Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

Posts Tagged ‘ცოტნე გამსახურდოა’

ჩვენ გვჭირდება ზომიერი და ჯანსაღი ნაციონალიზმი!

Posted by iberiana on სექტემბერი 28, 2016

%e1%83%aa%e1%83%9d%e1%83%a2%e1%83%9c%e1%83%94-%e1%83%92%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%ae%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%93%e1%83%98%e1%83%90ცოტნე გამსახურდია – დიახაც, ჩვენ გვჭირდება ზომიერი და ჯანსაღი ნაციონალიზმი!

28 სექტემბერი, 2016

გუშინ მომხდარი აქციის და ნაციონალიზმის ხელაღებით გმობას სანამ დავიწყებდეთ, მოდით, მის მიზეზებზეც ვილაპარაკოთ. პრაქტიკულად ბოლო ორი ათეული წელია ქართველი (არ მაქვს საუბარი ერთ მუჭა სუბიექტებზე) და ზოგადად – საქართველოს მოქალაქე, ყველაზე უუფლებო და დაუცველია ამ ქვეყანაში. ეს რადიკალური და მიუღებელი გამოვლინება სწორედ იმ დაგროვილი პროტესტის გრძნობის შედეგია, რაც სხვადასხვა ხელისუფლების დანაშაულებრივმა უგნურებამ და ღალატმა მოიტანა.

გავიხსენოთ სულ ახალი ისტორია თურქების მიერ აჭარაში სკოლის უნებართვოდ აშენების შესახებ… ჯერ კიდევ სააკაშვილმა ერთი ხელის მოსმით ათასობით რადიკალურად განწყობილ თურქს მიანიჭა მოქალაქეობა, ხოლო თურქეთის დღევანდელი ხელისუფლება დაუფარავად აცხადებდა ბათუმის, აჭარის თურქეთის წიაღში მშვიდობიანად დაბრუნების შესახებ!

გაურკვეველი წარმოშობის კაპიტალის, ხშირად – რუსულის, ხელშია საქართველოს ენერგოსისტემა, მდინარეები ზედ აგებული ჰესებით. სააკაშვილმა 1500(!) ჰექტარი ტერიტორია სვანეთში ერთ დოლარად გადასცა გაურკვეველ, ოფშორულ ინვესტორს და დღესაც კახა კალაძის კლანი სასათბურე პირობებს უქმნის მას მიუხედავად ხელშეკრულების პირობების მრავალგზის დარღვევისა!

საქართველოს მდინარეები ფაქტობრივად გაყიდულია: – ჰესის აშენება, მით უფრო იმ ზომით და სტანდარტით, როგორც აქ ხდება, სწორედ მდინარის ხელში ჩაგდებას ნიშნავს! უახლოეს მომავალში ცხენისწყლის და რიონის ირანში გადაგდებაც იგეგმება, რაზეც ირანის ელჩმა უკვე ღიად ისაუბრა. იყიდება ყველაფერი: მიწა, წყალი, ობიექტები, ადამიანები. იყიდება რეალურად დათვლილი ეკონომიკური სარგებლის გარეშე, მუქთად, ჩუმად, ხალხის ზურგსუკან, ყოველგვარი ადგილობრივი და საერთაშორისო ნორმების და სტანდარტების დარღვევით. იხ. მაგალითად, ორჰუსის კონვენცია…

დაინტერესდით რა ხდება ტყიბულში, ზესტაფონში, ჭიათურაში, კასპში. რა გაუსაძლის პირობებში უწევს მოსახლეობას მუშაობა და ცხოვრება მოწამლულ გარემოში. რეალურად ნებისმიერ ადგილას, სადაც კი მუშაობს წარმოება ამ ქვეყანაში, ადგილობრივი მოსახლეობა ყველაზე უუფლებო და უუნაროა, ხოლო ხელისუფლება – ყოველთვის უცხოელი ინვესტორის მხარესაა. ამ ყველაფრის შემდეგ ნაციონალიზმი გიკვირთ?

დიახაც, ჩვენ გვჭირდება ზომიერი და ჯანსაღი ნაციონალიზმი! გვჭირდება საქართველოს ყველა მოქალაქის დაცვა და არა მონათმფლობელური “მდიდარი უცხოელების კულტი”, რომელნიც ხან იარაღით და ხან – ფულით, გვაცლიან საარსებო სივრცეს.

არადა, გააგრძელეთ ჭერში ბუზების თვლა და წუწუნი – “რა გვეშველება…”

 ***

ჩემი აზრით, ქართული ნაციონალიზმი მხოლოდ მათ უშლის ხელს, ვისაც ამ ქვეყნის დაცლა და შემდეგ ჩვენი ტერიტორიების ერთმანეთში გადანაწილება უნდა! სწორედ ასეთებმა აქციეს ჩვენ ერონულ იდენტობაზე ლაპარაკი ანაქრონიზმად, მიუღებლად. შეგიძლიათ არ დაიჯეროთ შეთქმულების თეორიების, უბრალოდ გადახედეთ ჩვენი დიდი მეზობლების გაცხადებულ პოლიტიკას.

