Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

Posts Tagged ‘რაჭა’

დასატბორად განწირული რაჭა

Posted by iberiana on თებერვალი 5, 2016

აი რატომ არის მიგდებული უწერა და შოვი?! რატომ იცლება რაჭა?! დიდი ხანია გადაწყვეტილი აქვთ ონის რაიონის დატბორვა! 

“ფერი” დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ერთერთი ყველაზე დიდი ჰესის მშენებლობას იწყებს 

29.12.2015

"ფერი" დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ერთერთი ყველაზე დიდი ჰესის მშენებლობას იწყებს

კომპანია „ფერი” მომავალ წელს დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ერთერთი ყველაზე დიდი ჰიდროელექტროსადგურის „ონის კასკადის” მშენებლობას იწყებს. კომპანია „ფერის” აღმასრულებელი დირექტორი ლაშა იორდანაშვილი რადიო „კომერსანტთან” აცხადებს, რომ მემორანდუმი სახელმწიფოსთან გაფორმებულია და სამშენებლო სამუშაოები სანებართვო პროცედურების დასრულების შემდეგ დაიწყება, სავარაუდოდ ეს მომავალი წლის ადრეულ შემოდგომაზე იქნება.

იორდანიშვილი ამბობს, რომ კომპანიამ ონის კასკადის ძველი პროექტი შეცვალა რაც მაღალი კაშხლის მშენებლობას გულისხმობდა,  ახალი პროექტით კი ჰესი მოდინების სისტემაზე იქნება. „ფერის” აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, რომ „ონის კასკადის” სიმძლავრე 180 მეგავატია, საინვესტიციო ღირებულება კი 330 მილიონი დოლარია. ჰესის ექსპლუატაციაში შესვლა კი 2021 წელს იგეგმება. ლაშა იორდანაშვილის ინფორმაციითვე, რამდენიმე კვირაში „დარიალჰესის” ჰიდროელექტროსადგური შევა ექსპლუატაციაში, დარიალის ჰესის სიმძლავრე 110 მეგავატია, საინვესტიციო ღირებულება კი 130 მილიონი დოლარი. (+ მოპარტახებული ხეობა და 11 დაღუპული)

კომპანია „ფერი” 1991 წელსაა დაფუძნებული. კომპანიის საქმიანობა ფოკუსირებულია ენერგეტიკული  პროექტებზე.

http://commersant.ge/?m=5&news_id=30958&cat_id=11&lng=geo

Advertisements

Posted in 2016, ეკოლოგია, ენერგეტიკა, რაჭა, საქართველო-Georgia | Tagged: , | Leave a Comment »

რაჭის უძველესი ბრინჯაოს წარმოება

Posted by iberiana on სექტემბერი 22, 2015

sxvada7[1]გ.გობეჯიშვილი, თ.მუჯირი, გ.ინანიშვილი, ბ.მაისურაძე – მთიანი რაჭის უძველესი ბრინჯაოს წარმოების ისტორიისათვის

საქართველოს უძველესი სპილენძ-ბრინჯაოს მეტალურგიის განვითარება დაკავშირებულია იმ მეტალოგენურ რაიონებთან, რომლებიც ცენტრალური და მცირე კავკასიონის გამადნებათა სისტემაშია მოქცული. განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს ცენტრალური კავკასიონის სამხრეთი კალთების სპალენძ-პიროტინის გამადნების ზოლში განლაგებული მთიანი რაჭის სამთო-მეტალურგიული კომპლექსი, რომელიც ერთ-ერთი უდიდესია თავისი სიმძლავრით და უშუალოდ უკავშირდება რეგიონის არქეოლოგიურ ძეგლებს. აღნიშნული სამთამადნო და მეტალურგიული ძეგლები მდებარეობენ მდ.რიონის და მისი შენაკადების – ჩვეშოს და ზოფხითურის ზემო წელზე, ხეობათა მაღალმთაან ზოლში, ზღვის დონიდან 1800-2000 მ სიმაღლეზე. მაღაროთა საინჟინრო-ტექნიკური ანალიზი ცხადყოფს ძველად მათ მიზანსწრაფულ, ცოდნის სისტემაზე დამყარებულ ტექნოლოგიური ექსპლოატაციის ფაქტს. მადნის მოპოვება ხდებოდა როგორც მიწისზედა, ისე მიწისქვეშა დამუშავებით:  გამოყენებული ყოფილა როგორც ჰორიზონტალური, ისე დახრილი და ვერტიკალური ტიპის გაყვანილობები.

