Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, სამცხე, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

Posts Tagged ‘უზენაესი საბჭო’

ტარიელ ფუტკარაძე – უზენაესი საბჭოს ორიენტირები

Posted by iberiana on იანვარი 14, 2020

tariel putkaradze.jpgპროფესორი ტარიელ ფუტკარაძე

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს ორიენტირები
თანამედროვე გეოპოლიტიკურ კონტექსტში

ქართველი ერი ერთ-ერთი უძველესი ერია მსოფლიოში და, ამავე დროს, ერთ-ერთი იშვიათი, რომელმაც სახელმწიფო შექმნა ჯერ კიდევ ძვ.წ. XV-XIII საუკუნეებში (იხ., კოლხური არქეოლოგიური კულტურის საზღვრები) და დღემდე აქვს. ამ ხნის მანძილზე საქართველო ზოგჯერ დამოუკიდებლობას კარგავდა ხოლმე, მაგრამ ძირითადი სახელმწიფოებრივი ინსტიტუტები და სამეფო დინასტია უწყვეტად შეინარჩუნა XIX საუკუნემდე. XIX-XX საუკუნეებში კი საქართველო ორჯერ გახდა რუსეთის აგრესიის მსხვერპლი; კერძოდ, რუსეთის იმპერიამ ე.წ. მცოცავი ანექსიის გზით საქართველო ნაწილ-ნაწილ მიიერთა 1801-1865 წლებში. საქართველოს დამოუკიდებლობა აღდგა 1918 წლის 26 მაისს, მაგრამ ბოლშევიკურმა რუსეთმა სამი წლის შემდეგ ისევ იარაღის ძალით დაიპყრო საქართველო. მხოლოდ 70 წლის შემდეგ – 1991 წლის 9 აპრილს – შეძლო ქართველმა ხალხმა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა: გამოაცხადა “საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი”, რომლის საფუძველზე მსოფლიომ ცნო საქართველო, როგორც თანამედროვე და დამოუკიდებელი სახელმწიფო 1991 წელს არსებულ საბჭოთა საქართველოს საზღვრებში.

სრულად:  https://iberiana2.wordpress.com/segm/t_putkaradze/

Posted in 1990, 1991, 1992, ეროვნული მთავრობა, საქართველო-Georgia, უზენაესი საბჭო | Tagged: , , | Leave a Comment »

უზენაესი საბჭო

Posted by iberiana on იანვარი 12, 2020

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო და
9 აპრილის დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი

uzenaesi sabcho1

1. სერგო ვარდოსანიძე: თავისუფლებისათვის ბრძოლის კვალდაკვალ ….. 7

2. ჯონი ხეცურიანი: 9 აპრილიდან 9 აპრილამდე ………………………………. 15

3. “საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის~ სამუშაო ვერსიები
/ზვიად გამსახურდიასა და ჯონი ხეცურიანის ჩასწორებები/ ……………….. 27

4. მანანა ტაბიძე: საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს მისია _
საქართველოს დამოუკიდებლობა ……………………………………………………… 36

5. ტარიელ ფუტკარაძე: საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი
საბჭოს ორიენტირები თანამედროვე გეოპოლიტიკურ კონტექსტში ….. 45

6. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრთა ბიოგრაფიული
მონაცემები /მოამზადა თეიმურაზ მურვანიძემ/ …………………………………. 60

სრულად: https://iberiana2.wordpress.com/segm/uzenaesi-sancho/

Posted in 2016, ეროვნული მთავრობა, ზვიად გამსახურდია, საქართველო-Georgia, უზენაესი საბჭო | Tagged: , , , , | Leave a Comment »

1992 წლის 6 იანვარი

Posted by iberiana on იანვარი 6, 2020

პრეზიდენიტის მომხრების მძევლად აყვანა

პარლამენტი, 6 იანვარი 1992 წელი

 

Posted in 1992, საქართველო-Georgia, სახელმწიფო გადატრიალება, უზენაესი საბჭო | Tagged: , , , , | Leave a Comment »

გურამ ისაკაძე – საცოდავი მღილები ხართ!

Posted by iberiana on დეკემბერი 22, 2019

guram isakadzeგურამ ისაკაძე – საცოდავი მღილები ხართ!

