Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

Posts Tagged ‘საყდრისი’

საყდრისის კომიტეტმა კულტურული მემკვიდრეობის ხელყოფისთვის სპეციალური “ჯილდო” დააწესა

Posted by iberiana on December 13, 2016

sazogadoebrivi

საყდრისის აფეთქებიდან ორი წლის თავზე, საყდრისის კომიტეტმა კულტურული მემკვიდრეობის ხელყოფისთვის სპეციალური “ჯილდო” დააწესა, რომელიც ყოველი წლის 13 დეკემბერს გაიცემა.

“ჯილდო” წელს კულტურის მინისტრს მიენიჭა. მიხეილ გიორგაძე საყდრისის კომიტეტმა “ოქროს უროთი” დააჯილდოვა.

საყდრისის კომიტეტის წარმომადგენელ ირაკლი მამალაძის განცხადებით, მიხეილ გიორგაძეს პრიზი საყდრისის აფეთქებაში განსაკუთრებული წვლილისთვის გადაეცემა. დაჯილდოება ტრადიციული გახდება და პრიზი ყოველ წელს სხვადასხვა კომპანიას, იურიდიულ პირებს და სასულიერო პირებს მიენიჭებათ.

საყდრისის კომიტეტი კულტურის მინისტრის პრიზს სამინისტროში მიუტანს.

http://1tv.ge/ge/news/view/144249.html

Posted in 2016, საქართველო-Georgia, საყდრისი, საყდრისის გადარჩენის საზოგადოებრივი კომიტეტი, საყდრისის მნგრეველი | Tagged: , | Leave a Comment »

საყდრისის აფეთქება: მითი ოქროს ქალაქზე

Posted by iberiana on January 19, 2016

tutberidzeქეთი თუთბერიძე – საყდრისის აფეთქება: მითი ოქროს ქალაქზე

სამწუხაროდ, უძველესი ოქროს მაღაროს შენარჩუნების მცდელობა თავიდანვე ქარის წისქვილებთან ბრძოლას ჰგავდა, მიუხედავად იმისა, რომ ჩემში აღტაცებას იწვევდა ამ ადამიანების თავგანწირვა არქეოლოგიური ობიექტის გადასარჩენად. ცოტა ხანში კი იმედი მომეცა, რომ RMG Gold ვანდალურ მიზანს ვერასოდეს მიაღწევდა. თუმცა მაინც დამაფიქრებელ გზავნილად მომეჩვენა სტუდენტებთან შეხვედრისას პრემიერ-მინისტრის პასუხი საყდრისის შესახებ დასმულ შეკითხვაზე: „ეს არ არის ოქროს მაღარო… არ დასტურდება.“

საინტერესოა, რის საფუძველზე ამტკიცებდა ირაკლი ღარიბაშვილი, რომ საყდრისში ოქროს არ მოიპოვებდნენ, ან რა არგუმენტებით ცდილობდა საზოგადოების დარწმუნებას, რომ „კოლხური ელდორადო თუ პაიტიტი“ მხოლოდ რამდენიმე მეცნიერის ილუზიაა…

დღეს რამდენიც არ უნდა ვიმსჯელოთ, იყო თუ არა საყდრისი ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობის ძეგლი, სადაც ოქროს ეგვიპტელებზე ადრე მოიპოვებდნენ, მაინც ვეღარაფრს შევცვლით. მხოლოდ ის უნდა გვახსოვდეს, რომ თბილისიდან დაახლოებით 80 კილომეტრის დაშორებით იყო რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი და უძველესი, რომლის ბოლომდე შეცნობის საშუალება არავინ მოგვცა. შესაძლოა, საუკუნეების შემდეგ საყდრისი-ყაჩაღიანის მაღაროც ანდებში დაკარგული ინკების ოქროს ქალაქივით მხოლოდ მითად იქცეს. თუმცა მინდა მჯეროდეს, რომ მან, ვინც საყდრისის აფეთქების გადაწყვეტილება მიიღო, მართლაც არ იცოდა, რასთან ჰქონდა საქმე. კიდევ უფრო მეტად მინდა მჯეროდეს, რომ ყველა ის ადამიანი, ვინც ამ ვანდალიზმის შემოქმედია, კანონის წინაშე პასუხს აგებს…

სრულად: https://sakdrisiblog.wordpress.com/sakdrisi-ge/k_tutberidze/

Posted in 2014, არქეოლოგია, საყდრისი | Tagged: | Leave a Comment »

ვიდეო კლიპი – განადგურებული საგანძური (საყდრისი)

Posted by iberiana on December 14, 2015

https://iberiana2.wordpress.com/georgia/sakdrisi/

Posted in 2015, საქართველო-Georgia | Tagged: , | Leave a Comment »

საყდრისი დღეს

Posted by iberiana on December 14, 2015

12311318_449084188631316_5994834217442066438_n[1]

“მწვანე მუშტის” ფოტო

13 დეეკემბერს ერთი წელი გავიდა საყდრისის აფეთქებიდან საყდრისი ვერ გადავარჩინეთ, მაგრამ ბრძოლა გრძელდება.

გასაკეთებელი ბევრია. საყდრისის უკვდავსაყოფად აუცილებელია მისი შესაფერისი მუზეუმის აშენება. დასასჯელია ყველა ჩინოვნიკი თუ ვაიმეცნიერი, ვინც საყდრისის საზიანოდ ცრუ დასკვნები დადო, რითიც შეცდომაში შეიყვანა  საზოგადოება, რის გამოც  შეუძლებელი გახდა ძეგლის გადარჩენა.

Posted in 2015, საქართველო-Georgia, საყდრისი | Tagged: | Leave a Comment »

გია ჩუთლაშვილი – გუთნისდედა

Posted by iberiana on November 3, 2015

cms-image-000030918[1]გ უ თ ნ ი ს დ ე დ ა !

საყდრისის აფეთქებას, ჩვენზე ზრუნვით გვიხსნიან,

ხუდონჰესის შენებას მით მეტად გვამადლიან?!

წინაპრის დავიწყებით, ყანას თუ სხვას უმკიან,

ერთი გამაგებინა, მომავალს რას ერჩიან?!

ქართველი ერი, საუკუნეების მანძილზე, მუდმივად იბრძოდა თვითგადარჩენისათვის, მიუხედავად დღე და ღამ ბრძოლაში ყოფნისა, ქართველი მეფეები ყოველთვის ზრუნავდნენ ქართველთა ეკონომიურ მდგომარეობაზე და დიდ პატივს მიაგებდნენ ეროვნული დოვლათის შემქმნელ მშრომელ ადამიანს. ხალხის კეთილდღეობასა და სიცოცხლისუნარიანობაზე მზრუნველი ადამიანი კი ოდითგან გუთნისდედად მოიაზრებოდა….

დღეს გუთნისდედობას ჩემულობენ მთავრობის წევრები, როდესაც თავიანთ ქმედებებს ქართველი კაცის გამოკვებასა და გაძლიერებაზე ზრუნვით ხსნიან.

ხალხზე ზრუნვა რომ აუცილებელია, მათთვის სამუშაო ადგილებისა და შესაბამისი პირობების შექმნა ეს ყველასათვის ნათელია. მაგრამ კითხვა ისმის – რის ფასად ???

სრულად: https://iberiana2.wordpress.com/segm/g-chutlashvili-2/

Posted in 2015 | Tagged: | Leave a Comment »

საყდრისის გადარჩენის საზოგადოებრივი კომიტეტის მიმართვა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისადმი

Posted by iberiana on May 8, 2015

11188204_685437471560502_2828468156329324986_n[1]საყდრისის გადარჩენის საზოგადოებრივი კომიტეტის მიმართვა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისადმი

დღეს ხელისუფლება და მისი ერთ-ერთი შემადგენელი კომპონენტი განათლების სამინისტრო აშკარად ებრძვის მეცნიერებას, ისტორიას, აქტიურად და პასიურად – მხარს არ უჭერს იმ დარგებს, რომლებიც ქართული სახელმწიფოსთვის, მისი იდენტიფიკაციისთვის უმნიშვნელოვანესი და უნიკალურია.

