Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

Posts Tagged ‘ქართული ძალა’

უდანაშაულო ბიჭებს 10 ათას ლარიანი გირაოთი გამოუშვებენ

Posted by iberiana on სექტემბერი 30, 2016

27 სექტემბერს აღმაშენებელზე დაკავებული პატრიოტი ბიჭების სასამართლო სხდომა დასრულდა. არასრულწლოვნებს გაათავისუფლებენ დღესვე. სრულწლოვნებისთვის კი თითოეულზე დაწესდა გირაო 10 000 ლარი.
შემდეგი სასამართლო სხდომა 3 ნოემბერს გაიმართება.

***

14440798_1105936649443730_8294270682851090844_n1

ასეთი ქმედებებით მეტ მოტივაციას შეგვძენენ

საერთოდ პოსტების დაწერა და გამოქვეყნება ჩემი მხრიდან ძალიან იშვიათია, არ ვარ სოციალურ ქსელში აქტიური თუმცა გუშინდელი ღამის შემდეგ არ შემიძლია რო ჩემი აზრი არ გამოვხატო იმაზე რაც აღმაშენებლის გამზირზე მოხდა (ვგულისხმობ ნაციონალისტური მსვლელობის უმიზეზოდ დარბევას).

გუშინ ქართულმა ძალამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა რომ ჭეშმარიტად ეროვნული ძალაა და არ იყიდება ფულზე, არ ფინანსდება არავისგან, არ ატარებს არც რომელიმე პოლიტიკური ძალის და არც სხვა სახის ძალის ინტერესებს, ატარებს მხოლოდ ქართველი ერის ინტერესებს და სრულიად უანგაროდ აკეთებს ეროვნულ საქმეს და ცდილობს პატრიოტოზმის გაღვივებას მოსახლეობაში.

ზვიად გამსახურდიას ეროვნულ-ქრისტიანული ხელისუფლების დამხობის შემდეგ, უკვე 25 წელია რაც ქვეყანას ტყუილზე აგებული ლიბერალური მთავრობები ხელმძღვანელობენ. მათ არ აქვთ არანაირი საერთო ეროვნულ იდეოლოგიასთან და ყოველთვის ცდილობენ ქართველი ერის, განსაკუთრებით კი ქართველი ახალგაზრდების პატრიოტული გრძნობების ჩაკვლას (რისი მაგალითიცაა გუშინ მომხდარი ფაქტი აღმაშენებლის გამზირზე). თუმცა ვერც ქართული ძალის რომელიმე წევრს და ვერც უბრალოდ პატრიოტებს ვერ დააშინებენ ასეთი მეთოდებით, ვერ ჩაკლავენ ეროვნულ იდეას, რომელიც ყველა ჩვენგანის გულებშია. პირიქით ასეთი ქმედებებით მეტ მოტივაციას შეგვძენენ, თუ გუშინ ქუჩაში 150-მდე პატრიოტი იყო გამოსული ხვალ 500 ვიქნებით, ზეგ 1000 და ა.შ. ჩვენ შევქმნით ისეთ მუხტს რომლის შეჩერება და ჩაკვლა შეუძლებელი იქნება.

დიდება ქართველურ საქართველოს, ისეთ საქართველოს როგორზეც ზვიადი ოცნებობდა. დიდება ერს! სიკვდილი მტერს!

მიშიკო ლომინაშვილი

28 სექტემბერი, 2016

Posted in 2016, საქართველო-Georgia | Tagged: , | Leave a Comment »

თავისუფლება ბიჭებს!

Posted by iberiana on სექტემბერი 29, 2016

%e1%83%ab%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%90

ნეტა, თუ ხვდება შსს, რომ ძალიან არასწორად მოიქცა და თავდასაცავი ჯოხი თავად ჩაირტყა თავში? რატომ და ვინ გასცა ამ ახალგაზრდების დაჭერის ბრძანება? ამ ახალგაზრდების დაჭერის ფაქტი და დაკავების ფორმა არის საფუძველი შორს გამიზნული პროვოკაციებისათვის.

აი რატომ:
ამ ახალგაზრდებს მეტრო რუსთაველიდან მოჰყვებოდა და თვალყურს ადევნებდა პოლიციელების საკმაოდ დიდი ჯგუფი. აღმაშენებლის გამზირზე მოპროტესტე ახალგაზრდების ტროტუარზე გადაადგილებას აკონტროლებდნენ. როგორ ფიქრობთ, გზადაგზა კაფეებში ისროდნენ მაშხალებს, ამსხვრევდნენ ვიტრინებს, შეურაცხყოფას აყენებდნენ გამვლელებს და ამას პოლიცია მშვიდად უყურებდა
ესე იგი:
1. თუ ახალგაზრდები ხულიგნობდნენ აღმაშენებლის გამზირზე, რატომ არ აღკვეთა პოლიციამ ეს ფაქტები? ანუ ცუდი და უმოქმედო პოლიცაა?!
2. სინამდვილეში კი არც არაფერი საფუძველი არ იყო ამ ახალგაზრდების დაჭერისათვის. მაგრამ როგორც სჩანს, ვიღაცეებს ძალიან უნდათ, რომ ეს ახალგაზრდები რადიკალ ნაციონალისტებად გარდაიქმნენ.