ზოგიერთი პუტჩს რომ უჭერდა მხარს და ახლა ქვეყნის დაქცევაზე წუწუნებს, მხოლოდ იმიტომ, რომ ვერ გაასაღეს პუტჩისტური თამასუქები! – მათ ვეკითხები:

– რა ფუჭდებოდა, რა ინგრეოდა, ასე რომ გამოტვინდით?

– აფხაზეთი ჩვენი იყო, სამაჩაბლო ჩვენი იყო;

– სახელმწიფო ქონება ხელუხლებლად ხალხზე, კანონიერ მფლობელზე გადასანაწილებლად ადგილზე იყო;

– უცხო სახემწიფოებიდან დამოუკიდებლობის ცნობის ნიაღვარი მოდიოდა;

– სნგ-ზე უარი იყო გაფორმებული;

– ქვეყნის სათავეში მორწმუნე მართლმადიდებელი და დიდი ჰუმანისტი იდგა!

რუსეთს მარტო თქვენი, აგენტების და გამოშტერებულების იმედი ჰქონდა და შეუსრულეთ!

თქვენი ხმა არ გავიგონო, ვინც არ იყავით სპეცსამსახურებთან შეკრული და მათ საქმეს ნებაყოფლობით აკეთებდით!

საცოდავი მღილები ხართ!

Posted in 1991, 1992, საქართველო-Georgia, უზენაესი საბჭო | Tagged: , , | Leave a Comment »

ჯემალ იონათამიშვილი – პუტჩის დღეები

Posted by iberiana on დეკემბერი 22, 2019

ionatamishvili

ჯემალ იონათამიშვილი: ისევ წარსულის გახსენება – ისევ პუტჩის დღეები!..

რომელი ერთი გავიხსენო!.. პუტჩის ყოველ დღესა და საათს უბედურება, სისხლი, სიკვდილი, ნგრევა-განადგურება ახლდა და მისი სრული სიმართლით აღწერა და ,,დადება“ რომ ისევ ჩვენთვისა და ჩვენი ხვალინდელი დღისთვისაა აუცილებელი, ეს აქსიომაა და დასაბუთებას არ საჭიროებს.

ძალზე მნიშვნელოვანია იმათი მოგონებების გასაჯაროება, ვინც ამ დღეთა მთელი სიმძიმე საკუთარ თავზე იწვნია, თუმცა აქაც სიფრთხილე და ჯეროვანი დაკვირვებაა საჭირო, თორემ ზოგჯერ, ვინ იცის, რა მიზეზით, ისეთ სამწუხარო უზუსტობებსა აქვთ ადგილი, როცა მოწოდებულ ინფორმაციას სინამდვილეში ,,მოგონებებზე“ მეტად – ჩვენს პრეზიდენტს დავესესხები და ვიტყვი, სახელად ,,გამოგონებები“ უფრო მიესადაგება!.. თვითონ მინახავს ინტერნეტში გამოქვეყნებული ,,რამდენიმეკაციანი“ ფოტოები და ამ ფოტოებისადმი განკუთვნილი თბილი კომენტარები! – ამ ადამიანებს პუტჩის დროს უზენაესი საბჭოს შენობიდან ფეხი არ მოუცვლიათო და ა.შ. (კი იცით, ლანძღვის გარდა, ქებაც როგორი ეხერხებათ მტრებსაც და მოყვრეებსაც!..)… ფოტოზე გამოსახულნი ქებას მადლობით(?) პასუხობენ და ამ დროს ვერც მე და ვერც ბევრ ჩემ მეგობარს მათგან ნაწილის ე. წ. ბუნკერში ყოფნა რატომღაც არ გვახსოვს!.. ამაზე ლაპარაკი თითქოს არ ღირს, მაგრამ რა ვქნა, რომ ზოგი ჩემი კოლეგის ასეთი ქცევის მიმართ მთლად გულგრილი ვერა ვარ!.. მათ ფონზე ერთი ჩვენი დეპუტატი მახსენდება – სროლების დაწყებისას იგი გარეთ იყო, მაგრამ უყოყმანოდ წამოვიდა (რუსთაველის მეტროს მხრიდან..), რათა ამ მძიმე დროს უზენაეს საბჭოს შენობაში, კოლეგებთან ერთად, თავის სამუშაო ადგილზე ყოფილიყო… ქუჩაში პუტჩისტებმა იცნეს, დაატყვევეს, შეიყვანეს ე.წ. იმელის შენობაში, დაღლამდე ურტყეს, ერთი, თუ ორი დღე ძალზე დამამცირებელ პირობებში ამყოფეს, შემდეგ გამოუშვეს და დაემუქრნენ – აქ აღარ გამოიარო, თორემ სულს ამოგხდითო!.. ამ ადამიანის ვინაობას არ ვასახელებ, მაგრამ მერწმუნეთ, ჭკუა-გონება, განათლება, აზროვნების უნარი და ე.წ. ცხოვრების ცოდნა სხვაზე ნაკლები არა აქვს, ვაჟკაცობაზეც არაფერს ვიტყვი, მხოლოდ გეტყვით, რომ ეს კაცი საფრთხეს მაინც არ მოერიდა და გამოშვებისთანავე, ისევ შეეცადა ჩვენამდე მოსვლას, რადგან ასეთ დროს მისთვის ყველაზე მთავარი პრეზიდენტისა და კოლეგების გვერდით ყოფნა იყო!.. და პუტჩისტებმა ისევ დაიჭირეს!.. ასეა – ,,კაციც“ არის და კაციც!..

