელია ყოველმხრივ გაანალიზებულ იქნეს აფხაზეთში დატრიალებული ტრაგედიის მიზეზები, მაგრამ ერთი რამ აქედანვე ცხადია: აფხაზური ნაციონალ-სეპარატისტული მოძრაობის ლიდერებმა ყველაფერი იღონეს, და მიაღწიეს კიდევაც იმას, რომ აფხაზს ქართველში დაენახა არა მოძმე და მოყვარე, არამედ მტერი, რომელიც, არც მეტი, არც ნაკლები, „ართმევს“ მას სამშობლოს და, საერთოდ, ყოველგვარ ისტორიულ პერსპექტივას „უკარგავს“. რასაკვირველია, ეს ერთბაშად არ მომხდარა. ეგ არის შედეგი იმ აღვირახსნილი ანტიქართული პროპაგანდისა, რომელსაც ასე გამიზნულად და თანმიმდევრულად ეწეოდნენ აფხაზი ნაციონალ-სეპარატისტები უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში…

ჩვენმა საზოგადოებრიობამ კარგა ხანია იცის ი. ვორონოვის ანტიქართული პუბლიკაციების შესახებ. მისი აქტიურობა ამ მიმართულებით ჯერ კიდევ 70-იანი წლების მეორე ნახევარში დაიწყო, როდესაც მან აფხაზეთში არსებული ქრისტიანული ხუროთმოძღვრების ძეგლები სრულიად უსაფუძვლოდ ჩამოაცილა ქართულ სამყაროს. …  მას მერე, რაც მეცნიერი ი. ვორონოვი პოლიტიკური „მოღვაწის“ მანტიითაც შეიმოსა, მისმა საქმიანობამ ამ მიმართულებით თვისობრივად ახალი სახე მიიღო და მთლიანად აფხაზური ნაციონალ-სეპარატისტული მოძრაობის პოლიტიკური კონიუნქტურის სამსახურში ჩადგა. ამის მკაფიო ნიმუში გახლავთ ი. ვორონოვის ე.წ. „ექსპრეს-ნარკვევი“: „აფხაზები – ვინ არიან ისინი?“…

სრულად: https://iberiana.wordpress.com/afxazeti/z-papaskiri/ 

 

Advertisements

Posted in 1992, 2017, Abkhazia, აფხაზეთი - Abkhazia, საქართველო-Georgia | Tagged: , | Leave a Comment »

ზურაბ პაპასქირი: შოთა მესხია

Posted by iberiana on აპრილი 25, 2016

mesxia

ზურაბ პაპასქირი: ქართული ისტორიოგრაფიის მშვენება შოთა მესხია

ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ შოთა მესხია, XX ს. 50-70-იანი წლების დამდეგის ქართული საისტორიო მეცნიერების ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული წარმომადგენელი და ლიდერი, ისტორიკოსთა ჩემი (და არა მარტო ჩემი) თაობისათვის ნამდვილი კუმირი იყო. ის, თავისი მაღალი ინტელექტითა და ერუდიციით, გარეგნული და შინაგანი არისტოკრატიზმით, კაცური კაცობით, მშობლიური ქვეყნისადმი უსაზღვრო სიყვარულითა და მისი ისტორიული მონაპოვრების დაცვისთვის თავგადადებული ზრუნვით, დიდი ზნეობრივი მაგალითი იყო თანამედროვეთათვის.

დიდია შოთა მესხიას ღვაწლი საქართველოს ისტორიის მეცნიერული შესწავლის საქმეში. მისი ისტორიოგრაფიული მემკვიდრეობა ფასდაუდებელი შენაძენია არა მხოლოდ საკუთრივ ქართული საისტორიო მეცნიერებისათვის, არამედ მას ზოგად-ეროვნული კულტურული მნიშვნელობაც გააჩნია. უაღრესად ფართო იყო შ. მესხიას მეცნიერული ინტერესების წრე. ის არის ავტორი საეტაპო გამოკვლევებისა შუა საუკუნეების საქართველოს ქალაქებზე და საქალაქო წყობაზე, სახელმწიფო წყობის, სამოხელეო სისტემისა და საშინაო პოლიტიკური ცხოვრების საკითხებზე…

სრულად:  https://iberiana2.wordpress.com/georgia/z_papaskiri-2/

Posted in მეცნიერება, საქართველო-Georgia | Tagged: , | Leave a Comment »

ზურაბ პაპასქირი – ინტერფრონტის ლიდერის ახალი „გმირობანი“

Posted by iberiana on ოქტომბერი 27, 2015

ზურაბ პაპასქირი – ინტერფრონტის ლიდერის ახალი გმირობანი

ანუ იმის შესახებ თუ როგორ გააკრიტიკა იური ვორონოვმა პროფ. მარიამ ლორთქიფანიძის წიგნი აფხაზები და აფხაზეთი3579Lortqifanidze%20Marika-009[1]

აღნიშნული პოლემიკური წერილი დაიწერა 1991 წლის ივლის-აგვისტოში სოხუმში გამომავალ ქართული გაზეთის „აფხაზეთის ხმის“ მთავარი რედაქტორის, ბატონ თამაზ ჩოჩიას შეკვეთით და გამოქვეყნდა ამავე გაზეთის 1991 წ. 16-17 აგვისტოს ნომრებში. მოგვიანებით წერილი დაიბეჭდა წიგნში: ზურაბ პაპასქირი. აფხაზეთის საქართველოა. თბ., 1998, გვ. 56-80. ელექტრონული ვერსია იბეჭდება უცვლელად, მხოლოდ ზოგიერთი უმნიშვნელო (ტექნიკური ხასიათის) ჩასწორებით.

გამომცემლობა განათლებამ გამოსცა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტის, პროფესორ მარიამ ლორთქიფანიძის სამეცნიერო-პოპულარული ხასიათის ნარკვევი აფხაზები და აფხაზეთი (თბ., 1990), რომელიც ახლახან გამოჩნდა წიგნის ბაზარზე. აღნიშნულმა პუბლიკაციამ, ბუნებრივია, იმთავითვე მიიქცია არა მარტო სპეციალისტ-ისტორიკოსთა (სრულიად საქართველოს გიორგი შარვაშიძის საზოგადოებამ ამ გაზაფხულზე მოაწყო წიგნის განხილვა), არამედ მკითხველთა ფართო წრის ყურადღება, მით უფრო, რომ ნაშრომი გამოვიდა ერთდროულად სამ – ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენაზე.

როგორც წინასიტყვაობაშია მითითებული, ნარკვევის მიზანს არ წარმოადგენს დღევანდელი აფხაზეთის ასსრ-სა და აფხაზთა ისტორიის სრულად გადმოცემა. ის უფრო კონკრეტული ამოცანით იფარგლება: წარმოაჩინოს ცნებების „აფხაზეთისა“ და „აფხაზების“ მნიშვნელობა სხვადასხვა ენოვან წერილობით წყაროებში უძველესი (ახ. წ. I-II სს.) დროიდან თითქმის XX საუკუნემდე…

სრულად: https://iberiana2.wordpress.com/abkhazia/zpapaskiri/

Posted in 2015, აფხაზეთი - Abkhazia | Tagged: , | Leave a Comment »