როგორც ცნობილია, საქართველოს ისტორია გაცილებით ძველია, ვიდრე ამას ასწავლიან სკოლებსა და თუ უმაღლეს სასწავლებლებში. ამის შესწავლისთვის კი არაფერი კეთდება, ეს მიმართულებები არ ფინანსდება, ხოლო ის, რაც ამას ადასტურებს ნადგურდება – საყდრისი, ბერი კლდეები, ბევრი სხვა და ეხლა ამას ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრთან ბრძოლაც დაემატა.

ჩვენ გვსურს ვიცხოვროთ ისეთ ქვეყანაში, სადაც ყოველი ადამიანის შრომა დაფასებული იქნება, განსაკუთრებით დაფასებული იქნება მეცნიერება, რომელიც ქვეყნის ამოუწურავ რესურსს და სიამაყეს წარმოადგენს. ჩვენ გვსურს ქვეყანა, სადაც ადამიანი და მისი უფლებები უპირატესი ამოსავალი წერტილი იქნება. სამწუხაროდ, ზუსტად ეს იყო დღევანდელი ხელისუფლების მოსვლის დაპირება, რომელიც ისევე, როგორც ბევრი დანარჩენი დაპირება მხოლოდ ხმის მისაცემი სატყუარა გახდა.

ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დღეს მიმდინარე მოვლენები, სამწუხაროდ, ერთადერთი და იშვიათი შემთხვევა არ არის – ეს არის დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკის ნაწილი, რომელიც ჩვენ, საყდრისის გადარჩენის საზოგადოებრივმა კომიტეტმა ნათლად დავინახეთ საყდრისის – მსოფლიოში უძველესი ოქროს მაღაროს განადგურების მაგალითზე.

საყდრისის გადარჩენის საზოგადოებრივი კომიტეტი გიცხადებთ სრულ მხარდაჭერას ამ უთანასწორო ბრძოლაში, რომელშიც ჩვენ უკვე დიდი ხანია ვიმყოფებით! იმედია შევძლებთ საზოგადოების გამოფხიზლებას მისი ისტორიის, კულტურის და თვითმყოფადობის დასაცავად!

2015 წლის მაისი

Posted in 2015, არქეოლოგია, საქართველო-Georgia, საყდრისი, საყდრისის გადარჩენის საზოგადოებრივი კომიტეტი | Tagged: , | Leave a Comment »

“დივერსანტის“ ჩანაწერი

Posted by iberiana on April 6, 2015

“დივერსანტის“ ჩანაწერი

06.04.2015

გასულ კვირას საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ქვემო ქართლში ბიზნესმენებთან შეხვედრისას ბოლნისში კომპანია „RMG-Gold”-ის მუშაობის მოწინააღმდეგეებს – “უპასუხისმგებლო“, “ანტისახელმწიფოებრივი” და “მოქალაქეების წინააღმდეგ მიმართული” უწოდა. ხოლო, სამართალდამცავ ორგანოებს „RMG-Gold”-ის მუშაობის მოწინააღმდეგეთა “დივერსიის” ფაქტით დაინტერესებისკენ მოუწოდა.

saladzeსულხან სალაძე

საიას იურისტი

რაც არ უნდა უცნაური იყოს პრემიერის განცხადებაში არის სიმართლის მარცვალი. ოღონდ საქმე ის არის, რომ სიმართლის მარცვლის ძიებას, თუ დავიწყებთ ადრესატის შეცვლა მოგვიწევს აუცილებლად. შესაბამისად, ისეთი შეფასებები, როგორიცაა – “უპასუხისმგებლო”, “ანტისახელმწიფოებრივი” და “მოქალაქეების წინააღმდეგ მიმართული”, საყდრისი-ყაჩაღიანის კონტექსტში თუკი ვინმესთან დაკავშირებით შეიძლება გამოვიყენოთ, ეს ალბათ უფრო ადმინისტრაციული ორგანოებია და არა ისინი, ვინც მთელი ამ ხნის განმავლობაში სამოქალაქო აქტივიზმის მაგალითზე, კულტურული მემკვიდრეობის დაცვას ცდილობდნენ.

მაღალი თანამდებობის პირის მხრიდან ადამიანების, თუ ორგანიზაციების “ანტისახელმწიფოებრივ” და სხვა მონათესავე ელემენტებად მონათვლის ეს არც პირველი შემთხვევაა და გული მიგრძნობს, რომ არც ბოლო არ უნდა იყოს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ეს უაღრესად საშიში ტენდენცია (შეიძლება აღარც არის ტენდეცია და ჩვეულებრივი მოცემულობაა უკვე) იმ სახელმწიფოსთვის, რომელსაც ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრობა სურს.

და მაინც, ბატონო პრემიერო, მინდა რამდენმე წინადადება დავწერო იმის შესახებ, თუ საყდრისი-ყაჩაღიანის უძველესი ოქროს მაღაროს ირგვლივ განვითარებული მოვლენების კონტექსტში რა საერთო შეიძლება ჰქონდეთ კონკრეტულ ადმინისტრაციულ ორგანოებს და პრემიერ-მინისტრის შეფასებას. მერე ყველამ თავად გადაწყვიტოს, სად შეიძლება სჯობდეს ტერმინებისთვის: “უპასუხისმგებლო”, “ანტისახელმწიფოებრივი” და “მოქალაქეების წინააღმდეგ მიმართული” – ადრესატის ძებნა. ასე მაგალითად:

2014 წლის 12 დეკემბერს, “RMG-Gold”-ის მიერ კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში განცხდების წარდგენიდან დროის მცირე მონაკვეთში, სამინისტრომ და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ, საყდრისი-ყაჩაღიანის ძეგლის სტატუსის გარეშე დატოვების და არქეოლოგიური ობიექტის დაშლა-აღების მიზნით, მალულად, იმავე დღეს – 13 მოქმედების შესრულება და ოთხი გადაწყვეტილების მიღება, რომ შეძლეს, იცით ალბათ. და ეს პროცესი ეროვნული მუზეუმის და საყდრისი-ყაჩაღიანის ქართულ-გერმანული არქეოლოგიური ექსპედიციისთვის უთქმელად, რომ მოახერხეს ეს მისაღებია? რატომღაც სხვა დროს და სხვა საკითხებთან დაკავშირებით სამინისტროს და სააგენტოს მონდომება არ არის ასეთი მაღალი.

ქვეყნის კულტურის მინისტრს, სამუშაო საათების დასრულების შემდეგ სულ რაღაც 39 წუთი რომ დასჭირდა იმისთვის, რომ ერთი ხელის მოსმით ჩაეტარებინა ადმინისტრაციული წარმოება (უფრო სწორედ არ ჩაეტარებინა) და საყდრისისთვის საბოლოო განაჩენი გამოეტანა, ამას რა ვუწოდოთ? ნურც იმას დავივიწყებთ, საყდრისის აფეთქებამდე მცირე ხნით ადრე კულტურის მინისტრი პოზიციის დაფიქსირებისგან თავს რომ იკავებდა, აქაოდა საქმე სასამართლოშია და შეიძლება ჩემი კომენტარი ზეწოლა იყოს სასამართლოზეო.

2014 წლის 13 დეკემბერს, საყდრისი-ყაჩაღიანის აფეთქებიდან მიმდინარე წლის 9 იანვრამდე, “RMG-Gold”-ი ისე რომ ახორციელდებდა არქეოლოგიური ობიექტის თითქოსდა ე.წ. „დაშლა-აღებას“, რომ მას არც ერთი არქეოლოგი არ დასწრებია, იცით? სად იყვნენ ამ დროს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტო?

2014 წლის 13 დეკემბრის დილიდან მოყოლებული, მაშინ როდესაც ნახევარ საქართველოს ეძინა, „RMG-Gold”-მა საყდრისი-ყაჩაღიანის აფეთქებით რეალურად ის მსხვილმაშტაბიანი სამუშაოები რომ განაახლა, რისი უფლებაც 2014 წლის ივნისიდან სასამართლოს ძალით აქვს შეჩერებული და ამაზე დღემდე არავის პასუხი, რომ არ უგია, უნდა გვიხაროდეს ვითომ?