სრულად: https://iberiana2.wordpress.com/segm/ionatamishvili/

 

Posted in 1991, 1992, საქართველო-Georgia, უზენაესი საბჭო | Tagged: , , | 1 Comment »

ეროვნული გვარდიის ვეტერანთა კავშირის საბჭოს მიმართვა უზენაესი საბჭოს დეპუტატებს

Posted by iberiana on დეკემბერი 8, 2019

drosha

საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული გვარდიის ვეტერანთა კავშირის საბჭოს
მიმართვა
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დეპუტატებს

მოგმართავთ თქვენ, 1990 წლის 28 ოქტომბერს მრავალპარტიული, დემოკრატიული არჩევნების შედეგად უმრავლესობით არჩეულ დეპუტატებს, საარჩევნო ბლოკი: „მრგვალი მაგიდა, თავისუფალი საქართველოდან“, რომლებიც 1990 წლის 15 დეკემბერს გაერთიანდნენ უზენაეს საბჭოში და საერთაშორისო კანონმდებლობის სრული დაცვით ჩამოაყალიბეს დემოკრატიული ხელისუფლება…

თქვენს მიერ განხორციელებული ყველა საკანონმდებლო მოქმედება შეესაბამებოდა საერთაშორისო კანონმდებლობას, რაც აღიარებულია გაეროს მიერ და საქართველო, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო მიღებულია გაეროში.

2005 წლის 11 მარტს დე-ფაქტო ხელისუფლების პარლამენტი იძულებული გახდა ეღიარებინა 1991-1992 წ.წ ხელისუფლების კანონიერება, მათ შორის კანონიერადაა ცნობილი კანონიერი რესპუბლიკის დაქვემდებარებაში მყოფი შეიარაღებული ძალები, ანუ საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული გვარდია.

1991-1992 ედუარდ შევარდნაძის მიერ შექმნილმა მეხუთე კოლონიამ, საბჭოთა კავშირის სპეცსამსახურების, შეიარაღებული ძალებისა და კრიმინალური შეიარაღებული ბანდფორმირებების მეშვეობით მოახდინა სახელმწიფო გადატრიალება და ძალაუფლება ხელში ჩაიგდო ძალადობრივი გზით.

1992 წლის 13 მარტს ქალაქ გროზნოში საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ მიიღო დადგენილება და ამის შესახებ ამცნო მსოფლიოს ქვეყნების ხელისუფლებებს, რაც დღესაც ძალაშია.

ბატონებო, თქვენ, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის ხელმომწერები დღესაც წარმოადგენთ ქვეყნის კანონიერი ხელისუფლების წარმომადგენლებს.

თქვენ, დე-ფაქტო ხელისუფლება გიხდით პენსიას არა მოწყალებისათვის, არამედ გაჩუმებისათვის, ვინაიდან თქვენ ხართ კანონიერი ხელისუფლების კანონმდებელი ორგანოს წარმომადგენლები და არა ოპოზიცია.

თქვენ არაფერი გესაქმებათ დამნაშავეთა ხროვასთან, რომლებმაც გაერთიანებული ოპოზიცია დაირქვეს.