ანა მიქაუტაძე

თვითმხილველი

Posted in 2016, საქართველო-Georgia | Tagged: , , | Leave a Comment »

“ქართული ძალის” წევრები დააპატიმრეს

Posted by iberiana on სექტემბერი 28, 2016

27 სექტემბერი აფხაზეთის დაცემის (ჩაბარების) დღეა.
ამ დღესთან დაკავშირებით, პატრიოტმა ახალგაზრდებმა, მოძრაობა “ქართული ძალის” ინიციატივით მოაწყვეს აქცია-მსვლელობა რუსთაველის მეტროდან  გმირთა მოედნამდე, სადაც პატივი მიაგეს ომში დაღუპულ მამულიშვილებს. აქციის მონაწილენი მსვლელობისას სკანდირებდნენ “აფხაზეთი საქართველოა”, “სამაჩაბლო საქართველოა”, “საქართველო, საქართველო…:”. გმირთა მოედნის შემდეგ, ახალგაზრდები გაემართნენ აღმაშენებლის გამზირისკენ. აღმაშენებელის გამზირი ახალგაზრდებმა  ჩირაღდნებით ჩაიარეს, სიმღერით, შეძახილებით, რაც არ მოეწონა თურქულ-არაბული რესტორნების მფლობელებს. ახალგაზრდები   აპირებდნენ მსვლელობის გაგრძელებას რუსთაველზე, მაგრამ ამის საშუალება პოლიციამ არ მისცა და მსვლელობის 11 მონაწილე დააკავა ჯგუფური ხულიგნობის ბრალდებით.

“ქართულმა ძალა” თავის სოციალურ გვერდზე წერს:
“ეს არის ნამდვილი ქართული ძალა,რომელსაც ვერანაირი დარბევით,ვერანაირი შევიწროვებით ვერ ჩაახშობთ.ეს ქართველი ახალგზარდები ემსახურებიან იდეას,რომელიც ჩემზე,შენსა და სხვებზე მაღლა დგას.და რაც არ უნდა მოხდეს დღეს,ჩვენ ვიქნებით ხვალაც,რადგან სული,რომელსაც ქართული ჰქვია, არასდროს მოკვდება!”

“ღმერთმა უწყის რა მოელით უახლოეს მომავალში იმ ბიჭებს,რომლებიც გუშინ დაიჭირეს.არის ვერსია,რომ ჩვენი დარბევა წინასწარ იყო დაგეგმილი,იმისათვის რომ გაგვიჩნდეს შიში.ასევე ადგილი აქვს მასიურ დეზინფორმაციას,ნუ დაუჯერებთ ყველაფერს რასაც ინტერნეტში ხედავთ.ყველამ კარგად ვიცით რაც ხდება დღეს ჩვენს ქვეყანაში და დამეთანხმებით არ უნდა დავრჩეთ გულგრილი ჩვენი ქართველების მიმართ,რომლებიც ბირჟის გამაგრების ნაცვლად ცდილობენ საქართველოს მიმართ პატრიოტული დამოკიდებულება ნათლად გამოამჟღავნონ.”

Posted in 2016, საქართველო-Georgia | Tagged: , | Leave a Comment »

ჩვენ გვჭირდება ზომიერი და ჯანსაღი ნაციონალიზმი!

Posted by iberiana on სექტემბერი 28, 2016

%e1%83%aa%e1%83%9d%e1%83%a2%e1%83%9c%e1%83%94-%e1%83%92%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%ae%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%93%e1%83%98%e1%83%90ცოტნე გამსახურდია – დიახაც, ჩვენ გვჭირდება ზომიერი და ჯანსაღი ნაციონალიზმი!

28 სექტემბერი, 2016

გუშინ მომხდარი აქციის და ნაციონალიზმის ხელაღებით გმობას სანამ დავიწყებდეთ, მოდით, მის მიზეზებზეც ვილაპარაკოთ. პრაქტიკულად ბოლო ორი ათეული წელია ქართველი (არ მაქვს საუბარი ერთ მუჭა სუბიექტებზე) და ზოგადად – საქართველოს მოქალაქე, ყველაზე უუფლებო და დაუცველია ამ ქვეყანაში. ეს რადიკალური და მიუღებელი გამოვლინება სწორედ იმ დაგროვილი პროტესტის გრძნობის შედეგია, რაც სხვადასხვა ხელისუფლების დანაშაულებრივმა უგნურებამ და ღალატმა მოიტანა.

გავიხსენოთ სულ ახალი ისტორია თურქების მიერ აჭარაში სკოლის უნებართვოდ აშენების შესახებ… ჯერ კიდევ სააკაშვილმა ერთი ხელის მოსმით ათასობით რადიკალურად განწყობილ თურქს მიანიჭა მოქალაქეობა, ხოლო თურქეთის დღევანდელი ხელისუფლება დაუფარავად აცხადებდა ბათუმის, აჭარის თურქეთის წიაღში მშვიდობიანად დაბრუნების შესახებ!