ექსპედიციის მიერ ცალკეული მაღაროებიდან მოპოვებული ხის მასალის და ნახშიროვანი ფენების С14-ის დამუშავებისას მიღებულია რამდენიმე მაღაროს თარიღი. იგი განისაზღვრება ძვ.წ. XIII-X სს. ამ თარიღების დენდრო-ქრონოლოგიური შესწორებით მაღაროთა სისტემა ექცევა ძვ.წ. XV-XI სს. ფარგლებში….

სრულად: https://iberiana.wordpress.com/iberiana/racha/racha/

Posted in არქეოლოგია, მეცნიერება, რაჭა | Tagged: , | Leave a Comment »

ივანიშვილის წინასაარჩევნო პროგრამა გიგანტურ ჰესებზე და მტკნარი ტყუილი – რაჭა!

Posted by iberiana on ივნისი 21, 2015

anna-mikautadze ანა მიქაუტაძე – ბიძინა ივანიშვილის წინასაარჩევნო პროგრამა გიგანტურ ჰესებზე და მტკნარი ტყუილი – რაჭა!

წინასაარჩევნო პროგრამაში „ქართულ ოცნებას“ მკვეთრად აქვს დაფიქსირებული პოზიცია გიგანტურ ჰესებთან მიმართებაში: “სეისმურობის მაღალი მაჩვენებლის გათვალისწინებით, დიდი ჰესებისა და ატომური ელექტროსადგურების მშენებლობის აკრძალვა….

… ამბროლაურში წინასაარჩევნო აქციაზე ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა: “ხელისუფლება ამ კუთხეში აპირებს გიგანტური ჰესების მშენებლობას და ეს გადაწყვეტილებაც ისევე ნაჩქარევად არის მიღებული, როგორც სჩვევია. ჰესების მშენებლობის წინააღმდეგი არავინაა, მაგრამ ეს, თქვენ, სპეციალისტებთან ერთად, უნდა გადაწყვიტოთ, მცირე ჰესების მშენებლობა უფრო წაადგება ამ კუთხეს თუ გიგანტური ჰესების”.

ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ კი ის ენერგეტიკოსები, ექსპერტები და გარემოს დამცველები, რომლებმაც „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო პროგრამის ჩამოყალიბებაში მიიღეს მონაწილეობა, ხელისუფლებას არც გააკარეს….

სრულად: https://iberiana2.wordpress.com/georgia/ivanishvili/ana-mikautadze/

 

Posted in 2015, ეკოლოგია, ენერგეტიკა, რაჭა | Tagged: , , | Leave a Comment »

არ დავუშვებთ რაჭის დატბორვას!

Posted by iberiana on დეკემბერი 11, 2014

SOS! SOS! SOS!
ზურაბ დავითულიანი- არ დავუშვებთ რაჭის დატბორვას!


racha2014 წლის 20 დეკემბერს გაიმართება იმ 10 სოფლის დატბორვის საწინააღმდეგო აქცია, რასაც იწვევს ეგრეთწოდებული ჰესის მშენებლობა ქვიშარის ტერიტორიაზე.

პირველ რიგში მივმართავ ყველა ამ 10 სოფლის მცხოვრებლებს, რომლებსაც უშუალოდ შეეხებათ და დააზარალებთ (ქვიშარი, ჭყვიში, ზედა და ქვედა ღვარდია, ჭრებალო, ჟოშხა, ბაჯი, პირველი და მეორე ტოლა, ხვანჭკარა). ასევე, დანარჩენ რაჭის მცხოვრებლებს, რომლებსაც გული შეტკივათ და სურთ რაჭაში ცხოვრება. ეს ეგრეთწოდებული ჰესი შეცვლის არამარტო ამ სოფლების არამედ სრულიად რაჭის კლიმატს. გადააჯიშებს მსოფლიოში ერთ ერთ და შეუცვლელ ვაზის ჯიშს “ხვანჭკარას”. აღარ იარსებებს რაჭული ვაშლი და ნიგოზი. აღარ იქნება რაჭული ვიჩინა (ლორი), რადგან ამ ჰესის მშენებლობა იძულებულს გახდის რაჭის ამ სოფლების მაცხოვრებელთა აყრას და გადასახლებას, ხოლო თუ ხალხი აღარ დარჩა რაჭაში, მერწმუნეთ ის რაც ჩამოვთვალე და არ ჩამომითვლია, სანატრელი და წარსულის ტკბილ მოგონებად დარჩება ჩვენ გულებში.