თქვენ უნდა მოსთხოვოთ დე-ფაქტო ხელისუფლებას ქვეყანაში აღადგინოს სამართლიანობა, რისთვისაც უნდა შეიქმნას სახელმწიფო კომისია, სადაც თქვენ და კანონიერი ხელისუფლების ყველა შტოს წარმომადგენლები პარიტეტული პრინციპით იქნებით წარმოდგენილი. ეს არის მშვიდობიანი გზა, კომპრომისი იმისა, რომ არჩევნების გზით ხელისუფლებაში მოვიდნენ სახელმწიფო მოღვაწენი…

სრულად: http://iberiana2.wordpress.com/segm/erovnuli-gvardia/

 

Posted in 2019, ეროვნული გვარდია, ეროვნული მთავრობა, ეროვნული მოძრაობა, საქართველო-Georgia | Tagged: , , , | Leave a Comment »

უზენაესი საბჭოს 1992 წლის 13 მარტის დადგენილება

Posted by iberiana on ნოემბერი 29, 2019

uzenaesi sabcho

Posted in ეროვნული მთავრობა, პოლიტიკა, საქართველო-Georgia, უზენაესი საბჭო | Tagged: , , | Leave a Comment »

გვარდიის ვეტერანთა კავშირის მიმართვა ქართველ ერს

Posted by iberiana on ნოემბერი 15, 2019

25594241_307710489742042_1139383975062208318_n[1]

საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული გვარდიის ვეტერანთა კავშირის
მ ი მ ა რ თ ვ ა
ქართველ ერს

ძვირფასო მეგობრებო! ძმებო და დებო! მოგესალმებით ყველას და მოგილოცავთ ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის ახალი ეტაპის დაწყებას, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა 2019 წლის 14 ნოემბერს, ეროვნული ბიბლიოთეკაში!

მადლობა უზენაესი საბჭოს ყველა იმ დეპუტატს, ვინც გადალახა ყოველგვარი წინააღმდეგობა, უკან დატოვა საკუთარი ამბიცია, არ შეუშინდა შესაძლო ინტრიგებს (თქვენ წარმოიდგინეთ ფარულ მუქარასაც კი), არაფრად ჩააგდო თავისი ჯამრთელობა მოვიდა ამ დღეს და განაცხადა – დიახ ჩვენ ვალდებული ვართ მივყვეთ იმ გზას, იმ ამოცანას, რომელიც მოგვინიშნა თვით ბ-ნა ზვიად გამსახურდიამ 1990 წლის 14 ნოემბერს:

უზენაესი საბჭო „იქნება არა მხოლოდ უზენაესი საკანონმდებლო ორგანო ჩვენი ქვეყნისა, არამედ იქნება ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ხელმძღვანელი და კოორდინატორი და ამავე დროს ეროვნული დაუმორჩილებლობის განხორციელების ძირითადი სამართლებრივი ინსტიტუტი!“

დიახ ბატონებო კარგად გავიაზროთ და მტკიცედ გავითავისოთ – უზენაესი საბჭო ეს არის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ხელმძღვანელი და კორდინატორი!!! ჩვენ ყველა, ვინც თავს ვთვლით ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის წარმომადგენლად, ჩვენი სიმპათიებისა თუ ანტიპათიების მიუხედავად ვალდებული ვართ გავერთიანდეთ უზენაესი საბჭოს ირგვლივ!!!

მოვუწოდებთ ყველას! დავძლიოთ ჩვენში არსებული უთანხმოებანი, თუ გაუგებრობანი გავერთიანდეთ უზენაესი საბჭოს ირგვლივ, რაც საწინდარი იქნება ჩვენი ქვეყნის გადარჩენისა და გაბრწყინებისთვის ბრძოლაში!

სრულად: https://iberiana2.wordpress.com/segm/gvardia-9/

 

Posted in 2019, ეროვნული გვარდია, ეროვნული მოძრაობა, საქართველო-Georgia | Tagged: , , , | Leave a Comment »

უზენაესი საბჭოს წევრებსა და ჭეშმარიტი ეროვნული მოძრაობის წარმომადგენლებს

Posted by iberiana on ნოემბერი 7, 2019

shavtvaladzeუზენაესი საბჭოს წევრებსა და ჭეშმარიტი ეროვნული მოძრაობის წარმომადგენლებს

მეგობრებო, ძმებო, დებო, ძვირფასო თანამებრძოლებო!

