უზენაესი საბჭოს წევრების
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
1990 წლის 28 ოქტომბერს, მოდერნიზებული რუსული იმპერიის (სსრკ-ს) სივრცეში, პირველად ჩატარდა ჭეშმარიტად თავისუფალი, უაღრესად დემოკრატიული, მრავალპარტიული არჩევნები!
მივმართავთ ამ არჩევნებში საქართველოს მოსახლეობის მიერ არჩეულ დეპუტატებს, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს 1990 წლის 14 ნოემბერს გამართულ უზენაესი საბჭოს პირველ სესიაში, რათა ა. წ. 14 ნოემბერს 16:30 საათზე, ეროვნული ბიბლიოთეკის სააქტო დარბაზში, მონაწილეობა მივიღოთ ამ დღისადმი მიძღვნილ კონფერენციაში!
განსახილველი საკითხებია:
1. 1990 წლის 14 ნოემბერს უზენაესი საბჭოს პირველ სესიაზე დასახული მიზნები და ამოცანები – მათი დადებითი შედეგები. საკითხების ბოლომდე არ შესრულების მიზეზები -ხელშემშლელი პირობები;
2. ჩვენი შესაძლო როლი და შესაძლებლობა საქართველოში დღეს არსებული სულიერი და პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლისათვის.
სასურველია ეროვნული მოძრაობის წარმომადგენლების მაქსიმალური მხარდაჭერა და მონაწილეობა ამ კონფერენციაში!
განმცხადებლები, უზენაესი საბჭოს წევრები:
ნუგზარ შავთვალაძე
გურამ მაქაცარია
ნუგზარ მგალობლიშვილი
ნემო ბურჭულაძე
ავთანდილ რცხილაძე
თემურ მჟავია
გურამ ისაკაძე
ფირუზ დიაკონიძე