Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

Posts Tagged ‘ცოტნე გამსახურდია’

ტყვია ქართულ სუნელებში

Posted by iberiana on ივლისი 2, 2017

IMG_7025_5957e7b063268[1]ნიუ-იორკის ჯანდაცვის დეპარტამენტი: ქართულ სუნელებში ტყვიის საგანგაშო დოზა აღმოჩენილია 2017 წელსაც

როგორც ნიუ-იორკის ჯანდაცვის დეპარტამენტი On.ge-სთვის გამოგზავნილ წერილში წერს, ისინი საფრთხის შესახებ რეგულარულად აფრთხილებენ ქართული სუნელების პოტენციურ მომხმარებლებს.

უწყების ინფორმაციით, ისინი უკვე წლებია ამოწმებენ საქართველოში წარმოებულ, სხვადასხვა სახის სუნელს ტყვიის შემცველობაზე და დარღვევებს რეგულარულად პოულობენ. მათ შორის, “საგანგაშო ოდენობის” ტყვია აღმოჩნდა 2017 წელს შემოწმებულ სუნელებშიც. თუმცა, წერილში არ წერია, კონკრეტულად რომელი ბრენდის, ან რა სახით დაფასოებული სუნელებია შემოწმებული და საფრთხის შემცველი. ამის დაზუსტებას ჯანდაცვის დეპარტამენტი უახლოესი დღეებისთვის დაგვპირდა.

ნიუ-იორკის ჯანდაცვის დეპარტამენტის ცნობით, მათ მიერ ერთ-ერთ ნიმუშში აღმოჩენილი ტყვიის საგანგაშო ოდენობა იყო 27 000 ppm (27 000 ერთეული მილიონზე) მაშინ, როცა, მაგალითად, ტკბილეულში ტყვიის დასაშვები, უსაფრთხო ზღვარია 0,1 ppm.

ნიუ-იორკის ჯანდაცვის დეპარტამენტი გარკვევით ამბობს, რომ მათი გაფრთხილება, ქართულ სუნელებში ტყვიის შემცველობაზე, ახლაც ძალაშია. თუმცა, მათ საქართველოს გენერალური საკონსულო ნიუ-იორკში ამის შესახებ ჯერ კიდევ 2011 და 2015 წლებში გააფრთხილეს და ინფორმაცია შემდგომი გამოძიებისთვის გაუგზავნეს ქართულ მხარეს. მათივე თქმით, 2015 წელს გამოქვეყნებული გაფრთხილება კი საქართველოს საკონსულოსთან თანამშრომლობით შეიქმნა, რათა გაეფრთხილებინათ ქართული სუნელების პოტენციური მომხმარებლები…

სურსათის ეროვნული სააგენტოს პასუხი:

“სურსათის ეროვნული სააგენტო სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ ქართულ სუნელზე დღეს არანაირი შეზღუდვა არ მოქმედებს. სააგენტო მუდმივად აწარმოებს მონიტორინგს და ლაბორატორიულ კვლევას.

დღეს ქართულმა მედიასაშუალებებმა გაავრცელეს ნიუ-იორკის ჯანდაცვის დეპარტამენტის განცხადება ქართული წარმოების სანელებლებში ტყვიის მაღალი შემცველობის შესახებ, რაც არის 2015 წლის ინფორმაცია და არავითარი საერთო არ აქვს დღევანდელ რეალობასთან”.

On.ge გააგრძელებს აღნიშნულ საკითხზე მუშაობას და ყველა შესაძლო გზით შეეცდება მოიპოვოს დეტალური ინფორმაცია იმის შესახებ, თუ კონკრეტულად რა სახეობის სუნელს ამოწმებს სურსათის ეროვნული სააგენტო მძიმე მეტალების შემცველობაზე, როგორია შემოწმების სიხშირე და შედეგები, ასევე, ბოლოს როდის ჩატარდა მსგავსი შემოწმება

https://on.ge

***

%e1%83%aa%e1%83%9d%e1%83%a2%e1%83%9c%e1%83%94-%e1%83%92%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%ae%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%93%e1%83%98%e1%83%90

ცოტნე გამსახურდია

“ბავშვობიდან, არასდროს, არავის პირადი შური არ მქონია…

მშურდა და მშურს უცხოელების, მათი ქვეყნების, საზოგადოების განათლებულობის, განვითარების, ორგანიზებულობის, წესრიგის, პატიოსნების… მშურს ამერიკელების: აღმოაჩინეს ტყვია ქართველი ბავშვების სისხლში, განგაში ატეხეს, მივიდნენ მათ სახლებში, ყველაფერი შეამოწმეს და მიაკვლიეს მოწამლვის წყაროს. არ დაეზარათ, არ დაენანათ რესურსი ერის ჯანმრთელობისათვის! სისტემა საათივით აწყობილია!