ის, რომ სასამართლომ, 2013 წელს ე.წ. თერთმეტ კაციანი კომისიის მიერ მომზადებული დასკვნა უკანონდ მიიჩნია, ხოლო ხელისუფლებას იმ კომისიის ერთ-ერთი წევრი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში მაღალ თანამდებობზე ჰყავს, ამ ამბავს როგორ მოვეკიდოთ?

საქართველოს მთავარ პროკურატურას 2014 წლის დასაწყსისში საყდრისი-ყაჩაღიანის დაზიანების ფაქტზე დაწყებული გამოძიება რომელიღაც თაროზე რომ აქვს შემოდებული და გამოუძიებლობისგან საქმეს სულ უფრო მეტად ედება მტვერი, ეს რაზე უნდა მიანიშნებდეს ნეტა?

ან კიდევ, ეროვნული მუზეუმი სულ რაღაც ერთ წელს და არც ისე დიდ თანხას რომ საჭიროებდა საიმისოდ, რომ ბოლომდე შეესწავლა საყდრისი-ყაჩაღაიანი და ამის შემდეგ დაეწყო კომპანიას ოქროს მოპოვება, თუმცა სამინისტრომ და სააგენტომ ეროვნული მუზეუმი პრაქტიკულად მარტო რომ დატოვეს ოფშორული კომპანიის წინაშე, ესეც კარგია ვითომ?

სამწუხაროდ ამ ჩამონათვალის გაგრძელება უსასრულოდ შეიძლება კიდევ. ის რაც დავწერე ზღვაში წვეთია იმასთან შედარებით, რაც კიდევ გახდება ცნობილი.

და ბოლოს, სამართალდამცავი ორგანოებისათვის გაკეთებული მოწოდების შესახებაც მინდა ვთქვა ორიოდე სიტყვა. თუ ოდესმე საქართველოში, რომელიმე ხელისფლების დროს, რომელიმე სამართალდამცავი ორგანო, საყდრისში მომხდარი ამბით მართლა დაინტერესდება, ჩვენც გვკითხეთ რამე. შეიძლება ისეთი ამბების შესახებ გითხრათ, რასაც ჩინოვნიკები არაფრისდიდებით არ იტყვიან. არ იტყვიან იმიტომ, რომ საყდრისი-ყაჩაღიანთან დაკავშირებით თეთრზე თეთრის და შავზე შავის თქმა არც ისე იოლია.

http://www.netgazeti.ge/GE/105/opinion/43391/

Posted in 2015, საყდრისი, საყდრისის გადარჩენის საზოგადოებრივი კომიტეტი | Tagged: | Leave a Comment »

საყდრისის გადარჩენის კომიტეტის განცხადება

Posted by iberiana on April 4, 2015

11130005_10202903746469268_3227541_n[1]

03.04.2015

უპასუხისმგებლო, ანტისახელმწიფოებრივი დივერსია,” – ასე შეაფასა პრემიერ-მინისტრმა ბოლნისში საყდრისის საბადოს ირგვლივ განვითარებული მოვლენები.

პრემიერი ამ საკითხით სამართალდამცველების დაინტერესებას ითხოვს.

„მე ვიცი, რომ დიდი პრობლემა შეექმნა ბოლნისში RMG კომპანიას, სადაც მუშაობს 3 ათასი ოჯახი. მთელი ბოლნისის რაიონი დამოკიდებულია ამ კომპანიის მუშაობაზე. ეს არის ყოვლად უპასუხისმგებლო დამოკიდებულება და მე ვიტყოდი, ანტისახელმწიფოებრივი, ჩვენი მოქალაქეების წინააღმდეგ მიმართული ქმედება. რაც მოხდა ბოლნისის საწარმოსთან მიმართებით, ეს არის პირდაპირი დივერსია და ამით უნდა დაინტერესდნენ სამართალდამცველი ორგანოები,” – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

http://rustavi2.com/ka/news/13247

***

საყდრისის გადარჩენის საზოგადოებრივი კომიტეტის განცხადება

პრემიერ ღარიბაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით

გუშინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამართალდამცავებს საყდრისის მცველების დივერსიული საქმიანობით დაინტერესებისკენ მოუწოდა.

ჩვენ თავად უკვე ერთი წელია ვითხოვთ, საყდრისთან დაკავშირებული უამრავი დანაშაულებრივი ფაქტის გამოძიებას.

ჩვენი აზრით დივერსია, რომელიც განხორციელდა საყდრისის აფეთქებით წამოადგენს ქართული სახელმწიოფოებრიობის წინააღმდეგ მიმართულ ვანდალურ აქტს.

დივერსია არის:

  1. უფასოდ გაცემული ლიცენზია სპილენძისა და ოქროს მოპოვებაზე, ღირებულებით 50-60 მლნ ლარი
  2. უკონტროლოდ გატანილი ოქრო, სპილენძი და კიდევ 9 იშვიათი ლითონი, რომელთა რაოდენობა აღრიცხულია სახელმწიფოს მარაგებში, ღირებულებით რამდენიმე ასეული მლნ. ლარი;
  3. მთელი საქართველოს მაშტაბით ეკოლოგიური კატასტროფის კერის შექმნა და მოსახლეობის გენოციდი, რაც ეკონომიკური ციფრებით გამოიხატება ასეული მილიონი ლარით, რომელიც ონკოდაავადებების სამკურნალოდ იხარჯება;
  4. აღარაფერს ვამბობთ იმ ზიანზე, რაც მიადგა ჩვენს საერთაშორისო პრესტიჟს, საყდრისის აფეთქებამ საქართველო დააყენა მსოფლიოში ცნობილი ვანდალების: თალიბანების და სხვა ბოროტმოქმედების გვერდით და ა.შ.

ჩვენ აქამდეც არაერთი წერილი მიგვიწერია პრემიერის, პარლამენტის თავმჯდომარის, და სხვა მაღალი თანამდებობის პირებისთვის ამ საკითხების მეცნიერებთან ერთად განსახილველად, ამიტომ ვღებულობთ ამ გამოწვევას და იმედი გვაქვს საყდრისთან დაკავშირებით გამოძიებულ იქნება ყველა ეს საკითხი.

მოვუწოდებთ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს, რათა საჯაროდ იქნას განხილული ამ დივერსიების ყველა ასპექტი, ხოლო პრემიერ-მინისტრს მოვუწოდებთ საყდრისის მცველებისადმი წამოყენებული ბრალდებების დაუსაბუთებლობის შემთხვევაში მოიხადოს ბოდიში.

04.04.2015

***

maia-sakhokiaმაია სახოკია

ფანტასტიურად თავხედური და პირადად ჩემთვის გამაოგნებელი, მოულოდნელი დემაგოგიით, ღარიბაშვილი კაზრეთის მოწამლულ-ჩაგრული მოსახლეობის რაღაც არარსებული 3000 ოჯახით, ვინც თურმე მონსტრ არემჯის ”გაუბედნიერებია”, ხოტბას ასხამს საყდრისის განადგურებას, აფეთქებას, ნგრევას! ამ ერთადერთი დემაგოგიური, გაცვეთილი გაღლეტილი ”არგუმენტით” პრემიერი სამწუხაროდ და სამგლოვიაროდ, დივერსანტებად ნათლავს საყდრისის დამცველებს კი არა მარტო, (ჯერ რა ტერმინოლოგიაა!) არამედ ჩვენს იმედს, უახლეს სასამართლოს, და იმ მოსამართლეებს, ვინც კანონიერად საყდრისის სასარგებლო დასკვნებს აკეთებენ! უფრო მეტიც: პრემიერი ემუქრება მათ აშკარად და დაუფარავად! იხილეთ მისი ტერმინოლოგია, თმები ყალყზე დგება!

ბატონი ღარიბაშვილი და ოცნებაც მთლიანად, ალბათ, დიქტატურისკენ მიექანება! ვაიპრემიერის ბოლო განცხადებებით მან ხაზი გადაუსვა ყოველივე კარგს, რაცკი მართლა გაუკეთებია ამ მთავრობას. საყდრისი ისედაც ფარავს ყველაფერს, და განცხადებებით საბოლოოდ გამოტანილია ღარიბაშვილის და მთელი ოცნებების განაჩენი! პირადად ჩემთვის, როგორც ერთი მოქალაქისთვის ეს ასეა: ჩემს თვალში მან/მათ განაჩენი გამოუტანეს თავისთავს!