გაურკვეველი წარმოშობის კაპიტალის, ხშირად – რუსულის, ხელშია საქართველოს ენერგოსისტემა, მდინარეები ზედ აგებული ჰესებით. სააკაშვილმა 1500(!) ჰექტარი ტერიტორია სვანეთში ერთ დოლარად გადასცა გაურკვეველ, ოფშორულ ინვესტორს და დღესაც კახა კალაძის კლანი სასათბურე პირობებს უქმნის მას მიუხედავად ხელშეკრულების პირობების მრავალგზის დარღვევისა!

საქართველოს მდინარეები ფაქტობრივად გაყიდულია: – ჰესის აშენება, მით უფრო იმ ზომით და სტანდარტით, როგორც აქ ხდება, სწორედ მდინარის ხელში ჩაგდებას ნიშნავს! უახლოეს მომავალში ცხენისწყლის და რიონის ირანში გადაგდებაც იგეგმება, რაზეც ირანის ელჩმა უკვე ღიად ისაუბრა. იყიდება ყველაფერი: მიწა, წყალი, ობიექტები, ადამიანები. იყიდება რეალურად დათვლილი ეკონომიკური სარგებლის გარეშე, მუქთად, ჩუმად, ხალხის ზურგსუკან, ყოველგვარი ადგილობრივი და საერთაშორისო ნორმების და სტანდარტების დარღვევით. იხ. მაგალითად, ორჰუსის კონვენცია…

დაინტერესდით რა ხდება ტყიბულში, ზესტაფონში, ჭიათურაში, კასპში. რა გაუსაძლის პირობებში უწევს მოსახლეობას მუშაობა და ცხოვრება მოწამლულ გარემოში. რეალურად ნებისმიერ ადგილას, სადაც კი მუშაობს წარმოება ამ ქვეყანაში, ადგილობრივი მოსახლეობა ყველაზე უუფლებო და უუნაროა, ხოლო ხელისუფლება – ყოველთვის უცხოელი ინვესტორის მხარესაა. ამ ყველაფრის შემდეგ ნაციონალიზმი გიკვირთ?

დიახაც, ჩვენ გვჭირდება ზომიერი და ჯანსაღი ნაციონალიზმი! გვჭირდება საქართველოს ყველა მოქალაქის დაცვა და არა მონათმფლობელური “მდიდარი უცხოელების კულტი”, რომელნიც ხან იარაღით და ხან – ფულით, გვაცლიან საარსებო სივრცეს.

არადა, გააგრძელეთ ჭერში ბუზების თვლა და წუწუნი – “რა გვეშველება…”

 ***

ჩემი აზრით, ქართული ნაციონალიზმი მხოლოდ მათ უშლის ხელს, ვისაც ამ ქვეყნის დაცლა და შემდეგ ჩვენი ტერიტორიების ერთმანეთში გადანაწილება უნდა! სწორედ ასეთებმა აქციეს ჩვენ ერონულ იდენტობაზე ლაპარაკი ანაქრონიზმად, მიუღებლად. შეგიძლიათ არ დაიჯეროთ შეთქმულების თეორიების, უბრალოდ გადახედეთ ჩვენი დიდი მეზობლების გაცხადებულ პოლიტიკას.

ნაციონალიზმი საქართველოს ყველა მოქალაქის ინტერესს უნდა ემსახურებოდეს, ყოველგვარი ფაშისტური მდგენელის გარეშე! ყველა მოქალაქის, გარდა მათი, ვინც ამ ქვეყნის დაშლას ისახავს მიზნად. ასევე აუცილებელია გავითვალისწინოთ და დავაკავშიროთ ჩვენი მონათესავე კავკასიელი ხალხების ინტერესები: ხომ არავის უკვირს, მაგალითად, თურქეთისა და აზერბაიჯანის ახლო, ნათესაური ურთიერთობა?

ზვიად გამსახურდია:

ნაციონალიზმი” და “ნაციზმი” არ არის იდენტური ცნებები. ნაციონალიზმი ნაციის თვითმყოფადობისა და განვითარებისათვის ზრუნვაა, იგი არ უარყოფს სხვა ერების სიყვარულს, მათთან თანამშრომლობას და კეთილმეზობლობას, ნაციზმი კი შოვინიზმის უკიდურესი ფორმაა, ეს არის საკუთარი ნაციის ფეტიშიზაცია, სხვა ერებისადმი სიძულვილი, ერთი ერის მხრივ სხვა ერებზე ბატონობისკენ, მათი მოსპობისკენ სწრაფვა.

ნაციზმი და შოვინიზმი მხოლოდ დიდ ერებს ახასისათებს, რომელთაც აქვთ ექსპანსიისკენ დიდი მიდრეკილება. მცირე ერის ნაციონალიზმი კი არავის უქმნის საფრთხეს, იგი იცავს მარტოოდენ საკუთარ არსებობას და თვითმყოფადობას.”

ცოტნე გამსახურდია

29 სექტემბერი, 2016

Posted in 2016, გამსახურდია, საქართველო-Georgia | Tagged: , | Leave a Comment »