… სახეში აფარებ ამ დოკუმენტებს, მოსალოდნელ ზიანს და საფრთხეს, საქართველოს ხელისუფლების დანაშაულებრივ უმოქმედობას, სიბრიყვეს, კორუფციას და მაინც გეუბნებიან – არაო! განა შეიძლება ასე ყოველ ნაბიჯზე ერი თვითგანადგურებისკენ ისწრაფოდეს?!…

“თქვენ გესმით რა ხდება?! საერთოდ დაგრჩათ ტვინში ნეირონები?! ამერიკის ხელისუფლება აფრთხილებს საქართველოს სახელისუფლებო სტრუქტურებს საშინელი საფრთხის, საწამლავის შესახებ ჩვენს პროდუქტებში და ჩვენ ამას გვიმალავენ!

ვინ აგებს ამაზე პასუხს?! ვინ ჩაატარა მოკვლევა ან გამოძიება? ვინ გამოიკვლია უხარისხო საწვავის შემოტანის საკითხი, ან ბიძინეს მეგობრების “არემჯი გოლდი” რომ ნახევარ სამხრეთ საქართველოს ველ-მინდვრებს და მდინარეებს წამლავს? სხვა კომპანიებზე და კატასტროფულ ეკოლოგიურ ვითარებაზე აღარ ვამბობ: აქ ხომ ბიზნესი და ხელისუფლება ერთ მაფიოზურ ქსელშია შეზრდილი!

როდემდე ავიტანოთ ეს ყველაფერი?!”

წერს ცოტნე გამსახურდია სოციალურ ქსელში

02.07.2017

Advertisements

Posted in 2017, ეკოლოგია, საქართველო-Georgia | Tagged: , | Leave a Comment »

ცინიკური პასუხი პროკურატურისგან

Posted by iberiana on აპრილი 5, 2017

%e1%83%aa%e1%83%9d%e1%83%a2%e1%83%9c%e1%83%94-%e1%83%92%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%ae%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%93%e1%83%98%e1%83%90ცოტნე გამსახურდია – ცინიკური პასუხი პროკურატურისგან

დღეს მივიღეთ მორიგი, უკვე ღიად ცინიკური პასუხი პროკურატურისგან: გამოძიება ამ ეტაპზე ვერ ხედავს მომხდარში დანაშაულის ნიშნებს, ამიტომ გარდაცვლილის უფლებამონაცვლედ ოჯახის წევრებს ვერ გცნობთო.
შესაბამისად, არავითარი უფლებები ამჟამად მამაჩემის მკვლელობის საქმის ძიებისას ოჯახის წევრებს არ გვენიჭება, მათ შორის – არც საქმის მასალებს გაგვაცნობენ!

9 აპრილს, დღის ორ საათზე გთხოვთ მობრძანდეთ პარლამენტის წინ, საპროტესტო აქციაზე. რომელიც შეეხება არამხოლოდ ამ დანაშაულს და მის მიჩმქალვას, არამედ არაფორმალური, მოღალატური მმართველობის პრობლემატიკას! გვეყოლება ძალზე საინტერესო გამომსვლელები, ძალზე საინტერესო მოხსენებებით…

ძალიან მინდა, რომ ეს აქციები არ იყოს მხოლოდ აქციებისთვის, არამედ საზოგადოების გათვითცნობიერებას და პროგრესს შეუწყოს ხელი, რაც ახალი სტილი იქნება დამოუკიდებელი საქართველოს საპროტესტო მოძრაობათა ისტორიაში.

დანარჩენს – ამ დღეებში დავწერ უფრო დეტალურად. გთხოვთ, გვერდში დავუდგეთ ერთმანეთს და ასევე, გაავრცელოთ.

როგორც აქამდე თავად ვიდექი ყოველი თქვენგანის გვერდში მეც და ისიც, ვინც ამ ქვეყანას დამოუკიდებლობა მოუტანა. ნუ ჩამომართმევთ ქედმაღლობაში: მინიმუმ თხუთმეტი წელია ვამბობ, სხვის უფლებების დაცვა საკუთარის დაცვასაც ნიშნავს!