პრემიერი დაემუქარა ახლადარჩეულ ჩვენს საიმედო ნინო გვენეტაძეს! ვნახოთ, რას იზამს ეს ქალბატონი, რა გზას დაადგება და რა პასუხს გასცემენ ის და თავისუფალი მოსამართლეები ასეთი დაუფარავი მუქარისთვის და ზეწოლისთვის! მაგრამ ყველა შემთხვევაში, განაჩენი გამოტანილია და ჯვარია დასმული. არემჯის ფერებას და ახლადამოსუნთქულ სასამართლოს გადაყვებიან ივანიშვილ-ღარიბაშვილის ვაიმმართველები, რაც ცხადია სამწუხაროა და არა გასახარელი.

მთელმა მსოფლიომ გაიგო უკვე, რომ ოქროზე მეტად საყდრისში მათ აინტერესებთ სტრონციუმი! აგრეთვე კადმიუმი და თეზიუმი! ამაზე კრინტს არ ძრავს პრემიერი და ნაცქოცარხები! ამ დროს კი ბოხუმში საყდრისის ვირტუალური მუზეუმი ეწყობა, სადაც მერე ვივლით ვირტუალური ჩვენი ძეგლის სანახავად! აი ამას ჰქვია უბედურებაც და სირცხვილიც. ნეტა გადაყვნენ მაგ სტრონციუმს ყველანი.

ჯერჯერობით კი მოვუწოდებ ნინო გვენეტაძეს და მოსამართლეებს, დაიცვან ქართული სასამართლოს და თავისი ღირსება და ჯეროვანი პასუხი გასცენ ვაიპრემიერის უტიფარ მუქარა-შეურაცხყოფებს, ცილისწამებებს, იარლიყების მიკერებას და განცხადებებს! ახლა გამოჩნდება რამდენად გაიზარდა ჩვენი სასამართლო.

5.04.2015

Posted in საქართველო-Georgia, საყდრისი, საყდრისის გადარჩენის საზოგადოებრივი კომიტეტი | Tagged: , | 2 Comments »

საქართველოს პარლამენტს: შეაჩერეთ საყდრისის ნგრევა

Posted by iberiana on March 21, 2015

sakdrisi!საქართველოს პარლამენტს: შეაჩერეთ საყდრისის ნგრევა და შექმენით საგამოძიებო კომისია

ეს მიმართვა განაპირობა იმ გარეომოებამ, რომ საყდრისის მსოფლიოში უძველესი ოქროს მაღაროს გარშემო სიტუაცია, ჩვენთვის აუხსნელი მიზეზების გამო, დღითიდღე იძაბება, რადგან მთავრობა იცავს კერძო კომპანიის RMG Gold-ის ინტერესებს, უარყოფს 10 წლიანი კვლევების შედეგად ფაქტობრივად დადასტურებული უნიკალური არქეოლოგიური ძეგლის არსებობას და ანადგურებს მას!

მთავრობა არ უსმენს მსოფლიოში აღიარებულ მეცნიერებს, საზოგადოებას, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ახალგაზრდებს, რომლებმაც პრემიერს მიმართეს პეტიციით, მრავალჯერ მისწერეს წერილი, რათა შეეჩერებინა ნგრევა და გადაერჩინა საყდრისი.

მთავრობა არ უსმენს სახალხო დამცველს, პრეზიდებტს,  საპატრიარქოს და არც საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ილია II-ს, რომელმაც 2014 წლის 14 დეკემბერს დაგმო საყდრისის აფეთქება და მოითხოვა დამნაშავეების დასჯა!

ამიტომ თქვენ, საქართველოს პარლამენტის  დეპუტატებს, რომლებიც აგირჩიათ საქართველოს მოსახლეობამ, გეძლევათ გმირობის ტოლფასი შანსი – გადაურჩინოთ საყდრისი მომავალ თაობებს.

მოგმართავთ თხოვნით:
1. სასწრაფოდ მიიღოთ გადაწყვეტილება საყდრისი-ყაჩაღიანის საბადოს ნგრევის შეჩერებაზე
2. დროულად გადაწყვიტოთ საყდრისი-ყაჩაღიანის საბადოსთან დაკავშირებით პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი

21.03.2015

სრულად:  https://iberiana2.wordpress.com/georgia/sakdrisi/parlaments/

Posted in 2015, საყდრისი | Tagged: , | Leave a Comment »

სახალხო დამცველის რეკომენდაცია

Posted by iberiana on March 21, 2015

რეკომენდაცია საყდრისი-ყაჩაღიანისათვის კულტურის ძეგლის სტატუსის მოხსნის კანონიერების თაობაზე რეკომენდაცია საყდრისი-ყაჩაღიანისათვის კულტურის ძეგლის სტატუსის მოხსნის კანონიერების თაობაზე

საქართველოს სახალხო დამცველმა საყდრისი-ყაჩაღიანისათვის კულტურის ძეგლის სტატუსის მოხსნის კანონიერების შესახებ რეკომენდაციით მიმართა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრს და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორს.

საქართველოს სახალხო დამცველის მიერ საყდრისი-ყაჩაღიანის უძველესი ოქროს მაღაროსთვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მოხსნის კანონიერების საკითხის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ სტატუსის მოხსნის თაობაზე საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრისა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის გადაწყვეტილებები მიღებული იქნა მოქმედი კანონმდებლობის დარღვევით…

სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ დაირღვა როგორც საქართველოს, ასევე საერთაშორისო კანონმდებლობის მოთხოვნები. კერძოდ, დაცული არ იქნა საქართველოს კონსტიტუციის, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების საერთაშორისო პაქტის, არქეოლოგიური მემკვიდრეობის დაცვის შესახებ ევროპული კონვენციის, ორჰუსის კონვენციის, „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის და ზოგადი ადმინისტარციული კოდექსით დადგენილი მოთხოვნები…

სრულად: https://iberiana2.wordpress.com/georgia/sakdrisi/ombudsman/

Posted in 2015, საყდრისი | Tagged: , | Leave a Comment »

საყდრისის გამქრალი დოკუმენტების კვალდაკვალ

Posted by iberiana on March 3, 2015

11046483_10205239702688647_580736477228401742_n[1] საყდრისის გამქრალი დოკუმენტების კვალდაკვალ

საყდრისის ამბით დაინტერესებულ საზოგადოებას კარგად მოეხსენება, რომ 2013 წლის 5 ივლისს კულტურის მინისტრმა  ოდიშარიამ საყდრისს გაუუქმა 2006 წელს მინიჭებული ძეგლის სტატუსი. ამის  ერთერთი მიზეზი იყო კულტურის სამინისტროში და მეცნიერებათა აკადემიაში  ძეგლის მინიჭებისათვის საჭირო დოკუმენტაციის არარსებობა. მათი მტკიცებით საყდრისზე 2007 წელს დაიწყო გერმანულ-ქართული ექსპედიცია, და შესაბამისად 2006-წელს ირინე ღამბაშიძე ვერ ჩააბარებდა კულტურის სამინისტროში საჭირო ანგარიშებს.

საყდრისის გადარჩენის კომიტეტის წევრმა ბესო ბოგველმა, კულტურის სამინისტროდან “აორთქლებულ” დოკუმენტებს ვერა, მაგრამ მიაგნო ოფიციალურ გამოცემებს, საიდანაც დგინდება არქეოლოგ ირინე ღამბაშიძის  მტკიცება, რომ არსებობდა   2004-2005 წლების ანგარიშები:.

I. ქრონიკა. არქეოლოგიური კვლევის ცენტრი. 2005 წელი. გვ. 225, სადაც ვკითხულობთ:
“26 აპრილი-3 მაისი. ტრადიციული საანგარიშო სესია 2004 წელს ჩატარებული საველე-არქეოლოგიური კვლევა-ძიების შესახებ. მოხსენებები:… ირ. ღამბაშიძე, ა. ჰაუპტმანი (ბოხუმი) – ახლადგამოვლენილი ოქროს მოპოვების უძველესი კერა ქვემო ქართლში (ბოლნისი, სოფ. საყდრისი) და რადიოკარბონული თარიღების უახლესი მონაცემები.”