ჩვენ, უზენაესი საბჭოს დეპუტატებს, ბედმა გვარგუნა ვყოფილიყავით თანამებრძოლნი, ეროვნული მოძრაობის პატრიარქის, ბ-ნ ზვიად გამსახურდიასი! გვქონდა პატივი მასთან ერთად, მისი თაოსნობით და უშუალო ხელმძღვანელობით, მოგვეპოვებინა უდიდესი გამარჯვება – ყოფილი სსსრ-ს სივრცეში პირველად ჩვენ ჩაგვეტარებინა მრავალპარტიული, უაღრესად დემოკრატიული, არჩევნები; საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ჩაგვეტარებინა რეფერენდუმი, რომლის შედეგებზე დაყრდნობითაც გამოცხადდა საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენა, ეს კი გახდა საფუძველი იმისა, რომ საქართველო გახდა მსოფლიო თანამეგობრობის სრულუფლებიანი წარმომადგენელი!

ჩვენ ბევრი სასიკეთო გეგმები გვქონდა, მაგრამ მტერმა არ გვაცალა მათი განხორციელება, როდესაც ჩვენში მრავლად არსებული მოღალატის მეშვეობით შექმნა კრიმინალური ბანდები, სათანადოდ აღჭურვა იგი, დაეხმარა ცოცხალი ძალით და დაამხო კანონიერი ხელისუფლება – მოკლა რჩეული პრეზიდენტი.

მტერმა ეს ყოველივე არ გვაკმარა და იმისათვის რომ მაქსიმალურად გაახანგრძლივოს ძალით თავსმოხვეული მარიონეტული საოკუპაციო რეჟიმის არსებობა, უზენაესი საბჭოს წევრებს (ისევე როგორც ეროვნული მოძრაობის თვალსაჩინო წარმომადგენლებს) კიდევ ერთი გოლგოთა გამოგვატარა (პოლიტიკური და ეკონომიური რეპრესიები, დევნა, ემიგრაცია). შემდგომში კი ჭორების გავრცელების მეთოდის ეფექტური გამოყენებით გაგვათითოკაცა.

საჭიროა წინ აღვუდგეთ ყოველივე ამას, რათა მტერმა სულ უფრო მეტად არ გადააგვაროს ქართველი ერი! სამწუხაროდ ჩვენ დავივიწყეთ მთავარი, რომ ყოველი ჩვენგანი ცალკე აღებული (ლაპარაკი არაა ამბიციურ პიროვნებებზე) არავითარ ძალას არ წარმოვადგენთ, რომ ჩვენი ძალა ჩვენი ერთად ყოფნაა – უზენაესი საბჭოს როგორც უძლიერესი სამართლებრივი ბერკეტის არსებობა!!!

მოგიწოდებთ ყველას! დავძლიოთ ჩვენში არსებული გაუგებრობანი, უთანხმოებანი (თუ ასეთი არსებობს) შევიკრიბოთ ერთად, და გადავწყვიტოთ რა გზა ავირჩიოთ ჩვენს სამშობლოში კანონმემკვიდრეობის აღდგენისა და ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის ბრძოლაში.

მივმართავთ უზენაესი საბჭოს წევრებსა და ჭეშმარიტი ეროვნული მოძრაობის წარმომადგენლებს – შევკავშირდეთ! ჩვენ არ უნდა ვეძებოთ ჩვენი იდეების რეალიზაცია სხვადასხვა ფსევდო „პატრიოტულ პარტიებთან“ შეკავშირებით. გავითავისოთ, რომ დღეს საქართველოში სამართლებრივი თვალსაზრისით არ არსებობს უფრო ძლიერი ძალა ვიდრე უზენაესი საბჭო!!! შევკავშირდეთ ერთად, გვერდში დავიყენოთ დღეს არსებული კანონიერი სტრუქტურები და შევიმუშაოთ მოქმედების გეგმა.

ვიმეორებთ, ჩვენი პატრიოტული მიზნების განსახორციელებლად ჩვენ კი არ უნდა დავრბოდეთ აქეთ-იქით სხვადასხვა „პატრიოტულ“ მოძრაობებსა და პარტიებში, არამედ ისინი თავად უნდა ეძებდნენ გზებს ჩვენთან მოსასვლელად.

