Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

Posts Tagged ‘რეფერენდუმი’

გილოცავთ!

Posted by iberiana on მარტი 31, 2016

Zzviad Gamsakhurdia

ყველა სამშობლოს კეთილდღეობისთვის მებრძოლ, ეროვნული მოძრაობის ერთგულ ჯარისკაცს, გული და სულით ვულოცავ დღევანდელ დღეს!!! 25 წლის წინ ამ დღით ჩატარებულმა რეფერენდუმის შედეგებმა დაამტკიცა საქართველოს ერთიანობა და ურღვეობა!!! ვერც ერთი მტერი და ქართველთმოძულე (ედუარდ შევარდნაძის ერთგული სულიერი მიმდევარი) ვერ შეძლებს უარყოს ეს შედეგები, როდესაც საქართველოში მცხოვრებმა ყველა ეთნოსის აბსოლიტურმა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ქვეყნის ერთიანობასა და დამოუკიდებლობას!!! გ ი ლ ო ც ა ვ თ !!!

დღეს ამ ერთიანობის და დამოუკიდებლობის არქიტექტორის და განმხორციელებელის, შესანიშნავი მამულიშვილის, ბ-ნ ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა! გ ი ლ ო ც ა ვ თ!!!

გია ჩუთლაშვილი

31.მარტი. 2016

Posted in 2016, ზვიად გამსახურდია, საქართველო-Georgia | Tagged: , | Leave a Comment »

რეფერენდუმის 25-ე წლისთავი

Posted by iberiana on მარტი 31, 2016

zviad_gamsakhurdia[1]

დღეს 31 მარტია. საქართველოს დამოუკიდებლობაზე ჩატარებული რეფერენდუმის 25-ე წლისთავი და იმავდროულად ზვიად გამსახურდიას დაბადების დღე.

ამ დღეს ადამიანები თავისუფალი და მრავალპარტიული არჩევნების შემდეგ კიდევ ერთხელ გახდნენ სახელმწიფოს აღმშენებლობის თანამონაწილენი. ეს რა არის, დაამთხვია თარიღები? შეიძლება იკითხოს მავანმა. ალბათ ისევე არა, როგორც მერაბ კოსტავას დაბადება 26 მაისს დაემთხვა – ხოლო ადამიანს მართლაც არავინ კითხავს როდის სურს დაბადება. არა, და იმიტომ რომ იმ მომენტში თითოეული დღე დასწრებაზე იყო და კალენდარს მნიშვნელობა ქონდა. დამოუკიდებლობის აღდგენის ზეიმი ორი წლის წინანდელ 9 აპრილს უნდა გაენათლებინა – განსაცდელის პირისპირ ეროვნული ერთიანობის და სიმტკიცის დემონსტრირების დღეს.

დროც აღარ ითმენდა – რაც ჩქარა დამოუკიდებლობის გამოცხადება, მით მალე საერთაშორისო აღიარება, იმ ეტაპზე წყალივით საჭირო. ამავე დროს მოწინააღმდეგე შინ თუ გარეთ გამალებით გეგმავდა დესტრუქციულ ნაბიჯებს. გვყავდა გულანთებულ პატრიოტთა მთელი არმია, სამოქალაქო საზოგადოება არ გვყავდა, ან საიდან უნდა გვყოლოდა, 70-წლოვანი არათავისუფლების შემდეგ?

და როგორც აღმოჩნდა, ჩვენ ვიყავით ახლადფეხადგმული ქვეყანა ნამდვილი ძალოვნების და მომზადებული სამხედროების გარეშე. და კიდეც რომ გვყოლოდა ასეთი შეიარაღებული ძალები, მათთვისაც უძნელესი იქნებოდა იმ მომენტის გადალახვა, რომ მათ წინაშე იარაღით ხელში ისევ “ქართველები” იდგებოდნენ: ანტისახელმწიფოებრივები, ალოგიკურები, ბრიყვები, მაგრამ ასეთები და მორჩა. ქართული სახელმწიფოს ტრაგედიაც ამაში იყო, თავდაპირველი ტრიუმფის შემდეგ.

ქარიშხლიანი შენი წარსული
აღსდგება, რომ კვლავ გაიღოს ხმები.
იცხოვრებ ქვეყნად, მაშინაც, როცა
სხეულით ქვეყნად აღარ იქნები! …
(გალაკტიონი)

კონსტანტინე გამსახურდია

2016 წლის 31 მარტი

Posted in 2016, ზვიად გამსახურდია, საქართველო-Georgia | Tagged: , | Leave a Comment »