II. 2005 წ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ოთ. ლორთქიფანიძის არქეოლოგიის ცენტრის სამეცნიერო ჟურნალი “ძიებანი საქართველოს არქეოლოგიაში“, N17-18. გვ. 235.

“საყდრისში (ბოლნისის რაიონი) 2005 წაგვისტო-სექტემბერში განხორციელდა სამთო-არქეოლოიური საველე საძიებო სამუშაოები აკად. ოთ. ლორთქიფანიძის სახელობის არქეოლოგიური კვლევის ცენტრისა და გერმანიის ქ. ბოხუმის სამთო მუზეუმის ერთობლივი სამეცნიერო-სასწავლო პროექტით – “არქეომეტალურგია და სამთო არქეოლოგია საქართველოში” ფოლკსვაგენის ფონდის დაფინანსებით. საველე სამუშაოებს ხელმძღვანელობდა ი.მ.კ. ირ. ღამბაშიძე, ექსპედიციაში მონაწილეობას იღებდნენ გერმანული მხარიდან – პროფ. ანდრეას ჰაუპტმანი (პროექტის ხელმძღვანელი). სამთოარქეოლოგი პროფ. ტომას შტოლნერი, ქიმიკოსი დოქტორი მიხაელ პრანგე, ტოპოგრაფი  გერო შტეფენსი, მარბურგისა და ბოხუმის რურის უნივერსიტეტის სტუდენტები პეტერ ტომასი, ფრანკა შველნუსი, ტორსტენ რაბსილბერი, იუტა კოსსმაიერი, მარგრეტ და ფრენკ იენსები. სამთო არქეოლოგიური სამუშაოების შედეგად გამოვლენილია უძველესი ოქროს მადნის გამონამუშევარი. მაღაროებში მიპოვებული განათხარი მასალებისა და ნახშირის ნიმუშების რადიონახშირბადის დათარიღების საფუძველზე ძეგლი ძვ.წ. IV-III  ათასწლეულების მიჯნას ანუ მტკვარ-არაქსულ პერიოდს განეკუთვნება. ანალიზები შესრულდა ჰაიდელბერგის მეცნიერებათა აკადემიის მსოფლიო ფიზიკის ინსტიტუტის ლაბორატორიაში.”

ამრიგად, ანგარიშები და ყველა საჭირო დოკუმენტი არსებობდა, რის საფუძველზეც საყდრისს 2006 წლის 30 მარტს, მაშინდელი კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის ბრძანებით №3/133 ობიექტს მიენიჭა უძრავი ძეგლის სტატუსი.

2006 წლის 17 ივლისის, კულტურისა და ეკონომიკის მინისტრების ერთობლივი ბრძანების №3/225-N1-1/616 საფუძველზე ობიექტს დაუდგინდა არქეოლოგიური დაცვის ზონა.

2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით №665 ობიექტს მიენიჭა ეროვნული კატეგორია.

Posted in 2015, საყდრისი | Tagged: , | Leave a Comment »

ოქროს მოპოვების ზემოქმედება ადამიანზე და გარემოზე

Posted by iberiana on January 24, 2015

 s1 ოქროს მოპოვების ზემოქმედება ადამიანზე და გარემოზე

თანამედროვე მსოფლიოში ბუნებრივი რესურსები, მათ შორის, მინერალური რესურსები, ჩვეულებრივ, ეკონომიკურ კეთილდღეობასთან ასოცირდება. თუმცა, ხშირად, განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნებში, მოპოვებითი მრეწველობის განვითარება ნაკლებად აისახება სიღარიბის დონის მაჩვენებელზე. კვლევები აჩვენებს, რომ რესურსზე დამოკიდებული ქვეყნები უფრო ნელა ვითარდებიან ეკონომიკურად, ვიდრე რესურსით ღარიბი ქვეყნები. ისიც ცნობილია, რომ მინერალურ რესურსებზე დამოკიდებულ განვითარებად ქვეყნებში მეტია კორუფციის რისკი და იკვეთება სუსტი მმართველობის ტენდენცია.

წიაღისეულის მოპოვებას უდიდესი გავლენა აქვს გარემოზე. ფართომასშტაბიან მოპოვებით საქმიანობას, ჩვეულებრივ, უკავშირდება დიდ ტერიტორიებზე ტყეების გაჩეხვა და მცენარეული საფარის განადგურება. ეს საგრძნობლად ცვლის ლანდშაფტს და გავლენას ახდენს ბიომრავალფეროვნებაზე. ხდება მიწისქვეშა, ზედაპირული წყლების და ნიადაგის დაბინძურება. იცვლება სოციალური გარემო.

შეცვლილი სოციალური და ბუნებრივი გარემო პირობები ზემოქმედებას ახდენს ადგილობრივ მოსახლეობაზე.

სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში, განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნებში, მომპოვებელი კომპანიების პასუხისმგებლობის საკითხი არ არის სათანადოდ გამყარებული ეროვნული კანონმდებლობების მოთხოვნებით ან არ არსებობს საკმარისი კონტროლი კანონის მოთხოვნების შესრულებაზე…

https://iberiana2.wordpress.com/georgia/sakdrisi/ecology/

Posted in 2014, ეკოლოგია, საყდრისი | Tagged: , | Leave a Comment »

საყდრისის დანგრევის ქრონიკა

Posted by iberiana on January 15, 2015

საყდრისის დანგრევის სრული ქრონიკა 12 წუთში (ვიდეო)

Posted in 2014, საყდრისი | Tagged: , | 1 Comment »

შეწყდეს საყდრისის ნგრევა!

Posted by iberiana on December 27, 2014

ilia-saydrisi

Posted in 2014 | Tagged: | Leave a Comment »

მიმართვა პრემიერ-მინისტრს

Posted by iberiana on December 18, 2014

მიმართვა საქართველოს პრემიერ-მინისტრს საყდრისი-ყაჩაღიანის მაღაროსთან დაკავშირებით განვითარებული პროცესის შესახებ

sakdrisi-garibaSviliარასამთავრობო ორგანიზაციები, მოქალაქეები, მივმართავთ საქართველოსპრემიერ-მინისტრს, ბ-ნ ირაკლი ღარიბაშვილს, არ დაუშვას საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული და საერთაშორისო კონვენციებით აღიარებული უმნიშვნელოვანესი პრინციპების დარღვევა, გამოიყენოს მის ხელთ არსებული კონსტიტუციური მექანიზმი, რათა დაუყოვნებლივ შეჩერდეს საყდრისი-ყაჩაღიანის არქეოლოგიური ობიექტის ნგრევის პროცესი; გააუქმოს ყველა ის აქტი, რომლებიც არქეოლოგიური ძეგლის ნგრევის საფუძველი გახდა და აღუდგინოს საყდის-ყაჩაღიანს ძეგლის სტატუსი. 

2014 წლის 12 დეკემბრის საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის №03/266 ბრძანებისა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის №2/271 ბრძანების საფუძველზე კომპანია “არემჯი გოლდმა” განაახლა სამთო-მოპოვებითი სამუშაოები საყდრის-ყაჩაღიანის არქეოლოგიურ ობიექტზე. 