ცოტნე გამსახურდია

5 მარტი, 2017

Posted in 2017, საქართველო-Georgia, ცოტნე გამსახურდია | Tagged: | Leave a Comment »

ცოტნე გამსახურდიას მიმართვა

Posted by iberiana on მარტი 26, 2017

gamsaxurdiebi
ყოველი წლის მარტის ბოლოსა და აპრილის დასაწყისში სული სიმძიმით მევსება… ტრაგიზმის, გამოუვალობის განცდით, რომელიც დამოუკიდებელი საქართველოს შობას დაჰყვა თან – შინაური გარეწრებისა და ბოროტების იმპერიის მეცადინეობით. მოგეხსენებათ, 31 მარტი დამოუკიდებელი საქართველოს გამოცხადების საფუძვლის, დამოუკიდებლობის რეფერენდუმისა და ამავე დროს, ამ დამოუკიდებლობის ძირითადი შემოქმედის, ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა. ადამიანის, რომელმაც საქართველოს დამოუკიდებლობას მიაჯაჭვა მისი სიცოცხლე და ეს დღეც ორივეს დაბადების დღედ იქცა…

თუმც დამოუკიდებელ საქართველოს დიდხანს არ უცოცხლია, და არც მისი არსებობის მთავარ ინიციატორს. უკვე დაახლოებით 25 წელიწადია საქართველო მოჯადოებულ წრეზე დადის: ცხადად დანახული და დაწერილი ისტორიის, შეცდომებისა და სწორი ნაბიჯების შეფასების გარეშე. ხომ ნათქვამია: თუ გინდა, რომ ერს ღირსება დააკარგინო, მას პატრიოტები და თავდადებულები უნიათო და წარუმატებელ კაცუნებად უნდა დაუსახო, ხოლო მოღალატეები და გამყიდველები – გმირებად! განა ამის შემდეგ გასაკვირია, რომ ამდენი წელი გზა გვაქვს აბნეული?!

ზვიად გამსახურდიას სიკვდილსაც ჩემთვის ორი განზომილება აქვს: პიროვნული და სახელწიფოებრივი ტრაგედიისა.
1994 წელს იანვარში, როდესაც პირველკურსელ ყმაწვილს ჯერ მოკლული მამის ცხედრის ნახვა მქონდა სანატრელი და შემდეგ, როცა რამოდენიმე საფლავის გამოცვლის შემდეგ შევარდნაძის ბანდებმა რუსეთის სპეცსამსახურებთან ერთად როგორც იქნა გადმოგვცეს უკვე დაახლოებით 40 დღის გარდაცვლილი… მახსოვს ის დღეები, როდესაც ვეხებოდი მის სხეულს, როდესაც ვერ წარმომედგინა მიწისთვის როგორ უნდა მიმებარებინა იგი…

სახელმწიფოებრივ ასპექტს რაც შეეხება: არაფერი, რაც მის სიკვდილსა და საქართველოს სახელმწიფოს განადგურებას შეეხება დღემდე არ არის ოფიციალურად დადგენილი. შევარდნაძის დროს, ბუნებრივია, ეს ყველაფერი მიჩქმალული და თაროზე შემოდებული იყო. ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური სისტემის ნგრევა, ათასობით ადამიანის განადგურება, ტერიტორიების დაკარგვა, ქვეყნის ძარცვა და მის ხარჯზე ერთეულების გამდიდრება, რისეთის ჯარის გამოყენება კანონიერ ხელისუფლებასთან ბანდიტურ ბრძოლაში და პრეზიდენტის მკვლელობა არავის აინტერესებდა.

სააკაშვილის მმართველობის დროს ამ მიმართულებით გარკვეული,მაგრამ უმნიშვნელო ნაბიჯები გადაიდგა. შეიქმნა ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების მიზეზთა დამდგენი საპარლამენტო კომისია, თუმც მას არ მისცეს საგამოძიებო ფუნქციები. მიუხედავად ამისა, ამ კომისიამ სერიოზული მასალები და მტკიცებულებები მოიპოვა, რაც დღესაც ამ საქმის ტექსტთა ძირითად კორპუსს შეადგენს.