ნაციონალიზმი საქართველოს ყველა მოქალაქის ინტერესს უნდა ემსახურებოდეს, ყოველგვარი ფაშისტური მდგენელის გარეშე! ყველა მოქალაქის, გარდა მათი, ვინც ამ ქვეყნის დაშლას ისახავს მიზნად. ასევე აუცილებელია გავითვალისწინოთ და დავაკავშიროთ ჩვენი მონათესავე კავკასიელი ხალხების ინტერესები: ხომ არავის უკვირს, მაგალითად, თურქეთისა და აზერბაიჯანის ახლო, ნათესაური ურთიერთობა?

ზვიად გამსახურდია:

ნაციონალიზმი” და “ნაციზმი” არ არის იდენტური ცნებები. ნაციონალიზმი ნაციის თვითმყოფადობისა და განვითარებისათვის ზრუნვაა, იგი არ უარყოფს სხვა ერების სიყვარულს, მათთან თანამშრომლობას და კეთილმეზობლობას, ნაციზმი კი შოვინიზმის უკიდურესი ფორმაა, ეს არის საკუთარი ნაციის ფეტიშიზაცია, სხვა ერებისადმი სიძულვილი, ერთი ერის მხრივ სხვა ერებზე ბატონობისკენ, მათი მოსპობისკენ სწრაფვა.

ნაციზმი და შოვინიზმი მხოლოდ დიდ ერებს ახასისათებს, რომელთაც აქვთ ექსპანსიისკენ დიდი მიდრეკილება. მცირე ერის ნაციონალიზმი კი არავის უქმნის საფრთხეს, იგი იცავს მარტოოდენ საკუთარ არსებობას და თვითმყოფადობას.”

ცოტნე გამსახურდია

29 სექტემბერი, 2016

Posted in 2016, გამსახურდია, საქართველო-Georgia | Tagged: , | Leave a Comment »

ცოტნე გამსახურდიას განცხადება

Posted by iberiana on თებერვალი 8, 2015

tsotneცოტნე გამსახურდიას განცხადება

ძვირფასო საზოგადოებავ!

დღეს თქვენი დახმარება მჭირდება. ალბათ გახსოვთ, სააკაშვილის რეჟიმის დროს მუდამ ვცდილობდი რეაგირების გარეშე არ დამეტოვებინა უსამართლობის, არაადამიანობის, ნეპოტიზმის შემცველი ფაქტები. სწორედ ამიტომ გახლდით წინა ხელისუფლების მოწინააღმდეგე და არა იმიტომ, რომ რაიმე პიროვნული უკმაყოფილება მაკავშირებდა ნაცმოძრაობასთან და მის ლიდერთან…

არც “ოცნების” ხელისუფლებისგან ან ბიძინა ივანიშვილისგან მინდოდა რაიმე: ფული, ბიზნესი თუ თანამდებობა. ციხეშიც, საკუთარი სიცოცხლის და ჯანმრთელობის რისკის ფასად, ვუჭერდი მხარს სამართლიანობის აღდგენას, ავტორიტარიზმის დემონტაჟს და ნეპოტიზმის დასრულებას მხოლოდ იმიტომ, რომ მჯეროდა – ეს წინგადადგმული ნაბიჯი იქნებოდა ამ ქვეყნისათვის.

საკუთარ პერსონაზე ამდენი მხოლოდ იმიტომ ვილაპარაკე, რომ ა რ ა ფ ე რ ი მინდოდა ან მინდა ხელისუფლებისგან – გარდა ერთისა: ეს გახლავთ მამაჩემის მკვლელობის საქმის გამოძიება.

წინამდებარე წერილებში მივმართავ მთავარ პროკურორს, გიორგი ბადაშვილს და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, დავით უსუფაშვილს, რომელიც პასუხისმგებლობის მქონე პოლიტიკოსად მიმაჩნია, რათა გამცენ პასუხი მათი კომპეტენციის ფარგლებში რატომ არ ასრულებს პროკურატურა 2011 წლის პარლამენტის დადგენილებას და რატომ აჭიანურებს გამოძიებას, რომელიც უკვე წლებია გრძელდება.

უნდა აღინიშნოს, რომ ხსენებულ ადრესატებს, ასევე ი. ღარიბაშვილს, გ. მარგველაშვილს, და საქართველოს სახალხო დამცველს ჯერ კიდევ შარშან მაისში მივმართეთ ძმებმა ამ საქმეზე რეაგირების თხოვნით. პასუხი: ფარატინა ქაღალდი, რომ მიმდინარეობს გამოძიება…

მინდა ვკითხო ბატონ დავით უსუფაშვილს და გ. ბადაშვილს, ამ ქვეყანაში მაინცდამაინც ოჯახის წევრის საფლავზე უნდა დაგაკლან რომ სამართალი იპოვო?! თუ ზვიად გამსახურდიას არ ჰქონდა სიცოცხლის უფლება?

ცოტნე გამსახურდია

7.02.2015

Posted in 2015, ეროვნული მოძრაობა, ზვიად გამსახურდია, საქართველო-Georgia | Tagged: | Leave a Comment »