საყდრისი-ყაჩაღიანის არქეოლოგიურ ობიექტის შესახებ მიმდინარეობდა არასამთავრობო ორგანიზაციებისა (საია, მწვანე ალტერნატივა) და კერძო პირების სამართლებლივი დავა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და კომპანია არემჯი გოლდის წინააღმდეგ. თბილისის საქალაქო სასამართლომ 2014 წლის 3 ივნისს არემჯი გოლდს შეუჩერა მსხვილმასშტაბიანი სამუშაოების წარმოების უფლება საყდრისი-ყაჩაღიანის სალიცენზიო უბანზე; 2014 წლის 13 ივნისს კულტურის სამინისტროს ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტი, რომლის თანახმადაც საყდრისის მაღაროს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მოეხსნა, ბათილად ცნო და განსახილველად სამინისტროს დაუბრუნა. კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ ეს გადაწყვეტილება სააპელაციო სასართლოში გაასაჩივრა. თუმცა აღარ დაელოდა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და დაეთანხმა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას საყდრისი-ყაჩაღიანის ოქროს საბადოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მოხსნის ბათილად ცნობის შესახებ. ამით საყდრისი-ყაჩაღიანის ოქროს მაღაროს კვლავ დაუბრუნა უძრავი ძეგლის სტატუსი, რომელიც 2014 წლის 12 დეკემბერს პარასკევს საყდრისი-ყაჩაღიანის ოქროს მაღაროს კიდევ ერთხელ მოეხსნა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში გამართული სხდომის შემდეგ მიღებული ადმინისტარციულ-სამართლებლივი აქტით. მეორე დღესვე, 2014 წლის 13 დეკემბერს, შაბათს, კომპანია არემჯი გოლდმა განაახლა ფართომასშტაბიანი აფეთქებითი სამთამადნო სამუშაო საყდრისი-ყაჩაღიანის სალიცენზიო უბანზე. ზემოთხსენებული სახელმწიფო უწყებების მიერ საყდრისი-ყაჩაღიანის ოქროს საბადოსთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები მიღებული იყო გაუმჭვირვალედ, არსებული მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის სრული უგულებელყოფით.

ამ ეტაპზე, საყდრისი-ყაჩაღიანის უძველესი ოქროს მაღაროს ბორცვი თითქმის მონგრეულია. მასზე მიმდინარეობს 24-საათიანი მსხვილმასშტაბიანი სამთო-მოპოვებითი სამუშაო. მეცნიერთა არაერთგზის თხოვნის მიუხედავად, იქ არ უშვებენ მონიტორინგის ჯგუფს. საზოგადოებრივი პროტესტსა და მოთხოვნას სამინისტროს, სააგენტოსა და კომპანიის მაღალჩინოსნები არ პასუხობენ.

საქართველოს კანონი კულტურული მემკვიდრეობის შესახებ: კულტურული მემკვიდრეობა ქვეყნის სულიერი და მატერიალური განვითარების მატიანეა, ერის თვითშეგნების ჩამოყალიბებისა და თვითმყოფადი ეროვნული კულტურის უწყვეტობის წინაპირობაა და კაცობრიობის საერთო საგანძურის განუყოფელი ნაწილია. 
საყდრისი-ყაჩაღიანი წარმოადგენს კულტურული მემკვიდრეობის ობიექტს, რადგან მასზე არსებული გამონამუშევრების კვალი თარიღდება არაუადრეს ძვ.წ.აღ-ის III ათასწლეულისა. საყდრისი-ყაჩაღიანის არქეოლოგიური ობიექტის ნგრევა ეწინააღმდეგება საქართველოს კანონს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ, რომელიც ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციას, კულტურის სფეროში საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციებს, საერთაშორისო შეთანხმებებსა და ხელშეკრულებებს, მოქმედ კანონებსა და სხვა ნორმატიულ აქტებს.

არასამთავრობო ორგანიზაციებს არაკანონიერად და არაკონსტიტუციურად მიაჩნიათ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის №03/266 ბრძანება და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის №2/271 ბრძანება, რომელიც, დროის მცირე მონაკვეთში საეჭვო გარემოებეში გამოიცა და რომლის საფუძველზეც არქეოლოგიური ობიექტის დაშლა (აღების) სახელით საყდრისი-ყაჩაღიანში უკანონოდ მიმდინარეობს მსხვილმასშტაბიანი სამუშაოები. შედეგად, კერძო კომპანიის სასარგებლოდ მიღებული ცალმხრივი გადაწყვეტილებით კულტურული მემკვიდროების მიზანმიმართულ განადგურებას აქვს ადგილი. 

18.12.2014

„მწვანე ალტერნატივა“, საია, „მემკვიდრეობა“, „CENN“, საყრდისის გადარჩენის საზოგადოებრივი კომიტეტი, „მწვანე მუშტი“, „ძეგლის მეგობარი“, ICOMOS, „აღმოსავლეთ პარტნიორობის კულტურისა და ხელოვნების საბჭო“ (EPACC), კავშირი „იბერიანა“, ფონდი ტასო; თბილისის ჰამქარი, პარტიზანული მებაღეობა, „ხელოვნების ინტერდისციპლინარული კვლევის ლაბორატორია“, რეგიონალურ მაუწყებელთა ასოციაცია; ადამიანის უფლებათა პრიორიტეტი; სამოქალაქო საზოგადოების და დემოკრატიის განვითარების ცენტრი; ინფორმაციისა და თავისუფლების ინსტიტუტი; ლიბერალური აკადემია; მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის;
ახალგაზრდა ენერგეტიკოსთა ასოციაცია; საერთაშორისო ფონდი “ლეა”; ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი; საერთაშორისო ბიზნესის განვითარების და ინვესტიციათა ხელშეწყობის ცენტრი”; კულტურულ ურთიერთობათა ცენტრი – კავკასიური სახლი; ადამიანის უფლებათა ცენტრი; ასოციაცია “ტოლერანტი”; მედიის განვითარების ფონდი; კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმი“ ა/ო ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი; ასოციაცია „გადავრჩინოთ მომავალი თაობა“

Posted in 2014, საყდრისი | Tagged: , | Leave a Comment »

საყდრისის ნგრევა დაიწყეს

Posted by iberiana on December 14, 2014

10390465_676373242506966_6799264721667123990_n[1]

საყდრისი. 2014 წლის 13 დეკემბერი

SOS! 2014 წლის 13 დეკემბერს, შაბათ დღეს, “RMG Gold”-მა დილით დაიწყო საყდრისის მსოფლიოში უძველესი ოქროს მაღაროს ნგრევა! ნგრევას წინ უძღოდა 2 აფეთქება.

ამ ვანდალური ქმედების განხორციელებაში რუსულ კომპანია “RMG Gold”-ს მიეხმარა “ძეგლთა დაცვის” სააგენტო (დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე) და “კულტურის” სამინისტრო (მინისტრი მიხეილ გიორგაძე).

 

Posted in 2014, საყდრისი | Tagged: | Leave a Comment »

სოფო კილასონია – საყდრისი

Posted by iberiana on December 10, 2014

sofo-kilasoniaსოფო კილასონია – საყდრისი, საზოგადოებრივი მოძრაობა, დანაშაული…

საყდრისი-ყაჩაღიანის უძველეს ოქროს მაღაროს ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი 2006 წელს მიენიჭა. საბადოზე მომუშავე კერძო კომპანია სხვადასხვა დროს სხვადასხვა მექანიზმებით ცდილობდა, რომ სახელმწიფოს ძეგლის სტატუსი მოეხსნა. დასაყრდენიც ყველა ხელისუფლების დროს ჰყავდა. გვარებს რა ჩამოთვლის, ან რისთვის… თუმცა მცდელობები მცდელობებად რჩებოდა, რადგანაც საქართველოს კულტურის სამინისტროში არსებული მეცნიერთა არქეოლოგიური საბჭო, რომელსაც საქართველოს კულტურული მემკვიდორების შესახებ კანონის ძალით ენიჭებოდა იმ რეკომენდაციების გაცემა, რომლის საფუძველზეც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრს შეეძლო ნებისმიერი ძეგლებითვის სტატუსის მოხსნა და მინიჭება, კერძო კომპანიის მოთხოვნას არ თანხმდებოდა.