“ქართული ოცნების” ხელისუფლებამ ეს საქმე მკვლელობის გამოძიების მუხლით გადააკვალიფიცირა და გარკვეული საგამოძიებო ქმედებები ჩაატარა. თუმც მალევე გამოჩნდა, რომ ეს მხოლოდ პოლიტიკურად სასპეკულაციო თემა იყო და სინამდვილეში დღეს პროკურატურა და სუსი გულმოდგინედ მალავენ ზვიად გამსახურდიას მკვლელობის ავტორებსა და შემსრულებლებს! მალავენ საკუთრივ რუსეთის, იმჟამინდელი შევარდნაძის (რომელნიც იგივე მოსკოვიდან იმართებოდნენ) სპეცსამსახურებისა და ბანდების მონაწილეობას და როლს ჩვენი ქვეყნის დაქცევა-განადგურებაში. საქმის მასალებში ცხადად ჩანს მომხდარი, მხოლოდ ეფექტური საგამოძიებო ქმედებებია განსახორციელებელი!მთავარი პროკურატურის ხელმძღვანელობა და მინისტრი ვახტანგ გომელაური შეგნებულად აფარებენ ხელს შევარდნაძის მკვლელებსა და იდეურ მემკვიდრეებს. იმედია გასაგებია, ვისი დავალებით!

ამ ყველაფერზე ხვალ, 27 მარტს უფრო დეტალურად ვისაუბრებთ პრესკონფერენციაზე კონსტანტინე გამსახურდია და მე, ამ სიტყვების ავტორი. ამავე დროს, უახლოეს დღეებში დაგეგმილი მაქვს შეხვედრები საქართველოში აკრედიტებულ მეგობარი ქვეყნების ელჩებთან, რათა გავაცნო ვითარება და იმედი მაქვს დასაბუთებული მხარდაჭერისა.

გთხოვთ გაიაზროთ და გაავრცელოთ:

ყველა ადამიანსა და პოლიტიკურ ძალას, ვინც ადეკვატურად აფასებს პროცესებსა და გული შესტკივა ქვეყანაზე, სამართლიანობაზე, კანონიერებაზე გთხოვთ მობრძანდეთ რუსთაველზე, პარლამენტის წინ 31 მარტს, პარასკევს, დღის 4 საათზე.
ძალა ხალხშია, ერთად დავამთავროთ სიყალბე!

ცოტნე გამსახურდია

26.03.2017

Posted in 2017, გამსახურდია, საქართველო-Georgia | Tagged: | 1 Comment »

სისხლიანი 2 თებერვალი

Posted by iberiana on თებერვალი 2, 2017

გვახსოვდეს დღევანდელი ქართული სახელმწიფოს ისტორიული და სამართლებრივი საფუძვლები

ზუსტად 25 წლის უკან, 1992 წლის 2 თებერვალს რამოდენიმე ასეულმა იარაღიანმა ნაძირალამ სისხლში ჩაახრჩო დაახლოებით ორას ათასიანი მშვიდობიანი დემონსტრაცია. ადამიანები, რომელნიც საკუთარი კანონიერი არჩევანის დაცვას ცდილობდნენ და აპროტესტებდნენ სამხედრო გადატრიალებას. ადამიანები, რომლებიც ცდილობდნენ დაეცვათ ქვეყანა იმ საშინელებისგან, რომელიც მას თურმე უნდა გაევლო… ათასობით სამშობლოზე მოფიქრალი ადამიანი, მოქალაქეები, რომლებიც “ზვიადისტებად” – ერთ ადამიანზე ფანატიკურად შეყვარებულ უგნურებად – შერაცხა მოსკოვის ტელევიზიამ და საკუთარი კეთილდღეობისთვის ყველაფრის მკადრებელმა “სვეტსკი” ბოზბანდამ. ბანდამ, რომელმაც ქვეყანა სისხლში ჩაახრჩო იმიტომ, რომ იმჟამინდელმა პრეზიდენტმა პრივილეგიები გამოაცალა…

იმ დღეს 180-ზე მეტი ადამიანი დაიჭრა და 20-ზე მეტი დაიღუპა. ამ ყველაფრის ავტორებისათვის დღეს არცერთ ხელისუფლებას პასუხი არ მოუთხოვია. მეტიც, არაერთი მათგანი დღემდე უზრუნველად დასეირნობს ამ ქალაქში და ხანდახან ჭკუასაც გვარიგებს ხოლმე…
მარადიული ხსოვნა იყოს…

ცოტნე გამსახურდია

2 თებერვალი, 2017

Posted in 2017, საქართველო-Georgia | Tagged: , | Leave a Comment »

“ვინ მოკლა ზვიად გამსახურდია?!“

Posted by iberiana on აპრილი 1, 2016

“ვინ მოკლა ზვიად გამსახურდია?!“ – მოიკლა თუ არა თავი ზვიად გამსახურდიამ – როგორია ცოტნე გამსახურდიას შეფასებები…

Posted in ზვიად გამსახურდია, საქართველო-Georgia | Tagged: | Leave a Comment »