Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

Posts Tagged ‘ქეთი დიღმელაშვილი’

დაზიანებული და განადგურებული ძეგლები

Posted by iberiana on December 3, 2016

15259324_1171027762982102_5952343883858042505_o1

ქეთი დიღმელაშვილი – სასულიერო პირების მიერ დაზიანებული და განადგურებული ძეგლები

…ვისაც არ ახსოვს გავახსენებ, ხოლო ვინც არ იცის მათ გავაცნობ 2011 წელს არც მეტი არც ნაკლები, სამთავროს მონასტრის ეზოში მომხდარ ამბავს, როცა ტაძრის დასავლეთით, იქ სადაც ახლა ახლადგახსნილი ტაძრის მუზეუმი და მაღაზიაა, როგორ შეიყვანა ეკლესიამ ტრაქტორი და მთელი გორა მოხსნა ისე, რომ ნებართვა არავის გაუცია! მაშინ ამ ბულდოზერმა აგურის აკლდამას ისე ჩამოხსნა თაღი, როგორც არაფერი! ეს არ იკმარეს, და როცა ვიღაცამ შეაშინა დედაოები, სისხლის სამართლის დანაშაულიაო, ისე ჩუმად მიაცემენტეს მონგრეული, დამნაშავე ბავშვი ნაქურდალს ადგილზე რომ დააბრუნებს ხოლმე. მაშინ მკაცრი რეაგირება არ მოჰყვა ამას გარკვეული მიზეზების გამო. არქეოლოგებმა გაფუჭებული საქმის გამოსწორება ვითავეთ და გათხრები დავიწყეთ. სწორედ მაშინ დაიწერა სამთავროს ახალი ისტორია, დაიწერა ჩემს ხელში და ჩემს თვალწინ. მე ვიყავი 4 თვის მანძილზე ჯერ კიდევ ბოლომდე გაუხრწნელ XIX ს. სამარხს რომ ვწმენდდი, შუა საუკუნეების თონეებს ვასუფთავებდი და III ს. დაკრძალული თოთო ბავშვის ძვლებს ველოლიავებოდი. მაშინ 7 სამარხი გავწმინდე სხვადასხვა პერიოდის – დავიჯერო ისინი არ იყვნენ წმინდანები?! 4 თვის მუშაობის შემდეგ ერთ პატარა მონაკვეთზე მართლაც უნიკალური სურათი გავშალეთ – III საუკუნიდან XIX საუკუნემდე გადაშლილი სამთავროს ისტორია თავისი სამარხებით, თონეებით, მარნით და სათავსებით. ვწმინდავდით მხოლოდ იმიტომ, რომ ყველამ ვიცოდით – ის რაც გაიწმინდებოდა სამუზეუმო სივრცეში მოექცეოდა და ისტორიას დარჩებოდა! ჩვენ მუშაობა დავასრულეთ და ერთ მშვენიერ დღეს ადგილზე მისულებს აღარც სამარხები დაგვხვდა, აღარც თონეები, და აღარც ქვევრები!!! …

სრულად:  https://iberiana2.wordpress.com/georgia/k_digmelashvili/

Posted in 2016, არქეოლოგია, მცხეთა, საქართველო-Georgia | Tagged: , , | Leave a Comment »