ამ საკითხების განსახილველად ა. წ. 14 ნოემბერს 16:30 საათზე, გთხოვთ, შევიკრიბოთ ეროვნული ბიბლიოთეკის სააქტო დარბაზში, და მონაწილეობა მივიღოთ ამ დღისადმი მიძღვნილ კონფერენციაში!

უზენაესი საბჭოს წევრი
ნუგზარ შავთვალაძე

Posted in 2019, ეროვნული მოძრაობა, საქართველო-Georgia, უზენაესი საბჭო | Tagged: , | Leave a Comment »

ზვიად გამსახურდიას გამოსვლა. 1990 წლის 14 ნოემბერი

Posted by iberiana on ნოემბერი 7, 2019

ზვიად გამსახურდიას მიერ წარმოთქმული სიტყვა საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს პირველ სესიაზე

1990 წლის 14 ნოემბერი

 

ძვირფასო მეგობრებო! ჩვენი სამართლიანი ბრძოლა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია. დე, იცოდეს ყველამ, რომ ჩვენ ვიბრძოდით და ვიბრძვით ჩვენი წინაპრების რელიგიური და ეროვნული იდეალების აღორძინებისათვის, რამეთუ საქართველოს დიდი მისია დააკისრა განგებამ. ქართველი ერი არნახული წამებით ვიდოდა ისტორიის ეკლიან გზაზე, იგი ზნეობისა და სამართლიანობის ქომაგი იყო მუდამჟამს, მან ხორცი გასწირა სულისათვის, მან ჭეშმარიტების მსახურება დაისახა თავის უზენაეს მიზნად, რისთვისაც მრავალგზის იგვემა და ეწამა ბარბაროსთაგან და წარმათთაგან. მაგრამ მან გამოიარა ისტორიის გოლგოთა, რათა დამდგარიყო ჟამი მისი აღდგომისა და აღზევებისა, მისი გაბრწყინებისა მსოფლიო ხალხთა წინაშე, რათა კაცობრიობა ეზიაროს ნათელს საქართველოსას, ღვთით მომადლებულს. არ არის შორს ის დრო, როდესაც საქართველო იქცევა ზნეობრივი სიდიადის მაგალითად მსოფლიო ხალხთათვის.

ძვირფასო მეგობრებო! ჩვენი მოძრაობა, უწინარეს ყოვლისა, რელიგიური მოძრაობაა, რამეთუ რელიგიის გარეშე არ არსებობს ჭეშმარიტი ეროვნული აღორძინება. ამიტომაც არის დღეს ერთად ჩვენი ერი და ჩვენი ეკლესია. ჩვენ ვებრძვით უღმერთობისა და უსამართლობის უკუნეთ ღამეს, ჩვენს მართალ საქმეს განგება მფარველობს და ამიტომაც დავამარცხეთ მტერი. ქართველი ერი არ წავა ბარაბას გზით, უღმერთობის, ავაზაკობის, ტერორიზმის გზით, ქართველი ერის გზა სათნოების გზაა, სიქველის გზაა, სიყვარულის გზაა, ქრისტეს გზაა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

კურთხეულ იყოს ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველო! ჩვენთან არს ღმერთი! ამინ!

სრულად: https://iberiana.wordpress.com/zviad-gamsakhurdia/z_gamsakhurdia-2/

Posted in 1990, ეროვნული მთავრობა, ეროვნული მოძრაობა, ვიდეო, ზვიად გამსახურდია, პოლიტიკა, საქართველო-Georgia, უზენაესი საბჭო | Tagged: , , , | Leave a Comment »

უზენაესი საბჭოს წევრების განცხადება

Posted by iberiana on ნოემბერი 7, 2019

uzenaesi sabcho

უზენაესი საბჭოს წევრების
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

1990 წლის 28 ოქტომბერს, მოდერნიზებული რუსული იმპერიის (სსრკ-ს) სივრცეში, პირველად ჩატარდა ჭეშმარიტად თავისუფალი, უაღრესად დემოკრატიული, მრავალპარტიული არჩევნები!

მივმართავთ ამ არჩევნებში საქართველოს მოსახლეობის მიერ არჩეულ დეპუტატებს, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს 1990 წლის 14 ნოემბერს გამართულ უზენაესი საბჭოს პირველ სესიაში, რათა ა. წ. 14 ნოემბერს 16:30 საათზე, ეროვნული ბიბლიოთეკის სააქტო დარბაზში, მონაწილეობა მივიღოთ ამ დღისადმი მიძღვნილ კონფერენციაში!