“არემჯი გოლდი” მზად იყო 2 მილიონი გადაეხადა იმ კვლევისთვის, რომელიც დაასაბუთებდა ძეგლის “უმნიშვნელობას” და გამოიწვევდა სტატუსის მოხსნას. ამ ტიპის შეთავაზება მან საქართველოს ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიურ ცენტრს კიდეც შესთავაზა, რაზეც უარი მიიღო. მეცნიერების სურვილი თუნდაც რომ ყოფილიყო, ეროვნული მუზეუმი უფლებამოსილი არ იყო სტატუსი შეეცვალა. საბედნიეროდ საქართველოში კულტურულ მემკვიდორებას იცავს კანონი კულტურული მემკვიდრეობის შესახებ (რომელში შესატანი ცვლილებებიც ამ მთავრობამ უკვე მოამზადა და ჯერჯერობით ვერ ბედავს განხორციელებას), სადაც ნათლად წერია, რომ კულტურის მინისტრს ძეგლისთვის სტატუსის მინიჭება ან მოხსნა შეუძლია მხოლოდ და მხოლოდ სამინისტროში არსებული არქეოლოგიური საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე. კანონშჲ ისიც არის აღნიშნული თუ რომელი სპეციალიზაციის მეცნიერ-მკვლევარები უნდა შედიოდნენ საბჭოში. როცა “არემჯი გოლდის” ხელმძღვანელობა გაერკვა ამ საკითხებში, “მუშაობა” და “თანამშრომლობა” საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან განაახლეს და უკვე მინისტრ გ. ოდიშარიას მიერ სამინისტროში არსებული არქეოლოგიური საბჭოს გადაწყვეტილებები იგნორირებული გახდა, მეტიც, საბჭო დაშალა და მინისტრმა 2013 წელს ძეგლს სტატუსი მოუხსნა….

სრულად: https://iberiana.wordpress.com/iberiana/sakdrisi/#40

Posted in 2014, კულტურა, პოლიტიკა, საყდრისი | Tagged: , , , , | Leave a Comment »

აღიარებული საყდრისის არაღიარებული ისტორია

Posted by iberiana on December 10, 2014

კონფერენცია-დისკუსია – “აღიარებული საყდრისის არაღიარებული ისტორია”

 თბილისი. 9 დეკემბერი 2014

მომხსენებლები:
1. გიორგი მინდიაშვილი – არქეოლოგი. საყდრისის ექსპედიციის წევრი.
2. ნოდარ ქაჯაია – გეოლოგი. ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი.
3. კახა ბახტაძე – ეკოლოგი. საერთაშორისო ორგანიზაცია CENN-ის წარმომადგენელი

მოდერატორი – სოფო კილასონია. ხელოვნებათმცოდნე. ჟურნალისტი.

https://iberiana.wordpress.com/iberiana/sakdrisi/#41

Posted in 2014, არქეოლოგია, მეცნიერება, საყდრისი | Tagged: , , , , | Leave a Comment »

ირინე ღამბაშიძის ლექცია

Posted by iberiana on December 10, 2014

ირინე ღამბაშიძის ლექცია: საყდრისი – ოქროს უძველესი წარმოების კერა

ლექციას წარმოგიდგენთ ,,არტარეა” გადაცემა ,,ქუჩის აკადემიას”.  28 06. 2014
საყდრისის დაცვის საზოგადოებრივი კომიტეტის არქივი. 2014

https://iberiana.wordpress.com/iberiana/sakdrisi/

Posted in 2014, არქეოლოგია, საყდრისი | Tagged: , | Leave a Comment »

“ოქროს საწმისის ქვეყნის ძიებაში”

Posted by iberiana on November 20, 2014

პეტერ პრესტელის ფილმი “ოქროს საწმისის ქვეყნის ძიებაში”

(ქართულად – სინქრონული თარმანი)

Posted in 2014, ისტორია-History, მეცნიერება, საყდრისი | Tagged: , | Leave a Comment »

ოქროს საწმისის ქვეყნის ძიებაში

Posted by iberiana on November 12, 2014

დოკუმენტური ფილმი “ოქროს საწმისის ქვეყნის ძიებაში – Kolchis und das Goldene Vlies”

საფრანგეთის სტუდა “არტეს” და გერმანიის “ცდფ”-ის ერთობლივი ფილმი, რომელიც რამოდენიმე წელია ტრიალებს ევროპის ქვეყნებში… სამაგიეროდ ამ ფილმს ვერ ნახავთ ოქროს საწმისის ქვეყნის ტელეარხებზე! 

ფილმს ქვემოთ გასდევს სუბტიტრები ქართულ ენაზე

https://iberiana.wordpress.com/iberiana/sakdrisi/#29

Posted in საქართველო-Georgia, საყდრისი | Tagged: , | Leave a Comment »

საყდრისობა – 2014

Posted by iberiana on November 4, 2014

 10645144_825889920764532_9086618052437650231_n[1]საყდრისობა – 2014

  წელიწადზე მეტია, რაც საყდრისის უძველესი ოქროს მაღაროს ირგვლივ შექმნილი „გაუგებრობების“ გამო, განსხვავებული პროფესიისა და ასაკის ადამიანები გავერთიანდით საყდრისის გადარჩენის საზოგადოებრივ კომიტეტში. სექტემბრის თვეში, კომიტეტის რამოდენიმე წევრმა, გადავწყვიტეთ კაზრეთის რაიონისა და მიმდებარე სოფლის მცხოვრებთათვის მოგვეწყო აქცია-ღონისძიება :საყდრისობა-2014”. ჩვენს ამ განზრახვას კომიტეტის წევრებიდან ზოგი აღფრთოვანებით შეხვდა, ზოგი სკეპტიკურად და ზოგიც უარყოფითად. მიუხედავად ამისა, დავიწყეთ მზადება ღონისძიებისათვის.

19 სექტემბერს გავემართეთ ბოლნისის რაიონისაკენ. მართალია, დარწმუნებული ვიყავით, რომ ბოლნისის გამგეობა დიდი სიხარულით არ შეხვდებოდა ჩვენს იდეას, მაგრამ ჩავთვალეთ საჭიროდ, რომ საქმის კურსში ჩაგვეყენებინა ადგილობრივი ხელისუფლება. ….გამგებლის, გოგა მეშველიანის კაბინეტში მისი მოადგილე და საკრებულოს თავმჯდომარე ჟორჟოლიანი გველოდნენ. ხელი ჩამოვართვით ერთმანეთს და მრგვალ მაგიდას შემოვუსხედით. ჩვენი კომიტეტის წევრმა, დავით ეფრემიძემ, მოკლედ გააცნო ჩვენი სურვილი- ამ კუთხის პოპულარიზაციის მიზნით “საყდრისობის” ჩატარება საყდრისის მიმდებარე ტერიტორიაზე! რაო?- მოპრუწეს თვალები ჩინოვნიკებმა, რატომ ასეთი აჟიტირებული სახელი ამ ღონისძიებას? ჩაატარეთ ბოლნისის სიონის მიმდებარედ, რატომ საყდრისთან? ჯერ საქართველოს კულტურის სამინისტროს არ დაუფიქსირებია თავისი პოზიცია საყდრისთან მიმართებაში, და დაიწყო…. “არემჯი”-ს გარეშე რაიონი ვერ იარსებებს…

დიდი ზეწოლის მიუხედავად, როგორც შიგნიდან, ისე გარედან, მაინც მოხერხდა ღონისძიების ჩატარება, საყდრისობა შედგა!

იხ. სრულად: https://iberiana.wordpress.com/iberiana/sakdrisi/#27

Posted in 2014, მეცნიერება, პოლიტიკა, საყდრისი | Tagged: , | Leave a Comment »

საყდრისობა – 2014

Posted by iberiana on October 10, 2014

საყდრისობა – 2014

კვირას, 12 ოქტომბერს, 14 საათზე “საყდრისის გადარჩენის საზოგადოებრივი კომიტეტის” თაოსნობით ტარდება კულტურულ-ინფორმაციულ-საგანმანათლებლო ხასიათის ღონისძიება “საყდრისობა-2014”. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ საზოგადო მოღვაწეები, ადგილობრივი მოსახლეობა და საყდრისის ყველა გულშემატკივარი.
თბილისიდან ჩასვლის მსურველებს მოემსახურებათ ავტობუსი და სამარშრუტო ტაქსი (უფასოდ). გასვლა ავლაბრის მეტროდან 12 საათზე. გთხოვთ, მობრძანდეთ.
P.S. ღონისძიებას ატარებს საზოგადოება და არავითარი კავშირი არ აქვს “ნაციონალებთან” და “ოცნებასთან”!!!