აგრეთვე, არ შეიძლება არ აღინიშნოს რაც ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია და ჩვენ გვწამს. ჩვენი საუკუნოვანი და ძველი ეკლესიები, რომლებიც არის ჩვენს სოფლებში, დაინგრევა. ქვიშარის მაგალითზე ავღნიშნავ ჯვრის სალოცავი ალბათ მოხვდება დატბორილ ტერიტორიაზე. ასევე ქვიშარის დედახვთისის სალოცავი, რომელიც არის XI საუკუნეში აგებული, ემუქრება დანგევა იმ კლიმატური ცვლილებებით, რასაც გამოიწვევს ამ ჰესის მშენებლობა და სხვა კიდე მრავალი, რომლებიც ამ 10 სოფელშია. ასევე მინდა ავღნიშნო, თუ დამტკიცდა აღნიშნული ჰესის მშენებლობა, გადაგვასახლებენ ალბათ ქვემო რაჭას მთლიანად და ვინ იცის სად!!! ჩვენი წინაპართა საფლავები, რომლებმაც კომუნისტების დროს არ დაუშვეს ამ ჰესის მშნებლობა და დაგვიტოვეს ეს ულამაზესი მხარე, დარჩება უპატრონოდ.

მინდა მოგმართოთ, ეს იქნება ჩვენი თაობის ყველაზე დიდი ცოდვა ვინც არ აღუდგებით წინ ამ შეგნებულ თუ შეუგნებელ, გაუთვითცნობიერებულ მშენებლობას.

ჩემო რაჭველებო, მოგმართავთ ყველას იმ მცირერიცხოვან ადამიანთა სახელით, რომლებიც ჯერ კიდევ დავრჩით და ვცხოვრობთ რაჭაში ზამთარ-ზაფხულ და ვებრძვით ბუნებრივ სტიქიებს რომლებსაც აქამდე ასე თუ ისე ვიგერიებდით. ეხლა ამ უბედურებას დაემატა ხელოვნური თურქული სტიქია (თურქი ინვესტორი აშენებს ეგრეთწოდებულ ჰესს), რასაც ჰესის მშენებლობა ჰქვია. გთხოვთ ყველას, დავდგეთ ერთად, რადგან ერთად დგომა გადაარჩენს ჩვენს კუთხეს და სულიად საქართველოს. მივმართავ თხოვნით ჩვენს ადგილობრივ თუ ცენტრალურ მთავრობას –  ნუ დაუშვებთ რაჭის ისედაც დაცლილი კუთხის უფრო მეტად დაცლას! რაჭული სიწმიდეების, მევენახეობის, მებაღეობის, მეფუტკრეობის და რაც ყველაზე მთავარია რაჭველი კაცის განადგურებას, რადგან ეს ყველაფერი თუ აღარ იარსებებს, ჩვენი ცხოვრება აღარ იქნება ისეთი, როგორიც იყო.

ბოლოს მინდა ისევ თხოვნით მოგმართოთ, მივაწვდინოთ ხმა ერთმანეთს, ყველას ვისაც გული შეგტკივათ და მოგწონთ ჩვენი კუთხე, დავდგეთ ერთად 2014 წლის 20 დეკემბერს რათა კიდევ ერთხელ დავამტკიცოთ, რომ ვართ ღირსი ამ ულამაზეს კუთხეში ცხოვრების. წინასწარ გიხდით მადლობას ყველას ვინც წაიკითხეთ და გულთან მიიტანეთ ჩვენი სატკივანი და იმისთვისაც, რომ მჯერა 20 დეკემბერს ერთად შევიკრიბებით. დავამტკიცებთ, რომ ძალა ერთობაშია და ვერავინ ვერ შეძლებს ხალხის ნებას წინ აღუდგეს!

Posted in 2014, რაჭა | Tagged: | 2 Comments »