განსახილველი საკითხებია:
1. 1990 წლის 14 ნოემბერს უზენაესი საბჭოს პირველ სესიაზე დასახული მიზნები და ამოცანები – მათი დადებითი შედეგები. საკითხების ბოლომდე არ შესრულების მიზეზები -ხელშემშლელი პირობები;
2. ჩვენი შესაძლო როლი და შესაძლებლობა საქართველოში დღეს არსებული სულიერი და პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლისათვის.

სასურველია ეროვნული მოძრაობის წარმომადგენლების მაქსიმალური მხარდაჭერა და მონაწილეობა ამ კონფერენციაში!

განმცხადებლები, უზენაესი საბჭოს წევრები:

ნუგზარ შავთვალაძე
გურამ მაქაცარია
ნუგზარ მგალობლიშვილი
ნემო ბურჭულაძე
ავთანდილ რცხილაძე
თემურ მჟავია
გურამ ისაკაძე
ფირუზ დიაკონიძე

Posted in 2019, საქართველო-Georgia, უზენაესი საბჭო | Tagged: , | Leave a Comment »

საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედებები

Posted by iberiana on აპრილი 9, 2019

04.04.2019.jpg

სრულად:  https://iberiana.files.wordpress.com/2019/04/1992-2019.pdf

Posted in 1992, 2019, ეროვნული მთავრობა, ზვიად გამსახურდია, მრგვალი მაგიდა, საქართველო-Georgia, უზენაესი საბჭო, ჰელსინკის კავშირი | Tagged: , , , , | Leave a Comment »

უზენაესი საბჭოს 1 სესია. 1990

Posted by iberiana on ნოემბერი 14, 2018

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პირველი  სესია
1990 წლის 14 ნოემბერი

Posted in 1990, ეროვნული მთავრობა, ვიდეო, ზვიად გამსახურდია, საქართველო-Georgia | Tagged: , , , | Leave a Comment »

უზენაესი საბჭოს დადგენილება ბუნებრივი რესურსების შესახებ

Posted by iberiana on ოქტომბერი 5, 2017

femap[1]

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს

დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა 

ბუნებრივი რესურსების – მიწის, წყლის, ტყის გასხვისების შესახებ

საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციით, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით და საერთაშორისო სამართლის ნორმებით, საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეებს აქვთ უპირატესი უფლება ისარგებლონ საქართველოს სასიციცხლო სივრცით –  მიწით, წყლით, ტყით, საძოვრებით;

საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის 72-ე მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო და საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა უფლებამოსილია დაიცვას საქართველოს მიწა, ტყე, წიაღისეული. წყალი;

საქართველოს კონსტიტუციის მე-2 თავის მე-11 მუხლის თანახმად, “მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საკუთრებას შეადგენს საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიის ფარგლებში არსებული მიწა, მისი წიაღი, წყალი, ტყე, საქართველოს სახელმწიფო საკუთრებაა შავი ზღვის სანაპირო და კონტინენტური შელფის ბუნებრივი რესურსები;

საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 1992 წლის 13 მარტის დადგენილების, საქართველოს რესპუბლიკის კანონების, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის და საერთაშორისო სამართლის ნორმების საფუძველზე, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო ადგენს:

  1. საქართველოში 1992 წლის სახელმწიფო, სამხედრო გადატრიალებიდან დღემდე, ბუნებრივი რესურსების გასხვისების, ეროვნული პარკების, დაცული ტერიტორიების, ნაკრძალების შესახებ მიღებული ნორმატიული აქტები გამოცხადდეს ბათილად და იურიდიული ძალის არმქონედ;
  2. საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეებისათვის სასიცოცხლო სივრცის შეზღუდვა, კერძოდ, წიაღით, წყლით, ტყით, მიწით, საძოვრებით სარგებლობის უფლებების წართმევა გამოცხადდეს არაადამიანურ ქმედებად და შესაბამისი სტრუქტურების მხრიდან მიეცეს სათანადო იურიდიული შეფასება.

 

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს

თავმჯდომარის მოადგილე:

ა. ჟღენტი

თბილისი, 2006 წლის 22 დეკემბერი.

This slideshow requires JavaScript.

Posted in უზენაესი საბჭო | Tagged: , , , | Leave a Comment »