***

http://scontent-a-fra.xx.fbcdn.net/hphotos-xap1/v/t1.0-9/10646709_814882351865289_2251706416439253393_n.jpg?oh=6f30320eaf30a277dd7b91bc6eae0609&oe=54C89C10

Posted in 2014, საქართველო-Georgia, საყდრისი | Tagged: | Leave a Comment »

„საყდრისთან ერთად იქვე მდებარე ტაძრებსა და თამარის დროინდელ წყაროსაც დავიცავთ“

Posted by iberiana on August 16, 2014

ნინო მიქიაშვილი: „საყდრისთან ერთად იქვე მდებარე ტაძრებსა და თამარის დროინდელ წყაროსაც დავიცავთ“

 დღეს უკვე მეოთხე თვე სრულდება, რაც საყდრისის უძველესი ოქროს მაღაროს დასაცავად დაწყებული პროტესტი გრძელდება. ჟურნალისტი ნინო მიქიაშვილი და ისტორიკოსი ირაკლი ლომიძე ერთგულად დაჯარობენ იმ ადგილებს, რომელთა ბედიც ჯერ კიდევ გაურკვეველია.

საყდრისის დამცველთა მთავარი მისია არა მარტო პრეისტორიული მაღაროს გადარჩენაა, არამედ იმ უძველესი ტაძრებისა და ძეგლების მოძიებაც, რომლებსაც „არ ემ ჯი გოლდმა“, ასევე, საფრთხე შეუქმნა…

“ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ისტორიული წყარო გადარჩეს. თორემ, ხომ ხედავთ, სტატუსი ჰქონდა მინიჭებული საყდრისს და მაინც როგორ გააუბედურეს და რა დღეში ჩაგდეს?! ყველაფერს დაცვა და ბრძოლა სჭირდება. ჩვენ უკან არ დავიხევთ და, როგორც საყდრისს ვიცავთ, ასევე, ვიზრუნებთ თამარის წყაროსთვის და იმ ტაძრისთვის, რომელიც კვირაცხოვლის ქედის ძირშია და უკვე შუაზეა გადაპობილი. ასე თუ გაგრძელდა, ის ჩამოინგრევა და უბედურება დაემართება ყველა ისტორიულ ძეგლს, რაც აბულმუგის ტერიტორიაზეა. საერთაშორისო ძეგლთა დაცვის ორგანიზაციებს აუცილებლად ჩავრთავთ ამ საქმეში, რადგან ჩვენ ვიდეოებიც გადაღებული გვაქვს და ვიდეოში ეს ყველაფერი მკაფიოდ ჩანს. ეს მხარე ისეთია, რომ, როცა ამ ქვეყანას პატრონი ეყოლება, მთელი მხარე მუზეუმად უნდა გადაიქცეს.”

სრულად: https://iberiana.wordpress.com/iberiana/sakdrisi/#25

Posted in ისტორია-History, საყდრისი | Tagged: , | Leave a Comment »

კონფერენცია – არქეოლოგია მომავლისათვის

Posted by iberiana on May 27, 2014

კონფერენცია: საყდრისის პრეისტორიული ოქროს მაღარო – არქეოლოგია მომავლისათვის

24 მაისს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სტუდენტური მოძრაობა “მწვანე მუშტისა” და ორგანიზაცია “ძეგლის მეგობრის” ორგანიზებით გაიმართა კონფერენცია :საყდრისის პრეისტორიული ოქროს მაღარო – არქეოლოგია მომავლისათვის

კონფერენცია მიეძღვნება საყდრისი-ყაჩაღიანის, სამთო არქეოლოგიური მაღაროს, რომელიც წარმოადგენს მსოფლიოში უძველეს ოქროს მოპოვების კერას, და თარიღდება ძველი წელთაღრიცხვის IV ათასწლეულის მიწურულით.

მომხსენებლები:  ი. ღამბაშიძე (არქეოლოგი, საქართველოს ეროვნული მუზეუმი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, საყდრის-ძეძვების არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელი) – საყდრისის სამთო-არქეოლოგიური ძეგლი და მისი შესწავლის პერსპექტივები; ტ. შტოლნერი (არქეო-მეტალურგი, ბოხუმის რურის უნივერსიტეტის, არქეოლოგიური კვლევის ინსტიტუტის ისტორიის დეპარტამენდის პროფესორი) – საყდრისის მაღაროს მეტალურგიული მხასიათებლები (ჩართვა გერმანიიდან);  გ.მინდიაშვილი და გ. გოგოჭური (არქეოლოგები, ეროვნული მუზეუმი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორები) – ბალიჭ-ძეძვების არქეოლოგიური კომპლექსი – ოქროს მომპოვებელთა დასახლება…

კონფერენციის მასალებს შემოგთავაზებთ მოგვიანებით.

სრულად

Posted in 2014, არქეოლოგია, მეცნიერება, საყდრისი | Tagged: , | Leave a Comment »

მიმართვა საყდრისის დასაცავად

Posted by iberiana on April 11, 2014

gvariსაქართველოს საგვარეულო კავშირ “გვარი და გვარიშვილობის” მიმართვა საყდრისის დასაცავად

11 აპრილი, 2014 წ,

საქართველოს პრეზიდენტს ბატონ გიორგი მარგველაშვილს
საქართველოს პრემიერ–მინისტრს ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს
საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარეს ბატონ დავით უსუფაშვილს


მოგმართავთ საყდრისი–ყაჩაღიანის არქეოლოგიურ ობიექტთან დაკავშირებით.
დღესდღეისობით, რადგანაც ქართველი და უცხოელი მეცნიერების დასაბუთებით საყდრისის ოქროს მაღარო მსოფლიოში უძველესია, ამასთან არ არსებობს ამის საპირწონე ყოვლისმომცველი მეცნიერულად დასაბუთებული კონტრარგუმენტაცია და მიგვაჩნია, რომ კულტურა და მეცნიერება ქვეყნის პრიორიტეტებს უნდა წარმოადგენდეს თანამედროვე ცივილიზირებულ მსოფლიოში. გერმანელი მეცნიერების მიერ ძეგლის საბოლოო შესწავლამდე დაუშვებლად და დანაშაულად მიგვაჩნია მისი ხელყოფა.
გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენს ხელთ არსებული უფლებამოსილება და ხელი შეუწყოთ ამ ობიექტზე შემდგომ არქეოლოგიურ კვლევებს.
მიგვაჩნია, რომ საკითხის გადაწყვეტის დროს უნდა გათვალისწინებული იქნეს სახელმწიფოს, კერძოდ საქართველოს ინტერესები ერთი მხრივ და მეორე მხრივ ჩვენი ისტორიული წარსულის საამაყო ძეგლის შენარჩუნების საკითხი.


სრულიად საქართველოს გვარების წინამძღოლთა დარბაზი,
საქართველოს საგვარეულოთა კავშირი “გვარი და გვარიშვილობა“
გამგეობის თავმჯდომარე ლევან ფრუიძე

https://iberiana.wordpress.com/iberiana/sakdrisi/#19

Posted in 2014, საყდრისი | Tagged: , | Leave a Comment »

საყდრისი – ჟურნალისტური გამოძიება

Posted by iberiana on April 7, 2014

ჟურნალისტური გამოძიება: ძეგლის განადგურების მცდელობა!

ჟურნალისტური გამოძიება: ,,საყდრისი – პრემიერის “ოქროს შუალედი” / სტუდია ,,მონიტორი” /2014.
ჟურნალისტურ გამოძიებაში მოთხრობილია “საყდრისი ყაჩაღიანის” არქეოლოგიური ობიექტის შესახებ, რომელიც მეცნიერთა ნაწილის აზრით მსოფლიოში უძველესი ოქროს მაღაროა, თუმცა კულტურის სამინისტრომ ოქროს მომპოვებელ კომპანია “არემჯი გოლდს” ობიექტზე სამუშაოების დაწყების ნებართვა მისცა. არქეოლოგების თქმით მსოფლიო მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ობიექტს განადგურების საფრთხე ემუქრება.

Posted in 2014, საყდრისი | Tagged: , | Leave a Comment »